ძებნის რეზულტატი:

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა მაღალი რისკის ფასად საფრანგეთიდან ჩამოიტანა

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსაღნიშნავად, ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეები დღეს დამთვალიერებლისათვის ღიაა. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის აქტიც. ეს დოკუმენტი საქართველოს ხელოვნების სასახლეს ცნობილმა მუსიკოსმა ანზორ ერქომაიშვილმა 2016 წელს გადასცა. მან ეს ძვირფასი რელიქვია მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, მაღალი რისკის ფასად, პარიზიდან ჩამოიტანა საქართველოში და საბჭოთა რეჟიმის გამო დიდხანს საიდუმლოდ მალავდა. „ეს იყო ძალიან ამაღელვებელი მომენტი, რადგან ყველაფერს ველოდით ანზორ ერქომაიშვილის არქივში, გარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისა და ეს აქტი რომ აღმოჩნდა, ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი შენაძენი. ეს იყო საბჭოთა პერიოდი, დაახლოებით 70-იანი წლების ბოლო, 80-იანი წლების დასაწყისი და ანზორ ერქომაიშვილისთვის ძალიან დიდი რისკი იქნებოდა მისი ჩამოტანა. წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისმგებლობა იყო, რომ ეს დოკუმენტი მან შეინახა, საბჭოთა საქართველოში ეს დოკუმენტი შეინახა იმის მოლოდინით, რომ დადგებოდა ოდესღაც მომენტი, როდესაც ეს დოკუმენტი ქართველ ხალხს დასჭირდებოდა, ამ ისტორიაში ეს მომწონს, რომ მან არამხოლოდ წამოიღო, არამედ, შემდეგ შეინახა უკეთესი დროის მოლოდინით და საბედნიეროდ, ეს მომენტი დადგა და დღეს დამოუკიდებლობას ვზეიმობთ“, - აცხადებს საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია Europetime-თან. საქართველოს ხელოვნების სასახლეს ცნობილმა მუსიკოსმა ანზორ ერქომაიშვილმა ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი 2016 წელს გადასცა. „ამ დღის გახსნება 26 მაისს მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ანზორ ერქომაიშვილის არქივი შეიცავდა არამხოლოდ მისი წინაპრების, ქართული მუსიკალური ფოლკლორული ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსაც, რომელიც მანამდე ჩვენთვის არ იყო ცნობილი. ბატონი ანზორის თქმით, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საფრანგეთში მოგზაურობის დროს, ერთ-ერთმა ემიგრანტმა ლევილში გადასცა. მას 30 წლის განმავლობაში გურიაში ინახავდა, რადგან მაშინ ამის შესახებ საუბარი არ შეიძლებოდა. დოკუმენტის ორი ვარიანტი არსებობს, ეს შეიძლება იყოს ემიგრანტების მიერ საქართველოდან წაღებული აქტის ერთ-ერთი პირი, ან საფრანგეთში, ემიგრაციის მიერ შექმნილი. ეს დოკუმენტი ერთი რამით არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო, ძალიან ძვირფასი ყდა აქვს, ოქროს გერბით და გაფორმებული ემალის თვლებით. თქვენ იცით, რომ რამდენიმე დამოუკიდებლობის აქტი არსებობდა, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ან საგანგებოდ ლევილისთვის შექმნილი პირი...როგორც ჩანს, საქართველოდან ნაწილებად, ფრაგმენტებად გაიტანეს. შემდეგ, ჩვენ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვუკეთებდით რესტავრაციას და დღეს ეს დოკუმენტი საქართველოს ხელოვნების ეროვნულ სასახლეში ინახება. ეს გახლავთ ერთ-ერთი უნიკალური პირი...ეს ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განუცხადა გიორგი კალანდიამ Europetime-ს. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ეს ეგზემპლიარი ხელოვნების სასახლემ პირველად ეროვნული სასახლის მთავარ დარბაზში 2018 წლის 26 მაისს გამოჰფინა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, გოლოვინის პროსპექტზე, მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

იუსტიციის სამინისტრო ე.წ. მობილური იუსტიციის სახლების ამოქმედებას გეგმავს

რეგიონებში, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი არ არის, ე.წ. მობილური იუსტიციის სახლი ივლის. იუსტიციის სამინისტრო ისეთი მიკროავტობუსების შეძენას გეგმავს, რომლებიც სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება და მოსახლეობას საჭირო მომსახურებას ადგილზე გაუწევს. კიდევ ერთი სიახლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურების კომფორტულად მიღებას უკავშირდება. სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „POSTV“-ის ეთერში ისაუბრა. „გვსურს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები იმისათვის, რომ თავისუფლად მივიდნენ იუსტიციის სახლებში. ჩვენ ვგეგმავთ სპეციალურად აღჭურვილი მანქანების შეძენას. ეს შშმ პირებს ხელს შეუწყობს, რომ მაქსიმალურად ფართოდ ისარგებლონ ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი გარდაბანსა და წყალტუბოში გაიხსნება. იგეგმება რეგიონებში დამატებით კიდევ სამი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაც. იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი მიზანია, მოსახლეობის ფართო ნაწილმა ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომელთაც საზოგადოებას იუსტიციის სახლი სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

აშშ ბელარუსისთვის სანქციების დაწესებისთვის ემზადება

ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსისთვის სანქციების დაწესებისთვის ემზადება. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. „არ მინდა ამ თემით სპეკულირება, ვიდრე ამას არ გავაკეთებთ“ -, განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

ევროპის ავიაციის მარეგულირებელმა ყველა ავიაკომპანიას მოუწოდა ბელარუსის საჰაერო სივრცეს მოერიდონ

ევროპის ავიაციის მარეგულირებელმა ყველა ავიაკომპანიას მოუწოდა, უსაფრთხოების მიზნით, მოერიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეს, რადგან ქვეყნის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დაიცვა თავისი გადაწვეტილება, შეიარაღებული ძალები გამოეყენებინა, რომ მინსკში იძულებით დაესვა სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, საბერძნეთიდან ლიეტუვაში, ასრულებდა რეისს. მინსკში დაჯდომისთანავე კი სამართალდამცველებმა დააკავეს თვიტმფრინავში მყოფი მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი. ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) 26 მაისს განაცხადა, რომ ურჩევს ევროკავშირს ავიაკომპანიებს, ასევე იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც არ ეკუთვნის ევროკავშირს, მაგრამ მასთან საჰაერო მიმოსვლა აქვთ, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეს, თუკი ამას საგანგებო გარემოებები არ მოითხოვს. "ამ ქმედებებმა სერიოზული ეჭვი შეიტანა ბელორუსის მხრიდან საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის წესებისადმი პატივისცემაში, - აღნიშნულია EASA- ს განცხადებაში. სააგენტომ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ლუკაშენკამ მინსკში დეპუტატებს განუცხადა, რომ მან "კანონიერად იმოქმედა" ხალხის დასაცავად, რადგან ბელორუსის ხელისუფლებამ შვეიცარიისგან მიიღო ბომბის არსებობის სესახებ გაფრთხილება, რაც ყალბი სიგნალი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

ევროპარლამენტის მომხსენებელი: საქართველო ევროპაა! ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

ევროპარლამენტარი და საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, სვენ მიქსერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს. "ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 30 წლის წინ, საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრეობის გაგრძელებაა! საქართველო ევროპაა!“ - წერს სვენ მიქსერი Twitter-ზე. დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

პოლონეთის პრეზიდენტი  სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თანხლებით ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ოძისის მახლობლად ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ადგილზე ჩასვლის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა პრეზიდენტს არსებული ვითარება გააცნო. მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა უარყოფით გავლენას, რომელიც აქვთ „ბორდერიზაციის“ ისეთ მოქმედებებს, როგორებიცაა ღობეების ან სათვალთვალო პოსტების დაყენება კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რაც მათი გადაადგილების თავისუფლებაზეც აისახება. „მისიის ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა უარყოფით შედეგებზე, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, მათთვის სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მიწაზე და ადამიანის უფლებებზე წვდომის კუთხით ოძისის გადაკვეთის კონტროლირებადი პუნქტის განგრძობად დახურვას აქვს. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ისარგებლა შესაძლებლობით და მისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სტაბილურობასა და ნდობის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მადლიერება გამოხატა ინფორმაციული საველე ვიზიტისთვის და დაადასტურა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა და დაფასება მისიის საქმიანობის მიმართ. მისიაში ამჟამად პოლონეთის ჩვიდმეტი მოქალაქე მსახურობს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და მცხეთის რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილე. მაღალი დონის ბოლო პოლონური ვიზიტები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შედგა 2017 წლის მაისში, როდესაც პრეზიდენტი დუდა ეწვია მისიის სათაო ოფისს და 2017 წლის ნოემბერში, როდესაც საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი ვიტოლდ ვაშკიკოვსკი ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შარლ მიშელი: ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. "გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ევროკავშირი აფასებს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას და გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ამბიციურ რეფორმებს", - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.

ისლანდიის პრეზიდენტი: გილოცავ საქართველო. იმედი მაქვს, ოდესმე თქვენს ქვეყანას ვეწვევი

ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში საქართველოს ეწვევა. "ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გულწრფელ მილოცვას ვუგზავნი ისლანდიიდან. იმედი მაქვს, ოდესმე თქვენს ქვეყანას ვეწვევი, გილოცავ საქართველო", – წერს ისლანდიის პრეზიდენტი Twitter-ში.

როგორ შეუძლია ბაიდენს, დაანახოს პუტინს, რომ ამერიკა დაბრუნდა და მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერა აქვს - Newsweek-ი დავით ბაქრაძის სტატიას აქვეყნებს

როგორ შეუძლია ბაიდენს, დაანახოს პუტინს, რომ ამერიკა დაბრუნდა და მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერა აქვს, - ამ სათაურით გამოცემა Newsweek-ში აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის საავტორო სტატია გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს ეძღვნება.. "ჩემი საქართველო აღნიშნავს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის იუბილეს. რამდენ ჩვენგანს შეეძლო წარმოედგინა, რომ მხოლოდ სამი ათწლეულის შემდეგ ჩვენი 3.7 მილიონიანი ქვეყანა ახლა აშშ-სა და ევროკავშირის მთავარი მოკავშირე, სტრატეგიული მნიშვნელობის და მუდამ არაპროგნოზირებად შავი ზღვის რეგიონში დემოკრატიული სტაბილურობის საყრდენი იქნებოდა", - წერს დავით ბაქრაძე. სტატიაში ავტორი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მოსალოდნელ შეხვედრაზე, რრომელიც მომდევნო თვეში NATO-ს სამიტის ფარგლებში უნდა გაიმართოს. როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის საკითხი უნდა წამოწიონ, ასევე გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი რუსეთს, რომ აშშ საქართველოს სრულფასოვანი მოკავშირეა და შავი ზღვის რეგიონის მომავალში ინვესტიცია განახორციელა. მისი თქმით, ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი იყოს დღის წესრიგში როგორც NATO-ში, ასევე პუტინთან შეხვედრისას. "საქართველო განაგრძობს რუსეთის მიერ დომინირებისა და დაშინების ყოველდღიური ძალისხმევისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. 2008 წლიდან რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, რაც ხაზს უსვამს რუსეთის დაუოკებელ აგრესიულ ქცევას მისი მეზობლების მიმართ. რუსეთი და მისი მარიონეტული "მთავრობები" არეულობას ქმნიან საოკუპაციო ხაზთან, ზიანს აყენებენ, უგულვებელყოფენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს მათი მცოცავი ოკუპაციით, უარს ამბობენ, დაექვემდებარონ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს, გავიდნენ და დააბრუნონ უკანონოდ მიტაცებული ტერიტორია. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს გამთლიანებისთვის უმნიშვნელოვანესია", - წერს დავით ბაქრაძე სტატიაში. დავით ბაქრაძე ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებები მხოლოდ ოკუპაციით არ შემოიფარგლება. "კიბერშეტევები, ჰაკერული თავდასხმები და ეკონომიკური ძარცვა რუსეთის ხრიკების ნაწილია. რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხვი არა მხოლოდ ჩრდილოეთ უკრაინაში და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არამედ საქართველოს სამხრეთით, მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც იზრდება. ახლახანს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის ფარგლებში მთიანი ყარაბაღში რუსული ”სამშვიდობო” ჯარები იმყოფებიან." - წერს ბაქრაძე. როგორც ბაქრაძე სტატიაში აღნიშნავს, "მიუხედავად გამოწვევებისა, ქართველი ხალხი მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუციებსა და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკას, რომელიც ჩვენს ყველა ხალხს აამაღლებს". "საქართველო აღიარებულია ბიზნესის კეთების ერთ – ერთ საუკეთესო ადგილად თავისი გამარტივებული მარეგულირებელი სისტემით, ბიზნესის წარმართვის საგადასახადო სისტემით და კარგად განათლებული მუშახელით", - ნათქვამია სტატიაში. ბაქრაძის განცხადებით, დღეს საქართველოს ამერიკა და მოკავშირეები მხარდაჭერისთვის უფრო მეტად სჭირდება, ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებით, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობით, პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ ვარდნასთან გამკლავებისთვის, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.

იტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნის საქმეზე 3 ადამიანი დააკავეს

სამი ადამიანი დააკავეს იტალიაში, საბაგირო გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბაგიროს მუშაობაში ხარვეზი ტექნიკური მომსახურებით და უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობით იყო გამოწვეული. გამომძიებლების თქმით, საგანგებო მუხრუჭები გამორთული იყო და ეს ოპერაციული კომპანიის სამმა წევრმა იცოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ინციდენტის მომენტში საბაგირო კაბინა 100 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ საბაგიროს მფლობელი, დირექტორი და მთავარი ოპერატორი დააკავა, რომლებსაც ბრალი დაუდევრობაში ედებათ. დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. უბედური შემთხვევა იტალიაში კვირას მოხდა. კაბელის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ისრაელის 5 მოქალაქე და ერთი ბავშვი იყო.

ნიკოლ ფაშინიანი: საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც ქართველმა ხალხმა მტკიცე ნება გამოხატა სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით და განუხრელად ადასტურებენ ამ მისწრაფების მიმართ ერთგულებას

სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს თქვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მეგობარმა ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი მტკიცე ნება სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით, ხოლო დღეს ქართველები განუხრელად ადასტურებენ ერთგულებას ამ მისწრაფების მიმართ ქართული სახელმწიფოს მშენებლობისა და განვითარების გზით. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში სომხეთმა და საქართველომ შექმნეს თანამშრომლობის ისეთი ფუნდამენტური წინაპირობები, რომლებითაც ყველაზე უკეთაა უზრუნველყოფილი ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთო ხედვით, რომლის თანახმად ჩვენს ქვეყნებს დიდი სამუშაო ელით როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე რეგიონული პროცესების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში გიდასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან და ახალი მიღწევებით მის გამდიდრებასთან დაკავშირებით. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა გისურვოთ წარმატება თქვენს სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაში, ხოლო მოძმე ქართველ ხალხს - კეთილდღეობა და პროგრესი“- ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაში.

პოლონეთის მთავრობამ ბელარუსის თვითმფრინავებს პოლონეთის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა

პოლონეთის მინისტრთა კაბინეტმა ბელარუსის თვითმფრინავებს ქვეყნის ტერიტორიის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერი პეტრ მიულერიTwitter-ზე ავრცელებს. "მინისტრთა კაბინეტმა პოლონეთის საჰაერო სივრცეში იმ თვითმფრინავების შესვლა აკრძალა, რომელთა ექსპლუატაციასაც ბელარუსი გადამზიდავები ახორციელებენ. ეს არის სანქციების იმპლემენტაციის ელემენტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მოითხოვა ევროსაბჭოს სხდომაზე", - წერს მიულერი. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

ილია მეორე: უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედართმთავარი სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა სამშობლოში ასეთ დაბრუნებაზე

გენერალ გიორგი კვინიტაძე-ჩიქოვანის ცხედართან მდგომთ გვიპყრობს მწუხარებაც და სიხარულიც. მწუხარება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გვახსენდება წითელ არმიასთან ჩვენი მებრძოლების უთანასწორო დაპირისპირება და წაგებული ომი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი. სიხარული იმიტომ, რომ სამშობლო არ ივიწყებს და სიყვარულით იბრუნებს თავის ერთგულ შვილებს, - ამის შესახებ პატრიაქის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში დასვენებული გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხედართან, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ წაიკითხა. „ხუთი დღის განმავლობაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდლის ნეშტი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, აქ არ შეწყვეტილა მსახურება მისი სულის საოხად. მოძღვრები და მრევლი სხვადასხვა ეკლესიისა, იხდიდნენ პანაშვიდებს, იკითხებოდა ფსალმუნები, აღევლინებოდა გალობა... გენერალ გიორგი კვინიტაძეს პატივი მიაგეს ჯარისკაცებმა, და რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამაც. უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედართმთავარი, სიმბოლო ვაჟკაცობისა, გონიერებისა და თავდადებული მოღვაწეობისა, სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე; ვერ იოცნებებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დამაშვრალი, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს პატივით მიებარებოდა სამშობლოს მიწას. მისი ბიოგრაფია კიდევ ერთხელ გვახსენებს ყველას, რომ არ შეიძლება პირადულ და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს, რომ უმთავრესია სწორი ორიენტირების შენარჩუნება და ჩვენი ცხოვრებით ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მსახურება, რა საქმიანობასაც არ უნდა ვეწეოდეთ და სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ. ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონ გიორგი კვინიტაძე-ჩიქოვანის უკვდავი სული. ღმერთმა დალოცოს მისი შთამომავლები და ახლობლები. მადლობა საფრანგეთს ქართველ ემიგრანტთა მიღებისა და პატრონობისათვის. მადლობა საქართველოს პრეზიდენტს დიდი გენერლის სამშობლოში დაბრუნების ინიციატივისათვის. ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენ ყოველთა თანა, ამინ!“, - ნათქვამია პატრიარქ ილია მეორის მიმართვაში.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი: უფრო ძლიერი და უსაფრთხო საქართველო ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო ევროპას

"უფრო ძლიერი და უსაფრთხო საქართველო ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო ევროპას", - ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს Twitter-ზე ულოცავს. "გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ყოველთვის შეგიძლიათ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე ლიეტუვის სრული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. უფრო ძლიერი და უსაფრთხო საქართველო ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო ევროპას", - წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი. დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

სენატორი რიში: აშშ საქართველოს ამაყი მეგობარია და მოუთმენლად ველოდებით ქართული დემოკრატიის შემდგომ ზრდას

"რესპუბლიკელი" სენატორი ჯიმ რიში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, აშშ საქართველოს ამაყი მეგობარია "დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების აღნიშვნა ერთმანეთს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ დღე საქართველო დამოუკიდებლობის 30-ე წელს, "ამერიკის ხმის "ქართული რედაქცია კი 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. აშშ საქართველოს ამაყი მეგობარია და მოუთმენლად ველოდებით ქართული დემოკრატიის შემდგომ ზრდას", - აღნიშნა სენატორმა ჯიმ რიშმა. დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

შვეიცარიის საგარეო უწყება ბელარუსისთვის Ryanair-ის თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაციის გაგზავნას უარყოფს

შვეიცარიის საგარეო უწყებამ უარყო ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბელარუსმა შვეიცარიისგან მიიღო შეტყობინება, რომ Ryanair-ის თვითმფრინავში, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლებამ კურსი შეუცვალა და იძულებით დასვა მინსკში, ბომბი იყო მოთავსებული. როგორც შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, შვეიცარიის ხელისუფლებამ არ იცოდა თვითმფრინავში აფეთქების საფრხის შესახებ და ამიტომ ასეთი საფრთხის თაობაზე ინფორმაცია ბელარუსის ხელისუფლებისთვის არ მიუწოდებია. ცნობისთვის, დღეს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შვეიცარიიდან მიიღეს. შესაბამისად მან ხალხის დასაცავად "კანონიერად იმოქმედა". მისივე თქმით, გარე ძალები ბელარუსის წინააღმდეგ "ჰიბრიდულ ომს" აწარმოებენ. ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე დაგმო დასავლეთის ქვეყნების რეაქცია. „თვითმფრინავმა მინსკში დაშვება ვერ მოასწრო და დასავლეთიდან უკვე ბრალდებები და აკრძალვები წამოვიდა. რაღაც ძალიან სწრაფად მოახდინეს რეაგირება“, - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

228 წლიან ისტორიაში პირველად, ლუვრს ქალი უხელმძღვანელებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მარკონის გადაწყვეტილებით, 228 წლიან ისტორიაში პირველად, ლუვრს ქალი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს. ამჟამინდელ დირექტორს, ჟან-ლუკ მარტინესს, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2013 წლიდან იკავებს, 54 წლის ლორანს დე კარი შეცვლის. რომელიც დ'ორსეს მუზეუმსა და მის ფილიალს, ორანჟერის მუზეუმს ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლორანს დე კარი მუშაობას 1-ლი სექტემბრიდან შეძლებს.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Ryanair-ის ავიარეისთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საგანგებო სხდომას დღეს გამართავს - ექსკლუზივი

დღეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Ryanair-ის ავიარეისთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ Europetime-ს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში განუცხადეს. „ICAO- ს საბჭოს წევრები 27 მაისს შეიკრიბებიან და განიხილავენ ბოლო ინფორმაციას, ასევე იმსჯელებენ ყველა ამ საკითხზე. იმავდროულად, ჩვენს სამდივნოს არ შეუძლია წინასწარ ისაუბროს იმაზე, თუ კონვენციის ან სხვა ხელშეკრულებების რომელ ასპექტებზე შეიძლება გააკეთონ ფოკუსირება დისკუსიების მონაწილეებმა“, - განუცხადეს Europetime-ს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში. რას და როგორ წყვეტს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია, ეს დეტალები Europetime-მა მოიძია. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამდივნო უფლებამოსილია, რომ მხარი დაუჭიროს შეთანხმებას საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებით, ასევე ნებისმიერ საერთაშორისო გამოძიებას, საჰაერო სივრცის ბლოკადას და ასე შემდეგ, თუ შესაბამის წინადადებას და შეთანხმებას დიპლომატიური არხებით მიაღწევენ დაინტერესებული ქვეყნები, როგორც ეს სხვა საკითხებთან მიმართებით ხდება. გამოძიების საკითხზე ICAO ელოდება დიპლომატიურ შეტყობინებას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც თანამშრომლობენ ICAO- ს საშუალებით და იღებენ გადაწყვეტილებებს ასეთ საკითხებზე. ამ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება მიიღება 36 წარმომადგენლის და ელჩის მიერ, რომლებიც ამჟამად ემსახურებიან თავიანთ ქვეყნებს, როგორც ICAO- ს არჩეული საბჭოს წევრები. აღსანიშნავია, რომ საბჭოს შემდეგი სხდომები 7-დან 25 ივნისამდე იყო დაგეგმილი. ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში ბაზირებულ ავიაკომპანიებს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან. ამასთანავე, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიოს უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი. გარდა ამისა, ჩრდილოატლანტიკური საბჭო მხარს უჭერს, 23 მაისს, Ryanair– ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვებისა და ჟურნალიტის დაკავების შესახებ სასწრაფო დამოუკიდებელ გამოძიებას. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ექსკლუზივი: რა შემთხვევაში უჭერს მხარს ICAO საჰაერო სივრცის დაბლოკვას და გამოძიების დაწყებას - ბელარუსის მაგალითი

მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. ცნობისთვის, მარინა ჯანაშია 1949 წლის 28 დეკემბერს დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1968–1981 წლებში რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“). მონაწილეობდა ცნობილ ფილმებში: „კუკარაჩა“ (ანიკო) ; „მარადისობის კანონი“ (მარიამი); გრძელი ნათელი დღეები“ (მასწავლებელი);„ცოდვის შვილები“; „მარტოხელა მონადირე“ (მარიკა) და ა.შ.

პირველად, კანადაში, ნიაგარის ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, 26 მაისს, ოტავის დროით საღამოს 9:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარის ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდა. ამის ამსახველ ვიდეოს კანადაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში 15 წუთი იყო განათებული, რა დროსაც შესრულდა საქართველოსა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: „კახური მრავალჟამიერი“, „შენ ხარ ვენახი“ და „ჩაკრულო“.