ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი: ჩვენმა მეომრებმა ერთ კვირაში ხუთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ, ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ერთ კვირაში ხუთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ზელენსკის თქმით, თითოეულმა რუსმა სამხედრო პილოტმა უნდა გააკეთოს მკაფიო პირადი არჩევანი იმის შესახებ, გააგრძელოს თუ არა მონაწილეობა ამ ომში. „გუშინ, მხოლოდ ერთ საღამოს, ჩვენმა მეომრებმა ჩამოაგდეს თითქმის 30 „შაჰიდი“ თვითმფრინავი, რამდენიმე რაკეტა და ორი სამხედრო თვითმფრინავი. კვირაში ხუთი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ასეთი ძლიერი შედეგი უზრუნველყო. თითოეულმა რუსმა სამხედრო პილოტმა უნდა გააკეთოს მკაფიო პირადი არჩევანი იმის შესახებ, გააგრძელოს თუ არა მონაწილეობა ამ ომში. უკრაინის საჰაერო თავდაცვა მხოლოდ გაძლიერდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ წინასწარ შეთანხმებულ დამატებით სისტემებს, ისევე როგორც F-16 თვითმფრინავებს," - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინელები 22 დეკემბერს იუწყებოდნენ, რომ თავდაცვის ძალებმა სამი რუსული SU-34 გაანადგურეს. 25 დეკემბერს კი, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის ქვეყნის საჰაერო ძალებმა რუსული SU-34 და SU-30 ჩამოაგდეს.
72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამხედროებს კიევის რეგიონი 500 დრონს გადასცემს
კიევის რეგიონი უახლოეს დღეებში 72-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადას 500 FPV-ის ტიპის თვითმფრინავს გადასცემს.ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა. „დაახლოებით 500 FPV დრონი. ეს არის პირველი პარტია, რომელიც კიევის რეგიონმა შეიძინა 72-ე ბრიგადის სამხედროებისთვის. ჩვენ მათ გადავცემთ ჩვენს დამცველებს უახლოეს დღეებში. ზოგადად, ჩვენ შევიძენთ 1000 ასეთ "ფრინველს", რომელიც დაეხმარება ჩვენს დამცველებს აღმოსავლეთში, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად გაანადგურონ რუსი ოკუპანტები,“ - ამბობს კრავჩენკო.
უკრაინელები ოკუპირებულ ყირიმში რუსული სადესანტო გემის განადგურების შესახებ იუწყებიან
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურა. „რუსეთის ფლოტი მცირდება! ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ "მოსკვას" კვალს, დიდი სადესანტო გემი "ნოვოჩერკასკი" მიუყვება", - წერს ოლეშჩუკი. ის მადლობას უხდის საჰაერო ძალების პილოტებს და ყველას, ვინც ხომალდის განადგურებაში იყო ჩართული და საოკუპაციო ძალებს ყირიმის დატოვებისკენ მოუწოდებს. "ჩაიცვი შარვალი და შინისაკენ ჩვენი ყირიმიდან, სანამ ძალიან გვიან არ არის!" - წერს ოლეშჩუკი. საჰაერო ძალების ცნობით, „ნოვოჩერკასკის“ სადესანტო ხომალდს Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა. მანამდე, ოკუპირებული ფეოდოსიას მცხოვრებლებმა გაავრცელეს ცნობა, რომ პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა. სოციალურ ქსელში ძლიერი ხანძრის ამსახველი ფოტოები და ვიდეო კადრები გავრცელდა.
ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების სამ წინაპირობას ასახელებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების სამ წინაპირობას ასახელებს. ისრაელის პრემიერის თქმით, „ჰამასის“ შესაძლებლობები უნდა განადგურდეს და ღაზის სექტორში მისი პოლიტიკური მმართველობა უნდა დასრულდეს. ის მიიჩნევს, რომ „როგორც კი „ჰამასი“ განადგურდება, ღაზას დემილიტარიზაცია მოხდება და პალესტინის საზოგადოება დაიწყებს დერადიკალიზაციის პროცესს, ღაზა შეიძლება, აღდგეს და ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო მშვიდობის პერსპექტივები რეალობად იქცევა.“ „ჰამასის განადგურება, ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია და პალესტინის მთელი საზოგადოების დერადიკალიზაცია,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუ Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. მისი თქმით, აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია და მრავალი სხვა ქვეყანა მხარს უჭერენ ისრაელის განზრახვას ტერორისტული ჯგუფის განადგურების შესახებ. „ამ მიზნის მისაღწევად, მისი სამხედრო შესაძლებლობები უნდა მოიშალოს და ღაზაზე მისი პოლიტიკური მმართველობა უნდა დასრულდეს,“ - წერს ისრაელის პრემიერი. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ღაზა აღარასდროს გამოიყენებოდეს ისრაელზე თავდასხმის ბაზად. „სხვა საკითხებთან ერთად, ამას დასჭირდება დროებითი უსაფრთხოების ზონის შექმნა ღაზას პერიმეტრზე და ინსპექტირების მექანიზმი ღაზასა და ეგვიპტის საზღვარზე, რომელიც აკმაყოფილებს ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს და ხელს უშლის იარაღის კონტრაბანდას ტერიტორიაზე,“ - აცხადებს ნეთანიაჰუ.
სომხეთი ევრაზიის ჯგუფის მორიგე თავმჯდომარის როლში ეკონომიკაზე კონცენტრირდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის აპირებს, წევრთა "პოლიტიკურ ამბიციებზე" წინ დააყენოს ეკონომიკური თანამშრომლობა, როცა 2024 წლის პირველი იანვრიდან გახდება რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAES) მორიგე თავმჯდომარე. ფაშინიანმა ეს განცხადება გააკეთა სანქტ-პეტერბურგში, სადაც მონაწილეობა მიიღო EAES-ის საბჭოს შეხვედრაში. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ასევე შედიან ყაზახეთი, ბელორუსი და ყირგიზეთი. ფაშინიანმა სიმბოლურად მიიჩნია, რომ სომხეთის პრეზიდენტობა ემთხვევა EAEU ხელშეკრულების ხელმოწერის მეათე წლისთავს, „რაც ეფუძნება ძირითად პრინციპს, რომ EAEU არის ეკონომიკური გაერთიანება, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური და, მით უმეტეს, გეოპოლიტიკური დღის წესრიგი. „ჩვენ ვაგრძელებთ ამის აღქმას და ამ კონტექსტში ვავითარებთ თანამშრომლობას ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ ყველა მცდელობა ევრაზიული კავშირის პოლიტიზებისკენ,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ EAEU-ში დაგროვდა ფუნდამენტური ხასიათის არაერთი გადაუჭრელი პრობლემა და რომ აუცილებელია წევრმა ქვეყნებმა მიაღწიონ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებს საერთო ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების მიდგომების, პრინციპებისა და მექანიზმების ჰარმონიზაციის შესახებ. სომხეთის ტრადიციულად ახლო კავშირები მოსკოვთან ბოლო თვეებში დაიძაბა. ერევნის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სომხეთის შეფასებით, მოსკოვმა მას მხარი არ დაუჭირა მაშინ, როცა მეტოქე აზერბაიჯანმა წელს კონტროლი დაიბრუნა ეთნიკური სომხებით დასახლებულ, მთიანი ყარაბაღის რეგიონზე. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
იაპონია „ჰამასს“ სანქციებს დაუწესებს
იაპონიის მთავრობა „ჰამასის“ სამი უფროსი წევრის მიმართ სანქციებს დააწესებს. კერძოდ, ტოკიო გააყინავს აქტივებს და დააწესებს სანქციებს გადახდებსა და კაპიტალურ ტრანზაქციებზე. Reuters-ის ცნობით, იაპონიის მთავრობის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ტოკიოს სანქციების სამიზნეები სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ასეთი ტერორისტული აქტივობების დასაფინანსებლად სახსრები გამოეყენებინათ.
უკრაინა: რუსეთის მიერ გაშვებული 19 დრონიდან 13 ჩამოგდებულია
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 25 დეკემბრის საღამოს და 26 დეკემბრის ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 19 "შაჰედის" ტიპის დრონიდან 13 ჩამოაგდეს. დრონები ჩამოაგდეს ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ხმელნიცკის რაიონებში. „საერთო ჯამში, დაფიქსირდა 19 „შაჰედი“ ყირიმის და პრიმორსკო-ახტარსკის - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებიდან გაუშვეს," - აცხადებენ უწყებაში. მისივე ინფორმაციით, 26 დეკემბერს, დაახლოებით, 02:30 საათზე, საჰაერო ძალების ტაქტიკურმა ავიაციამ ფრთოსანი რაკეტებით შეუტია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდ სადესანტო ხომალდ "ნოვოჩერკასკს" ფეოდოსიის რაიონში. "შედეგი აშკარაა!" - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში. უკრაინელები ოკუპირებულ ყირიმში რუსული სადესანტო გემის განადგურების შესახებ იუწყებიან
ესპანეთი სლოვაკეთ-უკრაინის საზღვარზე Leopard-ის ტიპის ტანკებსა და 600 ჯარისკაცს გაგზავნის - მედია
ესპანური ყოველდღიური გაზეთის ABC-ის ცნობით, ესპანეთი მომავალ წელს სლოვაკეთში სამხედრო პერსონალის ჯგუფს აღჭურვილობასთან ერთად გაგზავნის, რაც რუსეთის შეკავების მცდელობის ნაწილად განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს ესპანეთის შეიარაღებული ძალები სლოვაკეთში სამხედრო კონტიგენტს განათავსებს. კერძოდ, 600 ჯარისკაცი NATO-ს მისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვრებს განამტკიცებს. 600 სამხედრო მოსამსახურის გარდა, ესპანეთი უკრაინის საზღვარზე Leopard-ის ტიპის ტანკებსა და ვერტმფრენებს განათავსებს. მანამდე ვილნიუსმა და ბერლინმა ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების გეგმას მოაწერეს ხელი. NATO-მ სამხედრო ბიუჯეტი 12%-ით გაზარდა.
მედია: ირანის პრეზიდენტი თურქეთს შესაძლოა, იანვარში ეწვიოს
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი შესაძლოა, თურქეთში 4 იანვარს ჩავიდეს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet-ი წერს. რაისის ჩასვლა თურქეთში 28 ნოემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ვიზიტი გადაიდო. მედია წერს, რომ ვიზიტის დროს მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ტერორიზმთან ბრძოლა იქნება.
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის კმ35-კმ60 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოს შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ35-კმ60 (სოფ. თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ90 (ჯვარი-დიზი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამავე გზის კმ30-კმ170 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება აკრძალულია, ხოლო კმ90-კმ170 (დიზი-კალა) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა კი თავისუფალია. დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ინტენსიური თოვის გამო, აკრძალულია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 დეკემბრამდე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შენარჩუნებული იქნება ცივი და თოვლიანი ამინდი. 27-28 დეკემბერს ნალექის ინტენსივობა იკლებს, თუმცა 28 დეკემბერს მაღალმთაში ზოგან კვლავ ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
უკრაინელი მფრინავები დიდ ბრიტანეთში საბაზისო სწავლების დასრულების შემდეგ, დანიაში F-16-ების მართვას სწავლობენ
უკრაინელ პილოტთა პირველმა ჯგუფმა საბაზისო მომზადება დაასრულა და ახლა დანიაში F-16 გამანადგურებლების მართვას სწავლობს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. ექვსმა გამოცდილმა უკრაინელმა პილოტმა ტრენინგი დაასრულა, ხოლო კიდევ ათი სტაჟიორი ბრიტანეთში რჩება, რათა საბაზისო მომზადება გააგრძელოს. ბრიტანეთში სწავლების დასრულების შემდეგ, პილოტები ტრენინგს ევროპის სხვა ქვეყანაში ფრენის უნარების გასაუმჯობესებლად გაივლიან. ასევე, ათობით უკრაინელი საავიაციო ტექნიკოსი გადის ინგლისურენოვან ტრენინგს, რომელიც საინჟინრო სპეციალობებზეა ორიენტირებული. ნიდერლანდებმა უკრაინისთვის პირველი 18 F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის გაგზავნის პროცესი დაიწყო. საფრანგეთი მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელების წვრთნის პროცესში 2024 წელს ჩაერთვება.
ინდოეთი არაბეთის ზღვაში მართვადი რაკეტების გამანადგურებელ ხომალდებს განათავსებს
ინდოეთის საზღვაო ძალების ცნობით, ინდოეთი არაბეთის ზღვაში გამანადგურებელ ხომალდებს განათავსებს. „არაბეთის ზღვაში განხორციელებული თავდასხმების ბოლო ტალღის გათვალისწინებით, ინდოეთის საზღვაო ძალებმა მართვადი რაკეტების გამანადგურებლები სხვადასხვა ზონებში განალაგეს,“ - ნათქვამია ინდოეთის საზღვაო ფლოტის განცხადებაში. 24 დეკემბერს, ინდოეთის სანაპიროებთან ახლოს ისრაელთან კავშირში მყოფ გემს დრონით დაესხნენ თავს. აშშ-მ განაცხადა, რომ განხორციელებული თავდასხმის უკან ირანი იდგა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.
ევროკომისარი ვარჰეი: მომდევნო კვირებსა და თვეებში, ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს შესაბამისობაზე
ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია, ყოველწლიური პროგრამებით გამოყოფს 100 მილიონ ევრომდე, რათა საქართველო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. მან აღნიშნა, რომ მომდევნო კვირებსა და თვეებში, ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე. ევროკავშირს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და მისი საფლაგმანო პროექტების დაჩქარება სურს. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, არ არის საჩუქარი, არამედ ესაა თქვენი, თქვენი ხალხისა და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი. ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ ამ საოცარ გზაზე თქვენს დახმარებასა და ხელშეწყობას. უკვე ამ დროისთვის ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია. ჩვენ ჩვენი ყოველწლიური პროგრამებით გამოვყოფთ 100 მილიონ ევრომდე, რათა საქართველო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. მომდევნო კვირებსა და თვეებში, ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე. უფრო მეტიც, ჩვენს გვსურს, დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და მისი საფლაგმანო პროექტების ამოქმედება. გეგმის ფარგლებში, ჩვენ უკვე მოვახდინეთ 1,8 მილიარდი ევროს მობილიზება სესხების, გარანტიების, გრანტებისა და საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით. აღნიშნული გეგმა მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს, ასევე, 20 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისთვის. ორივე მათგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის კავშირების გასაძლიერებლად. მე ასევე მოხარული ვარ, რომ აღნიშნული გეგმის ფარგლებში ჩვენ დავეხმარეთ 65 000-ზე მეტ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა სრულად მიეღოთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებელი,“ – განაცხადა ვარჰეიმ. ევროკომისრის განცხადებით, რეფორმების მტკიცე კურსის გაგრძელებით, საქართველო კიდევ უფრო მეტად ისარგებლებს იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომლებიც პარტნიორობამ შეიძლება, იქონიოს. „თუმცა, ევროკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა. ის ასევე წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ისე, როგორც არავინ იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას. გვწამს, რომ თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ამ პროექტში და იქნებით მისი ნაწილი. 2024 წელი იქნება მორიგი გადამწყვეტი წელი. თქვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს და გეოპოლიტიკური გამოწვევებიც, სავარაუდოდ, არ იკლებს. ამავდროულად, საჭირო მონდომებითა და კომისიის გაფართოების ანგარიშში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულებით, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთან მუშაობას. საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. ამრიგად, ნება მომეცით, გისურვოთ წარმატებული და ნაყოფიერი 2024 წელი, რომელიც უფრო მეტად დაგვაახლოებს. გისურვებთ ბედნიერ შობას,“ – განაცხადა ვარჰეიმ.
გერტ იან კომპმანი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ცხადია, თქვენ უფრო მეტი წინსვლა გსურთ
ევროკომისიის გაფართოების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა, გერტ იან კოპმანმა „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ცხადია, საქართველოს უფრო მეტი წინსვლა სურს. „ჩემთვის უდიდესი სიამოვნება და პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ ამ ყოველწლიურ ღონისძიებაზე. ამ სიამოვნებას აორმაგებს ევროპული საბჭოს მიერ გასულ კვირას მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ ფაქტით ძალიან გახარებული ვართ და ჩვენი რეკომენდაციაც სწორედ ეს იყო, გასული წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან შესანიშნავი თანამშრომლობიდან გამომდინარე. თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროპულ გზაზე. ვფიქრობ, როგორც ელჩები, თქვენ საკვანძო როლს ასრულებთ არამხოლოდ ინფორმაციის შეგროვებით დედაქალაქებში, სადაც მსახურობთ, არამედ, ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ საქართველოს სწრაფვის გაზიარებაში, რაც არამხოლოდ თქვენი ხელისუფლების, არამედ, ხალხის სურვილიცაა. ამ მხრივ, ახალი წელი უფრო მეტ შესაძლებლობას მოიტანს. კანდიდატ ქვეყნად გახდომა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ცხადია, თქვენ უფრო მეტი წინსვლა გსურთ. იმედი მაქვს, მომავალ წელს, თქვენ გექნებათ კავშირი პარტნიორებთან როგორც ადგილზე, ჩვენს დედაქალაქებში, ისე მათ ფარგლებს გარეთ და მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს სწორედ მათთან ერთად განიხილავთ. მე ვფიქრობ, რომ თქვენი თავდადება, თქვენი სწრაფვა და საქართველოს ევროპული კუთვნილების მიმართ თქვენი მტკიცე რწმენა არის ის რეალური რესურსი და საშუალება, რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის შემდგომ წინსვლას,“ განაცხადა გერტ იან კოპმანმა. ევროკომისარი ვარჰეი: მომდევნო კვირებსა და თვეებში, ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს შესაბამისობაზე
ევროკომისარი ვარჰეი: 2024 წელი იქნება გადამწყვეტი წელი, საქართველო ჩაატარებს არჩევნებს და გეოპოლიტიკური გამოწვევებიც, სავარაუდოდ, არ იკლებს
ევროკომისრის განცხადებით, რეფორმების მტკიცე კურსის გაგრძელებით, საქართველო კიდევ უფრო მეტად ისარგებლებს იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომლებიც პარტნიორობამ შეიძლება, იქონიოს, თუმცა, ევროკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა. „ის ასევე წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ისე, როგორც არავინ იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას. გვწამს, რომ თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ამ პროექტში და იქნებით მისი ნაწილი. 2024 წელი იქნება მორიგი გადამწყვეტი წელი. თქვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს და გეოპოლიტიკური გამოწვევებიც, სავარაუდოდ, არ იკლებს. ამავდროულად, საჭირო მონდომებითა და კომისიის გაფართოების ანგარიშში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულებით, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთან მუშაობას. საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. ამრიგად, ნება მომეცით, გისურვოთ წარმატებული და ნაყოფიერი 2024 წელი, რომელიც უფრო მეტად დაგვაახლოებს. გისურვებთ ბედნიერ შობას,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი
საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველოდებით დეზინფორმაციის ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს - პაპუაშვილი
„მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველოდებით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, სირთულეების მიუხედავად, სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად, ვინარჩუნებთ მშვიდობის და უსაფრთხოების იმ დონეს, რაც საჭიროა ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის, ეკონომიკის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის. „ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წელს იმედიანად შევეგებოთ. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია, ასევე, მათთან მჭიდრო კავშირების განვითარება. ამ საქმეში თქვენ, საქართველოს ელჩებს, უდიდესი როლი გაქვთ. დღეს ე.წ. ჰედლაინების ეპოქაში ვცხოვრობთ. ხშირად, ერთ ჰედლაინს გუშინდელი ერთი სტატიის თუ მთელი პიარკამპანიის დატვირთვა აქვს. ამასთან, დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში სოციალური მედიის საშუალებებმა დიდი ძალა შეიძინა. ამიტომ საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოურ საზოგადოებებთან სამუშაოდ გთხოვთ მეტ აქტიურობას და მეტ ძალისხმევას როგორც ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით, ასევე სოციალური მედიების საშუალებით. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თქვენი ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ღირსეული, პროფესიონალური საქმიანობისთვის. წარმატებას გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმეში. დიდ იმედებს ვამყარებთ თქვენთან კიდევ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობაზე,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი
პრემიერი ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე.“ მან ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევას „დიდი გარღვევა“ უწოდა. ხაზი გაუსვა ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ „რეგიონში საქართველოს აქვს სრული, ჰარმონიული ურთიერთობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველო ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესში.“ „მე მინდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ჩვენს ამერიკელ კოლეგებს. იცით, რომ ბოლო წლებში საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკა. მე პირადად, ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებდი და მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტებიც, შეხვედრები. ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე, შეიძლება ითქვას, გადავიდა. არამხოლოდ სამეზობლოში, არამედ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავიწყებდი, ევროპის მასშტაბით ჩვენ გვქონდა არაერთი წარმატებული შეხვედრა და გავაძლიერეთ, განვამტკიცეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობა, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობები. მოგეხსენებათ, ასევე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი რეგიონში, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩინეთში, საკმაოდ დიდი გარღვევა გვქონდა ჩვენ და გავხდით სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის, რომელიც არის მეორე მსოფლიო ეკონომიკა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება კიდევ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გამყარებას, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. რა თქმა უნდა, რეგიონში გვაქვს ჩვენ სრული, ჰარმონიული ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველო ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესში. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდი ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკა გვქონდა. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ელჩს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილიას. მე ვიცი, რომ სამინისტროში ძალიან ბევრი საკითხი იქნა მოგვარებული, გადაჭრილი უშუალოდ ბატონი მინისტრის ხელმძღვანელობით და მას ნამდვილად ეკუთვნის მადლობა ამ ეფექტური მმართველობისთვის. ჩვენთვის ახლა მთავარი ამოცანა, ძვირფასო მეგობრებო. არის ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ამ რეფორმების კურსის გაგრძელება, სწრაფი შედეგების, სწრაფი განვითარების მოტანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთი ეფექტიანი ნაბიჯი გადავდგით სწორედ ქვეყნის კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადასაყვანად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დასავლეთი თუ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რუსეთი შესაძლოა, NATO-ს წევრებს დაემუქროს - ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია შესაძლოა, NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ აგრესია წამოიწყოს, თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს. ნაუსედას განმარტებით, „ეს დამოკიდებული იქნება უკრაინაში მიმდინარე ომის სცენარზე.“ ამასთან, ნაუსედამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტის ალბათობა მცირეა. ნაუსედას თქმით, „არავის აქვს პასუხი კითხვაზე, როდის შეიძლება, შეიცვალოს რუსეთის ქცევა და როდის მიმართავს მზერას NATO-სკენ. „რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „არ დაკმაყოფილდება შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით“ და მას ომის გაგრძელება საბოლოო გამარჯვებამდე სურს,“ განაცხადა უფრო ადრე ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა Guardian-თან ინტერვიუში. ბორელის შეფასებით, პუტინი უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს. ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თქმით, რუსეთი აგრძელებს მეზობლებისთვის საფრთხის შექმნას, რადგან ის ყოველთვის იყო იმპერია და „ვერასდროს ვერ გახდა ერი.“ „მნიშვნელოვანია, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს. რისთვის ვართ მზად? ნამდვილად მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა? ეს არის კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ. პუტინი არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს უკრაინის ნაწილით და დანარჩენ უკრაინას ნება დართოს, ევროკავშირის წევრი იყოს, მაგრამ ის არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით. ის უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს. ასე რომ, ჩვენ დიდი ხნით უნდა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის. პუტინმა გადაწყვიტა, ომი გააგრძელოს საბოლოო გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ბორელმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ევროკავშირის არსებობა საფრთხეშია. „შესაძლოა, ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა შევხედოთ საფრთხეს, რომელიც მოდის დიდი ძალისგან, რომელიც ემუქრება ჩვენს დემოკრატიას, რომელიც ემუქრება არამხოლოდ უკრაინას, არამედ, თავად ევროპას და ჩვენ თუ სწრაფად არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდენთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, ეს პუტინს უკრაინის ომში მოგების საშუალებას მისცემს. ანალოგიურად, თუ ჩვენ ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას, რომელიც ხდება ღაზაში, ვფიქრობ, ჩვენი პროექტი ძალიან დაზიანდება,“ - აღნიშნა ბორელმა.
რუსეთი მის სადესანტო ხომალდზე უკრაინელების თავდასხმას ადასტურებს, თუმცა ზიანის მასშტაბზე არ საუბრობს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ფეოდოსიის პორტში სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ თავდასხმა მოხდა. უწყების თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ტაქტიკური ავიაციიდან გაშვებული მართვადი რაკეტების გამოყენებით თავდასხმის შედეგად, ხომალდი დაზიანდა. თუმცა თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რამდენად სერიოზულად დაზიანდა ხომალდი. ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. უკრაინა რუსული მართვადი რაკეტა Kh-59-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება
მყინვარწვერზე დაკარგულ კაცს ეძებენ
ყაზბეგში, მყინვარწვერზე კაცი დაიკარგა. ინფორმაცია ამის შესახებ „რუსთავი2-მა“ 25 დეკემბერს, საღამოს გაავრცელა. სამძებრო პროცესში 20-მდე მაშველია ჩართული. თავის მხრივ, „ნეტგაზეთი“ წერს, რომ კაცი მყინვარწვერზე ჯგუფთან ერთად იყო ასული, 23 დეკემბრის შემდეგ კი, მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.