ძებნის რეზულტატი:
პატრიარქი: ხელისუფლება რამდენადაც ხელს შეუწყობს სულიერების აღორძინებას მით უფრო განმტკიცდება ქვეყანა
ხელისუფლება რამდენადაც ხელს შეუწყობს სულიერების აღორძინებას მით უფრო განმტკიცდება ქვეყანა,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია აღნიშნული. როგორც ეპისტოლეში პატრიარქი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ წარმავალ სოფელში ვცხოვრობთ, თუ მაცხოვრის კანონებს დავიცავთ, შევძლებთ ამქვეყნადვე გავხდეთ ცათა სასუფევლის მოქალაქენი. „ღმერთმა თავისი მეფობა სიყვარულით შექმნილ მთელ კოსმოსზე განავრცო და ადამიანი, რომელიც თავის თავში მთელი ამ სამყაროს მომცველია, განმგებლად დაადგინა, რათა მისი სამეფოსთვის ღირსეულად ეწინამძღვრა და ყველა და ყველაფერი, როგორც თავისი ნაწილი, უფლის მსგავსად, სიყვარულით ემართა. ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენმა პირველმშობლებმა და მათმა შთამომავლებმა, საღვთო დიდებიდან დაცემის შემდეგ, მრავალი პირვანდელი თვისება დაკარგეს და დედამიწაზე ცხოვრების გაგრძელება მადლისგან გაღარიბებულ გარემოში მოუხდათ; მიუხედვად იმისა, რომ ბოროტი ძალისგან მოწევნულ ასეთ დიდ დაბრკოლებას მეტად მძიმე შედეგები მოჰყვა, ადამიანში, დარჩა ხატება ღვთის და სამოთხისეული ისეთი სათნოებები, როგორიცაა: სიყვარული, რწმენა, ერთგულება, სამართლიანობა, მეგობრობა, სიკეთე, წესრიგი, იერარქია; ეს ფასეულობები სრულიად არამატერიალურია, ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველასთვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი. აღნიშნულ ღირებულებებს ითვალისწინებს და მათ ემყარება ნებისმიერი მიწიერი მეფობაც და მისი გამოვლინებაც ამა თუ იმ სახელმწიფოს სახით (თუნდაც მკვეთრად ათეისტური სულისკვეთებისა), რის გამოც იგი ზეციური ხელმწიფების თავისებურ აჩრდილს წარმოადგენს; ამიტომაც ხელისუფლება რამდენადაც ხელს შეუწყობს სულიერების აღორძინებას მით უფრო განმტკიცდება ქვეყანა. ყველასთვის ნათელი მაგალითი ამისა არის წმ. დავით წინასწარმეტყველის ხანა. ქრისტეს აღდგომის შემდეგ, ცათა სასუფეველი ამქვეყნად ხილულად განცხადდა. იგი სხვადასხვა ხარისხით ვლინდება მორწმუნეთა სულსა და მათ ცხოვრებაში; მეორედ მოსვლის შემდეგ კი სრულიად განმსჭვალავს ყოველივეს, - ხილულსაც და უხილავსაც. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ წარმავალ სოფელში ვცხოვრობთ, თუ დავიცავთ ზეციური მეუფის, მაცხოვრის, კანონებს, შევძლებთ ამქვეყნადვე გავხდეთ ცათა სასუფევლის მოქალაქენი, რათა, გარდაცვალების შემდეგ, დავიმკვიდროთ იგი და მარადიულად ღვთის დიდებაში დავრჩეთ, განურჩევლად იმისა, რომელ ქვეყანაში ვმკვიდრობთ და რა ეროვნებისანი ვართ“,- აღნიშნულია სააღდგომო ეპისტოლეში.
ილია მეორე: ხალხში მატულობს დაუცველობის განცდა, ასევე ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა
"ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს; ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი", - ამის შესახებ ღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში. როგორც სააღდგომო ეპისტოლეშია აღნიშნული, ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“, 'სულ სხვა წესებს ემორჩილებიან და სხვაგვარად აზროვნებენ ისინი, რომელთაც სულიერი თვალი დახშული აქვთ და არც ღვთისა სწამთ და არც მისი აღდგომისა. მათ შესახებ წმინდა გრიგოლ ნოსელი ასე წერს: თუკი არ არსებობს აღდგომა და სიკვდილით სიცოცხლე მთავრდება, დაუბრკოლებელი თავისუფლება ეძლევა კაცის მკვლელს; დაე, მეძავმა კადნიერად ხლართოს ბადეები ქორწინების წინააღმდეგ და მომხვეჭელნი ფუფუნებას მიეცნენ სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე… ნურავინ შეაჩერებს მაგინებელსა და ბილწის მთქმელს; დაე, ფიცის დამრღვევი მუდამ იფიცებდეს ტყუილად; დაე, იცრუონ, რამდენსაც ინებებენ, რადგან არავითარი სარგებელი არ არის ჭეშმარიტებისაგან…და ასკვნის: ამგვარი მსჯელობა სულს ამღვრევს და წარღვნამდელზე უარესი უწესრიგობა მოაქვს; თუ არ არის აღდგომა, არ არის უფლის სამსჯავროც; თუ უარყოფილია სამსჯავრო, უარყოფილია ღვთის შიშიც; ხოლო სადაც არ არის მოკრძალებული შიში ღვთისა, იქ ზეიმობს ეშმაკი. ასე იყო მუდამ, როცა ურწმუნოება მძლავრობდა ხალხში. ეს დღესაც ასეა, ოღონდ უფრო რთული ვითარება გვაქვს და თუ რატომ, მოკლედ შემდეგს ვიტყვით: ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“, – აღნიშნულია ეპისტოლეში. ეპისტოლეს მიხედვით, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს. „ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; „კრიზისული წესრიგის“ ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა… გაყალბებული, პიროვნების იდეალი – უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები“… ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება. გვახსენდება ბოლო ჟამის შესახებ მოციქულის სიტყვები: „უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულისთქმათაებრ მავალნი; ესენი არიან განხეთქილების მოქმედნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი… მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმათაებრ მავალნი, რომელთა ბაგენი მედიდურობენ და სარგებლის გამო პირფერობენ“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.
პატრიარქი: ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნებათ რობოტებს
"ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში. როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, სულ სხვა წესებს ემორჩილებიან და სხვაგვარად აზროვნებენ ისინი, რომელთაც სულიერი თვალი დახშული აქვთ და არც ღვთისა სწამთ და არც მისი აღდგომისა. „მათ შესახებ წმინდა გრიგოლ ნოსელი ასე წერს: თუკი არ არსებობს აღდგომა და სიკვდილით სიცოცხლე მთავრდება, დაუბრკოლებელი თავისუფლება ეძლევა კაცის მკვლელს; დაე, მეძავმა კადნიერად ხლართოს ბადეები ქორწინების წინააღმდეგ და მომხვეჭელნი ფუფუნებას მიეცნენ სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე… ნურავინ შეაჩერებს მაგინებელსა და ბილწის მთქმელს; დაე, ფიცის დამრღვევი მუდამ იფიცებდეს ტყუილად; დაე, იცრუონ, რამდენსაც ინებებენ, რადგან არავითარი სარგებელი არ არის ჭეშმარიტებისაგან…და ასკვნის: ამგვარი მსჯელობა სულს ამღვრევს და წარღვნამდელზე უარესი უწესრიგობა მოაქვს; თუ არ არის აღდგომა, არ არის უფლის სამსჯავროც; თუ უარყოფილია სამსჯავრო, უარყოფილია ღვთის შიშიც; ხოლო სადაც არ არის მოკრძალებული შიში ღვთისა, იქ ზეიმობს ეშმაკი. ასე იყო მუდამ, როცა ურწმუნოება მძლავრობდა ხალხში. ეს დღესაც ასეა, ოღონდ უფრო რთული ვითარება გვაქვს და თუ რატომ, მოკლედ შემდეგს ვიტყვით: ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“, – აღნიშნულია ეპისტოლეში. ეპისტოლეს მიხედვით, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს. „ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; „კრიზისული წესრიგის“ ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა… გაყალბებული, პიროვნების იდეალი – უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები“… ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს; ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი. გვახსენდება ბოლო ჟამის შესახებ მოციქულის სიტყვები: „უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულისთქმათაებრ მავალნი; ესენი არიან განხეთქილების მოქმედნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი… მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმათაებრ მავალნი, რომელთა ბაგენი მედიდურობენ და სარგებლის გამო პირფერობენ“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.
ილია მეორე: ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება
"ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში. როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, სულ სხვა წესებს ემორჩილებიან და სხვაგვარად აზროვნებენ ისინი, რომელთაც სულიერი თვალი დახშული აქვთ და არც ღვთისა სწამთ და არც მისი აღდგომისა. „მათ შესახებ წმინდა გრიგოლ ნოსელი ასე წერს: თუკი არ არსებობს აღდგომა და სიკვდილით სიცოცხლე მთავრდება, დაუბრკოლებელი თავისუფლება ეძლევა კაცის მკვლელს; დაე, მეძავმა კადნიერად ხლართოს ბადეები ქორწინების წინააღმდეგ და მომხვეჭელნი ფუფუნებას მიეცნენ სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე… ნურავინ შეაჩერებს მაგინებელსა და ბილწის მთქმელს; დაე, ფიცის დამრღვევი მუდამ იფიცებდეს ტყუილად; დაე, იცრუონ, რამდენსაც ინებებენ, რადგან არავითარი სარგებელი არ არის ჭეშმარიტებისაგან…და ასკვნის: ამგვარი მსჯელობა სულს ამღვრევს და წარღვნამდელზე უარესი უწესრიგობა მოაქვს; თუ არ არის აღდგომა, არ არის უფლის სამსჯავროც; თუ უარყოფილია სამსჯავრო, უარყოფილია ღვთის შიშიც; ხოლო სადაც არ არის მოკრძალებული შიში ღვთისა, იქ ზეიმობს ეშმაკი. ასე იყო მუდამ, როცა ურწმუნოება მძლავრობდა ხალხში. ეს დღესაც ასეა, ოღონდ უფრო რთული ვითარება გვაქვს და თუ რატომ, მოკლედ შემდეგს ვიტყვით: ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“, – აღნიშნულია ეპისტოლეში. ეპისტოლეს მიხედვით, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს. „ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; „კრიზისული წესრიგის“ ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა… გაყალბებული, პიროვნების იდეალი – უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები“… ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს; ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი. გვახსენდება ბოლო ჟამის შესახებ მოციქულის სიტყვები: „უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულისთქმათაებრ მავალნი; ესენი არიან განხეთქილების მოქმედნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი… მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმათაებრ მავალნი, რომელთა ბაგენი მედიდურობენ და სარგებლის გამო პირფერობენ“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.
კახა კუჭავა: ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მართლმადიდებლებს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. „ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ“, – აღნიშნავს კახა კუჭავა.
იტალიის პოლიციამ დააკავა ორი ანტივაქსერი, რომლებმაც ვაქცინაციის ცენტრს ცეცხლი წაუკიდეს
იტალიაში პოლიციამ დააკავა ვაქცინაციის ორი მოწინააღმდეგე, რომლებმაც ვაქცინაციის ცენტრს ცეცხლი წაუკიდეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Politico იტალიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 52 წლის პაოლო პლუდა და 51 წლის ნიკოლო ზანარდელი ტერორიზმთან დაკავშრებული დარღვევების ბრალდებით დააკავეს. დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბრეშაში 3 აპრილს ვაქცინაციის ცენტრისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლაში. შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაწესებულების ერთ-ერთი პავილიონი. თავდასხმის შედეგად მაცივარში შენახული ვაქცინები არ დაზიანებულა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ის ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია. აღდგომას წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ქრისტეს აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. სახარების მიხედვით, იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. აღდგომა მოძრავი დღესასწაულია და წელს ის 2 მაისსაა.
დღეიდან ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს TESLA-ს და CHANGAN-ის ელექტრომობილები მოემსახურება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და კომპანია aicar-ს შორის თანამშრომლობის შედეგად, დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ახალი სერვისი დახვდებათ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს TESLA-ს და CHANGAN-ის ფირმის ეკომეგობრული ტრანსპორტი მოემსახურება. ავტობუსების შემდეგ, აეროპორტი თავის მგზავრებს ტაქსის ოფიციალურ სერვისს სთავაზობს. ეკომეგობრული ტრანსპორტით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან როგორც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ასევე საქართველოს სხვადასხვა მიმართულებებით შეეძლებათ. ელექტრომობილების დამუხტვა ქუთაისის აეროპორტში დამონტაჟებულ სპეციალურ დასამუხტ სვეტებზეა შესაძლებელი. aicar-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის ბოლოს აუქციონის გზით შევიდა.
თურქეთსა და სირიას შორის საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
Anaodolu Agency თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰათაის პროვინციაში, სირიასთან დამაკავშირებელი გვირაბი აღმოაჩინეს. სამინისტროს ცნობით, იპოვეს გენერატორი, 300-მეტრიანი კაბელი, ნიჩაბი და ბატარეა. „ჩვენი მესაზღვრეების გმირობის წყალობით, ჰათაის პროვინციაში აღმოჩენილია გვირაბი, რომელიც სირიიდან თურქეთის მიმართულებითაა გაყვანილი“, - აღნიშნულია თურქეთის სამინისტროს განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაური პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან და თბილისის მერ კახი კალაძესთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 988 ადამიანს დაუდასტურდა, 1 595 გამოჯანმრთედა, ხოლო 21 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 752 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 904 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 848 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 988 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 312 445-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.47%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 595 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 293 052 მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 151 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 988 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 511 შემთხვევა, აჭარა - 114, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 33, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 94, კახეთი - 45, მცხეთა-მთიანეთი - 45, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 216, საიდანაც: 4 040 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 246, აჭარაში - 460, იმერეთში - 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 771 პირი, მათ შორის, თბილისში - 379, აჭარაში - 84, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 137 პირი, მათგან თბილისში - 91, აჭარაში - 12, იმერეთში - 8. 800 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 459 - თბილისში, 314 - აჭარაში. 10 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 77, ხოლო აჭარაში - 14. სულ 6 ოქტომბრიდან - 1 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 580პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 185 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 812 პირი, აჭარაში - 2 735, იმერეთში - 1 256.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „აღდგომა გვავსებს სიხარულითა და იმედით – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების რწმენით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვუსურვებ მათ ბედნიერებას, მშვიდობას, სიკეთეს და ჯანმრთელობას. ქრისტე აღდგა!“,- წერს Facebook-ზე გავრცელებულ მილოცვაში ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს რკინიგზა: ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მეოთხე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ლიანდაგს აცდა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. „ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერ დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა“,- აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.
ევროკავშირი: ვგმობთ კრემლის გადაწყვეტილებას ევროგაერთიანების მაღალი რანგის რვა წარმომადგენლისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვის დაწესებაზე
ევროკავშირი გმობს კრემლის გადაწყვეტილებას ევროგაერთიანების მაღალი რანგის რვა წარმომადგენლისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვის დაწესებაზე, – აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. „ეს გადაწყვეტილება მიმართულია პირდაპირ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, უსაფუძვლოდ და ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა გარეშე“, – აღნიშნა ბორელმა. მისივე თქმით, მოცემული გადაწყვეტილებით რუსეთის ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მხარეთა შორის „უარყოფითი ტრაექტორიის“ შეცვლის მაგივრად, კვლავ დაპირისპირების გზა აირჩიეს. 30 აპრილს, ოფიციალურმა მოსკოვმა ევროკავშირის მაღალი რანგის რვა წარმომადგენლისთვის რუსეთში შესვლაზე აკრძალვა დააწესა. ეს შეზღუდვა ვრცელდება ევროპული პარლამენტის პრეზიდენტზე დავიდ სასოლიზე, ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელზე იორგ რაუფახზე, შვედეთის ტოტალური თავდაცვის ბიოლოგიური, რადიაციული, ქიმიური და ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელზე ოსე სკოტზე, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის ფრანგული დელეგაციის წევრზე ჟაკ მერზე და სხვებზე.
ჯონ რეიმონდი: კოსმოსი საბრძოლო მოქმედებების სფეროა
The Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის კოსმოსური ძალების მეთაურმა, გენერალმა ჯონ რეიმონდმა კოსმოსი საბრძოლო მოქმედებების ზონად გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთსა და ჩინეთს აქვთ ისეთი იარაღი, რომელსაც ამერიკული თანამგზავრების განადგურება შეუძლია. „ნათელია, რომ კოსმოსი საბრძოლო მოქმედებების სფეროა, ისევე როგორც ჰაერი, ხმელეთი და ზღვა. ბოლო წლებში ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა. ჩინეთმა, რომელიც ჩვენთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს, და რუსეთმა შექმნეს იარაღი, რომელსაც ჩვენი თანამგზავრების მუშაობის შეფერხება ან მათი განადგურება შეუძლია“, - განაცხადა რეიმონდმა.
ტაჯიკეთი და ყირგიზეთი სამხედრო ძალების უკან დახევაზე შეთანხმდნენ
ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები სამხედრო ძალების უკან დახევაზე შეთანხმდნენ. ტაჯიკეთის პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაჰმონსა და ყირგიზეთის ლიდერ, სადირ ჟაპაროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის საზღვარზე არსებული სიტუაციის ნორმალიზაციის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯების შესრულებაზე იმსჯელეს. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ და სამხედროების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების შესახებ შეთანხმებების შესრულებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 29 აპრილს ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. 28 აპრილს ტაჯიკური მხარე ელექტროგადამცემ ბოძებზე სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებას ცდილობდა, რასაც ყირგიზეთის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.
საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი შემოვიდა
ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო. ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ატირაუდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა, რომელმაც 140 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოიყვანა. ყახაზეთიდან ქუთაისში ჩამოსული რეისის პირველ მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI-ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ავიაკომპანია FlyArystan-ი ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ ფრენებს ყაზახეთის სამი ქალაქიდან შეასრულებს. ატირაუს შემდეგ რეგულარული რეისები ქუთაისსა და ყაზახეთს შორის 4 მაისს, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან შესრულდება. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისები, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში ორჯერ შესრულდება. FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელსაც გუშინ 2 წელი შეუსრულდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს. შეგახსენებთ, 1-ლი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR-ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.
აშშ-ის საელჩო მართლმადიდებელ მრევლს აღდგომას ულოცავს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მართლმადიდებელ მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. საელჩომ Facebook-ის გვერდზე ფიროსმანის ნახატი გამოაქვეყნა. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს“, - წერია საელჩოს ოფიციალურ გვერდზე.
„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ლონდონში შეხვედრებს გამართავენ
Reuters-ის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები 3-5 მაისს, ლონდონში შეიკრიბებიან. როგორც ცნობილია, დიპლომატები კლიმატის ცვლილებაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე და კორონავირუსის პერიოდში, ეკონომიკის აღდგენაზე, თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ. ამასთან, მხარეები აზიის ქვეყნებთან ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობებსაც განიხილავენ. „ჩვენ ვიმოქმედებთ ვაქცინებზე სამართლიანი წვდომის უზრუნველსაყოფად მთელ მსოფლიოში, შევთანხმდებით მსოფლიოში გოგონების საგანმანათლებლო მიზნებზე, ამბიციურ ზომებზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ ახალი ზომების შემუშავებაზე მსოფლიოში მოსახლეობის შიმშილის თავიდან ასაცილებლად”, - აცხადებენ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ქაბულში ხანძარს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ჩრდილოეთით ხანძრის შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა 14 ადამიანი. აღნიშნულის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ ადგილობრივ შს მინისტრ თარიქ არიანის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. არსებული ინფორმაციით, ქაბულის შემოგარენში, საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა და ხანძარი სხვა სატვირთო და მსუბუქ ავტომობილებზეც გავრცელდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სულ 50 მანქანა დაზიანდა. მომხდარის გამო, ქალაქ ქაბულის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.