ძებნის რეზულტატი:
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია - სუს-ი
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სუს-ის ცნობით, პეტრე კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პუტინმა კადიროვი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“, მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. კადიროვმა კიდევ ერთი სახელმწიფო ჯილდო მიიღო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან „რუსეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.“ პუტინმა არაერთხელ დააჯილდოვა ჩეჩნეთის მეთაური სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. ამრიგად, 2022 წლის დეკემბერში კადიროვმა მიიღო ალექსანდრე ნეველის ორდენი რუსეთის პრეზიდენტისგან „ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და დიდი ეროვნული მნიშვნელობის პრობლემების ეფექტიანი გადაწყვეტისთვის.“ საერთო ჯამში, ჩეჩნეთის ხელმძღვანელს აქვს სამ ათეულზე მეტი ოფიციალური სამთავრობო ჯილდო, მათ შორის, მედალი "სამხედრო მამაცობისთვის", II ხარისხის (2000), "სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის", IV და III ხარისხის (2006 და 2021 წწ.) და რუსეთის გმირის ვარსკვლავი.
ზალუჟნის ალექსანდრ სირსკი შეცვლის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად ალექსანდრ სირსკი დანიშნა. სირსკი აქამდე უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური იყო. მანამდე ზელენსკი გენერალ ვალერი ზალუჟნის შეხვდა. „მას მადლობა გადავუხადე უკრაინის ორი წლის განმავლობაში დაცვისთვის. განვიხილეთ, თუ როგორ განახლებას საჭიროებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ასევე განვიხილეთ, ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში. ასეთი განახლებისთვის დრო სწორედ ახლაა. ვალერი ფიოდორის ძეს [ზალუჟნის] მომავალშიც შევთავაზე გუნდში ყოფნა,,”- წერდა ზელენსკი სოციალურ ქსელში. თავის მხრივ, საკითხზე კომენტირებისას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი აღნიშნავდა, რომ „ომი იცვლება და ცვლილებებს მოითხოვს.“ „საბრძოლო ქმედებები 2022, 2023 და 2024 წლებში - სამი სხვადასხვა რეალობაა. 2024 წელი ახალ ცვლილებებს მოიტანს, რომლებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. საჭიროა ახალი მიდგომები, ახალი სტრატეგიები. დღეს მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ. გულწრფელად მადლობელი ვარ, ვალერი ფიოდორის ძე [ზალუჟნი], ყველა მიღწევისთვის და გამარჯვებისთვის. დიდება უკრაინას,” - წერს უმეროვი. თავად ზალუჟნიმ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის ამოცანები განსხვავდება ამჟამინდელი ამოცანებისგან, ამიტომ გამარჯვებისთვის ყველა უნდა შეიცვალოს და მოერგოს ახალ რეალობას. „ჩვენ ერთად გადავრჩით. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და იცვლება ყოველდღე. 2022 წლის ამოცანები განსხვავდება 2024 წლის ამოცანებისგან. ამიტომ ყველა უნდა შეიცვალოს და ახალ რეალობასაც მოერგოს. ერთად გავიმარჯვოთ,“ - განაცხადა ზალუჟნიმ. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, მას და პრეზიდენტს მნიშვნელოვანი და სერიოზული საუბარი ჰქონდათ და მიიღეს გადაწყვეტილება მიდგომებისა და სტრატეგიის შეცვლაზე. „მე ვამაყობ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ყველა ადამიანით, ვინც იცავს ჩვენი შვილების მომავალს. ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ გვახსოვს და შურს ვიძიებთ. უკრაინელები აუცილებლად გაიმარჯვებენ. დიდება უკრაინას!“ - ამბობს ზალუჟნი.
ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში ოთხ მაღაროს დროებით ხურავს
კომპანია ჯორჯიან მანგანეზის განცხადებით, ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა და ამის გამო, ჭიათურაში მოქმედ ოთხ მაღაროს დროებით დახურავენ. „უხვმა ნალექმა ე.წ ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა. ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება," - წერია განცხადებაში.
უკრაინა და დანია უსაფრთხოების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ
უკრაინამ დანიასთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატი იტყობინება. „უკრაინის პრეზიდენტისა და პრეზიდენტის აპარატის უფროსის დავალებით, უკრაინამ დანიასთან უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების შესახებ დეტალური მოლაპარაკებები დაიწყო,“ - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე იჰორ ჟოვკვა, დანიის დელეგაციას კი, საგარეო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივანი ლისბეტ ზილმერ-ჯონსი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებები G7-ის უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაციის იმპლემენტაციის ფარგლებში დაიწყო, რომელსაც დანია, ნორდიელებთან ერთად, პირველ ქვეყნებს შორის შეუერთდა.
როგორ გაანადგურა რუსეთმა მარიუპოლი: НRW-ის ახალი ანგარიში
ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა SITU Research-თან და Truth Hounds-თან ერთად, რუსეთის ჯარების მიერ 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაცია ახალი დასკვნების საფუძველზე წერს, რომ 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე რუსული თავდასხმის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის - ბევრი აშკარად უკანონო თავდასხმების შედეგად. რუსული ძალების მიერ მარიუპოლის განადგურება და უკრაინული კულტურის წაშლის მცდელობა, უკრაინაში მათი სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავია. საერთაშორისო ორგანოებმა და მართლმსაჯულების ერთგულმა მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიებაზე, რომლებიც შესაძლოა, მარიუპოლში სამხედრო დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი. ანგარიშში წერია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯონ რუსული ძალების მიერ იქ საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილი აშკარა სამხედრო დანაშაულების გამო. და რუსეთმა უნდა უზრუნველყოს რეპარაციები ომის კანონების დარღვევის მსხვერპლებისა და მათი ოჯახებისათვის. ბრძოლების დროს, რომლებიც თვე-ნახევარს გრძელდებოდა, ადგილობრივი მოსახლეები ალყაშემორტყმულ ქალაქში საკვების, წყლისა და ელექტრომომარაგების გარეშე აღმოჩნდნენ. დაღუპულთა სრული რიცხვი, შესაძლოა, ვერასდროს გახდეს ცნობილი. Human Rights Watch-ი ახალ 224 გვერდიანი ანგარიშში ომის დანაშაულების გამოძიებისკენ მოუწოდებს. კვლევის ავტორებმა სასაფლაოების სატელიტური ფოტოების შესწავლისა და ქალაქში წლიური სიკვდილიანობის მონაცემებთან შედარებით დაასკვნეს, მარიუპოლში 10000-ზე მეტი ადამიანი დაკრძალეს 2022 წლის მარტიდან 2023 წლის თებერვლამდე. სულ მცირე 8000 ადამიანი დაიღუპა ბრძოლების გამო ან ომთან დაკავშირებული მიზეზებით, თუმცა მათგან რამდენი იყო მშვიდობიანი მოქალაქე, უცნობია. ამასთან, როგორც HRW აღნიშნავს, ეს მონაცემები, როგორც ჩანს, არ ასახავს დაღუპულთა რეალურ რიცხვს, რაც უფრო მაღალია, ვინაიდან ხშირად ერთ საფლავში რამდენიმე ადამიანს მარხავდნენ. რუსეთის ჯარების მიერ მარიუპოლის შტურმის შედეგად, ქალაქის ათასობით მოსახლე დაიჭრა. კიდევ ასიათასობით ადამიანი რამდენიმე კვირა აღმოჩნდა ქალაქში ალყაში მოქცეული. მათ არ ჰქონდათ ქალაქის დატოვების და ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება. მოხსენებაში მთლიანობაში აღწერილია 14 თავდასხმა, რომელთა შედეგად დაზიანდა ან დაინგრა 18 შენობა, დაიღუპნენ ან დაიჭრნენ სამოქალაქო პირები. მათ შორისაა ორი საავადმყოფოს, საცხოვრებელი სახლების, სუპერმარკეტისა და დრამატული თეატრის დაბომბვა. ამ უკანასკნელს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 16 მარტს რუსეთის ჯარებმა, თეატრზე ორი ავიაბომბი ჩამოაგდეს. უფლებადამცველების შეფასებით, აღწერილ არცერთ შემთხვევაში შენობაში ან მის მახლობლად არ ყოფილან უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, ან მათი ყოფნა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ომის კანონების თვალსაზრისით არ ამართლებდა დარტყმების განხორციელებას. ანგარიშის მომზადებისას ადამიანის უფლებების დამცველები Human Rights Watch-იდან ესაუბრნენ მარიუპოლის ასობით მოსახლეს, რომელთაც ქალაქის დატოვება ალყის შემდეგ შეძლეს. უფლებადამცველებმა 850 ფოტო და ვიდეო შეისწავლეს, რათა შეეფასებინათ ქალაქის ნგრევის მასშტაბი. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დანგრეულია საცხოვრებელი სახლების 90%-ზე მეტი. HRW-მა დაადგინა რუსეთის არმიის 17 ქვედანაყოფი, რომლებიც მარიუპოლის ოკუპაციაში მონაწილეობდნენ. რუსეთის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ, მათ შორის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ქალაქის ხელში ჩაგდებისა და რუსეთის ჯარების მოქმედებების შესახებ იცოდნენ. „ახლა რუსეთი თავიდან აშენებს მარიუპოლს და თან სპობს სამხედრო დანაშაულის კვალს,“ აღნიშნავენ უფლებადამცველები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 100 ადამიანი დაიბრუნა
ტყვეთა გაცვლის შედეგად, უკრაინაში 100 უკრაინელი დაბრუნდა. „კიდევ 100 უკრაინელი დაბრუნდა სამშობლოში. ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები. მათი უმრავლესობა მარიუპოლის დამცველია. ეს ყველა ჩვენი ხალხია და ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. ჩვენ ვმუშაობთ ყველა უკრაინელის დაბრუნებაზე, რომელიც ჯერ კიდევ ტყვეობაშია და არ გავჩერდებით, ვიდრე ამას არ გავაკეთებთ. მადლობელი ვარ ჩვენი გუნდის, რომელიც ჩართულია ტყვეების გაცვლაში იმ შედეგისთვის, რომელიც ქვეყანას სჭირდება,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. მანამდე, რუსეთმა და უკრაინამ IL-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ ტყვეები პირველად, 31 იანვარს გაცვალეს.
პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე დამტკიცდა. მინისტრთა შორის მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვალა ირაკლი ჩიქოვანმა. ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.
NATO-უკრაინის საბჭო კვლავ იკრიბება
NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა თავდაცვის მინისტრის დონეზე 15 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას NATO ავრცელებს. შეხვედრას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ცალკე შეხვედრა, რომელსაც აშშ მასპინძლობს, NATO-ს შტაბ-ბინაში, 14 თებერვალს გაიმართება. NATO-ს წევრები კიევს მილიარდობით ევროს დახმარებას და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას დაჰპირდნენ - NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის შედეგები 10 იანვარს NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის მთავარი თემა უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაძლიერება იყო. როგორც ცნობილია, საბჭოს პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 29 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა. NATO-უკრაინის საბჭო პირველად, 26 ივლისს, ვილნიუსის სამიტის შემდეგ შეიკრიბა.
აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტს განიხილავს
სასაზღვრო შეთანხმების ირგვლივ წარუმატებლობის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შევიდა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტი, რომელიც 95 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს. Reuters წერს, რომ ჩვიდმეტმა რესპუბლიკელმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს მას შემდეგ, რაც მათ ფართო მოცულობის კანონპროექტი დაბლოკეს. პროცედურული კენჭისყრა ხუთშაბათს გაიმართა. ამრიგად, კანონპროექტს მხარი დაუჭირა 67-მა სენატორმა, რაც დოკუმენტის შემდგომი განხილვის პროცესს უზრუნველყოფს. კანონპროექტს 32 მოწინააღმდეგე ჰყავდა. დოკუმენტს სულ მცირე 60 ხმა სჭირდება 100-კაციან სენატში გასასვლელად. როგორც უკრაინული მედია იუწყება, აშშ-ის კონგრესის ზედა პალატა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უყრის კენჭს კანონპროექტს, რათა ის წარმომადგენელთა პალატას გადასცეს. აშშ-ის კონგრესი ხუთშაბათს, 8 თებერბვალს იმ კანონპროექტის შემოკლებულ ვერსიას განიხილავდა, რომელიც მანამდე კენჭისყრაზე ჩავარდა. საქმე ეხება მხოლოდ სახსრების გამოყოფას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ვითარებას კი, ის საერთოდ აღარ მოიცავს. უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. „ეს კარგი პირველი ნაბიჯია. ეს კანონპროექტი აუცილებელია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მეგობრების უსაფრთხოებისთვის უკრაინაში, ისრაელში, ჰუმანიტარული დახმარებისთვის ღაზის სექტორში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ტაივანისთვის,“ - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა, უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა კენჭისყრის შემდეგ. სენატში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას, წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, სადაც ამ პაკეტის ბედი რესპუბლიკელების სკეპტიციზმის გათვალისწინებით, გაურკვეველია. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ირაკლი კობახიძე: მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს
მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მას და მინისტრთა კაბინეთს ნდობა გამოუცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების დროს მთავრობის ადმინისტრაციაში გარკვეული გადაადგილებები ნორმალური მოვლენაა. „გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ამასთან დაკავშირებით მირჩევნია, რომ სავარაუდოდ, ორშაბათს გაგიზიაროთ მეტი ინფორმაცია. ეს არის ნაკლებად პოლიტიკური საკითხი, თუმცა მესმის, რომ არის საინტერესო. ორშაბათს ალბათ ტრადიციულად გაიმართება მთავრობის პირველი სხდომა. რაც შეეხება რეზო ჯაველიძეს, რომელიც იკავებდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, არის ძალიან ღირსეული ადამიანი, პროფესიონალური, თუმცა ვნახოთ, შეიძლება, გარკვეული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ამ მიმართულებით. ეს არ არის პერსონალური საკითხი. სხვა მიმართულებითაც მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, მათ შორის მედიის ნაწილშიც. ეს არ არის პერსონალური თემა. ნორმალური მოვლენაა, როდესაც ასეთი ტიპის საკადრო გადაადგილებები ხდება, როცა იცვლება მთავრობის შემადგენლობა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მის დანიშვნას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები: ეუთო შეზღუდულ გარემოსა და პოლიტიკური ალტერნატივების ნაკლებობაზე მიუთითებს
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დამკვირვებლებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ მათ აქვთ "სერიოზული კითხვები" აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ილჰამ ალიევმა გამარჯვება დიდი უპირატესობით მოიპოვა. 8 თებერვალს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ხმების 93 პროცენტზე მეტის დათვლის შედეგად, ალიევმა ხმების 92.05 პროცენტი მიიღო. დამკვირვებლების შეფასებით, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც შეზღუდულ გარემოში ჩატარდა, ნამდვილი პოლიტიკური ალტერნატივების არარსებობა ახასიათებდა. „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის მზადება პროფესიულ დონეზე მიმდინარეობდა, მას აკლდა ნამდვილი პლურალიზმი და კრიტიკულ ხმებს მუდმივად ახშობდნენ,“ აღნიშნავს ეუთო. მისივე თანახმად, გამოხატვის თავისუფლების ხანგრძლივი შეზღუდვები გაძლიერდა ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით, რასაც შედეგად მოჰყვა კანონმდებლობა, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს. ალიევის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჰიკმეტ ჰაჯიევმა უარყო კრიტიკა და აღნიშნა, რომ არჩევნები იყო "თავისუფალი, დემოკრატიული და სრულად ასახავდა აზერბაიჯანელი ხალხის ნებას." ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნებში მონაწილე კიდევ ექვს კანდიდატს თავის საარჩევნო კამპანიაში მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკა დამაჯერებლად არ გაუკრიტიკებია და ამომრჩევლებს ნამდვილი ალტერნატივა არ ჰყავდათ. ოპოზიციური მუსავატის და აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის განცხადებით, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხდეს, ნამდვილი არჩევნები არ ყოფილა, რადგან არ იყო შეჯიბრი, თავისუფლებები სრულიად შეზღუდული იყო, ხმის მიცემა შიშის, მუქარის და ადმინისტრაციული ტერორის გარემოში ხდებოდა. ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა აზერბაიჯანის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 335 დამკვირვებლისგან შედგებოდა.
პრეზიდენტმა პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნას ხელი მოაწერა
პრეზიდენტმა პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შექიმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი პრემიერის რანგში 20-21 თებერვალს ბრიუსელში შედგება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში 20-21 თებერვალს, ბრიუსელში განხორციელდება. მან მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტი შეეხება ევროკავშირს და ასევე NATO-ს. „უკვე დაგეგმილია ვიზიტები, 20-21 თებერვალს დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელში, ეს ეხება, როგორც ევროკავშირს, ასევე, NATO-ს. დღის წესრიგიც უკვე გაწერილია, შესაბამისად, პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება,“ - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
ირაკლი კობახიძე: ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა
„ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს „გამყოფ ხაზთან“ ჩასვლა, ეს სტატუსთან არის არსებითად დაკავშირებული“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრემიერის პოსტზე მისი კანდიდატურა დაამტკიცა. „მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა. დღეს გვქონდა საუბარი საპარლამენტო განხილვის დროს იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ და მათ შორის, ადგილზე ვიზიტიც იქნება მნიშვნელოვანი, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას,“ – განაცხადა კობახიძემ. 2022 წლის ივნისში მან მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე, არ არის ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან. „რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან?" - უპასუხა მან მაშინ ჟურნალისტს და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან "მთელი ხელისუფლება დადის" და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა. „მილიონი პროექტი განხორციელდა, გაზი, წყალი, რაც მოსახლეობას აწუხებს... მე რაზე ჩავიდე დღეს იქ? უმრავლესობის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე რატომ უნდა ჩავიდეს იქ, როცა კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი?" - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს იმ პირებსა და ფირმებს, რომლებიც რუსული იარაღის წარმოებაში არიან ჩართულნი, ასევე - მონაწილეობენ იმ ძირითადი ტექნოლოგიების წარმოებაში, რომლებსაც რუსული თავდაცვის კომპანიები იარაღის შესაქმნელად იყენებენ. რუსეთის მიერ 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ევროკომისია სანქციების მე-13 პაკეტის ამოქმედებას ისახავს მიზნად. ახალი პაკეტის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა Bloomberg იტყობინება, რომ სანქციების სამიზნე იქნება 55 კომპანია და 60-ზე მეტი პირი, რომლებიც რუსეთში იარაღის წარმოებაში მონაწილეობენ. შესაძლოა, ასევე დაზარალდნენ გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში, საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებაში მონაწილეობენ. როგორც უკრაინული მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების პაკეტის შინაარსი ჯერ კიდევ არ არის გასაჯაროებული, ზოგიერთი უკვე იმედგაცრუებული იყო, რადგან ახალი პაკეტი სავარაუდოდ, იმპორტის დამატებით აკრძალვებს არ მოიცავს. „სანქციების მე-13 პაკეტი „დღემდე ყველაზე სუსტი და არაამბიციური პაკეტი იქნება,“ ამბობს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. პირველ თებერვალს ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
რუსეთში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სავარაუდოდ, დრონით შეტევა იყო
რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი იყო. ადგილობრივი ხელისუფლება ღამის 2 საათისთვის დაწყებული ხანძრის გამომწვევ მიზეზს არ ასახელებს, თუმცა, სავარაუდოდ, ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ხანძრამდე რამდენიმე აფეთქება მოხდა. დღეს დილით, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერდა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და მისი გამომწვევი მიზეზები დადგენის ეტაპზეა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ზოგადი მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის 19 „უკრაინული“ უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 2 კრასნოდარის მხარეში.
კიმ ჩენ ინი: უყოყმანოდ გამოვიყენებთ მთელ ჩვენს ძალას მტრის გასაცამტვერებლად
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყანა უყოყმანოდ გამოიყენებს მთელ თავის სამხედრო ძალას მტრების გასანადგურებლად, თუ რომელიმე მათგანი ძალას გამოიყენებს მის წინააღმდეგ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, არასოდეს გამართავს დიალოგს ან მოლაპარაკებებს სამხრეთ კორეასთან, რომელიც მისი ქვეყნის „ნომერ პირველი მტერია“ და ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი სამხედრო მზადყოფნის პოლიტიკა ერთადერთი გზაა ჩრდილოეთ კორეისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა ეს კომენტარი თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის დროს განაცხადა. „თუ მტრები შეეცდებიან ძალის გამოყენებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ მივიღებთ გაბედულ გადაწყვეტილებას, შევცვალოთ ისტორია და უყოყმანოდ გამოვიყენოთ მთელი ჩვენი სუპერ ძალა მათ გასაცამტვერებლად“, - ციტირებს KCNA-ი კომ ჩენ ინის სიტყვებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღეა დემოკრატიისთვის
უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სენატს მადლობას უხდის. მანამდე აშშ-ის სენატმა "პროცედურული მხარდაჭერა" გამოუცხადა კანონპროექტს უკრაინის დახმარების შესახებ. „მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის, მისი გადაწყვეტილების გამო, რომ უკრაინისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების დახმარების საკითხი განბლოკოს. ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერის გასაგრძელებლად და ჩვენი საერთო უსაფრთხოების გაზრდისთვის. ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღეა დემოკრატიისთვის,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.