ძებნის რეზულტატი:
ISW სამხრეთ კავკასიაში ირანის მიზნებზე წერს
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ ირანს სურს დიპლომატიური გზით მოაგვაროს დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში. ორგანიზაციის ანალიტიკოსების დასკვნით, ირანი ცდილობს, შეამსუბუქოს დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ISW-ს მაგალითად მოჰყავს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადება. ნასერ კანანმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ ირანს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთან, 9 სექტემბერს ბაქოში, ირანის მაღალი დონის სამხედრო დელეგაცია შეხვდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებს, რათა განეხილათ აზერბაიჯან-ირანის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილურობის უზრუნველყოფისა საკითხები. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისი 9 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას, რეგიონული დაძაბულობის მოსაგვარებლად, დიალოგისკენ მოწოდებით გამოვიდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი მზად არის, იკისროს „ეფექტიანი როლი“, როგორც „ძლიერმა მეზობელმა“, რათა თავიდან აიცილოს გეოპოლიტიკური ცვლილებები კავკასიაში. ISW-ის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რაისის განცხადება საყურადღებოა იმ ფონე, როცა თეირანი ბოლო დროს გამოთქვამს შეშფოთებას რეგიონში გეოპოლიტიკური ტენდენციების შესახებ. ინსტიტუტი აქვე ხაზს უსვამს, რომ ირანის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის რაისიმ, 3 სექტემბერს თეირანში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაკან ფიდანთან შეხვედრისას ხაზი გაუსვეს ირანის ძლიერ წინააღმდეგობას საგარეო ჩარევისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების მიმართ კავკასიაში. უზენაესი ლიდერის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ალი აქბარ ველაიათი 13 ივლისს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თურქეთისა და NATO-ს ჩარევა კავკასიაში, გაზრდის კონფლიქტის რისკს რეგიონში, რომელსაც ირანის მოწინააღმდეგეები - განსაკუთრებით შეერთებული შტატები და ისრაელი - გამოიყენებენ, რათა „შეარყიოს უსაფრთხოება" მთელ რეგიონში. ამავე ანგარიშში წერია: „ირანის ლიდერებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება იმის გამო, რომ აზერბაიჯანი ცდილობს, შექმნას სახმელეთო დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის გავლით ნახიჩევანთან დააკავშირებს. ასეთი დერეფანი პირდაპირ დააკავშირებს აზერბაიჯანს თურქეთთან და შეაფერხებს ირანის ეკონომიკურ წვდომას ევროპისა და რუსეთის ბაზრებზე. ბოლო დღეებში ჩართულობა ხაზს უსვამს ირანის ლიდერების სურვილს, რომ დიპლომატიური საშუალებებით განმუხტოს დაძაბულობა.“
იაპონიაში, 100 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობამ 92 000-ს პირველად გადააჭარბა
იაპონიაში 100 წელზე მეტი ასაკის ადამიანების რაოდენობამ 92 000-ს პირველად გადააჭარბა, ნათქვამია იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროს განცხადებაში. ქვეყანა 18 სექტემბერს ხანდაზმულთა დღეს აღნიშნავს. 15 სექტემბრის მონაცემებით, იაპონიაში 100 წელს გადაცილებული 92 139 მოქალაქე ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი რიცხვი ქვეყანაში ბოლო 50 წელია, იზრდება. წელს მათი რიცხვი 1500 ადამიანით გაიზარდა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ 100 წლის იუბილეს წელს, 47 107 ადამიანი აღნიშნავს.
რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს ბულგარეთს, როგორც მეგობარ ქვეყანას და სანდო პარტნიორს. მთავრობის მეთაურმა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების აუცილებლობას. განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ვაჭრობა და ეკონომიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაში, რადგან ბულგარეთი მუდმივად რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. გამოითქვა მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით გაფართოვდეს საინვესტიციო თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. აღინიშნა, რომ როგორც შავი ზღვის ქვეყნებმა, საქართველომ და ბულგარეთმა უნდა გააგრძელონ ერთობლივი ძალისხმევა, რათა სრულად იქნას გამოყენებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში.
ჯუანშერ ბურჭულაძე უნგრეთში შეხვედრებს მართავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძეს უნგრელი კოლეგა კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი მასპინძლობს. უნგრეთის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, თავდაცვის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის მხრიდან ქვეყნის მიმართ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული მხარდაჭერა აღნიშნა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა (EUMM) და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში უნგრეთის კონტრიბუციაზე ისაუბრა. შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, არსებული მძიმე გარემო და საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები საუბრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯუანშერ ბურჭულაძე ბუდაპეშტში მდებარე ბუდას აღების მემორიალთან იმყოფებოდა, რომელიც გვირგვინით შეამკო და უნგრელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გენერალურ შტაბსაც ესტუმრა, სადაც უნგრეთის თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს გაეცნო.
პრემიერ-მინისტრი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს - არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს - არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს. არქიმანდრიტმა ეფრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ათონის მთაზე მიიწვია. „ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი მთავრობის მეთაურთა შეხვედრაზე დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თებერვალში ჩატარებული კვლევით, რეფერენდუმზე საქართველოს მოქალაქეთა 74%, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა
ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (84%) თვლის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა. გარდა ამისა, მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება — 2016 წლის 60%-თან შედარებით. ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა გამოკითხულთა 78% (ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 12%-ით არის გაზრდილი). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე. მაშინ, როცა გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ამასთან, 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება. ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად (78%). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადებად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას (84%). გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი), მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%). მედიასაშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში. ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, სადაც უფრო მეტი მხარდაჭერა მისასალმებელი იქნება. კვლევის შესახებ: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ეს უახლესი გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2016 წლიდან მოყოლებული უკვე მერვე წელია ტარდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის შედეგები ეროვნულ ანგარიშებშია წარმოდგენილი.
ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად, მას გამოკითხულთა 78% ენდობა
ევროკავშირის პროგრამის კვლევით, ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება — 2016 წლის 60%-თან შედარებით. საქართველოში კვლევის მთავარი მიგნებები ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა გამოკითხულთა 78% (ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 12%-ით არის გაზრდილი). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე. მაშინ, როცა გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ამასთან, 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება. ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად (78%). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადებად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას (84%). გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი), მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%). მედია საშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში. ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, სადაც უფრო მეტი მხარდაჭერა მისასალმებელი იქნება. კვლევის შესახებ: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ეს უახლესი გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2016 წლიდან მოყოლებული უკვე მერვე წელია ტარდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის შედეგები ეროვნულ ანგარიშებშია წარმოდგენილი.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ინფორმირებულობა მკვეთრად არის გაზრდილი, ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება - კვლევა
ევროკავშირის პროგრამის კვლევით, მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება — 2016 წლის 60%-თან შედარებით. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა გამოკითხულთა 78% (ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 12%-ით არის გაზრდილი). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე. მაშინ, როცა გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ამასთან, 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება. საქართველოში კვლევის მთავარი მიგნებებია: ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად (78%). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადებად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას (84%). გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი), მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%). მედია საშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში. ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, სადაც უფრო მეტი მხარდაჭერა მისასალმებელი იქნება. კვლევის შესახებ: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ეს უახლესი გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2016 წლიდან მოყოლებული უკვე მერვე წელია ტარდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის შედეგები ეროვნულ ანგარიშებშია წარმოდგენილი.
ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს - კვლევა
ევროკავშირის პროგრამის კვლევით, ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (84%) თვლის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება — 2016 წლის 60%-თან შედარებით. საქართველოში კვლევის მთავარი მიგნებები ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა გამოკითხულთა 78% (ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 12%-ით არის გაზრდილი). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე. მაშინ, როცა გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ამასთან, 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება. ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად (78%). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადებად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას (84%). გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი), მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%). მედია საშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში. ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, სადაც უფრო მეტი მხარდაჭერა მისასალმებელი იქნება. კვლევის შესახებ: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ეს უახლესი გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2016 წლიდან მოყოლებული უკვე მერვე წელია ტარდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის შედეგები ეროვნულ ანგარიშებშია წარმოდგენილი.
27 სექტემბრიდან, საქართველოდან ჩინეთში ფრენები ყოველდღიურად შესრულდება
ავიაკომპანია China Southern Airlines 27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას იწყებს. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ამ ეტაპზე კვირაში სამჯერ დაფრინავს. China Southern Airlines საქართველოს ავიაბაზარზე, პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან დაბრუნდა. ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. დავითაშვილი: შეიძლება, დღეში 10-მდე ფრენა იყოს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი
აგვისტოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 46%-ით შემცირდა
ეროვნული ბანკის ცნობით, 2023 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 287 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 14%-ით (47.3 მლნ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. რუსეთიდან 60.3 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც თითქმის 45.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მთლიან გზავნილებში რუსეთის წილი 21%-ს შეადგენს. მეორე ადგილს 45 მლნ დოლარით იტალია იკავებს, მესამეს – აშშ, საიდანაც აგვისტოში ფულადი გზავნილები 37.6%-ით გაიზარდა და 40.2 მლნ დოლარი შეადგინა. 2023 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.
მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი Europetime-თან აცხადებს, რომ სწავლებაში - Agile Spirit, დიდი ბრიტანეთი ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი კონტინგენტით იყო წარმოდგენილი. ელჩის შეფასებით, ეს საქართველოს NATO-ში მისწრაფებისადმი მხარდაჭერის ძლიერი დემონსტრირებაა. „გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ნამდვილად ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით საქართველოს მხარდასაჭერად. ამას ვაკეთებთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმის, წვრთნებისა და საქართველოს თავდაცვის ძალებთან ჩართულობის გზით. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩატარდა წვრთნები - „Agile Spirit“ (მტკიცე სული) და ჩვენ ვნახეთ, რომ მასში თითქმის 200 ბრიტანელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ეს იყო ყველაზე დიდი კონტინგენტი ამერიკელების შემდეგ. ეს საქართველოს NATO-ში მისწრაფების მხარდაჭერის ნამდვილად ძლიერი და თვალსაჩინო დემონსტრირებაა,“ - განუცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა Europetime-ს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს NATO-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი აქვთ. დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის 1919 წელს დამყარდა. 2022 წელს აღინიშნა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი. ასევე წაიკითხეთ: NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს
დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სატრანზიტო ვიზის შემოღების საკითხზე, საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტრანზიტული ვიზის შემოღების საკითხზე, საელჩო მოქალაქეებისთვის საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს. „თუ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელი და გეგმავთ გაერთიანებული სამეფოს გავლით, ტრანზიტულად მგზავრობას, გაითვალისწინეთ, რომ 2023 წლის 8 სექტემბრის 00:01 საათიდან თქვენ გესაჭიროებათ პირდაპირ საჰაერო სატრანზიტო ვიზა (DATV). ეს წესი მოქმედებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასთან. ამასთან, გათვალისწინებულია ტრანზიტით გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ზონაში უვიზოდ მიმოსვლის ოთხკვირიანი გარდამავალი პერიოდი, რომელიც შეეხება მათ, ვინც მგზავრობა დაჯავშნა 2023 წლის 8 სექტემბრის 00:01 საათამდე (BST) და ბრიტანეთში ჩაფრინდება 2023 წლის 6 ოქტომბრის 00:01 საათამდე (BST),“ - წერს საელჩო გავრცელებულ ინფორმაციაში და დეტალებისთვის შემდეგ ბმულს უთითებს: https://www.gov.uk/transit-visa ასევე წაიკითხეთ: რა შემთხვევაში დასჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ტრანზიტისთვის ვიზა
გაერთიანებულმა სამეფომ „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
გაერთიანებულმა სამეფომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად გამოაცხადა. „ეს ბრძანება ძალაში შედის დაუყოვნებლივ და „ვაგნერის“ ჯგუფში გაწევრიანებას ან ჯგუფის აქტიურ მხარდაჭერას დიდ ბრიტანეთში სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს, რომელიც, პოტენციური 14 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, რომელიც შეიძლება გამოიტანოს ჯარიმასთან ერთად ან მის ნაცვლად,“ - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ პრესრელიზში. რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მეხუთე დღეს, პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა
F-35-ის ტიპის ოთხი გამანადგურებელი დანიის ავიაბაზაზე დაეშვა
F-35-ის ტიპის ოთხი გამანადგურებელი დანიის ავიაბაზაზე დაეშვა. ეს აშშ-ის წარმოების თვითმფრინავების პირველი პარტიაა, რომელმაც F-16-ების ფლოტი უნდა შეცვალოს. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს.
TikTok-ი ბავშვებისთვის გათვალისწინებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის დარღვევის გამო, $368 მილიონით დაჯარიმდა
ვიდეოგაზიარების აპლიკაცია TikTok-ი დაახლოებით, 368 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილება ევროპულმა მარეგულირებელმა მიიღო და განაცხადა, რომ პლატფორმა ვერ იცავდა ბავშვების კონფიდენციალურობის საკითხებს. როგორც ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ განაცხადა, გამოძიებამ დაადგინა, რომ აპლიკაციის პოლიტიკა არაადეკვატური იყო მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის ბავშვების ანგარიშებისა და მომხმარებლებისთვის წესების შესახებ საკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. გამოძიებამ დაადგინა, რომ თინეიჯერი მომხმარებლების რეგისტრაციის პროცესში გაჩნდა ისეთი პარამეტრები, რომლებმაც მათი ანგარიშები საჯარო გახადეს, რაც საშუალებას აძლევდა ნებისმიერს, ენახა და კომენტარი გაეკეთებინა მათ ვიდეოებზე. ეს ე.წ. ავტომატური პარამეტრები ასევე საფრთხეს უქმნიდა 13 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებმაც პლატფორმაზე წვდომა მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის არ იყო დაშვებული. გადაწყვეტილების საპასუხოდ, TikTok-ის კონფიდენციალურობის მიმართულების ხელმძღვანელმა ევროპაში, ელეინ ფოქსმა გამოაქვეყნა ბლოგპოსტი, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორ განაახლა პლატფორმის პოლიტიკა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის გამოძიება 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. ევროკავშირის მარეგულირებლის ჯარიმა მზარდი გლობალური შემოწმების ფონს ემთხვევა იმის შესახებ, თუ როგორ ემსახურებიან TikTok-ი და სოციალური მედიის სხვა კომპანიები ახალგაზრდა მომხმარებლებს.
ოთარ ფარცხალაძე: ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა
საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელსაც აშშ-მ სანქციები დაუწესა, საკუთარი პოზიცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ს წერილობით მიაწოდა. ოთარ ფარცხალაძის განცხადებით, ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა დაამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული. „ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ საჯარო სამსახურში თანამდებობას არ ვიკავებ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს! მიუხედავად ამისა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის პროპაგანდისტულ მედიას, ჩემ წინააღმდეგ ტალახის სროლა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები, მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეუწყვიტავს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ცილისწამებისა და ჩემ მიმართ ტყუილების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, სამჯერ მაქვს მოგებული სასამართლო. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს, ერთი წამით არ უთქვამთ უარი ჩემ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის შეწყვეტაზე, თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ იმ მოგონილი ბრალდებების დასადასტურებლად, რომელსაც ავრცელებდნენ. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. მეორე მხრივ, ადგილობრივ დონეზე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების რეაქციებმა დამარწმუნა, რომ აქტიურად ცდილობენ ჩემი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რასაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი საფუძველი არ აქვს, ხოლო რას ემსახურება აღნიშნული მცდელობები, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ყველაზე უკეთ ხვდება. ყველამ ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა, ნათლად დაინახა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული, რასაც გამოქვეყნებული ტექსტით, მისივე ავტორები ადასტურებენ: „FSB ოფიცერი ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.“ „გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო FSBსთან კავშირის შედეგად.“ ამაში დასარწმუნებლად, ტექსტიდან სიტყვა-სიტყვით ციტირებული მხოლოდ ეს ორი ამონარიდიც კმარა! სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ისე ჩემ წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანიის ავტორებისა და მასში ჩართული ადამიანებისგან, თუნდაც ერთ ფაქტს, ერთ მტკიცებულებას მოვითხოვ, რომელიც განცხადებაში წარმოდგენილ ცრუ ბრალდებებს მინიმალურად მაინც გაამყარებს, თუმცა, შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ ასეთი რამ ბუნებაში საერთოდ არ არსებობს! რა თქმა უნდა, ჩემ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა დავამტკიცო, რომ ჩემ წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, არა ფაქტებზე, არამედ კონკრეტული ინტერესების მქონე სუბიექტების ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული," - აცხადებს ოთარ ფარცხალაძე. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს
მედია: უკრაინა შავ ზღვაში რუსულ სარაკეტო ხომალდს საზღვაო დრონით დაესხა თავს
უკრაინის უშიშროების სამსახურის საზღვაო დრონმა ("Sea Baby") შავ ზღვაში რუსული სარაკეტო ხომალდი „სამუმი“ დაბომბა. გემი რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ეკუთვნის. თავდასხმა 14 სექტემბერს მოხდა. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით წერს. თანამოსაუბრე გამოცემასთან ამბობს, რომ დრონი გემის უკანა მხარეს მოხვდა, სევასტოპოლის ყურის შესასვლელთან, რის შემდეგაც დაზიანებების გამო, სიჩქარე დაკარგა და ბუქსირით გადაიყვანეს სარემონტოდ. Sea Baby შეტევაში გამოყენებული ექსპერიმენტული მოდელია, რომელსაც ქარიშხალში მოქმედება და მაღალ ტალღებში დამალვა შეუძლია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, შავ ზღვაში ექვსმა უკრაინულმა დრონმა სცადა თავდასხმა „სამუმზე“ და საპატრულო გემზე „სერგეი კოტოვზე“, მაგრამ ისინი ყველა განადგურდა, შავი ზღვის ფლოტის ავიაციამ კი კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინა და გაანადგურა. უკრაინის სამხედრო სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, იმავე დღეს უკრაინის დარტყმებმა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ორი რუსული საპატრულო ხომალდი დააზიანა.
ევროკომისიამ უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგო გააუქმა
ევროკომისიამ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ გაახანგრძლივა. ამასთან, ევროკომისია უკრაინისგან გარკვეული ზომების დაცვას ითხოვს. ევროკომისია აღნიშნავს, რომ რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებისგან შეიკავებს თავს იქამდე, ვიდრე უკრაინის მიერ მიღებული ზომები ძალაში იქნება და სრულიად იმუშავებს. „არსებულ ზომებს ვადა დღეს გასდის. უკრაინა დათანხმდა 30 დღის განმავლობაში ნებისმიერი სამართლებრივი ზომა მიიღოს (მათ შორის, მაგალითად, საექსპორტო ლიცენზირების სისტემა) მარცვლეულის მოზღვავებისთვის თავის ასარიდებლად. მანამდე უკრაინამ 2023 წლის 16 სექტემბრიდან სურსათის 4 ჯგუფის ექსპორტის კონტროლზე ეფექტიანი ზომები უნდა მიიღოს, რათა მეზობელ წევრ ქვეყნებში ნებისმიერი საბაზრო ცვლილებები აღკვეთოს,” - ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. ამასთან, ევროკომისია და უკრაინა ვითარების გააკონტროლებენ, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, გაუთვალისწინებელ სიტუაციებზეც მოახდინონ რეაგირება. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ევროკომისიის გადაწყვეტილებას და მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს. „ეს არის ნამდვილი ერთიანობისა და ნდობის მაგალითი უკრაინასა და ევროკავშირს შორის. ევროპა ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც წესები მუშაობს და შეთანხმებები სრულდება," - განაცხადა ზელენსკიმ ფონ დერ ლეიენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. ცნობისთვის, პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი აკრძალვას ცალმხრივად გააგრძელებენ.
როგორ აფასებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან მიმართებით სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული. „მოვისმინეთ დღეს განცხადებები მოკვლევასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით, თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, რომ სანქციები, რომელიც დაწესებულია რუსეთის, მოქალაქეების წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება,“ - განაცხადა კალაძემ. კითხვაზე, გრძნობს თუ არა უხერხულობას ხელისუფლება იმის გამო, რომ ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი იყო, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ფარცხალაძე დიდი ხანია, საჯარო სამსახურში აღარ არის. „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ადამიანი იყო. რაც შეეხება კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძეს, ის წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა სისტემაში. 9 თუ 10 წელია, ზუსტად არ მახსოვს, არ საქმიანობს საჯარო სამსახურში, დაკავებულია თავისი კერძო საქმიანობით და ბიზნესებით. ვისაც ყველაზე მეტი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა,“ - განაცხადა კალაძემ. თავის მხრივ, გიორგი ვოლსკის თქმით, ფარცხალაძე 2013 წლიდან „ჰორიზონტზე არ გამოჩენილა“ და მას პირადად არც კი იცნობს. „რაში შეიძლება, ჩვენს პოლიტიკურ „ისტებლიშმენტს“ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ეტყობოდეს? - საგარეო კურსი შეიცვალა? რუსეთმა კავკასიაში რაიმე უპირატესობა ნახა, გარდა იმ უპირატესობისა, რაც მან სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიიღო? სად გიჩნდებათ კითხვა და ეჭვი, რომ ფარცხალაძემ პარტიის პოლიტსაბჭოზე ან რომელიმე ჩვენგანის პოზიციაზე გავლენა მოახდინა? ვისზე შეიძლება იყოს ეჭვი, რომ ფარცხალაძემ გავლენა მოახდინა და რაიმე შედეგს მიაღწია?! - რა მოხდა ისეთი, რაც შეიძლება, ოთარ ფარცხალაძის ფიგურას დაუკავშირო?! მიმართა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა. „თუკი აშშ-ს კონკრეტულ ავტორიტეტულ სტრუქტურას ასეთი მტკიცებულება გააჩნია, რასაკვირველია, ეს საქართველოში შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა შეისწავლოს, რომელიც მაღალ დონეზე ხასიათდება, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, მაგრამ რა პოლიტიკა შეიცვალა?! - ერთადერთი, რაზეც შეიძლება ადამიანმა იფიქროს არის ის, რომ განგებ იგივე სცენარი კეთდება, რაც 2008 წელს მოხდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს აშშ-ს მთელი პოლიტიკური "ისტებლიშმენტი" ეუბნებოდა, რომ კონკრეტული ნაბიჯი არ გადაედგა და მან ეს მაინც ეს გააკეთა. ამაზე მეტი დათმობა რუსეთისათვის, რა შეიძლება იყოს?!“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს