ძებნის რეზულტატი:
მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე დღეს გაიტანს
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე გავა. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ „ახლა, ფაქტობრივად, მოწმეები ვართ დეზინფორმაციული შტურმის ქართულ საზოგადოებაზე, სადაც კვლავ ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი.“ „ამ პროცესს თავისი აღწერაც აქვს, ამას ჰქვია დოგმატიზმი, სადაც ნაცვლად არგუმენტების წარმოდგენისა, მოსაზრება მიეყიდება საზოგადოებას როგორც არგუმენტი,“ - განუცხადა მან პარლამენტის ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
სი ძინპინმა გერმანიის კანცლერს უმასპინძლა - რაზე გამახვილდა ყურადღება პეკინში
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში 12 აპრილს, სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ის ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინს უკვე შეხვდა. ოლაფ შოლცი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. შოლცთან ერთად, ჩინეთში იმყოფებიან გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებიც. შეხვედრის დროს სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები აქვთ, რაც სტაბილური ტემპით კიდევ უფრო ღრმავდება. თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია და ჩინეთი ტექნოლოგიის სფეროებში მოწინავე ქვეყნები არიან და მათ შორის მხოლოდ სამართლიანი და ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს. გერმანიის კანცლერის რანგში ეს მისი მეორე ვიზიტია ჩინეთში. შოლცს თან ახლავს სამი მინისტრი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის საკითხებზე. დელეგაციაში შედიან წამყვანი გერმანული კომპანიების, კერძოდ, Siemens-ის, BMW-ს, Mercedes-Benz-ის წარმომადგენლები. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, შოლცის ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც გერმანია და მისი დასავლელი მოკავშირეები უპირისპირდებიან ჩინეთს მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის, ვაჭრობის, ტაივანის, ადამიანის უფლებებისა და მისი კავშირების შესახებ რუსეთთან. გერმანიის დელეგაციამ სი ძინპინთან შეხვედრას „კარგი“ უწოდა. მასთან შეხვედრის წინ, შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი საფრთხეს უქმნის "მთელ საერთაშორისო წესრიგს." ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე გერმანიის კანცლერმა ბირთვული ესკალაციის საფრთხეზეც ისაუბრა. „ნათელია, ჩვენ ორივემ ნათლად განვაცხადეთ ჩვენს ბოლო შეხვედრებზე აქ, პეკინში, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას საფრთხეც კი არ უნდა შეექმნას. მინდა, თქვენთან ერთად განვიხილო, თუ როგორ შეგვიძლია, მეტი წვლილი შევიტანოთ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში,“ - აღნიშნა შოლცმა. შოლცის ვიზიტის წინ ვაშინგტონმა ჩინეთი დაადანაშაულა რუსეთის შეიარაღების სექტორის გაძლიერებულ მხარდაჭერაში. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამბობს, რომ ორმხრივი კავშირები გერმანიასთან, სტაბილურად განვითარდება იმ პირობით, რომ ორივე სახელმწიფო პატივს სცემს ერთმანეთის განსხვავებებს და ისინი ეძებენ „საერთო ნიადაგს.“ „ჩვენ უნდა შევხედოთ და განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები ყოვლისმომცველი გზით გრძელვადიანი და სტრატეგიული პერსპექტივიდან,” - განუცხადა მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. ბერლინმა გასულ წელს წამოიწყო „რისკებისგან თავის დაღწევის“ სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანიის ზედმეტად მჭიდრო კავშირის შეჩერებას მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან. „ვიდრე ორივე მხარე დაიცავს ურთიერთპატივისცემას, ეძებს საერთო ენას და ინარჩუნებს განსხვავებებს, ურთიერთობს და სწავლობს ერთმანეთისგან და მიაღწევს მომგებიან თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად განვითარდება,“ განუცხადა ჩინეთის პრეზიდენტმ გერმანიიც კანცლერს. თავის მხრივ, შოლცმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას შორის კონკურენცია უნდა იყოს სამართლიანი და გააფრთხილა ჩინეთის ხელმძღვანელობა ავტოინდუსტრიაში პროტექციონისტულ პოზიციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჩინური წარმოების მანქანები მისასალმებელია გერმანულ ბაზარზე იქამდე, ვიდრე კონკურენცია "სამართლიანი" იქნება. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომ არ იყოს დემპინგი, რომ არ იყოს ჭარბი წარმოება, რომ საავტორო უფლებები არ ირღვეოდეს,“ - ასეთია შოლცის პოზიცია. მან მოუწოდა ჩინეთს, შექმნას თანაბარი პირობები ვაჭრობისთვის. გერმანიის მთავრობა და გერმანული ბიზნესი ასევე უფრთხილდებიან ტაივანთან დაკავშირებით რაიმე პოტენციურ სამომავლო კონფლიქტს. შოლცის ვიზიტი დღეს დასრულდა.
პოლონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა ევროპის დასაცავად, „რკინის გუმბათის“ შექმნის იდეა განიხილეს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დანიელ კოლეგასთან, მეტე ფრედერიკსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა ევროპის დასაცავად „რკინის გუმბათის“ შექმნის იდეა განიხილეს. „მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პოლონეთის წინადადებას, ევროპის ცის პოტენციური სარაკეტო თავდასხმებისგან დაცვის მიზნით ეფექტური „რკინის გუმბათის“ შექმნის პროექტს შეუერთდეს, დადებითად გამოეხმაურა,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა „საშიშ ზონაში“ იმყოფება. „არ არსებობს იმის მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს ევროპას ასეთი სარაკეტო თავდაცვის ფარი“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. „რკინის გუმბათი“ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის სახელწოდებაა. ზელენსკიმ მოკავშირეებს მიმართა, უკრაინა ისრაელის მსგავსად დაიცვან
ლანდსბერგისი: საქართველოს დანიშნულების ადგილი ევროპაა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანამ ევროპული გზიდან არ უნდა გადაუხვიოს.„საქართველოს დანიშნულების ადგილი ევროპაა. ნუ ჩაშლით ამ ოცნებას," - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულმა მთლიანმა საბიუჯეტო დახმარებამ დაახლოებით, 23 მილიარდ დოლარს მიაღწია
აშშ უკრაინას დაახლოებით 23 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარებას უწევს რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, იუწყება Ukrinform. „2022 წლის 24 თებერვლიდან შეერთებული შტატების მთლიანმა საბიუჯეტო დახმარებამ მიაღწია დაახლოებით 23 მილიარდ დოლარს. მოზიდული თანხები მნიშვნელოვანი წვლილი გახდა ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობისთვის. ამჟამად პრიორიტეტია უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა აგრესორთან წარმატებით დასაპირისპირებლად საჭირო რესურსებით, ხოლო უკრაინის მოქალაქეებს სასიცოცხლო სოციალური და ჰუმანიტარული სერვისებით მომარაგება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სგან დახმარების შენარჩუნება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
Reuters: უკრაინამ რუსეთთან და თურქეთთან ხელი არ მოაწერა შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ შეთანხმებას
უკრაინამ ბოლო მომენტში თქვა უარი შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ რუსეთთან და თურქეთთან შეთანხმების გაფორმებაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს სააგენტო "როიტერსი". ამ წყაროების მიხედვით, რუსეთი და უკრაინა თურქეთის შუამავლობით უკვე ორი თვეა აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა მიეღწიათ შავ ზღვაში საქონლის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის შეთანხმებისთვის. კიევს შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება არ სურდა, მაგრამ დათანხმდა, რომ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ერდოანს, ამის თაობაზე გამოეცხადებინა 30 მარტს, წინა დღეს ადგილობრივი არჩევნებისა, რომელზეც ერდოანის პარტია მეორე ადგილზე გავიდა. Reuters-ს აქვს შეთანხმების ასლი. დოკუმენტში ჩამოთვლილი პირობების თანახმად, მოსკოვი და კიევი პირობას დებდნენ, რომ უზრუნველყოფდნენ შავ ზღვაში სავაჭრო გემების უსაფრთხოებას და კისრულობდნენ ვალდებულებას, რომ არ გაუხსნიდნენ ცეცხლს, არ დააკავებდნენ და არ ჩაატარებდნენ ჩხრეკას, თუ გემები ცარიელია ან გაცხადებული აქვთ გემბანზე არასამხედრო ტვირთის არსებობის შესახებ. შავ ზღვაში მდებარეობს მარცვლეულის, სასუქებისა და ნავთობის ექსპორტირების მთავარი მარშრუტები როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. 2023 წლის ივლისში რუსეთმა, დასავლეთის ქვეყნების მიერ შეთანხმებების შეუსრულებლობის მომიზეზებით, დატოვა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც მანამდე ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ გაგრძელდა. 2024 წლის თებერვალში უკრაინამ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა შავი ზღვის საზღვაო დერეფნის დაცვას. სრულმასშტაბიანი ომის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უკრაინის არმიამ გაანადგურა მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებისა, რომლებსაც შეეძლოთ საფრთხეს შეექმნათ სავაჭრო დერეფნის ფუნქციონირებისთვის.
PACE-მ ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება სთხოვა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ევროპულ კომისიას სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (ვენეციის კომისია) დაჩქარებული წესით მოსაზრების მომზადება 15 აპრილს სთხოვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე. ევროპის საბჭოს კანონპროექტს ამჟამად საქართველოს პარალამენტი განიხილავს. ამ თვის დასაწყისში, 4 აპრილს, საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი), ღრმა შეშფოთება გამოთქვეს კანონპროექტის ხელახლა წარდგენის თაობაზე. „ამ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა, რომლის გაწვევაც ჩვენ დადებითად შევაფასეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ჩვენი განცხადება, რომელიც ამ კანონპროექტის პირველად შემოღებისას გავაკეთეთ, კვლავაც ძალაში რჩება: ეს კანონპროექტი წარმოშობს სერიოზულ კითხვებს ევროპულ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამოიღონ ეს კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან,“ - განაცხადეს თანამომხსენებლებმა. დღევანდელი შეხვედრის დასასრულს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა, ადამიანის უფლებებზე შესაძლო ზეგავლენის გათვალისწინებით, ასევე გადაწყვიტა, ვენეციის კომისიის მოსაზრებები მოეთხოვა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტის და საქართველოს საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ბოლოდროინდელი ცვლილებების თაობაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
შსს: 15 აპრილის აქციაზე დაკავებული 14 ადამიანიდან ოთხი ხელწერილით გათავისუფლდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 აპრილის აქციაზე დაკავებულებიდან ოთხის გათავისუფლების შესახებ იუწყება,. უწყების ცნობით, ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ, დანარჩენი ათი დემონსტრანტი კი წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩება. შსს-ს განცხადებით, ყველა დაკავებულს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება და მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდნენ როგორც ადვოკატებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენელს. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იზოლატორში ყოფნის პერიოდში დაკავებული პირებისთვის დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება არ დამდგარა," - ნათქვამია განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობა წინააღმდეგობაშია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომელშიც ნათქვამია, რომ "დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება; აღენიშნებოდა დაზიანებაც." სახალხო დამცველმა ამ ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. აქციაზე დაკავებულებზე განცხადებას ავრცელებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც" - უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, რომ ადვოკატები მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავებულების ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. საია შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს: ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა; დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები და შეუფერხებლად შეძლონ მათთან შეხვედრა; დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს. ე.წ. "უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ფრანგული კანონი არ არის - ელჩი
საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის. მისი განცხადებით, „საქართველოს, ცხადია, შეუძლია, მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს“, მაგრამ საფრანგეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. „საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ, ცხადია, ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს. როგორც საფრანგეთის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, მთავრობის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის ოჯახში მივესალმებით. ეს კარგად მოგეხსენებათ. როგორც საქართველოს მეგობრები, - ქვეყნისა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრება სურს, - საქართველოს ვეუბნებით, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. და [მიიღებს თუ არა] საქართველოს გადასაწყვეტია,“ - განუცხადა ელჩმა გასრიმ 16 აპრილს ჟურნალისტებს გორში სტუმრობისას რადიო თავისუფლებიც ცნობით. 14 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობდა. 15 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, არ მიიღონ ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი გამოთქვამს შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლების სფეროში. მისი განცხადებით, კანონის მიღებას შეიძლება, მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე, მათ შორის, ვინც მუშაობს ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. „არაკომერციული ორგანიზაციების ლეგიტიმური მუშაობის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო უნდა შეიცავდეს დებულებებს, რომლებიც არ არის დისკრიმინაციული და ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების მკაფიო და მიუკერძოებელ სტანდარტებს, მიუხედავად მათი დაფინანსების წყაროებისა. აღვნიშნავ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედია საშუალებების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას მხოლოდ და მხოლოდ ზოგიერთი დაფინანსების უცხოური წარმომავლობის გამო,“ - ამბობს კომისარი. ამ კონტექსტში, ის სთხოვს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკაონ ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღებისგან და ჩაერთონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, ევროპის საბჭოსთან საიმისოდ, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობისთვის. ასევე ვრცელ საპასუხო წერილში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს, რომ კანონპროექტის სულისკვეთება და მთავარი მიზანი არის გამჭვირვალობის გაუმჯობესება. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
ომბუდსმენის აპარატმა აქციაზე ერთ-ერთი დაკავებულის საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება; აღენიშნებოდა დაზიანებაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. „სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს აქციების მონიტორინგს და მანდატის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას ადამიანის უფლებადარღვევის ყველა ფაქტზე. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შსს: 15 აპრილის აქციაზე დაკავებული 14 ადამიანიდან ოთხი ხელწერილით გათავისუფლდა
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას დაეთანხმა
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობა გასცა. შესაბამის ინფორმაციას მოლდოვის გამოცემა NewsMaker საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ახლა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა უნდა მიიღოს. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიტიური გადაწყვეტილება PAS პარტიის დეპუტატების მოთხოვნას მოყვა, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თარიღად 20 ოქტომბერი ჰქონდათ აღნიშნული. თუ მოლდოვის მოსახლეობა მხარს დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ ქვეყნის კონსტიტუციაში რამდენიმე შესწორება იქნება შეტანილი. კერძოდ, კონსტიტუციის პრეამბულაში მოლდოვის ევროპული იდენტობისა და ევროპული გზის უცვლელობის შესახებ ჩანაწერი გაჩნდება. ასევე, კონსტიტუციაში ცალკე მუხლი გაჩნდება “ევროპული ინტეგრაცია.” მასში აღნიშნული იქნება, რომ მოლდოვა უერთდება ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებს და აქტებს, რომლებიც ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმებების გადახედვას ითვალისწინებენ.
ოლიმპიაში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი აანთეს
16 აპრილს საბერძნეთის ანტიკურ ქალაქ ოლიმპიაში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი აანთეს. ოლიმპიადა 26 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქში დაიწყება. ამ სიმბოლური აქტით დაიწყო ჩირაღდნის ესტაფეტა საბერძნეთსა და საფრანგეთში. ესტაფეტა დასრულდება პარიზში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, სადაც ოლიმპიური თამაშების ცეცხლს აანთებენ. პარიზი ოლიმპიადას 1900 და 1924 წლების შემდეგ მესამედ უმასპინძლებს.
ლევან ხაბეიშვილი: გთავაზობთ, კანონპროექტი პლებისციტზე გაიტანოთ
„გთავაზობთ შემდეგ რამეს, [კანონი] გაიტანეთ პლებისციტზე, არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საჭიროა, ოპოზიციიდან „ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი.“ „ფაქტია ვერ ვთანხმდებით. თქვენ თქვენი გადმოსახედი გაქვთ, არავისი არ გესმის, ერთი პარტნიორი არ გყავთ. ჩვენ გვესმის ისე, როგორც არის, თქვენ ამბობთ, რომ სხვანაირად არის. ქუჩაში ათ ათასობით ადამიანი გამოდის. მამუკა, თქვენ თქვით, რომ არცერთი ადამიანი არ გიღირთ ვნებათაღელვად, რაც სწორია. ახლა სპეცრაზმი გყავთ მობილიზებული. ხომ არ გეუბნებით, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, ოპოზიციამ გადაწყვიტოს. მიეცით ხალხს მშვიდად გადაწყვეტის და ცხოვრების შესაძლებლობა. გთავაზობთ შემდეგ რამეს, გაიტანეთ პლებისციტზე არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე ჩაატარეთ. ხალხს მიეცით შესაძლებლობა გადაწყვიტოს მოსწონს თუ არ მოსწონს. თუ ხალხი გადაწყვეტს, ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე უყრის კენჭს. პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
"არა რუსულ კანონს" - პარლამენტში ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს პირველი მოსმენით, აქცის ფონზე განიხილავენ
სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მეორე დღეა, მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. პარლამენტში ახლა კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
შარლ მიშელი: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირთან კი არ დააახლოებს, არამედ, დააშორებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. „ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასული წლის დეკემბერში მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, გაწევრიანების ტრაექტორიას და ის საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ, დააშორებს,“ – წერს მიშელი სოციალურ პლატფორმა X-ზე. "არა რუსულ კანონს" - პარლამენტში ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს პირველი მოსმენით, აქცის ფონზე განიხილავენ
შსს განცხადებას ავრცელებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციის ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებულნი არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.“ უწყების განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ - ნათქვამია განცხადებაში. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული. პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც. სპეცრაზმია მობილიზებული, ასევე პარლამენტის ეზოშიც. "არა რუსულ კანონს" - პარლამენტში ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს პირველი მოსმენით, აქცის ფონზე განიხილავენ
ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება. კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობას უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო 17 აპრილს, 12:00 საათზე დაუბრუნდება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება, გაგრძელდეს მხოლოდ 21:00 საათამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა). ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა. “კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა! შარშანწინ 27-მა ქვეყანამ თავისი ელჩების პირით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და გაათავისუფლეთო, მაგრამ არ კვდებოდა და არ გავათავისუფლეთ. მარტო აღმოვჩნდით და მართლები აღმოვჩნდით. მერე ყველამ თქვა, რომ არა, არ კვდებაო, აღარ აღმოვჩნდით მარტო. ახლა სააკაშვილის გათავისუფლებას აღარავინ აღარ ითხოვს. დღეს გვეუბნებიან, რომ ეს კანონი გაიწვიეთო, მაგრამ არ გავიწვევთ იმიტომ, რომ ქართულია და შემდეგ 27-ვე ქვეყანა იგივე აზრზე იქნება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. "არა რუსულ კანონს" - პარლამენტში ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს პირველი მოსმენით, აქცის ფონზე განიხილავენ
აქციის მონაწილეები თუ გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს - შსს
აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, - ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყება პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკაონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის წევრებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან. აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება,“ - ნათქვამია განცხადებაში. ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო დეპუტატები პარლამენტის შენობას სპეცრაზმის კორიდორის საშუალებით მომიტინგეთა შეძახილების ფონზე ტოვებენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება.
აუსტრევიჩუსი: დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს, ქვეყანა ლამისაა უკან, სსრკ-ში დაბრუნდეს
"ქართული ოცნების" რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ქვეყანა ლამისაა უკან, სსრკ-ში დაბრუნდეს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ის გვერდზე წერს. "ქართული ოცნების" რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ეს ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს. ცრუ ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს," - წერს აუსტრევიჩუსი. თავის მხრივ, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას თქმით, ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის საფრთხე არა დასავლეთიდან, არამედ სხვა მიმართულებიდან მოდის. „გასაგებია, ამდენი ადამიანი რატომ დგას "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში მზარდი რუსული გავლენისადმი დაპირისპირებას არ ისახავს მიზნად. ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ [საქართველოს] მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებსაც ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევა შეუძლია," - წერს ფოტიგა.