ძებნის რეზულტატი:

პაველ ჰერჩინსკი: ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება

„ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტის დიპლომატების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „როგორც თქვენ ყველამ აღნიშნეთ, კანონპროექტის თავიდან შემოტანაზე ევროკავშირმა ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა. 24 საათის განმავლობაში, 4 აპრილს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა განცხადება გაავრცელა. გუშინ საღამოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და ვფიქრობ მისი პოზიცია ხმამაღალი და ნათელია. ეს კანონი, მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ვერ დაეხმარება, პირიქით, ეს გართულებას გამოიწვევს, რადგან ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს აშკარად არ შეესაბამება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ყველა ელჩი, ასევე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე მიგვიწვია, სადაც პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი შეშფოთება გავიზიარა,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.  

ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

დღეს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის მხარდამჭერი იყო 83 დეპუტატი, მათ შორის, 73 - „ქართული ოცნებიდან“, „ხალხის ძალიდან“ - 9 და „ევროპელი სოციალისტებიდან“ -1. კერძოდ: „ქართული ოცნება“: ზაზა ლომინაძე დავით მათიკაშვილი ​სამველ მანუკიანი ლევან მაჭავარიანი ლევან მგალობლიშვილი მამუკა მდინარაძე ირაკლი მეზურნიშვილი გოგი მეშველიანი ირაკლი მეძმარიაშილი სავალან მირზოევი გივი მიქანაძე იმედა ნიკურაძე ანტონ ობოლაშვილი ბექა ოდიშარია ანრი ოხანაშვილი შალვა პაპუაშვილი გელა სამხარაული ნიკოლოზ სამხარაძე ვიქტორ სანიკიძე დავით სონღულაშვილი გიორგი სოსიაშვილი ალექსანდრე ტაბატაძე ნოდარ ტურძელაძე ირაკლი ქადაგიშვილი ლევან ქარუმიძე მერაბ ქვარაია სალომე ქურასბედიანი ალუდა ღუდუშაური თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი შატაკიშვილი გიორგი ჩაკვეტაძე გოდერძი ჩანქსელიანი ქეთევან ჩარკვიანი ვასილ ჩიგოგიძე გიორგი ცაგარეიშვილი ბეჟან წაქაძე ნინო წილოსანი ხატია წილოსანი გრეტა წიწავა შოთა ხაბარელი გიორგი ხახუბია სალომე ჯინჯოლავა გიორგი ბარვენაშვილი გია ბენაშვილი რიმა ბერაძე მაია ბითაძე ანზორ ბოლქვაძე ელისო ბოლქვაძე მაკა ბოჭორიშვილი ელგუჯა გოცირიძე ბექა დავითულიანი ალექსანდრე დალაქიშვილი ზაურ დარგალი ისკო დასენი ზაალ დუგლაძე გოჩა ენუქიძე გია ვოლსკი ირმა ზავრადაშვილი ირაკლი ზარქუა არჩილ თალაკვაძე ედიშერ თოლორაია რატი იონათამიშვილი ლადო კახაძე გიორგი კახიანი კახა კახიშვილი პაატა კვიჟინაძე ბაია კვიციანი ირაკლი კირცხალია სუმბატ კიურეღიანი ლევან კობიაშვილი რესან კონცელიძე მარიამ ლაშხი დიმიტრი სამხარაძე „ხალხის ძალა“: დავით კაჭარავა გურამ მაჭარაშვილი სოზარ სუბარი ეკა სეფაშვილი ვიქტორ ჯაფარიძე ირაკლი (დაჩი) ბერაია ზაალ მიქელაძე დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ ყაველაშვილი „ევროპელი სოციალისტები“: ავთანდილ ენუქიძე შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იგეგმება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.  

კრემლი ადასტურებს, რომ „რუსეთის სამშვიდობო ძალებმა“ მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან გასვლა დაიწყეს

კრემლმა გამოაცხადა 17 აპრილს, რომ "რუსეთის სამშვიდობო ძალებმა" დაიწყეს მთიანი ყარაბაღის დატოვება მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ბრძოლის შემდეგ დაიბრუნა კონტროლი თავისი რეგიონზე. მიმდინარე კვირაში აზერბაიჯანის მედია წერდა, რომ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს პოზიციების დატოვება, რომელიც 2020 წელს დაიკავეს ერევანსა და ბაქოს შორის მოსკოვის შუამავლობით მიღწეული ზავის შედეგად. რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა შესაბამის შეკითხვას უპასუხა, რომ „კი, ეს სიმართლეა“, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია. რუსეთმა „სამშვიდობო ძალები“ - ორი ათასი სამხედრო, მთიანი ყარაბაღის რეგიონში ექვსკვირიანი ომის შემდეგ მიღწეული შეთანხმების ჩარჩოებში განათავსა. 2020 წლის ომის შედეგად აზერბაიჯანმა რეგიონის და მიმდებარე არეალების დაკავება მოახერხა. ბაქომ ტერიტორიის დაკავება შარშან, სექტემბერში ელვისებური იერიშით დაასრულა, რასაც მოჰყვა კრიზისი - მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თითქმის მთლიანად გასვლა სომხეთში რეპრესიების შიშით. მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიად, სადაც უმრავლესობას სომხური მოსახლეობა წარმოადგენდა და თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მას სეპარატისტული ძალები მართავდნენ. კონფლიქტმა რუსეთს და სომხეთს შორის კავშირები დაარღვია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ადრე განაცხადა, რომ ერევანმა დე ფაქტო შეაჩერა მონაწილეობა მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ თავდაცვის ალიანსში - „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ (CSTO), მან არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთი იმის გამო, რომ „მხარი არ დაუჭირა მის ქვეყანას აზერბაიჯანის აგრესიისას.“ ერევანი ასევე შეუერთდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსკოვის სურვილის საწინააღმდეგოდ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ერევანი ვალდებულია დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუ ის სომხეთში ჩავა. სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ მოლაპარაკებას უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების გარშემო. ორი ქვეყნის საზღვრისპირა ჯარებს შორის შეტაკებების შესახებ ცნობები ხშირია.  

ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ევროკავშირი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. „დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად ევროკავშირის არაერთი მოწოდებისა, უარი ეთქვა მსგავს კანონმდებლობაზე და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა. მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშის წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა, შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლი მუშაობის შესაძლებლობა, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკაოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს,“ წერენ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იგეგმება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის, კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.  

კობიაშვილი ნაკრების ფეხბურთელებზე: ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვამბობთ ჩვენ ყოველთვის

„ტყუილია რასაც საუბრობთ, რუსულ კანონთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ, საუბრობენ [ნაკრების ფეხბურთელები] იმაზე, რაც დიდი ხანია, დაადასტურეს, როგორც ღირსეულად, დამსახურებულად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ასე ღირსეულად, დამსახურებულად, გავალთ. [...] ბიჭებს ჩემი პასუხის გაცემა არ სჭირდებათ, ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვიძახით ჩვენ ყოველთვის, რომ ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, არის ევროპაში, ეს დაადასტურეს ამ ბიჭებმა თავისი ღირსებით, როდესაც ღირსეულად და დამსახურებულად გავიდნენ", განაცხადა დღეს „ქართული ოცნების" დეპუტატმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სატელევიზიო მედიასთან კომენტარის დროს. დღეს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის მხარდამჭერი იყო 83 დეპუტატი, მათ შორის, 73 - „ქართული ოცნებიდან“, „ხალხის ძალიდან“ - 9 და „ევროპელი სოციალისტებიდან“ -1. მხარდამჭერთა შორისაა ლევან კობიაშვილი.  

ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება

საქართველოს სახალხო დამცველი „16-17 აპრილის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებსა ეხმიანება და მონიტორინგის პირველად შედეგებს ასაჯაროებს.“ ამ შინაარსის ტექსტი ომბუდსმენის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ომბუდსმენის განცხადებით, ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები. ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 11 დაკავებული, რომელიც ლევან იოსელიანმა უშუალოდ მოინახულა, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებდა და რეაგირებას ითხოვდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემაშფოთებელია აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი. სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტებზე დროული და მკაცრი რეაგირება მოახდინოს. „შეკრების თავისუფლების დარღვევა - ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები. 16 აპრილს საღამოს საათებში მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა სპეციალური გასასვლელის მოწყობით უზრუნველყვეს პარლამენტის წევრთა ტერიტორიიდან გაყვანა, აქციის მონაწილეებს ეზღუდებოდათ უკანა შესასვლელთან მიახლოებისა და ამგვარი ფორმით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა; სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად. აღნიშნული სტანდარტი დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების დაუძლეველი მიზეზი. 16 აპრილის საღამოს საათებში აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცავების მხრიდან მომიტინგეთა არაძალადობრივი მიახლოების შემთხვევაშიც ხდებოდა ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება. ასევე გამოიკვეთა მშვიდობიან მონაწილეებზე დადევნების შემთხვევები, ტერიტორიის დატოვების იძულების მიზნით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები ცალსახად წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას; ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეთა მისამართით გაისმა გამაფრთხილებელი სიგნალი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. სამინისტროს მხრიდან გაფრთხილების გაჟღერების მომენტისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მონაწილეთა დაშლისკენ მოწოდების საფუძველი. სახალხო დამცველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ შესაძლო ძალადობის იზოლირებული ინციდენტები არ არის საკმარისი მთლიანი შეკრების ძალადობრივად მიჩნევისთვის. ამგვარ გაფრთხილებას აქვს „მსუსხავი ეფექტი“ შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე, მას შეუძლია შეაკავოს საერთო იდეებისა და ინტერესების მხარდამჭერი ადამიანები თავიანთი აზრის ღიად გამოხატვისაგან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები იწვევს სიტუაციის ხელოვნურ ესკალაციას. სავარაუდო არასათანადო მოპყრობა და დაკავებულების უფლებები - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სამართალდამცავების უფლებამოსილება, გამოიყენონ პროპორციული ძალა სამართალდარღვევის აღსაკვეთად, არ უნდა იყოს გამოყენებული ბოროტად, აქციის მონაწილეთა დასჯისა თუ შეშინების მიზნით და არ უნდა მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, გავრცელებულ რამდენიმე კადრში ჩანს სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე აქტიური ძალადობა, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს დროული და ეფექტიანი გამოძიება. გარდა ამისა, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები 16 აპრილის ღამისა და 17 აპრილის დღის განმავლობაში აქტიურად ხვდებოდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ დაკავებულებს და მოინახულეს 16 აპრილის აქციაზე დაკავებული ყველა პირი. კერძოდ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს 16 პირი (მათგან ორი მონახულების მომენტისათვის იმყოფებოდა კლინიკაში და აპარატის ინფორმაციით, იყვნენ ხელწერილით გათავისუფლებული). დამატებით, პირადად სახალხო დამცველმა 17 აპრილს მოინახულა 18 დაკავებული პირი, მათ შორის 15 აპრილის აქციაზე დაკავებულები. 16-დან 11 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და ითხოვდნენ რეაგირებას. ყველა შემთხვევის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს. გარდა ამისა, 3 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის გარემოებებზე, თუმცა ითხოვდნენ ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვას და რეაგირებაზე უარს აცხადებდნენ. ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები - შემაშფოთებელია აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელავას და წაართვეს ტელეფონიც, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს. გავრცელებულ ვიდეოკადრში ნათლად ჩანს, როგორ ურტყამენ ჟურნალისტს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია „ტაბულას” ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეზე ფიზიკური ძალადობის და ტელეფონის წართმევის და „აპრილი მედიის” ჟურნალისტის გიორგი ბასხაჯაურის ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის შეკრების მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯადია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა. კიდევ უფრო მძიმეა დანაშაული, როდესაც ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება მათი საქმიანობიდან გამომდინარე. მსგავსი ფაქტები არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხს, შეიცავს საშიშ გზავნილს, რომ მედიის წარმომადგენლები, მათი საქმიანობის გამო, შესაძლოა, ანგარიშსწორებას დაექვემდებარონ და ამდენად, მსუსხავი ეფექტის მატარებელია მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე. სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს დროული და მკაცრი რეაგირება ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტზე და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საგამოძიებო უწყებების სათანადო რეაგირებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ინდივიდუალურ შემთხვევებში კანონის უზენაესობის აღსრულებისთვის, ისე, ზოგადად მედიის წარმომადგენლებისა და საპროტესტო აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად,“ - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იგეგმება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის, კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

პრეზიდენტი: ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო, ეს არის მთავარი კითხვა გამჭვირვალობის შესახებ

საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონის" პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში გამოიყენებს მის წინააღმდეგ ვეტოს დადების უფლებას იმის მიუხედავად, რომ "მმართველ პარტიას" აქვს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა. პრეზიდენტის განმარტებით, მისი ვეტო იქნება ხალხის ხმისა და სურვილის გამოხატულება, რომელიც მტკიცედ ეწინააღმდეგება მასიური, მშვიდობიანი პროტესტით "აგენტების კანონს." სალომე ზურაბიშვილი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ არსებობს კითხვა, ვინ და სად გადაწყვიტა "აგენტების კანონის" უკან დაბრუნება. „შეშფოთება მთავარი საგანი ის არის, რომ ეს პუტინის კანონის ზუსტი ასლია, რომელიც 2012 წელს მიიღეს და თანდათან გაიზარდა და განვითარდა. ეს არის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ, მედიის საქმიანობის წინააღმდეგ და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას უკანასკნელ 30 წელზე მეტია. ამიტომ ეს ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს. შარშან იგივე კანონი მასიური დემონსტრაციების შედეგად იქნა უარყოფილი და მისი მიღება ვერ მოხდა. ამჯერად, ამ კანონის თავიდან გამეორება პირდაპირ პროვოკაციას წარმოადგენს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილმა ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა. პრეზიდენტის შეფასებით. „რაც არ არის გამჭვირვალე ეს არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე.“ „თქვენ იცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს, ძალიან მკაცრი წესები აქვთ, როდესაც ისინი ფინანსდებიან, მათი მხარდაჭერის გამჭვირვალობის მხრივ. ეს ნათელია. ამ დეტალების პოვნა ყველას შეუძლია. რაც არ არის გამჭვირვალე ეს არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე. იგი გადაწყვეტილებების მიღებისას გამჭვირვალე არ არის, განსაკუთრებით ამ გადაწყვეტილების შესახებ, კანონის ხელახლა შემოტანის შესახებ, როდესაც ყველა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორმა განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირში მომავალ ინტეგრაციას. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო, ამ გადაწყვეტილების მიღება საქართველოში მოხდა თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვში? გამჭვირვალობის შესახებ ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ქართველები სვამენ, დიდი რაოდენობით ქართველი სვამს. დღეს უკვე მასიური დემონსტრაციების მესამე დღეა, მშვიდობიანი დემონსტრაციების და მე მოვუწოდებ ხელისუფლებას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აგრესიას არ მიმართოს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების შანსების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „ეს არის კანონი, რომელიც ხელისუფლების ზოგიერთი წევრის განზრახვას ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუშალონ.“ „მაგრამ ის, რაც ქუჩებში ხდება, გვაჩვენებს, რომ ხალხს ამ მიმართულებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. მთავარი ამოცანა 26 ოქტომბერს, არჩევნებთან ერთად იქნება და ასევე, ეს კანონი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ხელის შეშლის საშუალებაც არის. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობა საუკუნეების მანძილზე ჰქონდა გადაწყვეტილი,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და განმარტა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. „მე კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ისევე როგორც ყველა სხვა კანონის შემთხვევაში ვაკეთებ. რადგან ეს მხოლოდ ერთი არ არის, ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ჩემი ვეტო პარლამენტში დაძლეული იქნება, სადაც უმრავლესობას ეს შეუძლია. მაგრამ ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ამ ხმის გაგონება ხმამაღლა და ნათლად მოხდება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იგეგმება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზემიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

კობახიძე: უარგუმენტო განცხადებები ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი ვერ გახდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უარგუმენტო განცხადებები ხელისუფლების გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი ვერ გახდება. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს კანონი დაგვაახლოებს ევროკავშირში ინტეგრაციასთან. ის კვლავ ღია დისკუსიაში იწვევს ელჩებს თუ უცხოელ პოლიტიკოსებს. „თუ სურთ, მაგალითად, ელჩებს, პოლიტიკური დებატების ნაწილნი, კეთილი უნდა ინებოს ყველამ და საზოგადოების თანდასწრებით, ღია დისკუსიაში ჩაერთონ (ისინი), ამიტომ, პირადად, ჩემი წინდადება ძალაში რჩება - ყველას შევახსენებ, რომ საქართველო, პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი სახელმწიფოა. შესაბამისად, ვერავის მივცემ იმის უფლებას, რომ არგუმენტების გარეშე მითითებები მოგვცეს. ამის წინააღმდეგ იბრძოდა ჩვენი მშობლების თაობა.“ 35 წლის წინ, ქართველები სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ, ითხოვდნენ დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან - დღეს პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების სახელით - არ გვინდა, ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს,“ ამბობს ირაკლი კობახიძე. ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ევროკავშირი  

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც

გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს, გამჭვირვალობა ვერ გაარჩევს მტრებს და მეგობრებს ერთმანეთისგან. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განიხილავს. „რაც შეეხება იმას, თუ ვის წინააღმდეგ არის ეს კანონი მიმართული. გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს, გამჭვირვალობა ვერ გაარჩევს მტრებს და მეგობრებს ერთმანეთისგან. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც, მათ შორის, კეთილსინდისიერზეც და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზე. ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ. გამჭვირვალობა არის სწორედ პირველ რიგში, მეგობრების პასუხისმგებლობა. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, არის პირველ რიგში, სწორედ მეგობრის პასუხისმგებლობაა,“ - განაცხადა პრემიერმა. კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას - საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. მისი თქმით, უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი. „ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც 2020-2022 წლებში აქტიურად ცდილობდნენ, ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, დღეს საქართველო იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. კონკრეტულ ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც ცდილობდნენ - რევოლუციის მოწყობა, ამ შემთხვევაში, უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. მადლობა ღმერთს, მათი მცდელობები აღმოჩნდა წარუმატებელი. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას - საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი. შესაბამისად, ეს კანონპროექტი არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას, არამედ თვისებრივად დაგვაახლოებს ჩვენი უმთავრესი საგარეოპოლიტიკური მიზნის - ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა. ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ევროკავშირი  

„საქართველო ეკუთვნის ევროპას" - საქართველოს ელჩი რუმინეთში

"საქართველო ეკუთვნის ევროპას - მრავალფეროვნების, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სივრცეს," - ამის შესახებ საქართველოს ელჩი რუმინეთში, თამარ ბერუჩაშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. თამარ ბერუჩაშვილი რუმინეთში საქართველოს ელჩად 2022 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე თამარ ბერუჩაშვილი იკავებდა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს. თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე, ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.  

ზურაბიშვილი პესკოვის განცხადებაზე: ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს

„ამ „რუსულ კანონს“ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე,“ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეარხ France24-თან ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას, რომლის თქმითაც საქართველოში “ანტირუსული სენტიმენტები” გარე აქტორებისგან მოდის. „არ ვიცი, ვის გულისხმობენ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს, და სხვა არავინ. ასე რომ, ეს ძალიან ნათელია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიზაციას, საქართველოს ინსტიტუტებს, საქართველოს განვითარებას წლების მანძილზე. ძალიან გასაკვირია, რომ ამ "რუსულ კანონს" ამ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან-ძალიან ნათელია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ პოლიციელების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება „პარლამენტთან მიმდებარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების/ძალადობის შესაძლო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობის ან იარაღის გამოყენებით და 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კითხვას, გამოჰკითხეს თუ არა სამართალდამცავები შესაძლო გადამეტებაზე, უწყებაში განაცხადეს, რომ „თავის კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო საპროცესო მოქმედებას ატარებს.“ „ყველა შემოსული საჩივარი და შეტყობინება განიხილება და გვაქვს შესაბამისი რეაგირება. გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს,“ - ამბობენ უწყებაში. 16 აპრილს პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი და ხელკეტები. შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იგეგმება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზემიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

ინტელექტკლუბის - „რა? სად? როდის?“ 550-ზე მეტი მოთამაშე ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ ეწინააღმდეგება

ინტელექტუალური თამაშის, „რა? სად? როდის?“, მოთამაშეები - 550-ზე მეტი მოთამაშე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ხელმომწერებს მიაჩნიათ, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციას. „ჩვენ, „რა? სად? როდის?“ მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის კონსტიტუციაში. ვთვლით, რომ კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამიტომ მოვუწოდებთ პარლამენტს გაიმეოროს შარშანდელი ქმედება და მეორე მოსმენით ჩააგდოს ხსენებული კანონპროექტი. ჩვენი არჩევანია - ევროპა,“ - წერია განცხადებაში. ხელმომწერთა შორის არიან ინტელექტკლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე, ტელეპროექტის მთავარი რედაქტორი ლაშა კილაძე, კლუბის მაგისტრი გიორგი ბაქრაძე და სხვადასხვა გუნდის კაპიტნები: დავით რაფავა, ია მეტრეველი, ოთარ საბაშვილი, ირინა ფრუიძე, ბაჩანა შენგელია, დავით სიჭინავა, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გიორგი მელაძე. შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს - 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ, პროტესტის მესამე ღამეს“ აცხადებს, რომ ხალხი ყოველთვის იმარჯვებს. „რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს - 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“ წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

ირაკლი კობახიძე: შეკრების დაშლა საზოგადოდ მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით, იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ, პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა

პრემიერ-მინისტრ ირკლი კობახიძის შეფასებით, „გუშინდელ აქციაზე არ მომხდარა არავითარი დარბევა.“ როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „გუშინდელ აქციაზე იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. „შეკრების დაშლა საზოგადოდ მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით, იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ, პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა, მაგრამ რაც შეეხება დაზიანებებს, ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და დაზიანებებზე დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ, რაც ეფუძნება ექიმების მიერ შედგენილ დასკვნებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

პროტესტის ფონზე, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზეა განთავსებული

პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღდეგ საპროტესტო აქცია გრძელდება. გასული დღეებისგან განსხვავებით, ამჯერად უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მობილიზება არ შეინიშნება, მათ შორის, პოლიციის წარმომადგენლები არ იმყოფებიან არც ჭიჭინაძისა და არც ჩიტაძის ქუჩებზე - საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან. ამასთან დაკავშირებით სააგენტო "ინტერპრესნიუსი“ ადგილიდან იუწყება, დღეს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე არიან მობილიზებული, მათ შორის დიდი ოდენობით სამართალდამცავი იმყოფება მთავრობის ადმინისტრაციასთან. პოლიციის დანაყოფები ამ დროისთვის, უმეტესად, სპეციალურ ავტობუსებში არიან განთავსებული. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

რატი ამაღლობელი ხელისუფლებას: გაიტანეთ უკან ეს კანონი და გააკეთეთ განცხადება დღესვე, ველოდებით პოლიტიკურ განცხადებას 1 საათის განმავლობაში

დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი - ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას, - ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა განაცხადა. როგორც აქციაზე განაცხადეს, ხელისუფლებისთვის მიცემული დროის ამოწურვის შემდეგ სამოქმედო გეგმა გამოცხადდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდება პროტესტი. რატი ამაღლობელის თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს ქართველი ხალხის ნება და მოიქცნენ ისე, როგორც 1 წლის წინ და კანონი კვლავ უნდა გაიწვიონ. „ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან? დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ. ყველა თმა დათვლილია, როგორც სახარება გვეუბნება. დიახ, თქვენ იმყოფებით ქართველი ხალხის წნეხის ქვეშ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება. ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს. თქვენი გულის იმედი არ გვაქვს, თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის იმედი გვაქვს. ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში,” - განაცხადა რატი ამაღლობელმა აქციაზე. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე,“ შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას თბილისში მიმდინარე პროტესტზე. მისი თქმით, კანონპროქტი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე. „ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით, რომ ამ კანონპროექტს, თუ ის ძალაში შევა, სტიგმატიზაცია შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ასევე, შეუძლია, მედია ორგანიზაციების სტიგმატიზირება, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაცია. ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალიზმი, მედია ორგანიზაციები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე,” - განაცხადა ვედანტ პატელმა. დამაზუსტებელ კითხვას, განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „მკვდარია თუ არა დიპლომატია“ საქართველოსთან ურთიერთობაში, სპიკერის მოადგილემ უპასუხა: „ჩვენ არასოდეს ვფიქრობთ, რომ დიპლომატია მკვდარია. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას ამ ტიპის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი,“ - აღნიშნავს ვედანტ პატელი. აღსანიშნავია, რომ ეს სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე მეექვსე კომენტარია ამ საკითხზე. პირველი განცხადება სამ აპრილს გაკეთდა, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ბოლო განცხადება კი სპიკერმა მეთიუ მილერმა გუშინ გააკეთა. რა გზავნილი აქვს აშშ-ს თბილისში პროტესტის მონაწილეთა მიმართ - მეთიუ მილერის პასუხი მეთიუ მილერი: რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

„ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, პროტესტის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, პროტესტის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ, სადაც მოითხოვენ აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას და ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის გაწვევას - კანონის, რომელსაც მისი მოწინააღმდეგეები რუსულს უწოდებენ. „დემონსტრანტები მსვლელობით გადაინაცვლებენ მთავრობის კანცელარიისკენ, რათა მოითხოვონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა. გეგმის შესახებ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ გამოაცხადა. „ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ რომ ახლა ჩვენთან ერთად შვიდობიანად შვიდად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. უპირველეს ყოვლისა გვინდა გთხოვოთ, ხელისაწევით მოგვცეთ უფლება და მანდატი, წარვუძღვეთ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას,“ - მიმართა მან აქციის მონაწილეებს და მოუწოდა, არ აყვნენ არანაირ პროვოკაციას. მანამდე, პარალმენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტის უკან გასაწვევად ვადა 22:30 საათამდე მისცა. ამის შესახებ სცენიდან აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა ისაუბრა. პარალელურად, აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

გერმანიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის ახალ ინიციატივა წამოიწყო

გერმანიამ უკრაინისთვის უფრო კრიტიკულად საჭირო საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ახალი ინიციატივა წამოიწყო. იტყობინება Tagesschau 17 აპრილს, გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების სპიკერებზე დაყრდნობით. ბერლინმა ევროკავშირისა და NATO-ს პარტნიორებს უკვე მიმართა, რადგან რუსეთის გაძლიერებული საჰაერო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე კვლავ ხაზს უსვამს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემების მზარდ დეფიციტს. 17 აპრილის დილით, ქალაქ ჩერნიგოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი მიმართავენ ევროკავშირს, NATO-ს და მესამე მხარის ქვეყნებს ახალი ინიციატივით, რომელიც ასევე განიხილება დიდი შვიდეულის (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ამ კვირაში. უკრაინას საბრძოლო მასალის დეფიციტს ემუქრება, რადგან აშშ-ის მნიშვნელოვანი დაფინანსება რესპუბლიკელებმა კონგრესში თვეების განმავლობაში დაბლოკეს და ევროკავშირი ვერ ახერხებს საბრძოლო მასალის დროულად მიწოდებას. „გერმანიის ინიციატივა პასუხობს უკრაინაში არსებული ვითარების ცვალებად ბუნებას,“ განაცხადა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ბრიფინგზე და დასძინა, რომ არაერთმა ქვეყანამ გამოხატა თავისი ინტერესი. „ეს არ მოხდებოდა, თუ უკრაინა მიიღებდა საკმარის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება Patrio-ის 25 სისტემა რათა დაიცვას მთელი ქვეყანა რუსეთის თავდასხმებისგან. გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ, უკრაინის მეორე უმსხვილესი სამხედრო დონორია.