ძებნის რეზულტატი:
სახალხო დამცველი: მოვინახულე ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე - ყველა ინფორმაციაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შევქმენით და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნით
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ამავე პარტიის წევრი, სოფო ჯაფარიძე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მოინახულა. ორივე მათგანი ამბობს, რომ თბილისში აქციის დაშლის დროს სპეცრაზმის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაცია გადაუგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ამ უწყების კომპეტენციაა, დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე. სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ინგოროყვას კლინიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ხაბეიშვილი მიუთითებს, რომ პოლიციელების მხრიდან იყო მასზე ფიზიკური ძალადობა. ამბობს, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიუთითებდა, რომ ის ეცემათ. ლევან იოსელიანის თქმით, ლევან ხაბეიშვილისა და სოფო ჯაფარიძის მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შეიქმნა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნება. „მოვინახულე ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე. ეს ორი ადამიანი არის შემოყვანილი კლინიკაში. ლევან ხაბეიშვილის შესახებ გავრცელდა მისი ფოტო მასალა და მას აღენიშნება გარეგნული დაზიანებები. კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს მიუთითებს, რა გარემოებაში მოხდა მისი ცემა. რაც შეეხება სოფო ჯაფარიძე, ისიც ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ზემოქმედებას, თუმცა გარეგნულად მას ეს არ აღენიშნებოდა, ამბობს, რომ დაბეჟილობა აქვს. ხაბეიშვილი მიუთითებს, რომ პოლიციელების მხრიდან იყო მასზე ფიზიკური ძალადობა. ამბობს, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიუთითებდა, რომ ის ეცემათ. ყველა ამ ინფორმაციაზე ჩვენ შესაბამისი დოკუმენტაცია შევქმენით და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნით ამ ინფორმაციას და შემდეგ მოვახდენთ მონიტორინგს, როგორ წარიმართება გამოძიება. ჩვენებაში ვინც იქნება მითითებული ეს ადამიანები უნდა გამოიკითხონ საგამოძიებო სამსახურის მხრიდან, ვისზეც მიუთოებს დაზარალებული, რომ მისი მხრიდან ჰქონდა მასზე ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა. ინგოროყვას სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა პროფესორმა კახა ჭელიძემ განაცხადა, რომ ხაბეიშვილს ცხვირის ძვლები აქვს მოტეხილი.
ჰაკერთა ჯგუფი Anonymous-ი ხელისუფლებას მიმართავს
ჰაკერთა ჯგუფი Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოში აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ. ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა მხარდაჭერა გამოუცხადა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს და „ქართული ოცნების" ხელისუფლებას კიბერშეტევებით და მონაცემთა ბაზების გასაჯაროებით დაემუქრა. „საქართველოში აქციის მონაწილეებს: მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარებასთან დაკავშირებით. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები დგანან თქვენთან ერთად და დაგეხმარებიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას თქვენი ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ. ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და ელექტრონულ ფოსტებს და ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა,“ - აღნიშნულია Anonymous-ის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული. Anonymous "ქართულ ოცნებასაც" მიმართავს. „რუსეთის მიერ მხარდაჭერილ „ოცნების პარტიას“: გახსოვდეთ, რომ საქართველო არ არის და არასდროს იქნება რუსეთი. გველოდეთ," - აცხადებს Anonymous-ი.
კრამონი ევროკავშირს ივანიშვილის სანქცირებას და მთავრობის დაფინანსების შეჩერებას ურჩევს
ევროპარლამენტის დეპუტატი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, ევროკავშირმა შეწყვიტოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაფინანსება და რაც შეიძლება სწრაფად აამოქმედოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის, რასაც საქართველოში ხალხი ელოდება და იმსახურებს. დღეს, პირველ მაისს საქართველოში ვიზიტს იწყებს ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი. ცნობისთვის, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
ნორვეგია უკრაინას 600 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ნორვეგიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოყოს, რომლის დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვას მოხმარდება. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნორვეგიის პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის წინადადებას 2024 წელს უკრაინის მხარდაჭერის 7 მილიარდი ნორვეგიული კრონით - 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზრდის შესახებ. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტიორმა განაცხადა, რომ ამ თანხის ძირითადი ნაწილი, 6 მილიარდი კრონი, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მოხმარდება. ამ ცვლილებებით, 2024 წელს უკრაინისთვის ნორვეგიის მიერ გამოყოფილი დახმარების ჯამური ოდენობა 22 მილიარდ კრონს მიაღწევს.
რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სავარაუდოდ, ისევ დრონებით შეუტიეს
გამთენიისას აფეთქებები მოხდა რუსეთის ქალაქ რიაზანში. ტელეგრამ-არხების, ASTRA-ს და Baza-ს ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. რიაზანის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა დაადასტურა ადგილობრივმა გუბერნატორმა პაველ მალკოვმა. მას სამიზნე და შედეგები არ დაუკონკრეტებია. რიაზანის ოლქში ერთი „უკრაინული დრონის განადგურების“ შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. შედეგებს არც ის ასახელებს. უკრაინულ მხარეს დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
„საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება
30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა გააკეთა განცხადება იმ ფონზე, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდებოდა. აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის ვითარება პერიოდულად იძაბებოდა. „მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, მათ შორის, ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტზე, და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე მის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით,“ წერდა ო'ბრაიენი. დღეს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოუწოდა, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს.“ „მე მკაცრად ვგმობ ძალადობას საქართველოში დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ მშვიდობიან დემონსტრაციას ახდენდნენ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს, მისი ჩახშობისთვის ძალის გამოყენება მიუღებელია,“ - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე. თავის მხრივ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, გაიწვიოს სადავო კანონპროექტი. „ძვირფასო პრემიერო კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ ევროპული ღირებულებებისთვის. გაიწვიე უცხოელ აგენტთა კანონი! არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!" - წერს გერმანელი პოლიტიკოსი. NGO-ების შეფასებით, აქციის დარბევისას გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას. არასამთავრობო სექტორი წუხანდელი აქციის დაშლის შესახებ ერთობლივ სამართლებრივ შეფასებაში ამბობს, რომ „2024 წლის 30 აპრილს და პირველი მაისის გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო, გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა.“ 30 აპრილის აქციის დაშლას გამოეხმაურა გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი - საქართველოს ხელისუფლებას ისიც „ძალადობის შეწყვეტისკენ“ მოუწოდებს. „ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროსაა გამოსავალი. გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ. ჩვენ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები ვართ მშვიდობაში, თავისუფლებასა და განვითარებაში," - წერს პეტერ ფიშერი. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო.
პრემიერი: რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს, დაუშვებელია კომპრომისი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა ორ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პროცედურა შემდეგია: ჩვენ ორ კვირაში გვექნება მესამე მოსმენა, აქედან დაახლოებით ერთ თვეში, ოთხ კვირაში იქნება ვეტოს დაძლევა. ჩვენ მიგვითითებენ ხოლმე, ვენეციის კომისიაზე იქნებ დაიცადოთ და ასე შემდეგ. ვენეციის კომისიის დასკვნა ჩამოდის იქამდე, ვიდრე მოხდება ვეტოს დაძლევა,“ - აღნიშნა პრემიერმა. მისი თქმით, აუცილებელია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. აქციები იქნება დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ქვეყანას პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან.“ მისივე თქმით, „თუ პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს არ გავარღვევთ ძალიან გაგვიჭირდება ევროკავშირში წევრობა.“ ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ხელისუფლება გასულ წელს მზად იყო, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაეგზავნა, თუმცა "აგენტურამ და მათმა მეგობრებმა" თქვეს: "არ გაბედოთ". „გასულ წელს პირველი მოსმენით მივიღეთ კანონი, შემდეგ ვთქვით ასეთი რამ: ვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებამდე საერთოდ აღარ გავაგრძელებდით კანონის განხილვას. ეს პირობა პირდაპირ იყო დადებული. ამის მიუხედავად გამოვიდნენ უხეშად აქაური აგენტურა და მათი მეგობრები და პირდაპირ გვითხრეს, არ გაბედოთ! ვენეციის კომისიაში გაგზავნაც კი არ გაბედოთ. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. ასეთ რაღაცებს რომ ვიხსენებთ, კიდევ ერთხელ გვრჩება აღქმა, რომ ვიღაცებს უნდათ ეს ქვეყანა არასდროს დაასვენონ,“ - აღნიშნა პრემიერმა. მან ასევე მოუწოდა, სამართალდამცველებს, „გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება“: „მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება,“ აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პრემიერმა მოუწოდა ყველას, რომ თავი შეიკავონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. მან მადლობა გადაუხადა „შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, რომლებმაც მასშტაბური ძალადობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ეფექტიანად მოახერხეს ძალადობის აღკვეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა.“ „რა თქმა უნდა, დღესაც ველით, რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის აქცია მიიღებს ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ეს ყველაფერი გამოხატული იქნება, პირველ რიგში, სახელმწიფო შენობების პიკეტირების მცდელობით, პოლიციელებზე ძალადობით და მათი შეურაცხყოფით,“ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისი შეფასებით, „გუშინდელი ძალადობრივი აქცია“ აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით დაიგეგმა.“ „არ იყო სასიამოვნო ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა, დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას. „ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოების“ და მათი მედიასაშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა. ამით გამოირჩეოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ამით გამოირჩევა ის ახლაც. ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ის ფაქტიც, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მათ არაფერი აქვთ სათქმელი, მაგრამ ამ კანონს მაინც უხეშ იარლიყებს აწებებენ, მათი ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოვლინებაა,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ უცხოელი პარტნიორებიც გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, ის, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის რუსულია, „ცრუპენტელაა“, "რადგან რუსულ კანონში არის 10 რეპრესიული საკითხი, რომელიც ქართულ კანონში არარის." „რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, ნებისმიერი უცხოელი, რომელიც იტყუება და არგუმენტების გარეშე გვეუბნებიან, რომ კანონის მიღება არ გავბედოთ, ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ახორციელებს. გამჭვირვალობა არავის აწყობს, არავის უნდა, რომ მათი ფინანსები გამჭვირვალე იყოს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ჟურნალისტის შეკითხვას, მზად არის თუ არა მმართველი გუნდი, რომ ევროკავშირზე საბოლოოდ თქვას უარი, მთავრობის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ შემოთავაზებული კანონი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ საქართველო ევროპას უფრო სწრაფად დაუახლოვდეს. „რა გვეტყობა? ეს კანონი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენ უფრო სწრაფად დავუახლოვდეთ ევროპას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძე კითხვას, ემზადებიან თუ არა ძალაუფლების დასათმობად - პასუხობს - რა გვეტყობა მაგის? - „ჩვენ არჩევნებზე არაფერი გვემუქრება.“ „რა გვეტყობა მაგის? ძალაუფლება არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ აგენტურა არ შეიძლება, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ქვეყანა უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა თავს მოხვეულმა აგენტურამ. ჩვენ არჩევნებზე არაფერი გვემუქრება. ბოლო კვლევის თანახმად, 61.5% იყო ჩვენი რეიტინგი. არჩევნების მოგება თავისუფლად შეგვიძლია. ეს არ არის მთავარია. ამ სამი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის 2 მცდელობა. ეს რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ეკონომიკა მინიმუმ 5 მლრდ დოლარით მეტი იქნებოდა,“ - აღნიშნა კობახიძემ. „რა თქმა უნდა, არა - ეს კანონი არის იმდენად მნიშვნელოვანი სახელწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, რომ დაუშვებელია აქ კომპრომისი,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: “არის თუ არა რაიმე შემთხვევა, როცა მმართველი პარტია განიხილავს გასული წლის მსგავს სცენარს, როცა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვიეს.” „საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება
ბერბოკი: ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ დაბლოკოს მომავლისკენ მიმავალი გზა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართვეკლოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ მის ხელშია ისტორიული შანსის გამოყენების ბედი. „საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის დასაცავად ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში. ამ სტატუსის საფუძველია დემოკრატიული, ცოცხალი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ დაბლოკოს მომავლისკენ მიმავალი გზა," - წერს ანალენა ბერბოკი. 30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობს. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება
პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პროტესტის ფონზე, მეორე მოსმენით მიიღო
მწვავე განხილვის შემდეგ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან გააძევა ოთხი დეპუტატი ოპოზიციიდან: თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, გიორგი ბოტკოველი და თინა ბოკუჩავა, პარლამენტმა 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. მანამდე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლაც იყო. კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია - „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ მიმდინარეობს. იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. პარლამენტმა კანონის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა. 30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობს. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 11 მოქალაქე - მათგან ექვსი პოლიციელი იყო. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება
საგარეო უწყების თანამშრომელი ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე: როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ
საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე პროტესტს ღიად გამოხატავენ. ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მრჩეველი გიორგი წიქარიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ ეს არის კანონპროექტი, რომელიც "საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას." ცისკარიშვილი ამბობს, რომ სადავო კანონპროექტზე საკუთარი ღია პროტესტის დაფიქსირებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, როგორც მოქალაქე და როგორც საჯარო მოხელე. გიორგი წიქარიშვილი სხვადასხვა დროს რუმინეთსა და იორდანიაში მუშაობდა საქართველოს საელჩოებში. „როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტს. როგორც საჯარო მოხელე და განსაკუთრებით, როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, ვალდებული ვარ, რომ დავიცვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და პირნათლად ვემსახურო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს," - წერს ის. სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ პოსტს ასევე აქვეყნებს და რუსთაველის გამზირზე პროტესტს უერთდება კიდევ ერთი დიპლომატი ალექსანდრე გოგოლაძე. ის სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანია. „როგორც ჩემი სამშობლოს ერთგული (მოქმედი) დიპლომატი, მე იძულებული ვარ დავარღვიო დუმილი და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი უთანხმოება იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფალმა შემოგვთავაზა. ბუნებრივია ვგმობ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, ვგმობ იმ ძალადობას, რაც ხელისუფალმა დემონსტრაციულად გამოიყენა ჩვენი საზოგადოების ყველაზე სათუთ, გასაფრთხილებელ ფენაზე - ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ვერ დავრჩები გულგრილი და ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!" - წერს ალექსანდრე გოგოლაძე და კოლეგებს მოუწოდებს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების საჯარო განცხადებებს წინ უძღოდა ქართველი დიპლომატების განცხადება, რომელშიც ისინი კოლეგებს სთხოვდნენ, დაერღვიათ სიჩუმე და დაეცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი.
ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტები: დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან
„დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან,“ - ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მათ ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელეს. ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატ ქვეყნებს მხარს დაუჭერენ. „დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის, როგორც მათი გადამწყვეტი არჩევანისთვის, იბრძვიან. მათ ის ოცნება აქვთ, რაც ჩვენ მაშინ გვქონდა. ჩვენ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპულ ღირებულებებსა და ერთად ყოფნის სურვილს იზიარებენ, მხარს მტკიცედ ვუჭერთ,“ - ნათქვამია ალარ კარისის, გიტანას ნაუსედასა და ედგარს რინკევიჩის ერთობლივ განცხადებაში. ცნობისთვის, 2004 წლის პირველ მაისს ევროკავშირს 10 სახელმწიფო შეუერთდა.
საპატრიარქო პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს
„ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს,“ ამ განცხადებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოების ურთიერთობის სამსახური ხალხმრავალ პროტესტს ეხმაურება. განცხადების ავტორები "დამაფიქრებელს" უწოდებენ ქვეყანაში "არსებულ დაძაბულ ვითარებას და პოლარიზაციას" და ხელუსუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებენ. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს. დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულმა ბოლოდროინდელმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია. სამწუხაროდ, ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს, კატეგორიულ მიუღებლობას და რადიკალურ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო, უთანხმოება ყოველდღიურად ღრმავდება და კრიზისში შედის. როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში, სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად, ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ პერიოდში ყველასთვის ზიანის მომტანი იქნება, შეურაცხმყოფელი მოქმედებები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით, სამართალდამცველების მიმართ, ასევე, აზრის მშვიდობიანად გამოთქმის უფლების დარღვევა ან ძალის შესაძლო გადამეტება. დღეს, საპროტესტო შეკრების ადგილზე ძალიან ბევრი, სამშობლოს ბედით გულანთებული ახალგაზრდა დგას, ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი და საქართველო,” - აღნიშნულია განცხადებაში. საპატრიარქო: მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის საუკეთესო არჩევანზე ჯანსაღი დისკუსიის პროცესი შედგეს
„ქართველებმა ბევრი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად“ - ევროკომისის გენერალური დირექტორის ვიზიტი
ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ხერტ იან კოოპმანი თბილისში დღეს ჩამოვიდა იმ ფონზე, როდესაც ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტია გამო ხალხმრავალი პროტესტი იმართება - კანონპროექტის, რომელსაც ევროკავშირი და დასავლელი პარტნიორები რისკის შემცველად მიიჩნევენ საქართველოს ევროპული გზისთვის. „ქართველებმა ბევრი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მიმდინარე გამოწვევები უნდა მოგვარდეს და ჩვენ აქ ვართ მათ მოგვარებაში დასახმარებლად,“ დაწერა ხერტ იან კოოპმანმა მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდა. ბოლო პოსტი მან თბილისში ვიზიტის თაობაზე, სოციალურ პლატფორმა X-ზე ერთი საათის წინ განათავსა, როდესაც სამოქალაქო სექტორს შეხვდა. „ღრმად შინაარსიანი შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან დღეს, ევროკავშირის გზაზე საქართველოს რეფორმების წინსვლის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე. სამოქალაქო საზოგადოება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ქვაკუთხედი და მათი პერსპექტივა რჩება საკვანძო,“ წერს კოოპმანი. რა შეხვედრები გამართა ევროპელმა დიპლომატმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ პროცესს, წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ საუბარი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზეც. „საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროქტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“ აღინიშნა, რომ კანონპროექტის ერთადერთი მიზანია გამჭვირვალობა და ის არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთადერთ ვალდებულებას აკისრებს - ყოველწლიურად დაადეკლარირონ მიღებული დაფინანსება. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა ამ პროცესში ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის," - ნათქვამია ინფორმაციაში. თავის მხრივ, კოოპმანმა ხაზი გაუსვა, რომ მას გულწრფელი საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთების შესახებ და იმაზე, რა სჭირდება საქართველოს, რათა დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. „ევროკავშირი კვლავ მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს საქართველოში ძალისხმევას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში მისწრაფებებს შეესაბამება,“ – წერს ხერტ იან კოოპმანი. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა გერტ იან კოპმანთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ხორციელდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული მისცა ქართველ ხალხს, რომელიც დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს და ამ ურთულესი გამოწვევების დროს მას ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნათელია, რომ რუსეთი ყველა ხერხს იყენებს, რათა საქართველოს ევროპისკენ სვლა შეჩერდეს. როგორც პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს და ამ არჩევნებში ახალგაზრდებისა და დიასპორის აქტიურ ჩართულობას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები, რომელზეც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა აირჩიოს საქართველოს ევროპული მომავალი. „საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპულ პლატფორმაზე, ერთიან სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც შეუერთდებიან პოლიტიკური ძალები და არჩევნების შემდეგ განახორციელებენ იმ ინსტიტუციურ რეფორმებს, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების დასაწყებად. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. გერტ იან კოპმანმა განმარტა, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება დიდი საფრთხეა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის და უდავოდ შეაფერხებს ამ პროცესს. მისი თქმით, ივნისის თვეში ევროკავშირი გაფართოების ახალ ეტაპზე იმსჯელებს და, შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციული გახდეს და არ დააზიანოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი ხალხის ერთსულოვნება ქვეყნის ევროინტეგრაციასთან მიმართებით და მოუწოდა პარტნიორებს, კვლავაც მტკიცედ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს ევროპისკენ მიმავალ გზაზე,“ – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრა ოპოზიციასთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტნიორებს აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმ ვითარებაზე, რაც საქართველოში ხდება. „ჩვენს პარტნიორებს ზუსტი წარმოდგენა აქვთ ყველაფერზე, რაც ხდება. რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება. პირველი საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გეოპოლიტიკურ არჩევანს არ ემთხვევა. ნებისმიერი სხვა პუნქტის შესრულებაზე როდესაც არის საუბარი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა მკვეთრი შემობრუნება რუსეთისკენ. ამიტომ, ეს არის ის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც არის რუსეთის სასარგებლოდ. მეორე პუნქტი ეხება იმ ძალადობას, რომელიც გუშინ მოხდა, ადამიანების დაკავებები და დაშავებები. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ასევე ლევან ხაბეიშვილზე, მათ ჰქონდათ ძალიან ზუსტი ინფორმაცია და ასევე, ეს შეეხებოდა შედეგებს, რომელიც დადგება "ქართული ოცნებისთვის" იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს უგულებელყოფენ. ნებისმიერ ამ ფაქტორზე საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინფორმაციო. ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ის კოორდინაცია, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებთან. ერთი რამ შემიძლია გულწრფელად გითხრათ, არავინ მიატოვებს საქართველოს მოქალაქეებს და ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ევროკავშირი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები," - განაცხადა დეკანოიძემ. პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ თუ ხელისუფლება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მიიღებს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების არავითარი შანსი აღარ იქნება. „ძალიან მნიშვნელოვან დროს არის ჩამოსული ევროკავშირის გაფართოების დირექტორი, თავად ესწრება ამ მოვლენებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. თვითონ მიიღებს პირველი წყაროდან ინფორმაციას "ქართული ოცნების" მორიგი საბოტაჟის შესახებ. ცხადია, ვისაუბრებთ იმ მოვლენებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. აუცილებელია ჩვენს თანამოქალაქეებს სიმართლე ვუთხრათ - ამ კანონპროექტის მიღების შემდგომ გამოირიცხება ყოველგვარი მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამიტომ, ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ სიმართლე უნდა იცოდეს. "ქართული ოცნების" პროპაგანდამ ვეღარ უნდა შეიყვანოს შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეები, თითქოს ამ კანონის შემდეგ რჩება რაიმე შანსი, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. არანაირი შანსი არ იქნება გაწევრიანებაზე საუბრის დაწყების, ეს ყველამ უნდა იცოდეს," - განაცხადა ჯაფარიძემ. ევროკომისის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, 30 აპრილიდან 4 მაისამდე სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხების განხილვისა და ახალი ინიციატივების წარდგენის მიზნით. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, კოოპმანი საქართველოში ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. კოოპმანი გახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ასევე ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალი გაზრდაში და სესხების ეროვნული ვალუტაში წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა
პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე, „წიწაკის სპრეი“ და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს აცხადებს, რომ „მას შემდეგ, რაც დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.“ „მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ,“ წერს შსს. საღამოს 8 საათისთვის პარლამენტმა მეორე მოსმენითაც მიიღო სადავო კანონპროექტი. მოსმენა მოსმების თარიღი ჯერ დაუზუსტებელია. პლენარული სესიის პარალელურად საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო. საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა უსაფრთხოდ დატოვეს პარლამენტის შენობა, ხოლო პოლიციამ „სრულად დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.“ 30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობს. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება
ევროკომისიის პრეზიდენტი: საქართველოს მთავრობამ მოქალაქეების მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს
ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველო გზაჯვარედინზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ქართველ ხალხს თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს. „ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ. საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს. ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს. ევროპულმა საბჭომ ეს მისწრაფებები რომ აღიარა, დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და დასახა მკაფიო გზა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ. საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს,“ აცხადებს ლაიენი.
მეთიუ მილერი: კრემლის მიერ შთაგონებულმა კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა
შეერთებული შტატები გმობს „კრემლისგან შთაგონებულ“ „უცხოეთის გავლენის“ კანონმდებლობის წინსვლას. შესაბამისი განცხადებით სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამოვია. „ეს ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას და გავლენას მოახდენს ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს მისწრაფებებზე. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ მშვიდობიან შეკრებას და თავიდან აიცილონ ესკალაცია,“ დაწერა მეთიუ მილერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე. ამასთან, მისი განცხადება უწყების ვებგვერდზე განთავსდა, რომლის თანახმადაც, საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა. „საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა. შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის" კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომლებიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას - რასაც ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ - არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება,“ - წერია განცხადებაში. 30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობდა. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. პირველ მაისს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პროტესტის ფონზე, მეორე მოსმენით მიიღო. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება
საფრანგეთის საგარეო უწყება: საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს
საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს. „საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს,“ - წერს საფრანგეთის საგარეო უწყება სოციალურ პლატფორმა X-ზე. მეთიუ მილერი: კრემლის მიერ შთაგონებულმა კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო არასტაბილურ ტრაექტორიაზე დააყენა
დღეს პარლამენტში დაგეგმილი სხდომები არ გაიმართება
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს, 14.00 საათამდე იმოქმედებს. პარლამენტის დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო. დარჩიაშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იყო მიწვეული. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, “საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც დღეს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები - ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება.“ წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. პარლამენტის განცხადებაში წერია, რომ 2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.
სალომე ზურაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა
„ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის - ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადებაა“ - შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24 English-თან ინტერვიუში გააკეთა. „მათთვის ყველასთვის ომის პარტიის წოდება და ჩემთვის და მათთვის ომის პარტიის აგენტების წოდება, საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისთვის, პარტიებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროპული მომავლის შენარჩუნება სურთ, რევოლუციისა და დამხობის აგენტების წოდება - ეს არის ზუსტად ის ტერმინები, რასაც პრეზიდენტი პუტინი საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წლებია იყენებს,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველასთვის, ვინც ამ სიტყვას გაეცნო, ნათელია, რის გაკეთებას ცდილობენ ივანიშვილი და მისი მმართველი პარტია საქართველოსთვის. „დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები, როგორც აქ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რატომ არ ახორციელებდა „ქართული ოცნება“ პირდაპირ და ნათელ ზომებს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, რატომ არ ახორციელებდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ან ახლა, რატომ არ ახორციელებს 9 რეკომენდაციას: იყო ეს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, თუ ამას რუსეთის რაიმე სახის გავლენის ქვეშ აკეთებდა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ნათელია, რომ ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული დეკლარაცია. ყველასთვის, ვინც ამ სიტყვას ტექსტი წაიკითხა, ნათელია, რის გაკეთებას ცდილობენ ივანიშვილი და მისი მმართველი პარტია საქართველოსთვის. ის, რაც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი: შუა დერეფანი რეგიონში თამაშის წესების შემცვლელია, ის გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამოსავალს წარმოადენს
EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელის შეფასებით, შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და პროექტია, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას - საქართველო უკვე ბევრს აკეთებს შუა დერეფნისთვის და უნდა განაგრძოს ამის გაკეთება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა ხელმძღვანელმა კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირება ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, პროდუქტების ტრანსპორტირების თვალსაზრისით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სწორედ აქედან გამომდინარე, შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. „შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და პროექტია, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას. თუმცა ამასთან გეტყვით, რომ შუა დერეფანს უფრო დიდი გავლენა ექნება, რადგან შუა დერეფანს განშტოებები აქვს და რეგიონის ყველა ქვეყანას ექნება უზარმაზარი ბენეფიტები ამისგან. ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირება ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, პროდუქტების ტრანსპორტირების თვალსაზრისით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სწორედ აქედან გამომდინარე შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, შეიძლება, ითქვას, რომ თამაშის წესების შემცვლელია რეგიონში და ის ასევე უპასუხებს არსებულ საჭიროებებს და წარმოადგენს გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამოსავალს. ფინანსური ინსტიტუტები და ხელისუფლებები, რომლებიც ამ პროცესში, შუა დერეფნის შესახებ დისკუსიაში არიან ჩართულები, ელიან შესაძლებლობებს და გამოწვევების ტექნიკურ და პოლიტიკურ გამოსავალს. თქვენ მკითხეთ საქართველოს პოტენციალთან დაკავშირებით და რა შეუძლია საქართველოს, ამ მიმართულებით გააკეთოს და გეტყვით, რომ საქართველო უკვე ბევრს აკეთებს შუა დერეფნისთვის და უნდა განაგრძოს ეს და უნდა მოიწვიოს ქვეყნები უფრო ფართო თანამშრომლობისთვის," - განაცხადა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება