ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში, 21 სექტემბერს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში, 21 სექტემბერს შეხვდება. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე გააკეთა. ამასთან, აღინიშნა, რომ მომავალ კვირას აშშ-მ შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს. „[ნიუ-იორკიდან] პრეზიდენტი ბაიდენი შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდება, რათა ხუთშაბათს თეთრ სახლში პრეზიდენტი ზელენსკი მიიღოს. ეს მათი მესამე შეხვედრა იქნებ. ის, რა თქმა უნდა, კრიტიკულ დროს შედგება, ვინაიდან უკრაინის წინააღმდეგ მისი სასტიკი ომისთვის რუსეთი სასოწარკვეთილად ეძებს დახმარებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, ჩრდილოეთ კორეა,” - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. NYT: ზელენსკი მომავალ კვირაში ვაშინგტონს ეწვევა
რუმინეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში რუსული დრონი ჩამოაგდოს - გენერალი
რუმინეთის თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალმა გეორგიცა ვლადმა განაცხადა, რომ ქვეყნის არმია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ჩამოაგდოს რუსული უპილოტო თვითმფრინავები, რომლებიც ქვეყნისთვის პოტენციურ საფრთხეს შექმნიან. მან განმარტა, რომ რუმინეთმა 600-მდე ჯარისკაცი და სარადარო სისტემა განათავსა დუნაის დელტაში, რუმინეთის ტერიტორიის მახლობლად, დუნაის პორტებზე რუსეთის ხშირი თავდასხმების საპასუხოდ. „ჩვენ განვათავსეთ რამდენიმე რადარი, ჩვენი თავდაცვის სისტემა ამოქმედდა და NATO-ს მოკავშირეებთან ერთად განვიხილეთ რუსეთის შესაძლო აგრესიასთან გამკლავების გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა გენერალმა ვლადმა. გამოიყენებდა თუ არა რუმინეთი საჰაერო თავდაცვის ძალებს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ, მედიის ცნობით, ვლადმა ეს არ გამორიცხა.„საფრთხის დონიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა არსებული სამხედრო რესურსი რუმინეთის ტერიტორიის დასაცავად,“ - განაცხადა გენერალმა. შეგახსენებთ, 13 სექტემბერს, რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს.
უკრაინამ 51 დამცველის ცხედარი დაიბრუნა
51 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა Telegram-ზე დაწერა. ცხედრების გადასვენება საკოორდინაციო შტაბის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოფისის ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხერხდა. 29 აგვისტოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 84 ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნეს.
უკრაინამ 51 დამცველის ცხედარი დაიბრუნა
51 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა Telegram-ზე დაწერა. ცხედრების გადასვენება საკოორდინაციო შტაბის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოფისის ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხერხდა. 29 აგვისტოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 84 ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნეს.
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 4 პირი დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებული მ.მ.; 1993 წელს დაბადებული ს.ა.; 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ. ტრეფიკინგის ბრალდებით არიან დაკავებულები. დაკავებულებს შორის არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 1983 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ და 1993 წელს დაბადებულმა ს.ა.-მ ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. აღნიშნული გეგმის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ამ გზით მოპოვებულ ფულად თანხას კი ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში მათ დახმარებას უწევდნენ, ბრალდებულები: 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ., რომლებიც უზრუნველყოფდნენ დაზარალებულების „სამუშაო“ ლოკაციებზე გაყვანასა და შემდგომ უკან მოძალადეებთან დაბრუნებას. ასევე, დღის განმავლობაში მათ გაკონტროლებას და ზედამხედველობას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბლინკენი და ბერბოკი: უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რათა დაიბრუნოს რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები
როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ATACMS რაკეტებს, მათი საქმეა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ATACMS რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობის კომენტირებისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების ყოველი სისტემის გადაცემისას რიგი ფაქტორების გათვალისწინება ხდება. ბერბოკმა და ბლინკენმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხეს შეკითხვას კიევისთვის ATACMS-ისა და Taurus-ის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობაზე. „ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ამ აგრესიის დროს მიტაცებული ტერიტორიები. მე ანალენასთან ერთად მხოლოდ ერთი კვირის წინ ვიყავი უკრაინაში. მანამდე, ჩემი ბოლო ვიზიტი თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ იყო. დროის ამ მონაკვეთში, უკრაინამ დაიბრუნა 2022 წლის თებერვლიდან რუსეთისგან წაღებული ტერიტორიის 50 პროცენტზე მეტი და, რა თქმა უნდა, ახლა ჩართულია ამ მნიშვნელოვან კონტრშეტევაში, რათა დაიბრუნოს რუსეთის მიერ მიტაცებული მიწის მეტი ნაწილი. და ჩვენი ორივე ქვეყანა და ათობით სხვა, ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას მივაწოდებთ იმას, რაც მას სჭირდება წარმატებისთვის. ბრძოლის ბუნება ვითარდება, იცვლება, იზრდება საჭიროებები. მუდმივად განვიხილავთ, თუ რა დამატებითი მხარდაჭერა შეიძლება, იყოს სასარგებლო და ეფექტიანი უკრაინისთვის ამ მომენტში. ასე რომ, სხვადასხვა სისტემა მუდმივად განიხილება. უკრაინელებს მათი ეფექტიანად გამოყენება უნდა შეეძლოთ. ასევე ახალი რთული სისტემები მომსახურებას ითხოვენ, და, რა თქმა უნდა, ამით დაკავებულები ვართ”, - განაცხადა ბლინკენმა. ის, თუ როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ამ იარაღს, „მათი საქმეა”. „თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტიანი მათი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი საკუთარი პოლიტიკის მიხედვით, უკრაინის ფარგლებს გარეთ ჩვენი შეიარაღების სისტემების გამოყენებას არ ვაქეზებთ და არ ვუშვებთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, ბერბოკი ვაშინგტონში ჩასვლამდე კიევში ვიზიტით იმყოფებოდა. 6 სექტემბერს კი, უკრაინას ენტონი ბლინკენი ორდღიანი ვიზიტით ეწვია. „ორივე ჩვენგანმა ვნახეთ, ჩვენი ვიზიტების დროს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მთავრობამ და უკრაინის სამხედროებმა შეძლონ დაიცვან და გაათავისუფლონ თავიანთი ხალხი აღმოსავლეთ უკრაინაში, რადგან იქ ხალხი, როგორც ვიცით, ნამდვილად ჯოჯოხეთში ცხოვრობს. და უკრაინაში, კიევში შევხვდი ადამიანებს, რომლებიც დეპორტირებულნი არიან უკრაინიდან, როგორც ე.წ. სამოქალაქო მძევლები, თუმცა, ვფიქრობ, ეს არასწორი ტერმინია. ისინი სასტიკი მეთოდებით მოწყვიტეს ცხოვრებას, რადგან მუშაობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ან უბრალოდ ქუჩაში იდგნენ. გადაასახლეს რუსეთში, სხვა ადგილებში. აწამებდნენ. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა და ჩვენ არ ვიცით, რამდენი მათგანია იქ, რადგან წელიწადნახევარია, არამხოლოდ ეს საშინელი ომი მიმდინარეობს, აღმოსავლეთ უკრაინაში რეალურად ჰუმანიტარული დახმარება არ შესულა. ნეიტრალური დამკვირვებლები ვერ ხედავენ, რა ხდება იქ. წელიწადნახევარია ეს სოფლები, ეს ქალაქები არ გათავისუფლებულა. იმისთვის, რომ ისინი გათავისუფლდნენ, უნდა გადაილახოს დანაღმული ზონის უზარმაზარი სარტყელი, რომლის უკან რუსი ოკუპანტები არიან გამაგრებულები. ასე რომ, მას სჭირდება სამხედრო სისტემები, იარაღის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დანაღმული ტერიტორიის