ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოწვევით ბაქოში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება,“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შუა დერეფანი SPECA-ს ქვეყნებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი
საქართველოსა და აზერბაიჯანს სამხედრო მრეწველობისა და საჰაერო თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება სურთ
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები იმყოფებიან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილეს, საჰაერო ძალების სარდალ გენერალ-ლეიტენანტ რამიზ ტაჰიროვსა და აგილ გურბანოვს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ უმასპინძლეს. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მჭიდრო პარტნიორობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო მრეწველობისა და საჰაერო თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. სტუმრები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრ „დელტასაც” ეწვივნენ და მის პროდუქციასა და საწარმოო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თბილისს ეწვია
აშშ შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებსა და პარტნიორებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდებს
რა როლი და მნიშვნელობა აქვს საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში და რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ მნიშვნელობისა და როლის კიდევ უფრო გაზრდისა და გაძლიერების მიზნით. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-თან ვრცელ ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზეც ისაუბრა. რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მნიშვნელოვანი კომპონენტია შავი ზღვა. საგულისხმოა, რომ გაცხადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნის გეგმაც. რუსეთის ქმედებების ფონზე, როგორ ხედავს აშშ რეგიონში ზოგადად და მთლიანად ევროპაში, მათ შორის საქართველოში, გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივას, ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. „ჩვენ ვხედავთ რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ; საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს ყველაფერი ნამდვილად მეტყველებს შავი ზღვის რეგიონის კრიტიკულ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. „ჩვენ გავაგრძელებთ შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობის წახალისებას, შავი ზღვის ფართო რეგიონში რუსეთის მიმდინარე აგრესიის შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ეს თანამშრომლობა მოიცავს შემდგომ ძალისხმევას ინფორმაციის გაზიარების გაზრდის მიზნით, საერთო ცნობიერების ამაღლებას საზღვაო სფეროსა და მის მიღმა,“ - აღნიშნავს Europetime-თან ინტერვიუში ამერიკელი მაღალჩინოსანი. ამასთან, ვაშინგტონი აფიქსირებს, რომ სურს, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, როგორც ახლო სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, რადგან აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში. ვაშინგტონში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ქმედება იქნება კიდევ ერთი აშკარა დარღვევა იმ ვალდებულებისა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო და რაც გულისხმობს თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას. ამდენად, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ „რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში.“
აშშ ეხმარება საქართველოს შესაძლებლობების განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში - ამერიკელი მაღალჩინოსანი
აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში. ამის შესახებ ამერიკელი მაღალჩინოსანი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს, როდესაც განიხილავს, რა როლი და მნიშვნელობა აქვს საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში და რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ მნიშვნელობისა და როლის კიდევ უფრო გაზრდისა და გაძლიერების მიზნით. ვაშინგტონში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, ვაშინგტონი აფიქსირებს, რომ სურს, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, როგორც ახლო სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, რადგან აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში. რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მნიშვნელოვანი კომპონენტია შავი ზღვა. საგულისხმოა, რომ გაცხადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნის გეგმაც. რუსეთის ქმედებების ფონზე, როგორ ხედავს აშშ რეგიონში ზოგადად და მთლიანად ევროპაში, მათ შორის საქართველოში, გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივას, ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. „რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ქმედება იქნება კიდევ ერთი აშკარა დარღვევა იმ ვალდებულებისა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო და რაც გულისხმობს თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას. ამდენად, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ „რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში.“
აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად ახალი სასაზღვრო პუნქტების შექმნასა და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის სტიმულირებას გეგმავს - მედია
აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვარზე საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად, საქართველოსთან ერთად ახალ გამშვები პუნქტებს შექმნას გეგმავს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დამტკიცებულ „2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების პოტენციალის გაზრდა და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის სტიმულირება იგეგმება. დოკუმენტის მიხედვით, უნდა მომზადდეს წინადადებები სახელმწიფო საზღვარზე ახალი გამშვები პუნქტების მშენებლობის შესახებ, განისაზღვროს ფინანსური და სავარაუდო ხარჯები, ჩატარდეს საპროექტო სამუშაო. შედეგად, შეიქმნება სატრანზიტო გადაზიდვის ალტერნატიული გადაკვეთის შესაძლებლობა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის მიხედვით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობისა და ეფექტიანობის გაზრდასთან ერთად, არსებული სატრანსპორტო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ამ დერეფნებში დამატებით სატრანზიტო ტვირთებს მოიზიდავს. საჭიროა ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ასევე სატრანზიტო მოძრაობისთვის საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხანგრძლივობის შემცირება და გამტარუნარიანობის გაზრდა.
თურქეთი და დიდი ბრიტანეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა თურქეთის თავდაცვის მინისტრ იასარ გულერთან ანკარაში შეხვედრა გამართა. მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის მრეწველობის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. NATO-ს ორი მოკავშირე თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდა. ამ მიზნით მინისტრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს ხმელთაშუა ზღვაში ერთობლივი წვრთნების გამართვის შესაძლებლობას, ასევე, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის გარშემო უსაფრთხოების მხარდაჭერის შესაძლებლობების შესწავლას.
რუსეთთან ომის შემთხვევაში ჯარების გადაადგილების გამარტივებას, NATO "სამხედრო შენგენის" შექმნით გეგმავს
NATO წევრ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ გადაჭარბებული ბიუროკრატიული ზომები ჯარების გადაადგილებას აფერხებს ევროპის მასშტაბით აფერხებს და ამ პრობლემამ შეიძლება, სერიოზული პრობლემა შექმნას რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ის, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ მშვიდობიან პერიოდში, მზად არ იქნება კრიზისის ან ომის შემთხვევაში," - ამბობს გამოცემასთან NATO-ს მხარდაჭერისა და აღსრულების ერთობლივი სარდლობის (JSEC) ხელმძღვანელი, ალექსანდრ სოლფრანკი. 2018 წელს შექმნილმა JSEC-მა გერმანიაში ოპერირება 2021 წელს დაიწყო. მისი ამოცანებია ჯარების სწრაფი გადაადგილების კოორდინაცია კონტინენტზე. „ალიანსმა სწრაფად უნდა გადაიყვანოს ჯარები თავისი ბაზებიდან აღმოსავლეთ ფლანგზე სასურველ პუნქტში," - განაცხადა სოლფრანკმა და აღნიშნა, რომ ეს მოითხოვს მომზადებას. მისივე აზრით, საჭიროა ერთგვარი "სამხედრო შენგენი" - სამხედრო ტექნიკის თავისუფალი გავლის ზონა. „ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ოპერაციების თეატრი დიდი ხნით ადრე [NATO-ს კოლექტიური თავდაცვის ქარტიის] მე-5 მუხლის გამოყენებამდე," - განაცხადა გენერალმა.
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო ფინეთს რუსეთთან საზღვრის პატრულირებაში, 50 მესაზღვრითა და სხვა პერსონალით დაეხმარება
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსი“ გეგმავს, რომ ფინეთში 50 მესაზღვრე და სხვა პერსონალი გაგზავნოს, რათა რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდის შემდეგ, ქვეყნის საზღვრის უსაფრთხოება გააძლიეროს. „ფრონტექსი“ ფინეთს რუსეთთან საზღვრის პატრულირებაში დასახმარებლად დამატებით დახმარებას გაუწევს. ფინეთი რუსეთთან საზღვრის სიახლოვეს ბარიერების ასაშენებლად სამხედროებს გზავნის. ფინეთის თავდაცვის ძალები ქვეყნის მესაზღვრეებს ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ კუჰმოსთან ღობეების აღმართვაში დაეხმარება. ფინური გამოცემის ცნობით, ვარტიუსის გადასასვლელ სადგურზე დროებითი ბარიერების მშენებლობაში დასახმარებლად, ფინეთის თავდაცვის ძალები გაგზავნეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო მასალა და საჭირო მასალები ადგილზე უკვე მიიტანეს. ბარიერების აშენების მიზეზად ფინეთის სასაზღვრო დაცვამ „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა, ამასთან, განმარტეს, რომ ეს არის გარანტია იმისა, რომ ლეგალური ტრანსსასაზღვრო მოძრაობა უსაფრთხოდ წარიმართება.“ გავრცელებული ინფორმაციით, ფინელი სამხედროები მესაზღვრეებს სამხედრო დახმარებას არ უწევენ, რადგან „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.“ ფინეთმა მიმდინარე კვირას დახურა რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი, რათა რუსეთიდან მიგრანტების ნაკადი შეეჩერებინა. ფინეთმა რუს ტურისტებს საზღვარი 2022 წლის სექტემბერში ჩაუკეტა.
ინდოეთმა რუსული ნავთობით დატვირთული სანქცირებული ტანკერი არ მიიღო
ინდოეთი უარს ამბობს, მიიღოს სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერები, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ. ქვეყანამ რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა შეზღუდა. მისი წილი ბოლო 9 თვის განმავლობაში, ოქტომბერში მინიმუმამდე დაეცა. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, გასული თვის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა ხუთ ტანკერზე, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერებიდან ოთხი რუსულ Sovcomflot-თან არის დაკავშირებული, ერთი კი, თურქულ კომპანიას ეკუთვნის. ტანკერი NS Century ნავთობის ტრანსპორტირებას ინდოეთში ბოლო თვეების განმავლობაში რეგულარულად ახორციელებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მას ერთი კვირის წინ, სანქციები დაუწესეს, ტანკერი შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროზე გადაადგილდა. ინდოეთის გადაზიდვების მიმართულების გენერალურმა დირექტორატმა განაცხადა, რომ მთავრობისგან მითითებებს ელოდება იმის შესახებ, მიეცემა თუ არა გემს ნავთობის განტვირთვის უფლება. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.
ალიევმა თოყაევი მიიღო
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. თოყაევი მონაწილეობას გაეროს მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული სპეციალური პროგრამის (SPECA) სამიტში, რომელიც ბაქოში იმართება. შუა დერეფანი SPECA-ს ქვეყნებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი „დღეს ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს კასპიის ზღვაში და უფრო ფართო რეგიონში. კარგი საფუძველი ჩაეყარა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. ალბათ ყველა ქვეყანას შეუძლია, დაინახოს რამდენად წინ წავედით. სასიხარულოა, რომ ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობები დღეს ახალი შინაარსით ივსება. დიდი მადლობა ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ბოლო დროს ჩვენი კონტაქტები საკმაოდ რეგულარული გახდა. ამ თვეში უკვე შევხვდით ყაზახეთში. ამიტომ, ვფიქრობ, მომავალ წელსაც დავგეგმავთ მსგავს დინამიკას,“ - განაცხადა ალიევმა. „გეთანხმებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აღმავალი ტენდენციით ხასიათდება, ჩნდება ახალი პროექტები. ერთმანეთის მიმართ კითხვები არ გვაქვს. ჩვენ ნამდვილად სტრატეგიული პარტნიორები და ფაქტობრივი მეზობლები ვართ კასპიის ზღვაზე. ისტორიული მოვლენაა ასევე სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებისა და ალიანსის გაღრმავების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მიღება, ასევე უმაღლესი სახელმწიფოთაშორისი საბჭოს შექმნა. როგორც აღვნიშნე, ამ შესაძლებლობით ვისარგებლე, გადავწყვიტე, სრული დელეგაციათ ჩამოვსულიყავი ბაქოში,“ - აღნიშნა თავის მხრივ, თოყაევმა. ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ SPECA-ს წევრი ქვეყნების გარდა, ამ სამიტს უერთდებიან უნგრეთი და საქართველო, რომლებიც რეგიონის ქვეყნების მეგობრები და პარტნიორები არიან. აღინიშნა, რომ უნგრეთი და საქართველო ასევე იყვნენ პარტნიორი ქვეყნები სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით.
რა მიზნით იმყოფებოდა თურქმენეთის დელეგაცია საქართველოში
თურქმენეთის დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, რათა მდგრადი ენერგეტიკის სფეროში, ქვეყნის წარმატებული პროექტები, ასევე ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა შეესწავლა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. დელეგაციაში შედიოდნენ სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული კორპორაციის Turkmenenergo და თურქმენეთის სახელმწიფო ენერგეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო და წარმოების ცენტრის წარმომადგენლები. ვიზიტის ორგანიზატორი იყო ევროკავშირის პროექტი „მდგრადი ენერგეტიკული კავშირები ცენტრალურ აზიაში“ (SECCA). ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის დელეგაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. გარდა ამისა, დელეგატები ასევე გაეცნენ მდგრადი ენერგიის ხელშეწყობის ზოგად სტრატეგიულ და საკანონმდებლო ჩარჩოს, შენობებში ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის პრაქტიკულ ასპექტებს (სახელმწიფო შენობების ინვენტარიზაცია, შენობების ენერგეტიკული სერტიფიცირება), მრეწველობის ხელშეწყობის პრაქტიკულ ასპექტებს (მსხვილი საწარმოების რეესტრი, მაღალი ხარისხის ენერგეტიკული აუდიტი). თურქმენეთი ენერგეტიკული ინდუსტრიის გასაძლიერებლად მუშაობს, რისთვისაც განახლებადი ენერგიის მოწინავე მეთოდებს იყენებს. ქვეყანა სწავლობს სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას, რათა მიიღოს ინოვაციური გადაწყვეტილებები და გაზარდოს ენერგოეფექტურობა, ამით ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას და შეამციროს ტრადიციული ენერგიის წყაროებზე დამოკიდებულება.
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩავიდა, იუწყება Trend. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს
ბუდაპეშტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების მინისტერიალი აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ელექტროენერგიის გადაცემის კუთხით საქართველო სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პრიორიტეტებსა და კლიმატის მიზნებთან. ამ კუთხით ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე „პარტნიორობის შეთანხმების“ საერთო მიზნების კონტექსტში. „შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიმდინარე კვლევის საკითხები და ასევე დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც პროექტის განხორციელებაზე იმუშავებს. იმედი გვაქვს, რომ ეს სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებას ემსახურება, წარმატებით განხორციელდება. ეს იქნება არსებულთან შედარებით ყველაზე ღრმა და გრძელი ელექტროგადამცემი კაბელი. ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევის პირველადი შედეგები ერთობ დამაიმედებელია. ცხადია, ეს გრძელვადიანი და საკმაოდ რთული პროექტია, რომელიც ვერ განხორციელდება საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ სექტორში პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ენერგეტიკა სულ უფრო მწვანე ხდება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, შესაბამისად, შეთანხმების მონაწილე მხარეები აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძალისხმევა მიმართულ იქნას ენერგიის განახლებადი წყაროებზე. „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების შემდეგი მინისტერიალი 2024 წლის თებერვალში საქართველოში გაიმართება. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ დროისთვის მხარეებს უკვე ექნებათ პირველადი მონაცემები კვლევის დასრულების შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში „საქართველოს ელექტროსისტემა“ თავის კოლეგებთან ერთად იმუშავებს ახალი კომპანიის დაარსების მიმართულებით. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.
ჩინეთი 6 ქვეყანას უვიზო მიმოსვლას სთავაზობს
ჩინეთი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და მალაიზიის მოქალაქეებს ვიზის საჭიროებისგან დროებით გაათავისუფლებს. ამ ქვეყნების მოქალაქეებს 2024 წლის დეკემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ბიზნესის კეთების, ტურიზმის, ღირსშესანიშნაობების დათვალიერების მიზნით, ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად ან ტრანზიტით, არაუმეტეს 15 დღის განმავლობაში, ვიზა არ დასჭირდებათ. „სამწლიანი კოვიდშეზღუდვების შემდეგ, ბოლო თვეებში ჩინეთი ტურიზმის სექტორის აღსადგენად ნაბიჯებს დგამს. პეკინი ასევე ცდილობს თავისი გლობალური იმიჯის აღდგენას ბევრ დასავლურ ქვეყანასთან, მათ შორის, ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან რიგ საკითხებზე უთანხმოების ფონზე,“ წერს Reuters-ი. მისივე თანახმად, ამ თვის დასაწყისში ჩინეთმა უვიზო სატრანზიტო პოლიტიკა ნორვეგიის ჩათვლით, სულ 54 ქვეყანაში გააფართოვა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე: გვაქვს საერთო საზრუნავი, გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს გაწვრთნილი და გადამზადებული
„2025 წლიდან სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს, შეუძლია, აირჩიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის სხვადასხვა ვარიაცია - 6-8-11-თვიანი, ან მათთვის სპეციალურად შექმნილი პროგრამა - 4 წლის განმავლობაში ზაფხულობით 1 თვე სამხედრო სამსახურის გავლა,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტში, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ მესამე მოსმენისას გამოკვეთილი ინიციატივები განიხილება. დისტანციურ სწავლებაზე მყოფი სტუდენტებისათვის სამხედრო სამსახურის გავლის პირობების გარდა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გასაწვევ პირთა უფლებების დაცვის შესახებაც ისაუბრა. „ჩვენ შემოგვაქვს ინიციატივა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდეს სასამართლო. ეს არის ახალგაზრდისთვის კარგი, რომ მან იცოდეს, ეკუთვნის თუ არა ჯარში წასვლა. დაახლოებით 2-3 თვეში დასრულდება ეს პროცედურები. სასამართლოს ადმინისტრაციული კოდექსის 29-ე მუხლით აქვს შესაძლებლობა, თუ ის დაინახავს, რომ აშკარად უკანონო გადაწყვეტილება არის გაწვევასთან დაკავშირებით, შეაჩეროს ეს გადაწყვეტილება, ვიდრე არ დამთავრდება სასამართლო წარმოება. ამიტომ, ყველა მხრივ ადამიანის უფლებები იქნება დაცული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, უწყება საკანონმდებლო ხარვეზებს გააკონტროლებს, რათა არ დაუშვას ზოგიერთი ადამიანის მხრიდან ჯარისგან თავის არიდება. გრიგოლ გიორგაძემ ასევე განაცხადა, რომ „თავდაცვის კოდექსში“ რელიგიასთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ შემოდის: „როგორც აქამდე იყო, თუ ადამიანი რწმენის ან სინდისის გამო იარაღის აღებაზე უარს ამბობდა, მას შეუძლია ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიაროს.“ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უწყება მიმართულია სამხედრო სამსახურის საკანონმდებლო საფუძველის მაქსიმალურად დახვეწისა და გასაწვევი ადამიანების უფლებების დაცვისკენ. „გვაქვს საერთო საზრუნავი, გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს გაწვრთნილი და გადამზადებული,“ - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
ალიევი: აზერბაიჯანმა ბოლო წლებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა ბოლო წლებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ ალიევმა SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) სამიტზე განაცხადა. „ჩვენს ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნას მივაღწიეთ. ბოლო 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 310 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ბოლო წლებში აზერბაიჯანმა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ჩადო და გახდა ევრაზიის ერთ-ერთი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნების გასწვრივ მდებარეობს,“ - აღნიშნა ალიევმა. შუა დერეფანი SPECA-ს ქვეყნებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი
შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რკინიგზის მოდერნიზაცია, პორტების, გზების მშენებლობა-განვითარება - რა საკითხები განიხილეს ილჰამ ალიევმა და ირაკლი ღარიბაშვილმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევის შეხვედრა ბაქოში, „განჯელიკის“ სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებზე და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. „განიხილეს ქვეყანათა სტრატეგიული თანამშრომლობის - ვაჭრობა-ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა − საკითხები, ამავდროულად საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მნიშვნელოვანი პროექტები: შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების, გზების გაფართოებას, მშენებლობა-განვითარებას; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც მთავრობის მეთაურის თქმით, უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალს. აღინიშნა, რომ სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკულ რესურსთა ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად მასშტაბური პროექტის − შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის − განვითარების საკითხსა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან ძალიან მალე გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია
ღია სივრცეში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე ჯარიმა გაიზარდა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის შესახებ საკრებულოს ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, ღია სივრცეში, მათ შორის პარკებსა და ბულვარებში ძაღლების გასეირნება მხოლოდ საბელით ან ალიკაპით არის დასაშვები. ახალი რეგულაცი, რომელიც ძალაში 21 ნოემბერს შევიდა, დეკორატიული ჯიშის ძაღლებსაც ეხება. „ძაღლის ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ნებადართულია საბელით ან ალიკაპით (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა). ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბლით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით," - ნათქვამია ბრძანებაში. აღნიშნული რეგულაციების დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით შემდეგ ჯარიმები იმოქმედებს: ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით (20 ლარის ნაცვლად); ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
როგორია ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, 25-26 ნოემბერს გამოიდარებს და დათბება, ხოლო 27 ნოემბერს, კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. მათივე ცნობით, თბილისში 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. „თბილისში 26 ნოემბერს ჰაერი +17, +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო 27 ნოემბერს იწვიმებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ აცივდება და გაწვიმდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 25-26 ნოემბერს სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, დღის ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 ნოემბერს შედარებით სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, დღის ტემპერატურა +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25-26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი, ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური დედოფლისწყარო): 27 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 27 ნოემბერს აცივდება და გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 ნოემბერს ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანია უკრაინას Patriot-ის ტიპის კიდევ ერთ საჰაერო თავდაცვის სისტემას უგზავნის
ადრე დაპირებულ საჰაერო თავდაცვის სისტემას გერმანია უკრაინას ამ ზამთარში მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინაში, მარტინ იეგერმა Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა. გერმანია მზად არის, უკრაინას გამარჯვებამდე დაუჭიროს მხარი. „ბერლინი მთელი გულით უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას“. იმედი მაქვს, რომ ჩემი უფლებამოსილების ვადა საკმარისი იქნება არა მხოლოდ გამარჯვების მისაღწევად, არამედ, იმისთვის, რომ უკრაინასთან ერთად მართლაც გავიაროთ ბრიუსელისკენ მიმავალი გზის მნიშვნელოვანი ნაწილი,“ - აღნიშნა იეგერმა. უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა განაცხადი ევროკარში გაწევრიანებაზე. კიევმა ევროკომისიისგან 8 ნოემბერს მიიღო რეკომენდაცია მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუსეთმა უკრაინაში ომი გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო. დასავლეთი ახლა უკრაინის მხარდაჭერას ზამთრის წინ განსაკუთრებით აძლიერებს, რადგან წინა ზამთრის გამოცდილების გათვალისწინებით, რუსეთისგან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს ელოდებიან.