ძებნის რეზულტატი:

გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისში, გმირთა მოედანზე საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა. პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“, ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „დღევანდელი დღეც შედგა“ და მხარდამჭერებს მოუწოდა, ხვალ, კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს ცხრა საათიდან შეუერთდნენ აქციას, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. 23 ნოემბრის აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყო და გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვით გაგრძელდა. ესტაკადის ქვეშ, ორ ადგილას კარვები იყო გაშლილი. ოპოზიციური პარტიები კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე მორიგ საპროტესტო დემონსტრაციას და ღამისთევას აანონსებენ. 25 ნოემბრის დილას პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. პარლამენტს ოპოზიცია და პრეზიდენტი არალეგიტიმურად მიიჩნევენ. ცნობისთვის, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.  

შსს პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, ორგანიზატორებს აფრთხილებს, „არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.“ უწყების განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად. შსს მიუთითებს, რომ კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, 24 ნოემბრიდან, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა. მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეკრების მიზანს წარმოადგენს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის ხელისშეშლა, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდებით. დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირება. გარდა ამისა, კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამ დანაშაული ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი - ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით. ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებით დადგინდა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის არის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები. შესაბამისად, დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად,“ - წერია განცხადებაში. “ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო… ესეც კიდევ ერთი და კონსტიტუციის მთავარი პრინციპის - მანიფესტაციის და შეკრების უფლების - დარღვევაა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია,“ - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაშვილი შსს-ს განცხადებას. შესაბამისი პოსტი მან Facebook-ის პირად გვერდზე განათავსა. გარდა აღნიშნულისა, დღეს, საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადება გაავრცელა. 25 ნოემბერს, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა,” - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა. ხელისუფლების კრიტიკოსები აქციას მართავენ. 23 ნოემბრის დემონსტრაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყო და გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვით გაგრძელდა. ესტაკადის ქვეშ, ორ ადგილას კარვები იყო გაშლილი. ოპოზიციური პარტიები კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე მორიგ საპროტესტო დემონსტრაციას და ღამისთევას აანონსებენ. 25 ნოემბრის დილას პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. პარლამენტს ოპოზიცია და პრეზიდენტი არალეგიტიმურად მიიჩნევენ.   

სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „სამართალდამცველთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს და ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს გაფრთხილება.“ სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. „მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი. სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილების განხორციელებისას არ უნდა გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ უნდა შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ნებისმიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა იარსებებს ამის აუცილებლობა, პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს და ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს გაფრთხილება. მნიშვნელოვანია, შეკრებების დროს ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება. ამავე დროს, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. სახალხო დამცველის რწმუნებულები უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ აქციების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენენ შესაბამის რეაგირებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ არიან მოწვეულნი, ეს გახლავთ შიდასახელმწიფოებრივი საკითხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მიწვეულნი არ არიან. პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ეს შიდა სახელმწიფოებრივი საკითხია.“ „არ მომიწვევია. მოწვევები უკვე დავაგზავნე ორი დღის წინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. რაც შეეხება ელჩებს, ისინი მოწვეული არ არიან პირველ სხდომაზე, ვინაიდან ეს გახლავთ ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი საკითხი, რომელიც შეეხება არჩევნებსა და პარლამენტის პირველ სხდომას. მათ შორის, უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით მნიშვნელოვანია, რომ ელჩების თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა პროცესში აუცილებელი არ იყოს. ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტი და, ახლად არჩეული პარლამენტის წევრებთან ერთად, წარმოდგენილი იქნებიან მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.  

