ძებნის რეზულტატი:
ნათია თურნავა: ტურისტებისთვის საზღვრების ეტაპობრივი გახსნა მყისიერად აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე
ის ფაქტი, რომ ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ეპიდვითარების კონტრლით, ვხსნით საზღვრებს საერთაშორისო ტურისტებისთვის, ეს მყისიერად აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო რომელიც ჩამოყალიბდა, როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა, ელის ტურისტებს. „ტურიზმის ზრდა გავლენას ახდენს ლარის კურსის დასტაბილურებაზე, რასაც ახლა ვხედავთ. რაზეც ზემოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი და პირველ რიგში ტურისტების მიერ შემოტანილი სავალუტო შემოსავლები და ასევე დადებითი მოლოდინები, რასაც ეს ფაქტი ქმნის. 1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ, ტურისტების რაოდენობა უფრო გაიზრდება, - განაცხადა თურნავამ. საქართველო სახმელეთო საზღვრებს პირველი ივნისიდან ხსნის. ეს გადაწყვეტილება შეეხებათ მათ, ვინც ვაქცინაციის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შესახებ დოკუმენტს წარადგენს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
ამირან გამყრელიძე გარე სივრცეებში პირბადის შესაძლო მოხსნაზე: მოსახლეობის სულ მცირე 20% უნდა იყოს აცრილი
„გარე სივრცეებში პირბადის მოხსნაზე რომ ვიზრუნოთ, მოსახლეობის სულ მცირე 20% უნდა იყოს აცრილი“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. დღევანდელი სტატისტიკით, 60%-ის ასაცრელად ორი წელი დაგვჭირდება - ივანე ჩხაიძე „ივნისის შუა რიცხვებში, 60-70 ათასი ორჯერადად აცრილი ადამიანი გვეყოლება და ეს საკითხი უფრო აქტუალურად დადგება. შრომის ინსპექცია ასევე მუშაობს ე.წ. მწვანე კორიდორებზე, რესტორნებში მწვანე სივრცეებზე, სადაც ორჯერადად აცრილ ადამიანს თავისუფლად ყოფნა შეეძლებათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 17000-მდე ადამიანი. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 354 ადამიანს დაუდასტურდა, 821 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 ინფიცირებული გარდაიცვალა. შემთხვევათა მაღალი მაჩვენებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა იმით ახსნა, რომ მონაცემს შაბათ-კვირის სტატისტიკა ემატება, რომელიც მანამდე არ აღირიცხება. Astrazeneca-ს და Sinopharm-ის ვაქცინების დამატებით დოზებს საქართველო ივნისში მიიღებს საქართველოში ვაქცინაცია Oxford/Astrazeneca-ს პროდუქციით 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ვაქცინაცია ასევე მიმდინარეობს Pfizer-ით, Sinopharm-ით და Sinovac-ით.
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პოზიციები დიპლომატებმაც დააფიქსირეს
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს. გამოხატვის თავისუფლება და ამ შეშფოთების გამოთქმის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაუთმოს დრო ამ შეშფოთების მოსმენას და იმუშაოს გადაწყვეტისთვის. მთავრობამ უნდა დააბალანსოს ეს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დიფერენციაციასთან მიმართებით, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიის გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ უწევდეთ ბევრის გადახდა ელექტროენერგიისთვის. ეს რთული ბალანსია, თუმცა, უმთავრესია საზოგადოების შეშფოთების მოსმენა და მათი ჩართვა ამ ენერგოპროექტების განვითარებაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა 24 მაისს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „მთავრობამ უნდა დააბალანსოს ეს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დიფერენციაციასთან მიმართებით, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიის გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ უწევდეთ ბევრის გადახდა ელექტროენერგიისთვის.“ - კელი დეგნანი ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი კი დიალოგისკენ მიუთითებს. მისი თქმით, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და საფუძვლიანი შეფასება, თუ რა დგას საფრთხის წინაშე. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით აუდიტი უნდა ჩატარდეს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, ხელისულებამ უნდა დაასაბუთოს, რატომ არის ამ ჰესის აშენება ქვეყნისთვის მომგებიანი. ენერგეტიკის ექსპერტი: როგორ შეიძლება ჰესის ტექნიკური ნაგებობის მაღალი დონის ექსპერტიზა არ ჩატარდეს?! ნათია თურნავა: კომპანია არ დაიწყებს ,,ნამახვან ჰესის" ძირითადი ნაგებობების მშენებლობას, ვიდრე რამდენიმე კვლევას არ ჩავატარებთ ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი: ნამახვანჰესის უსაფრთხოდ აშენებას 2 მილიარდი დოლარი სჭირდებოდა, ახლა კი 750 მილიონ დოლარად აშენებენ „ჩვენ გვაქვს ამ ჰესთან დაკავშირებით 2 საკითხი, პირველი არის უსაფრთხოების საკითხი. ეს ეხება უსაფრთხოებას, როგორც ბუნების დაცვის თვალსაზრისით და ასევე, ზოგადად, უსაფრთხოებას. მეორე საკითხი არის ეკონომიკური. რაც შეეხება ბუნების დაცვას და ზოგადად, უსაფრთხოების საკითხს, არსებობს სტანდარტიზირებული, სერტიფიცირებული ორგანიზაციები, რომლებიც აკეთებენ ასეთ ჰესებთან დაკავშირებით კვლევას და აუდიტს. ვვარაუდობ, რომ ასეთი აუდიტი აუცილებლად უნდა იყოს დადებული ამ პროექტთან დაკავშირებით. მაგალითად, არის ევროკავშირის სერთიფიცირებული ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობით მუშაობენ, ასეთი ორგანიზაციების მიერ კვლევები უკვე უნდა იყოს გაკეთებული. ვერც დავიჯერებ იმას, რომ ისეთი რეპუტაციის მქონე კომპანიას, როგორიც არის „ენკა“, ასეთი მსხვილი მსხვილი პროექტის მსგავსი კვლევა არ აქვს გაკეთებული. გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით გაკეთებული აუდიტი უნდა იყოს შემადგენელი ნაწილი ამ დოკუმენტაციის, სხვანაირად წარმოიდგინეთ, ვერც სესხს აიღებ საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტში, თუ ასეთი საბუთი არ არსებობს და ვერც ისეთი კომპანია წავა ასეთ რისკზე, როგორიც „ენკაა“. ეს საბუთი უნდა არსებობდეს. თუ ეს საბუთი არ არსებობს, დიდი პრობლემაა. რატომ არ ხდება ამის კომუნიკაცია ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ჯგუფებისთვის, ჩემთვის გაურკვეველია. მეორე საკითხი არის ეკონომიკური დასაბუთება, რა მოაქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის, რისთვის არის საჭირო. ეს არის ურთულესი საკითხი და აღიშნულთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა აზრი უნდა გვქონდეს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. „ხელისუფლება დიალოგისთვის მზადაა. კონკრეტული საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „კონკრეტული საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის. რა თქმა უნდა, დიალოგი, კომუნიკაცია თავად პროექტს და ენერგეტიკის დარგზე საუბარს არ უნდა გადასცდეს და რადიკალიზმში არ უნდა გადავიდეს. შექმნილია კარგი, ძალიან საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს, ექსპერტების თანდასწრებით უნდა განიხილებოდეს. ნებისმიერი შტო ჩვენი ხელისუფლების მზადაა, რომ საქმიანად კონკრეტულ ჯგუფებში, ექსპერტებთან ნებისმიერი საკითხი განიხილოს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაჭირდება ქუჩაში ბლოკირებით, პარალიზებით და ა.შ.“, - განაცხადა ნათია თურანავამ. ჰესის საწინააღმდეგო აქცია და პიკეტი დღეს ისევ არის დაგეგმილი. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოქალაქეებს, სამოქალაქო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, არ შეუერთდნენ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პროტესტს. გიგა ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის გზავნილები ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინააღმდეგოა. „ეს არ ეხება ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა აქვს სწორედ ამ განწყობილებებს, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს, მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, რომ აი, იცი, ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს, ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, თავისუფალი ეკონომიკა, კერძო საკუთრება ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორებისათვის, ღირსეული ატმოსფერო ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისათვის და დიახ, ცალკე აღებული, ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენ მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ენერგია და განვითარდეს ეკონომიკა. ეს არის რეალობა და არავინ არ უნდა აყვეს ცდუნებას, ამ მომენტში საზოგადოების ნაწილის განწყობილებების გამო, ქვეყნის მომავალი დააყენოს ეჭვის ქვეშ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პარლამენტს საკომიტეტო მოსმენის გამართვის ინიციატივით მიმართავს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სწორედ საკომიტეტო მოსმენაზე გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა, ასევე პროტესტის მონაწილეებმა უნდა გასცენ დეპუტატების კითხვებს პასუხები. "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა "რუსთაველის მეტროს" მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა გუშინ განაცხადა, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ირაკლი ღარიბაშვილი: ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი „ვიკრებთ ძალებს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, რაოდენობრივად ვიზრდებით და ვფიქრობთ, ეს ზრდა გაგრძელდება, ჩვენ ვრჩებით, როგორც გუშინ დავრჩით, „რესპუბლიკის მოედანზე“ და ვკეტავთ აქაურობას. ხვალ, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დედაქალაქის მოსახლეობას, ეს პროცესი გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ შედეგს. როგორც არ უნდა დავიღალოთ, მთავარია, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, ლოკაციებს, რომლის პიკეტირებასაც დღეს აპირებენ, სპეციალურად არ ასახელებენ. არასამთავრობოების პოზიცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ნამახვან-ჰესის მშენებლობის შეჩერებას უჭერენ მხარს. EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძე განმარტავს, რომ მსგავსი ობიექტის მშენებლობისას მნიშვნელოვანია ორი რამ: შინაარსი და ხალხის ჩართულობა: შინაარსი ,ანუ დასაბუთება, მეცნიერული გათვლა, შეიძლება თუ არა მშენებლობა. რაც შეეხება განხილვის პროცესს, რომელშიც ყველა უნდა მონაწილეობდეს, ვხედავთ, რომ ესეც დარღვეულია“. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 333 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქვედა ნამახვანის ჰესის მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს. ჰესის პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შარშან თებერვალში მიიღო.
სრულად ვაქცინირებული ტურისტები, საქართველოში მოგზაურობას შეზღუდვების გარეშე შეძლებენ
მთელი მსოფლიოს მასშტაბით სრულად ვაქცინირებული ტურისტები, საქართველოში მოგზაურობას შეზღუდვების გარეშე შეძლებენ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს ბიძგს მისცემს საქართველოს შიდა ავიაციის გაძლიერებას. "ჩვენ ძალიან პროაქტიურად განვაგრძობთ მოლაპარაკებას პარტნიორ ავიაკომპანიებთან. იმ ავიაკომპანიებთან, რომლებიც COVID-19-მდე ოპერირებდნენ ჩვენს ქვეყანაში. უნდა ვიზრუნოთ, რომ სწრაფად დაბრუნდნენ ჩვენს ავიაბაზარზე, იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენს სტრატეგიულ სამიზნე ბაზრებზე. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას. ასევე, ტურიზმის სექტორში ჩართულ პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულ ინდუსტრიებს", - განაცხადა ქვრივიშვილმა. ცნობისთვის, საქართველო სახმელეთო საზღვრებს პირველი ივნისიდან ხსნის.
შს მინისტრმა და აშშ-ის საელჩოს FBI-ის ატაშემ კიბერდანაშაულისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივ ღონისძიებებზე ისაუბრეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ს) ატაშესთან - ჰეზერ ბერგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეტა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, ასევე, კიბერდანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით ჩატარებულ ერთობლივ ღონისძიებებზე ისაუბრეს. "შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის. ვახტანგ გომელაურმა ატაშეს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მისი ხელშეწყობით კიდევ უფრო გაღრმავდება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართა
საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება. ღონისძიების გეგმით გათვალისწინებული სცენარის ბოლო დეტალები გენერალურ რეპეტიციაზე საბოლოოდ შეჯერდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „26 მაისს თავისუფლების მოედანზე საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტები, სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან. დღეს კი, რეკრუტების ფიცის დადების რეპეტიციის პარალელურად საქართველოს ისტორიით, კულტურითა და საბრძოლო დიდებით გამორჩეული კუთხეებიდან თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორებზე ფიცის დადების რეპეტიციაც გაიმართა. გენერალურ რეპეტიციაზე კოლოფებად მოწყობილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობების, ქვედანაყოფებისა და სამხედრო სასწავლებლების სამხედრო მოსამსახურეები, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) სამხედრო მოსამსახურეები და აშშ-ის არმიისა და საზღვაო ქვეითთა ინსტრუქტორები. თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იყო ქართული სამხედრო წარმოების ჯავშანტექნიკა „დიდგორის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია, ასევე თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტრანსპორტიორები და საარტილერიო დანადგარები. გენერალური რეპეტიცია თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების კუთვნილი ახლადმოდერნიზებული სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაფრენით დასრულდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წელს საქართველო ეროვნულ დღესასწაულს მოკრძალებულად ხვდება. შესაბამისად, წინა წლებისგან განსხვავებით თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე არ გაიმართება სახალხო სეირნობა და სხვადასხვა სახის გამოფენა. მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნახვის შესაძლებლობა პირდაპირი ეთერის საშუალებით ექნებათ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 26 მაისს, თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჯავშანტექნიკა, ღონისძიება სუ 25-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით დაიხურება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს სამხედრო ფიცის დადების ღონისძიებები გაიმართება სვანეთში და ფარავნის ტბაზე - ფოკასთან. ასევე, ფიცის დადების ცერემონია გაიმართება მცხეთაში, თბილისში, აჭარაში და კახეთში - ნეკრესთან. თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსის გამო ხვალინდელი ღონისძიება მოკრძალებული იქნება. „დღეს თავდაცვის ძალების დანაყოფები გადიან გენერალურ რეპეტიციას 26 მაისთან დაკავშირებით. მინდა წინასწარ მივულოცო მთელ საქართველოს 26 მაისი და განსაკუთრებით თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას, რადგან თავდაცვის ძალები სწორედ ის დანაყოფია, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას უზრუნველყოფს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხვალ 247 რეკრუტი დადებს ფიცს საზეიმო ვითარებაში. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს ძალიან მოკრძალებულად არის წარმოდგენილი 26 მაისის ღონისძიება. თუმცა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჯავშანტექნიკა, ასევე ღონისძიება დაიხურება სუ-25-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით“, - განაცხადა გოგოჭურმა. ხვალინდელი ღონისძიებები პირდაპირი ეთერით გადაიცემა. 14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიება გაიმართება, რომელიც სამხედრო წესით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში. 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ვლადიმერ ჩაჩიბაია: გთხოვთ, 26 მაისს ტაშით გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ჩვენი ჯარისკაცების მიმართ
„ავღანეთიდან ჯარების გამოყვანით დასრულდება ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი 20 -წლიანი ომი, რომელშიც საქართველო 2004 წლიდან მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ჩვენი ქვეყნის 22 175 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთის სხვადასხვა მისიის ფარგლებში მონაწილეობდა და დღემდე მონაწილეობს საბრძოლო ოპერაციებში. მათ შორის 32 მებრძოლი გმირულად დაეცა და 302 დაიჭრა ბრძოლის ველზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა. მის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველომ ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში მხარდაჭერა აღმოუჩინა საერთაშორის თანამეგობრობას არა მხოლოდ თეორიულად, ასევე პრაქტიკულად. ჩვენს სამხედროებს უწევდათ ავღანეთის ყველაზე რთულ რეგიონებში, ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულება. მთელი ომის განმავლობაში ჩვენი ბიჭები მოქმედებდნენ ჰელმანდის, ბალჰის, ფარვანის პროვინციებში და ქალაქ ქაბულში. ჩვენი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი აღიარებულია პარტნიორების მიერ სწორედ ამიტომ მტკიცე მხარდაჭერის მისიის სარდლობა საკუთარ უსაფრთხოებას ქართველ ჯარისკაცებს ანდობდა. საქართველომ პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება და პარტნიორებთან შეთანხმებით დაიწყო თავდაცვის ძალების ავღანეთიდან გამოყვანის პროცესი. დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა და დანარჩენი ქვედანაყოფებიც ეტაპობრივად დაბრუნდებიან თავიანთი დისლოკაციის ადგილებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ მისიის ფარგლებში დაღუპულ მებრძოლებსა და ქედს ვიხრით დაშავებული სამხედროების წინაშე. დიდ მადლობას ვუხდით ყველა სამხედრო მოსამსახურეს მიუხედავად მაღალი რისკებისა და საფრთხეებისა, მათ პირნათლად მოიხადეს მხედრული ვალი და ბოლომდე ერთგულნი დარჩნენ იმ ფიცისა, რომელიც დადეს ღვთისა და ქვეყნის წინაშე. აქვე მინდა გითხრათ, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდები აორგანიზებენ ტაშის აქციას და გთხოვთ ტაშით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა ჩვენი ჯარისკაცების მიმართ“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართა
კანადაში, ნიაგარის ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება
კანადაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და შემზღუდავი ზომების გათვალისწინებით, წელს ვერ ხერხდება ოტავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფიზიკური მიღების გამართვა, ამიტომ, საელჩომ, კანადელ პარტნიორებთან ერთად, დაგეგმა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც კანადაში საქართველოს ეროვნული დღის ღირსეულად აღნიშვნის საშუალებას მოგვცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას კანადაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, 26 მაისს, ოტავას დროით საღამოს 9:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა, ნიაგარის ჩანჩქერი, პირველად, ქართული დროშის ფერებში განათდება. „კანადის მხარის ეს გადაწყვეტილება ემყარება ჩვენს საელჩოსა და ნიაგარის რეგიონს შორის ჩამოყალიბებულ ახლო საქმიან ურთიერთობებს. 2019 წელს დავიწყეთ თანამშრომლობა ნიაგარის კოლეჯის ღვინის ინსტიტუტთან: ინსტიტუტის უნიკალურ საცდელ ვენახს გასულ წლებში საფერავისა და ჩინურის ჯიშის ვაზი დაემატა. ინსტიტუტს საჩუქრად შევუძინეთ ქართული ქვევრი, რომლის მეშვეობითაც კანადელი სტუდენტები პრაქტიკულად შეისწავლიან ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს. წელს დაგეგმილი იყო ღვინის ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დიდი ჯგუფის საქართველოში ვიზიტი, რომელიც კანადაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთანავე შედგება“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. ნიაგარის ჩანჩქერის საქართველოს დროშის ფერებში განათებას საელჩო თავის Facebook-ის გვერდზე პირდაპირი ჩართვის მეშვეობით გააშუქებს. 26 მაისს, კანადის დედაქალაქის ოტავას მერიის წინ საზეიმოდ აღიმართება საქართველოს დროშა; 25 მაისს, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია პირველად გაიმართება კანადის ყველაზე დიდ ქალაქში - ტორონტოში. დროშა ტორონტოს მერიის თავზე აიწევა; 1 ივნისს ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ვიქტორიაში არსებული „აფხაზის ბოტანიკური ბაღის“ დამაარსებლის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი ქართველი მოღვაწის, კოტე აფხაზის შვილის, ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული ჩოხა. ამ ჩოხის ასლი საელჩომ საკუთარი სახსრებით დაამზადებინა ქართულ კომპანიას „სამოსელი პირველი“. გამოფენა 25 მაისს უნდა გახსნილიყო, თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ივნისის დასაწყისისთვის გადაიდო.
ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მდებარე ჰეიდარ ალიევის ცენტრის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც მედია იუწყება, ეს აქტივობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. როგორც ცნობილია, საქართველოს დროშის ფერებში განათდება კანადაში, ნიაგარის ჩანჩქერი.
ენტონი ბლინკენი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. როგორც ისრაელის მედია იტყობინება, ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტსა და სახელმწიფ მდივანს მხარდაჭერსთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს, ისრაელი მძლავრ პასუხს გასცემს ამას. „განვიხილეთ, როგორ გავაუმჯობესოთ ღაზაში პალესტინელების ცხოვრება, მათ შორის ჩვენი ორი სამხედროს ცხედრის დაბრუნება. რაც შეეხება პალესტინელებთან მშვიდობას, პრეზიდენტი ბაიდენი აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ მშვიდობა არ დადგება, ვიდრე ისრაელს დამოუკიდებელ ებრაელურ სახელმწიფოდ არ აღიარებენ. ეს კონფლიქტის გადაჭრის გასაღებია“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, თავისი თავი დაიცვას. ბლინკენის თქმითვე, თეთრი სახლი ლიდერმა ახლო აღმოსავლეთში ჩასვლა მას რამდენიმე მიზეზის გამო სთხოვა. ,,პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა დღეს აქ ჩამოსვლა ოთხი მიზეზის გამო. პირველი, იმის დემონსტრირებაა, რომ ამერიკის ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისადმი, დაიწყონ მუშაობა მეტი სტაბილურობისკენ და დაძაბულობის შესამცირებლად დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში; ღაზას გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების მხარდაჭერა პალესტინელი ხალხის სასარგებლოდ და გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობების აღდგენა პალესტინის ხალხთან და პალესტინის ხელისუფლებასთან”, - განაცხადა ბლინკენმა. პრესკონფერენციის დაწყებამდე გამართულ დახურულ შეხვედრაზე პრემიერ მინისტრმა და სახელმწიფო მდივანმა განიხილეს ირანის საკითხიც. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თელ-ავივში ჩავიდა.
ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ორჯერადად აცრილების ნაწილს კოვიდ–სერთფიკატები გადასცა
"დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ორჯერადად აცრილებს, რამდენიმე ათეულ ადამიანს მივეცით კოვიდ-სერთიფიკატი", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სერთიფიკატს ის დაწესებულება გასცემს, სადაც კონკრეტული პირები აიცრებიან. "კოვიდ სერთიფიკატზე" დატანილია შესაბამისი QR კოდი, რომელზეც ნაჩვენებია თუ რომელ რიცხვში არის აცრილი პირი. ამას გარდა, QR კოდზე ნაჩვენებია, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს თუ არა პირს კორონავირუსი და ბოლოს როდის აქვს გაკეთებული PCR ტესტი. "ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ორჯერადად აცრილებს, რამდენიმე ათეულს მივეცით ეს სერთიფიკატი. ეს სერთიფიკატი გამოიყურება ასე, რომ არის იმუნიზაციის ბაზიდან, ვინც ორჯერადად აცრილია, შესაბამისმა დაწესებულებამ, სადაც აიცრა, შეუძლიათ ამოიღონ ამ პიროვნების შესახებ ეს სერთიფიკატი, რომელზეც დატანილია QR კოდი და QR კოდით იკითხება, რომ ეს ადამიანი აცრილია ამ რიცხვში და ამ რიცხვში. ამას კავშირი აქვს ჩვენს ლაბკოვის ბაზასთან და შეიძლება ნახოთ ბოლოს როდის აქვს PCR გაკეთებული ან მესამე კიდევ, ლაბკოვი მოგცემთ მესამე კომპონენტს, ბოლი 6 თვის განმავლობაში იყო თუ არა ინფიცირებული. ეს სამი კომპონენტი ამ სერთიფიკატზე დღეს ხელმისაწვდომია. უმრავლესობა ჯერ–ჯერობით ორჯერადი ვაქცინაციის სტატუსს ითხოვს და ეს ძირითადად ეძლევათ იმ დაწესებულებების მიერ, სადაც ისინი იცრებიან",- განაცხადა გამრყელიძემ. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ორჯერადად აცრილი პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებაზე საბჭო მუშაობას აგრძელებს.
ICAO 27 მაისს, საგანგებო სესიაზე იმსჯელებს ევროკავშირის მოთხოვნაზე, სასწრაფოდ გამოიძიოს Ryanair-ის ავიარეისთან დაკავშირებული ინციდენტი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 27 მაისს, საგანგებო სესიაზე იმსჯელებს ევროკავშირის მოთხოვნაზე, გამოიძიოს Ryanair-ის ავიარეისთან დაკავშირებული მიუღებელი ინციდენტი. „ICAO- ს საბჭოს წევრები 27 მაისს შეიკრიბებიან და განიხილავენ ბოლო ინფორმაციას, ასევე იმსჯელებენ ყველა ამ საკითხზე. იმავდროულად, ჩვენს სამდივნოს არ შეუძლია წინასწარ ისაუბროს იმაზე, თუ კონვენციის ან სხვა ხელშეკრულებების რომელ ასპექტებზე შეიძლება გააკეთონ ფოკუსირება დისკუსიების მონაწილეებმა“, - განუცხადეს Europetime-ს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში. ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში ბაზირებულ ავიაკომპანიებს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან. ამასთან, მოუწოდებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, სასწრაფოდ გამოიძიოს უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი. რას და როგორ წყვეტს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია, ეს დეტალები Europetime-მა მოიძია. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამდივნო უფლებამოსილია, რომ მხარი დაუჭიროს შეთანხმებას საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებით, ასევე ნებისმიერ საერთაშორისო გამოძიებას, საჰაერო სივრცის ბლოკადას და ასე შემდეგ, თუ შესაბამის წინადადებას და შეთანხმებას დიპლომატიური არხებით მიაღწევენ დაინტერესებული ქვეყნები, როგორც ეს სხვა საკითხებთან მიმართებით ხდება. გამოძიების საკითხზე ICAO ელოდება დიპლომატიურ შეტყობინებას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც თანამშრომლობენ ICAO- ს საშუალებით და იღებენ გადაწყვეტილებებს ასეთ საკითხებზე. ამ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება მიიღება 36 წარმომადგენლის და ელჩის მიერ, რომლებიც ამჟამად ემსახურებიან თავიანთ ქვეყნებს, როგორც ICAO- ს არჩეული საბჭოს წევრები. აღსანიშნავია, რომ საბჭოს შემდეგი სხდომები 7-დან 25 ივნისამდე იყო დაგეგმილი. 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ექსკლუზივი: რა შემთხვევაში უჭერს მხარს ICAO საჰაერო სივრცის დაბლოკვას და გამოძიების დაწყებას - ბელარუსის მაგალითი
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი - გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ გზაზე
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ანდრეი ბაბაშის მილოცვაში ნათქვამია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ გზაზე. “ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ თქვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ინტენსივობას და დინამიზმს ყველა დონეზე, ჩვენი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა რიგ სფეროებში კვლავაც მოუტანს სარგებელს ჩვენს ერებს. გარწმუნებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ გზაზე და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას”,- ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის მილოცვაში.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ Ryanair-ის ავიარეისთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საგანგებო სხდომა მოიწვია
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ Ryanair-ის ავიარეისთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საგანგებო სხდომა მოიწვია. ამის შესახებ Europetime-ს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში განუცხადეს. „„ICAO- ს საბჭოს წევრები 27 მაისს შეიკრიბებიან და განიხილავენ ბოლო ინფორმაციას, ასევე იმსჯელებენ ყველა ამ საკითხზე. იმავდროულად, ჩვენს სამდივნოს არ შეუძლია წინასწარ ისაუბროს იმაზე, თუ კონვენციის ან სხვა ხელშეკრულებების რომელ ასპექტებზე შეიძლება გააკეთონ ფოკუსირება დისკუსიების მონაწილეებმა“, - განუცხადეს Europetime-ს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში. რას და როგორ წყვეტს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია, ეს დეტალები Europetime-მა მოიძია. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამდივნო უფლებამოსილია, რომ მხარი დაუჭიროს შეთანხმებას საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებით, ასევე ნებისმიერ საერთაშორისო გამოძიებას, საჰაერო სივრცის ბლოკადას და ასე შემდეგ, თუ შესაბამის წინადადებას და შეთანხმებას დიპლომატიური არხებით მიაღწევენ დაინტერესებული ქვეყნები, როგორც ეს სხვა საკითხებთან მიმართებით ხდება. გამოძიების საკითხზე ICAO ელოდება დიპლომატიურ შეტყობინებას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც თანამშრომლობენ ICAO- ს საშუალებით და იღებენ გადაწყვეტილებებს ასეთ საკითხებზე. ამ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება მიიღება 36 წარმომადგენლის და ელჩის მიერ, რომლებიც ამჟამად ემსახურებიან თავიანთ ქვეყნებს, როგორც ICAO- ს არჩეული საბჭოს წევრები. აღსანიშნავია, რომ საბჭოს შემდეგი სხდომები 7-დან 25 ივნისამდე იყო დაგეგმილი. ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში ბაზირებულ ავიაკომპანიებს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან. ამასთან, მოუწოდებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, სასწრაფოდ გამოიძიოს უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი. 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ექსკლუზივი: რა შემთხვევაში უჭერს მხარს ICAO საჰაერო სივრცის დაბლოკვას და გამოძიების დაწყებას - ბელარუსის მაგალითი
ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო, ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა
„ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ევროპა ნოსტრას პრიზი მუცოს რეაბილიტაციის პროგრამის საერთაშორისო აღიარების შემდგომ ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფონდ „ქართუსთან“ და იტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტთან ერთად, მთავრობამ დროის მოკლე ინტერვალში უზრუნველყო კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სტრუქტურული მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. „დღეს ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო/ევროპა ნოსტრას პრიზი, ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროგრამის საერთაშორისო აღიარების შემდგომ, ამჯერად უკვე ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო. ევროკომისიისა და ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას კონკურსში საქართველოდან წარდგენილი სანომინაციო განაცხადი გახდა კონსერვაციის კატეგორიის ერთ-ერთი გამარჯვებული სხვა 8 ნომინანტთან ერთად, რომლებიც სამაგალითო მიღწევებად დასახელდა. უმნიშვნელოვანეს პარტნიორებთან - ფონდ „ქართუსთან“ და იტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტთან ერთად, ჩვენმა მთავრობამ დროის მოკლე ინტერვალში უზრუნველყო კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სტრუქტურული მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. წარმატებულმა საპილოტე პროექტმა საფუძველი ჩაუყარა "კლდეში ნაკვეთი მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას", რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში სხვა მსგავსი ძეგლების გადარჩენას“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში.
თესალონიკის N40 საჯარო სკოლის შენობაში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა
თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულს ნოდარ კომახიძესა და თესალონიკის მერს კონსტანტინოს ზერვასს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, თესალონიკის N40 საჯარო სკოლის შენობაში გაიხსნა ქართული საკვირაო სკოლა. 24 მაისს გაიმართა სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიება. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. საკვირაო სკოლის გახსნისთვის თესალონიკს ეწვია საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით დონდუა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თესალონიკის მერი კონსტანტინოს ზერვასი, ვიცე-მერი განათლების საკითხებში იოანა კოსმოპულუ, თესალონიკში საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენელი, N40 საჯარო სკოლის დირექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები. „ჩვენს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს გაიხსნა ქართული საკვირაო სკოლა. განსაკუთრებულად ვულოცავ საკვირაო სკოლის გახსნას ჩვენს ბავშვებს, მასწავლებლებს და მათ მშობლებს. საკვირაო სკოლაში ჩვენს პატარა თანამემამულეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა, ლიტერატურა და საქართველოს ისტორია. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ~, - განაცხადა გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ სიტყვით გამოსვლისას.
სალომე ზურაბიშვილმა პირადი არქივიდან ეროვნულ მუზეუმს, საჩუქრად საფრანგეთის მიერ გაცემული, გენერალ გიორგი კვინიტაძის ოჯახის პირველი პასპორტი გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა პირადი არქივიდან ეროვნულ მუზეუმს, საჩუქრად საფრანგეთის მიერ გაცემული, გენერალ გიორგი კვინიტაძის ოჯახის პირველი პასპორტი გადასცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილმა ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის, გიორგი კვინიტაძის პირადი ნივთების გამოფენა დაათვალიერა, რომელიც 22 მაისს გიორგი კვინიტაძის ოჯახის წევრებმა საფრანგეთიდან ჩამოიტანეს. მუზეუმში წარმოდგენილია გენერლის ხელნაწერები, იარაღი და აღჭურვილობა, რუკები, ფერწერული ტილო და სხვა პირადი ნივთები. საქართველოს პრეზიდენტმა მუზეუმს საჩუქრად გადასცა გიორგი კვინიტაძის მეუღლის, მარიამ მაყაშვილისა და მისი შვილის პასპორტის ასლი. გამოფენა პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაათვალიერა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა: „მოგესალმებით ბატონო მინისტრო,ბატონო დირექტორო,პატივცემულო საზოგადოება! ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ეს დღე ყველასთვის ისტორიულ დღედ აღიქმება, რამეთუ ბრუნდება გენერალი კვინიტაძე, ბრუნდება სიმბოლურად, ბრუნდება იმ ატრიბუტებით, რომელიც ძალიან სიმბოლურია, რომელიც აქ დარჩება და გამოიფინება ეროვნულ მუზეუმში. მინდა სამუზეუმო ექსპონატებს ჩემი არქივიდან დავამატო (სხვათა შორის, არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა ჩემს არქივებში), საფრანგეთში, 1922 წლის 10 იანვარს ოჯახზე გაცემული პირველი პასპორტი. მეორე, რაც მინდა ვთქვა, ეს არის ჩემი ძალიან დიდი ხნის ნაფიქრალი,თუმცა არ ვიცი როდის განხორციელდება, ამ მუზეუმში, ზემო სართულზე არსებობს ოკუპაციის მუზეუმი და ვფიქრობ, სამომავლოდ, ოკუპაციის მუზეუმი არ შეიძლება გამიჯნული იყოს ემიგრაციის მუზეუმისგან, რომელიც სრულყოფილი სახით არ არსებობს. ნაწილი ეროვნული ბიბლიოთეკის პარლამენტის ბიბლიოთეკაშია. ემიგრაცია და ოკუპაცია - ეს ჩვენი ერთი ისტორიული ფურცლის ორი ნაწილია. ასე რომ, სამომავლოდ, ვიფიქროთ, არ იქნება ურიგო მათი გაერთიანება. ძალიან დიდი მადლობა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
CNN: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, სავარაუდოდ, 15-16 ივნისს გაიმართება
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო თვეს, შვეიცარიაში გაიმართება. მედიის ინფორმაციით, ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჟენევა გახდა საბოლოო პრეტენდენტი, როგორც მასპინძელი ქალაქი, 15-16 ივნისს ორი ლიდერის შესახვედრად. როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, ლიდერების შეხვედრა მას შემდეგ გაიმართება, რაც თეთრი სახლის ლიდერი პირველ საერთაშორისო მოგზაურობას დაასრულებს. აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა ამ კვირაში ჟენევაში გაგზავნა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი, რომ შეხვდეს თავის რუს კოლეგას. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბაიდენთან შეხვედრა ძალიან განსხვავებული იქნება 2018 წლის ივლისის სამიტისგან, რომლის დროსაც ტრამპი-პუტინი შეხვდნენ ერთმანეთს. ცნობისთვის, აპრილში, სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში ორმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის მემორიალური ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს სამშობლოში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, მისი ოჯახის წევრებმა გენერლის პირადი ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მემორიალური ნივთების გამოფენა მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გახსნა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერლის შვილიშვილებმა - ნოდარ და მერაბ ოდიშელიძეებმა. სიტყვით გამომსვლელებმა გენერალ კვინიტაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, ასევე აღნიშნეს მისი პიროვნების ღვაწლი ქვეყნისა და თავდაცვის ძალების წინაშე. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ მუზეუმს მის კოლექციაში არსებული ოჯახის წევრების პასპორტი გადასცა. მან გამოთქვა სურვილი, რომ, სამომავლოდ, ოკუპაციისა და ემიგრაციის მუზეუმები გაერთიანდეს, რადგან ორივე მუზეუმი ოკუპაციის პერიოდს ასახავს. გამოფენას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და გენერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ. გენერალ კვინიტაძის ხელნაწერები, იარაღ-საჭურველი, რუკა, პორტრეტი და სხვა მემუარული ნივთები ეროვნული მუზეუმის ფოიეში ერთ თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი. მომავალში კი, აღნიშნული ექსპოზიცია ოკუპაციის მუზეუმში დაიდებს ბინას. ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის საქართველოში ჩამოსვენების თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და მისი ძალისხმევით დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლ გენერალს მშობლიურ მიწას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მიაბარებენ.
ანდრიუს კუბილიუსი: ლუკაშენკო უნდა დაისაჯოს როგორც ტერორისტი, არამხოლოდ სანქციებით, არამედ ციხით
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი ბელარუსის პრეზიდენტს ტერორისტად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ - რატომ გასცა ლუკაშენკომ თვითმფრინავის გატაცების ინსტრუქცია? იმიტომ, რომ დასავლეთი აქამდე გულგრილად უყურებდა მას და არ დასაჯა სხვა ყველა დანაშაულისთვის. იმიტომ, რომ ასეთი დანაშაულები ჩაიდინეს ბელარუსში და არა დასავლეთში. შეუჩერებელი დიქტატორი ხდება ტერორისტი, რომლის საფრთხე დასავლეთისთვის უკვე არაპროგნოზირებადია: დღეს თვითმფრინავი გაიტაცეს, ხვალ შესაძლოა, ატომური ელექტროსადგური აფეთქდეს ლუკაშენკო უნდა დაისაჯოს ისე, როგორც სხვა ტერორისტები ისჯებიან: არამხოლოდ სანქციებით, არამედ რეალური საერთაშორისო ტრიბუნალით და ციხით. და თუ ეს არ გაკეთდება, ყველა საერთაშორისო სამგზავრო ავიაცია გახდება სხვა დიქტატორების სამიზნე: ვინ გაბედავს ფრენას არამხოლოდ ბელარუსის, არამედ რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის, ვენესუელის და ა.შ. გავლით. ერთადერთი პრევენცია ლუკაშენკოს ახალი სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ, რაც შეიძლება ბევრად უფრო საშიშიც კი იყოს, საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივი გადაწყვეტილებაა საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცემის შესახებ. ტერორიზმის პოტენციური საფრთხე, როგორც წესი, თავისთავად არ ქრება - დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს ფიქრი და ჭორაობა, რომ ისინი უძლურნი არიან ამ ტიპის დიქტატურის წინაშე. ასეთ ტერორისტთან ბრძოლისას არ შეგიძლია, დაივიწყო მისი თანამზრახველები, მხარდამჭერები და დამფინანსებლები. სანქციები კრემლის მიერ ლუკაშენკოს დიქტატურის და ტერორიზმის დაფინანსების გამო უნდა იყოს იგივე, რაც ამერიკელებმა ალ-ქაიდას ტერორისტების დაფინანსებისთვის მოითხოვეს“, - წერს კუბილიუსი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.