ამ სარტყლის გადალახვა. ჩვენ ვესაუბრებით ერთმანეთს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს, მაგრამ უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ეს უაღრესად თანამედროვე იარაღის სისტემები ასევე ძალიან ეფექტიანი იარაღის სისტემებია. სენსიტიური საკითხებია გასარკვევი და ეს არც ისე მარტივია. ასე რომ, როგორც ფედერალურ მთავრობას, თავდაცვის მინისტრს, კანცლერსა და მე არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე გასული კვირების განმავლობაში და ჩვენ კვლავ და ისევ ნათლად განვაცხადეთ, რომ ინტენსიურ დისკუსიებში ვართ და განვიხილავთ, რა შეგვიძლია. თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილი ეხება თავდასხმებს - შესაძლო თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიაზე და გერმანულ პრესას ასევე ნათლად ვუთხარი, რომ თავდაცვის უფლება ნიშნავს, რომ შეგიძლია, თავი დაიცვა. ჩვენ გვაქვს სხვა შემთხვევები მსოფლიოში, როდესაც სახელმწიფოებს, რომლებსაც გარედან თავს ესხმიან, აქვთ უფლება, დაიცვან თავი და უპასუხონ. ეს სასტიკი ომი არ ეხება მხოლოდ იმას, რაც სამართლებრივად დასაშვებია, ჩვენ ისევ და ისევ განვაცხადეთ, რომ იარაღის მიწოდების საფუძველია საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ეს არის ჩვენი იარაღის მიწოდების საფუძველი. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს და ვფიქრობ, ჩვენ ეს ნათლად განვაცხადეთ ამ პრესკონფერენციაზეც. საუბარია მსოფლიოს ფართო მხარდაჭერაზე უკრაინისადმი, უკრაინაში მშვიდობისთვის. და ეს ეხება ნდობას. გარდა სამართლებრივი საკითხებისა, მათ შორის - და თავდაცვის უფლებასთან დაკავშირებით, სურათი საკმაოდ ნათელია. მაგრამ ჩვენთვის, როგორც NATO-ს პარტნიორებისთვისაც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ ნდობა მთელ მსოფლიოში, ვენდოთ საკუთარ ქმედებებს და ეს ეხება უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. ასე რომ, ჩვენ თავიდანვე ვუთხარით უკრაინელ სამხედროებს, რომ ჩვენი იარაღის მიწოდება შემოიფარგლება მხოლოდ მათი ტერიტორიის, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად,“ - განაცხადა ბერბოკმა ვაშინგტონში.
ინდოეთმა $5,4 მილიარდის ღირებულების თავდაცვის აღჭურვილობის შეძენა დაამტკიცა
ინდოეთის თავდაცვის შესყიდვების საბჭომ 5,41 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად წინადადებები დაამტკიცა. Reuters-ის ცნობით, თავდაცვის შესყიდვის საბჭომ, უმაღლესმა სამთავრობო ორგანომ ინდოეთის სამხედროებისთვის დაამტკიცა საზღვაო ფლოტისთვის საკვლევი გემების, 12 Su-30-ის ტიპის თვითმფრინავის და საჰაერო ძალებისთვის მოკლე რადიუსის რაკეტების შესყიდვა დაამტკიცა. საბჭომ ასევე დაამტკიცა მსუბუქი ჯავშანტექნიკის მრავალფუნქციური მანქანების, ინტეგრირებული სათვალთვალო და სამიზნე სისტემის (ISAT-S) და მაღალი მოძრავი იარაღის ბუქსირების მანქანების შეძენა.
აშშ და დანია ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
აშშ-ის საზღვაო ძალები ევროპაში, დანიის თავდაცვის ძალებთან ერთად წვრთნებს ჩაატარებენ. ამერიკული მხარის ცნობით, წვრთნები SM-6-ის ტიპის რაკეტების გამოყენებით გაიმართება. ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და თავდაცვითი თავსებადობისადმი მუდმივი ერთგულების დემონსტრირების მიზნით, აშშ-ის საზღვაო ძალები ევროპაში, დანიის თავდაცვის ძალებთან ერთად, ჩაატარებენ თავდაცვის მოწინავე წვრთნებს უახლესი, მოდულარული SM-6-ის ტიპის რაკეტების გამშვების გამოყენებით. „დანიის ტერიტორიიდან ამ ოპერაციების განხორციელებით, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს დანიის, როგორც მთავარი მოკავშირის სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეს წვრთნები კიდევ უფრო აძლიერებს მდგრადი თავდაცვის პარტნიორობას აშშ-სა და დანიას შორის, ხაზს უსვამს ჩვენს ერთობლივ ერთგულებას უსაფრთხოების ორმხრივი მიზნებისა და ერთობლივი თავდაცვითი ძალისხმევის მიმართ,“ - ნათქვამია აშშ-ის საზღვაო ძალების პრესრელიზში.
კიევის სასამართლომ ოლიგარქ კოლომოისკისთვის დაკისრებული გირაოს თანხა $105 მილიონამდე გაზარდა
კიევის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთვის დაწესებული გირაოს თანხა 105 მილიონ დოლარამდე გაზარდა მას შემდეგ, რაც მას ახალი ბრალი წაუყენეს. კოლომოისკის ადვოკატი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მოთხოვნილი გირაო არის „არაგონივრული“, რადგან პროკურორმა არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ოლიგარქს შეეძლო ასეთი თანხის გადახდა. ამასთან, ადვოკატმა შესაძლო რისკებს უსაფუძვლო უწოდა, რადგან კოლომოისკი უკვე პატიმრობაშია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) მონაცემებით, კოლომოისკიმ 2013-2014 წლებში პრივატბანკიდან დაახლოებით 157 მილიონი დოლარი გაფლანგა, რომლის თანამფლობელიც იმ დროს იყო. კოლომოისკის ახალი ბრალდება 15 სექტემბერს წარუდგინეს. კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 2 სექტემბერს შეუფარდა და ასევე ალტერნატივად გირაოს სახით 14 მილიონი დოლარის გირაოს გადახდა დააკისრა.
ბაიდენი ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდება. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. „19 სექტემბერს დაგეგმილია მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიურ შეკრებაზე გამოსვლისას და შუა აზიის ქვეყნების ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებთან შეხვედრა. ჯგუფის ლიდერებთან შეხვედრა, რომელიც ცნობილია როგორც C5, სავარაუდოდ, ყურადღებას გაამახვილებს რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ვაჭრობაზე, კლიმატის ცვლილებაზე, მმართველობის გასაუმჯობესებლად მიმდინარე რეფორმებზე და სხვა საკითხებზე,“ აღნიშნა სალივანმა. ცალკე, ბაიდენი სამშაბათს გამართავს მოლაპარაკებებს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან.
ირლანდიის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი იმოქმედებს
ირლანდიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირლანდიის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, მიჰო მარტინის შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ, რაც, მხარეთა შეფასებით, დაეხმარება ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის განვითარებასა და როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში არსებული ურთიერთობების გაღრმავებას, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ირლანდიის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პრაქტიკულ მხარდაჭერას. ამასთან, ირალნდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე გაასაჯაროვა ირლანდიის გადაწყვეტილება ირლანდიაში მგზავრობისას დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეების ვიზისგან გათავისუფლების შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჟამად მიმდინარეობს გადაწყვეტილების ტექნიკური იმპლემენტაცია. მხარეები მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამატივებას. „შეხვედრაზე მინისტრები ასევე მიესალმნენ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს ირლანდიაში, რომელიც პირველად შედგა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ. აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო განავითარებს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგს, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა. შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება დაფასებული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. თავის მხრივ, ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. საუბრისას ხაზი გაესვა ამ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ირლანდიის მხარდაჭერის მნიშვნელობას და ამ პროცესში ირლანდიის პოზიტიური გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას. შეხვედრაზე ვრცლად მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი. აღინიშნა ირლანდიის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში. მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სექტორული, განსაკუთრებით კი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობას და ამ მხრივ არსებულ პოტენციალს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ირალნდიის აქტიური ჩართულობისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წელს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის თბილისში გამართვის საკითხი. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია,“ - ნათქვამია საარეო უწყების ინფორმაციაში.
ევროკომისიამ ბულგარეთისა და რუმინეთის ანტიკორუფციული და სამართლებრივი მონიტორინგი დაასრულა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ განაცხადა, რომ ევროკომისიის მიერ ბულგარეთისა და რუმინეთის მონიტორინგი ე.წ. „თანამშრომლობისა და შემოწმების მექანიზმის“ ფარგლებში (CVM), რომელიც 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ოფიციალურად დასრულდა. მან მექანიზმის დახურვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 2007 წელს, როდესაც ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ემზადებოდნენ, ორივე ქვეყანაში სასამართლო სფეროსა და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები რჩებოდა, ბულგარეთში კი ორგანიზებულ დანაშაულთანაც. „ბულგარეთმა და რუმინეთმა დააკმაყოფილეს კრიტერიუმები და ჩვენ ოფიციალურად ვხურავთ თანამშრომლობისა და გადამოწმების მექანიზმს. გილოცავთ,“ წეტს იუროვა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას მექანიზმის წარმატებით მუშაობას გაუსვა ხაზი. „მინდა ბულგარეთსა და რუმინეთს მნიშვნელოვანი პროგრესი მივულოცო, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მიაღწიეს. კანონიც უზენაესობა ჩვენი, როგორც კავშირის, ერთ-ერთი საერთო ფუნდამენტური ღირებულებაა, და ორივე წევრმა სახელმწიფომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს. დღეს ჩვენ ამ ძალისხმევებს ვაღიარებთ და მექანიზმის მოქმედებას ვწყვეტთ,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ირანში ერთი წლის წინ მოკლული 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მამა დააკავეს
ირანში ერთი წლის წინ მოკლული 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მამა დააკავეს. მედიის ცნობით, ამჯად ამინი 16 სექტემბერს მისი სახლის წინ დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს. დაკავებულს განუცხადეს, რომ დღეს მისი ოჯახის წევრებს სახლის დატოვების უფლება არ აქვთ. გასულ წელს ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მკვლელობამ გამოიწვია. ახალგაზრდა გოგო ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა, ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, დემონსტრაციების დროს ქვეყანაში 500-ზე მეტი პირი მოკლეს, დააკავეს ათასობით ადამიანი, მათგან ბევრს პატიმრობა მიუსაჯეს.
ლიბიის წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა
ლიბიის სანაპირო ქალაქ დერნაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა. ლიბიის სხვა დასახლებულ პუნქტებში კიდევ 170 ადამიანია დაღუპული. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) ლიბიის ორგანიზაციის ინფორმაციით, 10 100 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ლიბიის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმების დროს ორი კარშხალი დაზიანდა. დერნას მერმა, აბდელ-მონეიმ ალ-ღაითიმ განაცხადა, რომ მსხვერპლის რიცხვი შეიძლება, 20 000-მდე ავიდეს, იმ უბნების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც სტიქიამ და კაშხლების გარღვევამ დააზარალა.
დრონების წარმოება 100-ჯერ გავზარდეთ, რუსულ ხომალდებზე უფრო მეტი თავდასხმის განხორციელებას შევძლებთ - ფედოროვი
უკრაინა რუსულ ხომალდებზე უფრო მეტი დრონით თავდასხმის განხორციელებას შეძლებს. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერმა ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში - ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა Reuters-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, წელს უკრაინის მიერ დრონების წარმოების მოცულობა 2022 წელთან შედარებით, 100-ჯერ გაიზარდა. ფედოროვის განცხადებით, უკრაინა ამოწმებს ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ, სამიზნეების მოძებნა რამდენიმე კილომეტრის მოშორებით და უპილოტო თვითმფრინავების მათკენ წარმართვა მაშინაც კი, თუ გარე კომუნიკაციები შეფერხებულია ელექტრონული ომის ზომების გამო. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ფედოროვმა გაავრცელა ვიდეო, რომლის თანახმადაც, საზღვაო დრონი თავს ესხმის რუსულ ხომალდს.
პოლონეთი რუსეთში დარეგისტრირებული მანქანების ქვეყანაში შესვლას კრძალავს
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი რუსეთში დარეგისტრირებული მანქანების შესვლას კრძალავს. აკრძალვა კვირიდან, 17 სექტემბრიდან შედის ძალაში და ნებისმიერ ავტომობილს შეეხება, რომელიც რუსეთში არის დარეგისტრირებული. „რუსეთში დარეგისტრირებული ავტომობილების ევროკავშირში შესვლის აკრძალვის შესახებ 8 სექტემბერს ევროკომისიის დირექტივების გამოქვეყნების შემდეგ, მინდა გაცნობოთ, რომ პოლონურ საზღვარზე ეს აკრძალვა ძალში ხვალიდან შევა. ის ძალაში დღეს შუაღამეს შედის,” - განაცხადა კამინსკიმ. მინისტრის განმარტებით, აკრძალვა პოლონეთში რუსული რეგისტრაციების მქონე მსუბუქ ავტომობილებს შეეხება. „რუსულ სატვირთო მანქანებზე უკვე ვრცელდებოდა ეს აკრძალვა. ახლა ამ საქმეს ვხურავთ. არც ერთი რუსული მაქანა არ შედის პოლონეთში. ქალბატონებო და ბატონებო, ეს ყველა ავტომობილს შეეხება, რომლებიც კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება, ასევე კერძოებსაც - მიუხედავად იმისა, ავტომობილს მართავს ან ფლობს რუსეთისა თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე,” - აღნიშნა კამინსკიმ. შეგახსენებთ, ანალოგიური გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ფინეთმაც მიიღეს.
ბლინკენის თქმით, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს აშშ-ის მიერ მოწოდებული იარაღი
როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ATACMS რაკეტებს, მათი საქმეა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ATACMS რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობის კომენტირებისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების ყოველი სისტემის გადაცემისას რიგი ფაქტორების გათვალისწინება ხდება. ბერბოკმა და ბლინკენმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხეს შეკითხვას კიევისთვის ATACMS-ისა და Taurus-ის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობაზე. „ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ამ აგრესიის დროს მიტაცებული ტერიტორიები. მე ანალენასთან ერთად მხოლოდ ერთი კვირის წინ ვიყავი უკრაინაში. მანამდე, ჩემი ბოლო ვიზიტი თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ იყო. დროის ამ მონაკვეთში, უკრაინამ დაიბრუნა 2022 წლის თებერვლიდან რუსეთისგან წაღებული ტერიტორიის 50 პროცენტზე მეტი და, რა თქმა უნდა, ახლა ჩართულია ამ მნიშვნელოვან კონტრშეტევაში, რათა დაიბრუნოს რუსეთის მიერ მიტაცებული მიწის მეტი ნაწილი. და ჩვენი ორივე ქვეყანა და ათობით სხვა, ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას მივაწოდებთ იმას, რაც მას სჭირდება წარმატებისთვის. ბრძოლის ბუნება ვითარდება, იცვლება, იზრდება საჭიროებები. მუდმივად განვიხილავთ, თუ რა დამატებითი მხარდაჭერა შეიძლება, იყოს სასარგებლო და ეფექტიანი უკრაინისთვის ამ მომენტში. ასე რომ, სხვადასხვა სისტემა მუდმივად განიხილება. უკრაინელებს მათი ეფექტიანად გამოყენება უნდა შეეძლოთ. ასევე ახალი რთული სისტემები მომსახურებას ითხოვენ, და, რა თქმა უნდა, ამით დაკავებულები ვართ”, - განაცხადა ბლინკენმა. ის, თუ როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ამ იარაღს, „მათი საქმეა”. „თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტიანი მათი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი საკუთარი პოლიტიკის მიხედვით, უკრაინის ფარგლებს გარეთ ჩვენი შეიარაღების სისტემების გამოყენებას არ ვაქეზებთ და არ ვუშვებთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, ბერბოკი ვაშინგტონში ჩასვლამდე კიევში ვიზიტით იმყოფებოდა. 6 სექტემბერს კი, უკრაინას ენტონი ბლინკენი ორდღიანი ვიზიტით ეწვია.
„იუნესკომ“ კიევისა და ლვოვის კულტურული ობიექტები განადგურების საფრთხის წინაშე მყოფთა სიაში შეიყვანა
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ კიევისა და ლვოვის კულტურული ობიექტები განადგურების საფრთხის წინაშე მყოფთა სიას დაამატა. BBC-ის ცნობით, კიევის წმინდა სოფიას ტაძარსა და მონასტრის შენობებზე, ასევე ლვოვის ისტორიულ ცენტრზე. „იუნესკოს“ განცხადებით, უკრაინის კულტურული ობიექტები საფრთხეში რუსეთ-უკრაინის ომის გამო მოხვდა და ისინი ავიაიერიშების დროს ნებისმიერ დროს შეიძლება, განადგურდეს. „პირდაპირი თავდასხმის საფრთხის წინაშე, ეს ადგილები ასევე დაუცველია ორი ქალაქის დაბომბვით გამოწვეული შოკური ტალღების მიმართ,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ერდოღანი: საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია, ევროკავშირს დავშორდეთ
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას შეუძლია, ევროკავშირის გზას დაშორდეს, თუ ეს საჭირო იქნება. ერდოღანი გამოეხმაურა ევროპარლამენტის მოხსენებას, რომელშიც ნათქვამია, რომ დღევანდელ მდგომარეობაში ევროკავშირში თურქეთის შესვლის პროცესი ვერ განახლდება. ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს, გამოიკვლიოს „პარალელური და რეალისტური ჩარჩო“ ანკარასთან კავშირებისთვის. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ევროკავშირი თურქეთისგან დისტანცირებას ცდილობს. ჩვენ ამ მოვლენებს შევაფასებთ, და, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია, ევროკავშირს დავშორდეთ,“ - განუცხადა მედიას ერდოღანმა აშშ-ში გამგზავრების წინ. „თურქეთს უკვე 24 წელია, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მიღებული, თუმცა ბოლო წლებში მოლაპარაკებები ამ საკითხზე ჩიხშია შესული, რადგან ევროკავშირს ამ ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევასა და სამართლის უზენაესობის პატივისცემისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება აშფოთებს,“ - წერს Reuters-ი.