ძებნის რეზულტატი:

ბერბოკი: ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმა მთლიანი რეგიონის ქაოსში გადაშვების რისკს ქმნის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმა მთლიანი რეგიონის ქაოსში გადაშვების რისკს ქმნის. „ირანმა დრონები და რაკეტები გაუშვა ისრაელისკენ. მკაცრად ვგმობთ მიმდინარე თავდასხმას, რომელსაც მთლიანი რეგიონის ქაოსში გადაშვება შეუძლია. ირანმა და მისმა მარიონეტებმა ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ. ასეთ დროს ჩვენ მყარად ვდგავართ ისრაელთან,” - წერს ბერბოკი სოციალურ ქსელში.  

შარლ მიშელი: მკაცრად ვგმობთ ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს შემდგომი რეგიონული ესკალაცია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას გმობს. „მკაცრად ვგმობთ ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს შემდგომი რეგიონული ესკალაცია. მეტი სისხლისღვრა თავიდან უნდა ავიცილოთ. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის დაკვირვებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად,“ – აცხადებს შარლ მიშელი.  

ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უერთდება დედა ენის დღის აღნიშვნას. „ევროკავშირი უერთდება საქართველოში 14 აპრილის - დედაენის დღის აღნიშვნას. საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია,” - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული უნდა დარჩენილიყო. შესაბამისი ცვლილება საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში უნდა შესულიყო, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ის საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის 14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა. თუმცა იმავე დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი ამ განზრახვის აღსრულებას წინ აღუდგა. მათ შორის უდიდეს ნაწილს სტუდენტი ახალგაზრდობა შეადგენდა. დედაქალაქში მოეწყო მასობრივი მსვლელობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უმაღლესი საბჭოს (ახლანდელი პარლამენტის) შენობისკენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ლოზუნგები, მათ შორის იყო "აი, ია". ანალოგიური პროცესები ბათუმშიც განვითარდა. იქ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინათ, საიდანაც ასევე ამოღებული იყო მუხლი ქართული ენის შესახებ. ვითარება უმართავი ხდებოდა. შექმნილი ვითარებიდან საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისას ორი გზა რჩებოდა: სისხლისღვრა ან დათმობა. ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა. 14 აპრილი დედა ენის დღედ გამოცხადდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი ბიძგი სწორედ 1978 წლის 14 აპრილმა მისცა.  

აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას - CNN

ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ეს შედეგი „ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული წარმატებაა“. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგოა. ბავშვი ჰოსპიტალშია სამკურნალოდ გადაყვანილი. მისი ინფორმაციით, ირანმა 170 დრონი, 30-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და 120-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათგან ისრაელის ტერიტორიას რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ მიაღწია, რამაც მცირე ზიანი მიაყენა საჰაერო ბაზას. New York Times-ი კი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომბინირებული იერიში 185 Shaheed-ის ტიპის დრონით, 30 ფრთოსანი და 110 ბალისტიკური რაკეტით მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელს დრონებისა და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ-ის ძალები დაეხმარნენ ისრაელის მთავრობამ უკვე გააუქმა თავდაპირველად დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი. მათ შორის გახსნა საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის. ირანი იმუქრება, რომ მზადაა, დაარტყას აშშ-ს სამხედრო ბაზებს, თუკი ისრაელი თავდასხმით უპასუხებს მის საჰაერო სამხედრო თავდასხმას ისრაელზე, რომლის დროსაც ირანმა 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა ისრაელის საწინააღმდეგოდ. „ჩვენი პასუხი ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე ამღამინდელი სამხედრო მოქმედება, თუ ისრაელი ირანს პასუხს გასცემს," - განაცხადა ირანელმა გენერალმა მუჰამედ ბაღერიმ ირანულ სამთავრობო ტელევიზიაში ისრაელზე თავდასხმის პარალელურად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანმა შეერთებული შტატები უკვე გააფრთხილა რომ ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში მიზანში ამერიკულ ბაზებს ამოიღებენ. გენერალ ბაღერის გარდა, თავდასხმაზე პასუხით იმუქრება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ჰოსეინ სალამიც. ირანის მუქარის პარალელურად, CNN თეთრი სახლის ადმინისტრაციის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. CNN-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ირანზე შესაძლო საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას არ მიიღებენ. გამოცემის ცნობით, ბაიდენმა ნეთანიაჰუს ასევე განუცხადა, რომ ირანის თავდასხმა მეტწილად წარუმატებელი იყო და ისრაელი გამარჯვებული დარჩა. აშშ-ს შეფასებით, ისრაელმა თავისი უპირატესი სამხედრო ძალა გამოავლინა, ხოლო ირანმა ისრაელში ვერაფერი "ღირებული" ვერ დააზიანა.  

BBC: ჩინეთს ისრაელზე ირანის თავდასხმა არ დაუგმია

BBC-ის ცნობით, ჩინეთი კონფლიქტის „შეკავებისკენ“ მოუწოდებს, მაგრამ პეკინმა არ დაგმო თავდასხმები. პეკინი „ღრმად შეშფოთებულია მიმდინარე ესკალაციის გამო" და მოუწოდებს "შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია." ჩინეთს მჭიდრო დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირები აქვს ირანთან. გასულ კვირას აშშ მოუწოდებდა პეკინს, მოეთხოვა თეირანითვის, არ განეხორციელებინა საპასუხო შეტევა ისრაელზე. თუმცა, Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ვერ ნახეს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი ზეწოლას ახდენდა ირანზე. ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით, გავლენიან ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. „ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით გავლენის მქონე ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,“ - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს.  

ვინ დაუჭირა მხარი ისრაელზე ირანის თავდასხმას

„ჰამასი“ ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას ბუნებრივ უფლებად და დამსახურებულ პასუხად აფასებს. „მიგვაჩნია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია ბუნებრივ უფლებას და დამსახურებულ პასუხს წარმოადგენს დამასკოში ირანის საკონსულოს თავდასხმისა და რევოლუციური გვარდიის რამდენიმე ლიდერის მკვლელობის დანაშაულზე,“ - ნათქვამია ევროკავშირის და აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასის“ განცხადებაში. თავად ირანის მოკავშირე „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს. რაც შეეხება რუსეთს, რომელმაც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, „ჰამასის“ წარმომადგენლებს მოსკოვში უმასპინძლა, აცხადებს, რომ „მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და რეგიონში მორიგი საშიში ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს.“ „გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას რეგიონში მორიგი სახიფათო ესკალაციის გამო. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ახლო აღმოსავლეთში, უპირველეს ყოვლისა, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში, არსებული მრავალი კრიზისის, რომელიც ხშირად გამოწვეულია უპასუხისმგებლო პროვოკაციული ქმედებებით, გადაუჭრელობა დაძაბულობის გაზრდას გამოიწვევდა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება. ველით, რომ რეგიონული ქვეყნები გადაწყვეტენ არსებულ პრობლემებს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით,“ - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. BBC: ჩინეთს ისრაელზე ირანის თავდასხმა არ დაუგმია გარდა ამისა, თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს განუცხადა, რომ „თურქეთს არ სურს რეგიონში შემდგომი ესკალაცია.“ თურქული მედია დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატელეფონო საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ოპერაცია დასრულდა და ირანი ახალ ოპერაციას არ განახორციელებს, თუ მასზე თავდასხმა არ მოხდება. ამავდროულად, ამირ-აბდოლაჰიანმა სატელეფონო საუბრისას ჰაკან ფიდანს განუცხადა, რომ თუ ირანს ხელახლა დაესხმებიან თავს, მათი პასუხი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე გუშინ იყო. ცნობისთვის, თურქეთი ისრაელს ომის დანაშაულებში სდებს ბრალს. ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა აშშ დაეხმარა ისრაელს თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტის ჩამოგდებაში - ბაიდენი შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. ირანის მოკავშირეები შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“  

სიკორსკი: ბრავო ისრაელს, თავდაცვის მსგავსი საშუალებები უკრაინაში უნდა გაიგზავნოს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ისრაელს ირანის თავდასხმის მოგერიების გამო აქებს. მისი შეფასებით, მსგავსი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები უკრაინასაც უნდა გაუგზავნონ. „ბრავო ისრაელს ირანის მსხვილი საჰაერო იერიშის მოგერიებისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებიდან იყო კოორდინირებული. ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს და თავდაცვის მსგავსი საშუალებები უკრაინაშიც უნდა გაიგზავნოს". - წერს სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონსაც მოუწოდა, რომ ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერ კანონპროექტს კენჭი უყარონ. შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. ცნობისთვის, ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. ირანის მოკავშირეები შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“ BBC: ჩინეთს ისრაელზე ირანის თავდასხმა არ დაუგმია აშშ დაეხმარა ისრაელს თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტის ჩამოგდებაში - ბაიდენი

იორდანია აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში „უცხოური ობიექტები“ მოიგერია

იორდანიის მთავრობა მხარეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და რეგიონულ დაძაბულობას დისციპლინითა და პასუხისმგებლობით გაუმკლავდნენ. იორდანიის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიშერ ხასავნე თავმჯდომარეობდა, იორდანიის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს დეესკალაციის მნიშვნელობას და მოუწოდეს ყველა მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და გამოავლინონ თავშეკავება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა, რომ იორდანიამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში, მოქალაქეებისა და საცხოვრებელი ადგილების დაცვის მიზნით, უცხოური ობიექტები მოიგერია. ”მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფრაგმენტი სხვადასხვა ადგილას დაეცა, მნიშვნელოვანი დაზიანება ან დაზარალება არ დაფიქსირებულა," - განაცხადა იორდანიის მინისტრთა კაბინეტმა. მათივე განმარტებით, სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი კომისია უწყვეტად აფასებს სიტუაციას მას შემდეგ, რაც იორდანიის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა. ისრაელმა, იორდანიამ, ერაყმა და ლიბანმა თავიანთი საჰაერო სივრცეები ხელახლა გახსნეს მას შემდეგ, რაც დროებით დახურეს გუშინ ღამით, ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. შეფერხებულია ფრენები ისრაელის მიმართულებითაც. აბუ -დაბიში მოქმედი ავიაკომპანია Etihad Airways-ის განცხადებით, კვირას იორდანიასა და ისრაელში დაგეგმილი ფრენები გააუქმა. ამასთან, Swiss International Air Lines-მა შეაჩერა ფრენები თელ-ავივის მიმართულებით და პირიქით. შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. ცნობისთვის, ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. ირანის მოკავშირეები შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“  

რუსეთის ჯარმა მიიღო ბრძანება, 9 მაისამდე აიღოს ჩასივ იარი - გენერალი სირსკი

რუსეთის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ თავის ჯარებს უბრძანა, 9 მაისამდე აიღონ ჩასივ იარი, - ამის შესახებ 14 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. „რიცხვითი უპირატესობისა და სხვადასხვა სამოტივაციო ფაქტორების გამოყენებით, მათ შორის, ხალხის დახვრეტით, მტრის ქვეითი ცალკეული ჯგუფები შევიდნენ ნოვის მიკრორაიონში, სადაც ისინი გაანადგურეს FPV-კამიკაძე დრონების თავდასხმებით და საარტილერიო ცეცხლით," - აღნიშნა გენერალმა სირსკიმ. უკრაინის სარდლობის ცნობით, მტერი ასევე კონცენტრირებას ახდენს ბახმუტის დასავლეთით „ჩვენი თავდაცვის გარღვევის, სევერსკის დონეცის არხთან მისასვლელად,დასახლების ჩასოვ იარის დასაპყრობად და კრამატორსკის აგლომერაციაში შემდგომი წინსვლის პირობების შესაქმნელად," - ამბობს სირსკი. სირსკის თქმით, რუსული ჯარები საშტურმო ჯგუფებითა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით შეტევას აწარმოებენ ლიმანსკისა და ბახმუტის მიმართულებით, ხოლო პოკროვსკში ისინი ათობით ტანკისა და ქვეითი საბრძოლო მანქანის გამოყენებით ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა. შეტევებში მტერს ხელს უწყობს მშრალი და თბილი ამინდი. „მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის ჯარები ზოგჯერ ახერხებენ ტაქტიკური წარმატებების მიღწევას,“ - წერს გენერალი სირსკი. რუსეთი შესაძლოა, გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებოდეს დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპორიჟიის რეგიონების უმეტესობის ხელში ჩასაგდებად, - ამის შესახებ Financial Times-ი უკრაინელ და დასავლელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყება. ამ კვირაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა პარტნიორები უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემცირების შესახებ მას შემდეგ, რაც მასიური რუსული სარაკეტო და თვითმფრინავების დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა მათ შორის, ხარკოვში.  

ამერიკის საელჩო: აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით

აშშ საქართველოს დედაენის დღეს ულოცავს.   „ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს! ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ,“ წერს საელჩო.          

