ძებნის რეზულტატი:
უკრაინის საჰაერო ძალები: სამი SU-34-ის დაკარგვის შემდეგ, რუსეთმა ავიაიერიშების რაოდენობა შეამცირა
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განცხადებით, სამი SU-34-ის გამანადგურებლის დაკარგვის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმების რაოდენობა შეამცირა. „ახლა მტერი ცდილობს შეძლებისდაგვარად დაზვერვას, ინფორმაციის შეგროვებას სამხრეთის იმ რაიონებში, სადაც, რუსული მოიერიშეები ჩამოაგდეს. გასაგებია, რომ ისინი ეძებენ საშუალებებს, რომლებმაც ეს თვითმფრინავები, როგორც იტყვიან, „მარადიულ ფრენაზე“, გაგზავნეს. მტერი მნიშვნელოვნად ნაკლებ საჰაერო იარაღს, განსაკუთრებით მართვად ბომბებს, იყენებს,“ - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა, იური იგნატმა. მისივე თქმით, რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებასთან დაკავშირებული ინციდენტები, შეიძლება, განმეორდეს. „შეგვიძლია, განვახორციელოთ ასეთი ოპერაციები სხვადასხვა მიმართულებით, საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ მეტი ასეთი სისტემა გვქონდეს, ველოდებით უკვე გამოცხადებულ დახმარებას, კერძოდ, დამატებით Patrion, Iris-T და ა.შ. სისტემებს,“ - აღნიშნა იგნატმა.
რიგაში, BBC-ის წვეულებაზე უცნობმა პირმა სასწავლო ხელყუმბარა ისროლა
რიგაში BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტების მიერ შაბათს გამართულ წვეულებაზე უცნობმა პირმა სასწავლო ხელყუმბარა ისროლა. ამის შესახებ მედია თვითმხილველებზე, მათ შორის, BBC-ის თანამშრომლებზე, დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, 23 დეკემბრის გვიან საღამოს, როდესაც რიგის ბარში სტუმრები თითქმის არ იყვნენ, გარდა BBC-ის ჟურნალისტებისა, უცნობმა პირმ rgd-5-ის კლასიფიკაციის ყუმბარის სასწავლო ანალოგი იატაკზე დააგდო. აფეთქებისას არავინ დაშავებულა. სროლის შემდეგ თავდამსხმელი მანქანაში ჩაჯდა და მიიმალა. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ლატვიის სახელმწიფო პოლიციამ დაადასტურა, რომ 23 დეკემბრის საღამოს რიგაში მდებარე ბარში პიროტექნიკური მოწყობილობა - სასწავლო ხელყუმბარა შეაგდეს. 24 დეკემბრის დილით ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოტივი, სავარაუდოდ, პირადი კონფლიქტი იყო, რომელიც ადრე ბარში მოხდა და მომხდარი არ იყო დაკავშირებული BBC-ის ჟურნალისტების ბარში ყოფნასთან. მომხდართან დაკავშირებით საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.
რთული მეტეოროლოგიური პირობები 26 დეკემბრამდე შენარჩუნდება - ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება. კერძოდ, ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტრო გადამცემ ხაზებზე შემოყინულობა; მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი 6 ბალამდე შტორმი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს,” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩეხეთი სამშობლოში დაბრუნების მსურველ უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ხელი მოაწერა ცვლილებებს Lex Ukraine-ის კანონში, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩეხეთში ჩასული უკრაინელების სტატუსს არეგულირებს. ცვლილების ძირითადი დებულება ითვალისწინებს ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის მოქალაქეების დროებითი დაცვის გაგრძელებას 2025 წლის მარტამდე, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად. კანონი ასევე ითვალისწინებს დროებითი დაცვის სტატუსის მქონე ლტოლვილების ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინაში დაბრუნების დროს. ამ მხარდაჭერის მოცულობა ჩეხეთის მთავრობის მიერ, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის. უკრაინელ ლტოლვილებს შეეძლებათ მიმართონ ასეთი დახმარების თხოვნით მხოლოდ ერთხელ და არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე. დადგენილების თანახმად, თუ ეს ადამიანები მოგვიანებით მოისურვებენ ჩეხეთის რესპუბლიკაში გრძელვადიანი ვიზის აღებას, მათ პირველ რიგში იმ თანხის ნახევრის დაბრუნება მოუწევთ, რაც ჩეხეთის მთავრობამ გამოუყო სამშობლოში დასაბრუნებლად. ცნობისათვის, ოქტომბრის მონაცემებით, 359 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფებოდა, საიდანაც დაახლოებით 115 ათასი ლეგალურად იყო დასაქმებული. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კვლევის თანახმად, ჩეხეთში მყოფი უკრაინელ ლტოლვილთა 10% უახლოეს მომავალში გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას, 66% კი იმედოვნებს, რომ ოდესმე დაბრუნდება. ამავე დროს, უკრაინელი ლტოლვილების 75% ჩეხეთიდან არსად გადასვლას ჯერ არ გეგმავს. მიმდინარე წლის დეკემბერში განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში დღეისთვის 4 მილიონ 238 ათასი უკრაინელი დევნილი ცხოვრობს. მათგან ყველაზე მეტი - 1,21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს გერმანიაში, 960 ათასი პოლონეთში და 365 ათასი - ჩეხეთის რესპუბლიკაში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზებზე შეზღუდვებია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და ცუდი მხედველობა), საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარდა ამისა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ35-კმ60 (სოფ. თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რა მიმართულებით ნარჩუნდება საავტომობილო გზებზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები
რომის პაპი მორწმუნეებს: როგორც ქრისტიანებმა, შობის დღესასწაული უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა
რომის პაპმა ფრანცისკემ რეკომენდაცია გასცა, რომ მორწმუნეებმა შობის ღამე წელს მოკრძალებულად აღნიშნონ. მან ომში დაშავებული ადამიანებისთვის ილოცა. „ჩვენ ვფიქრობთ პალესტინაზე, ისრაელზე, უკრაინაზე. ჩვენ ასევე ვფიქრობთ მათზე, ვინც განიცდის უბედურებას, შიმშილს. ნება მომეცით, მოგცეთ ერთი რეკომენდაცია, როგორც ქრისტიანებმა, ეს დღესასწაული უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა და ის, რაც სჭირდება,“ – ამბობს რომის პაპი.
ზელენსკი: ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ შობას, როგორც ერთი დიდი ოჯახი, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი ლოცვა უფრო ძლიერი იქნება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს უკრაინელები ამ დღესასწაულს ერთსა და იმავე დღეს აღნიშნავენ ევროპასა და მსოფლიოსთან ერთად. „დღეს ყველა უკრაინელი ერთად ვართ. ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ შობას. ერთ დღეს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთიანი ქვეყანა. დღეს ჩვენი საერთო ლოცვა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე. ხალხის ლოცვა - დღეს ის გააერთიანებს მილიონობით ხმას ისე, როგორც არასდროს,“ აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზედიზედ მეორე წელია, უკრაინელებმა ისწავლეს ამ დღესასწაულის კიდევ ერთი განზომილება - შობა სრულმასშტაბიანი ომის დროს. „შობა განსხვავებული განწყობით, კონტექსტით და გემოთი. ოჯახური ვახშამი სახლში არ არის ისეთივე, როგორც ყოველთვის. რადგან ყველა ჩვენგანი არ არის სახლში. ყველას არ აქვს სახლი. და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა არა ის, თუ რა კერძებია მაგიდაზე, არამედ, ვინ იკრიბება ამ მაგიდასთან და რა ძვირფასია მათ გვერდით ყოფნა,“ - ზელენსკიმ ეს მიმართვა ჩაწერა კიევ-პეჩერის ლავრაში, რომელსაც უკრაინის ისტორიის, კულტურის, რელიგიის, მართლმადიდებლობისა და მთელი აღმოსავლური ქრისტიანობის ათასწლეულის სიმბოლო უწოდა. „ბოროტება დამარცხდება. დღეს ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, ჩვენი საერთო ოცნება და ეს არის ჩვენი საერთო ლოცვა დღეს. ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენი გამარჯვებისთვის,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდეტმა. ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: პუტინის გამარჯვებას თუ დავუშვებთ, შედეგები წარმოუდგენლად მძიმე იქნება მსოფლიოსთვის
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შეფსმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინს გამარჯვების საშულება მიეცემა, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. „თუ ჩვენ პუტინის გამარჯვებას დავუშვებთ, შედეგები წარმოუდგენლად მძიმე იქნება ევროპისთვის, ბრიტანეთისთვის, მსოფლიოსთვის," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინის დახმარება ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტიციას ნიშნავს. „ჩვენ ვიცით, რა ხდება, როდესაც დიქტატორები მთელ ევროპაში მარშირებენ,“ - განაცხადა გრანტ შეფსმა. გაერთიანებულმა სამეფომ გასულ წელს უკრაინაში თავდაცვის დახმარებისთვის 2.3 მილიარდი ბრიტანული ფუნტი (დაახლოებით 2.9 მილიარდი დოლარი) დახარჯა
„თუ თავს დაგვესხმებიან ან ჩვენ დაგვემუქრება, ვიმოქმედებთ“ - კოლომინა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ბაზის შექმნის გეგმაზე
სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო ბაზიდან NATO-ს თავს დაესხმებიან, მაშინ ალიანსი იმოქმედებს. კოლომინა ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ალიანსის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილია. „რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც ვხედავთ რუსეთის მხრიდან მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა იმ სივრცეში, რომელიც ჩვენს უშუალო სიახლოვესაა, ეს იწვევს შეშფოთებას. თუმცა, როგორც გითხარით, შავი ზღვა დღეს უკვე განიხილება რეგიონული, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სივრცედ და ის არის NATO-ს სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას, NATO-ს ექნება შესაძლებელობა და ნება, რომ ვიმოქმედოთ, თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ეს ჩვენ გვემუქრება,“ - განაცხადა კოლომინამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. მისი თქმით, ის, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მკაფიოდ არის ჩაწერილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც 2022 წელს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა. „ჩვენ ამ რეგიონს განვიხილავთ როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანს ევროატლანტიკური სივრცისთვის. ამ კონტექსტში, უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩვენ ვატარებდით სამხედრო-საზღვაო წვრთნებს შავ ზღვაში. NATO-ს გემები ჩერდებოდნენ საქართველოს პორტებში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საზღვაო სფეროში. ახლა ეს შეუძლებელია, მაგრამ შავი ზღვა კვლავაც რელევანტურია NATO-სთვის, ის არის ჩვენი სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი და შავი ზღვა არის იმ დისკუსიის ნაწილი, რომელსაც ვმართავთ, როგორც NATO-ს წევრ ქვეყნებთან, ისე პარტნიორებთან ამ რეგიონში.“
დღეს ილია II-ის აღსაყდრების დღეა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს. პატრიარქის აღსაყდრებიდან 46 წელი სრულდება. რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, საქართველოს პატრიარქს მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში მოუხდა. მათივე ცნობით, მან განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს XX-XXI საუკუნეების გამორჩეულ რელიგიურ ლიდერსა და საზოგადო მოღვაწეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებთ მის უწმინდესობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.“ იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, 30-მდე სამრევლო-საკვირაო სკოლამ საკუთარი ხელნაკეთი ნივთებისა და ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. მონაწილეებმა წარადგინეს მუსიკალური ნომრებიც.
საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოს შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო თოვისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება აკრძალულია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავროტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, ხოლო გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ბელგრადში აქციის მონაწილეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს
ბელგრადში ოპოზიციის წარმომადგენელბი არჩვენების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეღწევას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებმა შენობის კარებში მინები ჩაამსხვრიეს. პროტესტის მონაწილეებს პოლიციამ ცრემლმდენი გაზით უპასუხა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახური არცელებს. მეშვიდე დღეა, საპროტესტო აქციებს ოპოზიციური პოლიტიკური ბლოკი - „სერბეთი ძალადობის წინაღმდეგ“ მართავს. ისინი ვადამდელი საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ხელისუფლება ხმების მითვისებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მმართველი კოალიციის გამარჯვება ბელგრადის საქალაქო კრებაში "გამორიცხულია." 17 დეკემბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიასთან“ კოალიციამ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 47% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა კოალიცია „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ხმების 23%-ით. მესამე ადგილზე ხმების დაახლოებით 7%-ით სერბეთის სოციალისტური პარტიაა. დედაქალაქში ბელგრადში ამომრჩეველთა ხმები დაახლოებით შუაზე ორ კოალიციას შორის გაიყო - დაახლოებით 38% - საპრეზიდენტო კოალიციამ და 34%-ზე ოდნავ მეტი კი, ოპოზიციამ მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ბელგრადის ადმინისტრაციის შენობასთან მისვლა და მერიის აივნიდან ხალხისთვის მიმართვა სურდათ. შენობასთან მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ აქციის მონაწილეების შენობაში შეღწევის მცდელობა უკანონო იყო. სერბეთის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სრჟან მილივოევიჩმა პოლიციას შენობის დატოვებისკენ და „ხალხის მხარეს დადგომისკენ“ მოუწოდა. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მიმართვისას განცხადა, რომ საპროტესტო აქციებში ორნახევარი ათასი ადამიანი მონაწილეობს, სცენები "დრამატულად" გამოიყურება, მაგრამ "რევოლუცია არ ხდება". კვირას საპროტესტო აქცია საარჩევნო კომისიის ოფისთან დაიწყო ოპოზიციის ლიდერებმა - ბლოკის "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" წარმომადგენლებმა მარინიკა ტეპიჩმა და მიროსლავ ალექსიჩმა და ხალხს განუცხადა, რომ ვუჩიჩის მმართველმა სერბულმა პროგრესულმა პარტიამ არჩევნები გააყალბა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული SU-34 და SU-30 ჩამოაგდეს - გენშტაბი
უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ 24 დეკემბრის საღამოს რუსული SU-30 ჩამოაგდეს. უწყების ინფორმაციით, განადგურებულია SU-34-იც, რომელიც მარიუპოლს უტევდა. მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მარიუპოლის მიმართულებით, რუსულ გამანადგურებელ სუ-34-ს დაარტყეს. უწყების განცხადებით, შავ ზღვაში რუსულ SU-30-ზე საბრძოლო სამუშაო მიმდინარეობდა. უკრაინის საჰაერო ძალები: სამი SU-34-ის დაკარგვის შემდეგ, რუსეთმა ავიაიერიშების რაოდენობა შეამცირა
Reuters: ირანმა რეგიონული დაძაბულობის ფონზე, ახალი ფრთოსანი რაკეტები მიიღო
Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ფრთოსანი რაკეტები მიიღო, რომლის მოქმედების დიაპაზონი 1000 კმ-ია და ასევე სადაზვერვო ვერტმფრენები. ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ფრთოსანი რაკეტები, სადაზვერვო ვერტმფრენები და დრონები რეგიონში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო. შეერთებულმა შტატებმა, რამდენიმე დღის წინ ირანი ინდოეთის ოკეანეში ქიმიურ ტანკერზე დრონით თავდასხმაში დაადანაშაულა. ირანმა ბრალდება უარყო. „Talaeiyeh-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის მოქმედების დიაპაზონი 1000 კმ-ზე მეტია. ის არის ჭკვიანი რაკეტა, რომელსაც შეუძლია, შეცვალოს სამიზნე მისიის შუალედში,“ - განაცხადა ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა შაჰრამ ირანმა. მისივე თქმით, სადაზვერვო ვერტმფრენები, დრონები და საზღვაო ფრთოსანი რაკეტები იყო ახალ იარაღს შორის, რომელიც საზღვაო ფლოტის არსენალს დაემატა და რომ მთელი ეს აღჭურვილობა შექმნილია და წარმოებულია ირანის სამხედრო ინდუსტრიის მიერ.
რომის პაპი: დღეს ჩვენი გული ბეთლემშია
რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესის დროს, კიდევ ერთხელ გამოვიდა მშვიდობის მოწოდებით. რომის დღეს, ტრადიციულად, წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მორწმუნეებს ქადაგებით მიმართავს და შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს. „ამაღამ ჩვენი გულები ბეთლემშია, იქ, სადაც მშვიდობის პრინცი კიდევ ერთხელ არის უარყოფილი ომის ამაო ლოგიკით, სამხედროების შეჯახებით, რომელიც დღესაც ხელს უშლის მას სამყაროში ადგილის პოვნაში. მსოფლიოს მამა, რომელმაც სამყაროში ჭეშმარიტი მშვიდობის მომტანი გამოგზავნა, ბოლოს მოუღებს დამღუპველი იარაღის ხმებს, აღავლენს სიხარულის ახალ სიმღერას ადამიანთა გულებში და მისცემს ყველას ჰარმონიასა და სამართლიანობას,“ – აღნიშნა რომის პაპმა.
უკრაინის საჰაერო ძალები: ჩამოგდებულია რუსების მიერ გაშვებული 28 დრონი და ორი რაკეტა
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინას "შაჰიდის" ტიპის 31 დრონითა და ორი რაკეტით შეუტიეს, საჰაერო ძალებმა კი, 28 დრონი და ორივე რაკეტა ჩამოაგდეს. რუსეთის ძალებმა გამოიყენა მართვადი რაკეტა X-59 ზაპოროჟიეს მიმართულებით და X-31P რადარის საწინააღმდეგო რაკეტა შავი ზღვიდან. „25 დეკემბრის ღამეს მტერმა შეუტია შაუდას, ბალაკლავას (ყირიმი) ტერიტორიებიდან 31 „შაჰედი“ ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატით და ორი საავიაციო რაკეტით. ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, დონეცკის, კიროვოგრადის და ხმელნიცკის რეგიონებში განადგურდა 28 თავდამსხმელი უპილოტო საფრენი აპარატი," - წერს უწყება.
ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონის სკოლებში მტერი საბჭოთა პრაქტიკის გამოყენებას გეგმავს - უკრაინული მედია
ლუგანსკის რეგიონის დროებით ოკუოპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტები სკოლის მოსწავლეების ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფას საბჭოთა პერიოდის პრინციპის შესაბამისად გეგმავენ. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება. საპილოტე პროექტის დაწყების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებულია. შეტანილია წინადადება სკოლებში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის სახელების მინიჭების შესახებ. ასევე გეგმავენ რეპეტიტორების რაოდენობის გაზრდას, რომლებსაც „პატრიოტული განათლების“ გაკვეთილების მიმდინარეობის დროს თანამედროვე ისტორიაზე ხაზგასმა დაევალათ. ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, არტემ ლისოჰორის თქმით, მტერი კვლავ აქტიურად იყენებს პილოტირებულ ავიაციას და დრონებს, უტევს უკრაინის პოზიციებს. როგორც უკრაინული მედია წერს, ლუგანსკის რეგიონის დროებით დატყვევებულ ტერიტორიაზე, რუსები ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილობრივ კოლონიებში დაკავებულ მსჯავრდებულებს აიძულებენ, შევიდნენ დამპყრობელი არმიის თავდასხმის რაზმებში.
საქართველოს პარტნიორები, ქვეყნის პორტებში გემების მასპინძლობის შესაძლებლობის განახლებას ელიან
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონი საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს. აშშ-ს შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ფაქტობრივად ჩამოყალიბებული აქვს. ამასთან, შავი ზღვა NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რაც მკაფიოდ არის ასახული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც 2022 წელს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა. „ჩვენ ამ რეგიონს განვიხილავთ როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანს ევროატლანტიკური სივრცისთვის. ამ კონტექსტში, უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩვენ ვატარებდით სამხედრო-საზღვაო წვრთნებს შავ ზღვაში. NATO-ს გემები ჩერდებოდნენ საქართველოს პორტებში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საზღვაო სფეროში. ახლა ეს შეუძლებელია, მაგრამ შავი ზღვა კვლავაც რელევანტურია NATO-სთვის, ის არის ჩვენი სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი და შავი ზღვა არის იმ დისკუსიის ნაწილი, რომელსაც ვმართავთ, როგორც NATO-ს წევრ ქვეყნებთან, ისე პარტნიორებთან ამ რეგიონში,“ - აღნიშნავს NATO-ს სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა. რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით საპორტო ვიზიტების განახლების შესაძლებლობაზე Europetime-თან ინტერვიუში ყურადღებას ასევე ამახვილებდა აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში ჯოზეფ ბილბო. „ვფიქრობ, ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება,“ - აცხადებდა ჯოზეფ ბილბო Europetime-თან ინტერვიუში. სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს მიმდინარე წლის ივლისში წარუდგინა. Europetime დაინტერესდა, რა ეტაპზეა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სტრატეგია და ხსენებული შეკითხვით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სტრატეგია მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს რეგიონის ქვეყნებთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ამერიკის მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს. „შეერთებული შტატები აგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ამ სტრატეგიის წინსვლისა და საერთო მიზნების მისაღწევად. მისი განხორციელების ვადები მიზანზე ან აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი ზოგიერთი მიზანი, როგორიცაა, გაზრდილი პოლიტიკური ჩართულობა და შეტყობინებების გაგზავნა, ხორციელდება; ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია. ჩვენი სტრატეგია უზრუნველყოფს მთელი მთავრობის ხედვასა და ჩარჩოს, რომლის მეშვეობითაც, სამომავლოდ, ჩვენ შეგვიძლია, განვავითაროთ ინიციატივები და მივმართოთ დაფინანსების მოთხოვნას მათი განხორციელების მხარდასაჭერად,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში აქტიურად უძღვებოდა ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სენატორ შაჰინის და მისი კოლეგების მიერ სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებდა საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეგახსენებთ, სენატის შემდეგ, 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 886 მილიარდი დოლარის მოცულობისაა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაამტკიცა და ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნა. ავტორიზაციის აქტში საუბარია შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიაზეც. მისი მიხედვით, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ეროვნულ უშიშროების საბჭომ უნდა შეიმუშაოს უწყებათაშორისი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისა და შავი ზღვის ქვეყნებისთვის. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უნდა შეფასდეს შავი ზღვის რეგიონის დახმარების ან მასთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება, უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე ფოკუსირებით. სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა - ექსკლუზივი
უკრაინის მხარდასაჭერად პარიზში ახალი საერთაშორისო კოალიცია შეიქმნება
2024 წლის იანვარში ახალი საერთაშორისო საარტილერიო კოალიცია დაიწყებს ფუნქციონირებას პარიზში, რომელიც უკრაინის არმიიძ გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტი ივან გავრილიუკის თქმით, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ცეცხლსასროლი ძალის გაზრდა თანამედროვე საარტილერიო სისტემების მიწოდებით. კერძოდ, შეიარაღებული ძალები აპირებენ არსენალის გაფართოებას ფრანგული „კეისრის“ ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემების დახმარებით. „კეისრის“ ტიპის თვითმავალმა საარტილერიო სისტემება უკვე აჩვენეს ბრძოლაში მაღალი ეფექტიანობა და სიზუსტე,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და განმარტა, რომ 2024 წელს დაგეგმილია „ცეზარის“ ტიპის თვითმავალი იარაღის ცეცხლის კონტროლი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რაც შეამცირებს საბრძოლო მასალის გამოყენებას სროლისთვის. საფრანგეთი უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას გააორმაგებს. ამრიგად, ქვეყანა კიევს თვეში 2000-მდე ასეთ ჭურვს მიაწოდებს. მოსალოდნელია, რომ მარტის ბოლოდან მიწოდების მოცულობა გაიზრდება. გარდა ამისა, საფრანგეთმა დააჩქარა იარაღის წარმოება, ამიტომ, უკრაინას შეუძლია, უკვე დაეყრდნოს დამატებითი თვითმავალი საარტილერიო სისტემების „კეისრის“ სწრაფ მიწოდებას.
ბრიტანეთი გაიანა-ვენესუელის სასაზღვრო დავის ფონზე, რეგიონში სამხედრო გემს გაგზავნის - Reuters
ბრიტანეთი გაიანაის მახლობლადა, საზღვაო ხომალდს ამ თვის ბოლოს განათავსებს. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. „ბრიტანეთი სამეფო საზღვაო ძალების საპატრულო ხომალდ HMS Trent-ს განათავსებს„ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, ვენესუელისა და სასაზღვრო დავაზე მითითების გარეშე. „HMS Trent ეწვევა რეგიონულ მოკავშირეს და თანამეგობრობის პარტნიორ გაიანის ამ თვის ბოლოს, რეგიონში ატლანტიკური საპატრულო დავალების განლაგების ფარგლებში,“ - განაცხადა უწყების სპიკერმა. HMS Trent-ი გაიანის არმიასთან ერთად სამხედრო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. მადურომ მეზობელი გაიანის რეგიონი ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ნავთობით და გაზით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ქვეყნის 24-ე შტატად გამოაცხადა. ამასთან, მან გაიანის ესეკიბოს რეგიონში ნავთობის ექსპლუატაციის ბრძანება გასცა. მადურომ ესეკიბოს რეგიონში მოქმედ კომპანიებს, მუშაობის შეჩერებისთვის სამი თვე მისცა. ვენესუელის რეფერენდუმზე უმრავლესობამ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა. ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის, გაიანის ხელისუფლებამ რეფერენდუმს ანექსიის მცდელობა უწოდა. თუ ვენესუელა შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს, გაიანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს. ესეკიბოს გაიანის სახმელეთო ტერიტორიის ორი მესამედი უჭირავს. იქ 125 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაიანის მოსახლეობა სულ 800 ათასია. ვენესუელა დიდი ხანია, ესეკიბოზე პრეტენზიას აცხადებს. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც 2015 წელს კომპანია ExxonMobil-მა რეგიონში ნავთობით მდიდარი საბადოები აღმოაჩინა. გაიანამ და ვენესუელამ 1966 წელს ჟენევაში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, გაიანა გახდა ტერიტორიული დავების გადაწყვეტის საკითხში ბრიტანეთის სამართალმემკვიდრე. მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა გაიანა ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო, პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ ესეკიბო გაიანის ნაწილად აღიარა. გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვენესუელამ არ უნდა მიმართოს ქმედებებს, რომლებიც სადავოს გახდის ამ რეგიონზე გაიანის კონტროლს, თუმცა კონკრეტულად რეფერენდუმის ჩატარება არ აუკრძალავს. ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებიც საქართველოს ორი ნაწილის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებენ.