ძებნის რეზულტატი:

პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა თერთმეტი მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.  

ჰოლივუდში მიმდინარე გაფიცვის გამო, ემის დაჯილდოების ცერემონია გადაიდო

აშშ-ის სატელევიზიო აკადემიამ საიუბილეო, რიგით 75-ე ემის დაჯილდოების ცერემონია გადადო. გავრცელებული ცნობით, ამის მიზეზი მსახიობებისა და სცენარისტების გაფიცვაა. ცერემონია 18 სექტემბერს უნდა გამართულიყო. Los Angeles Times-ი წერს, რომ, „ემის“ დაჯილდოების ცერემონია 2024 წლის იანვარში გაიმართება. ჰოლივუდის მსახიობების გაფიცვა შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს  

თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ჯო ბაიდენმა თავისი შვილი შეიწყალოს

თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი შვილი, ჰანთერ ბაიდენი შეიწყალოს. თეთრ სახლში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ბაიდენმა თავისი ვაჟი შეიწყალოს, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა უპასუხა: „არა.“ ჰანთერ ბაიდენს 2017 და 2018 წლებში 1,5 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალზე გადასახადების გადაუხდელობა ედება ბრალად. ჯო ბაიდენის ვაჟმა საშემოსავლო გადასახადების განზრახ გადაუხდელობის თაობაზე ორი ბრალდება აღიარა. გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროსთან გარიგების ფარგლებშია მიიღეს. კიდევ ერთი გამოძიება ბაიდენის ვაჟს ედავება, რომ მან 2018 წელს ცეცლხსასროლი იარაღი შეიძინა, როდესაც ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. BBC-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ბრალდებული მედიკამენტურ მკურნალობასა და დაკვირვებას დათანხმდება. „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და პირველ ლედის უყვართ და მხარს უჭერენ თავიანთ შვილს, ვინაიდან ის აგრძელებს თავისი ცხოვრების აღდგენას. ჩვენ სხვა კომენტარი არ გვექნება,“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც 20 ივნისს გამოქვეყნდა.  

დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთი ფინანსურად ვეღარ დაგვეხმარება - ბჟანია

„რუსეთ ახლა ძალიან რთულ ომშია ჩართული, რომლის ერთი დღეც 500 მილიონი დოლარი ღირს, რომ არ ვისაუბროთ ასობით და ათასობით დაღუპულზე. დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაცია ვეღარ გაგვიწევს ფინანსურ დახმარებას. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში?“ - ხსენებული განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გააკეთა. ბჟანის თქმით, შეიძლება ისეც მოხდეს, ძალოვანმა სტრუქტურებმა ნორმალურად ვეღარ იფუნქციონირონ იქედან გამომდინარე, რომ ორი ათას რუბლზე მუშაობას ბევრი არ დათანხმდება.“ „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სამართალდამცავი სააგენტოების, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების ხელფასები რუსეთის მიერ არის დაფინანსებული. რუსეთ ახლა ძალიან რთულ ომშია  ჩართული, რომლის ერთი დღეც 500 მილიონი დოლარი ღირს, რომ არ ვისაუბროთ ასობით და ათასობით დაღუპულზე. დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაცია ვეღარ გაგვიწევს ფინანსურ დახმარებას. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში?“ ბჟანიას თქმით, სასტუმროებისა და აპარტამენტების მშენებლობის შესახებ შესაბამისი კანონის დამტკიცება, მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის. „არავის ვაშინებ, მაგრამ თუ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ეკონომიკური დატვირთვაც უნდა გვქონდეს. ჩვენ განვითარების მთავარი ვექტორი ტურიზმია, ამიტომ სასტუმროების მშენებლობა კარგია, მაგრამ 30-40-ჯერ მეტი უნდა აშენდესმ,"- განაცხადა კუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგენი დაამტკიცა

საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგენი იქნება. ახალი ელჩი კელი დეგნანს შეცლის. რობინ დანიგენი 2 ივნისამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი 14 თებერვალს წარადგინა.  2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე დანიგენი მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა. ის 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგანი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. რობინ დანიგანი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე. საქართველოში ამჟამად კელი დეგნანი მუშაობს აშშ-ის ელჩად.  კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.  

სტამბოლი-ბათუმის რეისი უამინდობის გამო, ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდებოდა

სტამბოლი-ბათუმის ​რეისი ბოლო რამდენიმე წუთი, უამინდობის გამო უშედეგოდ ცდილობდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომას. რადიო თავისუფლების ცნობით, თვითმფრინავმა შავი ზღვის თავზე 10-მდე წრე დაარტყა. აეროპორტის მმართველ "ტავ ჯორჯიაში" განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ქარისა და წვიმის გამო ვერ ჯდებოდა. აეროპორტის პრესსამსახურის თანახმად, თვითმფრინავმა დაშვება 14:01 საათზე შეძლო.  

13 წლის შემდეგ სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში სერჟანტ როინ შავაძის მიმართ უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე რვა ადამიანი დააკავეს, ორის მიმართ კი, ძებნა გამოცხადდა. პროკურორმა ბექა კვიციანმა განაცხადა, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. ამ საქმეზე 2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება“) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.

კელი დეგნანი: აშშ-ის საელჩოდან მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში ჩართული არავინ ყოფილა, წერტილი

„ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თბილისში აშშ-ის საელჩოდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული,“ - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა Fara-ს დოკუმენტებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ. ელჩის თქმით, საელჩო დოკუმენტებში იყო ნახსენები იმის გამო, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა უპასუხა ლობისტის სატელეფონო ზარს. „საკუთარ ტელეფონზე სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა არანაირად არ ნიშნავს რაიმეზე თანხმობას, ეს ნიშნავს საკუთარ ტელეფონზე შემომავალ ზარზე პასუხის გაცემას და მეტს არაფერს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ, ნათლად, განვაცხადეთ, რომ აშშ-ის საელჩოდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული. წერტილი“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა მედიას. ვედანტ პატელი: აშშ-ის საელჩო თბილისში, არასდროს ყოფილა ჩართული საქართველოს ექსპრეზიდენტის ლობირებაში  

ელჩი დეგნანი: არ არის გასაკვირი ქართველების რეაქცია მათ მიმართ, ვინც ახდენს საქართველოს ოკუპაციას

„ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ მიესალმება მას, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს. არ მგონია, ვინმეს გაუკვირდეს, რომ ბევრი ქართველი არ მიესალმა ამ გემის ჩამოსვლას,“- ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას ბათუმში რუსი ტურისტების საკრუიზო გემის შემოსვლაზე საქართველოს მოქალაქეების რეაქციასთან დაკავშირებით. „გემთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხის რეაქცია და თქვენ ეს იხილეთ. ქართველი ხალხი არ მიესალმა ამ გემის შემოსვლას. ყველამ ვიცით ქართველების სტუმართმოყვარეობა, თუმცა არ არის კასაკვირი, რომ ქართველებს ეს რეაქცია ჰქონდათ მათ მიმართ, ვინც ახდენს საქართველოს ოკუპაციას, ვინც აიძულებს, რომ ოჯახები დაშორდნენ და ვინც აკავებს ქართველ მოქალაქეებს. შესაბამისად, მათი რეაქცია გასაგებია,“ - განაცხადა ელჩმა. საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები პროტესტის ფონზე გააცილეს მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება. აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.   საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ვინ არის ამერიკის ახალი ელჩი, რობინ დანიგენი, რომელიც კელი დეგნანს შეცვლის

28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა. Europetime-მა ახალ ელჩთან დაკავშირებული დოსიე სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით შეკრიბა. რობინ დანიგენი 2 ივნისამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგენი დაამტკიცა 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა. დანიგენი 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგენი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. რობინ დანიგენი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი 14 თებერვალს წარადგინა. რობინ დანიგენი: ჩემი პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა რობინ დანიგენი უკრაინაზე, სანქციებთან საქართველოს შესაბამისობაზე, დასავლეთთან კავშირების გაძლიერებასა და შუა დერეფანზე რობინ დანიგენი: რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია  

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლი 70-ზე მეტი ქართველი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქართული ეროვნული ლეგიონის 70-ზე მეტ მებრძოლს, უკრაინის მხარეზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დააკისრა. რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაქირავებული პირების აყვანისა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დააკისრეს საქართველოს მოქალაქე უშანგი მამულაშვილს, რომელიც მედიასივრცეში მამუკა მამულაშვილის სახელით არის ცნობილი. „დადგინდა, რომ მამულაშვილმა 2014 წელს შექმნა ქართული ეროვნული ლეგიონი და საქართველოდან დაიქირავეს ხალხი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ხელისუფლების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად,“ - აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.  

უკრაინის საელჩოს ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინის საელჩო წერს, რომ ქართველი მებრძოლი ბახმუტთან ბრძოლაში დაიღუპა. აჩიკო დევრისაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეცაა და ის მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის რიგებში იბრძოლდა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 45-ზე მეტი ქართველი სამხედრო დაიღუპა.  

თურქეთის მიერ წარმოებული საბრძოლო თვითმფრინავი - Hurjet-ი ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, 2025 წელს შევა

თურქეთის მიერ წარმოებული ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავი, ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, 2025 წელს შევა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა IDEF-2023 გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თურქეთის წარმატება თავდაცვის ინდუსტრიაში დღითი დღე იზრდება: „2002 წელს ამ სფეროში სულ 57 კომპანია გვყავდა მომუშავე. დღეს კომპანიების რაოდენობამ 2500-ს მიაღწია.“ თურქეთი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავის მასობრივ წარმოებას გეგმავს  

გერმანია უკრაინას Gepard-ის ტიპის ტანკებსა და სადაზვერვო აღჭურვილობას მიაწვდის

გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს სადაზვერვო თვითმფრინავებს, Gepard-ის  ტიპის თვითმავალ საზენიტო საარტილერიო დანაყოფებს და მისთვის საჭირო ათასობით ვაზნას. უკრაინამ გერმანიიდან Leopard 1A5-ის ტიპის ტანკების პირველი პარტია 21 ივლისს მიიღო. კერძოდ, გერმანიამ უკრაინას ათი ერთეული ასეთი ტანკი გადასცა. მთლიანობაში ბერლინი უკრაინელ დამცველებს ამ ტიპის 100-ზე მეტ ტანკს მიაწვდის. წერს RBC-Ukraine. ტანკების გარდა, უკრაინამ მიიღო 20 MG3 ტყვიამფრქვევი Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის, Marder-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანებისთვის და Dachs-ის ტიპის საინჟინრო ტანკებისთვის. დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის 1035 155 მმ ტყვია, სათვალთვალო რადარები, 16 Zetros-ის ტიპის სატვირთო მანქანა, 4 სასაზღვრო პატრულის მანქანა და სხვა აღჭურვილობა.  

აზერბაიჯანი და ჩინეთი შესაძლოა, პაკისტანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტში ჩაერთონ

ბელუჯისტანის (პაკისტანის პროვინცია) ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტში შესაძლოა, აზერბაიჯანი და ჩინეთიც ჩაერთონ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. დამატებითი დეტალები ჩინეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობის მასშტაბებთან დაკავშირებით ჯერ არ მჟღავნდება. ამასთან, პაკისტანის ნავთობის სახელმწიფო მინისტრმა მუსადიქ მალიკმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა. პროექტში ასევე მონაწილეობს ოთხი სახელმწიფო პაკისტანური კომპანია, Pakistan State Oil (PSO), Oil and Gas Development Company Limited (OGDCL), Pakistan Petroleum Limited (PPL) და Government Holdings Private Limited (GHPL), რომლებმაც თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ქარხანას შეუძლია, დღეში 0,3 მილიონი ბარელი გადაამუშაოს, მათ შორის წლის განმაბლობაში - 8 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 6 მილიონი ტონა ბენზინი.  

გუბერნატორის თქმით, რუსეთში, ტაგანროგში სავარაუდოდ, რაკეტა აფეთქდა

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა, რომ ტაგანროგის ცენტრში „სავარაუდოდ, რაკეტა აფეთქდა“, იუწყება რია ნოვოსტი. რეგიონის ხელმძღვანელის თქმით, არავინ დაღუპულა. დაშავდა 12 ადამიანი.

რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის, ერთ-ერთი მთავარი მარშრუტის შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს - Bloomberg

რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო მარშრუტის შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცია ოდობესკუმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბუქარესტი „მჭიდრო კავშირშია უკრაინასთან, რომ ტრანზიტის გაზრდისა და დაჩქარებისთვის საუკეთესო ვარიანტები განსაზღვროს.“ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შესაძლებელია, რუმინეთმა ახალი გადასასვლელი პუნქტები გახსნას, გაზარდოს პერსონალი რათა დააჩქაროს გემების ტრანზიტი დუნაის არხებით. რუმინეთის პორტი კონსტანცა, ამჟამად უკრაინული კომპანიებისთვის სასურველი ვარიანტია სიახლოვისა და ხარჯების გამო. AFP: ლიეტუვა ევროკავშირს სთხოვს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის 19 ივლისს ხორვატიამ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარი პორტები შესთავაზა. მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ. შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

კატარი უკრაინას $100 მილიონს გადასცემს

კატარი უკრაინას 100 მილიონი დოლარის მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. კიევის განცხადებით, თანხები ჯანდაცვის, განათლებისა და განაღმვის მხარდაჭერას მოხმარდება. Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა პარასკევს სპარსეთის ყურის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. „თქვენი ვიზიტი ასეთ რთულ დროს, უკრაინელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი და მტკიცებულებაა, რომ თქვენი ქვეყანა უკრაინის მიმართ სოლიდარულია,“ - მიმართა შმიგალმა კოლეგას.  

რუსეთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების დეტალები ვრცელდება

რუსეთის ქალაქ სამარაში, კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ალექსანდრე ხინშტეინის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. წინასწარი ცნობებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. Telegram არხი Baza წყაროების დასახელების გარეშე იუწყება, რომ სამარის ოლქის ქარხანაში აფეთქება დაწესებულების თანამშრომელმა მოაწყო. მან ერთ-ერთი სახელოსნოს მიტოვებულ შენობაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსა. კაცი, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ელექტრიკოსად მუშაობდა, ქარხანაში პაკეტით შევიდა და მის გარეშე გამოვიდა. წინასწარი ინფორმაციით, მან ერთ-ერთ შენობაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ, კაცი ყაზახეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა ის საზღვარზე დააკავეს.  

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, იუწყება RBC-Ukraine. ევროპული სანქციები დაწესდა შვიდი ფიზიკური პირისა და ხუთი სუბიექტის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ციფრული ინფორმაციის მანიპულირების კამპანიის წარმართვაზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდასაჭერად, პროპაგანდის გავრცელებას და ინფორმაციის დამახინჯებას ისახავს მიზნად. ეს კოორდინირებული და მიზანმიმართული კამპანია, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ რუსული ჰიბრიდული კამპანიის ნაწილია. კერძოდ, ევროკავშირმა შემოიღო შემაკავებელი ზომები Inforos-ისა და მისი სამი დამფუძნებლის მიმართ. Inforos არის ინტერნეტ კომპანია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (GRU). ეს კომპანია პასუხისმგებელია 270-ზე მეტ ონლაინ მედიასაშუალებაზე, რომლებიც პროპაგანდას ავრცელებენ. სანქცირებულთა სიაში ასევე არიან რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია - ANO Dialog, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ასევე, რუსული დიასპორის ინსტიტუტი. რუსეთი გასული წლის თებერვალში შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთი მას მძიმე სანქციებს უწესებს, უკრაინას კი, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფს.