ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი ოპტიმიზმით ველოდებით აშშ-ის ახალი ელჩის ჩამობრძანებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დიდი ოპტიმიზმით ელოდება საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის ჩამობრძანებას. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ქალბატონ ელჩთან პირველივე დღეებიდან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამყალიბდება. „ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბატონ სალივანთან. საჯაროდ მინდა გამოვხატო მადლიერება ბატონი სალივანის მიმართ, რომელთანაც მე მქონდა ძალიან ხანგრძლივი, ღია, გულწრფელი საუბარი. ჩვენ თითქმის ყველა საკითხზე გვქონდა საუბარი, მსჯელობა ბოლო პერიოდში, ასეთი მაღალი დონის საუბრები/შეხვედრები სამწუხაროდ, აღარ გამართულა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენთან ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა ამერიკიდან, მაგრამ ბატონ სალივანთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა და ჩვენ შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას. მინდა ასევე გითხრათ, რომ ჩვენ დიდი ოპტიმიზმით, მე ვიტყოდი ასე, ველოდებით ახალი ელჩის ჩამობრძანებას, ქალბატონი დანიგენის ჩამობრძანებას, რომელიც სულ მალე ჩამოვა საქართველოში. მე დიდ იმედს ვამყარებ და მინდა გამოვთქვა ჩემი ოპტიმიზმი, რომ ქალბატონ ელჩთან ჩვენ პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ. ჩვენ გვექნება მაქსიმალურად გახსნილი, ღია, გულწეფელი რაც მთავარია, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, ურთიერთობა. ბუნებრივია, ქვეყნებს შორის არებობს სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენთვის ამერიკა არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის. ასევე მინდა ავღნიშნო, ხანდახან შეიძლება, იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები ქვეყნებს შორის, ეს ბუნებრივი პროცესია. ჩვენ, ჩვენი ინტერესები გვაქვს ჩვენს ქვეყანას, ამერიკას რა თქმა უნდა თავისი მიზნები და ინტერესები აქვს. არსებობს საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სხვადასხვა მოსაზრება, ეს ნორმალური პროცესია, ჩვენ ვთანხმბდებით ამაზე და ეს არ არის ანომალია და არანორმალური მოცემულობა. მთავარია ის, რომ ეს დიალოგი იყოს ჯანსაღი, იყოს კომუნიკაცია გულწრფელი. ჩვენ დასამალი არავისთან არაფერი არ გვაქვს. არავითარი დაფარული დღის წესრიგი საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არც ერთ საკითხთან მიმართებაში. ასე რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გველის ახალ ელჩთან," - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებაზე: რუსეთთან არავითარი რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკება და მით უმეტეს, მთავრობის სახელით არ გამართულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო. „საქართველოს მთავრობის სახელით, მე გიდასტურებთ, რომ არავის ჩვენი სახელით, მთავრობის და ჩემი სახელით, არავის ფორმალური მოლაპარაკებები ამ საკითხზე არ გაუმართავს. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება,“ - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ძალიან ბევრი ქართველი, ეს არის მილიონზე მეტი ქართველი, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და არიან ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც. „ისინი ბუნებრივია, მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ბიზნეს საქმიანობა აქვთ, პირდაპირ მიმოსვლები აქვთ, ოჯახები, ნათესავები ყავთ აქ ადგილზე, დაინტერესებული იყვნენ, რომ ყოფილიყო და აღმდგარიყო პირდაპირი ფრენები. ეს არ არის დამალული ფაქტი. ჩვენც ვიყავით მათ შორის დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეები, რაც გამარტივდება და რაც გაამარტივებს გადაადგილებას, იოლი იქნება და იაფი იქნება უფრო, ეკონომიური იქნება, რა თქმა უნდა კარგია. ეს ჩვენ არაფერი არ დაგვიმალავს. თქვენი პრობლემა რაში მდგომარეობს, მეგობრებო, თქვენ ყოველთვის რაღაცას მალავდით ხალხისგან და უმალავდით ყველაფერს. ყველაფერს აკეთებდით ხალხის საზიანოდ, ჩვენ ღიად ვაკეთებთ ყველაფერს. ამაშია ჩვენი სიძლიერე ამიტომ წყნარად იყავით,“ - განაცხადა პრემიერმა. მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის კომენტართან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. ჟურნალისტის შეკითხვას - ვინ ტყუის: ლავროვი, რომელმაც თქვა, რომ ფრენების აღდგენა ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმდა, თუ თავად პრემიერი, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთმა დამოუკიდებლად მიიღო, ირაკლი ღარიბაშვილი ასე პასუხობს: „ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ. ძალიან მარტივადაა საქმე, ამას პატარა ბავშვი მიხვდება. გაგახსენებთ, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა. დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტანტაცია. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების გაფორმება მოხდა საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის კომპანიებს, რუსულ კომპანიებს, ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა სკანდალი ნახეთ ამაში, რა აღმოაჩინეთ? მანამდე თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, იმ ფაქტის დადასტურებაა, რომ მთავრობასთან შეთანხმება მოხდა. ეს ჩვენ ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს და ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს დაუწესებს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯი იყო, რაც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას წაადგება, კარგია. ეს ყველაფერი ღიად გავაკეთეთ, ფარულად არ გაგვიკეთებია, ვთქვით, რომ დიახ, ჩვენ დავეთანხმებით და დავეთანხმეთ კიდეც და შეთანხმება გავაფორმეთ, ვთქვით, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და არასანქცირებული თვითმფრინავები იფრენდნენ,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

ზელენსკიმ სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა. „მე შევხვდი იენს სტოლტენბერგს კიევში. არსებითი მოლაპარაკებები გავმართეთ, როგორც დე ფაქტო მოკავშირეებს შეეფერება. უკრაინა დე იურეც გახდება ალიანსის წევრი და ეს მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერება, რათა დავიცვათ ხალხი რუსული ტერორისგან,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.  

პრემიერი: ქალბატონ პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებია, თავისი მეორე თუ პირველი სამშობლოს დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია უადგილოა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან კავშირში არაა. პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ხელისუფლების ვალდებულება იყო. ამასთან, პრეზიდენტზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ მან შარშან, კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის განხილვის პროცესში, საფრანგეთის დარწმუნებაც ვერ შეძლო, რომელსაც თავად წარმოადგენდა. „გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ამ ადამიანის მიერ კონსტიტუციის და კანონის შესაძლო დარღვევა სტატუსთან კავშირში. მე ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ ამას კავშირი არ აქვს. ეს არის ფორმალობა, მაგრამ ვალდებული ვიყავით, რომ რეაგირება მოგვეხდინა. ქალბატონი სალომე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს - საფრანგეთს წარმოადგენს (წარმოადგენდა - უფრო კორექტული იქნება დღეს ამის თქმა), მისი დარწმუნებაც ვერ შეძლო. ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ გეოგრაფიის ჭრილში დასვა კითხვა, საფრანგეთის პრეზიდენტი იყო. მანამდე გაგზავნილი გვყავდა ქალბატონი სალომე და ამის შემდეგ მოხდა ძალიან სკეპტიკური განცხადებების გაკეთება. ადამიანმა თავისი მეორე თუ პირველი სამშობლოს (როგორც უნდა, ისე დაალაგოს) დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია აბსოლუტურად უადგილოა. ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრი ვართ და ასეთ რთული გეოპოლიტიკური ვითარების დროს გეოგრაფიაზე მინიშნება აბსოლუტურად გაუმართლებელია. სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა რომ დაერწმუნებინა,“ - განცხადა პრემიერმა მედიას. რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხზე შეკითხვას, პრემიერმა ასე უპასუხა: „მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენს შორი იყო, დაიკარგა. „პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აბსოლუტურად არაფერი - ევროპაში მისი შეუთანხმებელი ვოიაჟი სამწუხარო ფაქტია. ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული და მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენს შორის იყო, დაიკარგა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს,“ - აღნიშნა პრემიერმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით არავითარი სანერვიულო არ არის

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავალუტო ფონდის საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ქვეყანას ერთ-ერთი სამაგალითო საბანკო სისტემა აქვს შექმნილი. „აქაც ვფიქრობ, სანერვიულო არაფერი გვაქვს, არც საბანკო სისტემას მთლიანად და არც საფინანსო ინსტიტუტებს. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე სხვა კომერციულ ბანკებთან. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა შექმნილი, ეს თვითონ, ამერიკელებმა აღნიშნეს, ევროპელებმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, რამდენიმე თვის წინ იყვნენ ჩამოსულები, თქვეს, რომ სამაგალითო, ეფექტური სისტემა აქვს მთავრობას აწყობილი, სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მაშინ როცა თქვენი ტელევიზიები და თქვენი პარტია დეზინფორმაციას ავრცელებდა მსოფლიოში, სააკაშვილის დედა მილიონებს იხდიდა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაზიანებულიყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, კითხვას, სებ-ის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ პროგრამის ამოქმედება დროში კიდევ უფრო გაიწელოს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" უპასუხა, რომ ამას არ ელოდებიან და მეტიც, დარწმუნებით აღნიშნა, რომ სათანადო კომუნიკაციის შემდეგ შესაძლებელია, პროგრამა აღდგეს. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია „დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო კომუნიკაციის შემდეგ და შეიძლება, გარკვეული დამატებითი ზომების მიღების შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას ერთობლივად შევუქმნით ისეთ პირობას, რომ ის აღდგეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდი ქვეყანაში კვლავაც იყოს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. გიორგი კაკაურიძე: ვფიქრობთ, სავალუტო ფონდის პროგრამის განახლება წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება  

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოების პროცესს - უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში, დანიელა-ანდა გრიგორ-გიტმანმა ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. მისი თქმით, გაფართოების პროცესი არის წარმატებული პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. როგორც იცით, რუმინეთი ნამდვილად უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. იმისთვის, რომ გვქონდეს დიდი ოჯახი ევროკავშირში, გვჭირდება მომზადება. ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკა, იმისთვის, რომ მეტი წევრები მივიღოთ, თუ როგორ გავხადოთ ევროკავშირი უფრო მედეგი, თუ როგორ ვუპასუხებთ კრიზისებს, რომელიც ყველას გვაზიანებს, როგორიცაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი რუმინეთის საზღვართან. ასე რომ, დღეს ჩვენი შეხვედრა ეძღვნება ევროპის მომავალს, " - აღნიშნა რუმინელმა პოლიტიკოსმა IPN-ის ცნობით.  

სტოლტენბერგი კიევში: რაც უფრო ძლიერი ხდება უკრაინა, მით უფრო ვუახლოვდებით რუსეთის აგრესიის დასრულებას

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები თანდათანობით იკავებენ ტერიტორიებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ფართო კონტრშეტევის ფარგლებში. „დღეს თქვენი ძალები წინ მიიწევენ, ისინი სასტიკი ბრძოლების წინაშე არიან, მაგრამ თანდათან იკავებენ ტერიტორიებს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. სტოლტენბერგის თქმით, ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინული ძალები მოიპოვებენ, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ოჯახებისთვის, მომავლისთვის, მათი თავისუფლებისთვის. მოსკოვი იბრძვის იმპერიული ილუზიებისთვის.” NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინას აქვს ძლიერი მხარდაჭერა არამხოლოდ NATO-ს 31 მოკავშირისგან, არამედ ბევრი სხვა პარტნიორისგან. „საერთო ჯამში, 50-ზე მეტი ქვეყანა მხარს გიჭერთ და გამარაგებთ თქვენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით და 140-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა თქვენს სუვერენიტეტს გაეროში. ამავდროულად, რუსეთი დაკნინებულია მსოფლიო ასპარეზზე, მოწყვეტილია საერთაშორისო ბაზრებისგან," - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს გაფორმებული აქვს ჩარჩო კონტრაქტები უკრაინისთვის 2.4 მილიარდი ევროს ღირებულების „საკვანძო საბრძოლო მასალასთან“ დაკავშირებით. ”ეს მოიცავს შესაძლებლობებს, როგორიცაა 155 მილიმეტრიანი არტილერია და სატანკო მართვადი რაკეტები და სატანკო საბრძოლო მასალა. ეს დაეხმარება მოკავშირეებს, შეავსონ თავიანთი მარაგი და გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. რაც უფრო ძლიერი ხდება უკრაინა, მით უფრო ვუახლოვდებით რუსეთის აგრესიის დასრულებას, რუსეთს დღესვე შეუძლია იარაღი დადოს და ომი დაასრულოს,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

სლოვენიის სახელმწიფო მინისტრი: უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ყველა კანდიდატ ქვეყანასთან, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება

ევროპულ საკითხებში სლოვენიის სახელმწიფო მინისტრმა, მარკო შტუცინიმ ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე განაცხადა, რომ დღევანდელ მინისტერიალზე განიხილება ორი მთავარი საკითხი. „ველოდები, რომ დღეს განვიხილავთ ორ მთავარ საკითხს. ერთ-ერთი არის ევროკავშირის რეფორმა და მეორე ევროკავშირის გაფართოება. ჩვენ ამას ასე ვხედავთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ უნდა მივიღოთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ერთი არის ის, რომ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ყველა კანდიდატ ქვეყანასთან, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და მეორე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ, ეხება ევროკავშირის რეფორმირებისთვის დროის ჩარჩოს განსაზღვრას, ანუ იმის განსაზღვრას, რასაც ჩვენ მომდევნო წლებში გავაკეთებთ. სწორედ ამ გადაწყვეტილებებზე და დისკუსიებზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ევროკავშირი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში,“ – განაცხადა მარკო შტუცინიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

სტოლტენბერგი ზელენსკის: 50-ზე მეტი ქვეყანა გამარაგებთ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, 140-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაგიჭირათ გაეროში

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინას აქვს ძლიერი მხარდაჭერა არამხოლოდ NATO-ს 31 მოკავშირისგან, არამედ ბევრი სხვა პარტნიორისგან. „საერთო ჯამში, 50-ზე მეტი ქვეყანა მხარს გიჭერთ და გამარაგებთ თქვენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით და 140-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა თქვენს სუვერენიტეტს გაეროში. ამავდროულად, რუსეთი დაკნინებულია მსოფლიო ასპარეზზე, მოწყვეტილია საერთაშორისო ბაზრებისგან," - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს გაფორმებული აქვს ჩარჩო კონტრაქტები უკრაინისთვის 2.4 მილიარდი ევროს ღირებულების „საკვანძო საბრძოლო მასალასთან“ დაკავშირებით. „ეს მოიცავს შესაძლებლობებს, როგორიცაა 155 მილიმეტრიანი არტილერია და სატანკო მართვადი რაკეტები და სატანკო საბრძოლო მასალა. ეს დაეხმარება მოკავშირეებს, შეავსონ თავიანთი მარაგი და გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. რაც უფრო ძლიერი ხდება უკრაინა, მით უფრო ვუახლოვდებით რუსეთის აგრესიის დასრულებას, რუსეთს დღესვე შეუძლია იარაღი დადოს და ომი დაასრულოს,“ - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

თურქეთი მოლდოვას დღეში 2 მლნ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის

თურქეთი პირველი ოქტომბრიდან მოლდოვაში დღეში 2 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს დაიწყებს. იუწყება თურქეთის საინფორმაციო სააგენტო Anadolu. სხვა დეტალები ჯერ არ სახელდება. 27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ოქტომბრიდან თურქეთი რუმინეთს დღეში 4 მილიონ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის მიწოდებას დაიწყებს. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია BOTAS-მა შესაბამისი ხელშეკრულება რუმინულ ნავთობკომპანია OMV Petrom-თან გააფორმა. თურქეთმა ახელშეკრულებები ასევე, ბულგარეთთან და უნგრეთთან წელს გააფორმა.  

NATO-ს AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავები ალიანსის საზღვრების სიახლოვეს, რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგს იწყებენ

NATO ლიეტუვაში (Šiauliai) განათავსებს სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელიც საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემით (AWACS) არის აღჭურვილი. ორი თვითმფრინავიდან პირველი, ლიეტუვაში დღეს, 28 სექტემბერს ჩავა. თვითმფრინავების მისია ალიანსის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგს მოიცავს. სადაზვერვო თვითმფრინავის მისიის მხარდასაჭერად, ლიეტუვაში NATO 150 სამხედრო მოსამსახურეს განალაგებს. „რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ გაზარდა ჩვენი ყურადღება ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. ჩვენს AWACS-ს შეუძლია თვითმფრინავებისა და რაკეტების აღმოჩენა ასობით კილომეტრის დაშორებით, რაც მათ NATO-ს ადრეული გაფრთხილების ძირითად შესაძლებლობად აქცევს. მადლობას ვუხდი ლიეტუვას თვითმფრინავის მასპინძლობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში,“ - განაცხადა NATO-ს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, დილან უაიტმა. უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხოდ, NATO-მ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში გამანადგურებლების, სათვალთვალო თვითმფრინავების და ტანკერების გამოყენებით, წარმომადგენლობა გააძლიერა. NATO-ს ტერიტორიის მახლობლად, რუსული თვითმფრინავის დარტყმების შემდეგ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა ოთხი დამატებითი F-16 გამანადგურებელი რუმინეთში ალიანსის საჰაერო მისიის გასაძლიერებლად  განათავსა. 2022 წლის თებერვლიდან NATO-ს AWACS-მა აღმოსავლეთ ევროპის თავზე, რუსული სამხედრო თვითმფრინავების მონიტორინგის მიზნით, ასობით ფრენა განახორციელა. AWACS უახლოეს დღეებში ადაზვერვო ფრენებს ალიანსის ტერიტორიაზე დაიწყებს. მისია რამდენიმე კვირa გაგრძელდება. თვითმფრინავი ეკუთვნის NATO-ს საკუთრებაში არსებული 14 სადაზვერვო თვითმფრინავის ფლოტს, რომელიც გერმანიაშია დაფუძნებული.  

აშშ-მ რუმინეთში დამატებით, 4 F-16-ის ტიპის გამანადგურებელი განათავსა

გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამატებით, ოთხი F-16-ის ტიპის გამანადგურებელი რუმინეთში, ალიანსის საჰაერო მისიის გასაძლიერებლად განათავსა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ NATO ლიეტუვაში (Šiauliai) განათავსებს სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელიც საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემით (AWACS) არის აღჭურვილი. ორი თვითმფრინავიდან პირველი, ლიეტუვაში დღეს, 28 სექტემბერს ჩავა. თვითმფრინავების მისია ალიანსის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგს მოიცავს. სადაზვერვო თვითმფრინავის მისიის მხარდასაჭერად, ლიეტუვაში NATO 150 სამხედრო მოსამსახურეს განალაგებს. 2022 წლის თებერვლიდან NATO-ს AWACS-მა აღმოსავლეთ ევროპის თავზე, რუსული სამხედრო თვითმფრინავებზე მონიტორინგის მიზნით, ასობით ფრენა განახორციელა. AWACS უახლოეს დღეებში ადაზვერვო ფრენებს ალიანსის ტერიტორიაზე დაიწყებს. მისია რამდენიმე კვირa გაგრძელდება. თვითმფრინავი ეკუთვნის NATO-ს საკუთრებაში არსებული 14 სადაზვერვო თვითმფრინავის ფლოტს, რომელიც გერმანიაშია დაფუძნებული.  „რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ გაზარდა ჩვენი ყურადღება ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. ჩვენს AWACS-ს შეუძლია თვითმფრინავებისა და რაკეტების აღმოჩენა ასობით კილომეტრის დაშორებით, რაც მათ NATO-ს ადრეული გაფრთხილების ძირითად შესაძლებლობად აქცევს. მადლობას ვუხდი ლიეტუვას თვითმფრინავის მასპინძლობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში,“ - განაცხადა NATO-ს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, დილან უაიტმა.  

NATO ლიეტუვაში AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავებს გზავნის

NATO ლიეტუვაში (Šiauliai) განათავსებს სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელიც საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემით (AWACS) არის აღჭურვილი. ორი თვითმფრინავიდან პირველი, ლიეტუვაში დღეს, 28 სექტემბერს ჩავა. თვითმფრინავების მისია ალიანსის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგს მოიცავს. სადაზვერვო თვითმფრინავის მისიის მხარდასაჭერად, ლიეტუვაში NATO 150 სამხედრო მოსამსახურეს განალაგებს. „რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ გაზარდა ჩვენი ყურადღება ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. ჩვენს AWACS-ს შეუძლია თვითმფრინავებისა და რაკეტების აღმოჩენა ასობით კილომეტრის დაშორებით, რაც მათ NATO-ს ადრეული გაფრთხილების ძირითად შესაძლებლობად აქცევს. მადლობას ვუხდი ლიეტუვას თვითმფრინავის მასპინძლობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში,“ - განაცხადა NATO-ს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, დილან უაიტმა. უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხოდ, NATO-მ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში გამანადგურებლების, სათვალთვალო თვითმფრინავების და ტანკერების გამოყენებით, წარმომადგენლობა გააძლიერა. NATO-ს ტერიტორიის მახლობლად, რუსული თვითმფრინავის დარტყმების შემდეგ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა ოთხი დამატებითი F-16 გამანადგურებელი რუმინეთში ალიანსის საჰაერო მისიის გასაძლიერებლად  განათავსა. 2022 წლის თებერვლიდან NATO-ს AWACS-მა აღმოსავლეთ ევროპის თავზე, რუსული სამხედრო თვითმფრინავების მონიტორინგის მიზნით, ასობით ფრენა განახორციელა. AWACS უახლოეს დღეებში ადაზვერვო ფრენებს ალიანსის ტერიტორიაზე დაიწყებს. მისია რამდენიმე კვირa გაგრძელდება. თვითმფრინავი ეკუთვნის NATO-ს საკუთრებაში არსებული 14 სადაზვერვო თვითმფრინავის ფლოტს, რომელიც გერმანიაშია დაფუძნებული.  

შვეიცარიის მყინვარები ორ წელიწადში 10%-ით შემცირდა

შვეიცარიამ წლის განმავლობაში მყინვარების კიდევ 4%  დაკარგა, რაც მეორე უდიდესი დანაკარგია შარშანდელი, რეკორდული (6%) დნობის შემდეგ. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. ორ წელიწადში იმდენი მყინვარი დაიკარგა, რამდენიც 1960 წლიდან 1990 წლამდე პერიოდში. სტატისტიკა მოცემულია შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ქსელის (Glamos) ყოველწლიურ ანგარიშში, რომლის მკვლევართა გუნდი წლების განმავლობაში აკვირდებოდა შვეიცარიის 1400 მყინვარიდან 176-ს. მკვლევრები ამბობენ, რომ დანაკარგი ძალიან თბილი ზაფხულითა და გასულ ზამთარში თოვლის ნაკლებობით არის განპირობებული.  

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ ამნისტია გამოაცხადა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო დადგენილება „ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტიის შესახებ“. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. დოკუმენტი „პარლამენტის“ ე.წ. ვიცე-სპიკერმა ასტანურ არშბამ წარადგინა. დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გათავისუფლდება ყველა, ვისაც 3 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. გათავისუფლდებიან 5 წლამდე ვადით პატიმრობამისჯილი ვეტერანები, მოხალისეები, ზურგში მებრძოლი ვეტერანები და ქართულ-აფხაზური ომის ინვალიდები; აფხაზეთის ტერიტორიაზე ბრძოლებში მონაწილე ვეტერანები და ინვალიდები; I და II ჯგუფების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; I და II ჯგუფების ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები; აივ ინფექციით ინფიცირებულები, აგრეთვე III ან IV კლინიკური ჯგუფების ონკოლოგიური დაავადებების მქონე პატიმრები; სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში პირველად მიცემული პირები და ქალები. სასჯელის ხანგრძლივობის მიუხედავად, პატიმრობიდან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებზე; არასრულწლოვანი შვილების დედები, ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილების დედები, ასევე ორსული ქალები; 55 წელზე მეტი ასაკის ქალები და 60 წელზე უფროსი ასაკის კაცები; არასრულწლოვანები; პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სსკ-ის 206-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (მასობრივი არეულობები). სასჯელისაგან თავისუფლდებიან პირობით მსჯავრდადებულები, რომლებისთვისაც დადგენილების ძალაში შესვლამდე სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეიცვალა სასჯელის უფრო მსუბუქი ფორმით; სასჯელგადავადებულები; თავისუფლების აღკვეთის გარდა, სხვა სახის სასჯელმისჯილები. ამნისტია არ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც ადრე შეეხოთ ამნისტია ან შეწყალების აქტები; პირებზე, რომლებსაც პატიმრობა მისჯილი აქვთ განზრახ ჩადენილ დანაშაულზე. ამასთან, დადგენილებაში ჩამოთვლილ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მუხლებზე. ამნისტიის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილება ორ თვეში უნდა შესრულდეს. ჯერჯერობით უცნობია, შეეხებათ თუ არა რაიმე სახით ამნისტიის აქტი უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს ორი მოქალაქე: ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ჯაშუშობის" ბრალდებით და ირაკლი ბებუა, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა და 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კულტურის სამინისტრო ფილმ „იარე, ლიზას“ გადაღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

კულტურის სამინისტრო ფილმ „იარე, ლიზას“ გადაღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე აქტიურად და მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის - „იარე ლიზა“ - გადაღება კულტურის ახლანდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „ბრძანა“. ამ სიცრუის ტირაჟირებას სათავე დაუდო სისხლის სამართლის დამნაშავის, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მისთვის დამახასიათებელმა პოლიტიკურმა ტყუილმა. უპირველესად, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ფილმები მინისტრის ბრძანებებით არ ფინანსდება. როგორც ჩანს, სისხლის სამართლის დამნაშავეს თავისი მმართველობის ხანაში ერევა ამჟამინდელი მთავრობის მინისტრის მმართველობის სტილი. ასევე, შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა 2021 წლის მარტში. კინოხელოვანთა ერთი ჯგუფი, მათ შორის - რეჟისორი ნანა ჯანელიძე, მას დღემდე აკრიტიკებს ეროვნული კინოცენტრის რეფორმის გამო, რომელიც ამ ორგანიზაციის გამჭვირვალობასა და სამართლიანი კონკურსების მოდელის შემუშავებას ისახავს მიზნად. ფილმის - „იარე ლიზა“ - გადაღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაპირველად, 2019 წელს დაფინანსდა (300 000 ლარი), მოგვიანებით კი, კინოცენტრის ხელმძღვანელის - გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით, კინოცენტრმა ფილმის გადაღებისთვის უკონკურსოდ გამოყო კიდევ 240 690 ლარი. 2020 წელს, იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, უშუალო ჩარევით ფილმისთვის დამატებით, ისევ უკონკურსოდ, გამოიყო 1 200 000 ლარი. სულ ფილმის გადასაღებად იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის, ხელშეწყობით გამოიყო 1 740 690 ლარი,“ - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღეს, ფილმის კინოთეატრ „ამირანში“ ჩვენებას, დამსწრეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ისინი ფილმში მოყვანილ „მცდარ ფაქტებზე“ მიუთითებენ. „ჩვენ ფილმში ვთქვით ჩვენი სათქმელი, ის რასაც ადამიანები იქ ადამიანურ დონეზე ვხედავდით, არ გვაქვს უფლება, რომ ეს ჩვენს ფილმებში, ჩვენს წიგნებში გამოვხატოთ? ის აგრესია, რაც გუშინ მათ გამოავლინეს იქ, იყო სრულიად წარმოუდგენელი იმიტომ, რომ 90-იანი წლების დაბრუნება საქართველოში შეუძლებელია," - აცხადებს თავის მხრივ, ფილმის სცენარისტი, ლიკა ტოკლიკიშვილი.  

ევროკომისარი: გაფართოებაზე ახალ ხედვას და პაკეტს წარვადგენთ

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს დამატებით თანხებსა და ბაზარზე წვდომას შესთავაზებს.  როგორ მან 28 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხსენებული შეთავაზება ჯამში 10 ქვეყანას შეეხება, 8 კანდიდატის სტატუსის მქონეს (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა) და 2 ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას (საქართველო და კოსოვო). „მომდევნო კვირების განმავლობაში დაინახავთ გაფართოებაზე ჩვენს ახალ ხედვას და პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს 10 კანდიდატ ქვეყანას ან ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას”, - განაცხადა ვარჰეიმ. ვარჰეის თქმით, ამ სქემით აღნიშნული ქვეყნები სრულფასოვან წევრობამდე ევროპულ ბაზარსა და ევროკავშირის ოთხ თავისუფლებაზე - საქონლის, მომსახურების, შრომისა და კაპიტალის თავისუფალ მიმოქცევაზე - თანდათანობით წვდომას მოიპოვებენ. „გვსურს ამ ქვეყნების ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე ერთიან ბაზარში, ოთხ თავისუფლებაზე - თანდათანობითი ინტეგრირების შესაძლებლობა შევქმნათ, ვინაიდან, ეს მომგებიანი იქნება ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნებისთვის”, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. ვარჰეის თქმით, ევროკომისიის წინადადება ევროკავშირისგან კანდიდატი ქვეყნებისთვის დამატებით თანხმებსაც მოითხოვს, რათა გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების დაჩქარება შეძლონ. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ინციდენტის დეტალები უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, გერმანიისთვის ნავთობის გრძელვადიანი მიმწოდებელი გახდეს

ყაზახეთი მზადაა, გერმანიისთვის ნავთობის მიწოდება გაზარდოს დრუჟბას ნავთობსადენით, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, რომელიც გერმანიაში ვიზიტით იმყოფება. მან აღნიშნა, რომ წლის დასაწყისიდან ამ მილსადენით გერმანიას 500 000 ტონა ნავთობი მიეწოდება. „ჩვენი გერმანელი მეგობრების თხოვნით, დადასტურდა ჩვენი მზადყოფნა, გავზარდოთ ნავთობის მიწოდების მოცულობა და გავხადოთ ის გრძელვადიანი,” - აღნიშნა თოყაევმა. ყაზახეთის ლიდერის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ თოყაევმა მოლაპარაკებები ფედერალურ კანცლერ, ოლაფ შოლცთან პირისპირ გამართა. „მოლაპარაკებების დროს მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური განვითარება და დაადასტურეს ორმხრივი სურვილი ყაზახეთ-გერმანიის ურთიერთობების შემდგომი ყოვლისმომცველი გაძლიერების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში. ორი ქვეყნის ლიდერებმა დაადგინეს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის შეთანხმდნენ ურთიერთქმედების გააქტიურებაზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, მწვანე ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა. ამ ფონზე ევროკავშირის ქვეყნები ენერგეტიკის სფეროში ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ.  

ენტონი ბლინკენმა გლობალური მუსიკალური დიპლომატიის ინიციატივა წამოიწყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გლობალური მუსიკალური დიპლომატიის ინიციატივა წამოიწყო. პრეზენტაციის ფარგლებში ბლინკენი გიტარისტისა და ვოკალისტის როლში წარდგა. მან ანსამბლთან ერთად შეასრულა ბლუზის ჟანრის შედევრი Hoochie Coochie Man, რომელიც პირველად მადი უოტერსმა 1950-იან წლებში ჩაწერა. „მუსიკა, როგორც დიპლომატიური იარაღი მშვიდობისა და დემოკრატიის ხელშესაწყობად და შეერთებული შტატების უფრო ფართო საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდასაჭერად,“ - ასე განმარტავს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ინიციატივას, რომელიც უწყების განცხადებით, მიზნად ისახავს, გამოიყენოს საჯარო და კერძო პარტნიორობის შესაძლებლობები მუსიკალური ეკოსისტემის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანასწორობასა და შემოქმედებითობას, შექმნის შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას. „ის დაეფუძნება მიმდინარე საჯარო დიპლომატიის მუსიკალურ პროგრამებს, რათა შექმნას საჯარო-კერძო პარტნიორობა ამერიკულ კომპანიებთან და არაკომერციულ ორგანიზაციებთან, რათა გამოიყენოს მუსიკა ამერიკული ლიდერობის გადმოსაცემად და ადამიანებთან კავშირების შესაქმნელად,“ - ვკითხულობთ ბლინკენის უწყების პრესრელიზში. „მუსიკა ყველა ჩვენგანისთვის არის საშუალება, ვაჩვენოთ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვიყვარს და ასევე ვისწავლოთ იგივე სხვა ადამიანების შესახებ. თაობების განმავლობაში, აშშ-ის დიპლომატია მუშაობდა მუსიკის ძალის ათვისებაზე, რათა რეალურად ეშენებინა ხიდები, ხელი შეეწყო თანამშრომლობისთვის ამერიკელებსა და ხალხს შორის მთელ მსოფლიოში. 1940-იან წლებს რომ დავუბრუნდეთ, შეერთებული შტატები დაეხმარა ამერიკელ მუსიკოსებს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში. ეს დაიწყო კლასიკური მუსიკოსებით, მომღერლებით და ჯაზის გამორჩეული შემსრულებლებით, როგორებიც არიან, დიზი გილესპი და ლუი არმსტრონგი,“ - ამბობს თავის მხრივ, ენტონი ბლინკენი.