NATO-ს გენერალური მდივანი და ერდოღანი ანკარაში შეხვედრას გამართვენ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ, ანკარაში NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან განიხილავს რუსეთ-უკრაინის ომის უახლეს მოვლენებს განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ერდოღანი და რუტე ასევე ისაუბრებენ მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროში შესყიდვებზე დაბრკოლებების მოხსნაზე და ტერორიზმის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსის ერთობლივ ბრძოლაზე. Reuters-ი წერს, რომ NATO-ს წევრი თურქეთი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს, აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და კიევს სამხედრო დახმარებას უწევს, მაგრამ ამავე დროს თურქეთი ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. გასული კვირაში ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტიულება, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების ნება დართოს,  კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე მოამზადა უკრაინაში ომის გაყინვის გეგმა, რომლის თანახმად, ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზებს NATO-ში გაწევრიანების გადადებას სულ მცირე 10 წლით - „პუტინისთვის დათმობის სახით.“ ასევე შეთავაზებული იქნება დემილიტარიზებული ზონის შექმნა დონბასის აღმოსავლეთით და იქ საერთაშორისო ჯარების განთავსება „დამატებითი გარანტიის სახით“. ერდოღანის გეგმის კიდევ ერთი პუნქტია უკრაინისთვის იმის გარანტიის მიცემა, რომ კიევი სამხედრო დახმარებას მიიღებს NATO-ში გაწევრიანებაზე უარის სანაცვლოდ. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა Bloomberg-ს განუცხადეს, რომ უკრაინას გაუჭირდება ასეთი წინადადების მიღება, მაგრამ, მათი აზრით, ეს „ყველაზე რეალისტური მიდგომაა.“ ისინი ასევე ისურვებდნენ, გადადონ მოლაპარაკებები რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების ბედზე, რათა ყურადღება მიემართოს ცეცხლის სტაბილური შეწყვეტის უზრუნველყოფაზე. სააგენტო წერს, რომ წინადადება შესაძლოა, მოეწონოს უკრაინის ზოგიერთ მოკავშირეს, რომლებიც შიშობენ, რომ NATO-ში ქვეყნის წევრობამ შეიძლება, კრემლთან პირდაპირი კონფლიქტი გამოიწვიოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია პუტინის მიმართ „დათმობები“ და რომ ეს ევროპისთვის „თვითმკვლელობა“ იქნებოდა. ამავე დროს, მან აღიარა, რომ რამდენიმე ევროპელი ლიდერი „მტკიცედ“ უჭერს მხარს კიევის მხრიდან ასეთ დათმობებზე წასვლას.  

„უკრაინის მხარდაჭერის საკითხში წითელი ხაზები არ უნდა არსებობდეს“ - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ BBC-ს განუცხადა, რომ არ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია, ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გასროლა რუსეთში "თავდაცვის ლოგიკით", მაგრამ არ დაადასტურა, გამოიყენა თუ არა უკვე უკრაინამ ფრანგული იარაღი. ჟან-ნოელ ბარომ ხაზი გაუსვა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა დააწესონ რაიმე შეზღუდვა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერაზე და „არ დაადგინონ და გამოკვეთონ წითელი ხაზები." კითხვას, შეიძლება თუ არა ეს ნიშნავდეს ფრანგული ჯარების ბრძოლაში ჩართვას, ჟან-ნოელ ბარომ უპასუხა: „ჩვენ არ უარვყოფთ არცერთ ვარიანტს“. „ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ინტენსიურად და მანამ, სანამ საჭირო იქნება. რატომ? იმიტომ, რომ სასწორზე ჩვენი უსაფრთხოება დევს. ყოველ ჯერზე, როცა რუსული არმია წინ მიიწევს ერთი კვადრატული კილომეტრით, საფრთხე ერთი კვადრატული კილომეტრით უახლოვდება ევროპას," - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ. ერთი თვის წინ ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კიევში, სადაც განაცხადა, რომ პარიზი ღიაა უკრაინის NATO-ში დაუყოვნებლივ მიწვევის იდეისთვის. იგივე განაცხადა მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც. ადრე მაკრონი და მისი მთავრობის წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის მიერ ოდესის ან კიევის დაპყრობის საფრთხის შემთხვევაში. ამავე დროს საფრანგეთის წარმომადგენლები იმასაც ამბობდნენ, რომ საუბარი არ იქნება საფრანგეთის ჯარების უშუალო მონაწილეობაზე ბრძოლებში მოწინავე ხაზზე. ამავე დროს, NATO-ს რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გამორიცხეს თავიანთი ჯარების გაგზავნა უკრაინაში, ყოველ შემთხვევაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.  

ბაიდენი: 91 წლის წინ, სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყვეს, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა - აშშ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას

„91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყვეს, იძულებითი და წინასწარგანზრახული შიმშილობა, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა,“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გავრცელდა. „ჩვენ იმ კაცებს, ქალებსა და ბავშვებს ვიხსენებთ, რომლებიც ჰოლოდომორის დროს დაიღუპნენ. ასევე, ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოდომორს გადარჩენილებსა და მათ შთამომავლებს, რომლებმაც სტალინის მცდელობების მიუხედავად, თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინა ააშენეს,“ - აცხადებს ჯო ბაიდენი. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს. „ამ დღეს უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და აწმყოში თქვენ გვერდით დგას. ამ დღეს, უკრაინის მიერ თავისუფლების დაცვის, სამართლიანობისკენ და ევროატლანტიკური მომავლისკენ მისი სწრაფვის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. უკრაინელი ხალხის სიძლიერე და სიმამაცე გაიმარჯვებს,“ - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.  

ბაქოდან ჩინეთში სარკინიგზო გზით საექსპორტო ტვირთი პირველად გაიგზავნა - აზერბაიჯანის რკინიგზა

პირველად აზერბაიჯან-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში, საექსპორტო ტვირთი ბაქოდან ჩინეთში სარკინიგზო გზით გაიგზავნა, იუწყება Report აზერბაიჯანის რკინიგზაზე (ADY) დაყრდნობით. პირველი საექსპორტო მატარებლის გაგზავნის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზის მაღალი დონის დელეგაციები, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის სამდივნოს ხელმძღვანელობა, ასევე ჩინეთის (Xi'an Chanba) საერთაშორისო პორტის მართვის კომიტეტის წამყვანი ოფიციალური პირები. პირველი საექსპორტო ბლოკის მატარებელი 62 40 ფუტიანი კონტეინერისგან შედგება. ეს ტვირთი ყაზახეთის გავლით ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს მშრალ პორტში გაიგზავნება. პროექტის ფარგლებში, 2024 წლის ბოლომდე იგეგმება ჩინეთში ამ მარშრუტით 15000 ტონა - 600 კონტეინერის საექსპორტო ტვირთის გაგზავნა. აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარის მოადგილემ არიფ აღაევმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ამ მოვლენის მნიშვნელობას. „ეს ინიციატივა არამარტო აამაღლებს აზერბაიჯანის საექსპორტო პოტენციალს, არამედ, გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პოზიციას გლობალურ სავაჭრო სისტემაში. დღევანდელი ღონისძიება დიდ მნიშვნელობას ატარებს. მნიშვნელოვანია ტვირთის გადაზიდვა ორივე მიმართულებით დასავლეთ-აღმოსავლეთის მარშრუტზე, ადგილობრივ მეწარმეებს შეეძლებათ, გაგზავნონ ტვირთი უშუალოდ ჩინეთში, შუა დერეფნის გავლით. როგორც ADY, ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, რათა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრად გარდაქმნას.“ „მიუხედავად იმისა, რომ ეს საექსპორტო პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე ადრე საქართველოს შავი ზღვის პორტების მეშვეობით აღწევდა, ახლა ADY, Absheron Logistics Center, Baku International Sea Trade Port და აზერბაიჯანის Caspian Shipping Company CJSC უშუალოდ განახორციელებენ ამ პროცესს ახალი ლოგისტიკური გადაწყვეტილებების შექმნით აზერბაიჯანის  პორტებისა და შესაძლებლობების გამოყენებით. 2024 წლის დასაწყისიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან აზერბაიჯანში 280 საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი გაიგზავნა. მიმდინარე წლის ბოლომდე, ამ მარშრუტზე ჩინეთიდან 300-ზე მეტი საკონტეინერო მატარებლის მიღება იგეგმება. 2025 წლისთვის დაგეგმილია ბლოკ-მატარებლების რაოდენობის სამჯერ გაზრდა - 1000-მდე,“ წერს აერბაიჯანული მედია.  

TRACECA-ს გენერალური მდივანი: აქტიურად ვმუშაობთ თურქეთისა და საქართველოს IT სისტემების ინტეგრირებაზე

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის წევრმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს თავიანთი ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, განაცხადა TRACECA-ს გენერალურმა მდივანმა ასეტ ასავბაევმა. "მდგრადი, ციფრული შუა დერეფანი და მის ფარგლებს გარეთ" - მრგვალი მაგიდა ამ თემის ირგვლივ, COP29-ის ფარგლებში გაიმართა. „პროგრესის მიუხედავად, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ამ გზაზე,“ - განაცხადა ასავბაევმა. „აუცილებელია კორექტირება ეფექტიანი ტრანზიტის გასაადვილებლად და ჩვენი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. უფრო მეტიც, ციფრული კავშირი და ელექტრონული ინფორმაციის გაცვლა ტრანსპორტის სექტორში უნდა გაძლიერდეს, რაც პრიორიტეტი უნდა იყოს დერეფნის ყველა სახელმწიფოსთვის." მან ხაზი გაუსვა ციფრულ ინტეგრაციაში ბოლოდროინდელ ეტაპს და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს IT სისტემებს შორის ინტეგრაცია გასულ თვეში მიიღწა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ თურქეთისა და საქართველოს IT სისტემების ინტეგრირებაზე,“ - აღნიშნა ტრასეკას გენერალურმა მდივანმა. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ შეუფერხებელი კომუნიკაცია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თითოეულ ქვეყანაში. ციფრულ კავშირს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს სატრანსპორტო სისტემებზე მზარდი ზეწოლის შესამსუბუქებლად." ცნობისთვის, TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.  

საქართველოდან მწვანე ენერგიის თურქეთში, შემდეგ კი, ევროპაში მიწოდების შესაძლებლობი განიხილება

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ბულგარეთის ინიციატივით გაიმართა დისკუსია საქართველოდან მწვანე ენერგიის თურქეთში, შემდეგ კი, ევროპაში მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. მან დაასკვნა, რომ ეს ინტერკონექტორები ხელს შეუწყობს როგორც ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ასევე, გლობალური ენერგოტრანზიციის დაჩქარებას. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს, უნგრეთის, ბულგარეთის, მოლდოვის, სერბეთის, უზბეკეთისა და ლიბიის წარმომადგენლები. მოდერატორი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი იყო. დისკუსიების მთავარი მიმართულება იყო ევროპას მწვანე ენერგიის მიწოდების ერთობლივი შესაძლებლობების შესწავლა, აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის განახლებადი ენერგიის პოტენციალის გამოყენება სხვადასხვა ენერგეტიკული მარშრუტების მეშვეობით. გარდა ამკისა, როგორც Report.az-ი ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, აზერბაიჯანი ამჟამად ნავთობს 30-მდე ქვეყანას და დეკემბრიდან მისი გაზის მიმღები ქვეყნების რაოდენობა 12-მდე გაიზრდება. სტამბოლის პირველი ენერგეტიკული ფორუმის ფარგლებში მინისტერიალზე გამოსვლისას "გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი მომავლისთვის", აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკულ თანამშრომლობის გაფართოებას განახლებადი ენერგიის საშუალებით. მან ხაზი გაუსვა რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას თანამედროვე ენერგეტიკული გამოწვევების გადაჭრის საქმეში, როგორიცაა, მზარდი ენერგიის მოთხოვნის დაკმაყოფილება, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება. შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ 2027 წლისთვის მწვანე ენერგეტიკის მასშტაბური პროექტები, საერთო სიმძლავრის 2 გიგავატით, საშუალებას მისცემს 1,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს. მან აღნიშნა, რომ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო პროგრამა მოიცავს რამდენიმე მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს, როგორიცაა, აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროპა, კასპია-შავი ზღვა-ევროპა და ცენტრალური აზია-აზერბაიჯანი, რაც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ თანამშრომლობას ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში.  

ევროკავშირის ელჩი: ერთად შეგვიძლია, შევქმნათ მომავალი, რომელშიც პატივისცემა, ღირსება და უსაფრთხოება ყველასთვის გარანტირებულია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „საქართველოში ყოველი მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია.“ “ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, დავარღვიოთ დუმილი და სტიგმა, და უზრუნველვყოთ, რომ ქალებმა შიშის გარეშე იცხოვრონ.” „გენდერული ძალადობა არამხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ეს ასევე არის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდებზე, ოჯახებსა და საზოგადოებებზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში. სტატისტიკა ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო მასშტაბებს ავლენს: დაახლოებით 736 მილიონმა ქალმა - თითქმის ყოველმა მესამემ მსოფლიოში - ცხოვრებაში ერთხელ მაინც ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა განიცადა. ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში 15-69 წლის ყოველი მეორე ქალი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ძალადობას განიცდიდა. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საქართველოში ევროკავშირი აფინანსებს პროექტებს, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების შესაძლებლობებს აძლიერებს. ჩვენი პროექტები ძალადობის პრევენციის მიზნით ცნობიერებას ამაღლებს და ქალებს უფასო იურიდიულ, სოციალურ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ასევე სტერეოტიპებისა და მავნე წარმოდგენების შესაცვლელად და საინფორმაციო კამპანიების დასაწყებად მუშაობს. ასევე, ეს პროექტები SafeYou აპლიკაციის გამოყენებას უწყობს ხელს. უპირველესი გზა ქალების გასაძლიერებლად არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ შიშის გარეშე და ძალადობისგან დაცულად შეძლონ ცხოვრება. უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა. წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის თემა არის: „ყოველ 10 წუთში ერთხელ ქალს კლავენ. #არანაირი გამართლება. გაერთიანდით ქალების მიმართ ძალადობის დასასრულებლად.“ ერთად შეგვიძლია, შევქმნათ მომავალი, რომელშიც პატივისცემა, ღირსება და უსაფრთხოება ყველასთვის გარანტირებულია.“  

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან სამხედრო-ტექნიკური „თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება“ მოახდინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „ფედერალურ კანონს“, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის (MTC) განვითარების შესახებ „შეთანხმებას“ „ადასტურებს.“ შესაბამისი დოკუმენტი ოფიციალური სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც თანდართულ დოკუმენტებშია აღნიშნული, შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ეს ე.წ. დოკუმენტი სამხედრო პროდუქციის მიწოდების წესს ადგენს. თავად შეთანხმება „სამხრეთ ოსეთში“ გასული წლის 23 აგვისტოს გაფორმდა.  

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია და აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარვები გაშალეს. პროტესტის მონაწილეები ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული. აქციის მონაწილეები დღევანდელი ღამის პარლამენტთან გათენებას აპირებენ. რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. კერძოდ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა, რის გამოც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტიც იყო. მანამდე, თბილისში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოსული მასწავლებლები და აკადემიური სფერო წარმომადგენლები და რუსთაველის მეტროდან კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები „არჩევნების მიტაცებას,“ „ცენზურის დამწესებელ ჰომოფობიურ კანონს,“ „პროტესტის მონაწილეების დემონსტრაციულად დასჯის მცდელობებს აპროტესტებდნენ.“ დღესვე ქალთა მარში მოეწყო, რომლის მონაწლეებმაც საკუთარი პროტესტი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სახლთან პერფორმანსით გამოხატეს. ცნობისთვის, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი. ბარიელგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც. პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.  

ირაკლი კობახიძემ მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილი იქნება, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად ანრი ოხანაშვილი, დავით  სონღულაშვილი კი - სოფლის მეორნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატად არის წარდგენილი. „წარმოგიდგენთ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს - ეს გახლავთ მაკა ბოჭორიშვილი. მას, ისევე როგორც სხვა კანდიდატურებს, არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ, რომ მაკა ბოჭორიშვილს აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში. 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის თავის საქმიანობას ახორციელებდა ძალიან დიდი წარმატებით დიპლომატიურ სფეროში 1999 წლიდან 2020 წლამდე. როგორც მოგეხსენებათ 2020 წლიდან ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მისმა საქმიანობამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ამ წლების განმავლობაში ქვეყანას ჰქონდა კონკრეტული წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ქვეყანა მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მაკა ბოჭორიშვილის საქმიანობასაც. პროფესიით მაკა ბოჭორიშვილი არის იურისტი, მას ასევე აქვს დიპლომატიური აკადემია, აქვს შესაბამისი განათლება, შესაბამისი გამოცდილება, ფლობს რამდენიმე უცხო ენას, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მინდა, წარმოგიდგინოთ მაკა ბოჭორიშვილი და მისი კანდიდატურა წარდგინება დღეს პარლამენტს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, დღეს, საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად შედის საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა. პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურებში, მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ. „მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის. თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ სამივე მათგანი განაგრძობს საქმიანობას მაღალ თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში, რასთან დაკავშირებითაც დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ,“ - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი. ბარიელგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც. პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.  

რუსულ სამგზავრო თვითმფრინავს ანტალიის აეროპორტში ცეცხლი გაუჩნდა

თურქეთის ქალაქ ანტალიის აეროპორტში დაშვების შემდეგ, რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ სამგზავრო თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა. ბორტზე 89 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მათი ევაკუაცია სათადარიგო ტრაპებით განხორციელდა და არავინ დაშავებულა. ანტალიის აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარი მალე ჩააქრეს. ადმინისტრაციაც ადასტურებს, რომ მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. Sukhoi Superjet 100-ის ტიპის თვითმფრინავი სოჭი-ანტალიის რეისს ასრულებდა. ავიაკომპანია „აზიმუტის“ წინასწარი მონაცემებით, ძრავს ცეცხლი გაუჩნდა ე.წ. ხისტი დაშვების გამო, რაც თავის მხრივ ძლიერმა ქარმა გამოიწვია. 25 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო ანტალიის აეროპორტი დროებით დაკეტილი იყო.  

შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს - მნიშვნელოვანია, ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ, 26 ნოემბერს ჩანიშნავს. შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს. „რაც შეეხება პრეზიდენტს არჩევას - პარლამენტი ხვალ უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. კონსტიტუცია რომ გაინტერესებთ ხოლმე. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად, ჩვენ თარიღს ჩავნიშნავთ ხვალ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ბოლო პრეზიდენტია. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. ცნობისთვის, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი. ბარიელგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.  

შსს-ს განცხადებით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, აქციის ერთი მონაწილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დანაშაული 4 დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს „ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ა.გ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 2021 წელს ა.გ. -ს მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მისი მხრიდან მშობლის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ა.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს,“ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია

საქართველოს პრეზიდენტი 3 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ფიქრობს, რომ 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არაკონსტიტუციურია. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების ლეგიტიმაცია.“ „მე უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს ჩემ შემცვლელად. ჩემი მიმართვა განხილვის მოლოდინშია საკონსტიტუციო სასამართლოში," - წერს ზურაბიშვილი X-ზე. ცნობისთვის, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი. ბარიელგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.  

პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო

მე-11 მოწვევის პარლამენტმა, რომლის პირველი სხდომა 25 ნოემბერს 12:00 საათზე გაიხსნა, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელისა და პროტესტის ფონზე, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. „ქართული ოცნების“ წევრებმა პარლამენტის წევრის ფიცი დადეს. სხდომას ესწრება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია - “ქართული ოცნება“ შეიქმნა. ფრაქცია “ქართული ოცნება“ 80 წევრით იქნება წარმოდგენილი. მას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეები - რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე იქნებიან. იმავდროულად, პარლამენტს უმრავლესობის ერთიანი სია წარედგინა - უმრავლესობა 89 წევრიანია და მას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ფიცი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა წაიკითხა. მანამდე, დროებითმა სამანდატო კომისიამ - 150 არჩეული წევრის საბუთების წესრიგში ყოფნა დაადასტურა. სხდომა გრძელდება - მას უხუცესი წევრი, ლადო კახაძე უძღვება. პარლამენტში იმყოფებიან სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და საპატრიარქის წარმომადგენლები. საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, არ ესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთი მოსამართლე. სხდომაზე, სხვადასხვა საკონსტიტუციო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მიუწვევიათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს, სხდომა არ დანიშნა. საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი. პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. მას ოპოზიცია არ ესწრება. დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილი კი, დილის 9 საათიდან შეუერთდა პროტესტს. ცნობისთვის, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.  

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, ერთი ქალი მსჯავრდებულია. 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, ერთ ქალ მსჯავრდებულს.