ძებნის რეზულტატი:
ფედოროვი: იქნება მეტი დრონი, მეტი თავდასხმა და ნაკლები რუსული გემი
უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2023 წელს უკრაინაში დრონების წარმოება 100-ჯერ მეტად გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მინისტრის თქმით, უკრაინა ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ტესტავს, რომლებსაც მიზნის რამდენიმე კილომეტრის მოშორებით შეუძლიათ ლოკალიზება და მასზე დრონების გაშვება, რადიოლოკაციური ბრძოლის საშუალებების გამოყენების შემთხვევაშიც კი. „მეტი დრონი იქნება, მეტი თავდასხმა იქნება, ნაკლები რუსული გემი იქნება. ეს დანამდვილებით. ვფიქრობ, ამა წლის ბოლომდე, წინას თუ შევადარებთ, ეს ზრდა დაახლოებით, 120-140-ჯერ იქნება,” - განაცხადა ფედოროვმა.
გერმანული კომპანია კიევს ახალი თაობის 100 ტაქტიკურ დრონს გადასცემს - კლიჩკო
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ გერმანული კომპანია Quantum Systems კიევს ახალი თაობის 100 ტაქტიკურ დრონს გადასცემს. მისი ინფორმაციით, შეთანხმებას ინვესტორთან და Quantum Systems-ის ხელმძღვანელობასთან გერმანიაში, შტერნ სტიუარტის ინსტიტუტის ყოველწლიურ სამიტზე მიაღწიეს. კლიჩკოს თქმით, კიევმა ქალაქის ბიუჯეტიდან გასული წლის განმავლობაში, 5 მილიარდი ჰრ (135,6 მილიონი დოლარი) გამოყო ფრონტის ხაზზე ჯარისკაცების მხარდასაჭერად. დრონები უკრაინელი სამხედროებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღებია, როდესაც საქმე ეხება დაზვერვას, მეთვალყურეობას და შორ მანძილზე დარტყმებს.
თურქეთი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს
თურქეთი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთის რესპუბლიკას მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს, რაზეც ჯერჯერობით არც ნეგატიური და არც პოზიტიური პასუხი თურქულ მხარეს არ მიუღია. შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. „ჩვენს პრიორიტეტებშია მოლაპარაკებების ჩატარება სამმხრივ ფორმატში, როგორც ეს ადრე იგეგმებოდა. მაგრამ ჩვენ ასევე ოთხმხრივ ფორმატში შეხვედრაც შევთავაზეთ. ეს წინადადება მხარეებს გადავეცით. ანუ, შეხვედრაზე ვიქნები მე, პუტინი, ილჰამ ალიევი და ფაშინიანი. მე ვთქვი, მოდით, შევხვდეთ, განვიხილოთ გადასადგმელი ნაბიჯები," - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოთხმხრივი შეხვედრის ინიციატივის მიზანი ის არის, რომ მოლაპარაკებები პრობლემასთან დაკავშირებული ქვეყნების ლიდერებმა ჩაატარონ და არა ყარაბაღის თემასთან არადაკავშირებულმა მხარეებმა. „კიდევ ერთხელ განვიხილავ ამ საკითხს ალიევთან. ჩვენ ვიმუშავებთ კონკრეტიზაციაზე და თვალს ვადევნებთ [მოვლენების] განვითარებას," - განაცხადა ერდოღანმა.
