ძებნის რეზულტატი:
რუსეთი აცხადებს, რომ სირიის საჰაერო ბაზიდან ბირთვული ბომბდამშენების მართვა შეუძლია
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის განცხადებით, ხმეიმიმის სამხედრო ბაზიდან ბირთვული შესაძლებლობის მქონე ბომბდამშენების ოპერირების საშუალება აქვს. როგორც გამოცემა წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სირიაში ხმეიმიმის საჰაერო ბაზაზე, „Ту-22М3”-ის ტიპის სამი სტრატეგიული ბომბდამშენები დაეშვა. ბაზის აეროდრომზე მსგავსი ტიპის თვითმფრინავების ბაზირება პირველად მოხდა. „Ту-22М3”-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები ხმელთაშუა ზღვის საჰაერო სივრცეს აითვისებენ და სხვადასხვა სასწავლო დავალებებს შეასრულებენ. სამინისტროს ინფორმაციით, ხმეიმიმის საჰაერო ბაზაზე დასრულდა მეორე ასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია, ასევე გაიზარდა ასაფრენი ბილიკის სიგრძე. აღნიშნული სამუშაოებით, განხორციელდა აეროდრომის შესაძლებლობების გაფართოება, რაც სხვადასხვა კლასის თვითმფრინავების მიღების და მომსახურების შესაძლებლობას იძლევა. ამრიგად, აღნიშნული საჰაერო ბაზიდან ფრენის განხორციელება, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების ყველა ტიპის თვითმფრინავს შეუძლია, მათ შორის მძიმე კლასის თვითმფრინავებსაც, რომლებსაც ბირთვული შესაძლებლობები გააჩნიათ.
ხვალიდან ,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები დედაქალაქიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ
ხვალიდან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები დედაქალაქიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე განაცხადა. „გადავწყვიტეთ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ამ ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს. ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიძრათ ხეობაში კოლონით აბსოლუტურად თავაწეულებმა და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა პროცესი, რასაც ხელისუფლება სჩადის. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, უშუალოდ რიონის ხეობაში ხელი შევუშალოთ კომპანიას მუშაობაში“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
თებერვლის შემდეგ პირველად, დოლარის ფასი 3.3 ლარს ჩამოსცდა
25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.22 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2993 ლარი გახდა. სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.53 თეთრით გამყარდა. შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0420 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან შევა ძალაში. „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი ვარაუდობს, რომ ლარის გამყარების მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინების გაჩენა, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს. ასევე, ამ პოზიტიური მოლოდინების გაჩენას შეიძლება, ხელი შეუწყო კომენდანტის საათის გადაწევამ, რაც ცალსახად დადებითად აისახება როგორც ტურიზმზე, ასევე შიდა სარესტორნო ბიზნესზე და ასე შემდეგ. „ტურიზმისთვის კომენდანტის საათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არის ასევე გარკვეული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც შეიძლება, რომ დადებითაც შეფასდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეა გაცხადებული, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულებს ეხმარებიან იმაში, რომ აიცრან და თუ აიცრებიან, რეკლამირებას გააკეთებენ და ასე შემდეგ, ეს გარკვეულ პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა Europetime-თან ინტერვიუში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბი აშკენაზს შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბლინკენმა და აშკენაზმა გამოხატეს მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება დიპლომატიური ურთიერთობები პარტნიორებთან, რომელთაც საერთო ინტერესი აქვთ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ირანის შესახებ. მდივანმა ხაზი გაუსვა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ძლიერ მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოებისადმი და აშშ-ისრაელის პარტნიორობასადმი. შტატების უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელებსა და პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტიტ თელ-ავივს დღეს ეწვია. ის უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.
თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. „პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ პუტინს ჟენევაში, 2021 წლის 16 ივნისს შეხვდება. ლიდერები აქტუალური საკითხების სრულ სპექტრს განიხილავენ, რადგან ჩვენ ვცდილობთ აღვადგინოთ პროგნოზირებადობა და სტაბილურობა აშშ-რუსეთის ურთიერთობებში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ განცხადებამდე, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა. ცნობისთვის, აპრილში, სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში ორმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას. აღინიშნა, რომ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა. ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს - ნატოში ინტეგრაციას. მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება საერთო ინტერესების ისეთ სფეროებში, როგორებიცაა თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის (EOP) ფორმატი. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის შექმნას. მისი თქმით, ეს ახალი მექანიზმი დადებით გავლენას იქონიებს საქართველოსა და უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებზე. პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა ორმხრივი თანამშრომლობის 2021 წლის გეგმის ხელმოწერა, რომელიც ორი ქვეყნის პარტნიორობას თავდაცვის უწყებებს შორის, კიდევ უფრო აქტიურს ხდის. მთავრობის მეთაურმა უკრაინის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზაობა, უზრუნველყოს უკრაინის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი ასევე შეეხო თავდაცვის სფეროში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებას- ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობას. აღინიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. მთავრობის მეთაური ასევე მიესალმა საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის გააქტიურებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში.
პაატა იმნაძე: ვირუსის იმედზე ნუ ვიქნებით, ვიყოთ ჩვენი თავის იმედზე, დავიცვათ რეგულაციები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან ვირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი საქართველოსთვის მაინც ბევრია. პაატა იმნაძემ მოქალაქეებს კვლავ რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა. „ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა იმ სისწრაფით, როგორც ჩვენ გვინდა, გაუმჯობესდეს. ყოველკვირეულად იკლებს შემთხვევები, ყოველკვირეულ მონაცემებს თუ გადავხედავთ, პიკიდან პირველ კვირაში, სადღაც 1 500 შემთხვევა იყო, შემდეგ კვირაში ნაკლები, შემდეგში სადღაც 1 000 შემთხვევით კიდევ ნაკლები, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, რადგან დაახლოებით 1 000 შემთხვევაა დღეში და ჩვენი ქვეყნისთვის ბევრია. ვირუსის იმედზე ნუ ვიქნებით, ვიყოთ ჩვენი თავის იმედზე, მაქსიმალურად დავიცვათ არსებული რეგულაციები, რადგან პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოხსნილია, დარჩა რეგულაციები. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ რეგულაციებს, სამწუხაროდ, დაავადება არ გაქრება, მაგრამ შემთხვევები ნაკლები და ნაკლები იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
Moderna-ს ვაქცინა მოზარდებშიც ეფექტურია - კვლევა
The Washington Post-ის ინფორმაციით, ბიოტექნოლოგიურ კომპანია Moderna-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია მოზარდებში ვირუსის პრევენციისთვის და აპირებენ, რომ მონაცემები აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს წარუდგინონ. როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში თუ ავტორიზაციას მიიღებენ, ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება 12 წლის მოზარდებისათვის. CNN-ი კი წერს, რომ გამოკვლევების მე-2 ფაზაში, რომელშიც 12-17 წლამდე ასაკის 3 732 ბავშვი მონაწილეობდა, სისხლის ანალიზებმა აჩვენა, რომ ვაქცინამ იმუნური პასუხი გამოიმუშავა. ამასთან, პირველადი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ არცერთი ბავშვი,რომელმაც Moderna-ს ვაქცინა მიიღო, მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ კორონავირუსით არ დაავადდა. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია Pfizer-BioNTech– ით მაისიდან გახდა ნებადართული.
აშშ-ში იანვრიდან-აპრილის ჩათვლით სრულად ვაქცინირებული მოსახლეობიდან მხოლოდ 0.01% დაინფიცირდა - კვლევა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, იანვრიდან-აპრილის ჩათვლით Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილი მოსახლეობიდან 0.01% დაინფიცირდა ვირუსით. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში დოკუმენტირებულია, რომ 101 მილიონ სრულად ვაცინირებულ მოსახლეობაში ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო. კვლევის პერიოდში პირველი იანვრიდან 30 აპრილამდე სულ 10 262 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა Pfizer, Moderna ან Johnson & Johnson&ndash- ის ვაქცინის ორივე დოზის გაკეთებიდან 14 ან მეტის დღის განმავლობაში. ამ შემთხვევებიდან 6 446 ანუ 63% ქალებში დაფიქსირდა, ხოლო პაციენტის საშუალო ასაკი იყო 58 წელი. კვლევის მიხედვით, საერთო რაოდენობიდან 27% ასიმპტომური იყო, 7% საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო გარდაცვლილთა მაჩვენებელმა მხოლოდ 1% შეადგინა - 132 ინფიცირებული.
ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო
ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სასანქციო სიაში ახალ პირებსა და ორგანიზაციებს შეიყვანს. გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებისას საერთაშორისო ნორმები დაირღვა. 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
ემანუელ მაკრონი - მოხარული ვარ, ბედნიერება და კეთილდღეობა გისურვოთ მეგობარ ქართველ ხალხს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, ბედნიერება და კეთილდღეობა გისურვოთ მეგობარ ქართველ ხალხს და პირადად თქვენ. გასულ წელს, რეგიონში ვითარების ხელახალი გაუარესება აღინიშნა, რაც თქვენი ქვეყნისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს. იმ კონტექსტში, როცა რეგიონის ძლიერ სახელმწიფოებს თავიანთი გავლენის სფეროს გაფართოების სურვილი აქვთ, საქართველომ შეძლო, დაემტკიცებინა დამაჯერებელი სვლა დემოკრატიის, ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოებისა და რეფორმების გაგრძელების გზაზე. ამ მხრივ, მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყნის პოლიტიკური ძალები დათანხმდნენ, შეერთებოდნენ ევროპული მედიაციის საფუძველზე შემოთავაზებულ კომპრომისულ შეთანხმებას, რომლის სხვადასხვა დებულებები განხორციელების პროცესშია. ვიცი იმ დადებითი როლის შესახებ, რომელიც თქვენ ითამაშეთ მის მიღებაში და მსურს, ეს მოგილოცოთ. ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ვიმყოფებით, გამოცდაა ყველა ქვეყნისთვის. მერწმუნეთ, რომ ყოველთვის შეძლებთ, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ პანდემიით გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ. როგორც მოგეხსენებათ, 2021 წელი მნიშვნელოვანი წელია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რადგან ამ წელს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ გადასახლებული ქართველების საფრანგეთში ჩამოსვლის ასი წლისთავი. ვისურვებდი, რომ პატივი მიგვეგო ჩვენი საერთო ისტორიის ამ მოვლენისთვის, რომელიც ადასტურებს ჩვენი ორი ხალხის გამაერთიანებელ, ნდობისა და მეგობრობის განსაკუთრებულ კავშირს. ასევე გამოვთქვამ სურვილს, რომ უკვე სამაგალითო ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა განახლდეს « ამილახვარის » სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც გავხსენით 2019 წლის თებერვალში, თუმცა, რომლის ბოლო რაუნდიც ჯანდაცვის კრიზისის გამო ვერ გაიმართა. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ დაგიდასტუროთ საფრანგეთის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გთხოვთ, ირწმუნოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა საუკეთესო სურვილებით", - აღნიშნულია წერილში.
საფრანგეთის პრეზიდენტი: როცა რეგიონის ძლიერ სახელმწიფოებს გავლენის სფეროს გაფართოების სურვილი აქვთ, საქართველომ შეძლო, დაემტკიცებინა დამაჯერებელი სვლა დემოკრატიის გზაზე
გასულ წელს, რეგიონში ვითარების ხელახალი გაუარესება აღინიშნა, რაც თქვენი ქვეყნისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს. იმ კონტექსტში, როცა რეგიონის ძლიერ სახელმწიფოებს თავიანთი გავლენის სფეროს გაფართოების სურვილი აქვთ, საქართველომ შეძლო, დაემტკიცებინა დამაჯერებელი სვლა დემოკრატიის, ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოებისა და რეფორმების გაგრძელების გზაზე - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემაუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ წერილში აღნიშნავს. როგორც წერილშია აღნიშნული ჯანდაცვის კრიზისი, რომლის წინაშეც ყველა ქვეყან აღმოჩნდა საქართველოს საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი შეუძლია რომ ჰქონდეს. ,,ამ მხრივ, მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყნის პოლიტიკური ძალები დათანხმდნენ, შეერთებოდნენ ევროპული მედიაციის საფუძველზე შემოთავაზებულ კომპრომისულ შეთანხმებას, რომლის სხვადასხვა დებულებები განხორციელების პროცესშია. ვიცი იმ დადებითი როლის შესახებ, რომელიც თქვენ ითამაშეთ მის მიღებაში და მსურს, ეს მოგილოცოთ. ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ვიმყოფებით, გამოცდაა ყველა ქვეყნისთვის. მერწმუნეთ, რომ ყოველთვის შეძლებთ, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ პანდემიით გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ. როგორც მოგეხსენებათ, 2021 წელი მნიშვნელოვანი წელია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რადგან ამ წელს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ გადასახლებული ქართველების საფრანგეთში ჩამოსვლის ასი წლისთავი. ვისურვებდი, რომ პატივი მიგვეგო ჩვენი საერთო ისტორიის ამ მოვლენისთვის, რომელიც ადასტურებს ჩვენი ორი ხალხის გამაერთიანებელ, ნდობისა და მეგობრობის განსაკუთრებულ კავშირს. ასევე გამოვთქვამ სურვილს, რომ უკვე სამაგალითო ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა განახლდეს « ამილახვარის » სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც გავხსენით 2019 წლის თებერვალში, თუმცა, რომლის ბოლო რაუნდიც ჯანდაცვის კრიზისის გამო ვერ გაიმართა. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ დაგიდასტუროთ საფრანგეთის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გთხოვთ, ირწმუნოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა. საუკეთესო სურვილებით", - აღნიშნულია წერილში,
ემანუელ მაკრონი: ყოველთვის შეძლებთ, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ პანდემიით გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, პანდემიით გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს შეუძლია საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ამის შესახებ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ წერილში აღნიშნავს. ,,ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ვიმყოფებით, გამოცდაა ყველა ქვეყნისთვის. მერწმუნეთ, რომ ყოველთვის შეძლებთ, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ პანდემიით გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ. როგორც მოგეხსენებათ, 2021 წელი მნიშვნელოვანი წელია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რადგან ამ წელს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ გადასახლებული ქართველების საფრანგეთში ჩამოსვლის ასი წლისთავი. ვისურვებდი, რომ პატივი მიგვეგო ჩვენი საერთო ისტორიის ამ მოვლენისთვის, რომელიც ადასტურებს ჩვენი ორი ხალხის გამაერთიანებელ, ნდობისა და მეგობრობის განსაკუთრებულ კავშირს. ასევე გამოვთქვამ სურვილს, რომ უკვე სამაგალითო ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა განახლდეს « ამილახვარის » სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც გავხსენით 2019 წლის თებერვალში, თუმცა, რომლის ბოლო რაუნდიც ჯანდაცვის კრიზისის გამო ვერ გაიმართა. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ დაგიდასტუროთ საფრანგეთის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ", - აღნიშნულია წერილში.
საფრანგეთის პრეზიდენტი გამოთქვამს სურვილს, ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა ,,ამილახვარის" სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში განახლდეს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოთქვამს სურვილს, ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა ,,ამილახვარის" სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში განახლდეს. ამის შესახებ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ წერილში აღნიშნავს. ,,გამოვთქვამ სურვილს, რომ უკვე სამაგალითო ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა განახლდეს « ამილახვარის » სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც გავხსენით 2019 წლის თებერვალში, თუმცა, რომლის ბოლო რაუნდიც ჯანდაცვის კრიზისის გამო ვერ გაიმართა. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ დაგიდასტუროთ საფრანგეთის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ", - აღნიშნულია წერილში.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართება. საზეიმო ვითარებაში საბრძოლო მომზადების ცენტრის 247 რეკრუტი სამხედრო ფიცს დადებს და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრი გახდება. ამასთან, ფიცის დადების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ ქვეყნის პირველი პირები. ღონისძიებას დაესწრება პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა. თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება ქართული სამხედრო წარმოების ჯავშანტექნიკა „დიდგორის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია, ასევე თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტრანსპორტიორები და საარტილერიო დანადგარები. თავისუფლების მოედანზე ღონისძიება თავდაცვის ძალების კუთვნილი ახლად მოდერნიზებული „სუ-25“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაფრენით დასრულდება. ღონისძიების შემდეგ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს, რომელიც საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს, სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იგეგმება სიტყვით გამოსვლები. გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრებიან. დღის ბოლოს, ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წელს საქართველო ეროვნულ დღესასწაულს მოკრძალებულად ხვდება. შესაბამისად, წინა წლებისგან განსხვავებით თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე არ გაიმართება სახალხო სეირნობა და სხვადასხვა სახის გამოფენები. მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნახვის შესაძლებლობა პირდაპირი ეთერის საშუალებით ექნებათ.
ჯო ბაიდენი: ერთგული პარტნიორის რანგში, შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ჯოზეფ ბაიდენის მილოცვაში ნათქვამია, რომ ერთგული პარტნიორის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და 26 მაისს ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას. ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არ არის მხოლოდ საზეიმო თარიღი. ის იძლევა ისტორიის და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი. ეს თარიღი იძლევა მომავალისკენ ხედვის შესაძლებლობასაც. როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში. ასევე ვაღიარებთ გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას. დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემგან საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ და ქართველმა ხალხმა”- ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში.
ჯო ბაიდენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: როდესაც დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკურ წინსვლაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ აშშ თქვენ გვერდით დგას
„როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ წერილში აღნიშნავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და 26 მაისს ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას. ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არ არის მხოლოდ საზეიმო თარიღი. ის იძლევა ისტორიის და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი. ეს თარიღი იძლევა მომავალისკენ ხედვის შესაძლებლობასაც. როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში. ასევე ვაღიარებთ გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას. დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემგან საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ და ქართველმა ხალხმა”- ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში. ჯო ბაიდენი: ერთგული პარტნიორის რანგში, შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე
ჯო ბაიდენი: დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში
„დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც წერილში საუბრობს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და 26 მაისს ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას. ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არ არის მხოლოდ საზეიმო თარიღი. ის იძლევა ისტორიის და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი. ეს თარიღი იძლევა მომავალისკენ ხედვის შესაძლებლობასაც. როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში. ასევე ვაღიარებთ გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას. დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემგან საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ და ქართველმა ხალხმა”- ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: 26 მაისი ერთდროულად, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალია, გვეამაყება და გვაერთიანებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. “დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დღე, რომელიც, ერთდროულად, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალია. დღე, რომელიც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”-წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში.
ჯო ბაიდენი: ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დასაღწევად
„ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დასაღწევად“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც წერილში საუბრობს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და 26 მაისს ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას. ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არ არის მხოლოდ საზეიმო თარიღი. ის იძლევა ისტორიის და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი. ეს თარიღი იძლევა მომავალისკენ ხედვის შესაძლებლობასაც. როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში. ასევე ვაღიარებთ გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას. დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემგან საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ და ქართველმა ხალხმა”- ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.