ძებნის რეზულტატი:
პაპუაშვილი: ზუსტად აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ
„ჩვენ არ ვმოქმედებთ სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე,“ - უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას, არის თუ არა მისთვის უხერხულობის შემქმნელი ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხოლოდ რუსეთი იწონებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობისთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ნება, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის. „არა, იმიტომ, რომ თუკი პოზიცია არის ასეთი, რომ ჩვენთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ნება, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის. ჩვენ უპირატესად არ ვმოქმედებთ სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე.“ - აღნიშნა პაპუაშვილმა. ამავე საკითხზე საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ „რაღაცა თეთრია თუ შავია უნდა გადაწყდეს არგუმენტით, რომ ეს ფერი რაღაცას ნიშნავს და არა ის, ვინ რა თქვა.“ „რაღაცა თეთრია თუ შავია უნდა გადაწყდეს არგუმენტით, რომ ეს ფერი რაღაცას ნიშნავს და არა ის, ვინ რა თქვა. მთელი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ გვაქვს დოგმებით საუბარი, რომ „იმან რომ თქვა“, „ამან რომ თქვა“ - ეს არგუმენტი არ არის. ეს არის ავტორიტეტებით საუბარი და არა არგუმენტებით. ჩვენ რომ მხოლოდ ავტორიტეტებს დავყრდნობოდით, მაშინ უნდა დაგვეწესებინა სანქციები, რაც კატასტროფა იქნებოდა ქართველი ხალხისთვის, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაგვეთავისუფლებინა, აქეთკენ გვიბიძგებდნენ იგივე ავტორიტეტები - ეს იქნებოდა კატასტროფა ხალხისთვის და ბევრი სხვა, რისკენაც გვიბიძგებდნენ იგივე ავტორიტეტები პირდაპირ, ირიბად, ღიად, დახურულ კარს მიღმა და ა.შ. ჩვენ მივყვებოდით და მივყვებით არა იმას, რას ამბობენ ავტორიტეტები, არამედ იმას, რა არის სწორი ქართველი ხალხისთვის საღი, გონივრული განსჯის შედეგად,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. გარდა ამისა, მან ისაუბრა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე და აღნიშნა, რომ „მიმდინარე აქციებმა მათ დაანახეს ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ.“ „ამ დღეებმაც დაგვანახეს ერთი საჭიროება ამ კანონის და მეორე, ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. ზუსტად ამ აქციებმა დაგვანახა ამ კანონპროექტის მიმართ ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი ამ კანონზე მსჯელობას გააგრძელებს,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
მეწყერის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც ჩაკეტა საავტომობილო მოძრაობა. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა,“ აცხადებენ უწყებაში.
იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, პოლიციამ როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა - Amnesty International-ი
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი თბილისში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევი ამბობს: „რისი მოწმენიც გავხდით გუშინ თბილისში, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის წინააღმდეგ, მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მათი პრეროგატივაა, გადაწყვიტოს, როდის შეუძლიათ ან არ შეუძლიათ ხალხს პროტესტი და გამოიყენონ სპეცრაზმი, რათა დაარბიონ და თვითნებურად დააკავონ მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით. რამდენჯერმე ნახეს პოლიცია, როგორ მისდევდა და ურტყამდა გაქცეულ მომიტინგეებს ხელკეტებით, აკრავდა მათ და უმოწყალოდ სცემდა მათ ადგილზე ყოფნისას.“ „იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, პოლიციამ როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა,“ ამბობს დენის კრივოშეევი. Amnesty International ასევე იმეორებს თავის მოწოდებას კანონპროექტის გაწვევის შესახებ და მიუთითებს, რომ ის გაერთიანების თავისუფლების უფლების შეზღუდვას ცდილობს და აშკარად მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას. შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
მაკფოლი: თავისუფლების მომხრეები საქართველოში ძლიერდებიან
აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს: „შთამაგონებელი ხალხმრავლობა საქართველოში! თავისუფლების მომხრეები საქართველოში ძლიერდებიან. #არარუსულკანონს."
პრეზიდენტი: არჩევნების თემა იქნება: რუსეთი თუ ევროპა
„რასაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ვხედავთ, არის, მასობრივი, მაგრამ ძალიან მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს. დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება,“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში. მისი თქმით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა არჩევნების გზით უნდა მოიპოვოს. „ეს უნდა გახდეს სტრატეგია და უნდა იყოს მიმართული მომავალ არჩევნებზე. ჩვენ აღარ გვჭირდება ამ ქვეყანაში გადატრიალებები, რადიკალური გადაწყვეტილებები, ეს ქვეყანა უნდა დარჩეს სტაბილური და ჩვენი გზა ევროპისკენ არჩევნებში უნდა მოვიგოთ. არჩევნების თემა იქნება: რუსეთი თუ ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გერმანული კომპანია უკრაინას IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთ სისტემას მიაწვდის
IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთი სისტემა უკრაინაში რამდენიმე კვირაში იქნება, - ამის შესახებ იარაღის მწარმოებელი გერმანული კომპანია Diehl Defense-ის ხელმძღვანელმა ჰელმუტ რაუხმა განაცხადა. „ჩვენი სამი სისტემა უკვე უკრაინაშია და კიდევ უფრო მეტის მიწოდება მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდება. შემდეგი სულ რამდენი კვირაში იქნება,“ - განაცხადა ჰელმუტ რაუხმა. ჰელმუტ რაუხი დღეს კიევში გერმანიის ვიცე-კანცლერ რობერტ ჰაბეკთან ერთად ჩავიდა.
ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის მშენებლობის შესაძლებლობას შეისწავლის
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო კასპიის ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის მშენებლობის შესაძლებლობის შესწავლას გეგმავს. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განაცხადეს. გარდა ამისა, „საშუალოვადიან პერსპექტივაში განიხილება ქალაქ ატირაუდან კურიკამდე ნავთობსადენის მშენებლობის შესაძლებლობა (ყაზახეთის პორტი კასპიის ზღვის სანაპიროზე). ასევე შესაძლებელია ტრანსკასპიური საზღვაო ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდა 7 მილიონ ტონამდე, რაც შეესაბამება აქტაუს პორტის არსებულ სიმძლავრეებს.“ ყაზახეთი ახლა ნავთობის ექსპორტს კასპიის ზღვაზე ტანკერების გამოყენებით ახორციელებს. ენერგეტიკის სამინისტროში ხაზს უსვამენ, რომ ყაზახეთი მოპოვებული ნედლეულის დაახლოებით 80% ექსპორტზე გააქვს. ტრადიციულად, ყაზახური ნავთობი ექსპორტზე ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე, თურქეთში, აშშ-სა და აზიის ქვეყნებში გადის. ყაზახური მხარე აწარმოებს კონსულტაციებს ევროკავშირის, შეერთებული შტატების (OFAC) და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან, რათა შეიმუშაონ შესაბამისი გამონაკლისები ევროკავშირის/გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის ფარგლებში (CPC) კასპიის მილსადენისთვის საქონლისა და მომსახურების მიწოდების შესახებ, რათა უზრუნველყოს მისი სტაბილური და საიმედო ოპერირება.“
ჯოზეფ ბორელი: ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ომის ზღვარზე ვართ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ომის ზღვარზეა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ირანის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმი გაძლიერდება და გაფართოვდება, რათა დასაჯოს თეირანი ისრაელზე განხორციელებული თავდასხმისთვის და აღკვეთოს მომავალი ასეთი თავდასხმები. ამავე დროს, მისი თქმით, ისრაელმა თავშეკავება უნდა გამოიჩინოს. „არ მინდა გაზვიადება, მაგრამ ჩვენ ომის ზღვარზე ვართ, რეგიონული ომის ზღვარზე ახლო აღმოსავლეთში, რომელიც შოკისმომგვრელ ტალღებს გაუგზავნის დანარჩენ მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროპას. ასე რომ, შევაჩეროთ ის,“ - აღნიშნა ბორელმა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის ლიდერებმა გუშინ, 17 აპრილს, ბრიუსელში შეხვედრისას პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ ირანის წინააღმდეგ სანქციებს და სანქციების სამიზნე ღაზის სექტორში, იემენსა და ლიბანში მისი მარიონეტებისთვის დრონებისა და რაკეტების მიწოდება იქნება.
დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებები vs რუსული გავლენა - საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი
„დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებები vs (Versus - გამოიყენება იმის საჩვენებლად, რომ ორი მხარე ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რედ.) რუსული გავლენა,“ - ასე ხედავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კატრინ კოლონა თბილისში მიმდინარე პროცესებს. მან ასე დაასათაურა სოციალურ პლატფორმა X-ზე მის მიერვე გაზიარებული ბმული, France24-ის სტატია, რომლის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს საქართველოში 20 000 ადამიანი აპროტესტებს. შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ელისაშვილთან დაკავშირებული “ინციდენტის შესწავლა“ დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის წევრთან, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული “ინციდენტის შესწავლა“ დაიწყო. უწყების ცნობით, ალეკო ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მომართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო, ელისაშვილი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა,“ - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. ომბუდსმენის აპარატი პოლიციის მხრიდან ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
უკრაინის საგარეო უწყება: რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა” საქართველოს რეალური საფრთხე
საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას გამოეხმაურა და ასევე აღშფოთება გამოხატა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც მან უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთა. კობახიძემ გუშინ, 17 აპრილს განაცხადა, რომ „უკრაინიზაციის“ თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი.“ უკრაინის საგარე საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები “უკრაინიზაციის” შესახებ, რომლის წინააღმდეგაც არის ვითომდა მიმართული “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი, აღშფოთებას იწვევს. „ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს. რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა” საქართველოს რეალური საფრთხე,“ აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება. ამასთან, უკრაინული მხარე მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და სიტუაციიდან გამოსავალი კონსტრუქციული დიალოგის გზით მოძებნონ. „ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვითარებიდან გამოსავალი კონსტრუქტიული დიალოგის მეშვეობით ეძებონ. მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ჩართულობა არის აუცილებელი პირობა ქვეყნის პროევროპული მომავლის ასაშენებლად,” - ნათქვამია განცხადებაში. მისივე თანახმად, უკრაინა დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობიანი და მეგობრული გარემოთი, ყოველთვის მყარად უჭერდა მხარს და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.“ დასავლეთის მოწოდებების და ხალხმრავალი სამდღიანი პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკამათო კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი შეუშლის ხელს.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: ამ კანონმა შეიძლება, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დააზიანოს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანკე ბრუინს სლოტი "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და მან შეიძლება, დააზიანოს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. „შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებით. ამან შეიძლება, ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის კრიტიკულად მნიშვნელოვან მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და მან შეიძლება, დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა," - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი. შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
მეთიუ მილერი: ღრმად იმედგაცრუებულები ვართ კრემლისგან შთაგონებული კანონის წინ წაწევით
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოს მიერ სადავო კანონოპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო, იმედგაცრუებას გამოხატავს. სპიკერი მეთიუ მილერი შემოთავაზებულ კანონპროექტს კრემლის მიერ შთაგონებულს უწოდებს. „ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობა. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება, დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ვუერთდებით საქართველოსადმი მოწოდებაში, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს - სურვილს, რომ სრულიად ინტეგრირებული გახდნენ ევროკავშირში. საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც მის მოქალაქეებს ემსახურება და საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს. მიღების შემთხვევაში, კანონმა შეიძლება, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სტიგმატიზირება მოახდინოს ორგანიზაციების, რომლებსაც ეს სარგებელი საქართველოს მოქალაქეებთან მიაქვთ, ასევე, ხელი შეუშალოს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. მსგავსი, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, მშვიდობიანი შეკრების უფლება დაიცვან,” - აღნიშნულია მილერის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ეს სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე მეშვიდე გამოხმაურებაა ამ საკითხზე. პირველი განცხადება სამ აპრილს გაკეთდა, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ბოლო განცხადება კი, სპიკერის მოადგილემ გუშინ გააკეთა. რა გზავნილი აქვს აშშ-ს თბილისში პროტესტის მონაწილეთა მიმართ - მეთიუ მილერის პასუხი მეთიუ მილერი: რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ე.წ. უცხოური აგენტების კანონი
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ე.წ. აგენტების კანონპროექტი და შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, მათ შორის მათ ადგილობრივ წარმომადგებლობაზე – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე.“ გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. „ეს ნაბიჯი ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს და მიღწეულ პროგრესს ქვეყანაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით. ეს, ასევე სერიოზული უკუსვლაა მედიის თავისუფლებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებისთვის საქართველოში - და ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ერის ევროინტეგრაციის პროცესი," - წერია განცხადებაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარე, ფრანსუა ვალერიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ერთი და იგივე კანონის სხვადასხვა სახელწოდებით ხელახალი ინიციირება არ ცვლის თავდაპირველ განზრახვას და, რომ იგი ანადგურებს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს, ისაუბროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე. „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს მის უკანგადადგმულ ნაბიჯს და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ერთგულება ღია მმართველობისა და დემოკრატიული მთლიანობის პრინციპებისადმი. საქართველოს დემოკრატიის მომავალი და მისი ადგილი ევროპულ საზოგადოებაში დამოკიდებულია კრიტიკული ხმების დაცვაზე და არა დევნაზე," აღნიშნავს ფრანსუა ვალერიანი. აგენტების კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - "ხალხის ძალიდან“ და ერთმა - "ევროპელი სოციალისტებიდან.“ თბილისში 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ირანს ახალი სანქციები დაუწესეს
შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივად გამოაცხადეს სანქციები ირანის წინააღმდეგ, 18 აპრილს, შაბათ-კვირას ისრაელზე მისმა მასიური თავდასხმის საპასუხოდ. აშშ-ის სანქციები მოიცავს 16 ფიზიკურ პირს და ორ სუბიექტს - ყველა მათგანი დაკავშირებულია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან (IRGC) და მონაწილეობს დრონების წარმოებაში, რომლებიც თეირანმა ისრაელზე 13 აპრილის თავდასხმის დროს გამოიყენა. გარდა ამისა, ხუთი კომპანია, რომლებიც ირანს აწვდიან კომპონენტებს ფოლადის წარმოებისთვის და ირანული ავტომწარმოებლის სამი შვილობილი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს IRGC-სთან, შეერთებული შტატების შავ სიაში მოხვდა. გარდა ამისა, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტი ახორციელებს ექსპორტის დამატებით კონტროლს, რომელიც შექმნილია მიკროელექტრონიკაზე ირანის წვდომის შეზღუდვის მიზნით, რომელსაც ის იარაღის წარმოებაში იყენებს. გაერთიანებული სამეფოს სანქციები სამიზნეა რამდენიმე ირანულ სამხედრო ორგანიზაცია, ფიზიკურ პირი და სუბიექტი, რომლებიც ირანის უპილოტო საფრენი აპარატების და ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში მონაწილეობენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 16 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ სანქციების რეჟიმი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთისთვის ირანის სამხედრო დახმარებასთან ახლო აღმოსავლეთში ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. ირანმა მასიური შეტევა ისრაელზე შაბათ-კვირას ასობით რაკეტისა და უპილოტო თვითმფრინავის გამოყენებით დაიწყო. თეირანის განცხადებით, ეს არის პასუხი ისრაელის თავდასხმაზე, რომელმაც ირანის დიპლომატიურ მისიას დაარტყა დამასკოში და რომლის დროსაც დაიღუპნენ ირანელი გენერლები.