მიმდინარეობს მუშაობა შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაზე, როგორც ეს ასახულია აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ საგზაო რუკებში -მედია
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაზე 2025 წლისთვის 10 მილიონ ტონამდე, როგორც ეს ასახულია აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ საგზაო რუკებში. ამის შესახებ აზერბაიჯანულიბ მედია წერს, რომელი დუშანბეში ცენტრალური აზიის სახელმწიფოს მეთაურთა მე-5 საკონსულტაციო შეხვედრაზე ალიევის გამოსვლაზე წერს. შეხვედრის მონაწილეებმა შუა დერეფნის პოტენციალის შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. 2023 წელს დაახლოებით ორი მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება იგეგმება შუა დერეფნის გასწვრივ. ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის შემდგომი განვითარებისთვის აზერბაიჯანი მუშაობს, მაგალითად, გემთმშენებლობის ქარხნის შესაძლებლობების გაფართოებაზე. „ჩვენს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის აზერბაიჯანი საიმედო სატრანზიტო ქვეყანა თურქეთისა და ევროპის ბაზრებისკენ მიმავალ მარშრუტზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრანზიტი საპირისპირო მიმართულებით. ჩვენმა ძმებმა ცენტრალურ აზიაში იციან, რომ აზერბაიჯანის მთელი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა მათთვის ხელმისაწვდომია,“ - აღნიშნა შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ცნობისთვის, (TITR) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული „არასაიმედო აქტორებზე“ - NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა განაცხადა, რომ ბრძოლის ველსა და ეკონომიკაში არსებული პრობლემები რუსეთს კიდევ უფრო უბიძგებს, „არასანდო აქტორებს“ დაეყრდნოს. ბაუერმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებისა და დიპლომატიური ზეწოლის გამო, რუსეთი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება „არასანდო აქტორებზე.“ „რუსეთის შეიარაღებული ძალები სულ უფრო მეტ პოზიციას კარგავენ, მთელი რუსეთი განიცდის ეკონომიკური სანქციების და დიპლომატიური იზოლაციის შედეგებს,“ განაცხადა ბაუერმა ოსლოში NATO-ს სამხედრო კომიტეტის ყოველწლიურ კონფერენციაზე. მან არ დაასახელა, რომელი კონკრეტული გლობალური აქტორები ჰქონდა მხედველობაში. თუმცა აღსანიშანავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. აშშ-ის მთავრობამ ჩრდილოეთ კორეა მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების შესახებ გააფრთხილა. ივლისში რობ ბაუერმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლა დასუსტებულია უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო და ალიანსს აქვს დრო, კოლექტიური უსაფრთხოება განავითაროს, ვიდრე მოსკოვი ძალას აღიდგენს.
უკრაინა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში თავდაცვის ხარჯების დიდ ზრდას გეგმავს - Reuters
უკრაინის მთავრობამ პარასკევს დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლითაც თავდაცვის ხარჯების ზრდას ითვალისწინებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მომავალ წელს უკრაინის ბიუჯეტის მთელი დაგეგმილი ხარჯების ნახევარზე მეტი - 1,7 ტრილიონი ჰრივნია თავდაცვის სექტორისთვის არის გათვალისწინებული. კანონპროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში დეფიციტი 1548 ტრილიონ ჰრივნიას (42 მილიარდი დოლარი) შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 20.4 პროცენტია. „ამ კანონპროექტის მთავარი ფოკუსია ჩვენი ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება,“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა. შეგახსენებთ, რუსეთი გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.
The Insider: მოლდოვიდან გაძევებული Sputnik-ის რედაქტორი რუსული არმიის პოლკოვნიკია
The Insider-ის გამოძიების ცნობით, რუსული საინფორმაციო სააგენტო "Sputnik Молдова"-ს ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი, რომელიც 13 სექტემბერს გააძევეს მოლდოვადან, სავარაუდოდ, რუსული არმიის ოფიცერია. რუსული საგამოძიებო საინფორმაციო გამოცემა ასევე წერს, რომ დენისოვს ძალიან ირიბი ურთიერთობა აქვს ჟურნალისტიკასთან და, სავარაუდოდ, არის სპეციალური სამსახურის 72-ე ცენტრის (სამხედრო ნაწილი N54777) ოფიცერი, რომელიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ინტერესების ფარგლებში, ეწევა უცხოური აუდიტორიის დეზინფორმაციას.“ გამოძიების თანახმად, დენისოვი დაიბადა იმდროინდელი უკრაინის სსრ-ის ამიერკარპატების რეგიონში, საბჭოთა პერიოდში სწავლობდა ლვოვის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ სკოლაში. 1992 წელს გადავიდა საცხოვრებლად. მოსკოვში იყო თავდაცვის სამინისტროს მთავარი ბეჭდვითი ორგანოს - გაზეთ „კრასნაია ზვეზდას“ თანამშრომელი, 2005 წელს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო უწყებრივი ბინა, ხოლო 2013 წლის მონაცემებით მუშაობდა მოსკოვის ოლქის მთავარ საგამოძიებო სამმმართველოში. The Insider-ის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, დენისოვი საგამოძიებო სამმართველოდან გადავიდა სპეციალური სამსახურის 72-ე ცენტრში, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავებულია უცხოური აუდიტორიისათვის ყალბი ინფორმაციის გავრცელებით. ასევე ამტკიცებენ, რომ 2016 წელს დენისოვს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 2019 წლიდან ის ხელმძღვანელობდა Sputnik-ს რუსეთის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთში, შემდეგ აზერბაიჯანში, ხოლო 2022 წლიდან - მოლდოვაში. რუსი პროპაგანდისტი და Sputnik მოლდოვის ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი მოლდოვიდან გააძევეს. მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. როგორც მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, დენისოვის გაძევების გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყნის შიდა საქმეებში მისი ჩარევის გამო. „რუსეთის 56 წლის მოქალაქე, მიგრაციის გენერალური ინსპექციის მიერ გამოცემული აქტით, მოლდოვის რესპუბლიკაში ათი წლის ვადით გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად, პროცედურების მიხედვით, პირი გააძევეს მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიიდან,“ - აცხადებენ დეპარტამენტში. მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 60-მდე თანამშრომელი გააძევა
ოკუპირებულ ტოკმაკში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული არმიის სამხედრო ტექნიკის ბაზირების ადგილი გაანადგურეს - ფედოროვი
მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ოლქში, დროებით ოკუპირებულ ტოკმაკში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული არმიის სამხედრო ტექნიკის ბაზირების ადგილი გაანადგურეს. მისივე თქმით, რუსული ჯარის მხრიდან „კეთილი ნების ჟესტი“ ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. „დაბომბვები უფრო ხშირი ხდება - ოკუპანტები უფრო ნაკლები. დღეს ტოკმაკში, რომელიც რუსმა სამხედროებმა სამხედრო ბაზად აქციეს, დაბომბვის ხმა გაისმა. დარტყმა რუსი ოკუპანტების და მათი ტექნიკის ბაზირების ადგილზე განხორციელდა,“ - განაცხადა ივან ფედოროვმა. ფედოროვმა ასევე აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზის მიახლოებასთან ერთად, ასეთი დარტყმები უფრო ხშირი გახდება.
გენერალი მილი: ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას გაზრდის, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება
აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, მარკ მილის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას გაზრდის, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას დიდი მნიშვნელობა ექნება ომის მიმდინაორებისთვის. მილის თქმით, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე მხარეები, სავარაუდოდ, რუსეთისთვის საბჭოთა კავშირის დროინდელი 152-მმ საარტილერიო ჭურვების მიწოდებაზე შეთანხმდნენ. „ექნება ამას უდიდესი მნიშვნელობა? - მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ! ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობით და როდის მიეწოდება რუსეთს აღნიშნული საბრძოლო მასალა. არ მინდა შევამცირო იარაღით დახმარების მნიშვნელობა, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს უკრაინაში ომისთვის გადამწყვეტი იყოს," - განაცხადა გენერალმა. პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს კოსმოდრომზე შეხვდნენ
Forbes: რუსეთმა უკრაინაში წარმოებულ სრულმასშტაბიან ომზე $167 მილიარდი დახარჯა
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრაზე $167 მილიარდი დახარჯა. 24 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინამ დაახლოებით, 34 მილიარდი დოლარის რუსული აღჭურვილობა გაანადგურა, იტყობინება Forbes უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ეს მაჩვენებელი არ მოიცავს რუსეთის თავდაცვის ხარჯებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ომთან და არც რუსეთის ეკონომიკურ ზარალს, რომელიც მრავალმა საერთაშორისო სანქციამ გამოიწვია. ყველაზე დიდი ხარჯი მოდის ჯარის მომარაგებაზე, რომელიც 51,3 მილიარდი დოლარი ღირს. სამხედროების ხელფასი 35,1 მილიარდი დოლარი დაჯდა, ხოლო დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის სახით 21 მილიარდი დოლარი გაიცა. მას შემდეგ, რაც რუბლი გაუფასურდა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით, Forbes-ის თანახმად, ბიუჯეტის ხარჯები ერთ ჯარისკაცზე მნიშვნელოვნად შემცირდა - 200 დოლარიდან დღეში 120 დოლარამდე. ეს იმიტომ, რომ რუსეთის ბიუჯეტის დიდი წილი ნავთობისა და გაზის შემოსავლებით ივსება. რუსეთი ნახშირწყალბადების მიწოდებას სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აგრძელებს. მიუხედავად ამისა, ეს შეიძლება, მზარდი ხარჯების კომპენსაციისთვის საკმარისი არ იყოს, იტყობინება Forbes, Reuters-ის მონაცემებზე დაყრდნობით. Reuters-ის ცნობით, რუსეთმა 2023 წლის პირველ ნახევარში თავდაცვისთვის თითქმის 5,6 ტრილიონი რუბლი დახარჯა, რაც უკვე აღემატება რუსეთის მთელ დაგეგმილ 2023 წლის თავდაცვის ფედერალურ ბიუჯეტს. მოსკოვს თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება თითქმის 10 ტრილიონ რუბლამდე (105 მილიარდი დოლარი) მოუწია, რაც 2023 წლის ბიუჯეტის მესამედია.
რუსეთი მოსკოვსა და ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით იერიშის შესახებ იუწყება
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მოსკოვსა და ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით იერიში იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმის თავზე ღამით ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყების განცხადებთ, ორი დრონი განადგურებულია ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს რაიონში, კიდევ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი კი ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებთან. დრონების ჩამოგდების შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინიც ავრცელებს ინფორმაციას. მისი განცხადებით, ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მოიგერიეს ისტრის რაიონში. მოგვიანებით სობიანინმა განაცხადა, რომ რამენის რაიონში ჩამოაგდეს კიდევ ერთი დრონი, რომელიც რუსეთის დედაქალაქზე თავდასხმას ცდილობდა. ამასთან, თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას უპილოტო საფრენი აპარატის დომოდედოვოს რაიონში განადგურების შესახებ. რუსულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ორლოვსკის ოლქში დრონით იერიშის შედეგად ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა. ოლქის გუბერნატორის ანდრეი კლიჩკოვის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სამრეწველო ობიექტზე საწვავის ავზს. მისი განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. ცნობისთვის, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
უკრაინის გენშტაბი: უკრაინელი სამხედროები ორი მიმართულებით წარმატებას აღწევენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკის ოლქის კლიშივკას რაიონში რუსული ძალების 13 თავდასხმა მოიგერიეს. „უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებებით, მტრის განადგურებას, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივად გათავისუფლებას და მიღწეულ პოზიციებზე გამაგრებას,” - აღნიშნულია ანგარიშში. გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 30-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. კერძოდ, ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს 13 შეტევა დონეცკის ოლქის კლიშივკას რაიონში. ამასთან, რუსები წარუმატებლად ცდილობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევას დონეცკის ოლქის კურდიუმოვკასა და ანდრეევკას რაიონებში. შეტევითი ოპერაციების შედეგების საფუძველზე, თავდაცვის ძალები წარმატებას აღწევენ დონეცკის ოლქის კლიშივკას რაიონში და მტერს დაკავებული პოზიციებიდან უკუაგდებენ. „ასევე, მარინკის მიმართულებით, მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის მარინკას რაიონში", - აღნიშნულია ანგარიშში. გენშტაბში აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქის სევერნისა და რავნოპოლის და ზაპოროჟიეს ოლქის ნოვოდარივკას რაიონებში მტრის ყველა თავდასხმას მათი ცოცხალი ძალის, ასევე აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგები მოჰყვა. „ამავდროულად, ავდეეკვას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით, თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას, ახდენენ ზეწოლას მტერზე, ახორციელებენ თავდასხმის ოპერაციებს და იბრუნებენ ჩვენს მიწას," - აცხადებენ გენშტაბში. მათივე ცნობით, მელიტოპოლის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას, რის შედეგადაც საოკუპაციო ძალები ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან და იძულებული ხდებიან, დაკავებული პოზიციებიდან უკან დაიხიონ. გენერალურ შტაბში ასევე აცხადებენ, რომ ხერსონის მიმართულებით უკრაინელი დამცველები ანადგურებენ მტრის საწყობებს და მტრის ზურგში წარმატებულ შეტევას ახორციელებენ.
ჰააგის სასამართლო განიხილავს რუსეთის მტკიცებას უკრაინაში გენოციდის თავიდან აცილების შესახებ
უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გენოციდის კონვენციის საფუძველზე შეტანილი სარჩელის ირგვლივ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლო მოსმენებს განაახლებს. საქმე ეხება მოსკოვის მტკიცებას იმის შესახებ, რომ უკრაინაში მისი შეჭრა, გენოციდის თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა. უკრაინული მხარის განმარტებით, რომ მის ტერიტორიაზე არ ყოფილა გენოციდი, რომლითაც პუტინი თავის შეიარაღებული აგრესიის გამართლებას ცდილობს. გარდა ამისა, კიევი რუსეთის ფედერაციას „უკრაინაში გენოციდის აქტების დაგეგმვაში“ თავად ადანაშაულებს. იურისტები უპრეცედენტოდ აფასებენ იმ ფაქტს, რომ სასამართლო სხდომაში დამატებით, 32 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. DW-ს ცნობით, ამ ქვეყნებს შორის არის ევროკავშირის ყველა ქვეყანა უნგრეთის გარდა; ასევე ლიხტენშტეინი, ნორვეგია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია და ავსტრალია. სპეციალისტების თქმით, როგორც გენოციდის დანაშაულის შესახებ 1948 წლის კონვენციის მონაწილეებს, ამ ქვეყნებს პროცესში ჩართვის უფლება აქვთ.
სტოლტენბერგი: უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად ვერ დასრულდება. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ „ეჭვი არ არის, უკრაინა საბოლოოდ NATO-ში იქნება“. „ომების უმეტესობა იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე მათი დაწყების დროს იყო მოსალოდნელი, ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის.“ როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ გვჭირდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორია შეიძლება, განმეორდეს,“- განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. „ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ ამავე დროს უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დაყრის, ჩვენ მშვიდობა გვექნება,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ფაშინიანი ერდოღანის შეთავაზებაზე: სხვადასხვა იდეა არსებობს, არ მინდა, რომელიმე გამოვყო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი სამიტის გამართვის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივაზე აცხადებს, რომ საკითხი მთლიან სურათში უნდა განიხილონ. „არსებობს სხვადასხვა შეთავაზება და იდეები. არ მინდა, ამ იდეებიდან რომელიმე ერთი გამოვყო. ეს არ არის ერთადერთი იდეა, რომლის მიმართაც ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავდი,“ - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს. თურქეთი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს
ბრაზილიაში ავიაკატასტროფას 14 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters-ის ცნობით, ბრაზილიის ამაზონასის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 14-ვე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 12 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრია. შემთხვევა ბარსელოსის პროვინციაში, შტატის დედაქალაქ მანაუსიდან 400 კილომეტრში მოხდა. გამოძიება დაწყებულია. ამაზონასის შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი დაშვების დროს დაშვებული შეცდომა გახდა.
NATO-ს სამხედრო კომიტეტს იტალიის გენერალური შტაბის უფროსი უხელმძღვანელებს
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რობ ბაუერს იტალიელი ადმირალი, ჯუზეპე კავო დრაგონე შეცვლის. იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა, რომ კავო დრაგონე ახალ ამპლუას 2025 წლის იანვარში მოირგებს, როდესაც ადმირალ ბაუერი თავის ვადას დაასრულებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, როგორც გენერალური მდივნის, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს და NATO-ს სხვა მაღალი რანგის ორგანოების მთავარი სამხედრო მრჩეველი, ალიანსის თავდაცვის ყველა მეთაურის კონსენსუსზე დაფუძნებულ შეხედულებებს გამოხატავს. „იტალიის სახელით, ჩემთვის დიდი პატივია ამ პრესტიჟული დავალების მიღება, რომელსაც შევასრულებ ატლანტიკური ალიანსის წარმატებისა და მისი დამფუძნებელი ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიის დადასტურების უპირობო ვალდებულებით. NATO შეძლებს თავისი სრული მხარდაჭერა შესთავაზოს უკრაინას და გადაჭრას საერთაშორისო მასშტაბის გამოწვევები,“ - განაცხადა დრაგონემ. გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ადმირალ დრაგონეს, რომ იტალიის თავდაცვის შტაბის მეთაურად 2024 წლის ნოემბრამდე იმსახუროს.
„რესპუბლიკელი" სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გადასცეს უკრაინას ATACMS-ის სარაკეტო სისტემები
„რესპუბლიკელი“ სენატორების ჯგუფმა აშშ-ის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, რითაც ჯო ბაიდენს მოუწოდა, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უკრაინისთვის იმ რაკეტების მიწოდება, რომლებიც ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ომის მოსაგებად სჭირდება. წერილს ხელს აწერენ სენატორები: ტომ კოტონი, როჯერ ვიკერი, სუზენ კოლინზი და ლინდსი გრეჰემი. მისი მიხედვით, იარაღის არგაგზავნა „მხოლოდ ომს გაახანგრძლივებს და ადამიანების სიცოცხლის ფასი დაჯდება.“ „მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაგზავნოთ MGM-140 ATACMS-ის სისტემები უკრაინაში. გადადება მხოლოდ კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და გაახანგრძლივებს ამ კონფლიქტს," - აცხადებენ ამერიკელი სენატორები. მათი შეფასებით, შეერთებულ შტატებს შეუძლია, უზრუნველყოს ამ იარაღის მიწოდება საკუთარი საბრძოლო შესაძლებლობებისთვის რაიმე მნიშვნელოვანი რისკის შექმნის გარეშე. Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.
ბერბოკმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. „ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაიას, ვიდრე ეს საჭირო იქბება,“ - განუცხადა ბერბოკმა Fox News-ს. „თუ პუტინი ამ ომს მოიგებს, რა ნიშანი იქნებოდა ეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიცაა სი ძინპინი, ჩინეთის პრეზიდენტი? ამიტომ, უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი,“ - განაცხადა ბერბოკმა აშშ-ში ვიზიტის დროს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. პეკინთან მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა - BBC ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე
მეუფე შიო: უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი თავგანწირული სიყვარულით
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგების თანახმად, სიყვარული არის რელიგიური მცნებების სული და გული... სიყვარული არის სასიცოცხლო საწყისი ჩვენი რელიგიური ზნეობის, ჩვენი რელიგიური ცხოვრების, ღმერთთან ერთად... „იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიყვარული, საჭიროა, ვიქონიოთ დიდი სიმდაბლე... მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლის აღებით იხსნება ჩვენში დიდი სულიერი ძალები. სიყვარულს მოაქვს სიხარული და ბედნიერება..." ამბობს მეუფე შიო. ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ეპიზოდი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალ იესო ქრისტესთან მისი გამოცდის მიზნით მიდის რჯულის მცოდნე ადამიანი და ეკითხება: „მოძღვარო, რომელია რჯულში მთავარი მცნება?“ უფალი მიუგებს: „გიყვარდეს ღმერთი მთელი შენი სულით, მთელი შენი გულით, მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და უმთავრესი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. აი, ამ ორ მცნებაზე დამოკიდებულია რჯული და წინასწარმეტყველნი“, - დასძენს უფალი იესო ქრისტე ამ საუბარში. და მართლაც, მთელი რჯული ამ სიყვარულის მცნებაზეა დაფუძნებული, მთელი წმინდა გარდამოცემა. სიყვარული ეს არის რელიგიური მცნებების სული და გული, როგორც მოსეს მიერ ბოძებული მცნებებისა, დღეს მისი ხსენებაა, სხვათა შორის. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა, ასევე უფალ იესო ქრისტეს მიერ ბოძებული მცნებებისა. და თუ არის ასეთი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მაშინ აზრი აქვს მცნებების დაცვას, მაგრამ თუ არ არის არც ღმერთის და არც მოყვასის სიყვარული, მაშინ რაოდენ დაბეჯითებითაც არ უნდა ვასრულებდეთ დანარჩენ მცნებებს, ამას არანაირი ფასი არ აქვს სიყვარულის გარეშე, იმიტომ რომ ეს იქნება მკვდარი რწმენა და მცნებების უსიცოცხლო შესრულება. ამ ყველაფერს სიცოცხლეს ანიჭებს და ასულდგმულებსსწორედ სიყვარული. სიყვარული არის სასიცოცხლო საწყისი ჩვენი რელიგიური ზნეობის, ჩვენი რელიგიური ცხოვრების, ღმერთთან ერთად. აი, ამ ყოველივე საფუძველია სიყვარული. მაგრამ ეს მცნება რთულია. როგორ შევიყვაროთ ან ვინ არის ჩვენი მოყვასი? ჩვენ, ერთის მხრივ, გარკვეულწილად გვიყვარს ერთმანეთი, გვიყვარს ჩვენი ახლობლები, გვიყვარს ჩვენი ოჯახი, გვიყვარს ჩვენი სანათესავო, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, გვიყვარს ჩვენი სოფელი ან ქალაქი, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, ან იმ ქალაქის რომელიმე უბანი გვიყვარს, მაგრამ როგორია ეს სიყვარული? ისეთია, როგორსაც უფალი იესო ქრისტე მოითხოვს? იგი მოითხოვს, რომ მოყვასისადმი სიყვარული ეფუძნებოდეს ღმერთის სიყვარულს. ვკითხოთ ჩვენს თავს: გვაქვს ასეთი სიყვარული? ვგრძნობთ, რომ ღმერთი არის ჩვენი მამა ზეციერი? გვიყვარს იგი, როგორც მამა? უფალი იესო ქრისტე ჩვენგან ღვთისადმი, როგორც ზეციერი მამისადმი, სწორედ ასეთ სიყვარულს მოითხოვს. როდესაც ასეთი სიყვარულია, მაშინ ყველა ადამიანი ჩვენთვის გახდება ძმა და და, თუ ღმერთი არის მამა ჩვენი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ღმერთის შვილია. თუ არ იქნება ასეთი სიყვარული ღვთისადმი, მაშასადამე, არც მოყვასი გვყვარებია სათანადოდ, მცირედ გვყვარებია და ეს ჩვენი ბუნებრივი სიყვარული, რომელიც ჩამოვთვალე - ოჯახისადმი, სამშობლოსადმი, ახლობლებისადმი და ასე შემდეგ, იქნება ძალიან მყიფე და პირობითი, ნამდვილი სიყვარული კი ასეთი არ უნდა იყოს,“ - ნათქვამია ქადაგებაში.