ძებნის რეზულტატი:
ისრაელში 2 მაისი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა
მას შემდეგ, რაც ებრაელთა რელიგიურ ფესტივალზე 45 ადამიანი დაშავდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2 მაისი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ისრაელის სახელმწიფოში ერთ-ერთ უმძიმეს კატასტროფად შეაფასა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. "მერონის მთის ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრაგედიაა, რომელიც ისრაელის სახელმწიფომ ნახა", - თქვა ნეთანიაჰუმ. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეს არის ეროვნული გლოვის, აგრეთვე ეროვნული ერთიანობის და ორმხრივი პასუხისმგებლობის დღე. "ჩვენ ჩავატარებთ დეტალურ, სერიოზულ და სიღრმისეულ გამოძიებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსგავსი კატასტროფა აღარ განმეორდეს. მსურს, კვირა ეროვნული გლოვის დღედ გამოვაცხადო", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს და აკრძალვა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საფლავებზე გასვლას შეეხება. “უქმე დღეების დროს, რომელიც დღეიდან 12 მაისის ჩათვლით იქნება, არის ორი დამატებითი შეზღუდვა. პირველი- ეს არის 2 დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და მეორე, 2 დან 12 მაისის ჩათვლით ქალაქებში არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვა დამატებითი შეზღუდვა მიღებული არ არის და ყველა ოპერირებს იმ რეჟიმით, რომლითაც ოპერირებდა დღემდე”-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. მისი თქმით, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შემოღებული იქნება ქვეყანაში, დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. შესაბამისად, ნებისმიერი ახალი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს მთავრობა, უპირველეს ყოვლისა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზით იქნება განპირობებული. გიორგი ღიბრაძის თქმით, ვაქცინაციის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას, ნაადრევია კონკრეტულ პრივილეგიებზე საუბარი, თუმცა საკოორდინაციო საბჭო განიხილავს, რომელი მიმართულებით შეიძლება შემსუბუქდეს რეგულაციები იმ პირებისთვის, ვინც, საბოლოო ჯამში, იქნება სრული კურსით ვაქცინირებული, ანუ ვაქცინის 2 ეტაპი ექნება გავლილი.
ვიქტორია ნულანდი საქართველოზე, რუსეთზე, უკრაინასა და NATO-ზე
ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტში, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის რანგში ბრუნდება. მანამდე, 2013-2016 წლებში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს იკავებდა. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს კურირებდა. ამ რანგში ის საქართველოს 2013 წლის დეკემბერში, ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა. ეს მოიცავდა ვიზიტებს ბელგიაში, მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და რუსეთში. ვიზიტის ფარგლებში ვიქტორია ნულანდმა თბილისში შეხვედრები გამართა საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, იუსტიციის და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან; საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. „საქართველო არის ძლიერი, წინ მიიწევს და ძალიან ძლიერ პროგრესს მიაღწია NATO-სთვის მომზადების საქმეში“, - ნულანდი მაშინ აცხადებდა, რომ თბილისიდან ვაშინგტონში ეს გზავნილი წაიღო. თბილისიდან ამერიკელი დიპლომატი რუსეთში გაემგზავრა. მან განაცხადა: „საქართველოს საკითხი ყოველთვის წამოიწევა ხოლმე, როდესაც „ჩვენ მოსკოვში ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს ვესაუბრებით“. „გზავნილი იქნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, და რომ ჩვენ გვინდა ვიხილოთ სწორი ურთიერთობა ორ მეზობელს შორის და გვინდა რომ ვიხილოთ მეტი პროგრესი ოკუპაციის და ე.წ. საზღვრის მოწყობის საკითხის მოსაგვარებლად, რაც ძალიან სახიფათოა“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. ნულანდი თბილისში 2015 წლის თებერვალშიც იმყოფებოდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში. ის საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ და მოუწოდა საქართველოს, რომ 2015 წელი, რეფორმების დაჩქარებისთვის გამოიყენოს. ამერიკის დელეგაცია იმჟამინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს შეხვდა. „ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ამერიკის ურყევი მხარდაჭერა გამოვხატოთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, თქვენი დემოკრატიული კურსის, ევროპული გზის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - განუცხადა ნულანდმა ჟურნალისტებს. NATO „ჩვენ ახლა ვმუშაობთ NATO-ს არსებითი პაკეტის განხორციელებაზე და თქვენ ამ მხრივ ამერიკის სერიოზულ როლს დაინახავთ“, - განაცხადა ნულანდმა. ეკონომიკა „ვისაუბრეთ ეკონომიკაზე, საინვესტიციო კლიმატის გაძლიერებაზე; მე ასევე ვისაუბრე ოპოზიციასთან რეფორმების კუთხით მათი იდეების შესახებ - ეს ის სფეროა, სადაც მთავრობამ და ოპოზიციამ უნდა შეძლონ გაერთიანება, რათა მხარი დაუჭირონ ძლიერ ზრდას და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. კანონის უზენაესობა „რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობის კუთხით არსებული კლიმატი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გაგრძელდეს საქართველოს დემოკრატიის, საინვესტიციო კლიმატის გაძლიერება და საქართველოს შეუნარჩუნდეს პოზიტიური კურსი. მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ პროკურატურის და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა განახორციელოს“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. მისივე თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „იზრუნოს მომავალზე, ინსტიტუციონალურ, სტრუქტურულ რეფორმებზე და უზრუნველყოს, რომ სრული გამჭირვალობა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები იქნას დაცული იმ საქმეებში, რომლებიც ახლა სასამართლოებში განიხილება“. „თქვენი დემოკრატია თქვენი უდიდესი დაცვაა გარე ჩარევისგან; ეს ასევე საუკეთესო გარანტიაა იმისა, რომ ეკონომიკური რეფორმა წარმატებული იქნება, რომ პოლიტიკა ცივილიზებული დარჩება. ამრიგად, ზოგადად ჩვენი გზავნილი ეხებოდა ერთობას, წინსვლას და 2015 წლის გამოყენებას რეფორმების, მუშაობის დაჩქარებისთვის ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ასევე ეხებოდა იმას, რომ ყველა ქართველი უნდა გაერთიანდეს, ერთად უნდა იმუშაონ თქვენი დემოკრატიისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში“, - განაცხადა ვიქტორია დულანდმა და დაამატა: ამერიკა ამაყობს, რომ თქვენი პარტნიორია და ჩვენ ერთად ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი“. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ (2013 წელს) ეუთოს ძალისხმევის გაორმაგებაზეც ისაუბრა საქართველოს, მოლდოვასა და მთიანი ყარაბაღის ხალხის დასახმარებლად, როდესაც ეუთოს მინისტერიალზე გამოვიდა სიტყვით. ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ საქართველოში სიტუაცია ბოლო დროს გართულდა მავთულხლართების გაბმის გამო. „საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაძლიერება, რათა დავეხმაროთ ქართველ და მოლდოველ ხალხს და ყურადღება მივაქციოთ მთიან ყარაბაღს“, - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა. რუსეთზე მისი ერთ-ერთი განცხადების მიხედვით, „ვერ მოიპოვებ ნდობას, თუ სიმართლეს თვალებში არ ჩახედავ, ამიტომაც როდესაც ქვეყანა უარყოფს, რომ მას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჯარები ჰყავს, არ იქნება ნდობა. რუსეთის ქმედებები ამ ქვეყნის მიმართ ნდობის აღდგენას ხელს არ უწყობს“. ნულანდი 2014 წელს, უკრაინის მოვლენების დროს კიევში ჩავიდა და ქვეყნის იმჟამინდელ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს და ოპოზიციის წევრებს შეხვდა. იანუკოვიჩმა ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ოპოზიციასთან დიალოგს და კომპრომისს უჭერს მხარს. ვიქტორია ნულანდი მანამდე რუსეთში იმყოფებოდა, სადაც მოსკოვს მოუწოდა, გამოეყენებინა საკუთარი გავლენა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. არქივში იძებნება კადრები, როდესაც ვიქტორია ნულანდი კიევში, მაიდანზე მიმდინარე აქციაზეც მივიდა და აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს ჩაი და ნამცხვარი მიუტანა. ცნობისათვის, 1988-1990 წლებში მუშაობდა მონღოლეთის ქალაქ ულან-ბატორში და დაკავებული იყო საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის საკითხებით. 1993-1996 წლებში მუშაობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტროუბ ტელბოტის აპარატში, სადაც სენატორ რიჩარდ ლუგარის ხელლმძღვანელობით მუშაობდა რუსეთის, მისი მეზობლების და NATO-ს გაფართოების საკითხებზე. 2000-2003 წლებში NATO-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს აქტიურად მონაწილეობდა NATO-ს წესდების მეხუთე მუხლის მიღებაზე („ერთი მოკავშირეზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა“). 2003-2005 წლებში მუშაობდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის აპარატში. 2005 წლიდან 2008 წლამდე NATO-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი იყო. ნულანდი აშშ-ის ელჩი იყო NATO-ში 2005-2008 წლებში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლად კი ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას მუშაობდა, შემდეგ კი, 2013 წელს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. 2019 წლის მაისში, რუსეთმა ამერიკელ დიპლომატს ვიზა არ მისცა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მაშინ განუცხადეს, რომ ნულანდი შეყვანილია „შავ სიაში,“ რომელიც მოსკოვმა აშშ-ის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული პერსონალური სანქციების საპასუხოდ შეადგინა. ვიქტორია ნულანდმა რუსეთის ვიზა, მოსკოვში, დახურულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის ითხოვა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწის, მეთი ბრაიზას განცხადებით, ვიქტორია ნულანდს დიდი გამოცდილება აქვს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყველა ასპექტის მიმართულებით, ასევე NATO-სა და რუსეთის საკითხების კუთხით. მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან საუბრისას, კიევში ნულანდის ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ის ბრწყინვალე მოაზროვნე და მომლაპარაკებელია“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.
საფრანგეთის პრემიერი: ისლამისტური ტერორიზმი სისხლისმღვრელი ფანატიზმია, რომელმაც ომი გამოგვიცხადა
ისლამისტურმა ტერორიზმმა ომი გამოგვიცხადა, მაგრამ ამ ომს მშიშრები ხელმძღვანელობენ – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა რამბუიეში მოკლული პოლიციის თანამშრომლის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიაზე განაცხადა. საფრანგეთის მთავრობის ხელძღვანელის თქმით, მხოლოდ მშიშარას შეეძლო, თავს დასხმოდა ქალს, რომელიც სამსახურის გამო იარაღს არ ატარებდა. ჟან კასტექსის განცხადებით, ისლამისტური ტერორიზმი ვერ ეგუება საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა რწმენას და თავისუფლების დასაცავად მათ მოქმედებებს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ სავარაუდო ტერორისტი თავდასხმის დროს „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა და თქვა, რომ ეს ყველა მორწმუნის შეურაცხყოფაა. „არც ერთ მორწმუნეს არც ერთ რელიგიაში არ აქვს უფლება, წარმოთქვას ღმერთის სახელი ადამიანების მოკვლის დროს. სტეფანი მონფერმე მოკლეს, რადგან წარმოადგენდა საფრანგეთის პოლიციას და სახელმწიფოს ავტორიტეტს. იგი მოკლეს, რადგან ემსახურებოდა საფრანგეთს“, – აღნიშნა კასტექსმა. პოლიციელი ქალი, სტეფანი მონფერმე 23 აპრილს პოლიციის განყოფილების შესასვლელთან მოკლეს. თავდამსხმელმა პოლიციელს დანა მუცლისა და ყელის არეში დაარტყა. თავდამსხმელს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და მიღებული ჭრილობებით ადგიულზევე დაიღუპა.
რომში, პიცების კონკურსში, ქართველმა მზარეულმა გაიმარჯვა
რომში, პიცების კონკურსში, ქართველმა მზარეულმა ვალერი სახიაშვილმა გაიმარჯვა. ვალერი სახიაშვილმა ცნობილი მზარეულის, მასიმო დელ მესტრეს ორგანიზებულ პიცების კონკურსში Pizza Capitale Trophy იტალიელები დაამარცხა. ოსტატი მასიმო დელ მესტრის მიერ ორგანიზებულ პიცის ეროვნული ჩემპიონატში, სახელწოდებით Pizza Capitale Trophy, პიცის მზარეულები მთელი იტალიიდან მონაწილეობდნენ. პიცის შემსრულებლებს ჟიური აფასებდა, რომელიც ცამეტი ექსპერტისგან შედგებოდა. ჩემპიონატი დაყოფილი იყო ხუთ კატეგორიად: ნეაპოლიტანური პიცა, კლასიკური პიცა, გურმანი პიცა, სცენოგრაფიული პიცა და დესერტის პიცა. კონკურსზე ვალერის მიერ შემოთავაზებული გურმანული პიცა, რომელიც მომზადდა არტიშოკის კრემის, სტრაჩიატელას, ბეკონის ქერქში გახვეული კრევეტებისა და დათვა სოკოს ფხვნილისაგან, კონკურსის ტრიუმფატორი გახდა და პირველი ადგილი მოიპოვა.
ჯანმო „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინების ავტორიზაციის საკითხს მომდევნო კვირის ბოლოსთვის გადაწყვეტს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე მედიკამენტებისა და ვაქცინების შეფასების საკითხებში, მარიანჯელა სიმაო აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი „სინოფარმის“ და „მოდერნას“ შესახებ მსჯელობენ. მისივე თქმით, მომდევნო კვირაში ჯგუფი შეიკრიბება კიდევ ერთი ვაქცინის, „სინოვაკის“ შესაფასებლად. როგორც ბრიფინგზე მარიანჯელა სიმაომ აღნიშნა, დასახელებული ვაქცინების საბოლოო შეფასების შედეგი მომავალი კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. „საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცების შეფასებას აკეთებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა საგარეო ჯგუფი. ისინი შეხვედრას ამ წუთებშიც მართავენ. მიმდინარეობს მსჯელობა „სინოფარმისა“ და „მოდერნას“ შეფასებაზე. მომავალ კვირაში კი ჯგუფი იკრიბება „სინოვაკის“ შესაფასებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს დამტკიცებული უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინები გლობალურ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს ბევრი არასტაბილურობა ვაქცინების მომარაგებაში, მათ შორის ინდოეთში. ამიტომ გვჭირდება მეტი ვაქცინა ბაზარზე და ამ ვაქცინებს სჭირდებათ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რათა გამოყენებულ იქნას საერთაშორისო მიწოდებისთვის. ასე რომ, მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება ამ სამი ვაქცინის საბოლოო შეფასება. ასევე არსებობს სხვა ვაქცინები, რომელთა შეფასებაც მიმდინარეობს“, – განაცხადა მარიანჯელა სიმაომ.
ჯერი კონოლი: მოველი კახა კუჭავას ხელმძღვანელობით ევროკავშირის მედიაციით მომზადებული შეთანხმების სრულად განხორციელებას
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ჯერი კონოლი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. „ვულოცავ კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას. მოველი მისი ხელმძღვანელობით ევროკავშირის მედიაციით მომზადებული შეთანხმების სრულად განხორციელებას და ნათელ მომავალს ქართველი ხალხისთვის“,- წერს კონგრესმენი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
თურქეთის მარეგულირებელმა რუსული ვაქვინა "Sputnik V" საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა
თურქეთის მარეგულირებელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქვინა "Sputnik V" საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინით სარგებლობა თურქეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს მხრიდან დადებითი შეფასების შედეგად გადაწყდა. ცნობისთვის, თურქეთი რუსული წარმოების Sputnik V-ის ვაქცინის 50 მილიონ დოზას შეიძენს. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ვაქცინის პირველ დოზებს მაისში მიიღებენ.
რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ სასოლის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, "ევროკავშირი განაგრძობს არალეგალური ცალმხრივი შემზღუდველი ზომების გატარებას რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ. ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს. ჩვენი ყველა წინადადება რუსეთსა და ევროკავშირს შორის პირდაპირი პროფესიული დიალოგის რეჟიმში წარმოქმნილი პრობლემური საკითხის გადასაჭრელად მუდმივად იგნორირებულია ან უარყოფილია. ევროკავშირის ქმედებები ეჭვს არ იწვევს, რომ მისი ნამდვილი მიზანია რუსეთის განვითარების შეჩერება ნებისმიერ ფასად". ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდა, რუსეთის ხელისუფლებამ სასანქციო სიაში კიდევ 7 პირი შეიყვანა. 1. ივარს აბოლინსი (ლატვიის მედიის მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე); 2. მარის ბალტინსი (ლატვიის სახელმწიფო ენის ცენტრის დირექტორი); 3. ჟაკ მერი (ევროპარლამენტის წევრი საფრანგეთიდან); 4. იორგ რაუპახი (ბერლინის პროკურატურის თავმჯდომარე); 5. ასა სკოტი (შვედეთის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული ინსტიტუტის ხელმძღვანელი); 6. ილმარ ტომუსკი (ესტონეთის ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე); 7. ვერა იუროვა (ევროპულi კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში).
ილია მეორე: წავიდა ჩვენგან კახი კავსაძე, თანამედროვე ქართული ხელოვნების მშვენება, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი
საქართველოს საპატრიარქო კახი კავსაძის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარის წერილს ავრცელებს. "წავიდა ჩვენგან ბატონი კახი კავსაძე - თანამედროვე ქართული ხელოვნების მშვენება, კავსაძეთა ცნობილი გვარის ერთ-ერთი უცნობილესი წარმომადგენელი, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი, ადამიანურ მრავალ ფასეულობათა მომცველი საოცარი პიროვნება. რამდენიმე წლის წინ იგი მძიმე სენით დაავადდა, რაც მორწმუნედ ჩამოყალიბების წინაპირობად ექცა, რადგან ღვთის სასწაულის საკუთარ თავზე განმცდელი გახდა და მისი მადლით განკურნებული, უფლის რწმენის მქადაგებლად იქცა. ღმერთმა დალოცოს და ნათელში ამყოფოს ბატონი კახის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მის ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა და სულიერი შეწევნა", - ნათქვამია სამძიმრის წერილში. ლეგენდარული ქართველ მსახიობი კახი კავსაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
ავღანეთში ავტომობილის აფეთქებას მინიმუმ 27 ადამიანი ემსხვერპლა, 60 კი დაშავდა
ავღანეთის აღმოსავლეთ ლოგარის პროვინციაში, ქალაქ პულ-ი-ალამში, ავტომობილის აფეთქებამ მინიმუმ 27 ადამიანი იმსხვერპლა, 60 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ლოგარის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელმა, ჰასიბულა სტანექზაიმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი საავადმყოფოს მახლობლად აფეთქდა. ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
კელი დეგნანი: ოპოზიცია პარლამენტშია და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები
"ოპოზიცია პარლამენტშია და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები", - ამის შესახე აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რადიო "ათინათთან" ინტერვიუში განაცხადა. (ათინათის თარგმანი) ელჩის თქმით, ამ შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანი იყო. აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ამ საკითხებზე ღიად მსჯელობა, ძალიან მნიშვნელოვანია. "ახალი შეთანხმების შედეგად ჩნდება იმის საშუალება, რომ ძალინ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმები განხორციელდეს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ პროცესში იმის ნახვა, თუ როგორ სწავლობდნენ პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან მოლაპარაკებას, ბევრი მათგანი მანამდე ერთმანეთს არ იცნობდა, თუმცა, შეძლეს და იმუშავეს საკმაოდ რთულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ამ საკითხებზე ღიად მსჯელობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მნიშვნელოვანია ასევე, რომ პარლამენტში გაგრძელდეს ეს სამუშაო. მაშინ როცა ოპოზიცია უკვე არის პარლამენტში და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს ოპოზიციის მოსაზრებები, სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები და მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი არ წარმოადგინოს პარლამენტში", - განაცხადა დეგნანმა.
დონბასში ლატვიის საპატიო საკონსულო გაიხსნა
დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ლატვიის საპატიო საკონსულო გაიხსნა. ამის შესახებ, უკრაინაში ლატვიის საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ლატვია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ომის დაწყებიდნ გახსნა საპატიო საკონსულო დონბასში. "2021 წლის 30 აპრილს სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რიხარდს კოლსმა ლატვიის საპატიო საკონსულო დონეცკის რაიონის ქალაქ სლავიანსკში ლატვიის საპატიო საკონსულო გახსნა. ლატვიის საპატიო კონსულად ალექსანდრე პავენკო დაინიშნა", - ნათქვამია ინფორმაციაში. რიხარდ კოლსმა საპატიო საკონსულოს გახსნისას აღნიშნა, რომ საკონსულოს გახსნა ლატვიის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ნიშანია. მისივე თქმით, ლატვიას სურს განავითაროს ურთიერთობები დონეცკის რეგიონთან განათლების, ეკონომიკისა და სხვა სექტორებში. ლატვიას თავისი საპატიო საკონსულოები გახსნილი აქვს ასევე ლვოვში, ჩერნიგოვში, ოდესაში, ზაპოროჟიესა და ჩერნოვცში.
თენგიზ ცერცვაძე: Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები უსაფრთხოა. გვერდითი მოვლენები და სასიკვდილო შემთხვევები არ დაფიქსირებულა
Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები ითვლება ძალიან უსაფრთხოდ, გვერდითი მოვლენები და სასიკვდილო შემთხვევები დაფიქსირებული არ არის, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ცერცვაძის თქმით, Sinopharm-ის ეფექტიანობა მძიმე ფორმების პრევენციისთვის აღწევს 79%-ს და ხუთიდან ოთხ კაცს დაიცავს. მისივე თქმით, ეს დაახლოებით ისეთი დაცვაა, როგორიც აქვს გრიპის ვაქცინას. "საერთაშორისო მონაცემებით და კლინიკური კვლევებით, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ეფექტიანობა ნაკლებია, ვიდრე სხვა ცნობილი ლიდერი ვაქცინების - Pfizer-ისა და AstraZeneca-ს რომელთა ეფექტიანობა მძიმე და სასიკვდილო ფორმების პრევენციისთვის 100%-ს აღწევს. Sinopharm-ის ეფექტიანობა მძიმე ფორმების საპრევენციოდ აღწევს 79%-ს, ანუ ცოტა დაბალია, ვიდრე Pfizer-ის და AstraZeneca-ს შემთხვევაში, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალია, 5-დან 4 კაცს დაიცავს. ეს დაახლოებით ისეთივე დაცვაა, როგორც გრიპის ვაქცინას აქვს. საერთაშორისო სტანდარტით ითვლება, თუ რომელიმე ვაქცინა 50%-ზე მეტით იცავს ვაქცინირებულ ადამიანს, ის უკვე კარგია და მისაღებია. რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ პირიქითაა, ორივე ვაქცინა - Sinopharm-ი და Sinovac-ი ძალიან უსაფრთხოდ ითვლება, ჯერ პრაქტიკულად, მათზე გვერდითი მოვლენები, მით უმეტეს, სასიკვდილო შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. ასე რომ, ვინც ჩინური ვაქცინის გამოყენებას გადაწყვეტს, ამ მხრივ შეუძლია მშვიდად იყოს. თუ ვინმეს მაქსიმალური - 100%-იანი ეფექტი უნდა, მან შეიძლება იფიქროს, გაიკეთოს, თუ არა", - განაცხადა ცერცვაძემ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთს აქვს საკმარისი ვაქცინა
ამჟამად თურქეთს აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგოდ საკმარისი ვაქცინა და ვაქცინების მომარაგებაში მოსალოდნელი სირთულეები არ არსებობს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. აღნიშნულ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ Sputnik V-ის ვაქცინასაც მალე მიიღებენ. თურქეთის პრეზეიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ გერმანულმა ფირმა BioNtech-მა, რომელიც პარტნიორობას უწევდა აშშ-ის Pfizer-ს, პირობა დადო, რომ თურქეთს ვაქცინებს გადასცემს.
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოაგვარონ
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებმა სადირ ჯაფაროვმა და ემოლი რაჰმონმა საზღვარზე შექმნილი ვითარება და სიტუაციის სწრაფად დეესაკალაციის ღონისძიებები განიხილეს. გავრცელებული ინფორმაციით, სადირ ჯაფაროვმა ხაზი გაუსვა, რომ ყირგიზეთის მხარე მტკიცედ გადაწყვეტს სახელმწიფოთაშორისი საკითხების მოგვარებას დიალოგის გზით და სტაბილური ვითარების შენარჩუნებას ყირგიზულ-ტაჯიკურ სახელმწიფო საზღვარზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გაგრძელდება პროგრესულად და ნაყოფიერად, ყირგიზ და ტაჯიკურ ხალხებს შორის ტრადიციული და მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის საფუძველზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებული ვითარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარდება და პირისპირ შეხვედრა გაიმართება დუშანბეში, მიმდინარე წლის მაისის მეორე ნახევარში. ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა
სასოლი რუსეთის გადაეყვეტილებაზე: მე და ევროპარლამენტს ვერანაირი სანქცია და დაშინება ვერ შეგვაჩერებს
მე და ევროპარლამენტს ვერანაირი სანქცია და დაშინება ვერ შეგვაჩერებს, - ასე ეხმიანება ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი რუსეთის გადაწყვეტილებას, არ შეუშვას ქვეყანაში ის და კიდევ 7 პირი. " არ მივესალმები კრემლის გადაწყვეტილებას. მეტის მოლოდინი მქონდა. მე და ევროპარლამენტს ვერანაირი სანქცია და დაშინება ვერ შეგვაჩერებს, დავიცვათ ადამიანის უფლებები, თავისუფლება და დემოკრატია. მუქარა არ გაგვაჩუმებს. როგორც ტოლსტოიმ დაწერა, არ არსებობს სიდიადე, სადაც არ არის სიმართლე“, - დაწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა Twitter-ზე. რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს და კიდევ 7 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ევროკავშირი: რუსეთის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ მან ევროკავშირთან დაპირისპირება აირჩია
"რუსეთის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ მან ევროკავშირთან დაპირისპირება აირჩია", - ასე ეხიანებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი ევროკავშირის რვა მოქალაქის წინააღმფდეგ რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. "ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების დღევანდელ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 8 მოქალაქის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის შესახებ. ამაში შედიან ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა ჯოროვა, აგრეთვე ევროკავშირის ექვსი წევრი ქვეყნის ოფიციალური პირები. ეს ქმედება დაუშვებელია, არ აქვს რაიმე სამართლებრივი დასაბუთება და სრულიად უსაფუძვლოა. ეს მიზნად ისახავს უშუალოდ ევროკავშირს და არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს. ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება გასაოცარი დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ აირჩია რუსეთის ფედერაციამ ევროკავშირთან დაპირისპირება იმის ნაცვლად, რომ თანხმობა განაცხადოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების უარყოფითი ტრაექტორიის გამოსწორებაზე. ევროკავშირი უფლებას იტოვებს, მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ", - ნათქვამია განცხადებაში.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ მერონის მთაზე დაშავებულებისთვის სისხლი ჩააბარა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მერონის მთაზე დაშავებულებისთვის სისხლი ჩააბარა. ამის ამსახველი ფოტო პრემიერმა Twitter-ზე გამოაქვეყნა. "დიდი მადლობა ისრაელის მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს სისხლი ჩააბარეს. ასეთ დროს ჩვენი ხალხი ერთიანდება. ისრაელის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს დაშავებულთა ოჯახებს", - წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ. ისრაელში 2 მაისი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა
ძლიერი წვიმის გამო, დიდ დიღომში ქუჩები დაიტბორა
თბილისის ზოგიერთ უბანში ძლიერი წვიმაა. რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის გამო, დიდ დიღომში გზები დაიტბორა, რის გამოც მანქანებს გადაადგილება უჭირთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისცნობით, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ამ დროისთვის 17 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.