ძებნის რეზულტატი:

მეუფე შიო: ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ - აღარ განმეორდეს მკრეხელობა, რომელიც ვიხილეთ წმინდა ტაძარში

„დღეს ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით… ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს,“ – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით; რომ ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს; რომ აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ამ წმინდა ტაძარში. ვევედროთ უფალს, რომ ჩვენში სუფევდეს ისეთი სულიერი განწყობა, შემართება, მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა ჩვენს სახელმწიფოში, რომ მავანმა ვერც კი გაბედოს ასეთი რამის გაკეთება და ვთხოვოთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს სულიერი წინადაცვეთის გზაზე შედგომა,“ - აღნიშნა მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას.

ჯონ კერი გადადგომას გეგმავს - CNN

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში ჯონ კერი თანამდებობიდან გადადგომას მიმდინარე წლის გაზაფხულზე გეგმავს. ეს ინფორმაცია წყარომ CNN-ს დაუდასტურა. კერისთან დაახლოებული წყაროს თქმით, ის კვლავ დაესწრება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს იანვარში და სავარაუდოდ, თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც გაემგზავრება. 80 წლის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი აშშ-ის მოლაპარაკებებს სამ საერთაშორისო კლიმატის სამიტზე ხელმძღვანელობდა. ბოლო ასეთი სამიტი დუბაიში გაიმართა. უფრო ადრე, Axios-მა დაწერა, რომ კერი თანამდებობას ტოვებს და აპირებს, რომ ბაიდენის კამპანიას შეუერთდეს. ბაიდენის ადმინისტრაციამდე, კერი დიდხანს მუშაობდა კლიმატის საკითხებზე. როგორც სახელმწიფო მდივანმა, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პარიზის შეთანხმებაზე მოლაპარაკებაში, რომელიც 2015 წელს თითქმის 200-მა ქვეყანამ მიიღო. ეს შეთანხმება მიზნად ისახავდა კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედების მოგვარებას. კერი ჯო ბაიდენთან ათწლეულების განმავლობაში ასევე მსახურობდა სენატში, სადაც ის პირველად მასაჩუსეტსის წარმომადგენლად აირჩიეს. 2009 წელს, როდესაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი გახდა, კერიმ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა. ის 2012 წელს ბარაკ ობამამ წარადგინა სახელმწიფო მდივნის პოსტზე. კერი ასევე მსახურობდა საზღვაო ძალებში ვიეტნამში.  

უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან, სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი გახდება - შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან, სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი იქნება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება პირველია, მაგრამ არა უკანასკნელი. „ბრიტანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის მიერ წარმოებული ომის დროს, ვიდრე ეს საჭირო,“ - აღნიშნა შმიგალმა.   რიში სუნაკი უკრაინას 12 იანვარს ეწვია და ქვეყნისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ეს ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია.   უკრაინის პრეზიდენტმ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ზელენსკი: უკრაინა გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა თავისი უსაფრთხოება განავითაროს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოების განვითარება, გაერთიანებულ სამეფოსთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების გაფორმების შემდეგ. „უკრაინა-დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების შეთანხმება გვაძლევს თავდაჯერებულობას, რადგან ჩვენ ვიცავთ თავს რუსული აგრესიისგან და საფუძველს ვუყრით უსაფრთხოების მყარ პოზიციებს, ვიდრე უკრაინა არ შეუერთდება NATO-ს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. გაერთიანებული სამეფო პირველია, რომელთანაც უკრაინამ მსგავს შეთახნმებას მიაღწია.  

