ძებნის რეზულტატი:

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტში, ე.წ. პრეზიდენტმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი შეიტანა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ასრულებენ უცხოეთის აგენტის ფუნქციას“. „კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებებს, ასევე აფხაზეთის სახელმწიფოს და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოეთის ჩარევის მიმართ გადაუდებელი რეაქციას,“ - ნათქვამი განმარტების დოკუმენტში. კანონპროექტის თანახმად, უცხოეთის აგენტად შეიძლება, აღიარონ როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე, ფიზიკური პირები. თუ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფიზიკური პირი ან რომელიმე ორგანიზაცია დაფინანსებას მიიღებს იმ სახელმწიფოებისგან (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, სირია), რომლებმაც ეს რეგიონი დამოუკიდებლად ცნეს, ან იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისგან, რომლებიც ამ სახელმწიფოებში არიან რეგისტრირებული, მაშინ ეს არ იქნება იმის საფუძველი, რომ შესაბამისი პირი „უცხოეთის აგენტად“ იქნეს შერაცხილი. პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ კანონს და არ განაცხადებენ შესაბამის რეესტრში თავისი „უცხოეთის აგენტად“ შეტანის შესახებ, პასუხისგებაში იქნებიან მიცემული შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად და დაისჯებიან დადგენილი წესით.  

რობინ დანიგანმა სამთავრობო ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძესთან კარგი თანამშრომლობა აქვს. როგორც დანიგანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ პოზიტიური თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგაც გაგრძელდება. „მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს შორის პოზიტიური თანამშრომლობა გაგრძელდება, როდესაც იგი პრემიერად დამტკიცდება. კარგი ურთიერთობა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთანაც, მას ვუსურვებ წარმატებას ახალ პოზიციაზე. ვულოცავ იმ მიღწევებს, რაც მას პრემიერობის პერიოდში ჰქონდა,“ – აცხადებს დანიგანი.  

რკინიგზა: სამგზავრო მიმოსვლა ხვალ დილიდან განახლდება

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ლიანდაგები გაწმენდილია და 8 თებერვალს დილიდან სამგზავრო მიმოსვლა სრულად განახლდება. 6 თებერვალს ღამით და 7 თებერვალს მთლიანი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში უამინდობის, კერძოდ, მოლითში ჩამოწოლილი მეწყრის გამო, ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისისა და თბილისი-ფოთის რეისები გაუქმდა. „ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა,“ წერს საქართველოს რკინიგზა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, რამდენიმე რეისი გაუქმდა  

რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას

რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას - ამერიკის ელჩ რობინ დანიგანის თქმით, რა თქმა უნდა, აშშ-სთან უფრო ღრმა ეკონომიკური კავშირები ქვეყანას გააძლიერებს და შესაძლებელია, კონკრეტული მიმართულებები გაძლიერდეს. „მე ვფიქრობ, ბევრმა ადამიანმა იცის, ბევრი ქვეყანა უშუალოდ არ მუშაობს თავისუფალ ვაჭრობაზე იმიტომ, რომ დიდი ხანი გრძელდება. მე ვუყურებ იმას, რომ შეიძლება, კონკრეტული მიმართულებები განვითარდეს, მაგალითად, თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დარგში, მაღალი ტექნოლოგიების დარგში, ციფრული ეკონომიკის, და ვფიქრობ, რომ არსებობს ბევრი შესაძლებლობა, ცალკეულად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით," - აღნიშნა რობინ დანიგანმა რუსთავი2-თან საუბარში.  

