ძებნის რეზულტატი:
სასამართლომ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე დედას 3 წლით, ბიძას კი, 3.6 წლით პატიმრობა შეუფარდა
14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, ეგანა მაგარამოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აითაჯ შახმაროვას დედაც და ბიძაც როგორც ქორწინების იძულებაში, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ ცნეს. 13 წლის აითაჯ შახმაროვას ქორწინების იძულებისთვის დედასა და ბიძას 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი, ნატიკ მაგარამოვს 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ეგანა მაგარამოვს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დიდმა სასჯელმა მცირე სასჯელი შთანთქა და საბოლოოდ ბიძას, 3 წლითა და 6 თვის ვადით, დედას კი 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ნატიკ მაგარამოვმა საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას დედას, მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ამ საქმეში უდანაშაულო, უფრო მეტიც, დაზარალებულია. „ამ საქმეში დაზარალებული ვარ, რომელ დედას ენდომებოდა შვილი ასე გამოსცლოდა? ამ საქმეში უდანაშაულო ვარ, 7 თვეა, რაც უდანაშაულოდ ვზივარ, ჩემი შვილი სადაა დაკრძალული, ესეც არ ვიცი, მის საფლავზეც არ მივსულვარ. ბავშვი ჩემი გაზრდილი იყო, რა სიმწრით გავზარდე შვილები, ეს ვინ იცის, ჩემი შვილების გამო სიკვდილზეც წამსვლელი ვიყავი. ჩემზე მეტად დაზარალებული არავინაა," - განაცხადა მაგარამოვამ. საქმის პროკურორი, ხატია გოგრიჭიანი აცხადებდა, რომ საქმეზე ბრალდებულების წინააღმდეგ როგორც პირდაპირი, ასევე, ირიბი მტკიცებულებები არსებობს, რომლებიც ბრალდებულების მხრიდან 13 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს - ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას უტყუარად ადასტურებენ. აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის ადვოკატები ბრალდების მხარისგან განსხვავებით, გამამართლებელ განაჩენს ელოდებოდნენ. ცნობისთვის, მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა. რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.
ევროპარლამენტარი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე: დროა, ევროკავშირმა წერტილოვანი სანქციები შემოიღოს
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განცხადებების შემდეგ ამბობს, რომ „დროა, ევროკავშირმა წერტილოვანი სანქციები შემოიღოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.“ „ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებები უაღრესად სამარცხვინოა და მხოლოდ ხაზს უსვამენ მის მცდელობებს, დაანგრიოს საქართველოს დემოკრატია და ევროპული მისწრაფებები. დროა, ევროკავშირმა წერტილოვანი სანქციები შემოიღოს ამ ოლიგარქის წინააღმდეგ და საქართველო მისი კლანჭებიდან გაათავისუფლოს,” - წერს ლექსმანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში უმასპინძლა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს. სალომე ზურაბიშვილმა სანდრო ჯოხაძესა და თემო კოკოზაშვილს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადასცა. „დღეს ამ ბიჭებს გადავეცი საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, რომლებსაც ისინი ამაყად აფრიალებდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის გაპროტესტების დროს,“ წერს ზურაბიშვილი Instagram-ზე. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 აპრილს, 2200 ლარით დააჯარიმა ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილე 18 წლის მოსწავლე სანდრო ჯოხაძე. ფოტო: 17 აპრილი, 2024 წელი. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია. სანდრო ჯოხაძე და თემო კოკოზაშვილი სპეცრაზმელების პირისპირ.
პოლონეთმა NATO-ს ბირთვული გაცვლის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი ოფიციალურად წარადგინა
პოლონეთმა NATO-ს ბირთვული გაცვლის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაველ ზალევსკიმ დაადასტურა. მისი თქმით, ეს პროგრამა ითვალისწინებს ამერიკული მხარის სრულ კონტროლს ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის განთავსება შესაძლებელია პოლონეთში. პოლონეთისთვის მიზანშეწონილი იქნება, თუ მის ტეროტორიაზე აშშ-ის ბირთვული ქობინები განთავსდება - დუდა ბირთვული იარაღის გაზიარება NATO-ს ბირთვული შეკავების პროგრამაა. ის საშუალებას იძლევა, ბირთვული ქობინი ალიანსის იმ წევრ ქვეყნებს მიაწოდოს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ბირთვული იარაღი. 2009 წლის ნოემბრიდან, პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის ბირთვული იარაღი ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და თურქეთში იყო განთავსებული. დუდა: NATO თუ გადაწყვეტს, პოლონეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს, ამისთვის მზად ვართ გასულ ზაფხულს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რუსეთის მიერ ბელორუსში ბირთვული იარაღის გადაცემის შესახებ, პოლონეთის ხელისუფლებამ კვლავ გაიხსენა თავისი განზრახვა, მონაწილეობა მიიღოს ბირთვული იარაღის გაზიარების პროგრამაში. ბირთვული იარაღის გაზიარება არის შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და NATO-ს მოკავშირეებს შორის, რომელიც პოლონეთს, სამხედრო აუცილებლობის შემთხვევაში შეეხება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისიის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა უკვე განათავსა თავისი 150-მდე ბირთვული ბომბი ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე. გასულ გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი გადაიტანა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოგვიანებით მოსკოვის ასეთი ქმედებები "უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთებით" ახსნა. გასული წლის 25 მაისს რუსეთისა და ბელორუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. იმავე დღეს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსული ატომური იარაღის ბელორუსიაში განთავსება უკვე დაიწყო. 16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პირველი რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკვე ბელორუსის ტერიტორიაზეა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი 29 აპრილს დაუჭირა. ახლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენა მიმდინარეობს. პარალელურად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია პარლამენტთან იმართება. პარლამენტის წინა მხარეს დამონტაჟებულია სცენაც. სტუდენტები, ოპოზიციური პარტიების წევრები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილები საკანონმდებლო ორგანოს როგორც ცენტრალურ, ასევე, უკანა შესასვლელთან. შეკრებილებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მარშით შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამ დროისთვის, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "არა რუსულ მთავრობას”, “არა რუსულ კანონს”. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
ზაზა სარალიძემ ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო
თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2017 წელს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ შიმშილს იწყებს კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით. როგორც მან მედიას განუცხადა, არასამთავრობო სექტორისა და თავისუფალი მედიის გარეშე, მისი შვილის მკვლელები თავისუფლები იქნებოდნენ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
შსს პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. შესაბამის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო შეკრებილნი არიან აქციის მონაწილეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს, გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება, აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მოუწოდეს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება,“ წერს შსს. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. დღეს, 21:00 საათზე, რეგლამენტით დადგენილ დროს დასრულდა პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავდნენ. 30 აპრილს 11 პუნქტისგან შემდგარი კანონპროექტის მხოლოდ სამი მუხლზე მსჯელობა დასრულდა. კანონპროექტის განხილვა პირველ მაისს გაგრძელდება. სხდომის განმავლობაში კანონპროექტის მომხსენებელ ანრი ოხანაშვილსა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის არაერთი სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
ჰოჯესი: არ მესმის, რატომ ცდილობს საქართველოს მთავრობა, თავი მიიჯაჭვოს გვამზე, რომლადაც რუსეთის იმპერია იქცა
2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი ე.წ "აგენტების კანონთან“ დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავის დასავლელ პარტნიორებს უნდა მოუსმინოს, ამერიკელი სენატორების გაფრთხილებას სერიოზულად მოეკიდოს და საკუთარ ხალხს დაუჯეროს. მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება, საქართველოს 20% კი, კვლავ ოკუპირებულია და მას რუსი სამხედროები აკონტროლებენ, ამ კანონის მიღება, რომელსაც ბევრი ქართველი და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორი რუსულ კანონს უწოდებს, რა ტიპის უსაფრთხოების გამოწვევებს უქმნის, როგორც თქვენ უწოდეთ, "რთულ სამეზობლოში" მყოფ საქართველოს? ამ შეკითხვით მიმართა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს. პირველ რიგში, არ მესმის, რატომ ცდილობს [საქართველოს] მთავრობა თავი მიიჯაჭვოს გვამზე, რომლადაც რუსეთის იმპერია იქცა. კრემლში მთავრობის მუდმივ დაცემას ვხედავთ. შეიძლება, ამით [საქართველო-რუსეთის დაახლოებით], მთავრობაში რამდენიმე ადამიანმა ისარგებლოს, მაგრამ თავად საქართველოსთვის იქ კარგი არაფერი ხდება. უბრალოდ, შეხედეთ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ - მათ ვერაფრით ისარგებლეს რუსეთის ოკუპაციაში ყოფნისას. საინტერესოა ისიც, რომ რუსი სამხედროები სომხეთიდან გაიწვიეს, რადგან ისინი უკრაინაში დასჭირდათ. ყველგან, სადაც რუსეთი თავის ბინძურ ხელებს ჰყოფს, ყველაფერი უარესდება, ან მთავრდება ქვეყნების მიერ იმის გააზრებით, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობა რუსეთთან, მათთვის სასარგებლო არაა. გარდა ამისა, ის რაც უკრაინაში ხდება, მნიშვნელოვანია. სიტუაცია უკრაინაში რთულია, მაგრამ 10 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთს თავიდანვე ყველანაირი უპირატესობა ჰქონდა, რუსეთმა უკრაინის მხოლოდ 5%-ის ოკუპირება შეძლო, ნახევარი მილიონი ჯარისკაცი დაკარგა, შავი ზღვის ფლოტის უდიდესი ნაწილი განადგურებულია, ან სევასტოპოლიდან გაძევებულია. რუსეთისთვის ჰორიზონტზე სინათლეს ვერ ვხედავ, თუ ისე მოხდა, რომ ამერიკამ, გერმანიამ და დასავლეთმა უკრაინის დახმარება შეწყვიტეს - მხოლოდ ასე შეუძლია რუსეთს მოგება. ასე რომ, საქართველოს მთავრობამ, ქართველმა ხალხმა უნდა შეხედოს, რა ხდება და გადაწყვიტოს, თუ სადაა მათი მომავალი. სად აქვთ მათ საუკეთესო შანსი საქართველოს ახალგაზრდობის ნიჭისა და პოტენციალს გამოსაყენებლად? ეს ნამდვილად არ მოხდება მოსკოვში. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ისარგებლებს ამით [საქართველს მთავრობის] ზედა ეშელონებში და სულ ესაა,“ განაცხადა ჰოჯესმა.
შსს აქციაზე „სპეციალური საშუალებების გამოყენებას“ ადასტურებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციაზე სპეციალური საშუალებები გამოიყენა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაზუსტებული, რა ტიპის ნივთიერებაზეა საუბარი. როგორც მედიასაშუალებების მიერ გავრცელებლი ვიდეოდან ირკვევა, პარლამენტის უკანა მხარეს, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე, 9 აპრილის პარკთან, ვითარება დაიძაბა. პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელბიც ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს აპროტესტებენ, სპეციალური საშუალება გამოიყენეს. შსს აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მათ სხვადასხვა საგანი ესროლეს. მედიაში გავრცელებული ცნობით, პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად, მოქალაქეებს პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ წერს შსს. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებოდნენ, კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. ადმინისტრაციის შესავლელთან რჩებიან პოლიციელები, ასევე ეზოში მობილიზებულია სპეცრაზმი. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობით მივიდნენ, მათ გადაკეტილი ჰქონდათ ინგოროყვასა და სულხან საბას ქუჩა. დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზე ისხდნენ და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. დღეს, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავდა სადავო კანონპროექტს. მოსმენა ხვალ გაგრძელდება.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა
თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ, პოლიციამ ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. მანამდე, სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. ვითარება პერიოდულად იძაბებოდა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს, თუმცა დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ გაუვრცელებია. უწყებამ განაცხადა, რომ „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.“ „მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს. გამომდინარე იქიდან რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას,“ წერს შსს. მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, აქციაზე არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც არიან. მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზე გაუწია დახმარება. ცოტა ხნის წინ, სახალხო დამცველმა მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ომბუდსმენი პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებსაც მოუწოდებს, „არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.“ ის აღნიშნავს, რომ „ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე.“ ასევე, ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამველთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაშავების თაობაზე. ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე და პირველადი შეფასებით, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს, დაუშვებელია სპეციალური საშუალებების (მათ შორის, ე.წ.)წიწაკის სპრეის) დამიზნებით სახეში გამოყენება. ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს გაფრთხილება. პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. ასევე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. ასევე სახალხო დამცველი მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეისწავლოს ძალის გადამეტების ფაქტები და შედეგების თაობაზე მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება,“ წერია განცხადებაში.
ომბუდსმენმა შსს-ს, აქციის მონაწილეებსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ომბუდსმენი პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებსაც მოუწოდებს, „არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.“ ის აღნიშნავს, რომ „ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე.“ „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს. აქციაზე მოვლენები პერიოდულად იძაბება, რა დროსაც სამართალდამცავები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. ასევე, ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამველთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაშავების თაობაზე. ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე და პირველადი შეფასებით, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს, დაუშვებელია სპეციალური საშუალებების (მათ შორის, ე.წ.)წიწაკის სპრეის) დამიზნებით სახეში გამოყენება. ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს გაფრთხილება. პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. ასევე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. ასევე სახალხო დამცველი მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეისწავლოს ძალის გადამეტების ფაქტები და შედეგების თაობაზე მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება,“ წერია განცხადებაში.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: განადგურებული ვარ... ისეთი გრძნობაა, თითქოს, მეგობარს ვკარგავთ
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ შოკირებულია თბილისში მიმდინარე პროცესებით. ის ლიეტუველების მხრიდან ქართველების მიმართ განსაკუთრებულ მხარდაჭერას უსვამს ხაზს. „ჩვენ მხარს ვუჭერდით ქართველებს თქვენი ნამდვილი დამოუკიდებლობის პირველი ყვავილობის მომენტიდან. ლიეტუველებს თქვენი გამარჯვებები უხაროდათ, მხარდამხარ ვიდექით, როდესაც რუსეთი თავს დაგესხათ, ვტიროდით თქვენი სიცოცხლისა და მიწის დაკარგვის გამო,“ წერს ლიეტუველი დიპლომატი. ის ამბობს, რომ შოკირებულია, როდესაც ხედავს, ცდილობენ, ქართველებს წაართვან თავისუფლება მათ, ვისაც თავისუფლების ყველაზე მეტად ეშინია, მაგრამ ამავე დროს, ლანდსბერგისი ხაზს უსვამს, რომ ქართველები, ისევე როგორც ლიეტუველები მარად თავისუფლები არიან და თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს. „ჩვენ ვიცით, რომ ქართველები, ისევე როგორც ლიეტუველები, მარადიულად თავისუფლები არიან და თავისუფლება ყოველთვის აყვავდება,“ წერს ლანდსბერგისი. ლანდსბერგისმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ დამფუნებლის გუშინდელ გამოსვლაზეც. ის „გულისტკივილით“ აღნიშნავს, რომ „მოისმინა რა ივანიშვილის ხედვა საქართველოს შესახებ“, განადგურებულია ქვეყნებთან, მათ შორის, ლიეტუვასთან ურთიერთობების უეცარი ცვლილების გამო. „გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე ივანიშვილის ხედვის მოსმენით. განადგურებული ვარ ურთიერთობების უეცარი ცვლილებით ქვეყნებთან, მათ შორის, ლიეტუვასთან, რომლებიც საქართველოს უახლოესი მოკავშირეები იყვნენ. ისეთი გრძნობაა, თითქოს, მეგობარს ვკარგავთ,“ წერს ლანდსბერგისი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
პრეზიდენტი შს მინისტრს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეწყვიტოს „შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა“
პრეზიდენტი შს მინისტს მიმართავს, „დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა.“ „მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები. ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა. სირცხვილია, შენს ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია, საეწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!“ აცხადებს პრეზიდენტი.
ომბუდსმენი: პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და პარლამენტთან მიმდინარე „მშვიდობიანი აქციის დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტს ეხმიანება.“ ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პოლიციამ „აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის“ დარღვევით დაიწყო თბილისში აქციის მონაწილეთა დაშლა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. ომბუდსმენმა შსს-ს, აქციის მონაწილეებსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. „გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ძალადობა“ გულისხმობს შეკრების მონაწილეთა მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას, რომლის შედეგადაც, მოსალოდნელია გარდაცვალება, ჯანმრთელობის ან საკუთრების სერიოზული დაზიანება. შესაბამისად, კომიტეტის მითითებით, ძალადობად არ უნდა ჩაითვალოს, მათ შორის, უბრალო მიწოლა ან ხელის კვრა. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცველებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე პრეზიდენტმა მიმართა სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები.
ჯანდაცვის სამინისტრო: ჰოსპიტალიზებულია 3 პოლიციელი
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად სამი სამართალდამცავის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. „გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას. ამ დროისთვის განხორციელდა სამი სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია,“ წერს უწყება გავრცელებულ განცხადებაში. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
"გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება" - პრეზიდენტი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამჯერად სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლას და წერს, რომ "სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული" ძალის გამოყენება მიმდინარეობს თბილისში, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.“ "სრული პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ქართველ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება წაართვეს," - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აქვს, კლინიკაშია გადაყვანილი - "ნაციონალური მოძრაობა“
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სასტიკად არის ნაცემი. შესაბამის ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს. "ნაციონალური მოძრაობა" ხაბეიშვილის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ მას თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს. ხაბეიშვილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. „ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი,“ წერდა პარტია გავრცელებულ განცხადებაში. ის მომხდარს მიზანმიმართულ სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს. შესაბამისი კომენტარი მან „ტვპირველთან“ გააკეთა. ცნობისთვის, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
ჯეიმს ო'ბრაიენი ქართველ დეპუტატებს „კრემლის მიერ შთაგონებულ“ “უცხოური გავლენის” კანონპროექტსა და მის ნეგატიურ გავლენაზე ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ ქართველ დეპუტატებს ესაუბრა „კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტზე,“ ასევე, ორმხრივ ურთიერთობებზე. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა. „მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, მათ შორის, ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტზე, და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე მის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით,“ წერს ო'ბრაიენი. ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის ვითარება პერიოდულად იძაბება. ცნობისთვის, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
„ადამიანზე დიდი ფასეულობა ქვეყნიერებაზე არ არსებობს“ - მეუფე ზენონი აქციაზე მივიდა
„ადამიანზე დიდი ფასეულობა ქვეყნიერებაზე არ არსებობს, არ შეიძლება ასეთი მიდგომები,“ - ეს განცხადება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისვლის დროს გააკეთა. ეპისკოპოსმა ასევე აღნიშნა, რომ 27 აპრილს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას არ ეთანხმება. „ის განცხადება, რაც საპატრიარქომ გააკეთა, ჩემთვის ეს ის განცხადება არ არის, რაც უნდა გაეკეთებინათ. მიუღებელია, როცა ამბობ, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება. რას ნიშნავს ეს? მე ვფიქრობ, რომ ჯობდა არ გაკეთებინათ განცხადება,“ - განაცხადა მეუფე ზენონმა. მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. „ჩვენ ვართ ევროპა, ვიყავით და ვიქნებით,“ განაცხადა მან თავის მხრივ, მიმართვისას. მეუფე ზენონმა ადგილზე შეკრებილებისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ მან ტელევიზიით მიმართა სპეცრაზმს, „არ აღმართონ ხელი თქვენზე (მოქალაქეებზე.რედ), რადგან ამას გამართლება არ აქვს.“ „მე არ შემეძლო, არ მოვსულიყავი თქვენთან და არ მეთქვა, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ სამშობლოსთვის. ერთმანეთს უნდა გადავცეთ მშვიდობა, მით უმეტეს, ვნების შვიდეულში, როცა უფლის ჯვარცმის დღეა. სამყარო უყურებს, ქრისტეს სახელით ლაპარაკობს ყველა და ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს. მე მინდა, ყველას ვთხოვო ხელისუფლებას, მოქალაქეებს — ყველას თუ ჩვენ არ ვიქნებით, აღარც სამშობლო იქნება, თუ მომავალი თაობები არ იქნება, აღარც ქვეყანა იქნება. ამიტომ ვთხოვ ყველას, გვახსოვდეს ამ ქვეყანდ არსებობს მხოლოდ ერთი მომავალი და მისი სახელია სიკვდილი. პარასკევი არის სიკვდილის დღე უფლის ჯვარზე რომელსაც მოჰყვება აღდგომა. ამიტომ, ჩემი მოწოდება არის ის, რომ თითოეული ჩვენთანგანის პირველი მოვალეობაა, ვიყოთ ამ ქვეყნის მოქალაქე და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების არჩევანით. ჩვენ ვართ ევროპა, ვიყავით და ვიქნებით,“ — აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა. მეუფე ზენონი: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შინაარსი და ფორმულირება ეკლესიის სტიგმატიზირების საფრთხესაც ქმნის თბილისში, რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის ვითარება პერიოდულად იძაბება. ცნობისთვის, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
შს მინისტრის მოადგილე: აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი
რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით, 63 პირი დააკავეს,“ - განაცხადა დარახველიძემ. ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „პარლამენტის შენობასთან გამართული აქცია არ ჯდებოდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში და მოქალაქეები ხელოვნურად კეტავდნენ საგზაო მოძრაობას სხვადასხვა ქუჩაზე ღამის განმავლობაში.“ მისი თქმით, დაშავდა 6 სამართალდამცველი. "კადრებში კარგად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას,“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას. მისივე განმარტებით, პოლიციელების დაზიანებების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულს იძიებს, თავად პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს კი სავარაუდოდ შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან. „საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შრის, ქვებს და ბოთლებს. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო 6-მა პოლიციელმა, რომლებიც სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში,“ - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ. ცნობისთვის, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.