ძებნის რეზულტატი:
დიდი ბრიტანეთის საელჩო: საქართველოს მოქალაქეების ხმა გაგონილი უნდა იყოს
დიდი ბრიტანეთის საელჩო მიმდინარე პროცესებს „ყურადღებით აკვირდება.“ დიპლომატიური წარმომადგენლობის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები და მათი ხმა უნდა იყოს გაგონილი. „ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილი უნდა იყოს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული,“ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში. 30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობდა. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. პირველ მაისს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პროტესტის ფონზე, მეორე მოსმენით მიიღო, რასაც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობის გარშემო მოქალაქეთა მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეცრაზმი იყენებდა წყლის ჭავლსა და ე.წ. წიწაკის სპრეის. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 1-2 მაისის ღამით, თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან 15 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ნაწილმა, რომლებიც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, კლინიკები დატოვეს. სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულთა შორის არიან სამართალდამცველები. შს მინისტრის მოადგილის თქმით, „აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთისა და კონსტრუქციის გამოყენებით, ასევე გაურკვეველი წარმოშობის ცრემლმდენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობაში მყოფ პოლიციელებზე.“ მან გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ, „ძალადობრივი ქმედებების შედეგად“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დაშავდა. „ამ დროისთვის (22:25სთ) სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან საქართველოს პარლამენტის შენობის ჭიშკართან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა ჭიშკარის მთლიანობის დაზიანებას. საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მართალია შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი და მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს,“ - ნათქვამი იყო თავის მხრივ, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება
ელჩ დანიგანის თქმით, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი განაცხადეს
„საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“ - ეს განცხადება ამერიკის ელჩს ეკუთვნის. რობინ დანიგანის განცხადება ამერიკის საელჩომ გაავრცელა. აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. „მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ - ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი. ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს,“ ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის საბჭოს გენმდივანი: მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსაზრებას და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა: „ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების გამო, მიუხედავად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, გაეწვიათ ეს კანონპროექტი. ამ კანონპროექტის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობასთან არსებული კითხვის ნიშნების გათვალისწინებით, მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსაზრებას და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო აუცილებელია ძლიერი და სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის. გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზირებისა და მათი თავისუფლად ფუნქციონირების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი. მე ასევე ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ მშვიდობიანად გამოიყენონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. იმედი მაქვს, საქართველო და ევროპის საბჭო გააგრძელებენ კონსტრუქციულ დიალოგს, როგორც ბოლო წლებში ახასიათებდა ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.“
„ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლისთვის ჯერ კიდევ არის დრო“ - ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ვიზიტი შეაჯამა
ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ხერტ იან კოოპმანი საქართველოში ვიზიტს ასრულებს. საქართველოში ყოფნის ორი დღის განმავლობაში კოოპმანი ესაუბრა მთავრობის წარმომადგენლებს - პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ასევე - ოპოზიციას. მან მედიასთან შეაჯამა თავისი შეხვედრები, რომლებიც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გამართა და ასევე უპასუხა შეკითხვებს. ის „უცხოური გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისში ძალიან დაძაბული კლიმატია. არის ესკალაცია და პოლარიზაცია. „ყველას მოვუწოდებ ტემპერატურის დაწევისკენ. ძალიან არაჯანსაღი სიტუაციაა,“ ამბობს ევროკომისიის მაღალჩინოსანი. კოოპმანმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი პრობლემებს ქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და საბოლოოდ დამტკიცებამდე, საჭიროა მის შინაარსზე მსჯელობა. „გარკვევით განვაცხადე, რომ ეს კანონი ძალიან პრობლემატურია გაწევრიანების გზაზე. კანონპროექტი ჯერჯერობით მეორე მოსმენით მიიღეს და წინ კიდევ არის მესამე მოსმენა, ასევე შეიძლება, მას მოჰყვეს პრეზიდენტის ვეტო. ვფიქრობ, დრო, რომელიც წინ გვაქვს, უნდა იყოს გამოყენებული კანონის შინაარსზე მსჯელობისთვის, ჩვენთვის იმ სახით, როგორც არის, კანონპროექტი მიუღებელია, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. გამჭვირვალობა, როგორც ფასეულობა, კარგია, ჩვენ ევროპაში ვაფასებთ გამჭვირვალობას, იმედი მაქვს, ეს კანონი ამ სახით არ მიიღება და ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მისი შეცვლა,” - განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა სააგენტო „ინტერპრესნიუსის მიერ მოყვანილი ციტატის მიხედვით. მისივე თანახმად, მეორე მოსმენით მიღებული „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელია და შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, 9 ნაბიჯზე პროგრესი ჯერჯერობით შეზღუდულია და ესეც არ არის კარგი. „თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო, ჩვენ რეკომენდაციებს წარვადგენთ სექტემბერში, გამოვაქვეყნებთ ანგარიშს ოქტომბერ-ნოემბერში, ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ ბურთი ძალიან მყარადაა მთავრობის მოედანზე. „ჩემი კარი ყოველთვის ღიაა და კომისია მზადაა, კანდიდატ ქვეყანასთან იმუშაოს, აღმოვაჩინე გარკვეული ღიაობა ამის განსახორციელებლად,“ - აღნიშნა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა. კოოპმანის შეფასებით, „სიტუაცია, უკიდურესად გაუარესებულია. თბილისის ქუჩებში ხდება ძალადობა, რასაც გმობს ევროკომისია. ის ასევე აღნიშნავს, რომ „სამწუხარო მოვლენები ვითარდება კანონმდებლობასთან დაკავშირებით. მეორე მოსმენით მიღებული „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელია და შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.“ მან ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო ჯამში, ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას. „ვიცი, რომ ქართველ ხალხს სურს, ევროკავშირს დაუახლოვდეს და მწამს, რომ ეს იქნება მთავრობის სურვილიც. იმედი მაქვს, რომ ამის საფუძველზე შეიძლება გადაიჭრას ის ძალიან რთული მდგომარეობა, რომელსაც დღეს ვხედავთ. რა თქმა უნდა, ამის იმედი მაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ახლა ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას“, - განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა. კოოპმანთან საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე ინფორმაცია გაავრცელა საგარეო უწყებამაც. უწყების ცნობით, „საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და მიმდინარე დღის წესრიგს. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების გატარების პროცესში, მათ შორის ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის კომუნიკაციაში განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესრულების კუთხით და ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მნიშვნელობას და გამოიხატა მხარეების მზადყოფნა გააგრძელონ საქართველოს დახმარება რეფორმების გატარების პროცესში ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესის მისაღწევად.“ სამინისტროს განცხადებით, „მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ აქტიურ კომუნიკაციას საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიას შორის წარმატებით დამკვიდრებული დიალოგის პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს ევროპული დღის წესრიგის განხორციელების მიზნით.“ ვიზიტის დასასრულის ამსახველი პოსტი კოოპმანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა. „ჩემი ვიზიტი ულამაზეს საქართველოში დღეს სრულდება. ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლისთვის ჯერ კიდევ არის დრო, თუ „უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის“ დაბრკოლება გადაილახება და კარგი პროგრესი მიიღწევა 9 ნაბიჯთან დაკავშირებით. ევროკავშირი აგრძელებს მხარდაჭერას ყველა შესაძლო გზით. პირადად ჩემი კარი ყოველთვის ღიაა,“ წერს კოოპმანი. „ქართველებმა ბევრი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად“ - ევროკომისის გენერალური დირექტორის ვიზიტი
ხერტ იან კოოპმანმა განმარტა, რა განსხვავებაა ევროკავშირის დირექტივასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს შორის
ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა თბილისში, ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რა განსხვავებაა ევროკავშირის დირექტივასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს შორის. „ევროკავშირმა გამჭვირვალობისა და დემოკრატიის შესახებ კანონის დირექტივა წარადგინა, რომელიც ძალიან განსხვავებული ტიპის კანონია. მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მხარეს ვდგავართ. კანონი საზოგადოებაში არსებული კონკრეტული აქტორების იდენტიფიცირებას მიზნად არ ისახავს და მათ უცხოური ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე აქტორებად არ განსაზღვრავს, როდესაც ისინი დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა. “საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის ჯერ კიდევ არის დრო“ - ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ვიზიტი შეაჯამა
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, 4 ქალი მსჯავრდებულია, ხოლო 7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, ერთ ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 2 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ - საგარეო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, ამის თაობაზე ქართულმა მხარემ აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარუდგინა. „დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა," - აღნიშნულია განცხადებაში. ელჩ დანიგანის თქმით, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი განაცხადეს
მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკს უქმნის. „აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, რაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობას სურს,“ განაცხადა დერეკ შოლემ. მანვე აღნიშნა, რომ დღეს პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს მათ „შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით.“ ელჩ დანიგანის თქმით, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი განაცხადეს
მეთიუ მილერი ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე: ვფიქრობ, მკაფიოდ განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კვლავ გამოხატეს შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონმდებლობის წინ წაწევის გამო. შესაბამისი განცხადება სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. მედიის წარმომადგენელმა მას ასევე ჰკითხა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის „ანტიდასავლურ განცხადებებზეც.“ მეთიუ მილერი: კრემლის მიერ შთაგონებულმა კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა მილერმა ასევე გაიმეორა, რომ გმობენ მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს კონკრეტულ საპასუხო ზომებზე, რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, თუმცა აღნიშნა, რომ ჩანს, რამდენად სერიოზულად უყურებს აშშ ამ საკითხს. „ვფიქრობ, მკაფიოდ განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს და რამდენად შეშფოთებულები ვართ,“ აღნიშნა მილერმა. შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ „ბლინკენი ძალიან ყურადღებით აკვირდება“ პროცესებს. დღეს კომენტარი გააკეთა ბლინკენის მრჩეველმა დერეკ შოლემ. უფრო ადრე კი, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ში მიიწვიეს საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები, თუმცა ქართულმა მხარემ ამ მიწვევაზე უარი განააცხადა. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი
სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს
თეთრმა სახლმა გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რა „მსუსხავი ეფექტი“ შეიძლება, ჰქონდეს შემოთავაზებულ კანონმდებლობას ქართველების უნარსა და სურვილზე, გამოხატონ საკუთარი აზრი. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობით იმის გამო, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას განსხვავებული აზრისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის თვალსაზრისით,“ აღნიშნა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. დღეს კომენტარი გააკეთა ბლინკენის მრჩეველმა დერეკ შოლემ. უფრო ადრე კი, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ში მიიწვიეს საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები, თუმცა ქართულმა მხარემ ამ მიწვევაზე უარი განააცხადა. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი
მოლდოვა ქართველი ხალხის გვერდით დგას - მაია სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას. „მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც ავლენს უდრეკ სიმამაცესა და ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ. მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და ააშენონ მომავალი, რომელიც ევროპულ ღირებულებებთან იქნება თანხვედრაში," - წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე.
პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი „ცრუ განცხადებებში“ დაადანაშაულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბარს. მანამდე, შოლემ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ კობახიძეს საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გადასცა. მისი შეფასებით, მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. კობახიძე აღნიშნავს, რომ შოლეს საქართველოში „ორი რევოლუციური მცდელობის“ შესახებ ელაპარაკა. „ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა,“ - წერს კობახიძე. როგორც მან აღნიშნა, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი. ის ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებებს სიცრუეს უწოდებს. „ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-23 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა. ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო,” - წერს ირაკლი კობახიძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გუშინ კვლავ გამოხატეს შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონმდებლობის წინ წაწევის გამო. შესაბამისი განცხადება სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. მედიის წარმომადგენელმა მას ასევე ჰკითხა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის „ანტიდასავლურ განცხადებებზეც.“ მილერმა ასევე გაიმეორა, რომ გმობენ მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს კონკრეტულ საპასუხო ზომებზე, რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, თუმცა აღნიშნა, რომ ჩანს, რამდენად სერიოზულად უყურებს აშშ ამ საკითხს. „ვფიქრობ, მკაფიოდ განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს და რამდენად შეშფოთებულები ვართ,“ აღნიშნა მილერმა. შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ „ბლინკენი ძალიან ყურადღებით აკვირდება“ პროცესებს. უფრო ადრე კი, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ში მიიწვიეს საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები, თუმცა ქართულმა მხარემ ამ მიწვევაზე უარი განააცხადა. საპასუხოდ, საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი.“ პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. თბილისში პროტესტი გრძელდება. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი
ომბუდსმენი გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე: ყველა იმ პირზე, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
საქართველოს სახალხო დამცველი, 2-3 მაისს თბილისში, გმირთა მოედანზე, აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ათი პირი მოინახულეს. სახალხო დამცველის განცხადებით, მათი ნაწილი არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე მიუთითებს. „სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი გასული ღამის განმავლობაში ადგენენ აქციაზე დაკავებულთა ადგილმდებარეობას, ხვდებოდნენ დაკავებულებს და პირადად იგებდნენ ინფორმაციას მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ. 3 მაისის დილის მდგომარეობით სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 10 პირი მოინახულეს. ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს,“ - წერია განცხადებაში. სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს ცხელი ხაზის ნომერს (14 81), რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე შეკრება 2 მაისის საღამოს, 18:00 საათისთვის დაიწყეს. გმირთა მოედანი, თამარ მეფის გამზირი, მარცხენა სანაპირო ექვს საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გადაკეტილი. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. 3 მაისს, დაახლოებით ღამის 01:00 საათისთვის, ინციდენტი მოხდა გმირთა მოედანზე. თვითმხილველები და მათ შორის დაშავებულები ამბობდნენ, რომ მათ თავს დაესხნენ „პროვოკატორები“, რომლებიც ავტომობილებით შეცვივდნენ გმირთა მოედანზე, გადმოვიდნენ მანქანებიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-ს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. თბილისში პროტესტი გრძელდება.
საგარეო უწყება საფრანგეთს არაობიექტურობაში ადანაშაულებს: „არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ „არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას.“ როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მათი თქმით გარკვეული ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ. „გვსურს გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ. საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ. მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცველები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ. არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება,” - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს. „საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყება X-ზე.
აშშ-ის საელჩო: პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ხაზს უსვამს ამერიკის მთავრობის ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი და პატივისცემას უდასტურებს ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომლებიც მამაცურად აშუქებენ სიმართლეს. „პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ჩვენ ხაზს ვუსვამთ აშშ-ის მთავრობის ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი და პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს. როგორც ჟურნალისტებისა და მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ და ღია მიმოქცევას,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების ტრადიციული ინდექსი. 2024 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესებულია. 180 ქვეყანას შორის საქართველო 103-ე ადგილზეა მაშინ, როდესაც 2023 წელს ქვეყანა 77-ე იყო. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ სიტუაციის გაუმჯობესებას ხელს უშლის ხელისუფლების ჩარევა, დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო ისევ არახელსაყრელია, იზრდება ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევები და არის დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზაციისა და სიტყვის თავისუფლებისთვის სივრცის შეზღუდვისკენ მიმართული კანონების მიღების მცდელობა.
ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და კონცენტრირდნენ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე
ევროპარლამენტარების, დევიდ მაკალისტერის, სვენ მიქსერისა და მარინა კალიურანდის ერთობლივ განცხადებით მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. „ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მკაცრად უნდა იქნას დაცული. უკვე გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება საკამათო კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს თავდასხმას დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. მიღების შემთხვევაში, ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და კონცენტრირდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. ევროპარლამენტარების განცხადებით, ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს. „მათ არ სურთ რუსეთის ორბიტის ნაწილი იყვნენ. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაამართლონ თავიანთი მოქალაქეების მოლოდინები და არ დაბლოკონ მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები. სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ავლენს თავის დაუოკებელ მისწრაფებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისადმი და ევროკავშირისკენ საქართველოს გზის მიმართ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ქემერონი: რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ბრიტანული იარაღის გამოყენება უკრაინის უფლებაა
დიდი ბრიტანეთი უკრაინას ყოველწლიურად სამი მილიარდი გირვანქა სტერლინგით დაეხმარება. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეს პირობა უკრაინელების წინაშე გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა, რომელიც 2 მაისს კიევში იმყოფებოდა. ქემერონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თუმცა ასევე განმარტა, რომ იარაღის მიწოდების თვალსაზრისით უკვე გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. რაც შეეხება უკრაინის მიერ დიდი ბრიტანეთისგან მიღებული იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, ბრიტანელი დიპლომატის თქმით, უკრაინელებს ეს უფლება აქვთ და გადაწყვეტილება მათი მისაღებია. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 მაისს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. მანვე გამოაცხადა, რომ კიევი ლონდონისგან მიიღებს იარაღის და საბრძოლო მასალების ახალ პარტიას, მათ შორის, მაღალი სიზუსტის საავიაციო ბომბებს და საზენიტო რაკეტებს.
სენატორმა შაჰინმა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტზე ქართულ მხარესთან ისაუბრა
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ ჯინ შაჰინს და სენატორ პიტ რიკეტსს შეხვდნენ. გავლენიანი სენატორი შაჰინი ერთ-ერთია იმ კანონმდებლებიდან, რომელმაც პრემიერ კობახიძეს კრიტიკული წერილი მისწერა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე. შეხვედრა ასევე იმართება იმ ფონზე, როდესაც თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები იძაბება. როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ ვითარებას, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს და წინასაარჩევნო გარემოს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოთხოვნებს და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივას. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში აშშ-ის ჩართულობის გაზრდაზე, ასევე, საქართველოს როლზე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე. საუბარი აგრეთვე შეეხო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერება ორივე მხარის ინტერესშია და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს,“ წერს პარლამენტი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.
ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანსა და თურქეთს თუ ჩვენი განადგურება სურთ, მაშინ ჩვენ უნდა შევძლოთ ამ სურვილის კონტროლი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის განადგურების სურვილს მხოლოდ ლეგიტიმაცია გააკონტროლებს და, შესაბამისად, სომხეთმა საერთაშორისო ურთიერთობები სწორედ ლეგიტიმაციაზე უნდა დააფუძნოს. „გარანტიას გაძლევთ, რომ ლეგიტიმაცია ბევრად უკეთესი გარანტიაა, ვიდრე ცუდი გარანტი. მეზობლებთან ურთიერთობის მოწესრიგების ლეგიტიმურობის ფორმულა ბევრად უკეთესი გარანტია, ვიდრე თუნდაც კარგი გარანტი. თუ გსურთ, გაცვალოთ თქვენი ლეგიტიმაცია სხვის კარგ გარანტიებზე, მაშინ თმობთ თქვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სწორედ აქ არის არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ დაუცველ საერთაშორისო სამართალს თუ დაურღვეველ საერთაშორისო სამართალს. გვინდა, გამოვიდეთ ამ ფორმულიდან, სადაც არჩევანი არ არის, ვიყოთ ფორპოსტი თუ არა,” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
აშშ-ის საელჩო თბილისში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს
შეერთებული შტატების საელჩო ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ რუსთაველის გამზირს. საელჩოს ცნობით, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, შოთა რუსთაველის გამზირზე, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებული მასშტაბური აქციები, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება. საელჩო ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შესაძლებელია სატრანსპორტო მოძრაობის მნიშვნელოვანი შეფერხება. აღნიშნულია ისიც, რომ ბოლო დემონსტრაციებისას მოხდა დაპირისპირება და ძალადობა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. საელჩოს ვებგვერდზე წერია, რომ „უსაფრთხოების მიზეზების გამო, აშშ-ის საელჩო თბილისში კრძალავს სასტუმროების გამოყენებას ქვემოთ წითლად ასახული ტერიტორიის შიგნით“ ამერიკის მთავრობის ყველა თანამშრომლისთვის, რომლებიც შეიძლება თბილისში იმყოფებოდნენ. „ამასთან, საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არიან, 18:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ეკრძალებათ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება საელჩოს წინასწარი თანხმობის გარეშე,“ - წერს საელჩო.