ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ირანიდან და იემენიდან გაშვებული 80-ზე მეტი დრონი გაანადგურეს
აშშ-ის ძალებმა ისრაელზე თავდასხმის დროს ცალმხრივი თავდასხმის 80-ზე მეტი დრონი და სულ მცირე 6 ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ოპერაცია მოიცავდა ბალისტიკური რაკეტის განადგურებას მის გამშვებზე და შვიდი უპილოტო საფრენი განადგურებას იემენის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ აკონტროლებენ. „ირანის უწყვეტი უპრეცედენტო, მავნებლური და უგუნური ქცევა საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და აშშ-ისა და კოალიციის ძალების უსაფრთხოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტი პრემიერის ინიციატივაზე: დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის, სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული
„დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. გერმანიის კანცლერის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ საქართველო არ მიიღებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს. მან ამის შესახებ ბერლინში, საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კანცლერის თქმით, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში.“ გერმანიის ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს. მისი განცხადებით, „საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში.“ ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროტესტის ფონზე განიხილავს. პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას აქციის ფონზე იწყებს
ლიეტუვა უკრაინას 400 000 ევროს გამოუყოფს
ლიეტუვის მთავრობა უკრაინის სკოლებში ლითონის დეტექტორებით უზრუნველყოფისა და უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციისთვის 400 000 ევროს (425 900 აშშ დოლარი) გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო ამ კვირაში ლვოვში შეხვდა ბალტიისპირეთის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებს, რათა განეხილათ უკრაინის უსაფრთხოების საკითხები სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის გახშირებული თავდასხმების ფონზე. ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტმა შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, გამოყოს 400 000 ევრო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ლითონის დეტექტორების შესაძენად, ასევე, უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციისთვის. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ აქ ვართ, რათა გამოგიგზავნოთ მკაფიო გზავნილი - ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით თქვენს გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ბილოტაიტმა. ლიეტუვა რჩება უკრაინის მხარდამჭერთა შორის გლობალურად მშპ-ს წილის მიხედვით, უკრაინის ორმხრივი დახმარება მშპ-ს 1,5%-ს შეადგენს. ამ წლის დასაწყისში, ლიეტუვამ გრძელვადიანი 200 მილიონი ევროს (დაახლოებით $215 მილიონი) მხარდაჭერის პაკეტის უზრუნველყოფის პირობა დადო.
სახალხო დამცველი: ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში
„ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში და დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან გააშუქოს, როგორც მას მიაჩნია სწორად - დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები,“ - სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების არშეშვების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ - არცერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას აქციის ფონზე იწყებს
ანრი ოხანაშვილმა დეზინფორმაცია უწოდა განცხადებას, რომ პარლამენტში მუშაობის შესაძლებლობა მედიასაშუალების ბევრ წარმომადგენელს არ მიეცა
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში შესვლის უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ, სხვა მედიასაშუალებების კორესპონდენტებს კი, საკანონმდებლო ორგანოში შესვლისა და ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ. დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, დღეს ამ სხდომაზე დასწრების საშუალება და უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიის წარმომადგენელს, განსაკუთრებით, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გათიშოს მიკროფონი და თქვას სიმართლე. „ტყუილია! თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არ მიეცა საშუალება ბევრს დასწრების, ეს არის ტყუილი. აქ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბევრნი, ვინც მოგვმართა მაქსიმალურად შევძელით, რომ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას. ასევე, მედიაორგანიზაციების სახელით ვინც ითხოვა დასწრება, მასაც მივეცით საშუალება. დეზინფორმაციის შემთხვევაში გავთიშავ ყველა მიკროფონს!“ - განაცხადა ოხანაშვილმა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში. პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას აქციის ფონზე იწყებს
ლაიენი: უკრაინა მსოფლიოს ყველა თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერას იმსახურებს
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, რომელიც რამდენიმე თვეა, დაბლოკილია. ლაიენის თქმით, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების გაწევის შემდგომი დაგვიანება „დააზარალებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად ატლანტიკურ ალიანსს.“ „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა Redaktionsnetzwerk Deutschland-თან (RND) ინტერვიუში. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს „მსოფლიოს ყველა თავისუფალი ქვეყნის“ მხარდაჭერას და ევროკავშირმა ამ საკითხში ერთიანობა უნდა გამოავლინოს. „ავტოკრატიები მთელს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდებიან. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ სწორი გზავნილი, მათ შორის სხვა ტერიტორიებზე სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად,” - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
ირაკლი კობახიძე ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუ ხელმძღვანელობს. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. „ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ კუთხით, ისევე როგორც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის, ბიზნესისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას, რაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაფორმდა. ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლიეტუვაში მოსახლეობის 70% რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს - კვლევა
ათიდან შვიდი ლიტუველი მიიჩნევს, რომ რუსეთი რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის (LRT) დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს. 1115 რესპონდენტს ჰკითხეს, წარმოადგენს თუ არა რუსეთი, მათი აზრით, რეალურ საფრთხეს ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მათგან 70%-მა უპასუხა, რომ რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს, საიდანაც 29%-მა უპასუხა "აუცილებლად დიახ", 41%-მა კი - "დიახ." რესპონდენტთა 19%-მა უპასუხა „ალბათ არა“, 4%-მა – „აუცილებლად არა“ და 7%-მა გაურკვეველია ან არ სურდა პასუხის გაცემა. მოსახლეობის ერთადერთი ჯგუფი, სადაც მოსაზრებები მნიშვნელოვნად განსხვავდება, სხვა ეროვნების მუდმივი მცხოვრებლები არიან, მათ შორის 50% არ ეთანხმება, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო 31% ეთანხმება. თავად ლეიტუველებს შორის 74% რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს. კვლევა 15-25 მარტს Baltijos Tyrimi-მა ჩაატარა, შესაძლო ცდომილება 2,9 პროცენტულ პუნქტს არ აღემატება.
მდინარაძის თქმით, „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ შეიძლება, ჰქონდეს როგორც ცუდი, ასევე, კარგი მნიშვნელობა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ, მამუკა მდინარაძემ ოპონენტების საპასუხოდ განაცხადა, რომ „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ შეიძლება, ჰქონდეს როგორც ცუდი, ასევე, კარგი მნიშვნელობა. როგორც მან აღნიშნა, არსებობს „კარგი ინტერესიც და ცუდი ინტერესიც.“ „ჩვენ ამას არ განვიხილავთ მხოლოდ უარყოფითი გაგებით. უარყოფითი გაგებაც აქვს, რა თქმა უნდა. მაგალითად, როდესაც რუსულ დაფინანსებაზე შეიძლება, ვლაპარაკობდეთ, რადგან ეს ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, 20%-მდე ტერიტორიის ოკუპანტი ქვეყანა, სხვანაირად, დადებით კონტექსტში ამას ვერ განვიხილავთ. მაგრამ ახლა გადავიდეთ სხვა ქვეყნებზე - რაც შეეხება მეგობარ ქვეყნებს, პოლარიზაციას თუ დააფინანსებს და ა.შ., ცუდ რაღაცებს თუ დააფინანსებს, ეს არ არის მეგობრული დამოკიდებულება, მაგრამ თუ დააფინანსებს, მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროგრამას, ეს არის ძალიან კარგი. ჩვენ ვიტყვით, რომ კონკრეტულად, ჩვენი რომელიმე მეგობარი ქვეყნის, მაგალითად, აშშ-ის ინტერესი ამ შემთხვევაში არის პოზიტიური. მისი ინტერესი თქვენ გაქვთ წარმოდგენილი ნეგატიურ კონტექსტში, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, არცერთი ქვეყანა არ ფიქრობს... უცხო ქვეყნის ინტერესია მათ შორის ყველას მიერ აღიარებული ის პოზიტიური პროექტები, რაც არის, მაგრამ ნეგატიურს ეძახიან ცუდს და კარგს – კარგს, რა პრობლემაა?!“ – განაცხადა მდინარაძემ. „უცხო ძალის ინტერესები არ ნიშნავს ნეგატიურს,“ – განმარტა თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, რომელიც სხდომას უძღვება. ოხანაშვილის თქმით, რომელიც საფრანგეთის მაგალითზე საუბრობდა, ნეგატიური კონოტაცია შეიძლება, იმ შემთხვევაში იყოს, თუ გამოყენებული იქნება ტერმინი - აგენტი. სხდომის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. პარლამენტმა შენობაში ონლაინმედიის აკრედიტებული ჟურნალისტების შესვლა შეზღუდა. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
ISW: ისრაელის წარმატება ხაზს უსვამს უკრაინის დაუცველობას რუსეთის რაკეტებისა და დრონების წინაშე
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის მიხედვით, ის, რომ ისრაელმა შაბათს ღამით წარმატებულად მოიგერია ირანის მხრიდან გაშვებული დრონები და რაკეტები, ხაზს უსვამს უკრაინის დაუცველობას რუსეთის რაკეტებისა და დრონების თავდასხმების წინაშე. კერძოდ, ისრაელზე დარტყმები ანალოგიური იყო ახლახან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმებისა. რუსეთის ჯარები ახორციელებენ მსხვილ კომბინირებულ იერიშებს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე, დრონებით. ამასთან ირანის დარტყმები ნაკლებად წარმატებული იყო, ვიდრე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშები. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ თითქმის ყველა საჰაერო სამიზნე შეაკავა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტის გამოკლებით. ირანის დრონებსა და რაკეტებს ათას კილომეტრზე მეტი მანძილი უნდა გაევლოთ ერაყის, სირიისა და იორდანიის საჰაერო სივრცეში, რამაც ისრაელსა და მის მოკავშირეებს რამდენიმე საათი მისცა მათთან გამკლავებისთვის. რაც შეეხება რუსეთის ჯარებს, ისინი უკრაინის წინააღმდეგ დრონებსა და რაკეტებს უშვებენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან, რაც საჰაერო თავდაცვას ძალზე ცოტა დროს აძლევს დარტყმების წარმატებულად მოსაგერიებლად. ამავე დროს ისრაელს საჰაერო თავდაცვის მძლავრი სისტემა აქვს, უკრაინას კი, ბევრად უფრო ფართო ფრონტზე უწევს დარტყმებისგან თავის დაცვა და მისი შესაძლებლობები იწურება. უკრაინას არა აქვს საშუალება, განახორციელოს „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის გადატაცება, როგორც ამას აკეთებდნენ ისრაელი და მისი მოკავშირეები. გარდა ამისა, უკრაინის დიდი ტერიტორია ართულებს მჭიდრო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების შეფერხების ფონზე, ასკვნის ISW.
გერმანიის საელჩომ კანცლერ შოლცის განცხადების თარგმანი გაავრცელა
გერმანიის საელჩომ კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადების თარგმანი გაავრცელა. გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში გაიმართა, ფედერალურმა კანცლერმა შოლცმა განაცხადა: „მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებით და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა. ამჯერად, ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ და ახლაც გათვალისწინებული იქნება კრიტიკული განცხადებები […] ევროკავშირს არ აქვს ასეთი რეგულაცია. არსებობს დისკუსია იმის თაობაზე, რომ რაღაც გაკეთდეს, რაც გარკვეულ სფეროებში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, თუმცა ეს სხვა რეგულაცია და სხვა კონცეფციაა, ვიდრე ის, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. (ევროკავშირში) ის არც მიუღიათ და სავარაუდოდ, არც მიიღებენ. არსებობდა გარკვეული რეგულაცია უნგრეთში, რომელიც ევროპის სასამართლომ გააუქმა.“ რა უპასუხა პრემიერმა კანცლერის მოწოდებას, რომ საქართველომ არ მიიღოს ე.წ. უცხოური აგენტების კანონი
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება იყო
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, ხელი გაარტყა. მომხდარის გამო, კომიტეტის სხდომა, რომელიც შეჩერებული იყო, მოგვიანებით, განახლდა. მდინარაძის თქმით, „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ შეიძლება, ჰქონდეს როგორც ცუდი, ასევე, კარგი მნიშვნელობა
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება მცირედით გაიზარდა
აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მაგისტრალური გაზსადენებით დაახლოებით, 11,133,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა, რაც 1,2 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირებამ დაახლოებით 5,582,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეადგინა, რაც სამი თვის განმავლობაში 1,3 პროცენტით ზრდას ასახავს და ბუნებრივი გაზის მთლიანი ექსპორტის 50,1%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანში მაგისტრალურმა მილსადენებმა 9,644 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გადაზიდეს. სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 7,267,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი გადაზიდეს, რაც ნავთობის ტრანსპორტირების მთლიანი მოცულობის 75,2%-ს შეადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანში წარმოებულმა ნავთობმა, BTC-ის მილსადენით გაგზავნილი მთლიანი მოცულობის 80,7 პროცენტი ან 5,866,9 მილიონი ტონა შეადგინა. 19,3 პროცენტი ანუ 1,400,3 მილიონი ტონა ნავთობი თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან გადმოიზიდა.
ირაკლი კობახიძე ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. „მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გმჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას. ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება. პრემირემა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის, რათა ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ,“ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მანამდე, გერმანიის ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, 14 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობდა. მისი განცხადებით, „საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში“. პრემიერ-მინისტრი დიპლომატიურ წარმომადგენლებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა.“ ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
კახა კალაძე ელჩებზე: ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს
დღეს იგივე ხდება, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში - მითითებები - გინახავთ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე ქვეყნის დიპლომატი, თუნდაც ელჩი, გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი უნდა მიიღოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს? გაგიგიათ ასეთი რამე? სრული საგიჟეთია უბრალოდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მერის განცხადებით, ვისაც კანონპროექტი არ მოსწონს, შეუძლია, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგოს და შეცვალოს. მისივე განცხადებით, უმრავლესობა კანონს აუცილებლად მიიღებს. „არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში თუ პარლამენტი, რომელიც უფლებამოსილია ხალხისგან, რა კანონს მიიღებს, ამასთან დაკავშირებით მითითება მიიღოს. არ მოგწონთ აღნიშნული კანონი? აგერ ოქტომბერში არჩევნები მოდის, ყველა პოლიტიკური პარტია და სუბიექტი იღებს მონაწილეობას, მოიგეთ არჩევნები და შეცვალეთ. ძალიან მარტივია. მე, კახა კალაძე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რომ ყოველთვის გადავდგათ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის. დღეს იგივე ხდება, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში - მითითებები. ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. იგივე ხდება ახლა. სად გაგონილა? გინახიათ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე ქვეყნის დიპლომატი, თუნდაც ელჩი, გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში პარლამენტმა რა კანონი უნდა მიიღოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს? გაგიგიათ ასეთი რამე? სრული საგიჟეთია უბრალოდ. ეს არის პრობლემა. პრობლემაა, როდესაც ელჩები ერთვებიან და პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებენ,“ - განაცხადა კალაძემ. ის ასევე, მიესალმება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივას, კანონპროექტთან გარშემო საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. დღეს მას იურიდიული კომიტეტი პროტესტის ფონზე განიხილავს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
მდინარაძე: ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა
„ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო, ეს იყო დაგეგმილი, ამის მტკიცებულება მაქვს,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ კომიტეტზე მას შემდეგ, რაც კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მდინარაძეს დაარტყა. ამის შემდეგ, დარბაზშივე, ალეკო ელისაშვილს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა. არგუმენტებით ვერ მიგებდნენ და უნდოდათ, უკაცრავად ჟარგონისთვის, რომ გავებანძებინე. თუ ჩხუბი უნდა, პირისპირ, თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებით. ამას არ ავყვეთ, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის წინაშე. ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში ზის. ცხოვრებაში ვერ გამიბედავდა ამას, გარდა ქურდული მოპარვისა, ეს „კაცი“, რომელიც ძალიან დიდი ხანია, მიცნობს. ერთი იცოდეთ ყველამ – ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, თავისი რწმენა და ამის გამო ქართველებმა ერთმანეთს რუსები არ უნდა ვეძახოთ. თორე მერე სარგებლობენ ასეთი არამზადები და ვითომ კაცობენ. ამას საკადრისი პასუხი გაეცემა, მაგრამ მე მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით, ეს უნდა დამთავრდეს. ამას საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ, პრობლემა არ გვაქვს. ამ ტიპის ვითომ კაცობა და ასეთი ტიპის მიპარვით ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს მიმართ. ვისზე ნაკლები პატრიოტები არიან უმრავლესობის წევრები. ვინ, ალეკო ელისაშვილია პატრიოტი და აქ არიან რუსული ინტერესების გამტარებლები? შევაკვდებით პირველ რიგში ჩვენ, რომ იცოდეთ. პირველ რიგში, მე პირადად შევაკვდები,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. „რაც უნდათ ის ქნან, თუ უნდათ დამიჭირონ, თუ უნდათ სული ამომხადონ, - ამის შესახებ კი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. მან აღნიშნა, რომ თუ მომხდარის გამო საგამოძიებო უწყებაში დაიბარებენ, არაფრის ეშინია. „არ მაინტერესებს, რაც უნდათ, ის უქნიათ, აგერ ვარ და არსად გავრბივარ. ალეკო ვარ ელისაშვილი, ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები, რუსის უკანალში შესაძრომად არ დავბადებულვარ. ვისაც უნდა რუსის უკანალში შესვლა, კი ეტკინება ახლა ცხვირ-პირი. რუსეთში საქართველო არასდროს დაბრუნდება, გამორიცხულია. მდინარაძე კი არა, ვერავინ შეიყვანს!“ - განაცხადა ელისაშვილმა. მან აღნიშნა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევა, თუ ისევ შეუშვებენ.
ყაზახეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას სთავაზობს
ყაზახეთი მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზოს მოედანი მოლაპარაკებებისთვის. შესაბამისი განცხადება ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ასტანა მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის სურვილს, გააფორმონ სამშვიდობო ხელშეკრულება. „ჩვენი მთავარი მიზანია, დავაახლოოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნები და გავხსნათ გზა ურღვევი მეგობრული ურთიერთობებისთვის, მშვიდობისა და სტაბილური განვითარებისთვის”, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განხორციელებამ, შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია რეგიონში. „ჩემს კოლეგას წარვუდგინე უახლესი მოვლენები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და დავადასტურე სომხეთის მთავრობის მზადყოფნა რეგიონში სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე შეთანხმებულ სამ პრინციპზე დაყრდნობით. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის განხორციელება ალმა-ათის დეკლარაციის პრინციპებზე დაყრდნობით, მიღებული 1991 წლის 21 დეკემბერს, ასევე რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პატივისცემის, ორმხრივობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით,” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი.“ „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯოზეფ ბორელი: ახლო აღმოსავლეთი კლდის პირასაა, ფეხი მუხრუჭს უნდა დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა და მნიშვნელოვანია, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს. „ციცაბო კლდის პირას ვდგავართ და უნდა მოვშორდეთ მას, ფეხი მუხრუჭს დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ,“ - აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, მოელის, რომ ისრაელი ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმას უპასუხებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს არ გამოიწვევს შემდგომ ესკალაციას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისრაელის მემარჯვენე სამთავრობო კოალიციაში არის „ღრმა განხეთქილება“ ხისტი ხაზის მხარდამჭერებს შორის, რომლებსაც სასტიკი შურისძიება სურთ და უფრო ზომიერ და საღად მოაზროვნე ფრაქციას შორის. „ეს ფრაქცია საპასუხო ქმედების მომხრეა, მაგრამ ისე, რომ თავიდან აიცილონ პასუხის პასუხი,“ - აღნიშნა ბორელმა. შეგახსენებთ, ისრაელის მიერ პირველ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შაბათს ღამით ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.
ნორვეგია უკრაინას F-16-ებს მიაწვდის, რათა შეიარაღებულმა ძალებმა ღრმა დარტყმის შესაძლებლობები გააძლიეროს
ნორვეგია უკრაინას გადასცემს F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააძლიეროს ღრმა დარტყმის შესაძლებლობები. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპერ ბარტ ეიდემ განაცხადა, რომელმაც 15 აპრილს კიევში უკრაინელ კოლეგასთან დიმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „მეც ევროპის იმ ქვეყნებს ვეკუთვნი... მე ვფიქრობ, რომ უკრაინას ასევე უნდა შეეძლოს, გააძლიეროს მტრის ხაზების უკან დარტყმის უნარი, რაც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წვლილი შევიტანოთ ამ F-16-ების გამანადგურებელ პროგრამაში - სადაც უკრაინას დანიელებთან და ჰოლანდიელებთან ერთად გადავცემთ ნორვეგიულ F-16-ებს, რომლებიც განახლებულ და კარგ ფორმაშია,“ - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა. მინისტრმა დასძინა, რომ F-16 არის მოწინავე ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც დამოკიდებულია იმ იარაღზე, რომლითაც იგი აღჭურვილია, ამიტომ მნიშვნელოვანი წვლილი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ეს თვითმფრინავები იყოს „უმაღლეს განახლებულ, თანამედროვე მდგომარეობაში, თუნდაც, ეს ძველი თვითმფრინავი იყოს.“ გასული წლის აგვისტოში, ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.