ნაძალადევის რაიონში 17 000 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

გაზსადენზე გადაუდებელი სამუშაოების გამო 17 000 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 8 თებერვლის 23:00 საათიდან 9 თებერვლის 10:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ცოტნე დადიანის ქ. 34-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ცოტნე დადიანის ქ. 106/კავთისხევის ქ. 19ა, დავით გურამიშვილის გამზ. 1, ც. დადიანის ქ. 118, 141, 142, 144/14, 145, 148, 152, 154, 156, 160, 193-195-197, 203, 207, 229, 259, 261, 263, 303, 305, 305ა, 307, 309, 313, 313ა, 315, 317, 319, 321, 323, 265-267/ზედაზენის ქ. 2 („ლ.დ. დეველოპმენტის“, შპს „კომფორტ პლიუსის“, შპს „მოდერნ დეველოპმენტის“, შპს „კონსოლის“, შპს „ჯოიფულის“, შპს „თბილისი გეით ინვესთმენტ ენდ თრეიდინგ კო“-ს, შპს „ლივინის“ საცხოვრებელი კორპუსები), 271-273-281, ზესტაფონის ქ. 1, 3, ჭოლა ლომთათიძის I შეს. 5, ჭოლა ლომთათიძის ჩიხი # 8, ე. მანჯგალაძის ქ. 81/ხევსურეთის ქ. 17, გ. სააკაძის/ცინცაძის ქ. 61/1, ჭყონდიდელის ქ. 10, 20, 20-2, ჭყონდიდელის ქ. 22 (შპს „სამშენებლო კომპანიის“, შპს „ბინექსის“ საცხოვრებელი კორპუსები), ჭიჭიკო ბენდელიანის ქ. 1ა, 1ბ, 12ა, 12ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, კავთისხევის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ლეჩხუმის, მახინჯაურის, სვანეთის, ხევსურეთის, ც. დადიანის ქ. (86-დან 132-ის ჩათვლით), ც. დადიანის ქ. 63, 65-1, 65-2, 77, 87ა, 87-1, 87-2, 103, 105, 107, 109, ც.დადიანის II მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 2, 3, ავთანდილ ღოღობერიძის, დაისის, ეკა ბეჟანიშვილის, თმოგვის, კნოლევის, ილურიძის, ტოროშელიძის, ქსოვრელის, ქართლის, ღრმაღელის, ჭოლა ლომთათიძის, დეპოს, საყვირის, ხრესილის, მრევლიშვილის, გიორგი ჭყონდიდელის, ზესტაფონის, დიდი ჯიხაიშის, გიორგი სააკაძის, ჯავის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ჩოდრიშვილის (ურიდიას), რაჭის, პეტრე გრუზინსკის, დომენტი ჟღენტის, კამალოვის (ლევან ქართლელიშვილის), იმერეთის, ზედაზენის, კონდოლის, კურნატოვის, კოკინაკის, ზაქარაიას, კალუჟინის, კახიანის, კოხრეიძის, სურგულაძის, სამღერეთის, ლიკანის, ლეჩხუმის, მესხიშვილის, ვასილ თამარაშვილის, მეჯვრისხევის, ნიკო მარის, ნოსტეს, ქებურიას, ცქიტიშვილის, წიკლაურის, წაღვერის, წრომის, სუმბათაშვილის, ხიმშიაშვილის, ჯანელიძის, ჭიჭინაძის, ხევსურეთის, შალვა ცინცაძის, უიარაღოს, ასკურავას (მახალდიანის), კისისხევის, ჩხიკვაძის, გომბორის, კოდალოს, კაჭრეთის, ლეჩხუმის, სართანიას, საჭილაოს, ლოტკინის ხევის, ხუდადოვის, გომარეთის, ახტალის, ენისელის, გულრიფშის, კიკნაძის, ზედა უბნის, ლისაშვილის, მაღაროს, პიონერის, მიქატაძის, ნოვოსიინსკის, წერონისის ქუჩებისა და შესახვევის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს „პირველი სამედიცინო ცენტრი“, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევიის პოლიციის მე-9 განყოფილება, მიმდებარედ ი/მ შავთვალიშვილი, შპს „ხვასტაგი“, 160-ე საჯარო სკოლა, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა, ქავთარაძის ქუჩაზე – სს „ნიკორა“, შპს „ოაზისი“, შპს „არბო 2009“, შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტი და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 9 თებერვალს 10:00 სთ-დან და დასრულება 22:00 საათისთვის. „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო. „აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის. გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – აცხადებენ კომპანიაში.

საქართელოს ეკონომიკური განვითარებისთვის და უვიზო მგზავრობისთვის, მნიშვნელოვანია დასავლური ინტეგრაცია - რობინ დანიგანი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართელოს ეკონომიკური განვითარებისთვის და უვიზო მგზავრობისთვის, მნიშვნელოვანია დასავლური ინტეგრაცია. „მე ნამდვილად მინდა, უფრო მეტი ქართველი მოგზაურობდეს აშშ-ში და ჰქონდეთ ვიზა. მე ზოგადად ვისაუბრებ უვიზო მიმოსვლაზე, ამისთვის არსებობს ძალიან ტექნიკური მოთხოვნები, რომ ქვეყანამ მიიღოს უვიზო რეჟიმი. ევროკავშირის უმეტეს ქვეყანას აქვს უვიზო რეჟიმი, ამიტომ, ამას დავუკავშირებ საქართელოს ინტეგრაციას ევროკავშირთან, რამდენად სარგებლიანია ევროკავშირში გაწევრიანება, უკეთესი სამუშაო ადგილები, უკეთესი პენსიები და ასევე მოგზაურობაც უფრო მარტივი ხდება. ვფიქრობ, საქართელოს ეკონომიკური განვითარებისთვის და უვიზო მგზავრობისთვის მნიშვნელოვანია დასავლური ინტეგრაცია," - აცხადებს დანიგანი.  რობინ დანიგანი აცხადებს, რომ აშშ-ს საქართელოსთან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. „ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ამ მთავრობასთან, ოპოზიციასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ასევე გვაქვს ხალხთაშორის კავშირი. ჩემი პირველი პრიორიტეტია, რომ გავაღრმაო ეს სტრატეგიული ურთიერთობა - ეს არის პრეზიდენტ ბაიდენის და ბლინკენის პრიორიტეტი. მე ვიმუშავებ ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში.  რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას - უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია საქართელოსი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარების სახით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო. ჩვენ ავაშენეთ, საავადმყოფოები, სკოლები, ჩავატარეთ ტრენინგები ექიმებთან, მასწავლებლებთან, დავეხმარეთ ეკონომიკის გაძლიერებაში ქვეყანას. აშშ-ს ნამდვილად სურს, რომ საქართელო იყოს ძლიერი და წარმატებული, ასევე, ძლიერი წევრი დასავლურ სამყაროში," - განაცხადა ელჩმა დანიგანმა  ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 2024 წლის არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. რობინ დანიგანის თქმით, აშშ ქართველ პოლიტიკურ სპექტრთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან აქტიურად თანამშრომლობს. „არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ქვაკუთხედი დემოკრატიისა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შეუძლიათ, აირჩიონ ლიდერები, მათი ხმა ითვლება და ეს არის შანსი დემოკრატიისა, აჩვენო, თუ ძლიერები არიან ისინი. სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები არის ერთ-ერთი იმ 9 ნაბიჯისა, რაც ევროკავშირმა გაწერა და რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ეს. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები გვინდა ჩვენ ყველას, რომ ვნახოთ საქართველოში და აშშ მხარს უჭერს ამ პროცესს. ვთანამშრომლობთ საარჩევნო კომისიასთან, ასევე, გრძელვადიან და მოკლევადიან დამკვირვებლებთან. გარდა ამისა, ეუთო/ოდირთან. ვესაუბრებით სახელმწიფო წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და მმართველ პარტიას ამ პროცესის შესახებ. ჩვენ ნამდვილად ველოდებით იმას, რომ ქართველებმა შეძლონ თავიანი ლიდერის არჩევა," - განაცხადა რობინ დანიგანიმ რუსთავი2-ის ეთერში. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

ელჩი დანიგანი: ყველას გვინდა, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ვნახოთ

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 2024 წლის არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. რობინ დანიგანის თქმით, აშშ ქართველ პოლიტიკურ სპექტრთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან აქტიურად თანამშრომლობს. „არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ქვაკუთხედი დემოკრატიისა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შეუძლიათ, აირჩიონ ლიდერები, მათი ხმა ითვლება და ეს არის შანსი დემოკრატიისა, აჩვენო, თუ ძლიერები არიან ისინი. სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები არის ერთ-ერთი იმ 9 ნაბიჯისა, რაც ევროკავშირმა გაწერა და რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ეს. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები გვინდა ჩვენ ყველას, რომ ვნახოთ საქართველოში და აშშ მხარს უჭერს ამ პროცესს. ვთანამშრომლობთ საარჩევნო კომისიასთან, ასევე, გრძელვადიან და მოკლევადიან დამკვირვებლებთან. გარდა ამისა, ეუთო/ოდირთან. ვესაუბრებით სახელმწიფო წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და მმართველ პარტიას ამ პროცესის შესახებ. ჩვენ ნამდვილად ველოდებით იმას, რომ ქართველებმა შეძლონ თავიანი ლიდერის არჩევა," - განაცხადა რობინ დანიგანიმ რუსთავი2-ის ეთერში. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავდა

აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას. 118 მილიარდი დოლარის ღირებულების საზღვრის უსაფრთხოების კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს 60 მილიარდზე მეტ დახმარებას უკრაინისთვის და 14 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარებას ისრაელისთვის. კანონპროექტს 49 სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 50 წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინსვლისთვის 60 ხმა იყო საჭირო. რესპუბლიკელები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტში არასაკმარისად მკაცრი ზომებია გათვალისწინებული მექსიკიდან არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა რესპუბლიკელები კონგრესში მას შემდეგ, რაც სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას. „არასდროს მეგონა, რომ ვნახავდი იმას, რასაც ახლა ვხედავთ,“ – აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპი ემუქრებოდა კანონმდებლებს „შურისძიებით“, თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ კანონპროექტს.  

ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა

აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 93.9% მიიღო. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენები თითქმის სრულად დათვლილია. ალიევს 2.7 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილი 1.8%-ით ზაჰიდ ორუჯმა დაიკავა, მე-3 ადგილზე კი მოსახლეობის 1.5%-ის მხარდაჭერით ფაზილ მუსტაფა გავიდა. აზერბაიჯანის რიგგარეშე არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობდა. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალიევმა ხმა ყარაბაღში მისცა  

ბლინკენი ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს ჰუმანიტარული დახმარებისა და ისრაელის რეგიონული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელელი მძევლების განთავისუფლების შესახებ შეთანხმება მიიღწევა. „დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და მთლიანად კონცენტრირებული ვართ ამ სამუშაოზე, იმედი მაქვს გავაახლებთ მძევლების განთავისუფლებას, რომელიც შეჩერდა,“ - განაცხადა ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტ, იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრის წინ. Reuters-ის ცნობით, ბლინკენი და სხვა ამერიკელი მაღალი რანგის მოხელეები მიიჩნევენ, რომ მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ ისრაელსა და ჰამასს შორის ხანგძლივი ცეცხლის შეწყვეტა საუკეთესო გზაა ისრაელის მომავალი ინტეგრაციის თაობაზე მოლაპარაკებისთვის, საუდის არაბეთთან მისი ურთიერთობის ნორმალიზების ჩათვლით. ოფიციალური პირების აზრით, ღაზის ვექტორში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა ასევე დამოკიდებულია საომარი მოქმედების შეწყვეტასთან. როგორც Reuters-ი წერს, ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, უსამა ბაჰდანმა განაცხადა, რომ მათი დელეგაცია ეგვიპტეში მიემგზავრება 8 თებერვალს კატარის და ეგვიპტის წარმომადგენლებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსალაპარაკებლად. უფრო ადრე ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და განიხილა „ჰამასის“ შემხვედრი წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ამერიკელმა და ისრაელელმა წარმომადგენლებმა შექმნეს და დაჯგუფებას კატარელი და ეგვიპტელი შუამავლების საშუალებით გადასცეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და მოსადის დირექტორი დავიდ ბარნეა. ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომის ერთადერთი გამოსავალი ჰამასზე სრული გამარჯვებაა. “საომარი ზეწოლის გაგრძელება მძევლების გათავისუფლების აუცილებელი პირობაა,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ეს ბლინკენის უკვე მეხუთე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ" რომლის დროსაც ის შეხვდა და ეგვიპტის და კატარის - ჰამასთან მძევლების შესახებ მოლაპარაკების შუამავალი ქვეყნების ლიდერებს. ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების უწყება უნდა შენარჩუნდეს. მისი თქმით, გაეროს მისია ღაზის სექტორში აფასებს სამოქალაქო მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. ნეთანიაჰუს მან თავის შეშფოთება გამოუცხადა, ისრაელის ოფიციალური პირების რიტორიკის გამო, რომელიც ვითარებას ძაბავს. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ჰამასის პასუხი იძლევა სივრცეს შეთანხმებისთვის. მან განაცხადა ასევე, რომ პალესტინელთა ავტონომიამ თვითონ უნდა მოახერხოს რეფორმირება და კვლავ ამოქმედება.  

მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ დახურულ ფორმატში უსმენენ

პარლამენტში წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ დახურულ ფორმატში უსმენს. სხდომის წამყვანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობას შესთავაზა, ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, სხდომა დაიხუროს, რის შემდეგაც კენჭისყრის შედეგად, უმრავლესობის წევრებმა, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნდობის მისაღებად გავა. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა კომიტეტებში, დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, 5 თებერვალს დაიწყო. გუშინ კი, მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციამ“ და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ერთობლივი სხდომის ფორმატში მოუსმინეს. მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს 2 თებერვალს წარედგინა. პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს დღეს უყრის.  

Bloomberg: G7 რუსეთის მიერ ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გამოყენების წინააღმდეგ ზომების მიღებას გეგმავს

Bloomberg-ის ცნობით, დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნები ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რუსი ექსპორტიორების შესაზღუდად ზომების მიღებას გეგმავენ.  ჯგუფის მიზანია, ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლის მიზნით ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი გამოყენება ვეღარ მოხდეს. ეს არის სქემა, რომლის დროსაც ტანკერები ოფიციალურად იმ ქვეყნების დროშების ქვეშ დაცურავენ, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ, თუმცა რეალურად რუსული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენენ. Bloomberg-ის ცნობით, 2023 წელს ზღვით მიწოდებული რუსული ნავთობის თითქმის სრული რაოდენობა დადგენილ ზედა ზღვარზე მაღალ ფასად იყიდებოდა. დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების ოფისის წარმომადგენელი ოლგა დიმიტრესკუ ამბობს, რომ ახალი ზომები ძალაში მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში შევა. მანვე აღნიშნა, რომ G7-ის მიზანია, რუსეთი აიძულონ, მიჰყვეს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დიდი შვიდეულის მიერ დადგენილ ფასების ზედა ზღვარს. აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა აშშ სანქციებს უწესებს კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. შეერთებულმა შტატებმა პირველი მსგავსი სანქცია გასული წლის ოქტომბერში აამოქმედა. ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია ფასების ლიმიტზე კონტროლის გამკაცრებისთვის. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ.  ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.  

სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დღეს, 8 თებერვალს, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე. 7 თებერვლის ცნობებით, 8 ადამიანის ცხედარი იყო ნაპოვნი და ერთი პირის ძებნა გრელდებოდა.  

ხაშურის მერია: დაბა სურამში განვითარდა მეწყრული პროცესები, 40 ოჯახი საშიში ზონიდან გაყვანილია

ხაშურის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაბა სურამში განვითარდა მეწყრული პროცესები. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით საჭირო გახდა ადგილობრივ მაცხოვრებელთა შორის 10 მოქალაქის გადაყვანა სასტუმროში და 40 ოჯახის საშიში ზონიდან გაყვანა. ოჯახები გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას. „გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს-ს შესაბამისი თანამშრომლები. მოსახლეობას დაბეჯითებით მოვუწოდებთ, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ სათანადო სამსახურების ყველა რეკომენდაცია და არ გაწიონ გაუმართლებელი წინააღმდეგობა, ვინაიდან ხსენებული რეკომენდაციები მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის. გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები შეისწავლიან მეწყრულ პროცესებს და კვალიფიციურად შეაფასებენ როგორც მომხდარს, ისე არსებულ რისკებს. გეოლოგიური სამსახურის შეფასების შემდგომ კი შესაბამისი სახელმწიფო სამსახური მეწყრული პროცესის აღმოსაფხვრელად იმოქმედებს შემჭიდროებულ ვადებში. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და კიდევ ერთხელ ვურჩევთ, დაემორჩილონ მერიის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის და შსს-ს წარმომადგენლების რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, სტიქიას ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მსხვერპლი მოჰყვა.  

უკრაინელებმა 11 დრონი ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ გაშვებული 17-დან 11 დრონი გაანადგურეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ყირიმიდან შეუტიეს. დრონებით იერიში იყო ოდესის, ნიკოლაევის, ვინიცისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე. ქალაქ ნიკოლაევის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი, საოფისე შენობები და კერძო საწარმო. მსხვერპლი არ არის. საცხოვრებელი კორპუსი და სასწავლო დაწესებულება დაზიანდა ოდესაში. ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ხანძარი გაჩნდა ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტზე. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არცერთი რეგიონიდან არ გავრცელებულა.  

აშშ აცხადებს, რომ ბაღდადში მოკლულია „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ აშშ-ის დარტყმის შედეგად ერაყის დედაქალაქ ბაღდადში „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური მოკლეს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებზე. საპასუხოდ, ერაყმა გააფრთხილა აშშ ბაღდადში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის გამო, რომლის დროსაც „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური დაიღუპა. ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობამ თავდასხმას „აშშ-ის ახალი აგრესია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის. ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობის სპიკერმა, თაჰსინ ალ ხაფაჯიმ აღნიშნა, რომ ეს ერაყის სუვერენიტეტის დარღვევაა. აშშ-სა და ერაყის ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმა ბაღდადში უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილა.  

„პუტინს თუ რაიმე აქვს სათქმელი, მან ეს ჰააგის სასამართლოს წინაშე უნდა თქვას“ - სანქციები ემუქრება Fox News-ის ყოფილ წამყვანს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერა

ევროპარლამენტის წევრებმა მოითხოვეს სანქციების დაწესება Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა დააანონსა. ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა და კომენტატორმა ტაკერ კარლსონმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ თანხმობა მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად. „ამაღამ მოსკოვში ვართ. აქ ვართ ინტერვიუსთვის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან," - ამბობდა კარლსონი. ტაკერ კარლსონი შუღლის გამომწვევი რიტორიკითა და შეთქმულების თეორიების გავრცელებით არის ცნობილი. ის ამბობს, რომ "ხალხის ინფორმირება" მისი მოვალეობის ნაწილია. Fox News-მა კარლსონი, არჩევნების გაყალბების შესახებ უსაფუძვლო ცნობების გავრცელებით გამოწვეული სკანდალებისა და სასამართლო პროცესების ფონზე, გასულ წელს გაათავისუფლა. მოგვიანებით კარლსონმა თავისი შოუ პლატფორმაზე X-ზე წამოიწყო. პუტინთან ინტერვიუ სწორედ X-ზე გამოქვეყნდება. ევროპარლამენტარი ურმას პაეტი ამბობს, რომ „კარლსონს სურს, პლატფორმა დაუთმოს მას, ვინც ბრალდებულია გენოციდში - ეს არასწორია. „თუ პუტინს რაიმე აქვს სათქმელი, მან ეს ICC-ის წინაშე უნდა თქვას. ამავე დროს, კარლსონი არ არის ნამდვილი ჟურნალისტი, რადგან მან აშკარად გამოხატა თავისი სიმპათია რუსეთის რეჟიმის და პუტინის მიმართ და მუდმივად ამცირებდა რუსული აგრესიის მსხვერპლ უკრაინას.“ „რადგან პუტინი ომის დამნაშავეა და ევროკავშირი სანქციებს უწესებს ყველას, ვინც მას ამ ძალისხმევაში ეხმარება, ლოგიკურია, რომ საგარეო მოქმედების სამსახურიც განიხილავს მის საქმეს,“განაცხადა თავის მხრივ, გაი ვერჰოფშტადტმა, ევროპარლამენტის წევრმა. კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ ინტერვიუ სამშაბათს არის ჩაწერილი. კომენტარი გაკეთდა უკრაინაშიც. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადამ რომ „ერთადერთი ინტერვიუ, რომელიც უსაფრთხოა ამ სიტუაციაში, არის ჰააგაში დაკითხვა.“ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ქარხანაში, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებსა და ბირთვული იარაღის კომპონენტებს აწარმოებს

ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, უდმურტეთის ქარხანაში, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებსა და ბირთვული იარაღის კომპონენტებს აწარმოებს. როგორც უკრიანული მედია წერს, აფეთქების შემდეგ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ი წერს, რომ სავარაუდოდ, აფეთქება "სარაკეტო ძრავების ტესტირების დროს" მოხდა. სხვა დეტალებზე მედია არ წერს. ვოტკინსკის ქარხანა მდებარეობს უდმურტეთის დედაქალაქ იჟევსკიდან 50 კილომეტრში. სამოქალაქო პროდუქტების გარდა, ის აწარმოებს საარტილერიო რაკეტებს, მათ შორის, სტრატეგიულ ბალისტიკურ რაკეტებს ისკანდერის კომპლექსებისთვის. ქარხანაში ასევე არის საცდელი ადგილი.  

სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა

65 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი. ინფორმაციას ჯაჭვლიანის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. სოსო ჯაჭვლიანი ბოლო წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა და კლინიკაში მკურნალობდა. სოსო ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია ფილმებში – „ნატვრის ხე“, „ამაღლება“;  „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“,  „სვანი“,  „მაიტა ნასოსი“ და სხვა. არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა – „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“,  „სვანი“ , „მაიტა ნასოსი“. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი – „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“.  

გერმანიის ელჩი: არსებობს შესაძლებელია, რომ დეკემბრის ბოლოს, ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყებაზე, თუმცა მანამდე უნდა იყოს პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით

საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ დეკემბრის ბოლოს ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, თუმცა მანამდე უნდა იყოს პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. ელჩის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ელჩის თქმით, წელს ვადები უფრო შემჭიდროებულია, რადგან ზაფხულში ევროპარლამენტში არჩევნები იქნება. „წელს ვადები უფრო შემჭიდროებულია, რადგან ზაფხულში ჩვენ გვექნება არჩევნები ევროპარლამენტში, საქართველოშიც იქნება არჩევნები. მნიშვნელოვანია სწრაფად წინსვლა ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ კარგი პარტნიორობა გვექნება საქართველოს მთავრობასთან სწრაფი წინსვლისთვის, რადგან ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს,“ – განაცხადა ფიშერმა. კითხვას, შეძლებენ თუ არა ოპოზიცია და მთავრობა ერთობლივად მუშაობას, საქართველოში გერმანიის ელჩი პასუხობს, რომ „იმედოვნებს, შეუძლიათ და ეს მათზეა დამოკიდებული.“ „ჩვენ არ წარმოვადგენთ მხარეს პარლამენტში,“ - აღნიშნა ელჩმა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა.  რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის