ძებნის რეზულტატი:

ბორელი აშშ-ს სთავაზობს, ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხს გადახედოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აშშ-ს სთავაზობს, რომ ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხს გადახედოს. ჯოზეფ ბორელმა ჯო ბაიდენის სიტყვები გაიხსენა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის პასუხი „ზედმეტად მკაცრი“ იყო. „თუ ფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, თქვენ შეგიძლიათ, ნაკლები იარაღი მიაწოდოთ, რათა უამრავი ადამიანის სიკვდილი თავიდან აიცილოთ. თუ საერთაშორისო საზოგადოება თვლის, რომ ეს ხოცვა-ჟლეტაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, შეიძლება, ჩვენ იარაღის მიწოდების საკითხზე დავფიქრდეთ,“ - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. 10 თებერვალს ისრაელმა ინტენსიური საჰაერო იერიში მიიტანა ღაზის ქალაქ რაფაჰზე, რომელსაც თავს აფარებს მოსახლეობის დიდი ნაწილი. მანამდე, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის სამხედროებს უბრძანა, "მოემზადონ ოპერაციისთვის" ამ სამხრეთით მდებარე, სასაზღვრო ქალაქში, რომელიც პალესტინელებისთვის უკანასკნელ თავშესაფრადაა ქცეული. გავრცელებული ინფორმაციით, რაფაჰს თავს აფარებს 1,3 მილიონი ადამიანი. ნეთანიაჰუს მხრიდან ჩაფიქრებულ შეტევას მწვავე კრიტიკა მოჰყვა უფლებადამცველი ორგანიზიების და ვაშინგტონის მხრიდან. პალესტინელები ამბობენ, რომ გასაქცევი აღარსად რჩებათ. გასული წლის 7 სექტემბერს დასავლეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

შოლცი: თავდაცვის აღჭურვილობის ფართომასშტაბიან წარმოებაზე უნდა გადავიდეთ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად არამხოლოდ აშშ-მ, არამედ, ევროპის ყველა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. „ჩვენ თავდაცვის აღჭურვილობის ფართომასშტაბიან წარმოებაზე უნდა გადავიდეთ. უკრიანის მხარდასაჭერად არამხოლოდ აშშ-მ, არამედ, ევროპის ყველა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. აქამდე გაცემული დაპირებები საკმარისი არ არის. მხოლოდ გერმანიის ძალისხმევა საკმარისი არ არის,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა. შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ინდუსტრიას ახლა NATO-ს 2%-იანი მიზნის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის იმედი უნდა ჰქონდეს. „ეს სასწრაფოდ საჭიროა. რადგან, რაც არ უნდა მკაცრი იყოს რეალობა: ჩვენ მშვიდობიან დროში არ ვცხოვრობთ,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.  

ორბანი: თუ სერბეთი ევროკავშირის წევრი რაც შეიძლება სწრაფად არ გახდება, მას დავკარგავთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ახალი გაფართოების დაწყებამდე ევროკავშირმა ძველი გაფართოების ამოცანა უნდა შეასრულოს. „თუ სერბეთის ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად არ მოხდება, მაშინ მას დავკარგავთ. სერბეთს სხვა ვარიანტები აქვს. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ახლახანს გააფორმა,“ - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. როოგორც Politico წერს, სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს გააკეთა, მაგრამ მისი ევროინტეგრაციის გზა დემოკრატიული პროცესების უკანდახევისა და რუსეთთან და ჩინეთთან მჭიდრო კავშირების გამო შეფერხებულია.  

სოფელ ერგნეთში IPRM-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება

13 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 117-ე შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე ამ შეხვედრაზე მოითხოვს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას, უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის შეჩერებას. ერგნეთში ბოლო შეხვედრა გასული წლის 13 დეკემბერს ჩატარდა, სადაც მთავარი განსახილველი თემა 2023 წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალის სალოცავთან, საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა იყო. ამ საკითხზე დისკუსია 117-ე შეხვედრაზეც გაგრძელდება. შს სამინისტროს განცხადებით, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლების შესაბამისად მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ, 2023 წლის 23 ნოემბერს დამტკიცებული მრავალპარტიული რეზოლუცია მოითხოვს: საქმის საფუძვლიან გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას; "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" ევროპული ანალოგის შექმნას [საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით]; მიზანმიმართული სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი. ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.  

Bloomberg: ევროკავშირმა უკრაინაში ომის მხარდაჭერის გამო, ჩინურ კომპანიებს შესაძლოა, პირველი სანქციები დაუწესოს

ევროკომისია ახალ სავაჭრ შეზღუდვებზე მსჯელობს დაახლოებით 20 კომპანიის მიმართ, მათ შორის, არის სამი ჩინეთში დაფუძნებული კომპანია, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერაში არიან ბრალდებულნი. ამის შესახებ Bloomberg სანქციების პროექტზე დაყრდნობით იტყობინება. ევროკავშირის მიერ განხილული სანქციების სიას დაემატა კომპანიები ჰონგ-კონგიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან. დამტკიცების შემთხვევაში, ჩინეთის იურიდიული პირები პირველად დაექვემდებარებიან ევროკავშირის სანქციებს უკრაინაში რუსული აგრესიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობით, სანქციების წინადადებას ჯერ კიდევ სჭირდება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ დამტკიცება და, შესაბამისად, ის ცვლილებას ექვემდებარება. რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი  

საფრანგეთი რუსეთს საკვანძო საარჩევნო წელს დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს

საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებმა 12 თებერვალს რუსეთი, უკრაინის დასავლელი მხარდამჭერების წინააღმდეგ, ხანგრძლივი მანიპულაციური კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, გააძლიერა ძალისხმევა ინფორმაციის მანიპულირების და სიცრუის გავრცელების მიზნით, რითიც მიზანში იღებს კიევის დასავლელ მოკავშირეებს, მათ შორის პოლონეთს, გერმანიას და საფრანგეთს. საქმე ეხება პოსტებს სოციალურ მედიაში, მაგალითად პლატფორმაზე X, და ვებგვერდებზე, მათ შორის, Sputnik-ზე. საფრანგეთი რუსეთს დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი იგივე რჩება, აცხადებენ ოფიციალური პირები: გაამართლოს უკრაინაში მისი შეჭრა, დისკრედიტაცია მოახდინოს და შეამციროს უკრაინის სამხედრო წინააღმდეგობა და ძირი გამოუთხაროს მშვიდობიანი მოსახლეობის გამძლეობას ქალაქებსა ყოველდღიური თავდასხმების დროს.  ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია სცილდება უკრაინის ომს. ფრანგი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვან საარჩევნო წელს, რუსეთი მუშაობს ამომრჩევლებში დაბნეულობის შეტანასა და მათ დაშინებაზე; ზოგიერთი კანდიდატის დისკრედიტაციასა და სხვების მხარდაჭერაზე. ასევე, მეგა სპორტული ღონისძიებების ჩაშლაზე, როგორიცაა, პარიზის ოლიმპიადა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გერმანიაში. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების სამართლებრივი საფუძველი შექმნა

ევროკავშირმა რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ქმნის. საბჭომ გადაწყვიტა, რომ ცენტრალურმა დეპოზიტარებმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის 1 მილიონ ევროზე მეტ აქტივებს ფლობენ, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების შედეგად დაგროვილი გადაუდებელი ფულადი სახსრები ცალ-ცალკე უნდა აღრიცხონ და ასევე, შესაბამისი მიღებული შემოსავალი ცალ-ცალკე შეინახონ. „ეს გადაწყვეტილება საბჭოს საშუალებას აძლევს, რომ ამ წმინდა მოგებიდან ევროკავშირის ბიუჯეტში ფინანსური შენატანის შესაძლო დაწესების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება, რათა უკრაინას და შემდგომში მის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მხარი დაუჭიროს,“ - აცხადებს ევროკავშირის საბჭო. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად ევროკავშირში, ავსტრალიასა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებში, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 260 მილიარდი ევროს აქტივებია გაყინული. რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი  

ზელენსკი: მობილური საცეცხლე ჯგუფებისთვის უფრო დიდ შესაძლებლობებს უზრუნველვყოფთ

„მეტი დაცვის მიზნით, ჩვენ ვაძლევთ უფრო მეტ ძალას და შესაძლებლობებს ჩვენს მობილურ საცეცხლე ჯგუფებს. ჩვენ გავზრდით ასეთი ჯგუფების რაოდენობას. ისინი რუსული ტერორისგან ჩვენი თავდაცვის ერთ-ერთი საყრდენია და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მსახურობს მობილურ საცეცხლე ჯგუფებში, წვრთნის მათ და ეხმარება მათ,“ ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა. „როგორც ყოველთვის, შტაბის სხდომაზე ერთ-ერთი ანგარიში ფოკუსირებული იყო ყველა ქვედანაყოფის უზრუნველყოფაზე: საბრძოლო მასალის, თვითმფრინავების, ელექტრონული ომის შესახებ. ყველა უკრაინაში, ვისაც შეუძლია ელექტრონული ომის ეფექტიანი სისტემების წარმოება, იმსახურებს სახელმწიფოს სრულ მხარდაჭერას ყველა დონეზე: ცენტრალურ დონეზე - მთავრობისგან - და ყველა რეგიონში, რომელსაც აქვს ასეთი პოტენციალი. მადლობელი ვარ ადგილობრივი ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისა და ყველა უკრაინელი მეწარმის, ელექტრონული ომის სისტემების ყველა უკრაინელი შემქმნელის,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  

Bloomberg: ზელენსკი ევროპულ ტურნეს გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში სამუშაო ვიზიტით დასავლეთ ევროპას ეწვიოს. Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზელენსკიმ, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ევროპული ტურნეს ფარგლებში ზელენსკი პარიზსა და ბერლინსაც ეწვევა. ასევე განიხილება ლონდონში ვიზიტის შესაძლებლობა. Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ზელენსკი გეგმავს, ფოკუსირება მოახდინოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაჩქარების, ასევე, უკრაინის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული შეთანხმებების ხელმოწერის საკითხებზე.  

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს საზღვარზე ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციაში ადანაშაულებენ. მხარეები დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ იუწყებიან. „12 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების მორიგი სამხედრო პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. სომხური მხარის ეს პროვოკაცია სერიოზულ დარტყმას აყენებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესს. ბოლო 4-5 თვის სტაბილურობის პირობებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებები აშკარად ეწინააღმდეგება სომხეთის გაცხადებულ სამშვიდობო გზავნილებს," წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში. თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომაც. უწყების განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე პროვოკაცია სცადეს, განადგურდნენ. მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ნერკინ ხანდას მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არის ორი დაღუპული და დაჭრილები,“ - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაშ  

ნიუ-იორკის მეტროსადგურში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ნიუ-იორკში, ბრონქსში მდებარე მეტროსადგურ Mount Eden-ში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა. პოლიცია სულ მცირე ერთ ადამიანს ეძებს, რომელმაც ცეცხლი გახსნა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა რამდენიმე ეჭვმიტანილის არსებობას არ გამორიცხავს. სროლა მოზარდთა ორ ჯგუფს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. მოკლულია 34 წლის კაცი. დაშავებულთა შორის კი, 14 წლის გოგო, 15 წლის ბიჭი და 28, 29 და 71 წლის მოქალაქეები არიან. ნაწილი კამათში მონაწილეობდა, ნაწილი კი - მატარებელს ელოდებოდა.  

უკრაინა 16 დრონის განადგურების შესახებ იუწყება

საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ რუსების მიერ გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 23 დრონიდან 16 გაანადგურეს. „მტერმა შეტევა Shahed-136/131 ტიპის 23 უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკისა და ყირიმის ოლქის ტერიტორიიდან განახორციელა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. მათი ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები. „საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში მტრის 16 დრონი განადგურდა,“ - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.  

უკრაინის მოკავშირეები - საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ, გააგრძელონ კოორდინაცია ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში და უახლოეს მომავალში ვაიმარი-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა გამართონ. საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებით, საგანგებო დრო მოითხოვს საგანგებო ზომებს. „ამ ფონზე, ჩვენი მიზანია, ევროკავშირი უფრო ერთიანი, ძლიერი გავხადოთ, რათა შეძლოს და უპასუხოს დღევანდელ უსაფრთხოების გამოწვევებს. ჩვენ ასევე ძლიერი და ერთიანი NATO-ს ერთგულნი ვართ. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში, რათა ის ევროკავშირის სამსახურში ჩავაყენოთ და გავხადოთ ის იმაზე უფრო ინსტრუმენტული, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ - წერია განცხადებაში. საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს. მინისტრები აღნიშნავენ, რომ რუსეთს ევროპის დაღლილობის იმედი არ უნდა ჰქონდეს. „უნდა მოელოდეს სრულ პასუხისმგებლობას უკრაინაში ჩადენილი ყველა უკანონო ქმედებისა და დანაშაულისთვის. ყველა რუსი დამნაშავე უნდა დაისაჯოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ალიანსის ძალასა და გადაწყვეტილებაში, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი დუიმი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად. ქვეყნები გააგრძელებენ ერთად მუშაობას, რათა დაეხმარონ უკრაინას ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინსვლაში.  

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ, რუსეთისა და ბელორუსისთვის სანქციების ვადა გაახანგრძლივა

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) საბჭომ საერთაშორისო შეჯიბრებიდან რუსეთისა და ბელორუსის ნაკრებების კიდევ ერთი წლით გამორიცხვის შესახებ განაცხადა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ყინული ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთ და ბელორუს სპორტსმენებს, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა 2022 წლის გაზაფხულზე შეუჩერა, „საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე, საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთისა და ბელორუსიის ნაკრებების დაბრუნება IIHF-ის შეჯიბრებებში ჯერაც არ არის უსაფრთხო, ამიტომ ეს გუნდები 2024/25 წლების სეზონში მონაწილეობას არ მიიღებენ,“ - ნათქვამია IIHF-ის პრესრელიზში. რუსეთს 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამართვის უფლებაც ჩამოართვეს. ის ნოვოროსიისკსა და ომსკში უნდა ჩატარებულიყო. რუსეთისა და ბელორუსის ნაკრებებმა უკვე გამოტოვეს 2022 და 2023 წლების მსოფლიო ჩემპიონატები და ახლა 2024 წლის ჩემპიონატს გამოტოვებენ. გარდა ამისა, ბელარუსი ვერ მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ რაუნდში, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გაიმართება. რუსეთის საფეხბურთო ნაკრებ გუნდს აეკრძალა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა, რუსეთის საფეხბურთო კლუბები კი გაირიცხნენ ევროპის მთავარი ტურნირებიდან - ჩემპიონთა ლიგიდან და ევროპის ლიგიდან. ამავდროულად, უკრაინის ნაკრები ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, უკრაინამ ჯგუფის ყველა და მეტოქე - პოლონეთი, კორეა და ესტონეთი დაამარცხა.  

აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

აშშ-ის სენატში 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კანონპროექტმა, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისა მხარდაჭერას მოიცავს, რამდენიმე პროცედურული დაბრკოლება გადალახა. სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტის კანონპროექტის ტექსტის შესახებ დებატების დასრულებას მხარი დაუჭირა. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ში უკრაინის ელჩი ოქსანა მარკაროვა ავრცელებს. ამერიკელმა სენატორებმა ჯერ „დემოკრატი“ სენატორის, პეტი მიურეის შესწორებას, შემდეგ კი, კანონპროექტის განახლებული ტექსტის შესახებ დებატების დასრულებას დაუჭირეს მხარი. საჭირო 60-დან ხმიდან კანონპროექტის ტექსტის განხილვის დასრულებას მხარი 66-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 33 წინააღმდეგი იყო. აშშ-ის კონგრესი ხუთშაბათს, 8 თებერბვალს იმ კანონპროექტის შემოკლებულ ვერსიას განიხილავდა, რომელიც მანამდე კენჭისყრაზე ჩავარდა. საქმე ეხება მხოლოდ სახსრების გამოყოფას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ვითარებას კი, ის საერთოდ აღარ მოიცავს. უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. „ეს კარგი პირველი ნაბიჯია. ეს კანონპროექტი აუცილებელია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მეგობრების უსაფრთხოებისთვის უკრაინაში, ისრაელში, ჰუმანიტარული დახმარებისთვის ღაზის სექტორში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ტაივანისთვის,“ - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა, უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა კენჭისყრის შემდეგ. სენატში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას, წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, სადაც ამ პაკეტის ბედი რესპუბლიკელების სკეპტიციზმის გათვალისწინებით, გაურკვეველია. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

დერეკ შოლემ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ შოლე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. დერეკ შოლე აღნიშნავს, რომ მან ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერა დაუდასტურა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს პოზიტიური სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. მე მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი,” - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან მუშაობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით, როცა ისინი დემოკრატიული, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან  

გერმანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დიგიტალიზაციის პროექტს ახორციელებს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით, საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დიგიტალიზაციას აფინანსებს.   გერმანიის საელჩოს ცნობით, პროცესში ჩართულია გერმანიის მთავრობის მრავალწლიანი პარტნიორი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა(GCCI). მისასალმებელი სიტყვით ღონისძიება გახსნეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ლიდია კრისტმანმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოტაშვილმა და პროექტის „DT4SME“ დირექტორმა ბატონმა ნიკლას რუფერმა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში (თბილისის გარდა) მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული უნარების განვითარებას. პროექტის პირველ ეტაპზე  შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ სიღრმისეული ციფრული ბიზნეს-საჭიროებების დიაგნოსტიკა, აღნიშნული შედეგების საფუძველზე წამყვანი ექსპერტების მიერ შემუშავდება მათ საჭიროებებზე მორგებული უნიკალური ტრენინგ პროგრამა. ტრენინგების პარალელურად მონაწილეები ისარგებლებენ დარგის წამყვანი ექსპერტების მაღალკვალიფიციური ინდივიდუალური კონსულტაციებით. პროექტი შესაძლოა, მოიცავდეს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოება ციფრული მარკეტინგი  და სოციალური მედია ხელოვნური ინტელექტი და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება პროგრამული უზრუნველყოფა (HR ადმინისტრირება;საბუღალტრო; საგადასახადო) მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა ელექტრონული კომერცია, ონლაინ გადახდები და სხვა  

აშშ ღაზის სექტორში ექვსკვირიან ზავს ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მუშაობს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევაზე, რომელიც ღაზაში ბრძოლის მინიმუმ ექვსი კვირით შეჩერებას გამოიწვევს. ჯო ბაიდენის თქმით, შეთანხმების ძირითადი კომპონენტები „უკვე მაგიდაზეა" და შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის განხორციელდეს. „შეთანხმება მოიტანს დაუყოვნებელ და მდგრად სიმშვიდეს ღაზის სექტორისთვის სულ მცირე ექვსი კვირის განმავლობაში, რაც შემდეგ შეგვიძლია, გამოვიყენოთ რაღაც უფრო ხანგრძლივის შესაქმნელად", - აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში, იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრის შემდეგ. „ბოლო ერთი თვის განმავლობაში მე მქონდა ზარები პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან, ისევე როგორც ეგვიპტისა და კატარის ლიდერებთან იმისთვის, რომ წინსვლა მომხდარიყო. შეთანხმების ძირითადი ელემენტები მაგიდაზეა. არის ხარვეზები, რომლებიც რჩება, მაგრამ მოვუწოდე ისრაელის ლიდერებს, გააგრძელონ მუშაობა შეთანხმების მისაღწევად. შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მოხდეს,“ - განმარტა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრაზე განიხილეს რაფაჰთან დაკავშირებული სიტუაცია და ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდების უზრუნველყოფის საკითხი. „იქ ბევრი იძულებით გადაადგილებული ადამიანი იმყოფება, რომლებიც ძალადობას ჩრდილოეთისკენ გაექცნენ და ახლა ისინი რაფაჰს აფარებენ თავს, დაუცველები და უსუსურები. მათ დაცვა სჭირდებათ. ჩვენ თავიდანვე ცხადად განვაცხადეთ, რომ ვეწინააღმდეგებით ღაზადან პალესტინელების იძულებით გადაადგილებას,“ - აღნიშნა ბაიდენმა. იორდანიის მეფე აბდულა აცხადებს, რომ აუცილებელია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება. მან დაგმო ისრაელის სამხედრო ოპერაცია რაფაჰში და ხაზი გაუსვა, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს კიდევ ერთ ჰუმანიტარულ კატასტროფას. „არ შეიძლება, დავუშვათ ისრაელის თავდასხმა რაფაჰზე. სიტუაცია ისედაც აუტანელია მილიონზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ რაფაჰში გადავიდნენ. არ შეიძლება გვერდზე გავდგეთ და ამის გაგრძელება დავუშვათ,“ - აღნიშნა მეფე აბდულამ.  

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფონდის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფონდის (TRACECA) შექმნაზე მუშაობა დაიწყო. ფონდი შესაძლოა, მომავალ წელს ამოქმედდეს. ბაირამოვის თქმით, ფონდში მოწვეული იქნება TRACECA-ს ყველა ქვეყანა, საერთაშორისო კომერციული კომპანიები და სხვა დაინტერესებული მხარეები.ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის ეროვნულმა მდივანმა რუფატ ბაირამოვმა განუცხადა. „ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ფონდის წესდებაზე. წელს ირანში TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. ვამზადებთ ყველა დოკუმენტს, რომ სხდომაზე მივიღოთ გადაწყვეტილება ფონდის შექმნის შესახებ. ფონდმა შესაძლოა, მომავალი წლიდან დაიწყოს მუშაობა,“ - აღნიშნა ბაირამოვმა. მისი თქმით, ფონდის შექმნის მთავარი მიზანია TRACECA-ს განვითარება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.   ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.

ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე თბილისს ეწვევიან

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, დედაქალაქს მსახიობები ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ეწვევიან. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ცნობილი მსახიობების მონაწილეობით, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ტიმოფეი კულიაბინის სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ (ლატვიური „დაილეს“ თეატრის და ეკატერინა იაკიმოვას კოპროდუქცია) იხილონ. სპექტაკლი 22 და 23 მარტს, გრიბოედოვის თეატრში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. „23 მარტს, 12:00 საათზე, თეატრ სახელოსნო 42-ში ჯონ მალკოვიჩი და ინდებორგა დაპკუნაიტე პროფესიონალებთან და მაყურებლებთან შეხვედრას გამართავენ. თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 2009 წელს თბილის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა. 15 წლის განმავლობაში ფესტივალმა 200-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: იტალია, გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვედეთი, ირანი, კორეა, ლიეტუვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ტაივანი, ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, იაპონია, ინდოეთი, უკრაინა. ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, ალვის ჰერმანესი, ჯონ მალკოვი, ლუკაშ ტვარკოვსკი, ნინო ხარატიშვილი. საქართველოში ასევე იმყოფებოდნენ ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, რომელთაც სწორედ თბილისის თეატრალურმა ფესტივალმა გაუხსნა გზა საერთაშორისო აღიარებისკენ, მაყურებლის ჯამური რაოდენობა კი 77 200-ს გასცდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.