ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბუნებრივი და სამართლიანი განვითარებაა, რომ ომი უბრუნდება რუსეთს, მის ტერიტორიაზე. „უკრაინა ძლიერდება. თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია,” - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ზამთარში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმებისთვის უნდა მოემზადოს. „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, ისევე, როგორც გასულ წელს, რუს ტერორისტებს კვლავ შეუძლიათ თავდასხმა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორსა და კრიტიკულ ობიექტებზე ზამთარში,“ - აღნიშნა ზელენსკიმ და განმარტა, რომ მიმდინარეობს მზადება „ყველა შესაძლო სცენარისთვის.” მოსკოვზე დრონებით შეტევის გამო „ვნუკოვოს“ აეროპორტი დახურული იყო - რუსეთი რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინციდენტი, ომის ობიექტური შედეგია - პოდოლიაკი
საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმში პროტესტით ხვდებიან
განახლება: საკრუიზო ლაინერი დაახლოებით 05:00 საათზე, პროტესტის ფონზე შემოვიდა პროტესტით გაცილებიდან მეოთხე დღეს, 31 ივლისს საკრუიზო გემი - ASTORIA GRANDE ბათუმში სავარაუდოდ, დილის 05:00 საათისთვის ისევ შემოვა. მანამდე კი, ონლაინ გამოცემა "ბათუმელების" პირდაპირი ეთერის თანახმად, ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვა მოქალაქეები ადგილზე, პორტის სიახლოვეს შეიკრიბნენ. ისინი საკრუიზო გემის დახვედრას საპროტესტო აქციით გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით, თითქმის ყველა ის მონაკვეთი ჩაკეტა ბარიკადებით, საიდანაც ნავმისადგომთან მიახლოება შეიძლებოდა. აჭარის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, აქციის მონაწილეები აგრესიით გამოირჩევიან. აქციის მონაწილეები, რომლებიც ახლა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე არიან შეკრებილნი, ამბობენ, რომ „სოჭიდან წამოსულ საკრუიზო გემზე, რომელიც ბათუმში უნდა შევიდეს, ტურისტებთან ერთად, პუტინისა და ომის მომხრე მომღერლები და არტისტები არიან. განმარტავენ, რომ სწორედ ეს იწვევს მათ აღშფოთებას.“ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მოქალაქეების დაკავების შესახებაც, თუმცა ეს ცნობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი - Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება. საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები პროტესტის ფონზე გააცილეს
ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ საკრუიზო ლაიენერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან
ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერს - ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები არიან, საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან შეკრება აქციას მონაწილეებმა ღამით დაიწყეს. ადგილზე აქციის მონაწილებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე იყო დაპირისპირება. პროტესტის მონაწილეებმა საქართველოს და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
პოლიციამ ბათუმში, აქციაზე 9 ადამიანი დააკავა
პოლიციამ ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საკრუიზო ლაინერის - Astoria Grande-ს ჩასვლის გასაპროტესტებლად აქცია იმართება, 9 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების პრესსამსახურის განცხადებით, „აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდნენ" მოქალაქეები.“ ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ საკრუიზო ლაიენერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან Astoria Grande დღეს, 31 ივლისს შემოვიდა, თუმცა მისი მგზავრები ჯერ ლაინერიდან არ გადმოსულან. რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად გაგზავნილი ავტობუსი აქციის მონაწილეები ადგილზე არ შეუშვეს.
აშშ და ავსტრალია მოუწოდებენ ჩინეთს, გავლენა მოახდინოს რუსეთზე, რომ მოსკოვმა უკრაინაში ომი დაასრულოს
შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ რუსეთის მიერ „საკვების იარაღად“ გამოყენება დაგმეს. 29 ივლისს ერთობლივ განცხადებაში მათ ჩინეთს მოუწოდეს, გავლენა მოახდინონ რუსეთზე, რათა მოკსოვმა უკრაინაში ომი დაასრულოს. ორმა ქვეყანამ ასევე დაგმეს ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება და რუსულ ბირთვულ საფრთხეებს „მიუღებელი მუქარა" უწოდეს. განცხადების ავტორებმა აღნიშნეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე რეაგირება მოჰყვება.
მოლდოვის მთავრობამ პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის კიდევ 60 დღით გახანგრძლივების თხოვნით მიმართა
მოლდოვის პარლამენტი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის კიდევ 60 დღით გახანგრძლივების შესახებ მინისტრთა კაბინეტის ინიციატივას განიხილავს. ეს ღონისძიებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიმდინარე მიერ წარმოებულ ომს უკავშირდება. დეპუტატების შეხვედრა გაზაფხული-ზაფხულის სესიაზე დღეს, 31 ივლისს ბოლო იქნება. მოლდოვის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუდმივი რისკებით ახსნა. მთავრობის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოლდოვა კვლავ განიცდის ჰიბრიდულ ომს, დეზინფორმაციას, სამხედრო მიზნებისთვის მანიპულირებას და ეთნიკურ ძალადობას. „ამავდროულად, უკრაინის ომმა შესაძლებელია, მოლდოვისთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეაფერხოს.
საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ოთხ განზომილებაში - განცხადების შინაარსი ცნობილია
საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ სამი დღის წინ განაცხადეს. დღეს, 31 ივლისს, ამ პარტნიორობის შესახებ განცხადება ხელმისაწვდომი გახდა. სტრატეგიული პარტნიორობა ოთხი განზომილებისგან შედგება. ესენია: პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთა შორის და კულტურული ურთიერთობისა და საერთაშორისო განზომილება. მთავრობის ადმინისტრაციამ ერთობლივი განცხადება პეკინში, საქართველოს და ჩინეთის პრემიერ-მინისტრების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. პოლიტიკური განზომილება 1.1. მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს. 1.2. მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არსებული საერთაშორისო მდგომარეობისა და ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში, ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი კავშირების მნიშვნელობამ საგრძნობლად იმატა. მხარეები ერთმანეთს მიიჩნევენ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად, ხოლო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევენ. 1.3. საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად. მხარეები გამოთქვამენ მზაობას მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაცვლის კუთხით, საერთო განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. 1.4. მხარეები მზად არიან, გააძლიერონ მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციები საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე და გაამყარონ სტრატეგიული ურთიერთნდობა. 1.5. მხარეები ხაზს უსვამენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ისევე როგორც პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობას, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობის გამყარება სხვადასხვა მიმართულებით. 1.6. ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით ჩინეთისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, მხარეები ხაზს უსვამენ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას მრავალი მიმართულებით და სხვადასხვა დონეზე, ისევე როგორც კომუნიკაციისა და კონსულტაციების მნიშვნელობას შესაბამის რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეკონომიკური განზომილება 2.1. მხარეები მიესალმებიან ბოლო წლებში ორმხრივი ვაჭრობის მდგრად ზრდას და გამოხატავენ მზაობას მის შემდგომ მატებასთან მიმართებით, მისი სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან, სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოებასთან, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით. 2.2. საქართველო მიესალმება ჩინეთის მიერ შემოთავაზებული „სარტყელისა და გზის” ინიციატივას. მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას ხსენებული ინიციატივის ფარგლებში, რათა თანამშრომლობა მეტი ძალითა და შესაძლებლობებით წარიმართოს. მხარეები გააძლიერებენ დარგობრივი პოლიტიკის სფეროში კოორდინაციასა და განვითარებაზე ორიენტირებული გეგმების სინერგიას ხსენებული ინიციატივის ფარგლებში; გააღრმავებენ ურთიერთობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში; მიემხრობიან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის პრინციპს საერთო სარგებლის მისაღებად; ხელს შეუწყობენ ღია, მწვანე და სუფთა თანამშრომლობას „სარტყელისა და გზის” ინიციატივის მიზნების რეალიზებისთვის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. 2.3. მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ციფრული ტექნოლოგიების, წარმოების, სარკინიგზო ქსელების განახლებისა და განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის, წყლის რესურსების, გარემოს დაცვის, გაუდაბნოებასთან ბრძოლის, წყლის დემინერალიზაციის, სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით. 2.4. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და საქართველო 2018 წლიდან იღებენ სარგებელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების სფეროში. ქვეყნები გააგრძელებენ თანამშრომლობის გაღრმავებას ხსენებული შეთანხმების ფარგლებში; ურთიერთ-ხელსაყრელი შედეგების მისაღებად მხარს დაუჭერენ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთისა და საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის სუბიექტებს შორის; აქტიურად მოხდება ხსენებული შეთანხმების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოყენება. 2.5. მხარეები გამოხატავენ მზაობას ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კომისიის შემდეგი სხდომის ჩასატარებლად, რათა გაძლიერდეს ინფორმაციის გაზიარება ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით ხსენებული კომისიის ფორმატში, რაც გააძლიერებს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხსა და ეფექტურობას. 2.6. ჩინეთი მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში. ჩინეთი მხარს უჭერს ქართულ საწარმოებს ჩინეთის ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმებზე საქონლის რეალიზაციის მიზნით. 2.7. მხარეები გამოხატავენ მზაობას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გასააქტიურებლად, რათა მოხდეს დარგის საერთო განვითარება. ჩინეთი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას ისეთ ტურისტულ გამოფენებში, როგორიცაა ჩინეთის ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული ბაზარი. 2.8. ჩინეთი მხარს უჭერს და ხაზს უსვამს თბილისში აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმის მნიშვნელობას, რომლის თემა გახლავთ „დღევანდელი დაკავშირებულობა, ხვალინდელი მდგრადობისთვის” და რომელიც 2023 წლის 26-27 ოქტომბერს გაიმართება ქ. თბილისში. 2.9. ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საქართველო მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთსასარგებლო რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმად. ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში. 2.10. ჩინეთი შეისწავლის საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს. ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება 3.1. ახალ პირობებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საჭიროების გათვალისწინებით, მხარეები გამოთქვამენ მზაობას, აქტიურად აწარმოონ სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა, განაახლონ შეთანხმება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც 1993 წელს იქნა ხელმოწერილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. 3.2. ხალხთა შორის კავშირებისა და კულტურული ურთიერთობების სფეროში მეგობრული დამოკიდებულებისა და თანამშრომლობის დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან, გააძლიერონ კულტურული თანამშრომლობა. წახალისდება ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ვიზიტები, გაძლიერდება თანამშრომლობა ტურიზმის, ჯანდაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის მიმართულებით. ამასთანავე, გაძლიერდება ურთიერთობები კინემატოგრაფიის, პრესის და საჯარო დიპლომატიის სფეროებში. 3.3. მხარეები შეისწავლიან ჩინეთისა და საქართველოს კულტურის წლების აღნიშვნის შესაძლებლობას და გააგრძელებენ კონსულტაციებს კულტურული ცენტრების დასაარსებლად, რასაც შესაბამისი ხელშეწყობა ექნება. 3.4. მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში. განხორციელდება პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, გაძლიერდება თანამშრომლობა მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის სფეროში, განხორციელდება ერთობლივი პროექტები. 3.5. მხარეები ხელს შეუწყობენ უნივერსიტეტებს ერთობლივი სასწავლო პროგრამების მსგავსი პრაქტიკული თანამშრომლობის განხორციელებას; წახალისდება უნივერსიტეტების მიერ მაღალი ხარისხის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების სრული გამოყენება და მათი გათვალისწინება თანამშრომლობის ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში. მხარეები ხელს შეუწყობენ სტუდენტების ურთიერთგაცვლას და ერთობლივ განვითარებას, სამთავრობო სასტიპენდიო ინსტრუმენტებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით. 3.6. მხარეები მნიშვნელობას ანიჭებენ ენების შესწავლის მიზნით გაცვლისა და თანამშრომლობის პროგრამებს, წაახალისებენ ორივე ქვეყნის სკოლებს ჩინური და ქართული ენების შესწავლისკენ; მზაობას გამოთქვამენ ენის პედაგოგების გაცვლითი პროგრამების განხორციელებისა და გადამზადებისთვის; მხარს უჭერენ კონფუცის ინსტიტუტების (საკლასო ოთახების) განვითარებას. საერთაშორისო განზომილება 4.1. მხარეები გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში, ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის ერთობლივ მხარდაჭერას; მტკიცედ დაიცავენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ირგვლივ შექმნილ საერთაშორისო სისტემას, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველზე ძირეულ ნორმებს; წაახალისებენ ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვას. 4.2. მხარეები მხარს უჭერენ კაცობრიობის საერთო ღირებულებების – მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობის, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების ხელშეწყობას; პატივს სცემენ ყველა ხალხის დამოუკიდებელ არჩევანს მათი ეროვნული შესაძლებლობების შესაბამისი განვითარების გზის განსაზღვრაში და ხელს უწყობენ კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნას. 4.3. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური განვითარების ინიციატივას და მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ხსენებული ინიციატივის ფარგლებში წარმოებულ თანამშრომლობაში, რათა დაჩქარდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელება. 4.4. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. მხარეებს სურთ ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერება ხსენებული ინიციატივის ფარგლებში და ერთობლივ ძალისხმევას ახორციელებენ მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვისთვის. 4.5. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური ცივილიზაციის ინიციატივას. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ ხსენებული ინიციატივის განსახორციელებლად.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში 12,6 კილომეტრი გაათავისუფლეს - მალიარი
ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ სოფლების მალა ტოკმაჩკისა და რობოტინის მიმართულებით. გასული კვირის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 12,6 კვ.კმ გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა. „სამხრეთში უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. მალა ტოკმაჩკის, რაბოტინის, ზაპოროჟიეს ოლქის მიმართულებით მიღწეულ საზღვრებზე იკიდებენ ფეხს“, - წერს მალიარი სოციალურ ქსელში. ამ მიმართულებებზე შეტევისას თავდაცვის ძალებმა სულ გაათავისუფლეს 204,7 კვ.კმ. ამასთან, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული კვირის განმავლობაში, კონტრშეტევის შედეგად,ბახმუტის მიმართულებით კიდევ 2 კილომეტრი გაათავისუფლეს. მალიარის თქმით, ამ მიმართულებით შეტევის დროს, უკრაინის დამცველებმა, სერთო ჯამში, 37 კვ. კმ. ტერიტორიის დეოკუპაცია განახორციელეს. ომის შესწავლის ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან მიიწევენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკისკენ, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობენ, სვატოვე-კრემინას ხაზზე მოიპოვონ უპირატესობა.
მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევის კვალდაკვალ, ევროკომისია ინვესტორთა ფორუმის ჩატარებას გეგმავს - მედია
მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევის კვალდაკვალ, ევროკომისია ბრიუსელში ინვესტორთა ფორუმის ორგანიზებას განიხილავს. ამის შესახებ აზეტბაიჯანული მედიასაშუალებები ევროკომისიის წყაროზე დაყრდნობით წერენ. Trend-ის თანახმად, ევროკომისიის სპიკერმა გაანცხადა, რომ ინვესტორთა ფორუმის მიზანია, შეკრიბოს საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეები ევროკავშირიდან და ცენტრალური აზიიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, წვლილი შეიტანონ ორ რეგიონს შორის მდგრადი სატრანსპორტო კავშირების ეფექტიან განვითარებაში.“ ღონისძიება სავარაუდოდ, 2024 წელს გაიმართება. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს - ექსკლუზივი TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში.
აშშ და ინდოეთი ალასკაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
ინდო-ჩინეთის საზღვარზე დაძაბულობის ფონზე, ინდოეთი და აშშ ალასკაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს - "Yudh Abhyas" ჩაატარებენ 25 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, აშშ და ინდოეთი ალასკაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. გამოცემა News18-ის თანახმად, ინდოეთის არმიის მარათის მსუბუქი ქვეითი პოლკის ჯარისკაცები 14-დღიან წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. მისივე ინფორმაციით, სწავლება მოიცავს ყველა ოპერაციას, რომელიც დაკავშირებულია სამშვიდობო მისიასთან. „ორი ქვეყნის ჯარები საერთო მიზნების მისაღწევად ერთად იმუშავებენ,“- ნათქვამია წვრთნების აღწერაში.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა
18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულები გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ფესტვენიძემ, თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრისა“ „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრის“ ხელმძღვანელებმა მოაწერეს. ღონისძიების ფარგლებში, ეკატერინე ფესტვენიძემ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის პროგრამის პრეზენტაციაც გამართა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს აძლევს. ეკატერინე ფესტვენიძის განცხადებით, პროგრამა უკვე ერთი კვირაა რაც ამოქმედდა. „ინტერესი ძალიან დიდია, განცხადებები და ზარები მუდმივად შემოდის. უკვე პირველი პაციენტი გავუშვით თურქეთში და დღეს დილით უკვე თურქეთის კლინიკაში სერვისის მიღებას იწყებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ გამოჯანმრთელებული დაგვიბრუნდება. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო მასპინძლობს პარტნიორ კლინიკებს, რომლებიც ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ თანამშრომლობის ფორმალიზება მოხდეს. აქ არიან ყველა პარტნიორი კლინიკის ხელმძღვანელობა, მათ შორის, თურქეთის "ანადოლუს" სამედიცინო ცენტრის, ისრაელის "იხილოვის" სამედიცინო ცენტრის და ესპანეთის პროტოროთერაპიის ცენტრის ხელმძღვანელები," - განაცხადა ფესტვენიძემ. პრეზენტაციები წარმოადგინეს პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელებმაც - ღონისძიების სტუმრებს, თავიანთი სამედიცინო დაწესებულებები და ამ დაწესებულებებში, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით, არსებული შესაძლებლობები გააცნეს. „ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურება. მათ ოჯახებს კი მნიშვნელოვნად უმსუბუქდებათ ის ფინანსური წნეხი, რომლის წინაშეც, ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლისას დგებიან. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. პარტნიორ კლინიკებს შორის, პაციენტების განაწილება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით მოხდება. პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს და მისი წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. პროგრამის განმახორციელებელია „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“. საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გასხნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. ცენტრში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა
პირველი აგვისტოდან ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აღარ უხელმძღვანელებს. „ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს - არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ, ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა, ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით, ახალი ენერგიით,“ წერს ხოფერია Facebook-ზე. სამინისტროს მისი კოლეგა, ნანა გადელია უხელმძღვანელებს. ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა.
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7,7%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა. „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორებში.
საელჩო: საქართველოში არსებული სამაცივრე მეურნეობების 30% აშშ-ის მხარდაჭერითაა შექმნილი
გურიაში ვიზიტისას ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი მოცვის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს ესტუმრა და დაათვალიერა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი სამაცივრე მეურნეობა, რომელიც საელჩოს შეფასებით, უმნიშვნელოვანესია ამ ბიზნესის წარმატებისთვის. „ამ სამაცივრე მეურნეობის მეშვეობით Blueberry Farm-ი, რომელსაც საკუთარი წარმოებაც აქვს, მეზობელი მწარმოებლების მოსავალსაც შეიძენს. დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებული სამაცივრე მეურნეობების 30% აშშ-ის მხარდაჭერითაა შექმნილი. საქართველოდან მოცვის ექსპორტი სტაბილურად იზრდება და მხოლოდ შარშან მოგებამ $14 მილიონს გადააჭარბა. ამერიკის მთავრობისთვის ეს განსაკუთრებით სასიხარულოა, ვინაიდან 2018 წლიდან აქტიურად ვეხმარებით მოცვის მწარმოებლებს, ვამარაგებთ მათ თანამედროვე ტექნოლოგიებით და ცოდნით. შედეგად ვიღებთ გაზრდილ შემოსავალს რეგიონებში მცხოვრებლებისთვის და მეტ სამუშაო ადგილს,“ აცხადებს ამერიკის საელჩო.
ელჩი დეგნანი: საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან
ამერიკის ელჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს, რომ ჰქონდეს ჩინეთთან. ელჩის თქმით, ბევრი ქვეყანა გამოვიდა ჩინეთის ინიციატივოდან „ერთი სარტყელი ერთი გზა“ მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ის დიდად სარგებლის მომტანი არ იყო სხვა ქვეყნებისთვის. საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ოთხ განზომილებაში - განცხადების შინაარსი ცნობილია „პირველ რიგში მივულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც მონაწილეობდა ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშებში ჩენგდუში. დიდებული სანახავი გახლდათ ქართული დროშა, რომელიც ამ თამაშებზე იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა ტოვებს „ერთი სარტყელის და გზის ინიციატივას“, ეს მას შემდეგ ხდება, რაც რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა, რომ ხსენებული ინიციატივა არც ისეთი სასარგებლო იყო ამ ქვეყნებისთვის. „იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა საქართველოსთვის სარგებლის მომტანი იქნება. ეს საქართველოს მთავრობის არჩევანია, ვის აირჩევს პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას ისე, როგორც გასული 30 წლის განმავლობაში და ეს ის პარტნიორობაა, რამაც ნამდვილად მოიტანა ხელშესახები სარგებელი საქართველოსთვის,“- განუცხადა ელჩმა მედიას. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი
აშშ-ის პოზიცია საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე
ამერიკის ელჩის შეფასებით, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, აშშ კი, კვლავ დარჩება საქართველოს მხარდამჭერად. ელჩის თქმით, ბევრი ქვეყანა გამოვიდა ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ის დიდად სარგებლის მომტანი არ იყო სხვა ქვეყნებისთვის. ამერიკის ელჩის განცხადებით, თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა გამოიყენოს, ის იმედს ვიტოვებ, რომ საქართველო კარგ შედეგებამდე მივა. „პირველ რიგში მივულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც მონაწილეობდა ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშებში ჩენგდუში. დიდებული სანახავი გახლდათ ქართული დროშა, რომელიც ამ საერთაშორისო შეჯიბრზე იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა გამოდის ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივიდან, მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლოა სხვა ქვეყნებისთვის. ასე რომ, თუ საქართველო გადაწყვეტს, კვლავ იყოს ამ ინიციტივის ნაწილი, იმედს ვიტოვებ, ეს ქვეყანას კარგ შედეგებამდე მიიყვანს. ჩანდა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს არჩევანია, ვინ იქნებიან მისი პარტნიორები. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას ისე, როგორც გასული 30 წლის განმავლობაში და ეს ის პარტნიორობაა, რამაც ნამდვილად მოიტანა ხელშესახები სარგებელი საქართველოსთვის,“- განუცხადა ელჩმა მედიას. ცნობისათვის, „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ, 2013 წელს წარმოდგენილი- „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას. საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ოთხ განზომილებაში - განცხადების შინაარსი ცნობილია La Republica: იტალია ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას აპირებს ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი ელჩი დეგნანი: საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს, რომ ჰქონდეს ჩინეთთან
კელი დეგნანი: არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ხალხს ოკუპანტი ქვეყნიდან
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა ცხადყო, არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. „არ არის მნიშვნელოვანი, რას ვფიქრობ მე, მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი, რომლებმაც ცხადყვეს, არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი; ხელოვნური „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზებით“ ოჯახებს ჰყოფს; რომელიც აკავებს საქართველოს მოქალაქეებს; არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ამ ქვეყნიდან ჩამოსულ ხალხს, არ აქვს მნიშვნელობა, სახმელეთო გზით თუ ზღვით ჩამოსულს. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ქართველები იყენებენ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ. ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაშვებულია საქართველოს კონსტიტუციით,“ – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. პოლიციამ ბათუმში, აქციაზე 9 ადამიანი დააკავა
ბათუმის აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა
ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის, Astoria Grande-ს ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. შსს-ს ცნობით, ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი, უკრაინის მოქალაქეა. ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ საკრუიზო ლაიენერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან ბათუმის ნავსადგურის მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები. აქციის მონაწილეებმა საკრუიზო გემს, რომელზეც ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. Astoria Grande-ს მგზავრები ლაინერიდან ავტობუსით გამოიყვანეს.
აზერბაიჯანი და უზბეკეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ხელმოწერილი 2023 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის თანახმად, კომპიუტერული ტაქტიკური სამეთაურო-საშტაბო წვრთნები - UZAZ-2023 დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ტაშკენტის რეგიონის ჩირჩიკის საწვრთნელ პოლიგონზე ჩატარებული ერთობლივი წვრთნების პირველ ეტაპზე, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის სამხედროებმა სპეციალური საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებისა და დაგეგმვის ამოცანები შეასრულეს. წვრთნების ძირითადი მიზანია გამოცდილების ურთიერთგაცვლა, ორივე სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზება, შტაბის ოფიცრების უნარების გაუმჯობესება გადაწყვეტილების მიღებისას, აგრეთვე მათი პროფესიონალიზმისა და მომზადების დონის შემდგომი ამაღლება.
ილია დარჩიაშვილი: მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკაონ ვიზიტორებისადმი დექსტრუქციული დამოკიდებულებისგან
„მინდა, მოვუწოდო იმ ხალხს, ვინც თავისი ქმედებებით თუ განცხადებებით ხელს უშლის ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, გაუგებარია, რა განსხვავებაა თვითმფრინავით თუ გემით ჩამოსულ ვიზიტორებს შორის, ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული პროვოკაცია, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით ხელი შეეშალოს, ტურიზმი არ განვითარდეს და მოხდეს დესტრუქცია,“ შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გააკეთა. „ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, ტურიზმი ვითარდება და გაუგებარია, მსგავსი ტიპის გამოხატული აგრესია კონკრეტული ადამიანების მისამართით. მეორე მხრივ, საქართველო, როგორც არაერთხელ ითქვა, შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან. არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსულიყოს მსგავსი სატრანსპორტო საშუალებით ან თვითმფრინავის საშუალებით რომელიმე სანქცირებული ავიაკომპანია ან ბორტი. შესაბამისად, საქართველო საერთაშორისო რეგულაციების მიმართულებით ასრულებს თავის ვალდებულებებს, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ერთადერთ რამეს ემსახურება გამოხატული დამოკიდებულება საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების წინააღმდეგ, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ტურიზმის განვითარებასთან, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გამოხატულებისგან“, – განაცხადა დარჩიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, აქციით დახვდნენ. პოლიციამ ბათუმში, აქციაზე 9 ადამიანი დააკავა