ძებნის რეზულტატი:
მინსკში დაკავებული ჟურნალისტის ვიდეომიმართვა გავრცელდა
მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ვიდეო სამთავრობო ტელეარხმა გაავრცელა მას შემდეგ, რაც მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ პროტასევიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცხოური მედია აღნიშნავს, რომ დაკავებულ ჟურნალისტს სახეზე სისხლჩაქცევები აქვს. 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.
ევროკავშირი ბელარუსს 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო დახმარებას გაუყინავს
ევროკავშირმა ბელარუსისთვის გათვალისწინებული სამი მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი შეაჩერა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. "მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო და ეკონომიკური პაკეტი არსებობდეს, თუმცა იგი გაყინული დარჩება, ვიდრე ბელარუსი დემოკრატიული არ გახდება... ჩვენ ზეწოლას განვახორციელებთ რეჟიმზე, ვიდრე ის საბოლოოდ არ სცემს პატივს მედიისა და აზრის თავისუფლებას", – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა, სანქციები დაუწესოს Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმასთან დაკავშირებულ პირებს, ასევე ქვეყნის ხელისუფლების დამფინანსებელ კომპანიებს და ბელარუსის საავიაციო სექტორს. 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
ავტომანქანის სანომრე ნიშნების გაყალბების ფაქტზე ერთი ადამიანი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირმა ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა და სხვადასხვა დაინტერესებულ პირზე გაასაღა ავტომანქანის ყალბი სახელმწიფო სანომრე ნიშნები. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 23 ერთეული ავტომანქანის სარეგისტრაციო ყალბი ე.წ. ფასიანი სანომრე ნიშანი" - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.
ავსტრალია ავღანეთში საელჩოს ხურავს
ავსტრალია, 28 მაისს, ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში თავის საელჩოს დახურავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად, ავსტრალიის ხელისუფლება უსაფრთხოების არასტაბლურ გარემოს ასახელებს. როგორც ცნობილია, ავსტრალიელი დიპლომატები ავღანეთში რეგულარულ ვიზიტებს განახორციელებენ, თუმცა რეგიონის სხვა ქვეყანაში გაჩერდებიან. შესაბამისი განცხადება გამოაქვეყნეს პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიზ პეინმა. ”ჩვენ 2021 წლის 28 მაისს დავხურავთ ჩვენი საელჩოს შენობას. ავსტრალიის მოლოდინია, რომ ეს ღონისძიება დროებითი იქნება და ჩვენ გავაგრძელებთ ქაბულში მუდმივად ყოფნას, თუ გარემოება ამის საშუალებას მოგვცემს. ავსტრალია ავღანეთთან ორმხრივი ურთიერთობების მიმართ ერთგული რჩება და გავაგრძელებთ ავღანეთის სტაბილურობისა და განვითარების მხარდაჭერას სხვა ქვეყნებთან ერთად“, - აღნიშნულია განცხადებაში. ავსტრალიამ ქაბულში თავისი საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება ავღანეთიდან NATO-ს ძალების გაყვანის ფონზე მიიღო. როგორც BBC წერს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ავსტრალიამ ავღანეთში თავისი სამხედროების რაოდენობა 1 500-დან დაახლოებით 80-მდე შეამცირა.
ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თელ-ავივში ჩავიდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ბლინკენი ელოდება პროდუქტიულ შეხვედრებს იერუსალიმსა და რამლაში. „ჩვენ ვცდილობთ, ცეცლის შეწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევის ხელშეწყობას. განვიხილავთ დახმარების შესაძლებლობას, რომ ისრაელისა და პალესტინელების უფრო ნათელი მომავლისთვის საფუძველი შევქმნათ დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას 21 მაისს გავრცელდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში მას მერე განაცხადეს, რაც ისრაელსა და პალესტინურ ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის 11 დღიანი შეტაკებები ზავით დასრულდა. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავად ბლინკენიც დაადასტურა და მიკრობლოგ Tweeter-ზე დაწერა, რომ ელის რეგიონის ლიდერებთან შეხვედრას. ,,უახლოეს დღეებში ვიმოგზაურებ რეგიონში და ველოდები საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე ისრაელის, პალესტინისა და რეგიონის სხვა ლიდერებს", - წერდა ენტონი ბლინკენი.
ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა
24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. როგორც ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროპული საბჭო მკაცრად გმობს Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებას და ბელარუსის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტ რომან პრატასევიჩისა და მისი მეგობარი გოგონას, სოფია საპეგას დაკავებას. ევროპული საბჭო მოითხოვს, რომან პრატასევიჩისა და სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათი თავისუფლად გადაადგილების გარანტიას. მოუწოდებს სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, სასწრაფოდ გამოიძიოს უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი. ასევე, საბჭო გამოდის მოწოდებით, რაც შეიძლება მალე შეადგინონ ფიზიკური და იურიდიული პირების სია სანქციების დასაწესებლად. მოუწოდებს საბჭოს, შეიმუშაოს უფრო ღრმა მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები და იწვევს უმაღლეს წარმომადგენელს და კომისიას, რომ დაუყოვნებლივ წარადგინონ შეთავაზებები. ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდავებს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან. ასევე, მოუწოდებს საბჭოს, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენის ასაკრძალად და მათთვის ევროკავშირის აეროპორტებზე წვდომის შესაზღუდად. ევროპული საბჭო სოლიდარობას უცხადებს ლატვიას ლატვიელი დიპლომატების გაუმართლებელი გამოძევების გამო. 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რამან პრტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
ავსტრალიაში აფეთქების გამო ათასობით ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ავსტრალიის კუინზლენდის შტატში, ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ენერგოკომპანიები ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად მუშაობენ. დაახლოებით 250,000 მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, მაგრამ ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს ელექტროენერგია“, - განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ABC.-ს.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 354 ადამიანს დაუდასტურდა, 821 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 456 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 052 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 404 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 337 961 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 319 956, გარდაიცვალა 4 639 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 24 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.86%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.05%. ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევიდან, 669 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 114, იმერეთი - 184, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 43, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 129, კახეთი - 56, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 13 858, საიდანაც: 4 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 199, აჭარაში - 454, იმერეთში - 538. მძიმე პაციენტი: 892, მათ შორის, თბილისში - 416, აჭარაში - 105, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 227, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 14, იმერეთში - 16. 673 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 354 - თბილისში, 281- აჭარაში. 9 091 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 55, ხოლო აჭარაში - 33. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 759 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 360 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 998 პირი, აჭარაში - 1 916, იმერეთში - 1 707.
ჯო ბაიდენი ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს
Ryanair– ის კომერციული ფრენის იძულებითი გადამისამართება, ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის მოგზაურობა და ბელარუსიელი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დაპატიმრება, საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შეურაცხყოფაა. შეერთებული შტატები უკიდურესად გმობს მომხდარს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი. „ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი და ვიდეოჩანაწერი, რომელიც, როგორც ჩანს, პროტასევიჩზე ზეწოლის შედეგია, სამარცხვინო თავდასხმაა როგორც განსხვავებულ პოლიტიკურ აზრზე, ისე პრესის თავისუფლებაზე. აშშ უერთდება რამან პრატასევიჩის და ლუკაშენკოს რეჟიმის ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოწოდებას. ჯო ბაიდენი ასევე მხარს უერთდება საქმის გარემოებების დასადგენად საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნას და მიესალმება ევროკავშირის განზრახვას სანქციების ამოქმედების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ გუნდს სთხოვა ევროკავშირთან და სხვა მოკავშირეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშაონ დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლო ვარიანტები. „თვეების განმავლობაში ბელორუსის ხალხმა თავისი ხმა გააჟღერა და ითხოვდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და ძირითადი თავისუფლებების შენარჩუნებას. მივესალმები ბელარუსიელების გამბედაობასა და მიზანდასახულობას, რომლებიც იბრძვიან ძირითადი უფლებებისთვის, მათ შორის არიან ჟურნალისტები, როგორიცაა რამან პრატასევიჩი და ოპოზიციის ლიდერები, როგორიც არიან სვეტლანა ტიხანოვსკაია და მისი მეუღლე. შეერთებული შტატები გააგრძელებს ბელორუსიელი ხალხის გვერდით დგომას ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
ევროკავშირი: ვგმობთ რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი მხარდაჭერას
ევროპულმა საბჭომ ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ რუსეთთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „ვგმობთ რუსეთის უკანონო, პროვოკაციულ და მავნებლურ ქმედებებს ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ და მის ფარგლებს გარეთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის ერთიანობასა და სოლიდარობას ამგვარი ქმედებების წინაშე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროპული საბჭო ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიას მიმართავს, რომ 2021 წლის ივნისის სამიტის სულისკვეთების გათვალისწინებით წარადგინოს ანგარიში ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობების პოლიტიკის ვარიანტებთან დაკავშირებით.
Air France-ი ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს დროებით აჩერებს
ჰოლანდიური ავიაგადამზიდი Air France-ი ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს დროებით აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა,ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ, ევროპის ავიაკომპანიებს მიმართა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცე არ გამოიყენონ. "Air France-მა გაითვალისწინა ევროპული საბჭოს დასკვნები და, შესაბამისად, აჩერებს ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებას. შემდგომი შეტყობინების მიღებამდე", - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში კომპანიის განცხადებით, თვითმფრინავები, რომლებიც უკვე ჰაერში იმყოფებიან, ფრენის გეგმას შეცვლიან. ცნობისთვის, 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
უკრაინა ბელარუსთან ავიამიმოსვლას წყვეტს
უკრაინა ბელარუსთან ავიამიმოსვლას 26 მაისის, 00:00 საათიდან წყვეტს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის ავიაკომპანიებსა და თვითმფრინავებს ბელორუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში ფრენა ეკრძალებათ. "Ryanair– ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დარღვევაა. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ფრენების და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას დაავალა, უკრაინასა და ბელორუსს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მოემზადებინათ. ცნობისთვის, 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესის მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს. მისი შეფასებით, პროცესი დაჩქარდა და გადავიდა შეფასების ეტაპზე, რომელშიც მონაწილეობას არ მიიღებს. ნაზი ჯანეზაშვილი ითხოვს, შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დონეზე, ასევე, მოსამართლეთა კონფერენციამ არ აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დეკემბრის შემდეგ მიმდინარეობს. კარლ ჰარცელი: უზენაესის მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნებზე: საჭიროა დაპაუზება, მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ 22 მაისს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს აპარატის უფროსმა, ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს. ტექსტი მედიაში არაოფიციალურად გავრცელდა, რომლის მიხედვითაც დიპლომატებმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესის შეჩერება მოითხოვეს. პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ელჩების საპასუხო წერილში წერს, რომ პარლამენტი უფლებამოსილი არაა, გადაავადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში დანიშვნები არ შეჩერდება. პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატებს ამცნობს, რომ მომავალ კვირას იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სასამართლო რეფორმაზე მუშაობის დასაგეგმად, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა პარტიის წარმომადგენლობა. აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, დანიშვნის პროცედურა, იქნება ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუ უზენაესი სასამართლო, არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით პროცესი ნაჩქარევად არ წარიმართოს. ივნისის ბოლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 არამოსამართლე წევრს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავასა და ნაზი ჯანეზაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. კიდევ ერთ არამოსამართლე წევრ შოთა ქადაგიძეს ვადა მარტის ბოლოს ამოეწურა. შესაბამისად, პარლამენტს 15 წევრისგან დაკომპლექტებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრი ჰყავს დასანიშნი. არამოსამართლე წევრების გარდა, ივნისის ბოლოს ვადა ასევე ეწურებათ საბჭოს მოსამართლე წევრებს: დიმიტრი გვრიტიშვილს, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძესა და ირაკლი შენგელიას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენცია 26 მაისს დაინიშნა.
საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის
საქართველო სახმელეთო საზღვრებს პირველი ივნისიდან ხსნის. ეს გადაწყვეტილება შეეხებათ მათ, ვინც ვაქცინაციის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შესახებ დოკუმენტს წარადგენს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. „პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR-ტესტი. ამასთან, არის რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან უნდა ჰქონდეს ჯანმრეთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ ხარჯებსაც“, - უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ. ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება კანდა, იაპონია, ქუეითი, ჩინეთი, სმხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი.
კვების ობიექტები სტუმრებს შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღებენ
კვების ობიექტებს საშუალება ექნებათ სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილაბა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. "გასულ კვირას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვემსუბუქნებინა კვების ობიექტებთან მიმართებით შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები. კერძოდ, კვების ობიექტებს აქვთ საშუალება, მთელი საქართველოს მასშტაბით, შაბათ-კვირას სტუმრები მიიღონ მხოლოდ ღია სივრცეში. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
აზერბაიჯანში, გარე სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
აზერბაიჯანში გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება 31 მაისიდან იხსნება. 31 მაისიდან ასევე აღდგება ტრანსპორტის გადაადგილება აზერბაიჯანის რეგიონებს შორის. 10 ივნისიდან კი დიდი სავაჭრო ცენტრები და სპორტული დარბაზები გაიხსნება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემით, აზერბაიჯანში სრულად ვაქცინირებულია 8.51%. (852,593) დაფიქსირდა 156 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 7.
დღევანდელი სტატისტიკით, 60%-ის ასაცრელად ორი წელი დაგვჭირდება - ივანე ჩხაიძე
დღევანდელი სტატისტიკით, 60%-ის აცრას ვერ მივაღწევთ, მართლაც ორი წელი დაგვჭირდება, მაგრამ თუ მასიური იმუნიზაციის დროს 15 000 ვაქცინირებული მივიღეთ, ამას სჭირდება ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკის გათვალისწინება, როდესაც ღია/დახურულ სივრცეებში ატარებენ ვაქცინაციას. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა. „კოლექტიური, პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად ქვეყანას უნდა შეეძლოს დიდი ვაქცინების შეთავაზება. მილიონობით ვაქცინა გვჭირდება მასობრივი იმუნიზაციისთვის. დღეს შეზღუდვა გვაქვს როგორც ასაკობრივი, ასევე რაოდენობრივი. ამიტომ, დღეს ამაზე ლაპარაკი ადრეა. მაგრამ თუ ჩვენ გვექნება ზაფხულში ეს რაოდენობა, ყოველდღიურად 15 000 ადამიანამდე უნდა აიცრას. ეს ნიშნავს, რომ ორ თვეში ავცრით ერთ მილიონ მოსახლეობას. დღევანდელი სტატისტიკით, 60%-ის აცრას ვერ მივაღწევთ, მართლაც ორი წელი დაგვჭირდება, მაგრამ თუ მასიური იმუნიზაციის დროს 15 000 ვაქცინირებული მივიღეთ, ამას სჭირდება ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკის გათვალისწინება, როდესაც ღია/დახურულ სივრცეებში ატარებენ ვაქცინაციას. უნდა გაორმაგდეს იმ დაწესებულებების რაოდენობა, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება. ეს საკითხი განხილულია, ძალიან დიდი მარაგი გვაქვს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების სახით, რადგან ბავშვების ვაქცინაცია ამ რგოლში ტარდება და ეს ექიმები სრულიად მზად არიან. მათი გამოყენება მასიური ვაქცინაციის დროს გადამწყვეტი იქნება, რომ 60%-იან ზღვარს მივაღწიოთ“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 17000-მდე ადამიანი. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 354 ადამიანს დაუდასტურდა, 821 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 ინფიცირებული გარდაიცვალა. შემთხვევათა მაღალი მაჩვენებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა იმით ახსნა, რომ მონაცემს შაბათ-კვირის სტატისტიკა ემატება, რომელიც მანამდე არ აღირიცხება.
აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს $25,000 დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა
აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს $25,000 დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. ამერიკის საელჩოს ცნობით, დახმარებით ონის სამედიცინო დაწესებულება უკეთ შეძლებს COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვას, ვინაიდან პაციენტებს, შორ მანძილზე, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გაგზავნის ნაცვლად, ადგილობრივად უმკურნალებს. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში რეგიონულ სამედიცინო ცენტრს, რომელიც საქართველოში საავადმყოფოთა ყველაზე დიდი ქსელია, უკვე $100,000 დოლარამდე ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ამ დახმარების მიზანი COVID-19 პანდემიისას ცენტრის მიერ მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ეს დახმარება აშშ-ის ევროპული სარდლობის ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანსაც მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდებაში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა წარმოადგენს.
რომელმა ქვეყნებმა და ავიაკომპანიებმა შეწყვიტეს ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა
23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. აღნიშნულის გამო, ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპელმა ლიდერებმა ბელარუსის საჰაერო სიფრცეში საერთაშორისო ფრენების აკრძალვა მოითხოვეს. პროტესტის ნიშნად ევროპის რამდენიმე ავიაკომპანიამ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები შეწყვიტა. ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები შეწყვიტა, ლატვიის ავიაკომპანია AirBaltic-ი იყო. როგორც ცნობილია, თბილისსა და ოდესაში დაგეგმილი რეისების მარშრუტი კომპანიაში უკვე შეცვალეს და ის ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის გარეშე შესრულდება. ავიაკომპანია, რომელმაც ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს არის გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ც. ამის შესახებ თავად კომპანიამ განაცხადა. Lufthansa-ს გარდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები დროებით შეაჩერა ჰოლანდიურმა ავიაგადამზიდმა Air France-მა. ცნობილი ხდება, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარს ამბობენ Wizz Air-ი და Austrian Airlines-ი. ავიაკომპანია Austrian Airlines-მა დაგეგმილი რეისები შეცვალა, რადგან ბელორუსის საჰაერო სივრცე არ გამოიყენოს. ბელარუსულმა ავიაკომპანია Belavia-მ ლონდონსა და პარიზში ოქტომბრის ბოლომდე რეისები გააუქმა. კომპანიის განმარტებით, რეისების გაუქმების გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობების მიერ Belavia-სთვის რეისების შესრულების აკრძალვის გამო მიიღეს. ამასთანავე, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ იმ თვითმფრინავების მიღება აკრძალა, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვეთენ. მათ შორის არის ლიეტუვა. გარდა შემოსვლისა, ლიეტუვის აეროპორტებიდან იმ თვითმფრინავებსაც აეკრძალა გაფრენა, რომლებსაც ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აქვთ დაგეგმილი. გარდა ფრენების აკრძალვისა, ლიეტუვამ ბელარუსში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ ქვეყანა. ამასთანავე, დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის ავიაკომპანიებს დიდ ბრიტანეთში ფრენების განხორციელების ნებართვა შეუჩერა. 26 მაისიდან, ბელარუსთან ავიამიმოსვლა აკრძალა უკრაინამაც. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის ავიაკომპანიებსა და თვითმფრინავებს ბელორუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში ფრენა ეკრძალებათ. Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაეშვების გამო, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში ბაზირებულ ავიაკომპანიებს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან.
საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა
26 მაისს, საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ანდჟეი დუდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა. ის ამ დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტსაც დაესწრება. 27 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. ამავე დღეს, პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდება.