ძებნის რეზულტატი:

საგამოძიებო სამსახური: არჩევნების დღეს ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაომბუდსმენიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სამსახურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები, ასევე ჩატარებული გასაუბრებები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 17 ინციდენტს შეეხებოდა. „აღნიშნული ფაქტებიდან 13 შემთხვევა, შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მიუხედავად ამისა, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები შეტყობინების შემოსვლისთანავე არაერთგზის დაუკავშირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის, საგამოძიებო ორგანოში, ინფორმაციის მოწოდების მიზნით, მხოლოდ 5 ჟურნალისტი და ერთი ოპერატორი გამოცხადდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას,“ - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მედიაომბუდსმენი: არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დაფიქსირდა  

სინგაპურის სასამართლომ ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა $282 მილიონით შეამცირა - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, შვეიცარიულ ბანკს ივანიშვილისთვის $282 მილიონით ნაკლების გადახდა მოუწევს. სინგაპურის სასამართლომ შეამცირა იმ თანხის რაოდენობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან ზარალის ანაზღაურების სახით უნდა მიიღოს. შვეიცარიულმა UBS ჯგუფმა მილიარდერ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს, $282 მილიონით ნაკლები უნდა გადაუხადოს იმასთან შედარებით, რაც თავდაპირველად დააკისრა სინგაპურის სასამართლომ. ამის შესახებ ცნობილი ხდება UBS ჯგუფის განცხადებიდან, რომელიც თან ახლდა 2024 წლის მესამე კვარტლის შედეგებს. სინგაპურის სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, საქართველოს ყოფილ პრემიერს, შვეიცარიული ბანკისგან $743 მილიონი უნდა მიეღო. ახლა ეს თანხა $461 მილიონამდე შემცირდა. ბიძინა ივანიშვილმა ამ საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 21 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში. მისი თქმით, კომპენსაციის ოდენობა ორივე მხარის ექსპერტების ჩართულობით უნდა დაზუსტებულიყო, რაც ორი საათის საქმე იყო, თუმცა Credit Suisse-ის ექსპერტმა ამ საქმეს მთელი ორი თვე მოანდომა და სასამართლომ განაჩენი საბოლოოდ 30 სექტემბერს გამოიტანა.  

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა არჩევნების დღეს მედიის მიმართ დარღვევების სწრაფ გამოძიებას ითხოვს

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის შეფასებით, არჩევნების დღეს ქართველი ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა სახის დარღვევების ათზე მეტ შემთხვევა დაფიქსირდა. პლატფორმამ დოკუმენტირებული შემთხვევების გამოძიებისა და პასუხისმგებელ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნისკენ მოუწოდა. „30 ოქტომბრის „1 დონის განგაშის“ განცხადებაში, რომელიც „მედიის თავისუფლების ყველაზე მძიმე და საზიანო დარღვევებს“ მოიცავს, პლატფორმამ განაცხადა, რომ სულ მცირე 15 შემთხვევა დაფიქსირდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, „როდესაც 22 ჟურნალისტი და მედიის სხვა მუშაკი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფას, დაშინებისა და მუშაობაში ხელისშეშლის სამიზნე გახდა.“ ჩამოთვლილი შემთხვევები მოიცავს კახეთის რეგიონში ფიზიკური და/ან სიტყვიერი შეურაცხყოფის 4 შემთხვევას, ქუთაისში ფიზიკური შეურაცხყოფის ან/და მედიის მუშაობის შეფერხების 2 შემთხვევას, 3 მსგავს შემთხვევას თბილისში, ასევე 3 ინციდენტს მარნეულში და კიდევ 2 შემთხვევას ბათუმში. პლატფორმა იმედოვნებს, რომ განხორციელდება შემდგომი ქმედებები, მათ შორის - „ჟურნალისტებზე თავდასხმების, მათ მიმართ მუქარისა და შევიწროების ფაქტების სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება“ და პასუხისმგებელ პირთა გასაართლებისკენ მოუწოდებს. საგამოძიებო სამსახური: არჩევნების დღეს ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს მედიაომბუდსმენი: არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დაფიქსირდა  

ნორდიკული ქვეყნები: არსებითად მნიშვნელოვანია, გაქარწყლდეს ეჭვები, რომლებიც საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით გაჩნდა

ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები „საქართველოში არსებულ ვითარებაზე“ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ უერთდებიან საერთაშორისო მოწოდებებს, სიღრმისეულად და მიუკერძოებლად იყოს გამოძიებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების პროცესში დაფიქსირებული დარღვევის ცნობები. „არსებითად მნიშვნელოვანია, რომ გაქარწყლდეს ეჭვები, რომელიც საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით გაჩნდა. ნორდიკული ქვეყნები მტკიცედ უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, რაც საერთო ძირითად ღირებულებებზეა დამყარებული. ბოლო წლებში ჩვენი მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებოდით საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას. საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული პოლიტიკა და შემოღებული კანონმდებლობა უფრო და უფრო უხვევს იმ გზიდან, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანთან არის შესაბამისობაში. კანონის უზენაესობის პრინციპისა და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ევროკავშირის გზაზე საქართველოს ნებისმიერი პროგრესისთვის. როგორც ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვიხილოთ საქართველოს იმ გზაზე დაბრუნებული, რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში კუთვნილ ადგილზე მიიყვანს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში მოვლენების ახლოდან დაკვირვებას და საქართველოს მთავრობას მისი ქმედებების მიხედვით განვსჯით.“  

სანდუ: მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში. „მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში, რაც ბოლო რეფერენდუმში ჩვენი ხალხის ნებას ასახავს. გამარჯვება ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნით, რომლებმაც მშვიდობასა და კეთილდღეობაზე დამყარებული მომავალი აირჩიეს,” - წერს სანდუ X-ზე.  

ეუთოში აშშ-ის მისიის განცხადებით, რუსეთის მცდელობა, შეარყიოს ნდობა საქართველოს არჩევნების მონიტორინგის მიმართ, თავისთავად ჩარევის ფორმაა

ეუთოში აშშ-ის მისიის შეფასებით, საქართველოს არჩევნების წინ რუსი ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის მოტივებსა და მიუკერძოებლობას, უსაფუძვლოა და ემსახურება მის ინტერესებს. „29 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის გამო. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნები დაზიანდა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა, შეერთებული შტატები დიდი ხანია, ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ის მხარს უჭერს საქართველოში ცალკეული პირების შესაძლებლობას, გამოიყენონ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება ჩარევისა და შიშის გარეშე. არჩევნების წინ რუსი ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისიის მოტივებსა და მიუკერძოებლობას, უსაფუძვლოა და ემსახურება მის ინტერესებს. რუსეთის მცდელობა, შეარყიოს ნდობა საქართველოს არჩევნებზე მონიტორინგის მიმართ, თავისთავად ჩარევის ფორმაა. შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს ეუთოს ყველა სადამკვირვებლო მისიის მუშაობას, მათ შორის საქართველოში,“ ნათქვამია საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებაში, რომლითაც მან ეუთოს მუდმივ საბჭოს მიმართა. რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე  

კიევი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელორუსის გზას

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას. უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, “გასაკვირი არ არის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები.“ „უკრაინა ყურადღებით ადევნებდა თვალს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, რომელმაც დააფიქსირა მრავალი დარღვევა. მოსყიდვა, დაშინება, იძულება და ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხმის მიცემის გამჭვირვალობის არარსებობა, ოპოზიციური პარტიების მასმედიამდე წვდომის შეზღუდვა - ეს მხოლოდ იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რითაც ამ არჩევნებმა თავი დაგვამახსოვრებინა. გასაკვირი არ არის, რომ ამ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები. ამავე დროს, ისინი შეუთავსებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ გზასთან ევროკავშირისა და ნატოსკენ. არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას,” - წერია განცხადებაში.  

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

54 წლის ასაკში გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის უეცარი გართულება გახდა. 2006–2010 წლებში გია ხარჩილავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში წალენჯიხა ერთადერთი თვითმმართველი თემი იყო, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გია ხარჩილავამ მაშინ ხმების 51.10% მიიღო.  

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ 55.33%-ით გაიმარჯვა. მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 44.67% მოიპოვა. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდა. ამომრჩევლების აქტივობა 54% იყო, რაც პირველ ტურზე მეტია. განსაკუთრებით მაღალი აქტივობა საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, ემიგრანტ ამომრჩევლებს შორის იყო დაფიქსირდა. მოლდოვის ოფიციალურმა პირებმა საარჩევნო პროცესში რუსეთის მხრიდან მასიური ჩარევის შესახებ განაცხადეს. „ეს არის არჩევნების შედეგების დამახინჯების პოტენციური მცდელობა,“ - წერს მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სეკრიერუ პლატფორმა X-ზე. „მოლდოვა, შენ დღეს გამარჯვებული ხარ. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის მიმართ ერთგულების ძალა. გმადლობთ, ძვირფასო მოლდოველებო, შინ და საზღვარგარეთ. იარეთ სიამაყით - თქვენ ხართ თავისუფლება, იმედი და გამძლეობა. მე ვამაყობ, რომ გემსახურებით ყველას,“ წერს სანდუ X-ზე.  

ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს

თბილისში, პარლამენტთთან, სამი ოპოზიციური პარტიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება. „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან ერთად დემონსტრანტებმა სადგურის მოედნიდან რუსაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყვეს. პროტესტის მონაწილეებისადმი მიმართვისას ცნობილი გახდა, რომ ორშაბათობით მასშტაბური აქციები გაიმართება, ყოველდღიური აქცია კი, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. პირველი ასეთი შეკრება ხვალ, სპორტის სასახლესთან 14:00 საათზე დაიგეგმა. დღევანდელი აქციის ბოლოს, ლიდერებმა პროტესტის მონაწილეებს ბარათაშვილის ხიდის პიკეტირებისკენ მოუწოდეს და ახლა პროტესტი სწორედ იქ ინაცვლებს. მანამდე კი, აქციაზე შეკრებილებს „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან ცუცქირიძემ გააცნო გეგმა. „ჯერ კიდევ თუ ვინმე დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც არ სჯერა იმის, რაც მოხდა, ვინც ფიქრობს ჯერ კიდევ რომ სადმე სამართლიანად გაიმარჯვა „ოცნებამ“, ყველასთან უნდა მივიტანოთ, ვაჩვენოთ და გავაგებინოთ ის მანიპულაცია, გაყალბება, მაქინაცია, ის რუსული ომის გეგმა, რომელიც შეარულა ამ მთავრობამ. ეს არის ერთი მიმართულება. 2. მეორე არის ის, რომ მსოფლიო დემოკრატიულმა, ცივილურმა სამყარომ არ უნდა აღიაროს არჩევნების ის შედეგები, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან წარმატებულად მუშაობს პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე, სამოქალაქო სექტორი. ჯერ არ ყოფილა არც ერთი დემოკრატი ლიდერი, რომელიც მიულოცავდა ამ მთავრობას გამარჯვებას და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. 3. მესამე არის ყველაზე მთავარი: მესამე ჩვენი ხმების, ჩვენი გზის მთავარი ღერძია - ეს არის წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა, გარეთ ყოფნა, არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ ყველგან სადაც შეიძლება შევიკრიბოთ და ერთმანეთს გავაგებინოთ ჩვენი ხმა. ეს არის ბრძოლა აუდიტორიებში, ეს არის ბრძოლა ხელოვნებით, ეს არის ბრძოლა ყველგან, სადაც ადამიანებს შეგვიძლია, ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ: პარკებში, ავტობუსებში, გაჩერებებზე, წინააღმდეგობა. სამოქალაქო დემოკრატიული წინააღმდეგობა არის ღერძი ამ ბრძოლის. თუ ჩვენ ვიქნებით ათასი, ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ ჩვენ ვიქნებით ათი ათასი, ვერაფერს ვერ მივაღწევთ, მაგრამ თუ ვიქნებით ასი ათასი, მეტი და მეტი, მაშინ ყველაფერი გამოგვივა, მეგობრებო. მე მინდა, შეგპირდეთ ჩვენი გუნდის და ჩვენი თანამებრძოლების სახელით, ჩვენ თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე. არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ბრძოლის წინა ხაზზე,“ განაცხადა ცუცქირიძემ. თავის მხრივ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ „დიწყებენ წინააღმდეგობის მოძრაობას და გაშლიან წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოში.“ ვაშაძის თქმით, ოპოზიციამ გაავრცელა ბარკოდი, რომლითაც მოქალაქეები ტელეგრამ-არხზე შეიტყობენ წინააღმდეგობის ნაბიჯების შესახებ. გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომელზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. „1. ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას. 2. არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას. 3. დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში. ყოველი შემდეგი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე და უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული. 5. ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც მოპარა ხალხს არჩევანი. 6. ყველაფერს ვაკეთებთ ერთად, ეს არის ყველასი ერთად გასაკეთებელი საქმე. და ბოლოს, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. გიორგი ვაშაძის თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი სლოგანი იქნება „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“. „ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და გთხოვთ გავაცნობიეროთ, ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად შევასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ. ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე ხელისუფლებასთან ერთად ახლა არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკომ უნდა გამოაცხადოს არჩევნები გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ არჩევნები მიიტაცეს. ფარულობა არის დარღვეული. ჩვენი მთავარი სლოგანია, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“. რაც მთავარია, ვითხოვთ, „ქართული ოცნების“ ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებიდან ჩამოცილებას. რაც შეეხება ხვალინდელ შეკრებას, ვიცით, რომ შუადღის 2 საათზე შეკრება არის რთული, მაგრამ სამშობლო მარტო საღამოობით არაა ჩვენი, სამშობლო ჩვენია 24/7-ზე. გთხოვთ, მაქსიმალურად მოვინდომოთ, რომ 2 საათზე წინააღმდეგობის მსვლელობა გავმართოთ სპორტის სასახლიდან. ეს კვირა თბილისის მასშტაბით არის წინააღმდეგობის მსვლელობების კვირა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53,931%;-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა: "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლითაც მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საპასუხოდ, პროკურატურას ურჩია, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.“ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას  

ბაიდენი: რუსეთი თვეების განმავლობაში ცდილობდა, მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია

ჯო ბაიდენი მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს. შესაბამის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. „მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ისტორიულ ხელახლა არჩევას ვულოცავ. კვირას, მოლდოველი ხალხი არჩევნებზე მივიდა და ხმა მისცა პრეზიდენტ სანდუს უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული მოლდოვის ხედვას,“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. ბაიდენი აღნიშნავს, რომ თვეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია. „მოლდოველმა ხალხმა მაია სანდუ პრეზიდენტად ხელახლა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმიდან ორი კვირის შემდეგ აირჩია. თვეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ რუსეთმა ამას ვერ მიაღწია. მოლდოველმა ხალხმა გამოიყენა თავისი დემოკრატიული უფლება, საკუთარი მომავალი აერჩია და მათ აირჩიეს გზა, რომელიც ევროპასა და მთელს მსოფლიოში დემოკრატიებს შეესაბამება,“ - ამბობს ჯო ბაიდენი. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობების შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით (100-ზე მეტს) ქვეყანას გაუზიარა. მეორე დღეს, საქართველოში ამერკის საელჩომ ოფიციალურად დაუდასტურა, რომ აშშ-ის მთავრობამ "გამოავლინა რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში." იგივე დაუდასტურა ოფიციალურად Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში "აშშ-მ, თითოეულ ქვეყანას აცნობა თავისი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ." აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი  

ლაიენი: თუ საქართველოს სურს, ევროკავშირისკენ ორიენტაცია შეინარჩუნოს, მთავრობის მხრიდან ქმედებები გვჭირდება - გაფართოების ანგარიში გზას აჩვენებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ახლახან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. არჩევნების შემდგომი ვითარება კვლავ შემაშფოთებელი რჩება. თუ საქართველოს სურს, ევროკავშირისკენ სტრატეგიული ორიენტაცია შეინარჩუნოს, გვჭირდება კონკრეტული ქმედებები მთვრობის მხრიდან. ჩვენი გაფართოების ანგარიში გზას აჩვენებს,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზას“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევს“ სთავაზობს შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53,931%;-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა: "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლითაც მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საპასუხოდ, პროკურატურას ურჩია, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.“ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას  

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე: ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის განცხადებით, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი, რაც ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით. „სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი. საია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად,“ აცხადებს საია. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. „დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი ფარულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტინით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე," - განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სხდომაზე. რაც შეეხება წალკის საოლქო კომისიას, მისი თქმით, სასამართლომ დააადგინა, რომ "იყო უმძიმესი დარღვევები", როგორიცაა საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, ასევე დადასტურდა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, გარკვეული ხელშეშლა დამკვირვებლებზე. „სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე, არ არის თავისუფალი, შესაბამისად, შედეგები უნდა იქნას ბათილად ცნობილი,“ აღნიშნა მოსამართლემ. მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ მთელი რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური სუბიექტები არ ემსახურებიან მიზანს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულება. მისი თქმით, მხარემ - სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც არ ესწრება დღევანდელ სხდომას, წარმოაჩინა, რომ მან თავი შეიკავა გარკვეული მტკიცებულებების წარმოადგენაზე. ასევე გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სასამართლოს პატივისცემა საჯარო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. მოსამართლის შეფასებით, ამომრჩეველმა გარანტირებულად უნდა იცოდეს, ყოველგვარი საფრთხის შეფასებების და ყოველგვარი სხვა მანიპულაციების გარეშე, რომ მისი არჩევანი იქნება თავისუფალი, ფარული და მას თავისუფალი ნების გამოხატვა მოუწევს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. „დღევანდელ სხდომას არ ესწრება არცერთი მესამე პირი, რომელიც ჩართული იყო საოლქო კომისიებიდან და როგორც მხარემ აღნიშნა, „უფრო მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი,“ რაც სასამართლოსათვის ყოვლად მიუღებელია. ასევე, მინდა, აღვნიშნო, პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, აქაც შენიშნა სასამართლომ, რომ ძალიან ბევრი არ იყო გულწრფელი და ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებდნენ საარჩევნო პროცესის არასწორად წარმართვისთვის, როცა სხვა მასალები სხვანაირ ინტერპრეტაციას იძლევა. შესაბამისად, ყოველივე ამის გათვალისწინებით, სასამართლოს აქვს საკუთარი რწმენა და წარმოდგენა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და მინდა, ვუსურვო ყველას, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოხერხდეს, რომ ყველა ჩვენგანმა მოვახერხოთ, რომ მოხდეს საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და ყოველგვარი უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული. არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ, გამორიცხული,“ აღნიშნა მოსამართლემ და ხაზი გაუსვა, რომ ყველა მტკიცებულება სასამართლომ გამოითხოვა და რაიმე შუამდგომლობა და პოზიცია მხარეებს არ წარმოუდგენიათ. ვლადიმერ ხუჭუას თქმით, გამოიკვეთა, რომ საარჩევნო პროცესში და ზოგადად კანონმდელობაში შეიძლება, არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, რაც მოითხოვს უფრო მეტ დახვეწას. „მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ყველაფერი იყოს აღმოფხვრილი. ეს განსაკუთრებით შეხება საქმეში არსებულ წერილობით მიმოწერას, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია პირდაპირ წერილობით პირობას დებს, რომ საარჩევნო პროცესში სხვაგვარი საარჩევნო ბიულეტენები იქნება. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს - ეს არის ჩვენი საარჩევნო უფლება, ეს არის ჩვენი მომავლის გადაწყვეტა და, აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არსებობდა, როგორც ფაქტობრივი საფუძველი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმები არ იძლეოდა ანონიმურობის გამორიცხვის შესაძლებლობას, და ასევე არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საარჩევნო კანონმდებლობა ცალსახად აძლევს საქართველოს მოქალაქეს გარანტიას, რომ მისი საარჩევნო უფლება იქნება დაცული და მისი არჩევნების ნების გამოხატვის ფარულობა იქნება გარანტირებული. არავის აქვს ამის ხელყოფის უფლება, არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამასთან დაკავშირებით,” - განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ  

მეთიუ მილერი: ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა შესაბამისი შეკითხვების საპასუხოდ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი დამატებითი ზომების გამოყენებას “არ მოერიდებიან.“ „რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით ვდაგავართ," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, რითაც უპასუხა შეკითხვას, საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე, გააგრძელებს თუ არა აშშ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, პოსტსაარცევნო პროცესში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მეთიუ მილერმა, ისევე როგორც სახელწმიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „საარჩევნო დარღვევების“ გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს. „ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან ინტეგრაციის გაგრძელებას. მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ, გადახედვის ქვეშ არის და ჩვენ აღნიშნული დახმარების 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ, იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ვნახეთ, რომ მათ გადადგეს. ჩვენ გავაგრძელებთ, განვიხილოთ არის თუ არა დამატებითი ზომები, რომლებიც სათანადო იქნება და თუ ასე იქნება, ჩვენ მათი გამოყენება არ მოგვერიდება,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. მილერი: გავდივართ კონსულტაციებს ევროკავშირში კოლეგებთან, თუ რა გამოძიება შეიძლება, იყოს სათანადო    

შალვა პაპუაშვილი: ვინაიდან სხვა არგუმენტი ვერ ნახეს, მხოლოდ ხუთი დღის თავზე მოიფიქრეს ეს, როგორც საბაბი და ამტკიცებენ, რომ ფარულობა დარღვეულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხმის მიცემის ფარულობის საკითხზე კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ისტერია ატეხა. მისივე თქმით, „2021 წლიდან მიყოლებული არცერთ არჩევნებზე არავის პრეტენზია არ ჰქონია ფარულობასთან დაკავშირებით, არც ამ არჩევნებზე არ ყოფილა პრეტენზია ბიულეტენთან და ე.წ. მელანთან დაკავშირებით. „ვინაიდან სხვა არგუმენტი ვერ ნახეს, მხოლოდ ხუთი დღის თავზე მოიფიქრეს ეს, როგორც საბაბი და ამტკიცებენ, რომ ფარულობა დარღვეულია,“ აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. „ხმის მიცემის ფარულობის საკითხზე ისტერია ატეხა ერთმა კონკრეტულმა „ენჯეომ“ – ამომრჩეველთა მობილიზება და მაღალი მხარდაჭერის მიზეზებთან დაკავშირებით არსებული კონსპირაციები. ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ელექტრონული მთვლელების მეთოდით აქამდე ჩატარდა ექვსი არჩევნები. 2021 წლიდან მიყოლებული არცერთ არჩევნებზე არავის პრეტენზია არ ჰქონია ფარულობასთან დაკავშირებით, არც ამ არჩევნებზე არ ჰქონია პრეტენზია ბიულეტენთან და ე.წ. მელანთან დაკავშირებით. ვინაიდან სხვა არგუმენტი ვერ ნახეს, მხოლოდ ხუთი დღის თავზე მოიფიქრეს ეს, როგორც საბაბი და ამტკიცებენ, რომ ფარულობა დარღვეულია. ვნახოთ, რა ხდება საერთაშორისო პრაქტიკაში. გაცნობებთ, რომ პოლონეთში ბიულეტენებით ხდება კენჭისყრა – გამჭვირვალე ყუთები, ბიულეტენები კონვერტშიც კი არ თავსდება. ჩვენთან ყუთში მოთავსებამდე ბიულეტენების კონვერტში თავსდება, ელექტრონულის შემთხვევაში კი თავსდება შესაბამის, საქაღალდის ტიპის კონვერტში. პოლონეთში ჩატარებულ არჩევნებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩანს კიდეც, ვის აძლევს ხმას ამომრჩეველი. ანუ, „საიას“ რა უნდა თქვას, რომ პოლონეთში ფარულობაა დარღვეული და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაუქმდეს? ბულგარეთის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები – აქაც გამჭვირვალე ყუთი, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ჩანს პარტიის ნომრები და ამომრჩევლის არჩევანი. ანუ, რას ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, მისი დამფინანსებელი, ევროკავშირის წევრი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს? სულ ახლახან, ერთი კვირის წინ იყო ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნები. ნახევრად გამჭვირვალე ყუთი არის, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ხედავთ, როგორ ჩანს, ვინ ჰყავს არჩეული ლიეტუველ ამომრჩეველს; გუშინ შედგა არჩევნები მოლდოვაში, რომელსაც ოპოზიცია გაფაციცებით აკვირდებოდა და ვნახეთ სურათი, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები არ თავსდება კონვერტში. პირდაპირ ჩანს, ვინაა მონიშნული ამომრჩევლის მხრიდან. ანუ, რას ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს? ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა თაღლითობასთან გვაქვს საქმე ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან. თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ვერცერთ არგუმენტს როდესაც ვეღარ პოულობენ, ეჭიდებიან ხავსს, რომელიც, დიდი ხანია, ქართველ ხალხს დანახული აქვს,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53,931%;-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა: "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლითაც მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საპასუხოდ, პროკურატურას ურჩია, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.“ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას

ამერიკა 47-ე პრეზიდენტს ირჩევს

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებია. კენჭისყრა უკვე დაიწყო - მჭიდრო რბოლაში დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი იბრძვიან. ყველა წინასწარი გამოკითხვა აჩვენებს, რომ კანდიდატებს შორის დიდი უპირატესობა არცერთს არ აქვს და რიგ შემთვევაში, მათ მიმართ მხარდაჭერა თანაბარიც არის. ახალი პრეზიდენტის არჩევას და საბოლოო შედეგების გამოვლენას შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს. ნაადრევი ხმის მიცემის უფლებით 76 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე ისარგებლა. 2024 წლის არჩევნებისთვის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რიცხვი 161 მილიონს აჭარბებს. წინა, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა 155 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიიღო. არჩევნების წინ ტრამპი და ჰარისი კვლავ ე.წ. მერყევ შტატებში ჩავიდნენ. დემოკრატიული და რესპუბლიკური კამპანიების მიზანი ამომრჩეველთა იმ ნაწილს მიმხრობაა, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ხმა ადრეულ არჩევნებზე ჯერ არ მიუცია და შესაძლოა, 5 ნოემბრის საყოველთაო კენჭისყრაზე წასვლაზეც ყოყმანობდეს. დემოკრატთა კანდიდატი კამალა ჰარისი, კვირას, მიჩიგანის შტატში ჩავიდა, შვიდი შტატიდან ერთ-ერთში, სადაც გამოკითხვების მიხედვით, მისი და ტრამპის პოპოულარობის მაჩვენებლები ერთმანეთთან ძალზე ახლოსაა და შესაბამისად, მოსალოდნელი შედეგი გაურკვეველი რჩება. პოლიტოლოგთა ანალიზის მიხედვით, ის კანდიდატი, რომელიც ამ შვიდიდან ოთხს ან მეტს მოიგებს, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი იქნება. დონალდ ტრამპი, კვირას საარჩევნო კამპანიას პენსილვანიის შტატში შეუდგა, საიდანაც შემდეგ ჩრდილოეთ კაროლინისკენ გაემართა. ორივე შტატი ე.წ. მერყევ შტატთა შვიდეულში შედის. ტრადიციის მიხედვით, რომელიც სათავეს 1960 წლიდან იღებს, დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში საარჩევნო უბანი შუაღამისას გაიხსნა. დასახლებაში ხმა ექვსმა ამომრჩეველმა მისცა. ოთხმა „რესპუბლიკელმა“ და ორმა „დამოუკიდებელმა“. „დემოკრატიული პარტიისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატებმა, კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა სამ-სამი ხმა მიიღეს. კანდიდატების დაპირებები დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა კამალა ჰარისმა, 29 ოქტომბრის შემაჯამებელი გამოსვლისთვის თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია შეარჩია. რესპუბლიკელთა ნომინანტმა დონალდ ტრამპმა კი, წინასაარჩევნო შეხვედრა პენსილვანიაში გამართა. ჰარისი, რომელიც მხარს უჭერს აბორტის უფლებებს, პირობას დებს, რომ ოჯახებისთვის საკვებისა და საცხოვრებლის ხარჯებს შეამცირებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, არალეგალური მიგრაციის კრიზისს საზღვრის დაკეტვით, კედლის მშენებლობის დასრულებით და ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციით მოაგვარებს. ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა, არალეგალური მიგრაციის გამო ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის ჩინეთისთვის, რომლებიც თავიანთი ტერიტორიიდან აშშ-ში ემიგრანტების ნაკადს არ ზღუდავენ. ტრამპის და ჰარისის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი ამბობს, რომ სჯერა შეერთებულმა შტატებმა კონფლიქტების მართვისთვის ალიანსები უნდა აშენოს. ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ძლიერების ჩვენებას და მის არაპროგნოზირებად ბუნებას შეუძლია, ომები იქამდე შეაჩეროს, ვიდრე ისინი დაიწყება. რუსეთის ჩარევის საფრთხე ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს და მომდევნო კვირებში რუსეთის ჩარევის საფრთხე არსებობს. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება აცხადებს, რომ ეს მცდელობები ძალადობის წაქეზების საფრთხეს ქმნის, მათ შორის, საარჩევნო მოხელეების წინააღმდეგ. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ინფორმაციით, რუსეთის გავლენის აქტორებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ყალბად ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები სხვადასხვა შტატებში გეგმავენ არჩევნების გაყალბების ორგანიზებას სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით, როგორიცაა - ბიულეტენების ჩაყრა და კიბერშეტევები. „რუსეთის გავლენის აქტორებმა ასევე შექმნეს ვიდეო, რომელიც ყალბად ასახავდა ინტერვიუს პირთან, რომელიც ირწმუნებოდა, რომ არიზონაში არჩევნები ყალბდება, მათ შორის, ყალბი ბიულეტენების შექმნით და ამომრჩეველთა სიების შეცვლით ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის სასარგებლოდ. არიზონას სახელმწიფო მდივანმა უკვე უარყო ვიდეოში გამოთქმული ბრალდება და განაცხადა, რომ ეს სიყალბეა,“ - აღნიშნულია განცხადებაში. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ცნობით, აშშ-ის არჩევნებისთვის უცხოური გავლენის მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება ირანიც. არჩევნების შედეგი ისტორიული იქნება იმის მიუხედავად, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს - რატომ?  ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ის იქნება პირველი ხანდაზმული პრეზიდენტი (78 წლის), რომელიც თეთრ სახლს დაიკავებს. პირველი პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ იყო იმპიჩმენტზე წარდგენილი და პირველი პრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამარჯვების შემთხვევაში, დემოკრატი გრუვერ კლივლენდის შემდეგ, ტრამპი ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტი იქნება, რომელიც თეთრ სახლს ერთი ვადის გამოტოვებით, მეორედ დაიკავებს. დემოკრატმა გრუვერ კლივლენდმა 1884 წელს მოიგო არჩევნები, 4 წელიწადში წააგო და იგივე ოპონენტთან, 1892 წელს არჩევნებში ისევ გაიმარჯვა. 130 წელზე მეტია, ამერიკაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. კამალა ჰარისის შემთხვევაში, ის იქნება პირველი ქალი პრეზიდენტი, ასევე, პირველი შავკანიანი ქალი პრეზიდენტი და სამხრეთ აზიური წარმოშობის. შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ბედს მარტივი უმრავლესობის ხმები არ წყვეტს. გამარჯვებულს 538 ელექტორისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია გამოავლენს. ყოველ შტატს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ელექტორების განსაზღვრული რაოდენობა ჰყავს. ამერიკის მომავალ პრეზიდენტს ჯამში 270 ელექტორის ხმის დაგროვება სჭირდება. გამარჯვებული კანდიდატი ამერიკის 47-ე პრეზიდენტი გახდება და 4-წლიანი ვადით თეთრ სახლში საქმიანობას, მომავალი წლის 20 იანვარს შეუდგება.  

ზურაბიშვილმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა: ძლიერი აშშ საჭიროა, როგორც არასდროს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ საქართველოსთვის ძლიერი აშშ-ის მხარდაჭერა ახლა მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს. „გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო დონალდ ტრამპ. ძლიერი აშშ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი 33 წლის განმავლობაში, ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერად, რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის დასაცავად," - წერს სალომე ზურაბიშვილი. დონალდ ტრამპს მსოფლიო ლიდერები გამარჯვებას უკვე ულოცავენ. ამ დროისთვის ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის უკვე საკმარისია. კამალა ჰარისს ამ დროისთვის 224 ხმა აქვს. ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. „ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი,“ – განაცხადა მან ოთხშაბათ დილით პალმ-ბიჩის საკონვენციო ცენტრში, სადაც მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. მის გვერდით იდგნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, სენატორი ჯეი.დი. ვენსი, რესპუბლიკელი ლიდერები და ტრამპის ოჯახის წევრები. "ყოველდღე, ყოველი ამოსუნთქვისას, თქვენთვის ვიბრძოლებ," მიმართა ტრამპმა ფლორიდაში შეკრებილ ამომრჩევლებს. რესპუბლიკურმა პარტიამ ამერიკის სენატში უმრავლესობა მოიპოვა, პარტია ლიდერობს წარმომადგენელთა პალატაშიც.  

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს არჩევებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს არჩევებში გამარჯვებას ულოცავს. ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონულ მშვიდობას. "პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონულ მშვიდობას და უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას!" - აღნიშნავს პრემიერი. დონალდ ტრამპს მსოფლიო ლიდერები გამარჯვებას უკვე ულოცავენ. ამ დროისთვის ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის უკვე საკმარისია. კამალა ჰარისს ამ დროისთვის 224 ხმა აქვს. ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. „ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი,“ – განაცხადა მან ოთხშაბათ დილით პალმ-ბიჩის საკონვენციო ცენტრში, სადაც მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. მის გვერდით იდგნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, სენატორი ჯეი.დი. ვენსი, რესპუბლიკელი ლიდერები და ტრამპის ოჯახის წევრები. "ყოველდღე, ყოველი ამოსუნთქვისას, თქვენთვის ვიბრძოლებ," მიმართა ტრამპმა ფლორიდაში შეკრებილ ამომრჩევლებს. რესპუბლიკურმა პარტიამ ამერიკის სენატში უმრავლესობა მოიპოვა, პარტია ლიდერობს წარმომადგენელთა პალატაშიც.  

ზელენსკი ტრამპს „შთამბეჭდავ გამარჯვებას“ ულოცავს: გლობალურ საქმეებში „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომის მიმართ ტრამპის ერთგულებას ვაფასებ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას ვულოცავ! გლობალურ საქმეებში „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომის მიმართ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას ვაფასებ. ეს ზუსტად ის პრინციპია, რომელსაც უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოტანა შეუძლია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად ამას რეალობად ვაქცევთ,“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. უკრაინის პრეზიდენტმა სექტემბერში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და რუსული აგრესიის დასრულების გზები დეტალურად განიხილეს. „ჩვენ მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით. აშშ-ში უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, მოუთმენლად ელის შესაძლებლობას, რომ დონალდ ტრამპს პირადად მიულოცოს და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილოს. დონალდ ტრამპს მსოფლიო ლიდერები გამარჯვებას უკვე ულოცავენ. ამ დროისთვის ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის უკვე საკმარისია. კამალა ჰარისს ამ დროისთვის 224 ხმა აქვს. ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. „ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი,“ – განაცხადა მან ოთხშაბათ დილით პალმ-ბიჩის საკონვენციო ცენტრში, სადაც მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. მის გვერდით იდგნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, სენატორი ჯეი.დი. ვენსი, რესპუბლიკელი ლიდერები და ტრამპის ოჯახის წევრები. "ყოველდღე, ყოველი ამოსუნთქვისას, თქვენთვის ვიბრძოლებ," მიმართა ტრამპმა ფლორიდაში შეკრებილ ამომრჩევლებს. რესპუბლიკურმა პარტიამ ამერიკის სენატში უმრავლესობა მოიპოვა, პარტია ლიდერობს წარმომადგენელთა პალატაშიც.  

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის არჩეული პრეზიდენტია

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის არჩეული პრეზიდენტია. საარჩევნო კოლეგიაში მას 277 ხმა აქვს, გამარჯვების მოსაპოვებლად 270 ხმა იყო საკმარისი. არჩევნების შედეგი ისტორიულია - ტრამპი ორჯერ იყო იმპიჩმენტზე წარდგენილი, ის პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ტრამპი იქნება პირველი ხანდაზმული პრეზიდენტი (78 წლის), რომელიც თეთრ სახლს დაიკავებს. „ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი,“ – განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათ დილით ფლორიდაში, პალმ-ბიჩის საკონვენციო ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებთან. დემოკრატი გრუვერ კლივლენდის შემდეგ, ტრამპი ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტი იქნება, რომელიც თეთრ სახლს ერთი ვადის გამოტოვებით, მეორედ დაიკავებს.