ძებნის რეზულტატი:

ჯო ბაიდენი: გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების პერიოდში

„გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების პერიოდში“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც წერილში საუბრობს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და 26 მაისს ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას. ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არ არის მხოლოდ საზეიმო თარიღი. ის იძლევა ისტორიის და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი. ეს თარიღი იძლევა მომავალისკენ ხედვის შესაძლებლობასაც. როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში. ასევე ვაღიარებთ გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას. დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემგან საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ და ქართველმა ხალხმა”- ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჯო ბაიდენი: ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არამხოლოდ საზეიმო თარიღია, ის იძლევა ისტორიის და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი

„ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არამხოლოდ საზეიმო თარიღია, ის იძლევა ისტორიის და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც წერილში საუბრობს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და 26 მაისს ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას. ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არ არის მხოლოდ საზეიმო თარიღი. ის იძლევა ისტორიის და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი. ეს თარიღი იძლევა მომავალისკენ ხედვის შესაძლებლობასაც. როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში. ასევე ვაღიარებთ გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას. დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემგან საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ და ქართველმა ხალხმა”- ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

დღეს, 26 მაისს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 82 წელი სრულდება. ქართველი მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. ბაბუა - ვლადიმერ დემურია ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო. 1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისთვის. მეგობრებისა და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ. მერაბ კოსტავამ - მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა ახალგაზრდამ - სწავლა დაიწყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელიც 1958 წელს დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის "ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი. აღსანიშნავია, რომ მერაბ კოსტავას ხელნაწერების საფუძველზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივშია დაცული, კალიგრაფმა დავით მაისურაძემ ხელნაწერი შრიფტი შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, პროექტი, რომლის ავტორია კომპანია „ჯეპრა“, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დაბადებიდან 82 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს – ეძღვნება. შრიფტის გადმოწერა შესაძლებელია ბმულიდან: https://cutt.ly/1neEr1u. „მერაბ კოსტავას ხელნაწერები მისი დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ არქივს რუსუდან ბერიძემ 2019 წელს გადასცა. მერაბ კოსტავას მეუღლის თანხმობით შრიფტის მოხაზულობა ქართველი დისიდენტის, პოლიტიკოსისა და პოეტის ლექსების ხელნაწერიდან არის აღებული“, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯო ბაიდენი: მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ

„მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც წერილში საუბრობს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და 26 მაისს ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას. ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არ არის მხოლოდ საზეიმო თარიღი. ის იძლევა ისტორიის და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი. ეს თარიღი იძლევა მომავალისკენ ხედვის შესაძლებლობასაც. როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში. ასევე ვაღიარებთ გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას. დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემგან საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ და ქართველმა ხალხმა”- ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჯო ბაიდენი: ვაღიარებთ გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას

„ვაღიარებთ გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც წერილში საუბრობს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და 26 მაისს ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას. ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არ არის მხოლოდ საზეიმო თარიღი. ის იძლევა ისტორიის და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი. ეს თარიღი იძლევა მომავალისკენ ხედვის შესაძლებლობასაც. როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში. ასევე ვაღიარებთ გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას. დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემგან საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ და ქართველმა ხალხმა”- ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მწამს, გაგრძელდება ყოველდღიურად მზარდი ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტი მისალოც წერილში გამოთქვამს რწმენას, რომ ორი ხალხის მეგობრობა, ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, მომავალშიც გაგრძელდება. „თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მწამს, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს შორის არსებული ყოველდღიურად მზარდი ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხში“, - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის წერილში. რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტს, რომელიც პირველ ივნისს შედგება. „მოხარული ვარ, რომ 2021 წლის პირველ ივნისს, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის დროს გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა“, - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის მილოცვაში.

პირველ ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

პირველ ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში შეხვდება. როგორც თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის მისალოც წერილში აღნიშნავს, მოხარულია რომ ეს შეხვედრა შედგება. მისივე თქმით, ვიზიტისას მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს განხილავენ. „მოხარული ვარ, რომ 2021 წლის პირველ ივნისს, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის დროს გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები“, - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის მილოცვაში.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 015 ადამიანს დაუდასტურდა, 1 151 გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 697 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 325 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 372 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 015 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 340 330-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.71%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 151 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 321 928-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 682 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 550 შემთხვევა, აჭარა - 71, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 35, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 102, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 694, საიდანაც 3 940 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 094, აჭარაში - 436, იმერეთში - 523. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 891 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 102, იმერეთში -166. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 147, აჭარაში - 13, იმერეთში - 17. 672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 349 - თბილისში, 284- აჭარაში. 9 082 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 53, ხოლო აჭარაში - 33. სულ 6 ოქტომბრიდან - 25 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 766 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 253 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 327 პირი, აჭარაში - 2 034, იმერეთში - 1 640.

თბილისის პარალელურად, ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5 ლოკაციაზე გაიმართა

ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება, ტრადიციულად, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე იმართება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს 247 რეკრურტი დადებს და დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრი გახდება. თბილისის პარალელურად, ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5 ლოკაციაზე გაიმართა: სვანეთში - უშბას და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში - პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში - ფარავნის ტბასთან, კახეთში - ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და წმინდა ქალაქ მცხეთაში. სამხედრო ფიცის დადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს სალომე ზურაბიშვილს მოხსენებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ჩააბარებს. თავისუფლების მოედანზე კოლოფებად არის წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობებისა და სამხედრო სასწავლებლების ქვედანაყოფები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების არმიისა და საზღვაო ქვეითთა ინსტრუქტორების კოლოფი. მოწვეული სტუმრები კი, განსაკუთრებით მიესალმებიან იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც სულ ახლახან დაასრულეს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში და სამშობლოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ. ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა თავისუფლების მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო, რომელსაც ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შემოიტანეს. ნატო მეტონიძე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდთან ერთად ასრულებს, რის შემდეგაც ყველამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. სამხედრო ფიცის დადების შემდეგ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მიულოცავენ და სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა. წლევანდელ 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებში ახლადგაწევრიანებული სამხედროები სიახლით შეხვდებიან - პირველად ფიცის დადების შემდეგ ისინი ერთხმად წარმოთქვამენ ჯარისკაცის მრწამსს. ღონისძიების დასასრულს ანსამბლების „რუსთავისა“ და „ბასიანის“ მიერ „ჩაკრულოს“ შესრულების ფონზე თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების კუთვნილი ახლადმოდერნიზებული სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადაიფრენენ და საქართველოს დროშის ფერებში ბოლის გაშვებით მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ. სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადაიფრენენ ასევე, ქუთაისისა და ბათუმის ცაზე და მოსახლეობას ეროვნულ დღესასწაულს აქაც საქართველოს დროშის -წითელ და თეთრ ფერებში ბოლის გაშვებით მიულოცავენ. სუ-25 ტიპის მოდერნიზებულ საბრძოლო თვითმფრინავებს კაპიტალური რემონტი სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენისა და სსსტც „დელტა“-ს ერთობლივი თანამშრომლობით ჩაუტარდა. საფრენი საშუალებების რემონტი თავდაცვის სამინისტროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა. თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანმანქანები - „დიდგორი მეომარი“, „დიდგორი მედევაკი“ „დიდგორი 3“, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, მისივე გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გასულ შემოდგომაზე გადანაწილდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა. თავისუფლების მოედანზე ასევე, იქნება გამოფენილი ქართულ შეიარაღებაში არსებული უცხოეთში წარმოებული სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორები - „ჰამერი“, MaxPro, „ვულფი“ და საარტილერიო დანადგარები - „დანა“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ლარ–160“, ჰაერსაწინააღმდეგო მანქანა „ატლასი“, ჯავშანმანქანები.

ენტონი ბლინკენის მილოცვა საქართველოს: განვაგრძობთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. თეთრი სახლის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. „აშშ-ის მთავრობის სახელით ვულოცავ ქართველს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაში, უფრო დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და სრულფასოვანი, ფუნქციონალური პარლამენტის შექმნის მიმართულებით. ჩვენ განვაგარძობთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, ისევე როგორც მის ძალისხმევას, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე წინსვლისკენ, კოვიდპანდემიის გავლენის პირობებში. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის სულისკვეთებით, გისურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს. ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებაში, ვაფასებთ საქართველოს წვლილს NATO-ს ავღანეთის მისიაში. პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებმაც თავი გასწირეს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას“, - ნათქვამია ბლინკენის წერილში.

ირაკლი ღარიბაშვილი - თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს

მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თავისი შრომითა და თავდადებით აძლიერებს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერი საზეიმო ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 26 მაისი ქვეყნის ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკონოვანი კულტურისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა. „ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო პოლონეთის პრეზიდენტო, ბატონო უკრაინის თავდაცვის მინისტრო, პარლამენტისა და მთავრობის წევრებო, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების, თავისუფლებისა და პატრიოტიზმის დღეა. 26 მაისი ჩვენი ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკონოვანი კულტურის და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა. თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს და რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენიქვეყნის დამოუკიდებლობა. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თავისი შრომითა და თავდადებით აძლიერებს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ეკლესიას და აღნიშნა, რომ ეკლესიის ღვაწლი ქვეყნის იდენტობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში განსაკუთრებულია. „ვულოცავ ჩვენს ეკლესიას, რომლის ღვაწლი ჩვენი იდენტობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში განსაკუთრებულია. ქართველ ერს უფლის რწმენა და იმედი ყოველთვის აძლიერებდა თავისუფლებისათვის ბრძოლაში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისათვის. სწორედ მათი თავდადება, პროფესიონალიზმი და ერთგულება იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. ქვეყანაში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისინი ყოველთვის ღირსეულად ატარებენ ქართველი მეომრის მუნდირს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმ წვევამდელებისათვის, რომლებმაც ფიცი დადეს და სამშობლოს ჯარისკაცები გახდნენ. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მრავალი თაობის ბრძოლისა და თავდადების შედეგია. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს. განსაკუთრებით პატივი მივაგო ყველა იმ გმირს, ვინც თავი გასწირა სამშობლოს თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპატრიარქოს წარმომადგენლები, პოლონეთის პრეზიდენტი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სამხედრო პირები ესწრებოდნენ.

სალომე ზურაბიშვილი: 26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს, გამარჯვებაა, რომ ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს - ომს, ოკუპაციას, პროვოკაციებს გაუძლო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეეკრებილებს სიტყვით მიმართა: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მივესალმები საზოგადოებას და ქართულ ჯარს! მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, პარლამენტის თავმჯდომარევ, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებო, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებო! მივესალმები საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეს! მივესალმები დიპლომატიურ კორპუსს და ჩვენი მეგობარი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებს. ბატონო პრეზიდენტო, მინდა განსაკუთრებულად მოგესალმოთ! 26 მაისის დღესასწაულზე თქვენი აქ, ჩვენთან ერთად ყოფნა, პოლონეთის საუკუნოვანი მეგობრობისა და დღეს მისი მტკიცე მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი ნიშანია, რისთვისაც საქართველოს სახელით მადლობას მოგახსენებთ. 2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას, 70-წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას. სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მე-11 არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად, იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ბრუნდება სრული სამხედრო პატივითა და ღირსებით, ბრუნდება დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოში! საზეიმო დღეა, რამეთუ 100 წლის შემდეგ, ქართული ჯარის დამფუძნებელი, კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, პანთეონში, ქვეყნის გამოჩენილი და დამსახურებული შვილების გვერდით კუთვნილ ადგილს იკავებს. ამდენად, სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ კვინიტაძის ცხოვრებისეულ უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას. ეს დღე ასევე ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის ქართული ჯარის დაუღალავ და საუკუნოვან ბრძოლას. ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს, მათ შორის მათაც, ვისაც საფლავი არ ეღირსა, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა. მინდა ეს დღე და ესოდენ დიდი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა მოგილოცოთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო! თქვენ, ვინც დღეს ფიცს დებთ, რომ ერთგულად და შეუდრეკლად ემსახუროთ სამშობლოს! მინდა გისურვოთ, რომ მუდამ წინ გიძღოდეთ გენერალ კვინიტაძის მაგალითი! უნდა გვახსოვდეს გენერალი კვინიტაძის სიტყვები და რა თვისებებს ითხოვდა ის ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისა და ჯარისკაცებისგან. სწორედ ასეთი თვისებები გამოავლინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა დამოუკიდებლობის მძიმე 30 წლის განმავლობაში, ყველა ბრძოლაში, ომში, თუ სამშვიდობო მისიაში. ისინი გენერალ კვინიტაძის ღირსეული მემკვიდრეები აღმოჩნდნენ. ძალიან ხშირად, უსამართლო და უთანასწორო ბრძოლებში ჩვენმა ჯარისკაცებმა თავი გამოიჩინეს და ყველგან ასახელეს ქვეყანა. საერთაშორისო მისია ავღანეთში მალე დასრულდება. მინდა, სახელმწიფოს სახელით, ყველა იქ მებრძოლს ღირსეული მსახურებისთვის მადლობა გამოვუცხადო და პატივი მივაგო ჩვენს ვაჟკაცებს! 26 მაისია და გენერალი გიორგი კვინიტაძე თავის საოცნებო ქვეყანაში ბრუნდება, რომელმაც ზუსტად ოცდაათი წელია, რაც დამოუკიდებლობა დაიბრუნა. იგი ბრუნდება თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისი კულტურითა და იდენტობით ამაყ, ევროპასთან დაახლოებულ და მის ფასეულობებთან შერწყმულ საქართველოში. ეს თავისთავად გამარჯვებაა 70-წლიან ოკუპაციასა და საბჭოთა დაპყრობის ტრაგედიაზე. გამარჯვებაა, რომ ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო - ომებს, მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას, პროვოკაციებს. ქვეყანამ შეძლო, საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ თავდასხმას. ამ ურთულეს რეგიონში საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას და სუვერენობას. დღეს დადგა დრო, რომ ნათლად გავიაზროთ, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რას გვეუბნება გენერალ კვინიტაძის მაგალითი. მის მემუარებში ახსნილია, დიდწილად რამ განაპირობა 1921 წლის ომის ტრაგიკული შედეგი: მოუმზადებლობა, დეზორგანიზაცია, არათანმიმდევრულობა, გეგმების არარსებობა, პროფესიონალიზმის ნაკლებობა და ამ ყველაფრის უკან კი - გულგრილობა, პარტიული მიზნებისა და ამბიციების წინ დაყენება. ეს არის ის გაკვეთილი, რომელსაც არა მხოლოდ უნდა მოვუსმინოთ, არამედ გავითავისოთ და დღევანდელ ჭრილში გავიაზროთ. მაშინ ხელისუფლება აცხადებდა, რომ დამოუკიდებლობას ამყარებდა, მაგრამ ეს მიზანი არ ეყრდნობოდა სამოქმედო გეგმას - სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ჯარის აღმშენებლობას, რომლისკენაც იქნებოდა მიმართული ყველა ძალა და რესურსი. დამოუკიდებლობის იმ სამწლიან პერიოდს და დღევანდელს ერთმანეთს ვერ შევადარებთ, თუმცა, თუ სახელმწიფოს გაძლიერება და გამოწვევების დაძლევა გვინდა, ერთი პრინციპი დღესაც მართებულია. ეს პრინციპია, რომ ყველა მთავარ მიზანს უნდა ახლდეს: სწორი შეფასება, რეალისტური ხედვა და სამოქმედო გეგმა. ეს სჭირდება ევროპაში საქართველოს ინტეგრაციას, რაც ჩვენი უალტერნატივო პერსპექტივა და მიზანია. მართალია, ამ გზას თავისი ეტაპები აქვს და ასოცირებით უმნიშვნელოვანესი საფეხური უკვე გავიარეთ, მაგრამ შემდეგი მიზნის მიღწევას, თუნდაც 2024 წლისათვის განაცხადის შეტანას, ჩვენ მიერ გაწერილი თანმიმდევრული ქმედებები სჭირდება. მით უმეტეს მაშინ, როცა რეგიონისა და საქართველოს სტაბილურობის მიმართ ევროკავშირის ინტერესი და ჩართულობა მკაფიოდაა გაზრდილი. ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენგან მეტ მომზადებას, ორგანიზებულობას, თანმიმდევრულობას, პროფესიონალიზმსა და ქვეყნის ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენებას მოითხოვს. საკუთარი მიდგომა და გეგმა ასევე სჭირდება NATO-ში ინტეგრაციის გზას. საქართველომ NATO-ს მხარდაჭერით თავდაცვის ძალების რეფორმირებისა და სტანდარტიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპები წარმატებით გაიარა. ვიმედოვნებთ, რომ NATO-ს 14 ივნისის სამიტი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ახალი ნაბიჯის გადადგმის პერსპექტივას გაგვიხსნის. ჩვენ, ყველა ჩვენი პარტნიორის იმედი გვაქვს, თუმცა, თუ გვინდა, მიზანს სწრაფად მივაღწიოთ, არა მხოლოდ მათზე, არამედ, ჩვენზეც ბევრია დამოკიდებული. სიტყვებისა და ლოზუნგების გარდა, აუცილებელია, ერთი მხრივ, ჩვენი ძალისხმევა, მივმართოთ ერთიანობისკენ და, მეორე მხრივ, სტაბილურობისა და დემოკრატიულობის გამყარებისკენ. ამ გზაზე ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ნიშანდობლივია, რომ დღეს ჩვენს ღონისძიებას ესწრებიან მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები: პოლონეთის პრეზიდენტი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი და რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროპული სოლიდარობის და მხარდაჭერის პირდაპირი დასტურია. საკუთარი მიდგომა და გეგმა ყველაზე მეტად გვჭირდება, როცა ოკუპაციის დაძლევის მიზანზე ვსაუბრობთ. ქვეყანაში ამ მიმართულებით სრული კონსენსუსია, ამ მიზნის ირგვლივ ვერთიანდებით ყველა, პარტიული თუ სხვა ნიშნის მიუხედავად, თუმცა, როცა საქმე ოკუპაციის დაძლევას ეხება, გვაკლია სათანადო ინსტრუმენტები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა: 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არეალის ჯერ გაზრდა და შემდეგ, შეთანხმებისამებრ სრულ ტერიტორიაზე განთავსება, ბორდერიზაციის შეჩერება და გაუქმება, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა, გატაცებული ზაზა გახელაძის შინ დაბრუნება და ადამიანთა შორის ურთიერთობის გამყარება, რის გარეშეც ტერიტორიების დაბრუნება არაფერს ნიშნავს... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი მიდგომებისთვის, ახალი ფორმატებისთვის, დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის. ყველა ამ მიმართულებით კი ჩვენი პარტნიორების მეტი ჩართულობა აუცილებელია. იმავე პრინციპებსა და მოთხოვნებს ექვემდებარება ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება. ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად - პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის, თუ საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმული ისეთი თემები, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა. შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ იმით, რომ ქვეყანამ დაპირისპირების მორევიდან გამოსასვლელად რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა: პარლამენტში აღდგა მრავალპარტიულობა და პარლამენტმა შეძლო საარჩევნო კანონპროექტზე შეთანხმების მიღწევა. ამ პირველ ეტაპს ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობით მივაღწიეთ, რომელიც იმ დროისთვის აუცილებელი იყო, მაგრამ ახლა, შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ - თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობისა და სახელმწიფოებრიობის ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. ანუ ჩვენზეა და მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა და ის, რომ ჩვენი სახელმწიფო სამაგალითო გავხადოთ. ნამდვილი დამოუკიდებლობა კი სწორედ ასე მყარდება! დღევანდელ დღეს ასეთია დამოუკიდებლობა, და რაც მეტი დამოუკიდებლობაა მით მეტია პასუხისმგებლობა. ეს ყველას გვეხება, პირველ რიგში, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს. მათ დისკუსიისა და პოლიტიკური დაპირისპირების გარდა, დიალოგისა და თანამშრომლობის რესურსის გამონახვაც ევალებათ. ასევე დიდია საზოგადოების პასუხისმგებლობა, რომელიც ამომრჩევლების აქტიურობით გამოიხატება - აქტიურობა, რომელიც შემდეგ პარტიებს გარკვეულ ვალდებულებას აკისრებს. ამ ვითარებაში არანაკლებია მედიის პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, აუცილებელია საზოგადოებას მისცეს დამშვიდების საშუალება, უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია და ამ კუთხით ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევიმუშაოთ თვითრეგულაციები, რათა ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიაში ჩარევა გარედანაც კი განხორციელდეს და ეს არ უნდა დავუშვათ. მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ განვიხილოთ, რადგან, თუნდაც პანდემიასთან ბრძოლა, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ყოველი მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ყველა ვთანხმდებით, რომ ტურისტული სეზონის დასაწყისში, საჭიროა შეზღუდვების შემსუბუქება, რათა ეკონომიკამ ამოისუნთქოს. თუმცა, ასეთი თავისუფლებას საზოგადოების მხრიდან, მეტი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება უნდა მოჰყვეს, რათა რეგულაციებისა და აკრძალვების გარეშე, თავის თავს დაუწესოს გონივრული ქცევის ნორმები. საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ თავს, ოჯახს თუ სხვებს. ჩვენი საერთო საზრუნავია ქვეყნის ჯანდაცვა, მისი ფიზიკური და მორალური კეთილდღეობა, რამეთუ ჩვენი ხვალინდელი დღე და სახელმწიფოს წინსვლა მასზეა დამოკიდებული! ასეთივე საერთო საზრუნავი და ეროვნული პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვა და განვითარება. ეს კი მოითხოვს თვით დამოუკიდებლობის დღის პატივის ცემას! დაბოლოს, ჩვენი ყველასი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რომ დამოუკიდებლობიდან 30 წლისთავზე, ერთიანობით და ერთობით მიღწეული გამარჯვება გავამყაროთ და გავაძლიეროთ. ჩვენი წინაპრების წინაშე ვალდებული ვართ, რომ 1918 წელს დაწყებული, 70 წლის განმავლობაში შეწყვეტილი და 1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოს მშენებლობა მივიყვანოთ ბოლომდე და მომავალ თაობებს გაერთიანებული, ევროპული და ძლიერი სახელმწიფო დავუტოვოთ! ეს იყო გენერალ კვინიტაძის მრწამსი, რუსეთთან ბრძოლის მამოძრავებელი ენერგია და ცხოვრებისეული მიზანი! ამ მრწამსს, ენერგიასა და მიზანს დღეს ყველა ვიზიარებთ. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“.

ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მინდა, გადმოგცეთ ჩემი მილოცვა საუკეთესო სურვილებთან ერთად, ქართველი ხალხისთვის. რთული წლის შემდეგ, ვიმედოვნებ, დავძლევთ გლობალურ გამოწვევებს ჯანდაცვაში. უკეთესი მომავლის იმედი მაქვს“, – ნათქვამია ელისაბედ მეორის მილოცვაში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

დენის შმიგალი: მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობას, კეთილდღეობასა და აყვავებას ვუსურვებ

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ოფიციალურ მისალოც წერილში, დენის შმიგალი აღნიშნავს, რომ საქართველოს და უკრაინას სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ. „უკრაინის მინისტრთა კაბინეტის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ აქტიური თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კვლავაც იქნება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი სახელმწიფოების წარმატებული წინ წაწევის ეფექტური ინსტრუმენტი. საქართველოს და უკრაინას აქვთ მნიშვნელოვანი პოტენციალი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, რასაც ხელს შეუწყობს, კერძოდ, საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ეფექტური საქმიანობა. მოხარული ვიქნები შეგხვდეთ თქვენ უახლოეს მომავალში და განვიხილოთ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები. გისურვებთ, პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, წარმატებებს სახელმწიფო საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობას, კეთილდღეობასა და აყვავებას“, - აღნიშნულია მილოცვაში.

ანდჟეი დუდა: ქართველებო, გელოდებით NATO-ში

„ქართველებო, გელოდებით NATO-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. „თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ბრეზიდენტო, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო ქართველო მეგობრებო! ჩემთვის უდიდესი პატივია, გამოვიდე სიტყვით აქ, თბილისის თავისუფლების მოედანზე, ესოდენ მნიშვნელოვანი დღესასწაულის დღეს. ამ დღეს საქართველო ზეიმობს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ქართველმა ერმა მაშინ გააკეთა ფუნდამენტური არჩევანი - მიემხრო თვითგამორკვევას, თავისუფლებასა და დემოკრატიას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკურმა რუსეთმა სულ რამდენიმე წელში საკუთარი აგრესიით გადაწურა თანამედროვე და დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის იმედს, ერის მეხსიერებაში ას აღმატებული მოვლენა მაინც სამუდამოდ აღიბეჭდა. ამიტომაც, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში ქართველებმა კარგად იცოდნენ, თუ როგორი სახელმწიფოს აღმშენებლობა სურდათ და 2021 წელს შეგვიძლია ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ოცდამეათე წლისთავი. ამ მოვლენების გახსენებით აშკარად ვაცნობიერებ, რაოდენ ახლო, მოძმე ერია ქართველი ერი პოლონელებისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ვარშავა და თბილისი 2000–ზე მეტი კილომეტრით არიან (არის) დაშორებული, ცოტაა ქვეყნები და ერები ესოდენ დაახლოვებული, როგორც ჩვენი, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული. 1921 წლის შემდეგ საქართველოდან ემიგრირებულიმა ელიტამ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღორძინებული პოლონეთის რესპუბლიკის ცხოვრებაში. გვახსოვს წმინდა გრიგოლ ფერაძე - გამორჩეული მეცნიერი და თეოლოგი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული დიასპორის სულიერი წინამძღვარი, რომელიც გერმანელმა ნაცისტებმა აწამეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. დღემდე წმინდა გრიგოლ ფერაძე ერთადერთი წმინდანია ვარშავის უნივერსიტეტის ლექტორებს შორის. ჩვენი ისტორიის ფურცლებზე მნიშვნელოვნად აღიბეჭდნენ ქართველი ოფიცრები, რომლებიც პოლონეთის არმიას შეუერთდნენ. სწორედ ახლა სრულდება 100 წელი მას შემდეგ, რაც პირველმა ქართველმა ხორუნჟებმა და ოფიცრებმა ისარგებლეს შესაძლებლობით, საკონტრაქტო სამსახურში ჩამდგარიყვნენ პოლონეთის შეიარაღებული ძალების რიგებში. ქართველებმა მალევე მოიპოვეს აღიარება საკუთარი სამხედრო უნარების წყალობით, ხოლო საკუთარი თავგანწირვა და ერთგულება პოლონეთის რესპუბლიკის მიმართ მამაცურად დაადასტურეს მეორე მსოფლიო ომის დრამატულ წლებში. ქედს ვიხრი ქართველი გმირების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ და თავი განწირეს ჩვენი სამშობლოსთვის 1939 წლის სექტემბერში, ვარშავის აჯანყებაში, ასევე კატინის ტყეში საბჭოთა ხოცვა–ჟლეტის მსხვერპლების წინაშე. 2007 წელს ვარშავის აჯანყების მუზეუმის თავისუფლების პარკში ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებმა საზეიმოდ გახსნეს პოლონეთის ჯარში მომსახურე ქართველი ოფიცრებისადმი მიძღვნილი ძეგლი. ყოველთვის მადლიერებით სავსე ხსოვნით მოვიგონებთ მათ. ძვირფასო მეგობრებო, პოლონელები და ქართველები გამუდმებით ამჩნევენ ერთმანეთში და პატივს სცემენ თავისუფლებისადმი დიდ სიყვარულს. არაერთხელ გვიბრძვია „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის“. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ერთხელ მოპოვებული თავისუფლება არასდროს არის მარადი. როგორც ჩემი თანამემამულე, წინდა იოანე პავლე მეორე აღნიშნავდა, ადამიანს თავისუფლება აქვს მინიჭებული, მაგრამ ასევე აქვს „მიბარებული“, ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ მასზე და დავიცვათ ის სრული პასუხისმგებლობით. მიმაჩნია, რომ იგივე ეხება სახელმწიფოებსა და ერებს. სამწუხაროდ არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც მიაჩნიათ სრულიად სხვაგვარად და მოქმედებენ განსხვავებულად - ისინი საკუთარ თავისუფლებას განსაზღვრავენ დომინირებისა და სხვებისთვის თავისუფლების ძალადობით ჩამორთმევის ჭრილში. ეს იცოდა ასევე აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გმირული მისიის დროს, საქართველოზე რუსული არმიის შეტევის დაწყების შემდეგ აქვე ახლოს, პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოვიდა. მაშინ მან აღნიშნა: „პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩვენმა მეზობელებმა ჩრდილოეთიდან, ჩვენთვის ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდანაც, გვაჩვენეს სახე, რომელსაც ასეული წლებია ვიცნობთ. მათ მიაჩნიათ, რომ ირგვლივ მდებარე სახელწიფოები მათ დაქვემდებარებაში უნდა იყვნენ. ჩვენ ვამბობთ არას! ეს ქვეყანა არის რუსეთი. ამ ქვეყანას მიაჩნია, რომ სულ რაღაც 20 წლის წინ დაშლილი იმპერიის დაბრუნების დრო დადგა, რომ დომინაცია კვლავ გახდება ამ რეგიონის დამახასიათებელი ნიშანი. ვერ გახდება! ეს დრო ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა“. არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში რომელიმე სახელმწიფომ გააგრძელოს იმერიალისტური და აგრესიული პოლიტიკა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. იმისათვის, რომ ეს არ დავუშვათ, საჭიროა ვიზრუნოთ საერთაშორისო ინსტიტუტების განმტკიცებაზე და მოვითხოვოთ სახელმწიფოთაშორისი სოლიდარობა. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა წინ უნდა აღუდგეს იმპერიალისტურ მარშსს! ამიტომაც ვარ დღეს თქვენთან ერთად და მინდა ხმამაღლა გავიმეორო, რომ გაერთიანებულ ევროპაში და NATO-ში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის აღმოსავლეთი ევროპიდან: საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. განსაკუთრებით ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში უნდა შენარჩუნდეს NATO-ს „ღია კარის“ პოლიტიკა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლონეთისა და პოლონელების სახით გყქვთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ. ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რაოდენ დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეფორმები და რომ ევროკავშირამდე და NATO-მდე მიმავალი გზა არის რთული, ის ზოგჯერ დაუსრულებელიც კი გვეჩვენება. რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების მე–17 წლისთავი და ამ პერსპექტივიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სწორი გზა ხშირად მომდევნო მოსახვევად დადაიქეოდა ხოლმე, რომლის შემდეგაც საჭირო იყო ძალების ხელახლა მოკრეფა, რათა ფინიშამდე მივსულიყავით. თუმცა მერწმუნეთ, დროის გადმოსახედიდან დანახული ყოველი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ მოითხოვდა ღრმა რეფორმას, ნამდვილად ღირდა მცდელობას. ამიტომაც მოგიწოდებთ, როგორც თქვენი მეგობარი, გამოიჩინოთ დაჟინებულობა რეფორმების გზაზე, ასევე შეინარჩუნოთ ევროპული სტანდარტები პოლიტიკური ერთიანობის ჩამოყალიბებასა და პოლიტიკური დიალოგის პატივისცემაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპული კულტურა ეფუძნება ისეთი ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემას და რწმენას, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება და შეკრების უფლება. როდასაც ვსაუბრობთ საერთო ევროპის შესახებ, ასევე უნდა ვისაუბროთ ამ ღირებულებების შესახებ და ყველაფერი გავაკეთოთი იმისთვის, რომ ისინი დაცული იყოს კანონით და სახელმწიფო ორგანოების მიერ. ძვირფასო მეგობრებო, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, პატივისცემა და სოლიდარობა - ეს ის პრინციპებია, რომელიც ასევე ჩვენს უთიერთობებს ედება საფუძვლად. ქართველებო, გელით გაერთიეანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელიც გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე. როგორც საუკუნეების წინათ დაწერა დიდმა შოთა რუსთაველმა, „“ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

როგორ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ქვეყანაში - ფოტოკოლაჟი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, სხვადასხვა ქვეყანაში რიგი ღონისძიებებით აღინიშნება. საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით იმართება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი. ბრაზილიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავის პატივსაცემად ქართული დროშის ფერებითა და ეროვნული სიმბოლიკით განათდა წმინდა პავლეს ქალაქის მთავარ გამზირზე, „ავენიდა პაულისტაზე“ მდებარე განთქმული ცათამბჯენი - FIESP-ის შენობა. 26 მაისთან დაკავშირებით, უკრაინაში, საქართველოს დროშის ფერებით განათდა კიევის მერია. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის სამი ისტორიული ხიდი, ხოლო კაუნასში ძველი მერიის შენობა (რატუშა) და ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანი. პოლონეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ.ვროცლავის სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდა, ღონისძიების ფარგლებში ასევე შესრულდა საქართველოს ჰიმნი. პოლონეთი პირველი იყო ევროპის ქვეყნებს შორის, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზუსტად 12სთ -ზე მიულოცა. 21 მაისიდან 30 მაისამდე ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობა საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდება. მადრიდის მთავრ მოედანზე - „Plaza Mayor“-ზე, საქართველოს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული ცეკვის აკადემია "Georgia"-ს წარმოდგენა გაიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტორონტოს მერიამ პირველად საქართველოს დროშა აღმართა. მინკსის ცენტრში სავაჭრო ცენტრის მონიტორზე ტრიალებს საქართველოს საიმიჯო რგოლი.

კახა კუჭავა: საქართველომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ძალიან დიდი ფასი გაიღო

„ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გაიღო, ძალიან დიდია და თითოეულ ჩვენგანს გვავალდებულებს, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოსთვის თავგანწირული ჩვენი გმირები. პატივს მივაგებ საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. „ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებო, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებო, მივესალმები საპატიო სტუმარს, პოლონეთის პრეზიდენტს ბატონ ანჯეი დუდას, რომელიც უერთდება ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს, პატივცემულო ელჩებო, ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ვულოცავ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! განსაკუთრებულად მინდა მივულოცო იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს საქართველოს ერთგულების ფიცი დადეს და ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ. დარწმუნებული ვარ, თქვენ ღირსეულად ემსახურებით საქართველოს და ამაყად ატარებთ საქართველოს ჯარისკაცის საპატიო სახელს. ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გაიღო, ძალიან დიდია და თითოეულ ჩვენგანს გვავალდებულებს, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოსთვის თავგანწირული ჩვენი გმირები. პატივს მივაგებ საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. სიმბოლურია, რომ სწორედ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ქართულ მიწას მივაბარებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდს, დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს. ეს არის იმის დასტური, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვაფასებთ საქართველოს ერთგულ შვილებს. სახელმწიფოებრიობის აღდგენას არაერთი თაობის უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, მის შენარჩუნებას დღესაც არანაკლები შრომა და თავდადება სჭირდება იმისთვის, რომ განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ქართული სახელმწიფო. ჩვენი პოლიტიკური გუნდის არჩევანია მშვიდობიანი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, რათა რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ გამოწვევების დაძლევა და ქვეყნის შეუქცევადი განვითარება. სწორედ ამას ელოდება ჩვენგან ხალხი. ევროკავშირის მხრიდან საქართველო აღიარებულია როგორც ლიდერი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის. გვაქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობაზე. ეს არის რთული, უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი გზა. ეს გვავალდებულებს ყველას, მთელ საზოგადოებას, ხელისუფლებას და ოპოზიციას, ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს, ერთობლივი ძალისხმევით ვიაროთ მიზნისკენ, რომელიც გვაერთიანებს - ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს და გავხდეთ დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვანი წევრი. დარწმუნებული ვარ, ყველას გვეყოფა კეთილგონიერება და ქვეყნის ინტერესს დავაყენებთ ყველაფერზე მაღლა. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველო ვაქციოთ სტაბილურ, მშვიდობიან და წარმატებულ ქვეყნად, ლიდერად არა მხოლოდ რეგიონში. ამას ელოდებიან ჩვენგან ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ამის პოტენციალს ხედავენ ისინი საქართველოში. მინდა დღეს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც სჯერა საქართველოს სახელმწიფოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის და გვერდში გვიდგას ამ საქმეში. მათ შეუძლიათ გვიგულონ საიმედო და ერთგულ პარტნიორად. წარმატებული საგარეო დღის წესრიგის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ ოკუპაცია რჩება. საქართველომ აირჩია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა. მხოლოდ მშვიდობისა და შერიგების გზით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ნდობის აღდგენით მივაღწევთ მიზანს და მათთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში. დეოკუპაციის პროცესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ჩვენი რეგიონის სტაბილურობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თაობა შეძლებს და საქართველო სულ მალე გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი, ასრულდება ჩვენი სახელოვანი წინაპრების ოცნება, ეს გახლავთ ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

თავდაცვის მინისტრი: მინდა განსაკუთრებული პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს დამოუკიდებლობის მოპოვებას

„მსურს, განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე წვევამდელებს, რომლებიც სამხედრო ფიცის დადებით იმ განსაკუთრებლობის თანაზიარი გახდნენ, რასაც სამშობლოს დაცვა ჰქვია“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. „მინდა, განსაკუთრებული პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს დამოუკიდებლობის მოპოვებას, მის დაცვას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ქვეყნის წინაშე მათ დამსახურებას და მომავალ თაობებს მათი გმირობის მაგალითზე აღვზრდით. ჩვენ ვალია, გავაგრძელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი საყრდენის, თავდაცვის ძალების გაძლიერება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

დავით ზალკალიანი: დამოუკიდებელი საქართველო დემოკრატიისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზას ირჩევს

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - დაკარგული და მოპოვებული თავისუფლების ისტორია“, - ამ სათაურით გამოცემა „ევროაქტივი“ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სტატიას აქვეყნებს. სტატიაში მინისტრი აღნიშნავს, რომ 2021 წელი ერთგვარი ნიშანსვეტია, ვინაიდან დამოუკიდებლობის აღდგენის საიუბილეო თარიღთან ერთად, 2021 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 103-ე და საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლისთავიც აღინიშნება. ზალკალიანის თქმით, 1921 წელს საქართველომ პირველი კონსტიტუცია მიიღო და შემდგარ სახელმწიფოდ იქცა, და მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციამ ქვეყანას თავისუფლება დააკარგვინა, დამოუკიდებლობის სამმა წელმა ქართველ ერს წარსულის გააზრება, მომავლის გზის დასახვა და თავისუფლებისკენ სწრაფვა ასწავლა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებისა და შენარჩუნების გზა არ ყოფილა მარტივი. „საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ საფრთხეს უქმნის ჩრდილოელი მეზობელი, თუმცა დღეს საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც მხარს საერთაშორისო საზოგადოება უმაგრებს“. როგორც მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს უმთავრესი გამოწვევა ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა. ქვეყანა დღენიადაგ ისწრაფვის ევროპული ევროინტეგრაციისკენ და ამ გზაზე მან უკვე მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორია, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნასა და ევროკაშირის ერთიან ბაზარში ქვეყნის ინტეგრაციას ითვალისწინებს. ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბება საქართველოს ევროპული დღის წესრიგის მთავარი ელემენტია. სწორედ ამიტომ, საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის სტრატეგიის განხორციელებაში, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის პოზიციას გაამყარებს. ამ კუთხით, ზალკალიანი ყურადღებას ამახვილებს „ასოცირებული ტრიოს" დაფუძნებაზე, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის, აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებისა და რეგიონალური უსაფრთხოებისთვის სამი სახელმწიფოს: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ძალისხმევის გაერთიანებას გულისხმობს. როგორც მინისტრი აცხადებს, ევროპული ინტეგრაცია ახალ მნიშვნელობას იძენს იმ შესაძლებლობების კუთხით, რომლებსაც ის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილ საზოგადოებებს სთავაზობს. კერძოდ, ზალკალიანი აღნიშნავს, რომ ევროპაში ინტეგრაციის სიკეთეებით სარგებლობას ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები პირებიც შესძლებენ, რაც ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების გრძელვადიან მიზანს ემსახურება. თავის სტატიაში ზალკალიანი ევროატლანტიკური ოჯახისადმი საქართველოს ურყევ ერთგულებაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი გააჩნია. ამასთან, საქართველოს გამორჩეული წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში და NATO-ს ოპერაციებში მონაწილე ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე რიგით პირველი კონტრიბუტორია. საქართველო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. აღნიშნულ ფონზე, მინისტრის თქმით, საქართველო ალიანსისგან გადამწყვეტ პოლიტიკურ ნაბიჯებს ელის. „ისტორია ადასტურებს, რომ როდესაც საქართველო თავისუფალია და დამოუკიდებელი, ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის განმტკიცების გზას ირჩევს. ეს სწორედ ის გზაა, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მიიყვანს“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი. აღნიშნული ტექსტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

დავით ზალკალიანი: ბელარუსი ჟურნალისტის საქმეზე ევროკავშირის განცხადებას შევუერთდით

ბელარუსი ჟურნალისტის საქმეზე ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება. დაუყოვნებლივ მოვუწოდეთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც უკანონოდ იყო დაკავებული, გათავისუფლებულიყო. რა თქმა უნდა, ჩვენი განცხადება გულისმხობდა იმ ადამიანს, ვის გამოც დაბრუნდა თვითმფრინავი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბელარუსი ჟურნალისტის დაკავების კომენტირებისას. მინისტრის თქმით, საქართველო მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებასაც შეუერთდა. „რა თქმა უნდა, ჩვენ შევუერთდით ევროკავშირის განცხადებას, რომელიც მიიღეს ამ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც პირდაპირაა საუბარი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე და საქართველო არის თანამონაწილე და ჩვენ ამ განცხადების ხელმომწერი ვართ. ჩვენ ყველანაირად ვიქნებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების გვერდით იმისთვის, რომ ფუნდამენტური უფლება - ადამიანის უფლებები იყოს დაცული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.