სუნაკი ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფოს თვითმფრინავებმა ირანული დრონები ჩამოაგდეს

რიში სუნაკი გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე და ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფოს თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს ირანული თავდასხმის დრონი. გაერთიანებული სამეფო მონაწილეობდა „საერთაშორისო კოორდინირებულ ძალისხმევაში“ ირანის მიერ გასროლილი რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების შესაკავებლად. „ჩვენმა საჰაერო ძალებმა რეგიონში დამატებითი თვითმფრინავები გაგზავნა,” დასძენს ის. მისი თქმით, ირანის თავდასხმა იყო "საშიში და არასაჭირო ესკალაცია“, რომელიც მან უმკაცრესად დაგმო. „რაც ახლა გვჭირდება, არის ის, რომ მშვიდმა თავებმა გაიმარჯვონ,“ - განაცხადა სუნაკმა და დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს სიტუაციის დეესკალაციისთვის. აშშ დაეხმარა ისრაელს თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტის ჩამოგდებაში - ბაიდენი ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მოკავშირეებთან ერთად, ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ, 200-ზე მეტი დრონისა და რაკეტის დიდი უმრავლესობა ჩამოაგდო შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. ცნობისთვის, ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. ირანის მოკავშირეები შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“

საქართველოში ისრაელის ელჩი: აშშ, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები სიტყვითა და საქმით დგანან ისრაელის გვერდით

ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს. ელჩის განცხადებით, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები სიტყვითა და საქმით დგანან ისრაელის გვერდით. „წუხელ ღამით ირანმა, ტერორიზმის დამფინანსებელმა სახელმწიფომ, წამოიწყო სასტიკი და უპრეცედენტო თავდასხმა და ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, საერთაშორისო მოკავშირეებსა და ძალებთან თანამშრომლობით, მოახერხა რაკეტების უმეტესობის ჩამოგდება. ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. ჩვენ გვეცოდინება, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები სიტყვითა და საქმით დგანან ისრაელის გვერდით. ჩვენ ვიხილეთ ისრაელის მხარდაჭერისა და ირანის აგრესიის დაგმობის შესახებ გაკეთებული ათობით განცხადება. ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს, მის საშიშ სამხედრო ბირთვულ მისწრაფებებთან ერთად. ახლაც კი ყველაფერს ვაკეთებთ „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ სასტიკად დატყვევებული 133 მძევლის გასათავისუფლებლად, მაგრამ „ჰამასი“ კვლავ უარზეა და არაგონივრული მოთხოვნების წამოყენებას აგრძელებს. 190 დღეზე მეტი გავიდა. შემოგვიერთდით მათი დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებაში,“ – წერს ელჩი ჰადას მეიცადი.  

USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი მცურავი მზის სადგური დამონტაჟდა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ცნობით, USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი მცურავი მზის სადგური დამონტაჟდა. USAID-ის განცხადებით, განახლებადი ენერგიის გამოყენება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. USAID-ი მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხო ენერგეტიკულ მომავლს. გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში, ქვეყანაში პირველი მცურავი მზის სადგური დამონტაჟდა. ქარხანა ყოველწლიურად გამოიმუშავებს 300 000 კვტ/სთ-ს ელექტროენერგიას, რომელიც მოხმარდება მიმდებარე ხეხილის ბაღების სარწყავ სისტემას. განახლებადი ენერგიის გამოყენება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ეს არის USAID-ის მიერ მხარდაჭერილი განახლებადი ენერგიის რამდენიმე პროექტი საქართველოში,“ წერს USAID Facebook-ზე. ამერიკის მთავრობამ USAID-ის პროგრამის ფარგლებში $23 მილიონის ინვესტიცია განახორციელა - აშშ-ის საელჩო  

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეც არის

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. „ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის. ქართული მხარე შეშფოთებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები,” - აცხადებენ უწყებაში. ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა. The Guardian-ის ცნობით, სიდნეის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს პოლიციელმა ესროლა, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირი, რომელიც სიდნეის Westfield Bondi Junction-ის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, მარტო მოქმედებდა. თავდასხმის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

ზელენსკი ირანისა და რუსეთის "ტერორზე“, ერთიან გლობალურ პასუხს ითხოვს

„უკრაინა გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე Shahed-ის დრონებისა და რაკეტების გამოყენებით. ჩვენ უკრაინაში კარგად ვიცით მსგავსი თავდასხმების საშინელება რუსეთის მხრიდან, რომელიც იგივე Shahed-ის დრონებს და რუსულ რაკეტებს, მასობრივი საჰაერო დარტყმების იგივე ტაქტიკას იყენებს,“აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. ზელენსკის თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს გამოყენებული ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ირანის ქმედებები საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონსა და მსოფლიოს, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები ქმნის უფრო ფართო კონფლიქტის საფრთხეს და ორ რეჟიმს შორის აშკარა თანამშრომლობას ტერორის გავრცელებაში, უნდა მოჰყვეს მტკიცე და ერთიანი პასუხი მსოფლიოსგან.“ „ტერორის იარაღის Shahed-ის დრონების ხმა ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ცაზე ერთნაირია. ეს ხმა უნდა იყოს გამოღვიძების ზარი თავისუფალი სამყაროსთვის, იმის დემონსტრირება, რომ მხოლოდ ჩვენს ერთიანობას და სიმტკიცეს შეუძლია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ტერორის გავრცელების პრევენცია მთელ მსოფლიოში,“ - აცხადებს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო დისკუსიების დაწყებას ვერ დაელოდება. „სიტყვები არ აჩერებს დრონებს და არ იგერიებს რაკეტებს, ამის მიღწევა მხოლოდ ხელშესახები დახმარებითაა შესაძლებელი, რომელსაც ჩვენ ველოდებით. უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოება და მტკიცედ დავუპირისპირდეთ ყველას, ვისაც სურს ტერორი ახალ ნორმად აქციოს. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები ამერიკის მოკავშირეების გასაძლიერებლად ამ კრიტიკულ დროს,“ - აცხადებს ზელენსკი.  

კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს

გერმანიის ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს. მისი განცხადებით, „საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში“. პრემიერ-მინისტრი დიპლომატიურ წარმომადგენლებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა.“ ოლაფ შოლცი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ კანონს არ მიიღებს „საქართველო აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის - ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენ ვაფასებთ მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, მათ ყველა საფუძვლიან რჩევასა და რეკომენდაციას მომავალშიც განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდებით. საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში. ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს - ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების ეს პრაქტიკა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება, ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, ჩვენ მას გარკვეულწილად გაგებით შეგვიძლია, მოვეკიდოთ. თუმცა, გაგებით ვერ მოვეკიდებით ასევე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ. გასული დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ რამდენიმე უცხოელი დიპლომატის კრიტიკული განცხადებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გზავნილები, ეს განცხადებებიც მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას. მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა და საჯაროობა მანკიერების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა. ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ,“ ნათქვამია განცხადებაში. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

უკრაინა: რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას ამზადებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 აპრილს, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა შესაძლოა, პროვოკაცია განახორციელონ ოკუპირებულ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. უკრაინის გენერალური შტაბი შტაბი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ სადგურის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას შეუძლია, უზრუნველყოს სადგურის უსაფრთხოება. „რუსი ტერორისტები ემზადებიან მორიგი პროვოკაციის განსახორციელებლად ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ეს იქნება კიდევ ერთი მორიგი ოპერაცია ყალბი დროშის ქვეშ," - ნათქვამია შეტყობინებაში. როგორც ცნობილია, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა რამდენჯერმე სცადა პასუხისმგებლობის დაეკისრებინა უკრაინისთვის და აცხადებდა, რომ ატომური ელექტროსადგურის ობიექტებს თავს უკრაინული დრონები ესხმოდნენ. „ეს არის მიზანმიმართული რუსული ქმედებები, როდესაც ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის რისკით რუსეთის აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების შანტაჟის პრაქტიკას,“ - ნათქვამია განცხადებაში. IAEA: დრონის აფეთქებამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული რეაქტორი დააზიანა  

15 აპრილს, პარლამენტში მუშაობის უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ

ხვალ, 15 აპრილს, პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ. სააგენტოს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების დამატებითი ზომების ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღო. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა," - აცხადებენ პარლამენტში. ცნობისთვის, ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით, "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" სადავო კანონპროექტს იხილავს. პარლამენტს გარეთ დაგეგმილია საპროტესტო აქცია. კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს  

პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას აქციის ფონზე იწყებს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის განხილვაც იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დღეს დილიდან იწყება. საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, რომლებსაც გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით „არა რუსულ კანონს!” აქციის მონაწილეებმა ასევე პარლამენტის უკან, გაშალეს დიდი ბანერით წარწერით, “დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით”. ადგილზე ისმის საყვირების ხმა და შეძახილები “არა რუსულ კანონს”. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გარდა დილით ჩანიშნული აქციისა, კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ გაიმართება საღამოს, 19:00 საათზე. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. „რუსული კანონი“ გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! „რუსული კანონი“ არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - წერია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში. პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს. ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.  

ევრო 2024: საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

ევრო 2024-ის ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაყიდვა დღეს, 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. შესაბამის ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. „UEFA-ს ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება.  http://euro2024.com/tickets  დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ,“ წერს ფეხბურთის ფედერაცია. ევრო 2024-ის ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება - ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში 18 ივნისს თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს – ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს – პორტუგალიას.