ძებნის რეზულტატი:
დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ლაზერული იარაღის პროტოტიპის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს
დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ლაზერული იარაღის პროტოტიპის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ გრანტ შაპსის თქმით, ეს უკრაინისთვის ნიშნავს დრონებისა და რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას. ცნობისთვის, DragonFire-ს ვითმფრინავებისა და რაკეტების ჩამოგდება შეუძლია. ეს იარაღი ხმაურის გარეშე მოქმედია და მას ადამიანის თვალი ვერ ამჩნევს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სისტემა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ჩამოაგდოს ჭურვები, რომლებიც უფრო სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე, მაგალითად, ბალისტიკური რაკეტები. იარაღის მთავარი მახასიათებელი ასევე არის ლაზერული იარაღის დაბალი ღირებულება.
რეგიონში ესკალაციის საფრთხე: აშშ ჩინეთსა და თურქეთს ირანის შეკავებისკენ მოუწოდებს
ვაშინგტონი შიშობს, რომ თეირანის შესაძლო პასუხი დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმაზე, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას, მათ მოუწოდა, დაარწმუნონ ირანი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციისგან თავშეკავების აუცილებლობაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხუთშაბათს, 11 აპრილს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა მეთიუ მილერმა განუცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში სიტუაციის გამწვავება "არავის ინტერესებშია" და რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ვაშინგტონი დიპლომატიური არხებით და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობს. აშშ ისრაელს, ირანის მხრიდან საფრთხის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება
ბელგოროდში რუსული კომპანია „გაზპრომის“ შენობას დრონი შეეჯახა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთში, ბელგოროდში, გაზპრომის ადმინისტრაციულ შენობას უპილოტო თვითმფრინავი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, „რესურსებით მომარაგების საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან უპილოტოს შეჯახებით“ გამოწვეული აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. გლადკოვს საწარმო არ დაუკონკრეტებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უკრაინას ბელგოროდზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, რომლებზეც უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ხშირია.
ევროკომისიის პრესსპიკერი: მოვუწოდებთ საქართველოს, გაიწვიოს წარდგენილი კანონპროექტი - Politico
„ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დივერსიას აწყობს.“ ამ სათაურით სტატიას გამოცემა POLITICO აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერსმ რომ „ქართული ოცნების“ ადმინისტრაცია, გასული წლის მარტში, იძულებული გახდა, გაეწვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ, ახლა, წინადადებების „უპირობოდ“ გატანის დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მთავრობამ კვლავ აღადგინა ისინი. როგორც გამოცემ წერს, რომ ამ ნაბიჯებს ბრიუსელში მკაცრი შეფასებები მოჰყვა. „შარშან გააფრთხილეს რა, რომ საქართველოს მთავრობის წინადადებები „შეუსაბამო იყო ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“, ოფიციალურ პირებს ახლა ყველა მიზეზი აქვთ, რომ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი ურთიერთობებში განხეთქილების შეტანის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქვან,“ - წერია სტატიაში. POLITICO ციტირებს ევროკომისიის პრესსპიკერის სიტყვებს, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა. მისი თქმით, კომისია გაფართოების მომავალ ანგარიშში, რომლის წარდგენაც შემოდგომაზე იგეგმება, შეაფასებს წარდგენილი კანონპროექტის გავლენას და საქართველოში არსებულ მდგომარეობას. „საქართველოში მმართველი პარტიის განცხადება კანონპროექტის ხელახლა შეტანის შესახებ სერიოზულად შემაშფოთებელი მოვლენაა და მოვუწოდებთ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი, მთავრობისა და მმართველი პარტიის საჯარო ვალდებულებების შესაბამისად. ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ გადაიდგას მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებისა და ჩართულობის უზრუნველყოფა,“ დასძინა სპიკერმა. POLITICO წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ თხოვნას, გაეკეთებინათ კომენტარი, არ უპასუხა. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
გერმანიის კანცლერი ირაკლი კობახიძეს ბერლინში ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. გერმანიის ელჩმა 11 აპრილს დაადასტურა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი კობახიძისა და შოლცის შეხვედრაზე განხილვის თემა იქნება. გერმანიის მედია ვარაუდობდა, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.
ომბუდსმენი ლაზარე გრიგორიადისის საქმეს გამოითხოვს და შეისწავლის
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გამოითხოვენ და შეისწავლიან ლაზარე გრიგორიადისის საქმეს. „უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხოვთ, შევისწავლით და დამატებით ჩვენს აზრს ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ვაცნობებთ," - განუცხადა ლევან იოსელიანმა მედიას ლაგოდეხში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. დღეს, 12 აპრილს, 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მოსამართლემ გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პროექტს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერას ითვალისწინებს
პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. ამ მიმართულებით “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. ინიციატორთა ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1-ელ იანვრამდე. აღნიშნული საგადასახადო დავალიანება ჯამურად, დაახლოებით, 591 458 571 ლარს შეადგენს, მათ შორისაა, გადასახადი - 225 746 111 ლარი; ჯარიმა - 138 611 457 ლარი და საურავი - 227 101 003 ლარი. „ფიზიკური პირები, რომლებსაც საგადასახადო დავალიანება ერიცხებათ, მათ მიმართ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამო პრაქტიკულად ვეღარ საქმიანობენ. წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით მათ შესაძლებლობა ეძლევათ ხელახლა, საგადასახადო ვალდებულების გარეშე განაახლონ საქმიანობა,“ - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. რაც შეეხება ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობისთვის მომზადებულ საგადასახადო ინიციატივას, პროექტის თანახმად, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს. “საქართველოში ინვესტიციის დაბანდება ხშირად შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორში) რეგისტრირებული უცხოური საწარმოების მიერ ხორციელდება, რომლებიც საქართველოში შვილობილი საწარმოების მეშვეობით საქმიანობენ, რაც მოიცავს გადასახადისგან თავის არიდების რისკს და ეფექტურ საგადასახადო ადმინისტრირებას უშლის ხელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადისგან თავის არიდების პრევენციის, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და გადასახადის ადმინისტრირების გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესს,“ - ვკითხულობთ კანონპროექტში. “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: - პაატა კვიჟინაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ბეჟან წაქაძემ, ზაალ მიქელაძემ, ირაკლი ზარქუამ და გოგი მეშველიანმა წარადგინეს. პრემიერი: 145 000 ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალინება
ოლაფ შოლცი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ კანონს არ მიიღებს
გერმანიის კანცლერის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ საქართველო არ მიიღებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს. მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს გერმანიის და მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. მან ამის შესახებ ბერლინში, საქართველოს პრემიერთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა. კანცლერის თქმით, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში.“ „ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ამ კანონს. ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ, ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. „რატომ არიან ევროპელი პარტნიორები შეშფოთებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, როცა „ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი კანონი,“ ჰკითხა კანცლერს „იმედის“ ჟურნალისტმა. „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ტრანსფარენტურობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ, ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი,“ - განაცხადა შოლცმა. გერმანიის კანცლერი ირაკლი კობახიძეს ბერლინში ხვდება გერმანიის ელჩმა 11 აპრილს დაადასტურა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი კობახიძისა და შოლცის შეხვედრაზე განხილვის თემა იქნება. გერმანიის მედია ვარაუდობდა, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.
უკრაინამ 99 დამცველის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინამ 99 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. ბოლოს, უკრაინამ 121 დამცველის ცხედარი 29 მარტს დაიბრუნა. მეომრების ცხედრების დაბრუნებაში დიდი წვლილი შეაქვთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა სტრუქტურებს. გადმოსვენების საკითხების მოგვარებაში ჩართულია საერთაშორისო წითელი ჯვარი.
შოლცის თქმით, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარების საფუძველია
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს არის საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის. „მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის. გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორი რჩება. ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ,“ -განაცხადა შოლცმა.
შოლცი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ: მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ ევროკავშირის სანქციებს
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ იმ სანქციებს, რომელიც ევროკავშირმა დააწესა,“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ არის, გერმანია კი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი იმპერიალისტურ გეგმებს აგრძელებს, ეს ეხება არამხოლოდ რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, არამედ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველო თვითონაც გახლდათ 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი, საქართველოს ნაწილები რუსული უკანონო ოკუპაციის ქვეშ არის და სწორედ ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას ხაზი გავუსვათ, ჩვენ ვერ და არ შევეგუებით ამას, გერმანია კვლავაც მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს შიგნით. ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას, სადაც გერმანიას ყველაზე მეტი პერსონალი ჰყავს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცვათ იმ სანქციებს, რომელიც ევროკავშირმა დააწესა. დიდი მადლობა თქვენი ვიზიტისთვის და მიხარია მომავალი თანამშრომლობა,“ - განაცხადა შოლცმა.
რა უპასუხა პრემიერმა კანცლერის მოწოდებას, რომ საქართველომ არ მიიღოს ე.წ. უცხოური აგენტების კანონი
გერმანიის კანცლერის მოწოდების შემდეგ, რომ საქართველომ არ მიიღოს, ე.წ. უცხოური აგენტების შესახე კანონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს და რომ ცოტა ხნის წინ მას, ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი, თუმცა კანცლერმა შოლცმა ამავე პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს. ირაკლი კობახიძის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია - ერთადერთი, რასაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიურად ფინანსების გასაჯაროება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. კობახიძის თქმით, აქამდე ვერ მოხდა დასაბუთება იმისა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რატომ არ უნდა იყოს დაცული გამჭვირვალობის პრინციპი. „მას შემდეგ რაც მე საქართველოს პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, გადავწყვიტე, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული კანონის პირობებში სრული უფლება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისთვის მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს. 2020 წლის შემდეგ იყო ორი შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა დემოკრატიული არჩევნების გზით, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით. ბოლო წლების განმავლობაში დაფინანსება მოხდა მათ შორის არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში პრაქტიკად ყალიბდება. ვხედავთ, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას. ჰანს კენზელმა აღნიშნა, რომ ფუნქციონირებადი დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართალს. მე ეს გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ მთავრობა ღიაა პარტნიორებთან დისკუსიისთვის. მისივე განცხადებით, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია. Reuters-ის ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა: „დიდი სიურპრიზია, რომ თქვენ ამ კანონს სრულიად სხვანაირად უყურებთ, ვიდრე კანცლერი და ევროკავშირის ელჩი, რომელმაც ეს კანონი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს. როგორ ხსნით იმას, რომ თქვენ სრულიად სხვა პოზიციას იკავებთ, ვიდრე ევროპელი პარტნიორები და ევროკავშირი, რომელმაც თქვენი პროგრესი უნდა შეაფასოს და ხომ არ ფიქრობთ, არსებობს იმის საშიშროება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაზიანდება.“ „უკვე აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ. ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია. უკვე აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია. ერთადერთი რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. ვერავინ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება, უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. თუ კი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გახსნილები ვართ დისკუსიისთვის. შემიძლია, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიაორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. აქედან გამომდინარე, თუ შესაბამისი დისკუსია წარიმართება, რაც კანონპროექტის პირველ წელს განხილვისას არ მომხდარა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია,“ - უპასუხა ირაკლი კობახიძემ მედიას. პრემიერმა ამავე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კობახიძის თქმით, მან კანცლერს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ევროპული ღირებულებებისადმი და აღნიშნა, რომ „საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირში, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს, ისე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა 2 წლის წინ აღნიშნა.“ მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ოლაფ შოლცის განცხადებით კი, გერმანია იყო და არის საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. კანცლერმა ამავე დროს აღნიშნა, რომ გერმანია ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს აქტიური პარტნიორი მომავალშიც იქნება, მაგრამ ასევე, ძალიან გრძელი კატალოგი არის იმ რეფორმების, რაც ჯერ კიდევ გასატარებელია. „90-იანი წლებიდან გერმანიის მხარდაჭერა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენ მადლიერი ვართ ამ მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზეც გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მეგობრებს და პირადად ბატონ კანცლერს მისი მხარდაჭერისთვის. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ვიცით, რომ გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი შესაბამისი გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ყველა კუთხით საქართველოსა და გერმანიას შორის როგორც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ასევე, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროზე - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა განზომილება ჩვენი თანამშრომლობისა არის მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,” - განაცხადა პრემიერმა. „გერმანია იყო და არის საქართველოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე ვზრუნავდით და ყოველთვის რეკლამას ვუწევდით იმას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. ამას წარმატებით მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით. ძალიან გრძელი კატალოგი არის იმის, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ეს კრიტერიუმები თქვენთვის ცნობილია, ეს საჭიროა იმ სამართლებრივი რეჟიმისთვის, რომელიც ევროპასთან აის დაკავშირებული. ეს გახლავთ ეკონომიკური, სამართლებრივი საკითხები. საკითხები, რომელიც ევროპულ შიდა ბაზარს ეხება. ეს გახლავთ ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც ასევე ინტეგრაცია უნდა მოხდეს და მიჰყვეს საქართველო ევროპის, ევროკავშირის მასშტაბს. აქვე შედის ინსტიტუციური, სამართლებრივი სახელმწიფოს დემოკრატიული რეფორმები და ასე შემდეგ. ჩვენ საქართველოს აქტიური პარტნიორი ვიქნებით, რომ რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, იმ კრიტერიუმების შესრულების გზაზე, რომელიც ამისთვის საჭიროა,“ - განაცხადა თავის მხრივ, შოლცმა. ოლაფ შოლცი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ კანონს არ მიიღებს ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
ბელგიამ ევროპულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიება დაიწყო
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ განაცხადა, რომ ივნისის საერთო ევროპულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე გამოძიება დაიწყო და რომ მისი ქვეყნის დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა არსებობა ქსელის, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს. ბელგია ახლა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა. გამოძიებას ფედერალური პროკურორი აწარმოებს. „მიზანი სრულიად ცხადია: უკრაინის დახმარების შესუსტება რუსეთს ემსახურება ბრძოლის ველზე და ეს რეალური მიზანი გასულ კვირაში გამოვლინდა,“ აღნიშნა კროომ. ევროკავშირის პარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს იმართება. NATO მოელის, რომ ევროკავშირის არჩევნების ფონზე რუსეთის კიბერშეტევები და დეზინფორმაცია გააქტიურდება გერმანიამ ევროპაში რუსული დეზინფორმაციის მასშტაბების ზრდის შესახებ განაცხადა როგორც ცნობილია, ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტებს ევროპარლამენტის არჩევნების დროს დეზინფორმაციისგან დაცვა სთხოვა. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებთან გამკლავებას გააგრძელებს. ბლინკენის თქმით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, მათ შორის, სოციალური მედიის კომპანიების წახალისებით, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი შინაარსის ინფორმაცია გამოავლინონ. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.
ირაკლი კობახიძე გერმანიაში: საქართველოსა და უკრაინას მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ
საქართველოსა და უკრაინას აკავშირებთ მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინის სამშვიდობო სამიტზე მოწვევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. მან აღნიშნა, რომ საქართველო საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს. „საქართველოსა და უკრაინას აკავშირებს მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა აკავშირებს, მათ შორის, ჩვენს ხალხებსაც და ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც შეგვიძლია, შემდგომში განვახორციელოთ ჩვენს პარტნიორებთან,“ - განაცხადა კობახიძემ. შოლცი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ: მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ ევროკავშირის სანქციებს
რა საკითხები განიხილა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში გამართულ შეხვედრებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა ფედერალურ კანცლერს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას, როგორც ახალ ეტაპს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი და აღნიშნა, რომ შემდეგი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაა. „შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. ფედერალურმა კანცლერმა დაადასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. საუბარი ასევე შეეხო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთადერთი, რასაც კანონი ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროებაა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, სამართალდაცვით, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებულ პოზიტიურ თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ირაკლი კობახიძემ ოლაფ შოლცი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასსაც შეხვდა. მთავრობის ცნობითვე, შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა. „პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ამ გზაზე საქართველოს თანადგომას მომავალშიც განაგრძობს. აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარლამენტთაშორისი კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.“ პრემიერის ვიზიტი პრეზიდენტ შტაინმაიერთან შეხვედრით დასრულდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. „ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერის როლი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია და უახლოეს მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, ამ პროცესში გერმანიის თანადგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გერმანიის ხელისუფლების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის პრეზიდენტის სასახლეში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბელვიუს სასახლეში. გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა დღეს საქართველოს პრემიერ - მინისტრი, ირაკლი კობახიძე მიიღო და მასთან საუბარში გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა. პრემიერ-მინისტრმა განათლება დიუსელდორფში მიიღო და გერმანულად თავისუფლად საუბრობს,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
ჩინეთმა ორ ამერიკულ თავდაცვით კომპანიას სანქციები დაუწესა
ჩინეთმა ორ ამერიკულ თავდაცვით კომპანიას, ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის საპასუხოდ სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩინეთმა ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და მათი ქონება დააყადაღა. პეკინმა შეზღუდვები დაუწესა General Atomics Aeronautical Systems-ს, რომელიც უპილოტო საავიაციო სისტემებს აწარმოებს, და General Dynamics Land Systems-ს, რომელიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებს. ჩინეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა არის სერიოზული ჩარევა მათ საშინაო საქმეებში და ზიანს აყენებს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „აშშ-ის მიერ ჩინეთის ტაივანის რეგიონისთვის იარაღის მიყიდვის გაგრძელება არის „ერთი ჩინეთის“ პრინციპისა და აშშ-ჩინეთის სამი ერთობლივი კომუნიკეს სერიოზული დარღვევა“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
უკრაინამ კოტ-დ'ივუარში საელჩო გახსნა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DRC) საელჩოს გახსნიდან ერთი დღის შემდეგ, უკრაინამ საელჩო კოტ-დ'ივუარშიც გახსნა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 აპრილს განაცხადა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2023 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ 2024 წლისთვის უკრაინის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია აფრიკის ქვეყნებთან კავშირების გაგრძელება, რადგან მოსკოვი ცდილობს, გააფართოოს თავისი გავლენა კონტინენტზე. საელჩო სპილოს ძვლის სანაპიროზე, უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მაკსიმ სუბხმა 11 აპრილს, დედაქალაქ აბიჯანში გახსნა. სუბხმა განმარტა, რომ უკრაინამ გადაწყვიტა საელჩოს გახსნა კოტ-დ'ივუარში, რადგან ის "სამართლიანად განიხილება დასავლეთ აფრიკის რეგიონის ერთ-ერთ ლიდერად" და უკრაინის ამბიციაა, "გააძლიეროს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა" კოტ-დ'ივუარის პარტნიორებთან. 2022 წლის დეკემბერში ზელენსკიმ განმარტა, რომ მას სურდა, რომ უკრაინა საბოლოოდ იყოს წარმოდგენილი აფრიკის 30 ქვეყანაში.
ნიდერლანდებმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის მილიარდი ევრო გამოყო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრისას მიიღო დადასტურება, რომ ნიდერლანდებმა კიდევ 1 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის და 400 მილიონი ევრო რეკონსტრუქციისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თანხები გამოიყო უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების გარდა. „პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ ახლახან განაცხადა სატელეფონო საუბარში, რომ ნიდერლანდებმა კიდევ ერთი მილიარდი ევრო გამოყო უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის და 400 მილიონი რეკონსტრუქციისთვის... გმადლობთ, მარკ, მადლობა ჰოლანდიელ ხალხს! წერს ზელენსკი. მხარეებმა საუბრისას განიხილეს პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობა არტილერიის, საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ჭურვების მიწოდების დაჩქარების მიზნით. თებერვლის ბოლოსთვის, ნიდერლანდებმა უკრაინის დახმარებაზე ჯამში 2,8 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა.
ირაკლი კობახიძე: კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია
„ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ, თუ გვეტყვიან, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერცერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა. რა საკითხები განიხილა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში გამართულ შეხვედრებზე „ჩემი პასუხი დაფუძნებული იყო სიმართლეზე, ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი, კანონის შინაარსი არის ჩვენს მხარეს - რატომ? იმიტომ, რომ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. რა შეიძლება, იყოს ცუდი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტში, აბსოლუტურად გაუგებარია. რა არის კარგი - ეს უნდა იყოს ყველასთვის ასევე აბსოლუტურად გასაგები. კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ ამ კანონში. თუ გვეტყვიან, კი ბატონო, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერცერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, თუ არ იქნება კონტრარგუმენტები, ამ შემთხვევაში ბოლომდე იქნება მიღებული კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი კონტრარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, რა თქმა უნდა, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებულ დისკუსიებში, პირადად მზად არის, ამაში ჩაერთოს. „იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ის მზად არის, პირადად დაარწმუნოს ოპონენტები, რადგან აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციები მყარია. „ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, პირადად ვარ მზად, ამაში ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები. პირადად ვარ მზად, ნებისმიერს დავუჯდე, რატომ, იმიტომ, რომ ძალიან მყარია ჩვენი პოზიციები. ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ კანონი მხოლოდდამხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვარიდებს რისკებს სამომავლოდ. აქ საუბარია საზოგადოების წინაშე არსებულ რისკებზე. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წლის ბოლოს, როდესაც გვქონდა რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა და ამ მცდელობაში პირდაპირ იყვნენ გარეულნი დამიანები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, ბევრი სხვა რამ გააყალბეს. ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ საზოგადოებისთვის ასეთი ნეგატიური სცენარები, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამისთვისაც არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, იმისათვის, რომ ყველამ იმუშაოს გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად. გამჭვირვალობა არის კეთილსინდისიერების არა მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელი პირობა. სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არ იყო გამჭვირვალობა, კონკრეტულმა ორგანიზაციებმა იკადრეს და გააყალბეს მაგალითად „პივიტი“ ან გააყალბეს სხვა მონაცემები. სადაც იქნება გამჭვირვალობა, იქ იქნება ნაკლები ცდუნება გაყალბების კუთხით,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მან კანცლერს კანონპროექტის კვლავ დაინიცირების მიზეზი განუმარტა. პრემიერის თქმით, „მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იყო უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. “ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა,“ აღნიშნავს კობახიძე. რაც შეეხება კანონს გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა დისკუსია ბატონ კანცლერთან. მე განვუმარტე მას ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას. გვქონდა საუბარი ამ ყველაფრის მიზეზებზე, მათ შორის, განვმარტეთ ისიც, თუ რამ განაპირობა კონკრეტულად ამ დროს ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება. ეს არის ის, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა. არის ძალიან მანკიერი გამოვლინებები, რასაც საზოგადოებისთვის შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ასახვა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მე განვმარტე ძალიან მკაფიოდ ისიც, რომ ძალიან მოკლეა ეს კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული და ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ ყოველწლიური ანგარიშის დეკლარირება, მეტი არაფერი. რა შეიძლება იყოს ამაში პრობლემური დემოკრატიისთვის, ეს არის გაუგებარი, პირიქით, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგები ექნება ამ ყველაფერს დემოკრატიისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელება, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი იყოს განხილული სათანადო მსჯელობის, ღია მსჯელობის პირობებში. თქვენ გახსოვთ შარშან ყველანაირად არიდებდნენ თავს დისკუსიას გამომდინარე იქიდან, რომ შარშანაც მიაჩნდათ, შინაარსი იყო ჩვენი ველი. ჩვენ შინაარსობრივად ვართ მყარად, ამ კანონის შინაარსის თვალსაზრისით არის ყველაფერი გამართულად. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რაც არის დარჩენილი, ეს არის ძალიან ღია დისკუსია ამ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. ნუ გაურბიან დისკუსიას. რა თქმა უნდა, კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ეს არ არის მისი ამოცანა, მისი ფუნქცია, თუნდაც ეს კანონი იყოს 6-გვერდიანი თავისი მოცულობით. ეს არის ბიუროკრატიის ამოცანა. ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ პირობებში, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება წესრიგში და ყველა ყველაფერს სწორად გაიგებს,“ - განაცხადა პრემიერმა. შეკითხვას, თუ ევროკავშირი ტოლობის ნიშანს დასვამს ევროინტეგრაციასა და ამ კანონის მიღებას შორის, კობახიძემ უპასუხა, რომ „ტოლობის ნიშანი შეიძლება, იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება, იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. „მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა,“ განაცხადა კობახიძემ. დღეს მას კანცლერმა მოუწოდა, რომ არ მიიღონ აღნიშნული კანონი.
მოსკოვში SBU-ს ყოფილი ოფიცრის მანქანა აფეთქდა
მოსკოვში SBU-ს ყოფილი ოფიცრის მანქანა აფეთქდა და ის საავადმყოფოში მოათავსეს. უკრაინაში მას მოღალატეს უწოდებდნენ. მოსკოვში, კოროვინსკოეს გზატკეცილზე აფეთქდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის კუთვნილი Toyota Land Cruiser Prado, იუწყება TASS. უშიშროების ძალებთან დაახლოებული ტელეგრამ არხების Mash and Shot-ის ცნობით, საუბარია 48 წლის ვასილი პროზოროვზე, ის SBU-ში 2018 წლამდე მუშაობდა, 2014 წლიდან კი, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კაცმა მანქანის ძრავა ჩართო. პროზოროვი ფეხის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს. Mash-ის ცნობით, პოლიცია ვარაუდობს, რომ აფეთქება შესაძლოა, გამოწვეული იყოს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ან მიწისქვეშა გაზსადენის აფეთქებით. მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის ცნობით, აფეთქების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. „2023 წელს უკვე იყო პროზოროვის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურებმა მოახერხეს ამ მცდელობის აღკვეთა,“ წერს Mash. ვასილი პროზოროვი არის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, მუშაობდა SBU-ს ანტიტერორისტული ცენტრის შტაბის ერთ-ერთ განყოფილებაში. 2019 წლის მარტში მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ 2014 წლის აპრილიდან 2018 წლამდე თანამშრომლობდა რუსეთთან, დონბასში ომის მიმდინარეობის შესახებ მონაცემებს გადასცემდა რუსეთის დაზვერვის სამსახურებს. SBU-მ პროზოროვს მოღალატე უწოდა.