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს დროშა უკვე არის კანდიდატი ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს დროშა უკვე არის ევროპის კანდიდატის სტატუსის ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს. „სიამაყე, სიხარული, იმედი, ეს არის ის განცდები, რომელიც მეუფლება და ალბათ, თქვენც, როცა ამ დროშის შემოსვლას, აღმართვას ვუყურებთ. ეს დროშა ყველასთვის ძალიან ბევრს წარმოადგენს. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობის სიმბოლო იმის, რისთვისაც ძალიან დიდხანს ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, კვდებოდნენ იმისთვის, რომ ეს დროშა ჩვენთვის პატივსაცემი ყოფილიყო და წარმოადგენდეს სწორედ ხვალინდელი დღის იმედს. დროშა არის ჩვენი ერთიანობის სიმბოლო. ის, რაც საქართველო იყო და იქნება. ჩვენი დროშა არის ჩვენი ძალის გამოხატულება და მინდა, რომ ეს ახალგაზრდებს ვუთხრა: ეს არ არის მხოლოდ მატერიალური სიმბოლო, დროშა წარმოადგენს ყველაფერს, რაც საქართველოს შეადგენს, მისი ღირებულებები, მისი იდენტობა, მისი მრწამსი, მისი ბრძოლა წარსულში და მისი გამარჯვებები დღეს და ხვალ. ამიტომ, ჩვენ ყველას გვევალება დროშის პატივისცემა. ამავე დროს, უნდა ვგრძნობდეთ იმ პასუხისმგებლობას, რის გარეშეც ეს დროშა არაფერს ნიშნავს. ჩვენ ყველანი ვართ ძალიან ამაყი, როცა ვუყურებთ ჩვენს სპორტსმენებს უცხოეთში, როცა გამარჯვებულები უყურებენ, როგორ აღიმართება ქართული დროშა. მადლობა მათ, რომ ამ ფორმით და ამ კუთხით წარმოადგენენ საქართველოს. ჩვენ ყველანი ვართ ამაყი, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს დროშა უკვე არის ევროპის კანდიდატის სტატუსის ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს, რომ შეადგინოს ის ახალი, დიდი, ძლიერი ერთიანობა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ჯარისკაცები ამ დროშის ქვეშ იცავენ ჩვენს ქვეყანას და დაიცავენ სადაც საჭირო იქნება. ყოველთვის ამ ქვეყნის სუვერენობის გარანტები იქნებიან ისინი, ამისთვის ჩვენი პატივისცემა და მადლიერება. ეს დროშა ამ ყველაფერს წარმოადგენს და ეს დროშა ამდენად არის ჩვენი დასაცავი, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს და იცავს იმ ფასეულობებს, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენ. დროშა ჩვენი ერთობის გარეშე კარგავს თავის ძალას, კარგავს თავის დანიშნულებას, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველაფრის მიუხედავად მივაღწიოთ იმ ძალიან დიდ ძალას, ქვეყანასა და ნებისმიერ სახელმწიფოში, რასაც ხალხის ერთობა ჰქვია. მინდა, რომ ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია, თქვენ ეს დროშა უნდა მიიტანოთ იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, რომ ის ფასეულობები რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, ის ფასეულობები ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი. თქვენ ყველას გესმით, დღეს მე რაზე ვსაუბრობ და არ მინდა, რომ ვისაუბრო, მაგრამ გესმით კარგად. თქვენ დაიცავით ქვეყანა და ამით დაიცავთ ამ დროშას. ეს დროშა იქნება მუდმივად მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვებას ვუსურვებ,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა - სეული

ჩრდილოეთ კორეამ 14 იანვარს ბალისტიკური რაკეტა ისროლა ზღვისკენ, რაც ერთი თვის განმავლობაში მისი მხრიდან რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა - სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ რაკეტის გაშვების ფაქტი დღეს დაფიქსირდა, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. თავის მხრივ, იაპონიის თავდაცვის სამინისტროც აცხადებს, რომ აქვს ცნობა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის შესაძლო გაშვებაზე, დეტალები არც მის განცხადებაშია მითითებული. ჩრდილოეთი კორეის მხრიდან ეს რაკეტის გაშვების პირველი შემთხვევაა მას მერე, რაც 18 დეკემბერს მან გამოსცადა თავისი ყველაზე მაღალტექნოლოგიური იარაღი - Hwasong-18-ი, მყარ საწვავზე მომუშავე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. Hwasong-18 გამიზნულია აშშ-ის ტერიტორიის მისაღწევად. ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა - სეული  

ყაზახეთი: ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია

ყაზახეთი მტკიცედ უჭერს მხარს "ერთი ჩინეთის" პრინციპს და ტაივანს ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ქვეყანა მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების მისაღწევად.“ „ტაივანში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ყაზახეთის რესპუბლიკა იმეორებს თავის მტკიცე მხარდაჭერას „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მიმართ და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა არის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მთელ ჩინეთს, ხოლო ტაივანი არის ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი,“ - ნათქვამია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტმა, მმართველი პარტიის კანდიდატმა ლაი ჩინ-ტიმ გაიმარჯვა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩინეთმა ლაი ჩინ-ტის „საშიში სეპარატისტი“ უწოდა, რადგან ის ტაივანის მიმართ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს უარყოფს  

დავოსში, უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით, 81 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

დავოსში, დღეს უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ანდრი ერმაკის ინფორმაციით, მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, როდესაც შეხვედრას 66 ქვეყანა და ორგანიზაცია დაესწრო. წელს, დავოსში თავისი წარმომადგენლები წარადგინეს ევროპის 39-მა, აზიის 18-მა, აფრიკის 12-მა, სამხრეთ ამერიკის 6-მა, ჩრდილოეთ ამერიკის 3-მა და ოკეანეთის 2 ქვეყანამ. „კარგი ნიშანია იმ ქვეყნების რაოდენობის მუდმივი ზრდა, რომლებიც უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე დაფუძნებულ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას უერთდებიან. ქვეყნები გლობალური სამხრეთის რეგიონებიდან სულ უფრო მეტად ერთვებიან ჩვენს მუშაობაში. ეს მიუთითებს შემდეგზე: ეს კონფლიქტი მთელი კაცობრიობის გამოწვევაა,“ - აღნიშნა ანდრი ერმაკმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, მრჩეველთა შეხვედრის გახსნისას ისაუბრა რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგებზე, თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ. ანდრი ერმაკმა აღნიშნა, რომ ორ წელიწადში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ზე მეტი და გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალის მეხუთედი.  

ფრედერიკ X დანიის ახალი მეფეა

დანიის დედოფალმა, მარგრეტე II-მ ტახტი ოფიციალურად დატოვა. დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა. მარგრეტე II-მ გადადგომის დოკუმენტს ხელი მოაწერა და გვირგვინი შვილს გადასცა. ის მეფედ კრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა გამოაცხადა. ფრედერიკ X-ს ცოლი, პრინცესა მერი, დანიის დედოფალი-კონსორტი გახდება.  

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავამ სახლებამდე მიაღწია

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავამ ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია. როგორც Reuters-ი წერს, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მანამდე გრინდავიკის მერმა ფანარ იონასონმა ვულკანის ამოფრქვევას "დიდი და სერიოზული შოკი” უწოდა. ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ გრინდავიკთან ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. სეისმური აქტივობა ღამით გაძლიერდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.  

უკრაინა და რუმინეთი უსაფრთხოების ვალდებულებების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ

უკრაინისა და რუმინეთის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ორმხრივი მოლაპარაკებები შვეიცარიის ქალაქ დავოსში, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, G7-ის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა და სახელმწიფოს მეთაურთა პოლიტიკური მრჩევლების მეოთხე შეხვედრის ფარგლებში დაიწყო.  უკრაინულ მხარეს, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი, რუმინულ მხარეს კი, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იულიან ფოტა წარმოადგენდა. რუმინეთი გახდა მე-9 ქვეყანა, რომელმაც უკრაინასთან უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. ბუქარესტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე მისი ევროპული და ევროატლანტიკური გზისადმი მხარდაჭერა.  

ტუსკი: უახლოეს დღეებში კიევში ვიქნები

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჯეი დუდასთან მომავალ შეხვედრაზე განიხილავს მის მომავალ ვიზიტს კიევში, ამის შესახებ მან 12 იანვარს პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც მისთვის, ასევე პრეზიდენტისთვის, „სიტუაცია უკრაინაში და ფრონტზე არის ნომერ პირველი საკითხი პოლონეთის უსაფრთხოებისთვის.“ ტუსკის თქმით, დუდასთან შეხვედრა ორშაბათს შედგება. „უახლოეს დღეებში კიევში ვიქნები,“ - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.  

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო შენობა დროშის ფერებში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით განათდა. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება. საქართველოს პარლამენტმა ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ, 2004 წელს მიიღო.  

შვეიცარიელი დიპლომატი: ჩინეთი უკრაინაში, ომის დასრულების მცდელობებში უნდა ჩაერთოს

ჩინეთი უნდა ჩაერთოს მცდელობებში, რათა დასრულდეს რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში. შესაბამისი განცხადება შვეიცარიის ფედერალურმა მრჩეველმა იგნაციო კასისმა დავოსში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ჩინეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რომ ვიმუშაოთ ჩინეთთან,“ - აღნიშნა კასისმა უმაღლესი დიპლომატების შეხვედრის შემდეგ, რომლებიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეიკრიბნენ, რათა უკრაინის სამშვიდობო გეგმა განეხილათ. დავოსში, დღეს უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ანდრი ერმაკის ინფორმაციით, მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, როდესაც შეხვედრას 66 ქვეყანა და ორგანიზაცია დაესწრო. წელს, დავოსში თავისი წარმომადგენლები წარადგინეს ევროპის 39-მა, აზიის 18-მა, აფრიკის 12-მა, სამხრეთ ამერიკის 6-მა, ჩრდილოეთ ამერიკის 3-მა და ოკეანეთის 2 ქვეყანამ. „კარგი ნიშანია იმ ქვეყნების რაოდენობის მუდმივი ზრდა, რომლებიც უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე დაფუძნებულ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას უერთდებიან. ქვეყნები გლობალური სამხრეთის რეგიონებიდან სულ უფრო მეტად ერთვებიან ჩვენს მუშაობაში. ეს მიუთითებს შემდეგზე: ეს კონფლიქტი მთელი კაცობრიობის გამოწვევაა,“ - აღნიშნა ანდრი ერმაკმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, მრჩეველთა შეხვედრის გახსნისას ისაუბრა რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგებზე, თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ. ანდრი ერმაკმა აღნიშნა, რომ ორ წელიწადში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ზე მეტი და გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალის მეხუთედი.

ზელენსკი ხვალ შვეიცარიას სამუშაო ვიზიტით ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტს შვეიცარიის კონფედერაციაში ორშაბათს, 15 იანვარს დაიწყებს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდება პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებს, პარტიების ლიდერებს და შვეიცარიის პრეზიდენტს, ასევე მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და არაერთ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დავოსი უკრაინის მშვიდობის ფორმულის შესახებ მეოთხე შეხვედრას უმასპინძლებს როგორც ცნობილია, 14 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ დავოსში ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური მრჩევლების მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრი იერმაკმა. მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, როდესაც შეხვედრას 66 ქვეყანა და ორგანიზაცია დაესწრო. წელს, დავოსში თავისი წარმომადგენლები წარადგინეს ევროპის 39-მა, აზიის 18-მა, აფრიკის 12-მა, სამხრეთ ამერიკის 6-მა, ჩრდილოეთ ამერიკის 3-მა და ოკეანეთის 2 ქვეყანამ. „კარგი ნიშანია იმ ქვეყნების რაოდენობის მუდმივი ზრდა, რომლებიც უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე დაფუძნებულ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას უერთდებიან. ქვეყნები გლობალური სამხრეთის რეგიონებიდან სულ უფრო მეტად ერთვებიან ჩვენს მუშაობაში. ეს მიუთითებს შემდეგზე: ეს კონფლიქტი მთელი კაცობრიობის გამოწვევაა,“ - აღნიშნა ანდრი ერმაკმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, მრჩეველთა შეხვედრის გახსნისას ისაუბრა რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგებზე, თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ. ანდრი ერმაკმა აღნიშნა, რომ ორ წელიწადში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ზე მეტი და გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალის მეხუთედი.  

რუსეთი კურსკის ოლქზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთი კურსკის ოლქზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ოლქის თავზე უკრაინული „ტოჩკა-უ“-ს ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის სამი რაკეტა გაანადგურეს. „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტოჩკა-უ“-ს სარაკეტო სისტემის რაკეტების გამოყენებით“, - აცხადებენ უწყებაში. კურსკის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განმარტებით, რაკეტები ფატეჟის რაიონში ჩამოაგდეს.  

ერმაკი: ვოლოდიმირ ზელენსკი ომის გაყინვას არასდროს დათანხმდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა დავოსში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ომის გაყინვას. "ეს პრეზიდენტი და მისი გუნდი არასოდეს დათანხმდებიან და არ მიიღებენ კონფლიქტის გაყინვას. ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის. უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები, უკრაინას სჭირდება სამართლიანი მსოფლიო და უკრაინას სურს, აღკვეთოს ნებისმიერი პოტენციური აგრესია მომავალში და იყენებს ამ შესაძლებლობას,“ - განაცხადა ერმაკმა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის ყველა მონაწილეს უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და გაეროს წესდების საკითხებზე საერთო ხედვა აქვს, მაგრამ ყველა პოზიცია არ არის „აბსოლუტურად ერთნაირი“.   „მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანას რეალურად და ღიად, სურს მიიღოს მონაწილეობა და ხელი შეუწყოს ამ ომის დასრულებას და მშვიდობის დამყარებას, მაგრამ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული გამოცდილება აქვს,“ - აღნიშნა ერმაკმა. დავოსში უკრაინის “მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 81 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ განიხილეს უკრაინის მშვიდობის ფორმულის ხუთი პუნქტი: რუსული ჯარების გაყვანა, სამართლიანობის აღდგენა, ეკოლოგიური უსაფრთხოება, ესკალაციის და ომის განმეორების პრევენცია, ომის დასრულების დადასტურება.  

უკრაინელებმა A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და Il-22-დააზიანეს - უკრაინული მედია

უკრაინული მედია „ხალხის მსახურის“ წევრ დეპუტატზე, იური მისიაგინზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ უკრაინელმა სამხედროებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული „ა-50“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და „ილ-22“ ტიპის თვითმფრინავი დააზიანეს. „უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ორ თვითმფრინავს, კერძოდ „ა-50“-სა და „ილ-22“ ბომბდამშენს, რომლებიც აზოვის ზღვის თავზე იმყოფებოდნენ,“ - წერს სახალხო დეპუტატი. უკრაინული მედია თავდაცვის ძალების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ა-50“ მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც კირილოვკას რაიონში საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებოდა. „ილ-22მ1“ კი საბრძოლო მორიგეობაზე სტრელკოვის რაიონში იმყოფებოდა. დაზიანებულ თვითმფრინავს ანაპაში დაშვება სურდა, პილოტმა ევაკუაცია მოითხოვა, ასევე ექიმები და მეხანძრეები გამოიძახა.  

ზელენსკი: არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები, იქნება მეტი დრონები - გამარჯვების პოტენციალი გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ექნება მეტი დრონები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. „ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკვე შესძინა ძალა და შესაძლებლობა უკრაინას. არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის. არის ძალიან საჭირო შეთანხმებები იარაღისა და ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე, განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია დრონები. იქნება მეტი დრონები,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების პოტენციალი აქვს. „ვამზადებთ უფრო სასიხარულო ამბებს საჰაერო თავდაცვის შესახებ. გვახსოვს რაკეტების შესახებ, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების შესახებ, რომელიც უფრო მეტი იქნება. ვზრდით ჩვენს უკრაინულ საარტილერიო წარმოებას. უკრაინას აქვს საკმარისი პოტენციალი ამ რთული ომის გზაზე გასავლელად. ჩვენ გვაქვს მსოფლიო გაერთიანების პოტენციალი. გამარჯვების პოტენციალი გვაქვს. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეს და უკრაინის გვჯეროდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  

ენტონი ბლინკენი: აშშ არ მოისვენებს, ვიდრე ღაზის სექტორში დარჩენილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ არ მოისვენებენ, ვიდრე „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება. მანამდე, მძევლებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც, რომლის თქმითაც, შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობს იმისთვის, რომ ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 100-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ექვსი ამერიკელი, შინ დაბრუნდეს. „ღაზის სექტორში ტყვეობის 100 დღე ძალიან გრძელია. აშშ არ მოისვენებს მანამ, სანამ ყველა დარჩენილი მძევალი, მათ შორის ექვსი ამერიკელი, საყვარელ ადამიანებთან არ დაბრუნდებიან,“ - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.