თბილისი აშშ-ს, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე. „განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკა და ამ კონტექსტში აღინიშნა აშშ-ს და პირადად ლუის ბონოს პოზიტიური ჩართულობა პროცესში. ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობას. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუის ბონოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით იჩენს,“ აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცეტრიტრდეს ევროპული გზის გასაგრძელებლად აუცილებელ ზომებზე
საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. საფრანგეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი და ჩარევის ბრალდებები, რომელთა სამიზნეა ეს უკანასკნელი, მიუღებელია. საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცენტრირდეს ყველა იმ ზომის დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად, რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ღრმა ერთგულება. „საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ამ მომთხოვნ გზაზე,” - წერია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საფრანგეთის, ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მეთიუ მილერი: ღრმად იმედგაცრუებულები ვართ კრემლისგან შთაგონებული კანონის წინ წაწევით
ოპოზოციონერი პოლიტიკოსები გაათავისუფლეს, სასამართლო სხდომები 24 აპრილამდე გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ორდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს პარტია "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია. მათი სასამართლო სხდომები 24 აპრილამდე გადაიდო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები 16 აპრილს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. დარბაზის დატოვების შემდეგ ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "უმიზეზოდ" დააკავეს იმ დროს, როდესაც სხვა ადამიანის მიშველებას ცდილობდა.“ "სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა - ეს უმძიმესი დანაშაული იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა. ეს არის შეტევა საქართველოს პროევროპულ კურსზე. მე და ჩემი თანამებრძოლები საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს მოვემსახურებით. „ქართული ოცნება“ რუსეთს ემსახურება და სანამ ის არ შეიცვლება, იქნება მუდმივი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა "გირჩი - მეტი ტავისუფლების წევრმა გელა ხასაიამაც. როგორც ის "ტვ პირველთან" საუბარში ამბობს: „ჩემზეც ფიზიკურად იძალადეს. დაკავების მომენტში ვიდექი რობოკოპების წინ, ხელაწეული ვიდექი, როგორც სხვა ადამიანები, ჩემგან გაუგებრად მომვარდა პოლიციელი, რომელმაც ხელი მკრა, შემდეგ უკვე აღმოვჩნდი ნიღბიანი ადამიანების წრეში..." თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 16 აპრილის საპროტესტო აქციაზე დაკავებული სხვა პირების სასამართლო სხდომები. შსს-ს ცნობით, 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
ფინეთში მიაჩნიათ, რომ რუსი ოლიგარქების ქონება საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას
ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრა მიიჩნევს, რომ რუს ოლიგარქებს, რომლებიც ქვეყანაში უძრავ ქონებას ფლობენ, რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა შეუძლიათ. ამის შესახებ მან Ilta-Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც კოპრა იხსენებს, რუსები წლების განმავლობაში ყიდულობდნენ სხვადასხვა სახის ქონებას ფინეთში, რამაც ფინური კონტრდაზვერვის - SUPO-ს განცხადებით, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის უსაფრთხოებას. ამასთან, რუსეთმა მსგავსი მიზნებისთვის უკრაინაში არსებული უძრავი ქონება შეჭრის წინა დღეს გამოიყენა. ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი თვლის, რომ რუს ოლიგარქებს არავის უბრძანებს პუტინისთვის ვილების აშენებას ან უძრავი ქონების ყიდვას, მაგრამ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება საკუთარი ინიციატივით, რეჟიმის მსახურებისთვის. „უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ქონების მფლობელი რუსია, საკმარისია ტელეფონის ზარი ან წერილი სადაზვერვო სამსახურისგან, რომ გადასცეს ის სახელმწიფოს, რაც არ უნდა კარგი განზრახვა ჰქონდეს კერძო მესაკუთრეს. მათ აქვთ საშუალება, რომ ძალიან სწრაფად შეცვალონ რუსული საკუთრება საზღვარგარეთ,“ - ამბობს კოპრა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: მსგავს კანონებს კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები იყენებენ
სპეციალური განცხადების გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს, 18 აპრილს ტრადიციული პრესკონფერენციის დროსაც გააკრიტიკა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი. უწყების პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები, რათა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სისტემური რეპრესირება მოახდინონ. აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ვითარებას. „ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონმდებლობით და მისი პირველი მოსმენით მიღებით, განსაკუთრებით იმით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედია ორგანიზაციებს იღებს სამიზნეში და მათ სტიგმატიზირებას ახდენს. ვფიქრობთ, რომ ეს ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვითარებას, განსაკუთრებით, ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროტესტს და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ნებისმიერ ესკალაციას ან ძალადობრივ ქმედებებს,“ აღნიშნა პატელმა. შესაძლო სანქციებზე დამაზუსტებელ შეკითხვას მან ასე უპასუხა: „ჰიპოთეტიურზე სპეკულირებას არ მოვახდენ [სანქციებთან დაკავშირებით]. რაც შეეხება რუსეთს, მე ვთქვი, რომ მსგავს კანონებს იყენებს კრემლი. არამხოლოდ კრემლი, არამედ, სხვა რეპრესიული მთავრობები, რათა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზირება და სისტემური რეპრესირება მოეხდინათ. არ მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის კანონმდებლობა შეესაბამება გამჭვირვალობის გაზრდის საჯაროდ გაცხადებულ მიზანს,” - განაცხადა პატელმა. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები