ძებნის რეზულტატი:
მაკრონი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის ხელახლა განხილვას უნდა დავუბრუნდეთ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი 2022 წლის დასაწყისში, „სრულიად განსხვავებულ“ კონტექსტში, გვერდზე გადაიდო. მან მხარი დაუჭირა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის „ხელახლა განხილვას“ და, ამავდროულად, კიევის მოკავშირეებს მოუწოდა, გააკეთონ „მაქსიმუმი“ მისთვის საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაწოდებლად. „ვფიქრობ, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის ხელახლა განხილვას უნდა დავუბრუნდეთ“ - განაცხადა მაკრონმა როგორც მან ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად ახლა შესაფერისი მომენტია. „უკრაინა ძალიან კარგად შეიარაღებული ქვეყანა იქნება, მრავალრიცხოვანი არმიით. ჩვენი ხანგრძლივი უსაფრთხოებისთვის მისი ნატო-ში ყოფნა მიზანშეწონილია,“ - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს მშვიდობის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადაუდგამს. „თუმცა, შეთანხმებულია, რომ მშვიდობაზე სასაუბროდ სწორი ფორმატი უკრაინა, რუსეთი, აშშ და ევროპაა. გვესმის, რომ მომავალი კვირები უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის და მთელი ევროპისთვის მნიშვნელოვანი იქნება,“ - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. რა წერია გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში
ილჰამ ალიევი: „შუა დერეფანი“ ვიეტნამურ კომპანიებს შესაძლებლობებს სთავაზობს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „შუა დერეფანი“ ვიეტნამურ კომპანიებს რეგიონულ ბაზრებზე წვდომისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობებს სთავაზობს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეს განცხადება ვიეტნამის პრემიერ-მინისტრ ლე მინ ჰუნგთან შეხვედრისას გააკეთა. ალიევმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მზადყოფნას, ამ მიმართულებით ვიეტნამთან ითანამშრომლოს.
აზერბაიჯანი-საქართველო-ევროპის მწვანე ენერგიის პროექტის ფარგლებში ელექტროენერგიის გადაცემა 2032 წელს უნდა დაიწყოს - მედია
კომპანია „Green Energy Corridor Power Company-მ“ (GECO) ბუქarestის მე-15 ფორუმზე შავი ზღვის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის განხორციელების საკითხები განიხილა. GECO-ს ინფორმაციით, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა იუსიფ გაიბოვმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა ფლორინ სტანციუმ მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიაში თემაზე: „შავი ზღვის რეგიონის მშენებლობა და უსაფრთხოება: კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სტრატეგიული რეგიონისთვის.“ ღონისძიება 19 ნოემბერს, რუმინეთის პარლამენტის შენობაში გაიმართა. ფორუმი „ასპენის ინსტიტუტი რუმინეთის“ (Aspen Institute Romania) და „გერმანიის მარშალის ფონდის“ (German Marshall Fund) მიერ, რუმინეთის პრეზიდენტის მაღალი პატრონაჟით იყო ორგანიზებული. „დისკუსიის მიმდინარეობისას იუსიფ გაიბოვმა აღნიშნა, რომ კასპიისა და შავი ზღვის რეგიონები სწრაფად ყალიბდება ისეთ ცენტრებად, სადაც წყალქვეშა ენერგეტიკული და სატელეკომუნიკაციო კაბელები, საპორტო ინფრასტრუქტურა და ოფშორული ენერგეტიკა ვითარდება. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ (Green Energy Corridor) პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ძაბვის მუდმივი დენის (HVDC) გადამცემი ხაზის მშენებლობას. აღნიშნული ხაზი შავი ზღვის გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს. პირველი დამაკავშირებელი ხაზის ექსპლუატაციაში გაშვება 2032 წლისთვის იგეგმება. GECO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე ისაუბრა იმ ძირითად მოთხოვნებზე, რომლებიც ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის არის საჭირო. მათ შორისაა: დაფინანსების მოძიება, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის რეგულირება, მიწოდების ჯაჭვების განვითარება, ასევე წყალქვეშა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა ჯერ კიდევ დაპროექტების ეტაპზე. „კასპიის ზღვა — შავი ზღვა — ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“ არის ტრანსსასაზღვრო ელექტროენერგიის გადაცემის პროექტი, რომელშიც ჩართულნი არიან აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი. პროექტი საფუძვლად დაედო სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც 2022 პროექტი ითვალისწინებს ელექტროგადამცემი დერეფნის შექმნას, რომლის ჯამური გამტარუნარიანობა 3,9 გიგავატია (გვტ) და რომელიც შედგება სამი ხაზისგან (თითოეული — 1,3 გვტ გამტარუნარიანობით). პროექტს ახორციელებს ბუქარესტში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო — „Green Energy Corridor Power Company“ (GECO), რომელიც ოთხი მონაწილე ქვეყნის ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ეროვნულმა ოპერატორებმა დააარსეს. თითოეული აქციონერი — აზერბაიჯანული „Azerenerji“, საქართველოს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რუმინული „Transelectrica“ და უნგრული „MVM“ — კომპანიაში 25%-იან წილს ფლობს. პროექტი შეტანილია ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორთა ევროპული ქსელის (ENTSO-E) ქსელის განვითარების 2026 წლის ათწლიან გეგმაში (TYNDP), 1248 და 1244 ნომრებით. პროექტში განსახორციელებელი ჯამური ინვესტიცია 22 მილიარდ ევროს შეადგენს. აქედან 14,3 მილიარდი ევრო ელექტროენერგიის გადაცემის სისტემას მოხმარდება, ხოლო 7,8 მილიარდი ევრო — განახლებადი ენერგიის გენერირების სიმძლავრეების მშენებლობას. სავარაუდოდ, 2040 წლისთვის პროექტი სრული გამტარუნარიანობით ამოქმედდება. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შედეგები 2026 წლის 22 ოქტომბერს ბაქოში წარადგინეს.
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვეტოს ხსნის
დიპლომატების თქმით, პარასკევს, 20 ნოემბერს, უნგრეთი მოხსნის წინააღმდეგობას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ბოლო ორ კლასტერთან დაკავშირებით, რაც კიევსა და მოლდოვას საშუალებას მისცემს, ევროკავშირის წევრობის ყველა ასპექტზე მოლაპარაკებები დაიწყონ. როგორც Euronews-ს ორმა დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა, პარასკევს, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ბოლო ორი კლასტერის გახსნაზე დადებულ ვეტოს მოხსნის. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანმა ევროკავშირის საკითხებში, ანდრაშ ბირო-ნადმა, ამ ნაბიჯის შესახებ ბრიუსელში, ბუდაპეშტი დიდი ხნის განმავლობაში აფერხებდა უკრაინის გაწევრიანების პროცესს და ბლოკავდა მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას. მისმა ვეტომ ასევე შეაჩერა მოლდოვის გაწევრიანების განაცხადის განხილვაც, რომელიც კიევის განაცხადთან არის დაკავშირებული.„ზოგად საქმეთა საბჭოს“ (General Affairs Council) სხდომის წინ, გაფართოების საკითხზე გამართული დისკუსიის დროს მიანიშნა. ბუდაპეშტი დიდი ხნის განმავლობაში აფერხებდა უკრაინის გაწევრიანების პროცესს და ბლოკავდა მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას. მისმა ვეტომ ასევე შეაჩერა მოლდოვის გაწევრიანების განაცხადის განხილვაც, რომელიც კიევის განაცხადთან არის დაკავშირებული. უნგრეთის პოზიციის ცვლილება მას შემდეგ დაიწყო, რაც პეტერ მადიარმა ვიქტორ ორბანი ჩაანაცვლა. მოლაპარაკებების პირველი კლასტერი ივნისში გაიხსნა, მეორე — ივლისში, ხოლო ოქტომბერში — კიდევ ორი. 16 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართული ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში, პეტერ მადიარმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ორმხრივი შეხვედრას გამართეს. ეს ფაქტი ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების კიდევ ერთ ეტაპს წარმოადგენს.
ბიძინა ივანიშვილი: მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს ბინებს გადავცემთ
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ 28 ოჯახს, რომლებიც საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩნენ, საცხოვრებელ ბინებს შეუძენენ და გადასცემენ. “ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს. 19 ნომებერს, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, სამი ქალი და ერთი კაცია. 5 ადამიანი დაშავდა, მათგან 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა.
ყირიმის ხიდის აღდგენას შესაძლოა, წლები დასჭირდეს
ყირიმის ხიდის აღდგენას შესაძლოა, წლები დასჭირდეს. „დაახლოებით ორი წელი გონივრული ვადაა საავტომობილო ხიდზე მოძრაობის აღსადგენად,“ - განუცხადა The New York Times-ს აბუ დაბის ხალიფას უნივერსიტეტის პროფესორმა და სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის სპეციალისტმა ანდრეას კაპოსამ. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მშენებლობა უკრაინის დარტყმებით არ შეწყდება და თაღის მზიდი ბურჯები სერიოზულად არ დაზიანდება. ხიდის მშენებლობის დროს, რომელიც 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა, თაღის ფოლადის ელემენტები ვორონეჟის ქარხანაში რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. შემდეგ დაახლოებით 11 თვე დახარჯეს მათ შედუღებაზე სრუტის მახლობლად სანაპირო ზოლზე, რის შემდეგაც კონსტრუქცია კატამარანის პონტონებით გადაიტანეს მონტაჟის ადგილზე. კიდევ რამდენიმე თვე დაიხარჯა თაღის ხიდის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებასა და მთელ სიგრძეზე ტროტუარის დაგებაზე. ახლა, ნანგრევების უბრალო გაწმენდაც კი რთული ამოცანა იქნება, განუცხადა NYT-ს კონსულტანტმა ინჟინერმა დონალდ დიუსენბერიმ, რომელმაც ხიდის ჩამონგრევის შემთხვევები გამოიკვლია. მან განმარტა, რომ თაღის მალის სიგრძე განსხვავდება ხიდის უმეტესი ნაწილის შემადგენელი განმეორებითი მალისგან და მისი შეცვლა შედარებით მარტივად შეიძლება. გარდა ამისა, თუ საყრდენების შეკეთება იქნება საჭირო, ეს აღდგენით სამუშაოს კიდევ უფრო რთულს გახდის, აღნიშნა დიუსენბერიმ. ექსპერტების თქმით, ყველა ეს შეფასება არ ითვალისწინებს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების (UUSF) მიერ ხიდზე და მის აღდგენაში მონაწილე გემებსა და აღჭურვილობაზე შემდგომი დარტყმების ალბათობას. ამასობაში, 19 ნოემბრის ღამეს, SBS-მ კვირის დასაწყისიდან მესამედ შეუტია მას, რის გამოც მოძრაობა იძულებული გახდა, შეჩერებულიყო რკინიგზის დარჩენილ მონაკვეთზე.
შვედეთში ეჭვობენ, რომ რუსები მილიარდერ სტორონსკის ციფრულ ბანკ „რევოლუტს“ ფულის გათეთრებისთვის იყენებენ
შვედეთის ფინანსური დანაშაულის სააგენტომ აღმოაჩინა, რომ ფულის გამთეთრებლები Revolut-ს კრიმინალური მიზნებისთვის იყენებენ. 2.9 მილიარდი შვედური კრონის (259 მილიონი ევრო) ღირებულების ტრანზაქციების ანალიზის შემდეგ, პოლიციამ დაადგინა, რომ Revolut შვედეთიდან თანხების გატანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო. ყველაზე ხშირად, თანხები ბანკის მეშვეობით, ლიეტუვასა და ირლანდიაში იგზავნებოდა. „სავარაუდოა, რომ ნეობანკები, როგორიცაა Revolut, სისტემატურად გამოიყენება დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გადასატანად,“ - განუცხადა FT-ს შვედეთის ფინანსური დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელმა მანუელ ფერერმა. სწრაფი ციფრული რეგისტრაცია, საერთაშორისო გადახდები და თანხების კრიპტოვალუტად კონვერტაციის შესაძლებლობა „ფულის გათეთრების გაზრდილ რისკს შეიცავს,“ - განმარტავს ფერერი. ამასობაში, იტალიის ფინანსურმა პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ადგილობრივმა მაფიოზურმა ჯგუფებმა ბანკის მეშვეობით 76,5 მილიონი ევროს ღირებულების ტრანზაქციები დაამუშავეს. მის კრიპტო განყოფილებაში ჩატარებულმა გამოძიებამ მილიონზე მეტი დამატებითი პოტენციური დარღვევა გამოავლინა. ამის შემდეგ, მილანის სასამართლომ, პროკურორის მოთხოვნით, Revolut-ის იტალიურ ფილიალში ორი გარე ადმინისტრატორი დანიშნა. ინფორმირებული წყაროს ცნობით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულმა ორგანომ (AML/CFT) Revolut-ის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც იტალიის ხელისუფლებამ მას დარღვევების შესახებ აცნობა. 2015 წელს დაარსების დღიდან Revolut ევროპის უდიდეს ფინტექ კომპანიად გადაიქცა, 80 მილიონზე მეტი მომხმარებლით. 2030 წლისთვის ბანკი თავისი ოპერაციების 70 ქვეყანაში გაფართოებას გეგმავს.
ევროპამ კოსმოსიდან ზუსტი დარტყმებისთვის განკუთვნილი იარაღის შემუშავება დაიწყო
Defense News-ის ცნობით, ევროპულმა რაკეტების მწარმოებელმა MBDA-მ და გერმანულმა სტარტაპმა Atmos Space Cargo-მ გადაწყვიტეს, შეექმნათ იარაღი, რომლის გაშვებაც ორბიტიდან იქნება შესაძლებელი. Atmos-ის აღმასრულებელი დირექტორის, სებასტიან კლაუსის თქმით, ევროპას ორბიტალური იარაღი სჭირდება, რათა შეავსოს თავისი შემაკავებელი შესაძლებლობების ხარვეზი, რომელსაც შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი დარტყმების განხორციელება შეუძლია. მან მარტში წარმოადგინა ამ ტიპის ჩვეულებრივი იარაღის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეზე, რაკეტების ორბიტიდან გაშვება შეეძლება. NATO-ს ახალი გეგმა, რომელიც ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ალექსუს გრინკევიჩის ხელმძღვანელობით შემუშავდა, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში აქტიურ ზომებს მოიცავს - დარტყმებს სამხედრო ბაზებზე, საწყობებზე, მომარაგების მარშრუტებსა და სამრეწველო ობიექტებზე, რომლებიც ფრონტის ხაზის მიღმა, თავად რუსეთში მდებარეობს. ასეთი „სიღრმისეული“ დარტყმები გულისხმობს ზუსტი რაკეტებისა და დრონების გამოყენებას ფრონტის ხაზის მიღმა დაახლოებით 150-დან რამდენიმე ათას კილომეტრამდე მანძილზე. თუმცა, ასეთი რაკეტების მფლობელი, ძირითადად, შეერთებული შტატებია. მაგალითად, ექვსი თვის წინ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, გერმანიაში 2500 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ბატალიონის განლაგებაზე უარი თქვა. თავდაპირველად, ეს ღონისძიება უნდა შესრულებულიყო მაშინ, როდესაც ევროპა თავად შეიმუშავებდა ასეთ რაკეტებს. ბატალიონის განლაგება წლის ბოლომდე იგეგმებოდა.
The Atlantic: კუშნერი უკრაინისთვის იარაღის მიმწოდებელი თავდაცვის კომპანიების ინვესტორი აღმოჩნდა
The Atlantic-ის ცნობით, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის საინვესტიციო ფონდი, რომელიც უკრაინის საკითხებში ტრამპის წარმომადგენლად და მომლაპარაკებლად პოზიციონირებს, უკრაინისა და ირანის ომებიდან მოგებას იღებს. გამოცემის ცნობით, კუშნერის ფონდმა, Affinity Partners-მა, 32 მილიონი დოლარი ჩადო Arxis-ში, რომელიც გამანადგურებლების, წყალქვეშა ნავების და საჰაერო თავდაცვის სისტემების „კრიტიკული კომპონენტების“ მიმწოდებელია - ისინი რუსეთ-უკრაინის ომში გამოიყენება. ეს სისტემები ასევე გამოიყენება აშშ-ისრაელის კონფლიქტში, სადაც კუშნერი, სტივენ ვიტკოფთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციის მომლაპარაკებლად მუშაობს. The Atlantic-ის ცნობით, კუშნერი ერთდროულად ფიგურირებს მინიმუმ სამ დასავლურ კომპანიაში, რომლებიც იარაღის წარმოებასა და სამხედრო ტექნოლოგიებში არიან ჩართულნი. მათ შორისაა ავსტრალიური კომპანია Q-CTRL, რომელიც სპეციალიზირებულია კვანტური ინფრასტრუქტურის პროგრამულ უზრუნველყოფაში, მათ შორის ნავიგაციის პროგრამულ უზრუნველყოფაში. მის შემუშავებას იყენებენ თავდაცვის სააგენტოები ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. The Atlantic-მა კომენტარისთვის ჯარედ კუშნერსა და მის წარმომადგენელს მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. კუშნერის საინვესტიციო კომპანია Affinity Partners-ის მფლობელობაშია ისრაელის ფინანსურ ჯგუფ Phoenix Financial-ის მნიშვნელოვანი წილი. თავის მხრივ, Phoenix Financial-ს წილები აქვს ისრაელის თავდაცვის სექტორის ცხრა კომპანიაში. „კუშნერი საჯაროდ აცხადებს, რომ მისი საქმეა „ომების დასრულება, ხალხის გაერთიანება და მშვიდობის მიღწევა“, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის და სხვა შეიარაღებული კონფლიქტების გაგრძელება მის ბიზნეს პარტნიორებს უფრო წარმატებულს ხდის,“ - წერს The Atlantic. CNN-მა ადრე კუშნერი ინტერესთა კონფლიქტში დაადანაშაულა Phoenix Financial-თან მის პარტნიორობასთან დაკავშირებით. ტრამპის სიძე მონაწილეობდა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დასრულების მოლაპარაკებებში, მაგრამ ამავდროულად, მედიასაშუალების ცნობით, მან სარგებელი მიიღო ბრძოლის გაგრძელებიდან და ისრაელის თავდაცვის ინდუსტრიაში შეკვეთების ზრდიდან. კუშნერმა უარყო ბრალდებები, ჟურნალისტების დასკვნებს მცდარი უწოდა და განაცხადა, რომ არც მას და არც Affinity-ს პირადად არ ჰქონდათ „პირდაპირი წილები“ Phoenix-ში და არანაირი გავლენა არ ჰქონდათ ისრაელის გადაწყვეტილებებზე.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შემდეგ, რუსეთმა მაროკოდან, თურქეთიდან და ეგვიპტიდან ბენზინის რეკორდული მოცულობის შესყიდვა დაიწყო
Financial Times-ის ცნობით, ოქტომბერში რუსეთში ბენზინის იმპორტმა რეკორდულ 390 000 ტონას მიაღწია. მაროკო უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. ინდოეთმა, რომელმაც რუსეთს ბენზინით ამარაგებდა აგვისტოში, საწვავის კრიზისის პიკში, მკვეთრად შეამცირა მიწოდება. Kpler-ის მონაცემების თანახმად, თურქეთი მიწოდების ჯაჭვს ივლისში შეუერთდა, ხოლო ოქტომბერში ეგვიპტიდან საწვავის შესყიდვები პირველად დაიწყო. „გლობალურ ნავთობპროდუქტების ბაზარზე, რუსეთის პოზიცია მთავარი ექსპორტის ცენტრიდან იმპორტიორამდე თანდათან გადადის და ეს შესანიშნავი შემობრუნებაა,“ - აღნიშნავს Kpler-ის ანალიტიკოსი სამიტ რიტოლია. ზღვით იმპორტის გარდა, რუსეთი აგრძელებს ბენზინის შეძენას ბელორუსიდან - ამ ციფრმა ოთხი თვის განმავლობაში 600,000 ტონას მიაღწია. რუსმა ნავთობპროდუქტების მწარმოებლებმა ასევე მიიღეს დაახლოებით 8,000 ტონა ყაზახეთიდან. ამ მომწოდებლების ფართო გეოგრაფია ხაზს უსვამს მოსკოვის სირთულეებს საწვავის მოძიებაში, იუწყება FT.
დანიამ რუსეთის სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვა დააანონსა
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ დანიამ რუსეთის სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა. მინისტრის განცხადებით, უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს და ქვეყნიდან სამხედრო ატაშის გაძევების შესახებ აცნობეს. რუსეთის სამხედრო ატაშემ დანია შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს. ასევე, ლოკეს თქმით, დანია რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეზღუდავს. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის სამხედრო ატაშის გაძევების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ადგილობრივმა სასამართლომ დანიაში მცხოვრებ ორ კაცს უკრაინელი რეპერის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენა. საბრალდებო აქტის თანახმად, დაკავებულები რუსეთის დაზვერვის დაკვეთით, უკრაინელი რეპერის Kyivstoner-ის მკვლელობას გეგმავდნენ, რომლის კონცერტიც დანიაში სექტემბერში უნდა გამართულიყო. დანიის პოლიციამ ეჭვმიტანილები დაგეგმილ კონცერტამდე დააკავა.
გურგენ არსენიანი რუსეთში სომხეთის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
სომხეთმა რუსეთში ელჩი შეცვალა. სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებულებაში დაკონკრეტებული არ არის ელჩის გათავისუფლების მიზეზები. სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამველ მკრტჩიანი რუსეთის ფედერაციაში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. მას 2018–2023 ეკავა ელჩის პოსტი პოლონეთში. ასევე მსახურობდა დიპლომატად ლიბანში. იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ეუთოს „მინსკის ჯგუფში“ სომხეთის მთავრობის წარმომადგენელი ჯგუფის წევრი. კარიერის განმავლობაში ის ასევე მუშაობა სომხეთის დროებით საქმეთა რწმუნებულის თანამდებობაზე ავსტრიაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში. იყო ელჩის მოადგილე ეუთოში, გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციასა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში. სომხური მედია 2026 წლის დასაწყისში წერდა, რომ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა გეგმავდა მის შეცვლას, რადგან ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ მას ელჩ არსენიანს მთავრობასთან უთანხმოება ჰქონდა ქვეყნის პროდასავლური საგარეო პოლიტიკის გამო. არსენიანმა უარყო ასეთი ინფორმაცია და მას ჭორები უწოდა. 2026 წლის 3 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი არსენიანი „თანამშრომლობისთვის“ მედლით დააჯილდოვა. მას ჯილდო საგარეო მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა გადასცა „რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების განვითარებასა და გაძლიერებაში შეტანილი წვლილისათვის“. გალუზინმა და არსენიანმა ასევე განიხილეს „ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული დღის წესრიგის არაერთი საკითხი. გურგენ არსენიანი ელჩად 2024 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2000 წლიდან ის სომხეთის პარლამენტის წევრი იყო. ფაშინიანის გუნდამდე ის ექსპრეზიდენტების, რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარქიანის პარტიების წევრიც იყო. ფაშინიანი: დეკემბერში რუსეთში სამჯერ ჩავალ
სტუბი: ვაშინგტონმა აშშ-ჩინეთი-რუსეთის სამიტის დეკლარაციიდან უკრაინაზე პუნქტი ამოიღო
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა აშშ-ჩინეთი-რუსეთის სამიტის დეკლარაციიდან უკრაინის შესახებ პუნქტი ამოიღო. ალექსანდრ სტუბის განმარტებით, ქალაქ შენჭენში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის მეთაურების მიერ გამოქვეყნებულ სამშვიდობო დეკლარაციაში უკრაინის შესახებ პუნქტიც უნდა ყოფილიყო, თუმცა აშშ-მა ტექსტის ფორმულირების გამო მისი ამოღება მოითხოვა. „ფორმულირება არადამაკმაყოფილებელი იყო და აშშ-მ ის ამოიღო. ვფიქრობ, ეს სწორი იყო,“ - აღნიშნა სტუბმა. ასევე, სტუბის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დროს დაურეკა და მოუწოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კონტაქტი დაამყარონ. „საქმე იმაშია, რომ რუსეთში მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც ომისა და მშვიდობის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და ის ვლადიმერ პუტინია,“ - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის ლიდერთა პირველი სამიტის შემდეგ 4-პუნქტიანი დეკლარაცია გავრცელდა - რა წერია ტექსტში
დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ახალი შეთანხმების შესახებ გამოაცხადეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა, ევროკომისიის პრეზიდენტმაურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს (EU) შორის ახალი შეთანხმების შესახებ გამოაცხადა. შეთანხმება მოიცავს სურსათით ვაჭრობას, ხელოვნური ინტელექტს (AI), ახალგაზრდების გადაადგილებას. ენდი ბერნჰემმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების შესაძლო ვარიანტებს განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო „კარგი დღე“ დიდი ბრიტანეთისა და ევროპისთვის და შეთანხმებას შეუძლია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა წელიწადში 17 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე გაზარდოს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. კერძოდ, გაერთიანებული სამეფოს სტუდენტები კვლავ „მიიღებენ მონაწილეობას Erasmus+-ის პროგრამაში“. ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ დაასრულეს მოლაპარაკებები ახალგაზრდების მობილობის სქემასთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ეს სქემა 100 000 ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას, სამ წლამდე დრო გაატარონ „ერთმანეთის ქვეყნებში“, სადაც ისინი შეძლებენ მუშაობას, მოგზაურობას, სწავლასა და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვას. ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს გეგმა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ახალგაზრდები „განსაზღვრავენ მომავალს.“ ასევე დასრულდა მოლაპარაკებები სასურსათო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან დაკავშირებულ შეთანხმებებზე. შედეგად, მომხმარებლებისთვის ხარჯები შემცირდება. ასევე დასრულდა მოლაპარაკებები ნახშირბადის ბაზრების დაკავშირების თაობაზე. ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებას და ინვესტიციების მოზიდვას უფრო სუფთა ინდუსტრიებში. ეს ასევე ნიშნავს „იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე გადაჭარბებული დამოკიდებულების“ შემცირებას. ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი იწყებენ დიალოგს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე, რათა უკეთ დაიცვან მომარაგების საკვანძო ჯაჭვები. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სავაჭრო ბლოკი და გაერთიანებული სამეფო ასევე იწყებენ ციფრულ პარტნიორობას და „ერთობლივი ინოვაციების შექმნის უზარმაზარი პოტენციალი აქვთ. „ჩვენ ვაძლიერებთ საერთო უსაფრთხოებას. გუშინ ჩვენ შევხვდით ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე, სადაც ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ევროპის ერთიანობას და სიძლიერეს. ჩვენ დავასრულებთ რუსეთის აგრესიულ ომს ერთიანობით და სიძლიერით. ომის შემდეგ შევინარჩუნებთ მშვიდობას მხოლოდ ევროპული ერთიანობით და სიძლიერით. ბოლო ხუთმა წელიწადმა გვაჩვენა ევროპული ერთიანობა და სიძლიერე და ეს განსაკუთრებით ევროკავშირს და ბრიტანეთს ეხება. უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში ჩვენ თანამშრომლობა გვაძლევს ძლიერ საფუძველს. ჩვენ მჭიდროდ ვიმუშავებთ თავდაცვით შესაძლებლობებზე და სამხედრო მობილურობაზე და უკეთესად დავიცავთ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას. ჩვენ ვხსნით გზას ბრიტანეთის მონაწილეობისთვის ჩვენი სამოქალაქო უსაფრთხოების და თავდაცვის მისიებში და ჩვენ ასევე გავაძლიერებთ თანამშრომლობას ჰიბრიდული საფრთხეების, ჰიბრიდული თავდასხმების და უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი დემოკრატიები. ჩვენ შევებრძოლებით უკანონო მიგრაციას. გვაქვს ლა-მანშის არხთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რაც მოგვცემს ცხად საფუძველს ერთობლივი მოქმედებისთვის,“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის და ბრიტანეთის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, 2016 წლის 23 ივნისს გამართულ რეფერენდუმზე, ბრიტანეთის ზრდასრული მოსახლეობის უმრავლესობამ ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა. გაერთიანებული სამეფო ორგანიზაციას თავდაპირველად 1973 წელს შეუერთდა. კენჭისყრის შედეგად, 52%-მა 48%-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას. ამ პროცესს „ბრექსიტი“ (Brexit) ეწოდა — რაც სიტყვების „Britain“ (ბრიტანეთი) და „Exit“ (გასვლა) შეერთებით მიღებული ტერმინია.
„შუა დერეფანს“ სრული დატვირთვით ამუშავებისთვის 18,5 მილიარდი ევროს ინვესტიცია სჭირდება - კვლევა
ანალიტიკური სააგენტო UkrAgroConsult-ის ცნობით, „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) სრული დატვირთვით ამუშავებას 18,5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია დასჭირდება. შესაბამისი მონაცემები მან როტერდამში გამართულ „4S Business Summit“-ის შემდეგ გამოქვეყნებულ მასალებში გაასაჯაროვა. ნიდერლანდებში დაფუძნებული წამყვანი დამოუკიდებელი კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია Panteia-ს მონაცემებით, იშვიათ მიწათა ელემენტების გადამუშავების გლობალური სიმძლავრეების დაახლოებით 92%, ისევე როგორც ბატარეებისთვის განკუთვნილი გრაფიტის წარმოების 92%, ჩინეთზე მოდის. ამ ფონზე, ევროკავშირი „შუა დერეფნის“ — იგივე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) — განვითარებას ანიჭებს პრიორიტეტს. მარშრუტის სარკინიგზო მონაკვეთის სიგრძე 4 256 კმ-ია, ხოლო კასპიის ზღვის გავლით გამავალი საზღვაო მონაკვეთი 508 კმ-ს შეადგენს. ამჟამად დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა, სავარაუდოდ, 3,3 მილიონ ტონას შეადგენს. Panteia-ს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 11 მილიონ ტონამდე გაიზრდება. თუმცა აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადება და მარშრუტის მართვის სისტემის გაუმჯობესება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეფასებით, საჭირო ინვესტიციების ჯამური მოცულობა 18,5 მილიარდ ევროს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 10 მილიარდი ევრო შესაძლოა, ევროკავშირის პროგრამა „Global Gateway“-ს (გლობალური კარიბჭე) ფარგლებში გამოიყოს. ექსპერტების აზრით, ალტერნატიული მარშრუტების კონკურენტუნარიანობის განსაზღვრისას გადამწყვეტი ფაქტორი იქნება არა სიჩქარე, არამედ მიწოდების საიმედოობა. მაგალითად, ევროპის „რაინ-დუნაის“ სარკინიგზო სატვირთო დერეფანში, 2025 წელს მონიტორინგს დაქვემდებარებული მატარებლების მხოლოდ 31%-მა მიაღწია დანიშნულების ადგილს მაქსიმუმ 30-წუთიანი დაგვიანებით. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 42% იყო. ამასთან, მარშრუტის მხოლოდ 29% აკმაყოფილებს 740 მეტრი სიგრძის მატარებლებისთვის დადგენილ სტანდარტს. დუნაი-ბალკანეთის რეგიონში გამტარუნარიანობის შეზღუდვები კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. 2026 წლის 13 ოქტომბერს, ბუდაპეშტში გამართული სარკინიგზო სატვირთო დერეფნის შეხვედრის შემდეგ, დარგის წარმომადგენლებმა 2027 წელს მოსალოდნელი შეფერხებების შესახებ გააფრთხილეს მხარეები. შეფერხებები სერბეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის მიმართულებით დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. ალტერნატიული მარშრუტების გამოყენების შემთხვევაში, კერძოდ, „ჯურჯუ-რუსეს“, „კალაფატ-ვიდინისა“ და „ნეგრუ ვოდა-კარდამის“ სასაზღვრო გადასასვლელებით გადაადგილებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს დიზელის ლოკომოტივების გამოყენება, დამატებითი წევის ძალის უზრუნველყოფა ან უფრო მოკლე და მსუბუქი მატარებლების ფორმირება. შესაბამისად, Panteia-ს ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, ტვირთის მიწოდების დროის გაანგარიშებისას, მინიმალურ სავარაუდო ხანგრძლივობაზე დაყრდნობის ნაცვლად, გამოყენებული იყოს ტრანზიტის დროის უფრო ფართო დიაპაზონი, კერძოდ კი — P90 მაჩვენებელი. ამის პარალელურად, კომპანია Akdoğan Train Cargo 2028 წლის იანვარში თურქეთსა და ევროპას შორის ინტერმოდალური გადაზიდვების სერვისის ამოქმედებას გეგმავს. ინფრასტრუქტურული შეზღუდვები ასევე შეინიშნება დუნაის გასწვრივ და შავი ზღვის პორტებში. რუმინეთის კონსტანცის პორტში მოქმედი ბაზრის მონაწილეები აღნიშნავენ მარცვლეულის გადაზიდვებში გამოკვეთილ სეზონურობას, სარკინიგზო მისადგომი გზების დეფიციტსა და პორტამდე ტვირთის მიწოდებაში საავტომობილო ტრანსპორტის დომინირებას. აღნიშნული ფაქტორები მოსავლის აღების პერიოდში რეგულარულად იწვევს გადატვირთულობას. თავის მხრივ, დუნაიზე საზღვაო გადაზიდვების ოპერატორები ყურადღებას ამახვილებენ წყლის დონის არასტაბილურობით გამოწვეულ რისკებზე, რაც ნაოსნობაზე ახდენს გავლენას. ერთიანი სატრანსპორტო ჯაჭვის ჩამოყალიბების მიზნით, Panteia გამოვიდა წინადადებით, როტერდამისა და კონსტანცის პორტებს შორის კოორდინაცია გაღრმავდეს: კონსტანცა შეასრულებდა ტვირთის შემოსვლის წერტილის ფუნქციას, ხოლო როტერდამი — ნედლეულის გადამუშავებისა და მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მომსახურების ცენტრის როლს. კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სასაზღვრო გადასასვლელების, საპორტო ტერმინალებისა და სარკინიგზო ლიანდაგის სიგანის შეცვლის პუნქტების მოდერნიზაციას; სწორედ ამ ადგილებში წარმოქმნილი შეფერხებები ზრდის სატრანსპორტო საშუალებების მოცდენის (დემურაჟის), ტვირთის შენახვისა და მიწოდების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. სატრანსპორტო მომსახურების კომერციული ეფექტიანობა ასევე პირდაპირ არის დამოკიდებული საპირისპირო მიმართულებით გადასაზიდი ტვირთების (ე.წ. „უკუ ტვირთების“) უზრუნველყოფაზე. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TITR) გავლით გადაზიდული ტვირთის მოცულობა შეადგენდა: 2019 წელს — 759 000 ტონას, 2020 წელს — 783 000 ტონას, 2021 წელს — 586 000 ტონას, 2022 წელს — 1,485 მილიონ ტონას, 2023 წელს — 2,764 მილიონ ტონას, ხოლო 2024 წელს — 4,484 მილიონ ტონას. თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის ინფორმაციით, „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) გავლით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 2025 წელს 4,7 მილიონ ტონას მიაღწია; მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ 10%-ით გაიზრდება. 2027 წლისთვის დერეფნის წლიურმა გამტარუნარიანობამ შესაძლოა, 10 მილიონ ტონას მიაღწიოს. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გავლით ტვირთების გადაზიდვის სამიზნე მაჩვენებელი 2030 წლისთვის 11,4 მილიონი ტონით განისაზღვრა. მსოფლიო ბანკის პროგნოზების თანახმად, 2040 წლისთვის აღნიშნული მარშრუტის გავლით გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობამ შესაძლოა, 32,1 მილიონ ტონას მიაღწიოს.
„ტრამპის მარშრუტის“ დაწყებს შესახებ ერევანი ოფიციალურად 23 ნოემბერს გამოაცხადებს
„საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტის დაწყების შესახებ ოფიციალურად 22 ნოემბერს გამოცხადდება. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტები იქნება ენერგეტიკა და ელექტროენერგიის ტრანზიტი. სომხეთი საკუთარი ელექტროენერგეტიკული ქსელების თურქეთისა და აზერბაიჯანის ქსელებთან დაკავშირებას გეგმავს. ფაშინიანის თქმით, სომხეთს ელექტროენერგეტიკული კავშირები უკვე აქვს საქართველოსა და ირანთან. ამასთან, ინვესტიციებს ახორციელებს ელექტროენერგიის გადაცემის სისტემების ეფექტიანობის გასაზრდელად. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გასაოცარი ტრანსფორმაცია,“ — განაცხადა ფაშინიანმა. მისი თქმით, განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით მზის ენერგეტიკის განვითარებამ ქვეყანას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების ახალი შესაძლებლობები შეუქმნა. 28 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა, 63 ხმით 32-ის წინააღმდეგ მოახდინა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტთან დაკავშირებული სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო-შეთანხმების რატიფიცირება. 12 ნოემბერს სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტთან დაკავშირებული სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო-შეთანხმება რატიფიცირება მოახდინა. „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის მოსამზადებლად, სომხეთში აშშ-ის დელეგაცია ჩავიდა
საპატრიარქო მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, „19 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა.“ „დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საგარე საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. 20 ნოემბერს, პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს, დელეგაციის წევრებმა, სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში აღვლენილ საზეიმო ლიტურგიაში. 21 ნოემბერს მათ მოილოცეს მოსკოვის დონის სტავროპიგიული მამათა მონასტერი და იქ განსვენებულ ქართველ მეფეთა, დედოფალთა და უფლისწულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინეს. ამავე დღეს მოსკოვის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მღვდელმთავრებმა პანაშვიდი გადაიხადეს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულების საოხად. საღამოს კი მოსკოვის დანილოვის (წმ. დანიელ მესვეტის სახელობის) სტავროპიგიულ მამათა მონასტერში მდებარე საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდნენ,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კირცხალია: სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ
საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ - აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა. კირცხალიამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები. „მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება. გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა, გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე," - განაცხადა კირცხალიამ.
შვეიცარია იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე რეფერენდუმს გამართავს
29 ნოემბერს შვეიცარიაში საერთო - ეროვნული რეფერენდუმი გაიმართება, რომელიც ქვეყნის შიგნით წარმოებული იარაღის ექსპორტის წესებს ეხება. Bloomberg-ის ცნობით, ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ, ექნებათ თუ არა შვეიცარიული წარმოების იარაღის მყიდველ ქვეყნებს უფლება, განახორციელონ მისი რეექსპორტი ბერნის ნებართვის გარეშე. გარდა ამისა, კენჭისყრის საგანი იქნება საკითხი, უნდა ჰქონდეს თუ არა შვეიცარიას უფლება, იარაღი გაიტანოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და სხვა ქვეყნებში. შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მანამდე მხარი დაუჭირა პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას ექსპორტის წესების შემსუბუქების შესახებ. უახლესი გამოკითხვების თანახმად, რესპონდენტთა 49% მხარს უჭერს შეზღუდვების შემსუბუქებას, ხოლო 46% ამ ნაბიჯის წინააღმდეგია.
24 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილს გაზი შეუწყდება
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე, მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სამუშაოს გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და აჭარის რეგიონის მომხმარებლებს. კერძოდ: აღმოსავლეთ საქართველო: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, ასევე დაბა ბაკურიანი; დასავლეთ საქართველო: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები, ასევე აჭარის რეგიონი. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზმომარაგების აღდგენა 25 ნოემბრის 10:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება. გავრცელებული ცნობით, გაზმომარაგების შეზღუდვა საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 33.8 - 54.0 კმ-ებს შორის მონაკვეთზე ახლად აშენებული 20-კილომეტრიანი მილსადენის მოქმედ ქსელთან მიერთების (შეჭრის) სამუშაოს უკავშირდება.