ძებნის რეზულტატი:
ზონალურ-საათობრივი პარკირება კიდევ რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ადგილობრივ მოსახლეობას კუთვნილი ავტომობილების საცხოვრებელ სახლთან უფასოდ გასაჩერებლად, მისამართის მიხედვით რეგისტრაციისკენ მოუწოდა. თბილისის მერის თქმით, ფასიანი პარკირება ამოქმედდება: ჩუღურეთის რაიონში - ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; მთაწმინდის რაიონში - ლაპიაშვილის ქუჩაზე, ჭოველიძისა და ჯანაშიას ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორია; ვაკის რაიონში - კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე. „რამდენიმე წელია, ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც ეტაპობრივად ყველა რაიონში ინერგება. როგორც იცით, ეს სისტემა პრიორიტეტს ანიჭებს წინასწარ რეგისტრირებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს, შშმ პირებს, ელექტრომობილების მფლობელებსა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს - ამ კატეგორიებისთვის პარკირება უფასოა. სხვა შემთხვევაში კი, სტანდარტული ტარიფი შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. გარდა ამისა, მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე, პირველი 15 წუთი ისარგებლოს უფასოდ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩამოთვლილი ქუჩების მცხოვრებლებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ გაუვლიათ რეგისტრაცია მისამართის მიხედვით, დარეგისტრირდნენ, რათა კუთვნილი ავტომანქანები სახლთან ახლოს, უფასოდ გააჩერონ,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, გამოყოფილია შესაბამისი ჯგუფები იმისთვის, რომ მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმარონ.
რას მოემსახურება მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტი
თბილისის მერია ახალ სერვისს ნერგავს - 1-ელი დეკემბრიდან მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურებით ისარგებლონ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „კიდევ ერთი სიახლე გვაქვს - 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი გახდება მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირს, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მის ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაცია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე, ასევე, განმარტება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე. ბევრი მოქალაქე ვერ ერკვევა აღნიშნულ დოკუმენტაციაში და ხშირად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ეუბნება მათ, რომ დაეხმარება და მიდის თანხების გამოძალვა. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ, მუნიციპალიტეტი მომხმარებელს სთავაზობს კონკრეტულ სერვისს, პერსონალურ კონსულტანტს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება სერვისის საფასურს, თბილისის მერის თქმით, პერსონალური კონსულტანტის 3-თვიანი მომსახურების საფასური იქნება 6 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი არ აღემატება ერთ ჰექტარს; 12 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია ერთ ჰექტარზე, მაგრამ არ აღემატება ხუთ ჰექტარს; 30 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია ხუთ ჰექტარზე. „ვფიქრობ, აღნიშნული სერვისის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს, 2017 წელს, როდესაც ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება დავიწყეთ, ძალიან ბევრი პრობლემა დაგვხვდა - ათასობით პასუხგაუცემელი საბუთი, შემოსული მშენებლობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები არ იყო მიღებული, რაც დიდ დისკომფორტს უქმნიდა ბიზნესს, ქალაქის განვითარებას და ბევრი ადამიანი იყო უკმაყოფილო. რა თქმა უნდა, დღეს ეს პრობლემები აღარ გვაქვს, სანებართვო პროცედურების მიღება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, არანაირი დაგვიანება არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ამ სერვისის შემოღება და კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნა როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა, გადაწყვიტონ, ფასიან კონსულტანტს აირჩევენ თუ თავად მიყვებიან საკუთარი საქმის წარმოებას“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია
სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში, ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. „მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით - მადლობა თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის,“ - წერს ზურაბიშვილი. პრეზიდენტი 26 სექტემბერს, ლატვიაში, პრეზიდენტ რინკევიჩს, ხოლო 24 სექტემბერს კი, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 25 სექტემბერს ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კლარისს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.
ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს
ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, ჰუმანიტარულ დახმარებას 5 მილიონი ევროთი აძლიერებს. სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ცნობით, კონფლიქტის ესკალაცია და შემდგომი ცეცხლის შეწყვეტა, სავარაუდოდ, გამოიწვევს მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში ხალხის მასობრივ გადინებას, დაახლოებით 13 500 ლტოლვილმა უკვე გადაკვეთა საზღვარი. ამავდროულად, მთიანი ყარაბაღის ანკლავში არის საკვების დიდი დეფიციტი და ელექტროენერგიისა და წყლის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა. გამოყოფილი თანხის პრიორიტეტული მიმართულება ფულადი დახმარება, თავშესაფარი, სასურსათო უზრუნველყოფა და საარსებო წყაროს დახმარება. ეს დახმარება გაიგზავნება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით და მიზნად ისახავს დაახლოებით, 60 000 ადამიანის დახმარებას საკვებით, ჯანდაცვით, თავშესაფრითა და ლოგისტიკით. ევროკავშირი ასევე აგზავნის ჰუმანიტარულ ექსპერტს რეგიონში, რომელიც იმუშავებს ადგილზე პარტნიორებთან ერთად, რათა უზრუნველყოს კრიზისზე სწრაფი რეაგირება. 26 სექტემბერს გამოცხადებული ახალი დაფინანსების ჩათვლით, ევროკომისიამ 25,8 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გამოყო 2020 წელს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ. 2020 წლის კონფლიქტის დაწყებისას მთიან ყარაბაღში, კომისიამ სასწრაფოდ გამოყო 6,9 მილიონი ევრო, რათა დაკმაყოფილდეს საომარი მოქმედებების შედეგად უშუალოდ დაზარალებული მშვიდობიანი მოქალაქეების საჭიროებები. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.
ლიეტუვამ უკრაინის საზღვაო ძალებს სარადარო აღჭურვილობა გადასცა
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვაო ძალებს სარადარო აღჭურვილობის კომპლექტები გადასცა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. სარადარო დანადგარები შექმნილია საზღვაო მეთვალყურეობისთვის. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღჭურვილობა უკრაინის საზღვაო ძალების საჭიროებებისა და მოთხოვნების საფუძველზე გაგზავნეს. „ამ სარადარო აღჭურვილობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, როგორც უკრაინის ტერიტორიული წყლების დასაცავად, ასევე, მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის,“ - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა. როგორც ცნობილია, სამხედრო ტექნიკის რეგულარული მიწოდების გარდა, ლიეტუვა ამზადებს უკრაინელ სამხედროებს, მკურნალობს და რეაბილიტაციაში ეხმარება დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს, ამზადებს ექსპერტთა კონსულტაციებს და გამოყოფს სახსრებს საერთაშორისო ფონდებში უკრაინის მხარდასაჭერად. რაც შეეხება აღნიშნულ დახმარებას, მისი ზუსტი მოცულობა და ღირებულება მითითებული არ არის ცნობებში.
Bloomberg: ეგვიპტე 1 მილიონი ტონა ხორბლის შესაძენად, რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ეგვიპტე 1 მილიონი ტონა ხორბლის შესაძენად, რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. იტყობინება Bloomberg-ი ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი ეხება ამ სეზონზე მიწოდებას, თუმცა როგორც გამოცემა წერს, გაურკვეველია, რამდენად ახლოს არიან ქვეყნები შეთანხმებასთან. „მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთმა წამყვანმა მყიდველმა ეგვიპტემ 2017-2021 წლებში 62.6 მილიონი ტონა იმპორტი განახორციელა, 59.7% - რუსეთიდან და 22.3% - უკრაინიდან. რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტა 17 ივლისს და თავდასხმები უკრაინის პორტებზე კვლავ აფერხებს კიევის მარცვლეულის ექსპორტს. მოსკოვი ცდილობს, გამოიყენოს ეს და საკუთარი მარაგით შეცვალოს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტები გლობალურ ბაზრებზე. ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობს, ეგვიპტე მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს მოსკოვთან. ეგვიპტე იმავდროულად არის აშშ-ის ახლო სამხედრო პარტნიორი, რომელიც მას ყოველწლიურად 1,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს,“ - წერს მედია. ამასთან, კაირომ რუსეთისთვის ან უკრაინისთვის, მიმდინარე ომის დროს სამხედრო დახმარების მიწოდებაზე უარი განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომღერალი ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსდა. განკარგულების თანახმად, ნინო ქათამაძეს ჯილდო "სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციისთვის" გადაეცა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ნინო ქათამაძემ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ფონდი დააარსა. ამასთან, კიევში მართავს საქველმოქმედო კონცერტებს.
ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტის საკითხს ვერ შეაფასებს, რადგან იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ომბუდსმენი აკეთებს კომენტარს. იოსელიანის თქმით, ყველა უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. „მოგეხსენებათ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მხარეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, წარდგინების შემდეგ ამ საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. ალბათ, ყველანი უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ გაკეთდეს შეფასებები. ჩვენი მხრიდან, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან ეს არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს,“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა. გარდა ამისა, სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატისთვის ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხზე არავის მიუმართავს. როგორც იოსელიანმა მედიასთან განაცხადა, თუ შესაბამისი მომართვა იქნება, სახალხო დამცველი საკითხს შეისწავლის. „ჩვენთვის არცერთ მხარეს არ მოუმართავს გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუ ასეთი მომართვა იქნება და დადასტურებული იქნება ვინმეს უფლების შელახვა, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ. ამ ეტაპზე ჩვენ ამ საქმეს არ ვსწავლობთ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე თვალყურს ვადევნებთ. თუ იქნება მხარე დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, სადაც მისი უფლების დარღვევის შესახებ ისაუბრებს, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით. ჩვენთვის არავის მოუმართავს და გამოძიების ნაწილში კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით განცხადებები არ შეგვიძლია,“ - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
მილიარდერი რუბენ ვარდანიანი დააკავეს
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსი-სომეხი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი დააკავა. ინფორმაცია მისმა მეუღლემ დაადასტურა. მისი ინფორმაციით, მილიარდერი ყარაბაღის დატოვების დროს დააკავეს. ვარდანიანი ოთხი თვის განმავლობაში „ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრის პოსტს“ იკავებდა. Forbes-ის თანახმად, ვარდანიანის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Baykar-ის ხელმძღვანელი: ახალი დრონების წარმოებით, თურქეთ ხმელთაშუა ზღვაში გავლენას გაზრდის
Bayraktar TB-3 და Kizilelma-ს მოდელების უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებით, თურქეთს ექნება საშუალება, მნიშვნელოვნად გააფართოოს თავისი გავლენა ხმელთაშუა ზღვაში, განაცხადა Baykar-ის განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სელჩუკ ბაირაქტარმა Bloomberg-თან ინტერვიუში. Baykar-ი ამ დრონების მასობრივ წარმოებაზე მალე გადავა. ახალი თვითმფრინავები „რევოლუციას მოახდენენ“ თურქეთის სამხედრო გავლენის თვალსაზრისით, შავი ზღვიდან და კავკასიიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვამდე და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროებამდე, განაცხადა ბაირაქტარმა. ისინი საშუალებას მისცემს თურქეთს, აწარმოოს მონიტორინგი და კონტინენტებზე თავდასხმები დააფიქსიროს. Baykar აცხადებს, რომ ის თავის ფლაგმანურ TB2 თვითმფრინავს 31 ქვეყანაში ყიდის. კომპანიამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თავისი მოგების 82% ექსპორტიდან მიიღო, წარმოების სიმძლავრე კი, გასული წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა
ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა - ითქვა, რომ სტუდენტებს ვალი გაუნულდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვალი ჩამოეწერებათ. შესაბამისი განცხადება გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში “ევროოპტიმისტების“ წევრებთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ განაცხადეს, საბიუჯეტო ცვლილებებში ასახული არ იყო პრემიერი-მინისტრის მიერ დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის მიცემული დაპირება. ამასთან დაკავშირებით კაკაურიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტებისთვის 20%-იანი შეთავაზება გაკეთდა და თუ უნივერსიტეტს 20%-ად უღირს რომ სტუდენტი, რომელიც სწავლის საფასურს ვერ იხდის, 20% გადაუხადო, ვალი ამ პირობით ჩამოიწერება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მაგალითად საბანკო სექტორი მოიყვანა და აღნიშნა, რომ საბანკო სექტორში არსებობს დავალიანებები, რომელთა ამოღება არ ხდება, ხდება ჩამოწერა, ხოლო ზოგ შემთხვევაში ბანკს აწყობს, რომ რაღაც ღირებულებით გაიყიდოს. „სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს არ განუცხადებია, რომ თანხას ბიუჯეტიდან სრულად ჩვენ გადავიხდით. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს დავალიანება ჩამოეწერებათ. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ - პრემიერმა თქვა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. ის თუ რამდენს დავხარჯავთ, დაახლოებით ორ თვეში გამოჩნდება, როდესაც პროცესი დასრულდება. ბიუჯეტიდან დიდი და მნიშვნელოვანი თანხის დამატება საჭირო არ იქნება. განათლების სამინისტრო თავისი რესურსით ამ თანხების დაფინანსებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, 40 მილიონი ლარი არ დაიხარჯება. 20%-იანი ანაზღაურება სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ უნივერსიტეტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოსყიდვა გააკეთოს - ეს ვალდებულება, სტუდენტების მიმართ მოთხოვნა დათმოს და სახელმწიფო ამ თანხას არ მოსთხოვს. თუ რომელიმე უნივერსიტეტს ამის გაკეთება არ ენდომება, ვერავინ აიძულებს. არავინ არავის არაფერს აძალებს. თუ კერძო უნივერსიტეტებს არ ენდომებათ, მათ შეუძლიათ ამაზე უარი თქვან, თუმცა დარწმუნებულია ვარ, რომ შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის მისაღები იქნება,“ - განაცხადა კაკაურიძემ. მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ 30 ათასამდე სტუდენტს დავალიანება გაუნულდება
უკრაინა ბოიკოტს გამოუცხადებს UEFA-ს საფეხბურთო ტურნირს, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ (UAF) დაგმო 26 სექტემბერს ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის 17-წლამდელთა გუნდების საერთაშორისო შეჯიბრებში დაბრუნებას გულისხმობს და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებს. 26 სექტემბერს უეფამ გამოაცხადა, რომ შეამსუბუქებს თავის შეზღუდვებს და საშუალებას მისცემს რუსეთის 17-წლამდელთა გუნდებს, მიიღონ მონაწილეობა ევროპულ თამაშებში. „უეფამ ასევე იცის, რომ ბავშვები არ უნდა დაისაჯონ იმ ქმედებებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ უფროსებს ეკისრებათ და მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ფეხბურთმა არასოდეს უნდა თქვას უარი მშვიდობისა და იმედის გზავნილების გაგზავნაზე,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. UAF-მა მოუწოდა UEFA-ს სხვა წევრებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ყველა შესაძლო მატჩს, რომელშიც რუსული გუნდები მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გუნდებს აკრძალათ UEFA-ს ღონისძიებში მონაწილოება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასული წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
ლევან იოსელიანი ფარცხალაძის საკითხზე: როგორც რიგითი მოქალაქე, თვალ-ყურს ვადევნებ, თუ შესაბამისი მომართვა იქნება, შევისწავლით
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატისთვის ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხზე არავის მიუმართავს. როგორც იოსელიანმა მედიასთან განაცხადა, თუ შესაბამისი მომართვა იქნება, სახალხო დამცველი საკითხს შეისწავლის. „ჩვენთვის არცერთ მხარეს არ მოუმართავს გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუ ასეთი მომართვა იქნება და დადასტურებული იქნება ვინმეს უფლების შელახვა, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ. ამ ეტაპზე ჩვენ ამ საქმეს არ ვსწავლობთ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე, თვალყურს ვადევნებთ. თუ იქნება მხარე დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, სადაც მისი უფლების დარღვევის შესახებ ისაუბრებს, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით. ჩვენთვის არავის მოუმართავს და გამოძიების ნაწილში კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით განცხადებები არ შეგვიძლია,“ - განაცხადა იოსელიანმა. სუს–ი: აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკითხის შესწავლა მიმდინარეობს შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
ირაკლი ღარიბაშვილი EUMM-ის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე: მისია ემთხვევა ჩვენს მიზნებს
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გამოყენებული ევროკავშირის სხვა ღირებულ ინსტრუმენტებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა ნათლად ადასტურებს ევროკავშირის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რაც ძალიან ფასეულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ჩვენი ევროპელი მეგობრების მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლოს. „ძვირფასო მეგობრებო, გასული წლების განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოში კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებაში. მისია ემთხვევა ჩვენს მიზნებს − შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას „ადმინისტრაციული საზღვრის“ ორივე მხარეს და გავაჩინოთ ნდობა,“ - განაცხადა პრემიერმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს. „მშვიდობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაცნობიერებთ კონფლიქტის მაღალ ფასს. 2012 წლიდან ჩვენმა მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს. ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის − ოკუპირებულ ტერიტორიებზე,” - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, 2008 წლის 15 სექტემბერს ევროკავშირმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებით. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ჩვენი ევროპელი მეგობრების მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლოს,“ - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კაკაურიძე: ვფიქრობთ, სავალუტო ფონდის პროგრამის განახლება წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტებთან“ შეხვედრისას განაცხადა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის შეწყვეტა ქვეყნისთვის კარგი არ არის, დამაზიანებელია. კაკაურიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია და არა შეწყვეტილი. კააკურიძემ დღეს თავი შეიკავა სანქცირებულ პირებთან დაკავშირებით სებ-ის ე.წ. საგამონაკლისო წესის მიღების გადაწყვეტილების შეფასებისგან. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს პოზიციიდან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შეფასება არასწორი იქნება. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია „რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგრამას, პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ის არ არის შეწყვეტილი - პროგრამის მიმოხილვა არის დროებით შეჩერებული. შეწყვეტასა და შეჩერებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა - არ შედგა მიმოხილვა და არის შეჩერებული! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს მიმოხილვის გაგრძელება შესაძლებელი იქნება და სავალუტო ფონდის ბორდზე ჩვენი პროგრამის გაგრძელება მოხდება. იმის მიუხედავად, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამა შეჩერებულია, ფისკალურ ნაწილში შეთანხმებული პროგრამის პრინციპებს მივყვებით - მათ შორის დეფიციტის, ვალის და ყველა იმ პუნქტის მიხედვით, რაც არის გაწერილი. ტექნიკური მისიები არ შეჩერებულა, ტექნიკური მისია აქ არის. ნოემბრის ბოლოსთვის ცნობილი იქნება მათი მოსაზრება თუ როგორი ცვლილებებია განსახორციელებელი სებ-ის საბჭოში იმისთვის, რომ საბჭოს ფუნქცია მეტად გაიზარდოს. აქ მხოლოდ დამოუკიდებლობა არ არის - საუბარია ეროვნული ბანკის ბორდის მოწყობაზე, თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ბორდს. დაახლოებით, ექვსი თვეა, ამაზე ტექნიკური მისია მუშაობს,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ “ევროოპტიმისტებთან“ შეხვედრისას.
აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა
უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პენი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივები უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე უნდა იყოს გამოყენებული. Financial Times-ის ცნობით, შესაბამისი იურიდიული გუნდები ამ საკითხზე საგანგებოდ მუშაობენ. გამოცემის თანახმად, აშშ-მ 8 მილიარდის ოდენობისრუსული სუვერენული აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი $1 მილიარდის ღირებულების ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადასაცემად, კონგრესისგან ნებართვას ითხოვს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები გაყინეს.
საპენსიო სესხების განულება არც მომდევნო წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაშია გათვალისწინებული
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულება მიზანშეწონილი არაა, რადგან ეს არის მოქმედი პროდუქტი და მომავალშიც იგივე მოცემულობის დადგომის ალბათობა არსებობს. ამის შესახებ მან პოლიტიკურ ჯგუფ „რეფორმების ჯგუფთან“ შეხვედრისას, 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კაკაურიძის გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა, რომ პენსიონერებს დღეს პურსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ. „პენსიონერები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ყოველდღე იმას ფიქრობენ პური იყიდონ თუ წამალი. ამ ადამიანებმა სესხი რატომ აიღეს? უდიდესი გაჭირვების გამო, თორემ 290 თუ 295 ლარიდან სესხში 70-90 ლარს იხდიან, მძიმე დღეში არიან. თუ ამის პოლიტიკური ნება და სურვილი იქნება, ეს არის ძალიან მარტივი. ეს ფული არის ჭარბი შემოსავალი, რომელიც დაგეგმილი არ იყო,“ - განაცხადა ვაშაძემ. გიორგი კაკაურიძის თქმით, საპენსიო სესხების განულება არც მომდევნო წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაშია გათვალისწინებული. მან განმარტა, „საპენსიო სესხების განულება რატომ „არ არის მიზანშეწონილი.“ „როცა ჩვენ ვსაუბრობთ პენსიონერების ვალების განულებაზე, ამ შემთხვევაში, რას ვშვრებით, ვაუქმებთ მომავალში საპენსიო სესხს? ვთქვათ, 400 მლნ მოვაკელით სხვა რაღაცას და გადავიხადეთ საპენსიო სესხების განულებაში, შემდეგში რას ვშვრებით? ხვალ რომ 360 ათასის ნაცვლად, 800 ათასმა პენსიონერმა აიღოს სესხი, ვუკრძალავთ სესხის აღებას თუ შემდეგ იმასაც ვფარავთ? რა მიდგომა გვაქვს? თუ რაღაც პროდუქტი არსებობს და იმ პროდუქტის გამოყენება ხვალაც გრძელდება, ამ შემთხვევაში, მისი გადახდა ბიუჯეტიდან არ არის სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ავტომატურად ერთ თვეში შეიძლება დადგე იგივე მოცემულობის წინაშე. შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ახლა 400 მლნ, რომელიც დაახლოებით 30 ლარით რომ გაზარდო პენსია ამას ჰყოფნის წლიურად, გადავიხადოთ პენსიონერების ნაწილის ვალის დაფარვაში. მომდევნო წლის ბიუჯეტში მსგავსი თანხა გათვალისწინებული არ არის, პირველად ვერსიაში. არ შეიძლება, 400 მლნ გადავიხადოთ იმაში, რა მოცემულობაც ხვალაც დადგება,“ - განაცხადა კაკაურიძემ.
აშშ-ის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტი პიკეტს შეუერთდა
26 სექტემბერს ჯო ბაიდენი მიჩიგანში გაფიცული მუშების პროტესტს მხარდაჭერით, აშშ-ის ისტორიაში გახდა პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც პიკეტს შეუერთდა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კანონმდებლები და საპრეზიდენტო კანდიდატები ხშირად გამოდიან გაფიცვებზე, რათა გამოხატონ სოლიდარობა ამერიკელი მუშაკების მიმართ, მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან ამის გაკეთება უპრეცედენტოდ ითვლება. ბაიდენი საავტომობილო მრეწველობის მუშათა გაერთიანების (UAW) წევრების მოსანახულებლად, UAW-ს პრეზიდენტმა, შონ ფეინმა მიიწვია. ბაიდენმა აღნიშნა, რომ გაფიცულები ხელფასის მნიშვნელოვან ზრდას და სხვა შეღავათებს იმსახურებენ. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი 27 სექტემბერს მიჩიგანში პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარებას აპირებს. „ჯო ბაიდენს საავტომობილო მრეწველობის მუშათა გაერთიანების მონახულების სურვილი არ გასჩენია, ვიდრე არ გამოვაცხადე, რომ მათთან მიჩიგანში ჩასვლას ვაპირებდი," - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. 2020 წელს UAW-ის მხარი ბაიდენს ერგო, თუმცა, ჯერ უცნობია ვის მიემხრობა პროფკავშირების გაერთიანება 2024 წლის არჩევნებში.
ჩრდილოეთ კორეა ამერიკელ სამხედროს აშშ-ს გადასცემს
ჩრდილოეთ კორეა ადასტურებს, რომ 2023 წლის ივლისში სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში გაქცეულ სამხედროს ამერიკას გადასცემენ. ტრევის კინგის ამერიკული მხარისთვის გადაცემის ზუსტი დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ფხენიანის მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მხარემ ტრევის კინგის დაკითხვა უკვე დაასრულა. მან აღიარა, რომ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ჩრდილოეთ კორეამ ამერიკელი ჯარისკაცის დაკავება დაადასტურა
აშშ-მ ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა
ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ის დაუშვებს ისრაელს შეერთებული შტატების ვიზაზე უარის თქმის პროგრამაში (VWP), რაც ისრაელის მოქალაქეებს აშშ-ში 30 ნოემბრიდან უვიზოდ შესვლის საშუალებას აძლევს, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა. შიდა უსაფრთხოების მდივანმა, ალეხანდრო მაიორკასმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება კიდევ უფრო აძლიერებს უსაფრთხოებას, ეკონომიკურ და ადამიანებს შორის კავშირებს შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის.