ძებნის რეზულტატი:

ფსიქოტროპული წამლების უკანონოდ რეალიზების ფაქტები გამოავლინეს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე წელს, 62 აფთიაქში, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინეს.   ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები უნებართვოდ და ურეცეპტოდ ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას. სააგენტო ავრცელებს ვიდეომასალას, რომლის თანახმად, პრეპარატები ისეთ ადგილებშია გადამალული, როგორიცაა, სავენტილაციო სისტემა, აქანდაზი და სხვა.   სააგენტოშო აცხადებენ, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, რეგულირების სააგენტომ, ავტორიზებული აფთიაქებიდან, 11 341 684 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის, ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. 97 753 ერთეული, კი სააგენტომ იმ აფთიაქებიდან ამოიღო, რომლებსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ნებართვა არ გააჩნიათ. „გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 14 ავტორიზებული აფთიაქიდან 8-ს ნებართვა გაუუქმა, 12 ფარმაცევტს კი საქმიანობის უფლება, 3 წლით, შეუჩერა.   აღნიშნული უკანონო ფარმაცევტული საქმიანობები, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, 6000-დან 16000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ასევე, კანონდარღვევის შესახებ, ინფორმაცია, გაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს,“ - წერია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება - ახლა პირველ ფაზაში ვიმყოფებით

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება და ღაზის სექტორში ისრაელის საომარი გეგმები და მიზნები მოიცავს „ჰამასის“ ტერორისტული ჯგუფის ლიკვიდაციას, მისი სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას და ახალი უსაფრთხოების რეჟიმის შექმნას. „ჩვენ ვიმყოფებით პირველ ფაზაში, რომელშიც მიმდინარეობს სამხედრო კამპანია საჰაერო თავდასხმებით და მოგვიანებით სახმელეთო მანევრით, რომლის მიზანია დაამარცხოს და გაანადგუროს „ჰამასი,“ - განაცხადა გალანტმა ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, მეორე ეტაპზე ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ უფრო დაბალი ინტენსივობით, რადგან ჯარები იმუშავებენ წინააღმდეგობის კერების აღმოსაფხვრელად. „მესამე ეტაპი იქნება ღაზას სექტორში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის შექმნა, ღაზას სექტორში ყოველდღიურ ცხოვრებაზე ისრაელის პასუხისმგებლობის მოხსნა და უსაფრთხოების ახალი რეალობის შექმნა ისრაელის მოქალაქეებისთვის და ღაზას მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის,“ - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.  

ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ცვლილებების ინიცირება 23 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. პროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილ პერიოდსა (1 დეკემბრიდან პირველ მარტამდე) და განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავები არ ექნება, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით – შესაბამისი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 5 ქულით შემცირებას. მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს ზონებს/გზის მონაკვეთებს, სადაც ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულო იქნება, აგრეთვე, განსაზღვრავს საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ტექნიკურ მახასიათებლებს. გარდა ამისა, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილი იქნება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა შეუზღუდოს. ამასთან, შესაძლებელი იქნება სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვამდე სატრანსპორტო საშუალება ჩამოერთვას და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. მთავრობა იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც ზამთარში სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა სავალდებულო იქნება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ორ კანონში - “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტში უკვე შევიდა. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

ომბუდსმენის ანგარიში: 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, რიგი მიმართულებებით გაუარესებაც კი შეინიშნებოდა

20 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში მოისმინა. სახალხო დამცველმა პლენარულ სხდომაზე მიმოიხილა 376-გვერდიან დოკუმენტში ასახული ის ძირითადი მიგნებები და ტენდენციები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას და დროულ რეაგირებს საჭიროებს. მან აღნიშნა, რომ 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით გაუარესებაც კი შეინიშნებოდა. ლევან იოსელიანის ანგარიშის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.  მისივე თანახმად, თემატური უფლებრივი მდგომარეობის განხილვისას სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეებზე სათანადო გამოძიების ხარვეზებზე.   წამებისა და არასათანადო მოპყრობის ან დასჯის პრევენციისა და გამოძიების საკითხებთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარანტიების არარსებობაზე. ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში დამკვიდრებულ პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში, კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერ პრაქტიკაზე. ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხრე კამერების გამოყენებისა და აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოების ვალდებულების არარსებობას. განსაკუთრებულად საგანგაშოდ შეაფასა პოლიციის დაწესებულებებში კამერების რაოდენობის მკვეთრად შემცირება. ისაუბრა დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის პრობლემებზე. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების ვალდებულებაზე, ე.წ. გარიდების მექანიზმის საკანონმდებლო მოწესრიგებასა და პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწის აუცილებლობაზე ისაუბრა. სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა, საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება, ეროვნული კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა, სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევის წესის შეცვლა და სხვ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2022 წელს შეტანილმა ცვლილებებმა (ე.წ. მოსმენების კანონმა), უფრო მეტად დაამძიმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის მდგომარეობა ქვეყანაში.ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტენდენციაზე; აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში მედიის წარმომადგენლების კვლავ საფრთხის შემცველ გარემოში უწევდათ საქმიანობა. გრძელდებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით, რაც მოძველებული პრაქტიკაა და ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. მოძველებული კანონმდებლობა აბრკოლებს ასევე, ინფორმაციის თავისუფლების და მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზებასაც. „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის იდეის გაჟღერება და შემდგომ მისი ინიცირება შემაშფოთებელი ფაქტი იყო ადამიანის უფლებათა დამცველებთან მიმართებით. ეკოლოგიურმა პრობლემამ საფრთხის შემცველი საცხოვრებელი გარემო შეუქმნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობას. დიდი ძალისხმევაა გასაწევი, რათა სათანადოდ წარიმართოს შრომის უფლების დაცვის მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობის აღსრულება; გაგრძელდეს დასაქმებულთა შორის უფლებებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება; მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე შრომის უსაფრთხოების ნორმების განუხრელი დაცვა და სამუშაო ადგილზე გარდაცვალების შემთხვევების შემცირება. ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციის მხრივ, გამოწვევად მიჩნეულია ექთნების დეფიციტი, ძველი ინფრასტრუქტურა, სუსტი კავშირები სოფლის ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს შორის, ასევე, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დაფინანსების გართულებული და ფრაგმენტული სისტემა. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის აქტივობების შედეგად, 2022 წლიდან ქვეყნის მაღალმთიან მუნიციპალურ საავადმყოფოებში „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა“ ამოქმედდა. სიღარიბე, მათ შორის ბავშვთა სიღარიბე, კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა სოციალურ უფლებების დაცვის მიმართულებით. 2021 წელთან შედარებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების მაჩვენებელი 2022 წელს 40%-ით გაიზარდა და საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების რაოდენობა 330 148-ს შეადგენდა. არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, ასევე, უსახლკარო პირთა ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივ მონაცემთა ბაზები.   ხანდაზმულ პირთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და პარალელურად იზრდება მათი წილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. სამწუხაროა, რომ კვლავ არ მომხდარა „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის შედეგების განხილვა და გათვალისწინება. ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა დიდი ზომის ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ასევე, ისაუბრა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე მუშაობის გაძლიერებისა და ბავშვების სათანადო რაოდენობის მხარდამჭერი პროფესიების სპეციალისტებითა და სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფის საჭიროებაზე. შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებით - არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და სტანდარტი და სხვადასხვა დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა.   გამოწვევად რჩება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა, მათი საჯარო სექტორში დასაქმების პოლიტიკა, სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროპორციული და თანასწორი მონაწილეობა, საკონსულტაციო მექანიზმების არაეფექტიანობა და მედიის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა, უკანონო „ბორდერიზაცია“ და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, რის გამოც, ორივე რეგიონში, მოსახლეობა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს ტოვებს და შვილები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოყავთ.   2022 წლის ბოლოს მონაცემებით, 716 დევნილი ოჯახი ნგრევად ობიექტებში ცხოვრობს. შემცირდა ასეთი ობიექტებიდან განსახლებული ოჯახების რაოდენობა, ხოლო, საკუთრებაში გადაცემული შენობების ნაწილი ავარიულია. გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად მაინც ნარჩუნდება ფემიციდის მაღალი მაჩვენებელი. სოფლად მცხოვრები და შშმ ქალებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა. დადებითი მოვლენებია გენდერული კვოტირების მოქმედებების ვადის 2032 წლის ჩათვლით გახანგრძლივება და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის ამოქმედება, თუმცა, ეს წესი დახვეწას საჭიროებს. სახალხო დამცველმა ისაუბრა ასევე, რწმენისა და რელიგიის თავისუფლების მიმართულებით კანონმდებლობაში არსებულ დისკრიმინაციულ ნორმებზე; ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესის გაჭიანურებაზე. აღნიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით კვლავ არ არსებობს საზღვრის კვეთის შესახებ სრულფასოვანი მონაცემთა ბაზები.   თავდაცვის სფეროში გრძელდება სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა. დღემდე არ შემუშავებულა ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სხდომაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა აპარატის მიერ შესწავლილ საქმეებსა და განხორციელებულ რეაგირებებზე, შემუშავებულ რეკომენდაციებზე, მომზადებულ სპეციალურ და ალტერნატიულ ანგარიშებზე, კონსტიტუციურ სარჩელებზე, სასამართლო მეგობრის მოსაზრებებზე და სხვა საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტებზე; ასევე, უფლებადარღვევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის მიზნით სხვადასხვა დაწესებულებაში განხორციელებულ ვიზიტებზე.   სახალხო დამცველის გამოსვლის შემდეგ პლენარულ სხდომაზე ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა. ლევან იოსელიანმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში 2 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.  

სუს-ი ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას და ფოტო-მასალას ავრცელებს

სუს-მა გამოკითხვაზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები გაასაჯაროვა. როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები „საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო“ გასაჯაროვდა. სუს-ის ხელმძღვანელი: ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა „აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე, სუს-ში საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო გამოძიება 19 სექტემბერს, სსკ-ის 319-ე მუხლით. ოთარ ფარცხალაძე იმავე დღეს, 19 სექტემბერს იქნა დაბარებული და გამოცხადდა გამოკითხვაზე,“ - აცხადებენ სუს-ში. გრიგოლ ლილუაშვილი: ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მივიღეთ, პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ფარცხალაძის გამოკითხვის საკითხზე მედიის შეკითხვებს, 19 ოქტომბერს, პარლამენტში მოსმენის შემდეგ უპასუხა. მან მედიას განუცხადა, რომ ხსენებულ საკითხზე მასალას გაასაჯაროებდნენ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.  

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთი „ჰამასს“ შეადარა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი გაფართოების საფრთხეზე ისაუბრა. ამ საკითხზე მან ჰადსონის ინსტიტუტში საჯარო ლექციის დროს ისაუბრა.  ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს, რუკიდან წაშალოს უკრაინა, ასევე „ჰამასს“, ირანის მხარდაჭერით სურს ისრაელის წაშლა რუკიდან. „ირანი „ჰამასს“ მფარველობს, მხოლოდ ქაოსის გაღვივება და ცეცხლზე ნავთის დასხმა სურს. რუსეთი და ჰამასი ერთმანეთს ჰგვანან," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ტერორისტები, რომლებსაც მხარს უჭერენ მათი მეგობრები თეირანში, არასოდეს შეჩერდებიან. ამდენად, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. „და ამ საშინელების წინაშე, ჩვენნაირი დემოკრატიული ქვეყნებისგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება, რომ არსებობდეს: ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ,“ - განაცხადა ლაიენმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ამ დღეებში რუსეთის დანაკარგები მართლაც შთამბეჭდავია, სწორედ ეს სჭირდება უკრაინას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის ოლქსა და ნიკოლაევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ამ დღეებში რუსეთის დანაკარგები მართლაც შთამბეჭდავია, სწორედ ეს სჭირდება უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს თათბირი გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა სერგეი შაპტალამ და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი დეინეკომ. თათბირზე განიხილეს ქალაქ ხერსონში, ოლქში და მთლიანად უკრაინის სამხრეთში არსებული ვითარება, ასევე დონეცკის ოლქი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ავდეევკას დაეთმო. ზელენსკის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უკრაინული ცის რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან დაცვას დაეთმო. „ვმუშაობთ, რომ საჰაერო თავდაცვა გავაძლიეროთ. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება!” - განაცხადა ზელენსკიმ.  

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა. უკრაინული მედია წერს, რომ ახალ პაკეტში უპილოტო საფრენი აპარატები და Gepard-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შედის. გერმანიამ Gepard-ის საზენიტო სისტემები, დრონები, საბრძოლო მასალა, 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვები და სადაზვერვო თვიმფრინავები უკრაინას ზაფხულშიც გაუგზავნა.  

ბაიდენი კონგრესისგან $106 მლრდ-ს ითხოვს, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად

ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 106 მილიარდ დოლარს ითხოვს. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების აღნიშნული მოთხოვნა შეარბილებს „რუსეთის მიერ უკრაინაში ბრუტალური შეჭრისა და „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელი თავდასხმების შედეგად შექმნილ გლობალურ ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი დახმარების გაფართოებით.“ პაკეტი, რომლის აღწერაც ბოლო დღეებში უკვე გადაეცა აშშ-ის კონგრესის წევრებს, ასევე დამატებით დაფინანსებას ითხოვს აშშ-მექსიკის საზღვრისთვის და აშშ-ის პრიორიტეტებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ცნობით, ხსენებული პაკეტი შემდეგნაირად გადანაწილდება: $61.4 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის; 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების ფორმით უკრაინისთვისა და მსოფლიოს გარშემო; 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფენტანილის პრობლემების მოსაგვარებლად; 7 მილიარდი დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისა და ტაივანისთვის. ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს 19 ოქტომბრის მიმართვისას განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა. „ვიცი, შესაძლოა, ბევრს ეჩვენებოდეს, რომ ეს კონფლიქტები შორსაა და ამერიკისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ბუნებრივია კითხვის დასმაც, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის, ასე რომ, ნება მომეცით, გაგიზიაროთ, თუ რატომ არის ისრაელისა და უკრაინის წარმატება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან ფასს თავიანთი ტერორისთვის, როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს, სიკვდილს და მეტ ნგრევას,“ - აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები ხელს არ შეუწყობს „პუტინის მადის შეჩერებას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით,“ ის არ შეჩერდება უკრაინაში შეჭრაზე და პოლონეთზე ან ბალტიის ქვეყნებზეც გადავა. „ჰამასთან“ კონფლიქტთან დაკავშირებით კი, ჯო ბაიდენის მტკიცებით, ისრაელის მხარდაჭერა შეერთებული შტატების მიზნის ნაწილია, რომელიც ახლო აღმოსავლეთისთვის უკეთესი მომავლის აშენებას ითვალისწინებს. ”ამერიკული ალიანსები არის ის, რაც ამერიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამერიკული ღირებულებები არის ის, რაც გვაქცევს პარტნიორად, ვისთანაც სხვა ქვეყნებს სურთ მუშაობა. ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ დავაყენოთ, უკრაინასთან დაშორებით, ისრაელისთვის ზურგის შექცევით- უბრალოდ არ ღირს,“ - განაცხადა ბაიდენმა. მედია 18 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინას უნდა მოხმარდეს, 14 მილიარდი ისრაელს და დანარჩენი კიდევ რამდენიმე მოკავშირეზე უნდა განაწილდეს. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს. WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.

გერმანიის შს მინისტრი „ჰამასის“ მხარდამჭერების დეპორტაციას ემხრობა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან „ჰამასის“ მხარდამჭერების დეპორტაცია უნდა მოხდეს. ნენსი ფეზერის თქმით, ხელისუფლება ისრელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ პოტენციურ საფრთხეებს ყურადღებით დააკვირდება. „თუ ჩვენ შევძლებთ “ჰამასის“ მხარდამჭერების დეპორტაციას, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ,” - განაცხადა ნენსი ფეზერმა. ფეზერმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „ჰამასის“ მხარდამჭერის ნებისმიერი „პროპაგანდის" აღმოჩენის შემთხვევაში ხელისუფლება გააფრთხილონ. შოლცმა ბერლინის სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო  

რუმინეთი უკრაინის საზღვრის გასწვრივ დრონების საწინააღმდეგო სისტემას დაამონტაჟებს - მედია

რუმინეთი უკრაინის საზღვრის გასწვრივ დრონების საწინააღმდეგო სისტემას დაამონტაჟებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუმინული გამოცემა Digi24 მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით წერს. დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომებს აძლიერებს. ეს ზომები მოიცავს გაფრთხილების საშუალებების დამონტაჟებას, რომელიც საბრძოლო მასალის ნაწილის ჩამოვარდნის შემთხვევაში იმოქმედებს. რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევები რამდენჯერმე აღმოაჩინეს. რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს  

ვაშინგტონი ევროკავშირი-აშშ-ის სამიტს მასპინძლობს

ვაშინგტონში ევროკავშირი-აშშ-ის სამიტი ტარდება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.  ევროკავშირის ცნობით, სამიტი იძლევა შესაძლებლობას, შეხვედრისას განიხილონ მჭიდრო ტრანსატლანტიკური პარტნიორობა და პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროები. ჯო ბაიდენი შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ვაშინგტონში, სამიტზე უმასპინძლებს „დღეს მსოფლიო უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას. და დღეს, როგორც არასდროს, მსოფლიოს სჭირდება ძლიერი ევროკავშირი-აშშ-ის ალიანსი ამ გამოწვევების დასაძლევად," განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სამიტის დაწყებამდე. ლიდერები განიხილავენ როგორც უკრაინის, ისე ისრაელის საკითხებს. ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 106 მილიარდ დოლარს ითხოვს. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების აღნიშნული მოთხოვნა შეარბილებს „რუსეთის მიერ უკრაინაში ბრუტალური შეჭრისა და „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელი თავდასხმების შედეგად შექმნილ გლობალურ ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი დახმარების გაფართოებით.“ პაკეტი, რომლის აღწერაც ბოლო დღეებში უკვე გადაეცა აშშ-ის კონგრესის წევრებს, ასევე დამატებით დაფინანსებას ითხოვს აშშ-მექსიკის საზღვრისთვის და აშშ-ის პრიორიტეტებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ცნობით, ხსენებული პაკეტი შემდეგნაირად გადანაწილდება: $61.4 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის; 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების ფორმით უკრაინისთვისა და მსოფლიოს გარშემო; 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფენტანილის პრობლემების მოსაგვარებლად; 7 მილიარდი დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისა და ტაივანისთვის. ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს 19 ოქტომბრის მიმართვისას განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა. „ვიცი, შესაძლოა, ბევრს ეჩვენებოდეს, რომ ეს კონფლიქტები შორსაა და ამერიკისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ბუნებრივია კითხვის დასმაც, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის, ასე რომ, ნება მომეცით, გაგიზიაროთ, თუ რატომ არის ისრაელისა და უკრაინის წარმატება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან ფასს თავიანთი ტერორისთვის, როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს, სიკვდილს და მეტ ნგრევას,“ - აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები ხელს არ შეუწყობს „პუტინის მადის შეჩერებას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით,“ ის არ შეჩერდება უკრაინაში შეჭრაზე და პოლონეთზე ან ბალტიის ქვეყნებზეც გადავა. „ჰამასთან“ კონფლიქტთან დაკავშირებით კი, ჯო ბაიდენის მტკიცებით, ისრაელის მხარდაჭერა შეერთებული შტატების მიზნის ნაწილია, რომელიც ახლო აღმოსავლეთისთვის უკეთესი მომავლის აშენებას ითვალისწინებს. ”ამერიკული ალიანსები არის ის, რაც ამერიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამერიკული ღირებულებები არის ის, რაც გვაქცევს პარტნიორად, ვისთანაც სხვა ქვეყნებს სურთ მუშაობა. ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ დავაყენოთ, უკრაინასთან დაშორებით, ისრაელისთვის ზურგის შექცევით- უბრალოდ არ ღირს,“ - განაცხადა ბაიდენმა. მედია 18 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინას უნდა მოხმარდეს, 14 მილიარდი ისრაელს და დანარჩენი კიდევ რამდენიმე მოკავშირეზე უნდა განაწილდეს. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს. WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებები სრულდება, იაპონიასთან ამ თემაზე მუშაობა შეჩერებულია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებები სრულდება. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველო-ჩინეთთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს. სამხარაძეს შეკითხვა ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების შესახებ 2020 წელს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დაუსვეს. მისი თქმით, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ისედაც ჰქონდა ღრმა პარტნიორული ურთიერთობა. მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც გულისხმობდა, რომ ახალ დონეზე ურთიერთობების აყვანას. „ის რომ მთავრობას სჭირდებოდა ამის პარლამენტთან შეთანხმება, არის უადგილო, რადგან პარლამენტს მთავრობისთვის ეს პირდაპირ ჰქონდა დავალებული,“ - განაცხადა სამხარაძემ. სამხარაძის განცხადებით, „რაც უფრო მეტი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ექნება საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მით უკეთესი იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის.“ ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებების სრულდება. „ინდოეთთან მიმდინარეობს ახლა მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის თემაზე, სადაც არის დასრულდება და ხელი მოეწერება. კორეის რესპუბლიკასთანაც იგივე ხდება; იაპონიასთანაც ვიცით, რომ ამ თემაზე მუშაობა შეჩერებულია იმიტომ, რომ იაპონური მხარე ემზადება ზოგადად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით ახალი ხედვის წარმოსადგენად და ეს ჩემი იაპონიის ვიზიტის დროსაც დადასტურდა," - განაცხადა სამხარაძემ. ცნობისთვის, ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას 2017 წელს მოეწერა ხელი.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი თბილისს ეწვევა

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი, კიტაკ ლიმი თბილისს ეწვევა და 26 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმს დაესწრება. ლიმი მოხსენებით წარდგება სესიაზე „შუა კორიდორი,“ რომელშიც საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლები და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების (IRU) გენერალური მდივანი მონაწილეობენ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კიტაკ ლიმი კორეის საზღვაო და პორტის ადმინისტრაციას 1985 წელს შეუერთდა. 2006 წელს იგი დაინიშნა საზღვაო ატაშედ, მრჩეველად კორეის რესპუბლიკის საელჩოში ლონდონში და 2009 წლის აგვისტომდე IMO-ში მუდმივ წარმომადგენლად მუშაობდა. მოგვიანებით ლიმი დაინიშნა საზღვაო უსაფრთხოების ბიუროს გენერალურ დირექტორად სახმელეთო, ტრანსპორტისა და საზღვაო საქმეთა სამინისტროში (MLTM), ხოლო შემდეგ გახდა პუსანის პორტის პრეზიდენტი. 2016 წლიდან კიტაკ ლიმი IMO-ს გენერალური მდივნის პოზიციას იკავებს. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში მიმდინარე წლის 26 - 27 ოქტომბერს ჩატარდება და მას მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება - ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ორდღიანი ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების ფარგლებში ათი სესია გაიმართება: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე. ფორუმის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B) დაეთმობა,“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.  

41-მა კანადელმა დიპლომატმა ინდოეთი დატოვა

კანადის მიერ, სიქების ლიდერის, ჰარდიფ სინგ ნიჯარის მკვლელობის სავარაუდო თანამონაწილეობაში ინდოეთის დადანაშაულების შემდეგ, ოტავამ ინდოეთიდან 41 დიპლომატი გაიწვია. BBC-ის ცნობით, ინდოეთმა კანადას ათეულობით დიპლომატიური პერსონალის გაყვანა ორი კვირის წინ სთხოვა. ინდოეთი კანადის ბრალდებებს უარყოფს და მათ "აბსურდს" უწოდებს. კანადა-ინდოეთის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმამდე გაუარესდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ სექტემბერში განაცხადა, რომ ინდოეთსა და ნიჯარის მკვლელობას შორის პოტენციური კავშირის შესახებ სანდო მტკიცებულება არსებობს. ნიჯარი ორმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა ესროლა. კანადის პოლიციამ მას "მიზანმიმართული თავდასხმა" უწოდა. მიმდინარეობს გამოძიება. მიუხედავად საჯარო ბრალდებისა, ტრუდომ არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა არ აპირებს ინდოეთთან განხეთქილების ესკალაციას. მან ინდოელ ოფიციალურ პირებს მოუწოდა, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.  

ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილთაგან, ორი ამერიკელი თავისუფალია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ორი ამერიკელის გათავისუფლება დაადასტურა. ენტონი ბლინკენის თქმით, ისინი უსაფრთხოდ არიან ისრაელის ძალებთან ერთად. ენტონი ბლინკენმა ეს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მანამდე, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ გაათავისუფლა ორი მძევალი, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰყავდათ ღაზაში. საუბარია დედა-შვილზე - 59 წლის ჯუდით და 18 წლის ნატალი რაანანებზე. ისრაელის მოქალაქეობის გარდა, ისინი შეერთებული შტატების მოქალაქეებიც არიან. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმე: ჰელსინკისა და ტალინის გამოძიების ფოკუსში რუსული და ჩინური გემები მოექცნენ

ფინურ-ესტონური გაზსადენის (Balticconnector) დაზიანების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ფინეთის ფოკუსში ჩინური საკონტეინერო გემი მოექცა.  ფინეთის პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავი გემის (Newnew Polar Bear) მოძრაობა გაზსადენის დაზიანების დროსა და ადგილს ემთხვევა. აქედან გამომდინარე, ფინეთი აღნიშნული გემის როლზეა კონცეტრირებული. ანალოგიური დასკვნა აქვს ესტონეთსაც. ესტონეთი ასევე აცხადებს, რომ ინციდენტის დროს „ხსენებულ მხარეში“ ასევე დაფიქსირდა რუსული გემი Sevmorput-ი. ესტონეთი იკვლევს, ჰქონდა თუ არა ამ ორ გემს რაიმე კავშირი მილსადენის დაზიანებასთან. ფინელმა გამომძიებლებმა სამშაბათს, 17 ოქტომბერს განაცხადეს, რომ რამდენიმე გემს იკვლევენ, მათ შორის ერთ ჩინურ და ერთს რუსეთის საკუთრებაში არსებულს, რომლებიც ინციდენტის დროს ფინეთის ყურეში იმყოფებოდნენ. „საგამოძიებო ღონისძიებები ფოკუსირებულია რამდენიმე გემზე, როგორიცაა Newnew Polarbear და Sevmorput, მაგრამ ასევე სხვა გემებზე, რომლებიც, მონაცემების მიხედვით, იმყოფებოდნენ ამ ტერიტორიაზე, დაზიანების დროს,“ - აღნიშნულია ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს განცხადებაში. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მილსადენისა და სატელეკომუნიკაციო კაბელის (რომელიც ასევე დაზიანდა) დაზიანების შესახებ გამოძიების საკითხზე, ჰელსინკი დიპლომატიური არხებით უკვე დაუკავშირდა ჩინეთსა და რუსეთს. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-თან აღნიშნა, რომ მიმართეს ჩინეთს, რათა NewNew Polar Bear-თან დასაკავშირებლად დახმარება ეთხოვათ. რაც შეეხება რუსეთს, ფინეთს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, „საქმის სერიოზულობისა“ და გამოძიების შესახებ ჰქონდა კომუნიკაცია. რუსეთის Rosatom-მა განაცხადა, რომ Sevmorput-ს არანაირი კავშირი არ აქვს მილსადენის დაზიანებასთან. NewNew Polar Bear-მა კი, კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. „ჩვენ ვითანამშრომლებთ ჩინეთის ხელისუფლებასთან აღნიშნული გემის როლის დადგენის მიზნით. ფინეთის პოლიციას ასევე ჰყავს წარმომადგენელი ჩინეთში, რომელსაც შეუძლია, ადგილზე გაუმკლავდეს საქმეს,“ ამბობს ფინელი გამომძიებელი რისტო ლოჰი. საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, პოლიცია, სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, დამატებით შეისწავლის გემის ისტორიასა და მოძრაობას. „მძიმე ობიექტი“ ფინეთის პოლიციის ცნობით, გაზსადენის დაზიანების მიმდებარედ, ნაპოვნია მძიმე ობიექტი. გამოძიების ეროვნული ბიურო (NBI) ასევე იკვლევს, აქვს თუ არა კავშირი ზღვის ფსკერზე აღმოჩენილ მძიმე ობიექტს გაზსადენის დაზიანებასთან.  19 ოქტომბერს, გამოძიების ეროვნულმა ბიურომ განაცხადა, რომ გაზსადენის დაზიანების ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე გამოძიება დასრულდა. შეგროვებული ნიმუშების ანალიზი გამოძიების ეროვნულ ბიუროში, სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში მიმდინარეობს. „გამოძიებამ დაადასტურა, რომ დაზიანება გამოწვეულია „გარე მექანიკური ძალით“ და არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ზიანი აფეთქების შედეგია. ზღვის ფსკერზე ნაპოვნია ახლახან ჩამოყალიბებული ნიადაგის უზარმაზარი გროვა, რომელიც, სავარაუდოდ, უკიდურესად მძიმე საგანს შეიცავს. ჩვენ ახლა ვიკვლევთ, რა არის ეს ობიექტი და უკავშირდება თუ არა ის მილსადენის დაზიანებას,“ ამბობს ფინელი გამომძიებელი. პოლიციას ამ ობიექტის ბუნებაზე წინასწარი დასკვნის გაკეთება უჭირს. ფინური მხარე გამოძიებას აგრძელებს. თავდაპირველად, მილსადენის ორი ოპერატორიდან ერთ-ერთმა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა Gasgrid-მა მიუთითა, რომ (Balticconnector) გაზსადენზე წნევის ვარდნა და შესაძლო გაჟონვა ქარიშხლის დროს შენიშნეს. სპეციალისტები იძულებული გახდნენ, გაზსადენის მუშაობა შეეჩერებინათ. მოგვიანებით, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ გაჟონვა, სავარაუდოდ, გარე ზემოქმედებით იყო გამოწვეული. ფინეთს დივერსიის ეჭვი აქვს, თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოუქვეყნებია. თავის მხრივ, ფინელი ექსპერტები ეჭვობენ, რომ რუსეთმა ფინეთი NATO-ში გაწევრიანების გამო „დასაჯა.“ პარალელურად, შვედეთი იუწყება, რომ მესამე ხაზი, რომელიც სტოკჰოლმს ტალინთან აკავშირებს, დაახლოებით, იმავე დროს დაზიანდა. „მეორე სატელეკომუნიკაციო კაბელი, რომელიც შვედეთსა და ესტონეთს აკავშირებს, ნაწილობრივ გაითიშა დაახლოებით იმავე დროს, რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს გარე გავლენით,“ განაცხადეს შვედეთისა და ესტონეთის წარმომადგენლებმა. ინციდენტების საპასუხოდ, NATO-მ ბალტიის ზღვის პატრულირება გააძლიერა. „თუკი დადასტურდა, რომ მილსადენზე და კაბელზე დაზიანება მიზანმიმართულ თავდასხმას უკავშირდება, NATO-ს გადამწყვეტი პასუხი ექნება,“ - ეს განცხადება 11 ოქტომბერს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. ცნობილია, რომ გაზსადენი NATO-ს ორ წევრს, ფინეთსა და ესტონეთს შორის, ბალტიის ზღვაზე გადის. ინფორმაციისთვის, გაზსადენის აღდგენას 2-3 თვე მაინც დასჭირდება. “BalticConnector”-ის დროებით შეჩერება გაზის მიწოდების მნიშვნელოვან შეფერხებას არ გამოიწვევს.  

აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება: სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას

აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი, ნათქვამია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. ვაშინგტონში ევროკავშირი-აშშ-ის სამიტი ტარდება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. ევროკავშირის ცნობით, სამიტი იძლევა შესაძლებლობას, შეხვედრისას განიხილონ მჭიდრო ტრანსატლანტიკური პარტნიორობა და პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროები. AFP გასულ თვეში წერდა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ერთიანობის მძლავრ გზავნილს გააგზავნიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. „ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება,“ – ნათქვამია განცხადებაში. სამიტის განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, რომლებიც დაახლოებით 800 მილიონ მოქალაქეს წარმოადგენენ, გაერთიანებულნი არიან ღირებულებებით, დაკავშირებულნი არიან დედამიწაზე ყველაზე დინამიკური ეკონომიკური ურთიერთობებით. „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ. 2021 წლის ივნისში გამართული აშშ-ევროკავშირის ბოლო სამიტის შემდეგ, მსოფლიო უპრეცედენტოდ შეიცვალა და ჩვენ საპასუხოდ, ამბიციური ნაბიჯები გადავდგით. ჩვენ ერთად ვმუშაობთ მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად რეგიონში, მთელ მსოფლიოში, მათ შორის უკრაინის ურყევი მხარდაჭერით,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

საელჩო: ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება

„ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება! ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი განაგრძობს მუშაობას!“ - ამის შესახებ ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში. როგორც საელჩოში აღნიშნავენ, „ჯორჯიან ეარვეისი“ 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ - ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან. „რაც შეეხება ისრაელი - საქართველოს მიმართულებით ფრენებს, გვაქვს რამდენიმე სიახლე: როგორც ცნობილია კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განაცხადა, რომ კომპანია 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ - ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან. თუმცა ისრაელში მცხოვრები თანამემამულეების და სხვა დაინტერესებული საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები: - ელ ალი - ისრეარი - აირკია. ამასთან, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” ამატებს ყოველდღიურ რეისებს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით და ამ ტრანზიტული მარშრუტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ისრაელიდან საქართველოში გამგზავრების მსურველთ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ისრაელი-საქართველოს მიმართულებით შესრულებულ რეისებზე (როგორც ჯორჯიან ეარვეისის, ისე - ელ ალის, ისრეარის და აირკიას მიერ) შეინიშნებოდა დაბალი მოთხოვნა და იყო თავისუფალი ადგილები,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.  

ისრაელ-„ჰამასის“ ომი: ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი გაიმართება - ვინ დაესწრება შეკრებას

ეგვიპტე დღეს, 21 ოქტომბერს მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მთავარი თემა ღაზაში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული კონფლიქტი იქნება და სამიტის მიზანს ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს. Reuters-ის ცნობით, კაიროს სამშვიდობო სამიტზე დამსწრეთა მოსალოდნელი სია ასეთი: პალესტინის პრეზიდენტი, იორდანიის მეფე, ბაჰრეინის მეფე, კატარის ემირი, ქუვეითის მეფისნაცვალი, ერაყის პრემიერ-მინისტრი, იტალიის, ნორვეგიის, ესპანეთისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრები, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის ლიდერები შარლ მიშელი და ჯოზეფ ბორელი, გაეროს გენერალური მდივანი, კვიპროსის პრეზიდენტი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, ასევე - ჩინეთის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი. აღსანიშნავია, რომ დამსწრეთა სიაში არ არიან ისრაელის, „ჰამასის“, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები. ცნობისთვის, იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს აკავშირებს, დილის 10 საათზე გაიხსნება. „თუ საზღვარი გაიხსნება, ჩვენ არ ვიცით ის, თუ რამდენ ხანს დარჩება ღია უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის“, - აცხადებს აშშ-ის საელჩო. საელჩო უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის ორივე მხარეს შეიძლება ქაოტური და მოუწესრიგებელი სიტუაცია შეიქმნას და ამიტომ, მოქალაქეებმა თავად უნდა შეაფასონ სიტუაცია. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.