ძებნის რეზულტატი:

ილონ მასკი: მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა მე ჭკვიანი კაცი მიწოდა, მას Starlink-ის ტერმინალებს არ გადავცემ

ილონ მასკი რუსეთისთვის თანამგზავრული ინტერნეტის აპარატურის მიწოდების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამერიკელმა მილიარდერმა ამის შესახებ X-ზე დაწერა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. მასკმა გავრცელებულ ცნობას „ყალბი“ უწოდა. „ყალბია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ SpaceX რუსეთისთვის Starlink-ის ტერმინალებს ყიდის. ეს კატეგორიულად მცდარი ინფორმაციაა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რუსეთისთვის არცერთი Starlink არც პირდაპირი, არც ირიბი გზით მიწოდებული არ ყოფილა,“ წერს მასკი და კომენტარებში ამატებს: მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა მე ჭკვიანი კაცი მიწოდა, მე მას Starlink-ის ტერმინალებს არ მივცემ.“ ამასთან, ილონ მასკმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა რუსეთს Starlink-ის ტერმინალების გამოყენება, თუ ის შუამავლის მეშვეობით არის შეძენილი. უკრაინის დაზვერვა ადასტურებს, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე Starlink-ის სატელიტურ სისტემებს იყენებს  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ზურაბიშვილმა ალიევს არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით მიულოცა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა. ადმინისტრაციის ეს განმარტება, მთავრობის წევრების მხრიდან, პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას მოჰყვა. ამავე განმარტების თანახმად, ალიევისადმი მისალოცი წერილი 9 თებერვლით არის დათარიღებული. ვიცე-პრემიერები პრეზიდენტს აკრიტიკებენ „ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვების არმილოცვის“ გამო  

13-14 თებერვალს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგეტოს ცნობით, 13-14 თებერვალს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 15 თებერვლიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. თბილისში 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 15 თებერვალს კი, მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 თებერვალს დღისით +20, +22, ხოლო 15 თებერვალს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, მოსალოდნელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, ზოგან ელჭექით, ტემპერატურაც დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, ზოგან ელჭექით, ტემპერატურაც დაიკლებს. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.  კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 თებერვალს დღის საათებში +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. 15 თებერვალს კი ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.  აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.  აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 13-14 თებერვალს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს ზოგან მოთოვს, ტემპერატურაც დაიკლებს,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიდერლანდების ექსპრემიერმა და მისმა მეუღლემ, 93 წლის ასაკში, სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულეს

ნიდერლანდების ექსპრემიერი, დრის ვან აგტი მეუღლესთან, ეუგენიასთან ერთად, ევთანაზიის შედეგად გარდაიცვალა. ცოლ-ქმარი ბოლო ხანებში მძიმედ იყო ავად. ნიდერლანდებში ევთანაზია 2022 წლიდან კანონით არის დაშვებული. ვან აგტი 1970-იან წლებში პარტიას "ქრისტიან-დემოკრატიული მოწოდება" ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში 1977 წლიდან 1982 წლამდე მსახურობდა. შემდეგ წლებში ის იყო ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციის კომისარი, ევროკავშირის წარმომადგენელი იაპონიასა და აშშ-ში. 2019 წელს ვან აგტმა ინსულტი გადაიტანა, რომლის შემდეგაც მას ჯანმრთელობა სრულად აღარ აღუდგა. მისი მეუღლე, ეუგენიაც ბოლო წლებში ასევე მძიმედ ავადმყოფობდა. წყვილმა გადაწყვიტა, 70-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ფიზიკური ტანჯვა შეეწყვიტათ და სიცოცხლე ევთანაზიით, "ხელიხელჩაკიდებულს" დაესრულებინათ. ევთანაზია მძიმედ ავადმყოფი ადამიანებისთვის, სიცოცხლის ნებაყოფლობით, უმტკივნეულო დასრულების პროცედურას წარმოადგენს.  

პაპუაშვილი USAID-ის 2020-2025 წლების სტრატეგიაში საქართველოსთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს მიესალმა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მმართველობის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს შენონ გრინს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა USAID-ის მიერ საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. ის მიესალმა USAID-ის 2020-2025 წლების სტრატეგიაში საქართველოსთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს, რომლებიც საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდასა და მედეგობის გაძლიერებისკენ არის მიმართული. „შენონ გრინმა დადებითად შეაფასა USAID-ის თანამშრომლობა საქართველოსთან. მან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის 9 ნაბიჯის განხორციელებაზე. ასევე, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები. შენონ გრინმა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა, მათ შორის, ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულების მიმართულებით,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ევროკავშირის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩი, პიტერ მიჩალკო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დროს გამოითქვა სერიოზული შეშფოთება სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMA) საქმიანობასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება თავდაპირველ შეთანხმებებს ამ მისიასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთან, აღინიშნა, რომ მისია მოქმედებს მისი გაცხადებული მიზნების საწინააღმდეგოდ და რეგიონში სტაბილურობისა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ჩამოყალიბების ხელშეწყობის ნაცვლად, აზერბაიჯანის საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად გამოიყენება. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისია არსებითად იქცა "ბინოკლების დიპლომატიის" აგენტად, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ევროპელი ოფიციალური პირებისა და არაოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს სასაზღვრო რაიონებში და ყველა ასეთი ვიზიტი გამოიყენება აზერბაიჯანის მიმართ სიძულვილის და უსაფუძვლო აზერბაიჯანოფობიის გასავრცელებლად. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთთან მშვიდობა მხოლოდ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.  

მოსკოვი აცხადებს, რომ თბილისთან კავშირების გაუმჯობესებას აპირებს

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა რუსულ სახელმწიფო მედია ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი, თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაში, აპირებს გააგრძელოს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა. „რაც შეეხება თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, როგორც ცნობილია ის 2008 წელს გაწყდა [მიხეილ] სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით. სამწუხაროდ, მათი აღდგენის შესაძლებლობა ექვემდებარება პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რეგიონის ახალ რეალობას. ჩვენი მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობის მიუხედავად, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა,“ - განაცხადა გალუზინმა. გალუზინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი, რომელიც გამოწვეული იყო 2019 წელს ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით, დაძლეულია. „გასულ წელს გაუქმდა საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და აღდგა პირდაპირი ფრენები,“ - განაცხადა ლავროვის მოადგილემ. მანვე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები დადებითად მიიღო მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა გასულ წელს „რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს“ ატარებდა.  

ნიდერლანდების სასამართლომ ქვეყნის მთავრობას, F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ისრაელში ექსპორტი აუკრძალა

მთავრობის განცხადებით, ნიდერლანდებმა, შვიდი დღის ვადაში, ისრაელში F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ექსპორტი უნდა შეაჩეროს, რადგან ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციის გამო, არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის აშკარა რისკი. F-35-ი ნაწილების ექსპორტი ნიდერლანდებიდან ისრაელში უნდა შეწყდეს. ჰააგის სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ რამდენიმე საერთაშორისო რეგულაციის თანახმად, რომლის მონაწილე ნიდერლანდებიცაა, ქვეყანამ უნდა აღკვეთოს სამხედრო ტექნიკის ექსპორტი, თუ არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის აშკარა რისკი. სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - Oxfam Novib-მა, Pax for Peace-მა და The Rights Forum-მა გაასაჩივრეს ნიდერლანდების სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ისრაელში F-35-ის ნაწილების ექსპორტის საშუალებას აძლევდა. „სასამართლო ადგენს, რომ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ ისრაელის F-35 საბრძოლო თვითმფრინავები შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევების ჩასადენად,“ - ნათქვამია ჰააგის სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.  

ზელენსკი ელექტრონულ ომს 2024 წლის მთავარ პრიორიტეტს უწოდებს

უკრაინა მუშაობს იმისთვის, რომ რეგიონებს მიაწოდოს ელექტრონული საომარი სისტემები უპილოტო თვითმფრინავებისგან დასაცავად. ეს არის უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი 2024 წელს, განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ზელენსკი თქმით, მან სამხედროებისგან მოისმინა ანგარიშები ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურისა და რეგიონული ხელისუფლების ანგარიშები საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. „წლის დასაწყისიდან დღემდე ჩამოგდებულია 359 დრონი. ჩვენი ცის დამცველების სიზუსტე, ელექტრონული ომის სისტემის მუშაობა და თითოეული ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერა საჰაერო ფარების თვალსაზრისით ფაქტობროვად სიცოცხლეს გადაარჩნს. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი მობილური საცეცხლე ჯგუფების ეფექტიანობისა გაზრდისა და უკრაინის კიდევ უფრო მეტ რეგიონში ელექტრონული ომის სისტემების მისაღებად. ეს არის წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი," - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინა ავითარებს ელექტრონული ომის სისტემებს. იმის გამო, რომ რუსეთი უკრაინელების წინააღმდეგ უპილოტო თვითმფრინავებსა და რაკეტებს იყენებს, უკრაინას ელექტრონული ომის აღჭურვილობა სჭირდება. ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თქმით, უკრაინას აქვს ამბიციები, გამოიტანოს ელექტრონული ომის წარმოება ბაზარზე და გახსნას იგი მეწარმეებისთვის. გარდა ამისა, ფედოროვის თქმით, უკრაინამ შესაძლოა, ცალკე ბრიგადა შექმნას ელექტრონული ომისთვის. რუსეთ-უკრაინის ომი არამხოლოდ რაკეტებით, უპილოტო თვითმფრინავებით, ტანკებით, არტილერიითა და ქვეითებით მიმდინარეობს. არანაკლებ მნიშვნელოვანი ბრძოლა მიმდინარეობს უხილავ ელექტრომაგნიტურ სპექტრში. აქ ძირითადი საბრძოლო ნაწილებია სხვადასხვა სენსორი, რადარი და რადიო აღჭურვილობა. ისინი ანეიტრალებენ მტრის აღჭურვილობას, ქმნიან ბლოკირებას, თრგუნავენ კომუნიკაციას და იცავენ ჯარებს მტრის თავდასხმებისგან. ელექტრონული ომი არის სისტემების ნაკრები, რომლებიც ატარებენ ელექტრომაგნიტურ ბრძოლას, სადაც ტანკებისა და იარაღის ნაცვლად არის დახვეწილი ელექტრონიკა, ხოლო ჭურვებისა და რაკეტების ნაცვლად არის ტალღები და რადიოსიგნალები.  ისინი ასრულებენ შემდეგ ფუნქციებს: ჩახშობა - მტრის სისტემების ეფექტიანობის დარღვევა ან შემცირება (ჯამინგის, ცრუ სამიზნეების და სხვა მეთოდების გამოყენებით); დაცვა - მტრის ელექტრონული ომის განეიტრალება, ობიექტების და პოზიციების დაცვა თავდასხმის იარაღისა და სადაზვერვო აღჭურვილობისგან; დაზვერვა - ინფორმაციის შეგროვება სიგნალების ჩარევის საფუძველზე ადამიანის საკომუნიკაციო არხებით, რადარის სადგურებით, რადიო ჩარევის სადგურებით და სხვა საშუალებებით.  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6524 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8584 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ელჩი დანიგანი: 2024 წლის არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიის სიძლიერის წარმოსაჩენად

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში რობინ დანიგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ტექნოლოგიების გამოყენებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად. მან ელჩთან საუბრისას ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების, ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოც. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყოველთვის იყო დიდი მხარდამჭერი საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო პროცესების განვითარების ქვეყანაში, რისი დასტურიც არის ჩვენს არაერთ საერთაშორისო პარტნიორთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. სწორედ ამის გამოძახილია დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ქალბატონ ელჩთან. ჩვენ განვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნების სამზადისი, ის გამოწვევები და საჭიროებები რომელიც დღეს ინსტიტუციის წინაშე დგას. ვისაუბრეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან როლზე საარჩევნო პროცესებში, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და რა თქმა უნდა თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასა და საარჩევნო ადმინისტრაციას მხარდაჭერა გამოუცხადა ამ მნიშვნელოვან საქმეში. „ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ცესკოს საარჩევნო პროცესში აქ, საქართველოში, და ზოგადად ყველგან, მსოფლიო მასშტაბით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები ასრულებენ უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიის სიძლიერის წარმოსაჩენად. ჩვენ ასევე განვიხილეთ აშშ-ის მხარდაჭერა ამ პროცესის მიმართ. ჩვენ ცესკოს მხარს ვუჭერთ სხვადასხვა პროგრამით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. ჩვენი რეალური მიზანი, აშშ-ის მიზანია, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი და ქართველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი ხმის უფლება,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა. შეხვედრის დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მადლობა გადაუხადა ელჩს პირადად ამ საკითხებით დაინტერესებისთვის, გამოხატული ინტერესისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ გამოხატავს. შეხვედრას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე და აშშ საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი კელი მაკინტოში. ელჩი დანიგანი: ყველას გვინდა, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ვნახოთ  

აშშ-ის შემდეგ, ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ექსტრემისტი ისრაელის მოქალაქე ახალმოსახლეები პალესტინელებს ემუქრებიან, ხშირად იარაღის გამოყენებით და აიძულებენ დატოვონ მიწა, რომელიც კანონიერად მათ ეკუთვნით,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწესებული სანქციები მკაცრ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს ითვალისწინებს. „ეს საქციელი უკანონო და მიუღებელია. ისრაელმა უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს და ახალმოსახლეების ძალადობა შეაჩეროს. ძალიან ხშირად ჩვენ აღებულ ვალდებულებებს ვხედავთ, მაგრამ მათი შესრულება არ ხდება,“ - აღნიშნა დევიდ ქემერონმა. ბაიდენმა დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინელებზე თავდასხმაში დადანაშაულებულ ოთხ ისრაელელს სანქციები დაუწესა  

მოლდოვა აცხადებს, რომ მის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რუსული დრონი ასაფეთქებელ ნივთიერებებს შეიცავდა

უკრაინის მეზობელ მოლდოვაში ჩამოვარდნილი რუსეთის დრონი ასაფეთქებელ ნივთიერებებს შეიცავდა. ამის შესახებ მოლდოვის პოლიცია აცხადებს. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპსოიმ უკრაინაზე რუსეთის "ბარბაროსული თავდასხმები"დაგმო. მოლდოვის პოლიციამ 12 თებერვალს განაცხადა, რომ "შაჰედის" ტიპის დრონის ნაწილების შემოწმებისას, 50 კილოგრამის მოცულობის ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. დრონი მოლდოვის სამხრეთში მდებარე ქალაქ ეტულიას სიახლოვეს, უკრაინის საზღვართან ჩამოვარდა. პოლიციის თქმით, მოპოვებული და გაუვნებელყოფილია დრონის ყველა კომპონენტი. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპსოიმ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის "მუდმივი ბარბაროსული თავდასხმები" დაგმო პლატფორმაზე X.  

Rheinmetall გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებას, მათ შორის, უკრაინისთვის

Rheinmetall საბრძოლო მასალის ახალი ქარხნის მშენებლობას იწყებს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლციმა, დანიის პრემიერ მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და ბევრმა სხვა პოლიტიკოსმა, საქსონიაში, ახალი ქარხნისთვის საძირკველის ჩაყრაში მონაწილეობა მიიღეს. თავის გამოსვლაში შოლცმა ამ დღეს უწოდა „განსაკუთრებული დღე მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის.“ „შთამბეჭდავია პროექტის მასშტაბები და მისი განხორციელების სიჩქარე,“ განაცხადა კანცლერმა. შოლცმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობის მნიშვნელობას იარაღის წარმოების საკითხში. ახალი ქარხნის დახმარებით გერმანიას შეუძლია, უზრუნველყოს საბრძოლო მასალის გრძელვადიანი მიწოდება საკუთარი და ევროპაში პარტნიორების საჭიროებებისთვის. ქარხნის საწარმოო სიმძლავრე, რომელმაც მუშაობა მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს, წელიწადში 200 000 საარტილერიო ტყვია (100 000 პირველ წელს) იქნება. სამომავლოდ ქარხანა ყოველწლიურად გამოიმუშავებს 1900 ტონამდე ჰექსანის ასაფეთქებელ ნივთიერებას და საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო მასალის წარმოებისთვის სხვა კომპონენტებს. გარდა ამისა, ქარხანა აწარმოებს სარაკეტო ძრავებს და საბოლოოდ, ქარხანა „პუმას“ ტანკებსაც გამოუშვებს. საწარმოში ინვესტიციები, კომპანიის ინფორმაციით, დაახლოებით 300 მილიონ ევროს მიაღწევს და 500-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ გზით იქმნება საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების კიდევ ერთი ევროპული ცენტრი, რაც მნიშვნელოვანი წვლილი იქნება გერმანიისა და მისი NATO-ს პარტნიორების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. გარდა ამისა, გერმანიას შეეძლება, გაზარდოს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება.  

რუსეთი Starlink-ის ტერმინალებს მესამე ქვეყნების მეშვეობით იღებს - უკრაინის დაზვერვა

რუსული ძალები მესამე ქვეყნებიდან უკანონოდ მოიპოვებენ Starlink-ის სატელიტურ ტერმინალებს და აძლიერებენ მათ გამოყენებას უკრაინის ფრონტის ხაზზე. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს პრესსპიკერმა ანდრი იუსოვმა Reuters-ს განუცხადა. ცდილობს თუ არა უკრაინა რუსეთის მიერ ტერმინალების გამოყენების შეჩერებას, იუსოვმა უპასუხა: „დიახ, სამუშაო მიმდინარეობს.“ Starlink ამბობს, რომ ის რაიმე სახის ბიზნესს რუსეთის მთავრობასთან ან სამხედროებთან არ ეწევა.   Rheinmetall გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებას, მათ შორის, უკრაინისთვის  

ფინეთის პარლამენტმა TikTok-ის გამოყენება აკრძალა

ფინეთის პარლამენტის IT დეპარტამენტმა, საპარლამენტო პლატფორმებზე TikTok აპლიკაციის გამოყენება უსაფრთხოების მიზნით აკრძალა. ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის პრესსამსახურმა 12 თებერვალს განაცხადა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ რისკის შეფასების განხილვის შემდეგ, შესაბამისი ბრძანება გაიცა. მარტიდან TikTok-ის ინსტალაცია ტექნიკურად დაიბლოკება. ფინეთის პარლამენტმა ამ ნაბიჯის მიზეზი არ დაასახელა, მაგრამ გასულ თვეში ფინეთის უსაფრთხოების პოლიციამ (SUPO) გამოვიდა გაფრთხილებით, რომ TikTok მომხმარებლის მონაცემებმა შესაძლოა, ჩინეთის უსაფრთხოების ორგანოებში გაჟონა. თავად TikTok-ის ცნობით, აპლიკაციას 1,5 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ფინეთში, ხოლო შინაარსის მოდერაციას ენის 40 ფინელი ექსპერტი ახორციელებს. გასულ წელს, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, უსაფრთხოების რისკების გამო, TikTok-ის საჯარო სამსახურებისთვის, სამხედრო პერსონალისთვის და სამართალდამცავი ოფიცრებისთვის გამოყენების შეზღუდვა დაიწყო.  

ესტონეთის პრემიერი ტრამპის განცხადებაზე: შეიძლება, ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებამ შეიძლება, ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს. „ვფიქრობ, იმან, რაც აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატმა თქვა, ასევე, შეიძლება ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს, რომლებსაც ბევრი რამ არ გაუკეთებიათ თავდაცვისთვის“ - განაცხადა კაია კალასმა. „NATO-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება“ - გამოხმაურებები ტრამპის განცხადებაზე მეცოლას შეფასებით ნებისმიერი მსგავსი განცხადება უნდა იყოს მიღებული იმ გაგებით, თუ რა საშიშროება შეიძლება, მოჰყვეს მას, მაგრამ ასევე მტკიცედ უნდა გაიაზრონ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თავდაცვაზე მეტი უნდა დახარჯოს. „ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის ადმინისტრაციას. ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა ერთმანეთის დაცვა შევძლოთ,“ - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.  

რობერტა მეცოლა: ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის ადმინისტრაციას

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროკავშირმა თავდაცვაზე უფრო მეტი უნდა დახარჯოს. მეცოლა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ NATO-სთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი. „ევროკავშირმა მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას, რომ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა ერთმანეთის დაცვა შევძლოთ და ნებისმიერი მსგავსი განცხადება უნდა იყოს მიღებული იმ გაგებით თუ რა საშიშროებაც შეიძლება მოჰყვეს მას, მაგრამ ასევე მტკიცედ უნდა გავიაზროთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო,“ - აღნიშნა რობერტა მეცოლამ. ესტონეთის პრემიერი ტრამპის განცხადებაზე: შეიძლება, ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს  

საგამოძიებო სამსახური: დაკავებულია კაცი, რომელიც ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 1978 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულ ქალს ღამით საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს შესვლას ცდილობდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს სამმართველომ, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული. მისი პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს,” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რუსეთი ერევნისგან გარანტიებს ითხოვს, რომ პუტინს სომხეთში შესაძლო ვიზიტის დროს არ დააკავებენ

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სომხეთში შესაძლო ვიზიტისთვის კონკრეტული გარანტიების მიღებაა საჭირო. „ჩვენ უკვე ვთქვით, რომ, უსიტყვოდ, ახალ რეალობას, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის ამ საერთაშორისო სტატუტში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ ჰქონდეს ნეგატიური გავლენა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან გარკვეული გარანტიების მიღება ჩვენი სომეხი პარტნიორებისგან. ეს საკითხი ჯერ კიდევ უნდა გადაწყდეს ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რასაც ვაპირებთ," - აღნიშნა პესკოვმა. „მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა“ - ფაშინიანის პასუხი შეკითხვაზე, დააპატიმრებდა თუ არა სომხეთი პუტინს ICC-ის ორდერის საფუძველზე