ძებნის რეზულტატი:

ომბუდსმენის ინფორმაციით, რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის საწინააღმდეგო აქციაზე 19 პირი დააკავეს

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 31 ივლისს რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ, ბათუმის ნავსადგურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე) მუხლებით, ცხრამეტი პირი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი, უკრაინის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. „სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ. მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. დაკავებული რ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება. ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ საკრუიზო ლაიენერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ხოლო, ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში. საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს აქციაზე დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას და ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას,“ - წერია განცხადებაში.  

კალაძე ბათუმის აქციაზე: საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული

მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქცია, რომელიც ბათუმში Astoria Grande-ს ჩასვლის გამო იმართება, ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. კალაძის შეფასებით, „ნებისმიერი ეროვნების ტურისტის ჩამოსვლა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.“ „პრობლემას არ წარმოადგენს ტურისტების შემოსვლა, ჩამობრძანდნენ. ყველაზე მთავარი რა არის - ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას, დაიცვას კანონი. ჩამოვიდნენ, დახარჯონ თანხები. ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის? „რეალურად, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს, საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ხდება ეკონომიკური განვითარება. ჩამოდის ტურისტი, დახარჯავს ფულს, წავა და ისევ თავის ქვეყანაში დაბრუნდება. ეს არის ძალიან მარტივი“, - განაცხადა კახა კალაძემ. ომბუდსმენის ინფორმაციით, რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის საწინააღმდეგო აქციაზე 19 პირი დააკავეს  

EBRD მოლდოვას $60 მილიონს გამოუყოფს

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი მოლდოვას საგანმანათლებლო დაწესებულებების რეკონსტრუქციისთვის 60 მილიონი დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს. უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, ეს თანხები მოხმარდება 3 ახალი სკოლის მშენებლობას, 15 სკოლისა და 15 საბავშვო ბაღის შეკეთებას. დაახლოებით 19,8 მილიონი აშშ დოლარი გრანტის სახით, კიდევ 40 მილიონი აშშ დოლარი კი, სესხის სახით გამოიყოფა.  

ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა

ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში კვალიფიციური კანდიდატების გამოვლენა გადავადდა. კერძოდ - 28 ივლისის ნაცვლად 20 სექტემბრამდე.  პრემიერ-მინისტრმა 30 ივნისს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება წელს და სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა. უფრო ადრე, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. სახელმწიფო დეპარტამენტი: ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. აშშ-ის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე Europetime-თან საკუთარი პოზიცია გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმაც დაფიქსირა. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ  გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.

ღარიბაშვილი ჩინეთში: საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. მისი განმარტებით, ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა. „ჩვენი ძალისხმევა ვლინდება სხვადასხვა ფართომასშტაბიან ინიციატივებსა და პროექტებში, მათ შორის ინიციატივებსა და პროექტებში, რომლებიც საქართველომ წამოიწყო ან მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, ტექნოლოგიები და ინოვაციები. არსებული გამოწვევების ფონზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ე.წ. „შუა დერეფანი“, განსაკუთრებით გამოიკვეთა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის სატვირთო გადაზიდვებისთვის. შუა დერეფანი შედგება ორი ძირითადი მარშრუტისაგან. ესენია: ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი, რომელიც აზერბაიჯანს სახმელეთო გზით აკავშირებს თურქეთთან საქართველოს გავლით; და საქართველოს შავი ზღვის პორტები, რითაც საზღვაო კავშირი მყარდება ევროკავშირთან. უფრო მეტიც, ეს დერეფანი გამოირჩევა, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა, რომელიც დროის მნიშვნელოვან უპირატესობას გთავაზობთ საზღვაო მარშრუტთან შედარებით, რაც 20-25 დღეში გულისხმობს საქონლის გადაზიდვას. კერძოდ, შუა დერეფნის მეშვეობით საქართველო ჩინეთს აკავშირებს ევროპასთან და ჩინეთის საზღვრიდან ევროკავშირის ბაზარზე ტვირთის შეტანას 15 დღემდე სჭირდება. საერთო ჯამში, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა უზრუნველყოფს ევროპის სასიცოცხლო ბაზრებზე წვდომას. გასულ წელს ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან - ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან - ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველ გზამკვლევს, რომელიც სტრატეგიულ ზომებს გულისხმობს ხარვეზების აღმოსაფხვრელად და შუა დერეფნის გასავითარებლად 2022-2027 პერიოდში. ხსენებული გზამკვლევი მოიცავს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, წარმოების ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელებასთან, დერეფნის გაციფროვნებასა და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან. საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელი წევრი და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, დიდ კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა საკმარისი შესაძლებლობები უზრუნველყოს მომავალი წლებისთვის. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ტრანსპორტის კოორდინირებული ფუნქციონირება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ან/და მშენებლობა. ჩვენ ასეთ ინფრასტრუქტურულ განვითარებას განვიხილავთ, როგორც საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთბრუნვის წინაპირობას. ეს აისახება კონკრეტულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. ის ჩინური კომპანიის ჩართულობით მიმდინარეობს. 2024 წლის ბოლოს ამ პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით. პორტი განვითარდება 9 ფაზაში, რათა მიაღწიოს წლიურ სიმძლავრეს 100 მილიონი ტონის ოდენობით. ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა. აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ჩავატარეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საქართველოს მასშტაბით ლოგისტიკური ცენტრების განვითარების საჭიროების გამოსაკვლევად. ასეთი ცენტრების შექმნა გააუმჯობესებს ლოგისტიკური მომსახურების ხარისხს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის პოზიციებს. ჩემი მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საჰაერო კავშირის გაუმჯობესებაზე, მეტი ავიაკომპანიის მოზიდვით, ლიბერალიზებული საავიაციო ბაზრით და ახალი საერთაშორისო მიმართულებების შემუშავებით, რომლებიც კონტინენტებს, ქვეყნებსა და ხალხს დააკავშირებს. ჩვენი მიზანია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრად ვაქციოთ, საჰაერო ტვირთების ეფექტური ინფრასტრუქტურით და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრით. ეს საქართველოს გლობალურ საავიაციო ლანდშაფტში წამყვან მოთამაშედ აქცევს”, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.  

იტალიამ დაადასტურა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას გეგმავს

იტალია ჩინეთის „ერთი - სარტყელი და გზის ინიციატივიდან (BRI), ჩინეთთან ურთიერთობების დაზიანების გარეშე უნდა გამოვიდეს. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა. „ჩინეთი კონკურენტია, მაგრამ ის ასევე პარტნიორია. კითხვა ახლა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ გამოვიდეთ ინიციატივიდან პეკინთან ურთიერთობების დაზიანების გარეშე“, - განაცხადა კროზეტომ. იტალიის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, „იტალიის მიერთება ხსენებულ ინიციატივასთან, ჯუზეპე კონტეს მთავრობის მიერ ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომაც ორმაგი ნეგატიური შედეგი გამოიწვია. „ჩვენ ექსპორტზე გავიტანეთ ბევრი ფორთოხალი ჩინეთში და სამ წელიწადში გავასამმაგეთ ჩინური ექსპორტი იტალიაში,“ - აცხადებს იტალიის თავდაცვის მინისტრი. კროზეტოს კომენტარი პირველი დადასტურებაა იმისა, რომ რომი ჩინეთის პროექტიდან გასვლას გეგმავს. იტალიის ამ გადაწყვეტილების შესახებ La Republica რამდენიმე დღის წინ წერდა. გამოცემა ასევე წერდა, რომ 27 ივლისს, თეთრ სახლში შეხვედრაზე, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სავარაუდოდ, ბაიდენისგან ელოდებოდა წინადადებებს ალტერნატიულ პროექტებზე. 2019 წელს იტალია გახდა G7-ის პირველი ქვეყანა, რომელიც ჩინეთის გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროგრამას შეუერთდა. ინიციატივა მასშტაბური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტის განხორციელებას გულისხმობს, რომლითაც ჩინეთი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები ერთმანეთს დაუკავშირდებიან, თუმცა იდეის კრიტიკოსები მას ჩინეთის ხელისუფლების ინსტრუმენტად მიიჩნევენ, რომლითაც პეკინი საკუთარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გავრცელებას ეცდება.  

კრამონი: ყველა ცდილობს, ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ჩინეთთან საქართველოს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აკრიტიკებს. „მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის. რუსეთისთვის სანქციებისგან გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენა, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან - ეს ყველაფერი „ევროპისკენ/ევროკავშირისკენ სწორ სვლას ჰგავს,“ -წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე. საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ოთხ განზომილებაში - განცხადების შინაარსი ცნობილია  

საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი

საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამასთან დაკავშირებული განცხადება ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისადმი ნაწილით იხსნება. კერძოდ - პირველივე პუნქტში წერია - მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.  რა მოცემულობას ქმნის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადი საქართველოსთვის, მისი პარტნიორებისთვის გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით, ამ საკითხს Europetime-თან ანალიტიკოსები განიხილავენ. ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას შეფასებით, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური შეკითხვა ახლა სტრატეგიულ პარტნიორონასთან მიმართებით, სწორედ ის იყოს, განიხილავენ თუ არა პეკინი და თბილისი თავიანთ შეთანხმებას, როგორც ასახვას საქართველოს უფრო მჭიდროდ დაკავშირებისა რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიულ თანამშრომლობასთან, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებით. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი „პრინციპში, განცხადება, რომელსაც გავეცანი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, აუცილებლად არ ნიშნავს დიდი ძალების კონკურენციის უფრო მაღალ დონეზე აწევას შავი ზღვის რეგიონში, აშშ-სა და ჩინეთს შორის. საქართველოსა და ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლიდან აქვთ, ხოლო შეერთებული შტატები იზიარებს ჩინეთისა და საქართველოს მიზანს, გააფართოონ შუა დერეფანი, განსაკუთრებით იმ დაბრკოლებების მოხსნით, რომლებიც ამჟამად გარკვეულწილად ზღუდავს მის გამტარუნარიანობას/შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, აშშ-ის პერსპექტივიდან, ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება არ შეიცავს რაიმე სადავო იდეებს, ალბათ, გარდა ერთისა - საქართველოს მიერ ჩინეთის „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ მხარდაჭერისა, რომელიც ვაშინგტონმა შესაძლოა, წესებზე დაფუძნებული გლობალური სისტემისგან დაშორებად აღიქვას. იმ სისტემისა, რომლის განვითარებასაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს,“ - მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, გამოიწვევს თუ არა ახალი შეთანხმება ვაშინგტონის შეშფოთებას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განხორციელდება ის.თუმცა ბრაიზა აქვე ხაზს უსვამს, რომ პირიქით, რუსეთიც შეიძლება, შეშფოთებული იყოს, რადგან ცენტრალურ აზიაში გავლენების მოპოვების მიზნით კონკურენცია, ახლა შესაძლოა, შავ ზღვაზეც გავრცელდეს, მიუხედავად რუსეთისა და ჩინეთის მიერ გამოცხადებული - „საზღვრებს გარეშე“ სტრატეგიული პარტნიორობისა. ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი Europetime-თან ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ალბათ,  პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩათვლიდა, თუმცა ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ჩინეთი და რუსეთი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, და ჩინეთი მაინცდამაინც სახარბიელო როლს არ თამაშობს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის წინააღმდეგ, პეკინთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ მორიგი შემაშფოთებელი ნიშანია იმისა, რომ „საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ზურგს აქცევს და რომ დასავლეთის გეოპოლიტიკურ კონკურენტებთან მჭიდრო ურთიერთობას აგრძელებს.“ ანალიტიკოსის შეფასებით, პირველ რიგში, ეს ზრდის საქართველოს დაუცველობას რუსეთის მიმართ და აშორებს საქართველოს პარტნიორებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეორე - „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივამ აჩვენა, რომ ის შეიძლება, ერთგვარი ტვირთი გახდეს სახელმწიფოების „კისერზე“ და აიძულოს ქვეყნები, გადასცენ მნიშვნელოვანი ეროვნული აქტივები პეკინს. იტალიამ დაადასტურა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას გეგმავს „ჩინეთთან ვაჭრობის გაზრდის მცდელობებს ვერავინ გააპროტესტებს - ამას ყველა დასავლური ქვეყანა, თუნდაც აშშ, ცდილობს, მაგრამ ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს მთავრობა ხელს აწერს უამრავ ჩინურ ინიციატივას და პროექტს, რომლებიც შეიძლება, დანაშაულად არ მიიჩნეოდეს, მაგრამ რეალურად შექმნილია ჩინეთის მმართველობის მოდელის პოპულარიზაციისა და მისი გავლენის გაზრდის მიზნით, აშშ-სა და ევროკავშირის ხარჯზე. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს, თუ რამდენად აფასებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,  მთავრობას უნდა დაუსვან რთული შეკითხვები იმის შესახებ, თუ რის მიღწევას აპირებს ის ამ ახალი პარტნიორობის მეშვეობით,“ განუცხადა Europetime-ს იან ბონდმა. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, უწყებაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდებიან. „საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ან ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის არაიანირი საფუძველი არ გვაქვს. „ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებითა და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რომ გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება (political strings). საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ბიზნესის წარმოება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად გასცემს ბევრ დაპირებას დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ, (რედ. დიპლომატიური აღიარება საერთაშორისო სამართალში არის სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციული პოლიტიკური აქტი, რომელიც აღიარებს სხვა სახელმწიფოს ან მთავრობის აქტს ან სტატუსს, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს), რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ ნაბიჯებზე მჭიდროდ დაკვირვებას,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ინფორმაციისთვის, ჩინეთს ($794.8) მლნ), რომელიც საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში თურქეთს ($1.5 მლრდ), რუსეთსა ($1.3 მლრდ) და აშშ-ს ($820.9 მლნ) მოსდევს, შეერთებული შტატები გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთზე დიდ გამოწვევად მიიჩნევს. „NATO-ს ინტერესების, უსაფრთხოებისა და ფასეულობების გამოწვევას წარმოადგენს ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაცხადებული ამბიციები და ძალდატანების პოლიტიკა,“  ნათქვამია თავის მხრივ, NATO-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში.“ დასავლეთი პეკინს ხშირად მოუწოდებს, მოახდინოს გავლენა რუსეთზე, რომ მოკსოვმა უკრაინაში ომი დაასრულოს. როგორც ცნობილია, კიევმა და დასავლეთმა პეკინს „სამშვიდობო გეგმა“ დაუწუნეს. აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს. აშშ-ის პოზიცია საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

„ისლამურმა სახელმწიფომ“ პაკისტანში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო

„ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) Telegram-ით გამოაცხადა, რომ პაკისტანში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი თავდასხმა მისი მოწყობილი იყო.  პაკისტანში ერთ-ერთი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 45 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა. პოლიცია აცხადებდა, რომ იპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ აფეთქება შესაძლოა, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა განახორციელა.  

საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები აქციის ფონზე გააცილეს

ბათუმში, სადაც დღეს საკრუიზო ლაინერმა - ASTORIA GRANDE რუსეთის მოქალაქეები შემოიყვანა, სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების აქცია განახლდა. აქციას შეუერთდნენ უკრაინის მოქალაქეებიც და უკრაინის დროშები გაშალეს. ბათუმში, პროტესტის მონაწილეებმა გამოფინეს სლოგანები და მოუწოდებენ ლაინერის მგზავრებს, ტერიტორია დატოვონ. აქციის მონაწილეებს დაკავებული აქვთ გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი - საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. „რუსეთი მტერია და არა სტუმარი,” - ამ ლოზუნგით კი საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. მათი თქმით, დღევანდელი პროტესტი არის სოლიდარობის აქტი მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც ბათუმში დააკავეს. „დღეს შევიკრიბეთ იქიდან გამომდინარე, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ ბათუმელ ახალგაზრდებს, აქტივისტებს, ვინც რუსული გემის შემოსვლა გააპროტესტა, მხოლოდ ბათუმში არ ხდება საქართველოს რუსიფიკაცია. დღეს ჩვენი შეკრების მიზანია, ადამიანებს გავაგონოთ ხმა, რომ მთელ საქართველოშია პრობლემა. თითქოს სტუმრები არიან, რეალურად რუსეთი საქართველოს მტერია და არა სტუმარი,” - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აქტივისტმა ლაშა ჯანჯღავამ.   პროტესტით გაცილებიდან მეოთხე დღეს, 31 ივლისს საკრუიზო გემი - ASTORIA GRANDE ბათუმში სავარაუდოდ, დილის 05:00 საათისთვის ისევ შემოვიდა. განახლება - ლაინერმა ბათუმის პორტი დატოვა.  

მოლდოვამ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააუქმა

მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააუქმა. უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამია, რომ უახლოეს ხანში უწყება გააუქმებს რუსეთის საგარეო დაზვერვასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასაც.„2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა შეაჩერა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. ეს შეთანხმებები პრაქტიკულად არ მოქმედებს,“ – ნათქვამია პრესრელიზში. მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, აღნიშნული შეთანხმებების პროტოკოლი მოიცავდა „იურიდიულ საბაბს, რომლითაც რუსეთი ამართლებდა დნესტრის მარცხენა ნაპირზე რუსეთის სპეცსამსახურების ყოფნას.“  

მოლდოვამ მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობა დაამტკიცა, რომლითაც უკრაინას ექსპორტში დაეხმარება

მოლდოვის პარლამენტმა დაამტკიცა მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობა, რომელიც უკრაინას ექსპორტში დაეხმარება. დნესტრზე ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 57-მა მოლდოველმა დეპუტატმა დაუჭირა. პროექტის მიხედვით, უკრაინის მთავრობა ხიდის ტექნიკურ პროექტს, მის მშენებლობას და საკუთარ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას დააფინანსებს. მოლდოვის მთავრობა კი, საკუთარ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობას უზრუნველყოფს. მოლდოვის სახელმწიფო საგზაო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხიდის სიგრძე 641 მეტრი იქნება და მას ორი სატრანსპორტო ზოლი, უსაფრთხოების ორი ზოლი, ველოსიპედის ორი ბილიკი, ორი საცალფეხო ბილიკი და უკრაინის მხარეს დაახლოებით 667-მეტრიანი ესტაკადა ექნება. კიევმა იმედი გამოთქვა, რომ ხიდი გახდება მთავარი სატრანსპორტო დერეფანი კიევსა და კიშინეუს შორის და დაეხმარება უკრაინიდან ექსპორტს უმოკლესი მარშრუტით – უკრაინის ცენტრიდან ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებამდე, დნესტრისპირეთის გვერდის ავლით. ხიდის ექსპლუატაციაში შესვლა 2025 წელს იგეგმება.  

Bloomberg: ზელენსკი შესაძლოა, ნიუ-იორკში ჩავიდეს

Bloomberg-ის წყაროები იუწყებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, ნიუ-იორკში, სექტემბერში ჩავიდეს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე დასასწრებად. Bloomberg-ის თანამოსაუბრეების თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის დროს, ზელენსკიმ შესაძლოა, პირადად წარმოადგინოს „მშვიდობის ფორმულა“ - ათპუნქტიანი გეგმა, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასასრულებლად შეიქმნა. გამოცემის ცნობით, კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც განიხილება, არის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობა შეიძლება, რუსეთმაც მიიღოს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ არ არის მიღებული.  

Baykar-ი უკრაინაში დრონების ტექნიკური მომსახურების ცენტრს ააშენებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და თურქულმა კომპანია Baykar-მა უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ცენტრის აშენების თაობაზე კონტრაქტს ხელი მოაწერეს. კონტრაქტი არის თურქეთ-უკრაინის თანამშრომლობის უფრო დიდი შეთანხმების ნაწილია მაღალი ტექნოლოგიების, საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის სფეროში, რომელიც ძალაში 23 იანვარს შევიდა. ცენტრი უახლოეს მომავალში აშენდება. უკრაინულმა მხარემ 10 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყანაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. Baykar-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰალუქ ბაირაქტარის თქმით, დრონების წარმოება 2025 წელს დაიწყება და პროექტში მთლიანი ინვესტიცია დაახლოებით, 95 მილიონი დოლარი იქნება.  

Unesco-ს რეკომენდაციით, ვენეცია საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შევა

გაეროს კულტურული სააგენტოს განცხადებით, ვენეცია უნდა დაემატოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიას, რომლებიც საფრთხეშია. სააგენტოს თანახმად, იტალიის ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული ქალაქისა და მისი მიმდებარე ლაგუნის დასაცავად. Unesco-ს რეკომენდაციით, ვენეციას შეუქცევადი ზიანი ემუქრება რიგი საკითხების გამო, დაწყებული კლიმატის ცვლილებიდან მასობრივი ტურიზმით დამთავრებული. „ზოგიერთმა ამ გრძელვადიანმა პრობლემამ უკვე გამოიწვია სიტუაციის გაუარესება,“ - აღნიშნავს გაეროს სააგენტო და მაგალითად ასახელებს მაღალსართულიან შენობებს. მისივე თანახმად, იტალიას არ მიუღწევია „მნიშვნელოვან პროგრესს“ ამ მიმართულებით. ვენეცია ​​ერთ-ერთია მსოფლიო მემკვიდრეობის 53 ძეგლიდან, რომელსაც Unesco სავარაუდოდ, საფრთხის ქვეშ მყოფად გამოცხადდეს. კომიტეტმა გადაწყვეტილება 10-დან 25 სექტემბრამდე რიადში გამართულ შეხვედრაზე უნდა მიიღოს. ვენეცია Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1987 წელს შეიტანეს. ბოლო წლებში, ქალაქის მდგომარეობა ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს. ორგანიზაცია ანალოგიური რეკომენდაციით 2021 წელსაც გამოვიდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება არ მიიღეს: რამდენიმე კვირით ადრე იტალიამ დიდ საკრუიზო გემებს ქალაქის ცენტრში შესვლა აუკრძალა.  

„მოსკოვი-სითიზე" ბოლო სამ დღეში დრონებით მეორე შეტევაა

იუწყებიან, რომ რუსეთის დედაქალაქს ისევ დრონებით შეუტიეს. ბოლო სამ დღეში დრონით „მოსკოვი-სითის“ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც რუსეთის არაერთი სამინისტროს და კერძო კომპანიების ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტები მდებარეობს, მეორე თავდასხმა იყო. ვრცელდება ვიდეო მასალები, სადაც აფეთქებების ხმები ისმის და ჩანს, რომ ბიზნეს ცენტრ "მოსკოვი-სიტის" ერთ-ერთი ცათამბჯენიდან კვამლი ამოდის. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვზე თავდასხმის მცდელობისას რამდენიმე დრონი ჩამოაგდო, თუმცა ერთი უპილოტო საფრენი აპარატი „მოსკოვი-სითის“ ერთ-ერთ ცათამბჯენს დაეჯახა და ფასადი დააზიანა. თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ორი დრონი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს და ნაროფომინსკის რაიონების ტერიტორიაზე ჰაერში გაანადგურეს, ერთი კი, მოსკოვი-სითის შენობების კომპლექსის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლადიმერ პუტინი 10 წელსაც ვერ იცოცხლებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „კიდევ 10 წელიწადსაც" ვერ იცოცხლებს. ბრაზილიური გამოცემა Globo-ს შეკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სირიის ომის მსგავსია და შეიძლება თუ არა, უკრაინა სირიას დაემსგავსოს, ზელენსკი პასუხობს: „არა, ეს შეუძლებელია, რადგან პუტინი ამდენ წელს ვერ იცოცხლებს. ის სირიაში არ იბრძოდა ისეთი ტემპით, როგორითაც ჩვენ გვებრძვის. სირიაში ომი განსხვავებულია. რუსეთის პრეზიდენტი კიდევ 10 წელსაც ვერ იცოცხლებს." უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ჯარების მოქმედებები ბრძოლის ველზე ადასტურებს, რომ დღეს რუსეთს არ შეუძლია უკრაინის სრული ოკუპაცია და უკრაინელების განადგურება.  

ხორვატია უკრაინაში განაღმვისთვის ერთ მილიონ ევროს გამოყოფს

ხორვატიამ უკრაინას ჰუმანიტარული განაღმვისთვის ერთი მილიონი ევრო გამოყო.   უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ თანხები გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას გადაეცემა.   ამ ფინანსური მხარდაჭერის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ფერმერებს და სურსათის მწარმოებლებს თავიანთი სამუშაოს აღდგენაში იმ რეგიონებში, რომლებიც ომისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ.   „ეს არის პროგრამა, რომელიც მარტში მცირე ფერმერების მხარდასაჭერად დაიწყო. მათ, ვისაც 300 ჰექტარზე ნაკლები მიწის ნაკვეთი აქვს, ან ოჯახებს, რომლებიც თავად ამუშავებენ საკვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.   მანამდე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, როზმარი დიკარლომ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიის თითქმის მესამედი დაფარულია აუფეთქებელი ჭურვებითა და ნაღმებით.

Forbes: რუსეთის ბლოკადა შავ ზღვაში სამმა გემმა გაარღვია, მათ შორის არის თურქულ-ქართული რეგისტრაციის მქონე გემი

Bloomberg-ის თანახმად, სამი სატვირთო გემი - ბერძნული, ისრაელის და თურქულ-ქართული რეგისტრაციის მქონე, კვირას, უკრაინის მარცვლეულის ერთ-ერთ ტერმინალში, დაუნაის ნაწილში შევიდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოური გემები უკრაინის პორტებში შედიან მას შემდეგ, რაც რუსეთმა  მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე უარი განაცხადა. „ცნობები იმის შესახებ, რომ სამმა სამოქალაქო გემმა დაუბრკოლებლად მიაღწია უკრაინას, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსეთს არ სურს ან არ შეუძლია გემების შეჩერება,“- ციტირებს Forbes-ი ომის შესწავლის ინსტიტუტის კომენტარს. ღია წყაროების ინფორმაციით, სატვირთო გემი Yilmaz Kaptan (Kudret Gezer), რომელიც თურქულ-ქართულ სარეგისტრაციო სიაშია შეტანილი, ვანუატუს დროშის ქვეშ მიცურავს. ის 21 ივლისს ფოთის პორტში იყო, რის შემდეგაც უკრაინისკენ გაემართა. გემი ამჟამად დუნაის დელტასთან ახლოს მდებარეობს. Forbes-ის ცნობით, გემების გადაადგილებას NATO-ს ოთხი სადაზვერვო თვითმფრინავი აკონტროლებდა. ამ თვითმფრინავებიდან არცერთი არ არის შეიარაღებული, მაგრამ NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავები რუმინეთში მზადყოფნაშია. AFP: ლიეტუვა ევროკავშირს სთხოვს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ. შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე

ექსკლუზივი Europetime-თან საუბრისას გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აფასებს. გერმანელი დეიპლომატის შეფასებით, ჩინეთთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს ელჩი ხაზს უსვამს, რომ გერმანია ჩინეთთან ურთიერთობისას რისკების შემცირების პოლიტიკასაც ატარებს. „ჩინეთთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია და შუა დერეფნის კონცეფციას დიდი პოტენციალი აქვს. ეს არის გერმანიის ხედვაც. ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და  მისი არადემოკრატიული სისტემისა და თავდაჯერებული საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით - სისტემური მეტოქე. ამიტომ, გერმანიას ჩინეთთან ურთიერთობისას რისკების შემცირების პოლიტიკა აქვს: რისკების ჩვენს თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგთან, ჩვენს სუვერენიტეტთან და ჩვენს ეკონომიკურ მდგრადობასთან დაკავშირებით,“ - განუცხადა ელჩმა ფიშერმა Europetime-ს. საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამერიკის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, აშშ კი, კვლავ დარჩება საქართველოს მხარდამჭერად. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დროს, თითოეულმა მოკავშირემ ბალანსი უნდა დაიცვას