ძებნის რეზულტატი:

ისრაელში Covid19-ის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება

Time of Israel-ის ინფორმაციით, ქვეყანაშ Covid19-ის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება. როგორც ცნობილია, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ამოქმედდება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანაში Covid19-ის დელტა ვარიანტის გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდება, თუ ხელისუფლება საზღვრებს სრულად არ ჩაკეტავს, რაც ნაკლებადაა მოსალოდნელი. გაჩნდა მოწოდებაც, რომ მოქალაქეებმა საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. განსაკუთრებით ეს გაფრთხილება იმ ოჯახებს ეხებათ, რომელთაც აუცრელი ბავშვები ჰყავთ. ამასთან, მთავრობა ისრაელის დატოვებისა და ქვეყანაში ჩამომსვლელთათვის დამატებითი ზომების შემოღებას არ გამორიცხავს. შეგახსენებთ, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ისრაელმა 15 ივნისს გააუქმა.

როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს რუსეთთან - ევროპელი ლიდერების და ამერიკელი ანალიტიკოსების ხედვები

ევროკავშირის სამიტის პირველი დღის ბოლოს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ლიდერები რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელძღვანელები აცხადებენ, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ე.წ. მინსკის შეთანხმებები. „ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთის ლიდერები მოახდენენ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის დემონსტრირებას და შეწყვეტენ ქმედებებს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, ასევე მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, სრულად აიღოს თავისი პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად, როგორც ძირითადი პირობა ევროკავშირის პოზიციის ნებისმიერი არსებითი ცვლილებისთვის.“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის სამიტის მონაწილეები მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის უმაღლეს წამომადგენელს, წარმოადგინონ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომების დაწესების წინადადება. მათ შორის ეკონომიკური სანქციები. „გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის წინადადება ევროკავშირის სხვა წევრებთან კონსულტაციის გარეშე წარმოადგინეს. შესაბამისად, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, შვედეთი და ნიდერლანდები ამ საკითხზე შეთანხმდებოდნენ“, ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ - ასე ეხმაურება საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ლუის ნავარო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიებს. Europetime-თან საუბრისას ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიას ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებისთვის პირდაპირი მნიშვნელობა აქვს. „მათმა წინააღმდეგობამ, პოლონეთთან და ნიდერლანდებთან ერთად, დაადასტურა სერგეი ლავროვის მცირე მოლოდინი შეხვედრის შესახებ. თუ ეს შეხვედრა გაიმართებოდა, მნიშვნელოვანი იქნებოდა, ევროკავშირს ერთხმად ესაუბრა, განსაკუთრებით რუსეთის მცდელობებზე, ძირი გამოუთხაროს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს და განსაკუთრებით მათ, ვინც NATO-ს წევრ სახელმწიფოებს ესაზღვრება“, - აღნიშნავს ლუის ნავარო. ასევე, Europetime-თან საუბარში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის წინადადებას მიამიტურ მიდგომად აფასებს. „მერკელის და მაკრონის მცდელობა, მოეხდინათ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, უკვე დაიბლოკა. ევროკავშირის ლიდერების უმრავლესობამ საფრანგეთისა და გერმანიის შეცდომად აღიარა უკვე ეს წინადადება, რომლითაც ევროკავშირის დანარჩენი წევრები გააკვირვეს და რომელიც ევროკავშირის სამიტის წინა საღამოს წამოაყენეს“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობისთვის ახალ სტრატეგიას სთავაზობს როგორ უნდა მოექცეს ევროკავშირი რუსეთს. ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა რეკომენდაციები არაერთხელ წარმოადგინა და ამ საკითხზე შესაბამისი დოკუმენტიც არის შემუშავებული. „ევროპარლამენტმა ევროკავშირს გასული წლის სექტემბერში სთხოვა, მოამზადოს ახალი ყოვლისმომცველი სტრატეგია რუსეთის შესახებ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდებოდა დემოკრატია და როგორი იქნებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში. რუსეთზე ევროკავშირის წინა სტრატეგიამ (2016 წელი) შეაჩერა კრემლის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ არ შეუწყვიტავს აგრესია საკუთარი მოქალაქეებისადმი“, - აღნიშნავდა ანდრიუს კუბილიუსი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რამდენიმე დღის წინ. უფრო ადრე კი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ რუსეთთან ურთიერთობებზე Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა. ანდრიუს კუბილიუსი: ზოგიერთ დედაქალაქში ფიქრობენ, მოდით, ვესაუბროთ პუტინს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, რას ვგულისხმობთ. შევხედოთ, რუსეთი რისგან შედგება - კრემლისგან და ჩვეულებრივი ხალხისგან. მე უფრო მეტად მომხრე ვარ ხალხთან ურთიერთობის და ნაკლებად ასეთი ახალი მცდელობების პუტინთან. პუტინი არ შეიცვლება, მაგრამ რუს ხალხს რუსეთის შეცვლა შეუძლია. როგორ უნდა დავეხმაროთ რუს ხალხს რუსეთის ტრანსფორმაციაში, არსებობს რამდენიმე რამ - პირველი - დავეხმაროთ ადამიანის უფლებების, ხმის მიცემის უფლების დაცვაში, რომელსაც პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი და დასავლეთი უნდა უნდა იყვნენ მტკიცენი პოზიციაში, სანქციებით და ასე შემდეგ. მეორე საკითხი, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მის მცდელობაში, მოახდინოს რუსეთის ტრანსფორმაცია - ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ძლიერი პოზიციაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება საუკეთესო მაგალითია რუსი ხალხისთვის, რისი მიღწევა შეუძლიათ დემოკრატიული განვითარების გზით. კუბილიუსმა რუსეთთან ურთიერთობებისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება რუსეთის წინააღმდეგ ქმედებას არ ნიშნავს, ეს ასევე ნიშნავს რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერას. პუტინს არ სურს ამ ქვეყნების წარმატება, რადგან თუ რუსი ხალხი უკრაინის და საქართველოს მაგალითს მიჰყვება, პუტინის მსგავსი რეჟიმები ჩამოიშლება. მე არ ვარ მიამიტი - მარინა კალიურანდი რუსეთთან ურთიერთობებზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ მარინა კალიურანდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რაც რუსეთში ხდება და რაც არ მოგვწონს. 2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში (2007-2011) მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში 2007 წელს, როდესაც რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა ჩემს ქვეყანაზე. ასე რომ, მე არ ვარ გულუბრყვილო რუსეთთან მიმართებით, არც კიბერგამოწვევებსა და საინფორმაციო ოპერაციებზე. მე ეს პირადად წლების განმავლობაში განვიცადე, როგორც ესტონეთის ელჩმა რუსეთში. სხვათა შორის, როდესაც საქართველო რუსეთის ნომერ პირველი მტერი იყო და მე ესტონეთის ელჩი ვიყავი მოსკოვში, ჩემს საელჩოში მიგვქონდა ქართული ღვინო, ქართული ღვინო აკრძალული იყო მოსკოვში, ტალინის სუპერმარკეტიდან ჩამოვიტანეთ და ასე ვუმასპინძლდებოდით სტუმრებს. 2008 წელს მე ამას „ღვინის პატარა დიპლომატია“ ვუწოდე. რაც შეეხება ევროკავშირს, ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან დაბალ ნიშნულზეა, მაგრამ ამავე დროს, ის ძალიან გულწრფელი და ღიაა. ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტი და პრესკონფერენცია თვალის ახელა იყო დასავლეთის ბევრი ქვეყნისთვის, მათთვის ვისაც რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა, ან ამის იმედი ჰქონდა. თუ გახსოვთ საშინელი პრესკონფერენცია, რომელზეც ლავროვმა ნათლად თქვა, რომ დასცინის და სერიოზულად არ უყურებს ევროკავშირს, ევროკავშირის მისწრაფებებს, ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას და ევროკავშირის პრინციპებს. ეს არის რეალობა და ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს რუსეთთან თანამშრომლობის პრინციპები, მაგრამ ძირითადი საფუძველი იგივე უნდა დარჩეს. დიახ, ჩვენ რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ ზოგიერთ თემაზე, გარემოს დაცვა, ტერორიზმი, არის თემები, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. მეორე, ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალები იმ მოვლენებზე, რაც რუსეთში ხდება. ამიტომაც, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ევროკავშირი კვლავ გაერთიანებულია სანქციების ირგვლივ, რაც მოჰყვა როგორც ყირიმის საკითხს, ასევე ნავალნის დაპატიმრებას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რაც რუსეთში ხდება და რა არ მოგვწონს. ევროკავშირის საზოგადოებაში, ტალინში, რიგაში ან პარიზში ცხოვრება და ხედვა, როგორ ფუნქციონირებენ დემოკრატიული საზოგადოებები და რას ნიშნავს იყოს ევროკავშირის წევრი, ვფიქრობ, ეს არის ახალგაზრდა თაობის მომავალი. ჩვენ, ესტონელებს იგივე მიზნები გვაქვს, ჩვენ ვიყავით რუსეთიდან კიბეროპერაციების სამიზნეები და აქ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა შეგვიძლია საქართველოსთან. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს. 2008 წლის ომის დროს, მე ვიყავი კიბერსაკითხებში ექსპერტი და გვაქვს შემუშავებული თანამშრომლობის პროექტები, საქართველო ამ კუთხითაც ჩვენი პრიორიტეტია. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა საქართველოს კარგი მეგობარია“, - აღნიშნავს რუსეთში ესტონეთის ყოფილი ელჩი, ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი Europetime-თან ინტერვიუში. ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ ანდრიუს კუბილიუსი: გაუგებარია, რა შეიცვალა რუსეთის ქცევებში, რის გამოც ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მოისურვონ პუტინთან შეხვედრა

ავღანეთიდან საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი დაბრუნდა

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი ასეული დაბრუნდა. სამხედრო მოსამსახურეებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" წარმატებით დასრულება და მშვიდობით დაბრუნება საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს. ინფორმაციას თავაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბის ბაზაზე ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. უახლოეს დღეებში საქართველოში ავღანეთში დისლოცირებული ბოლო ქვედანაყოფის ბოლო ასეულის პირადი შემადგენლობა და უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც დაბრუნდება, რითაც ქართული ქვედანაყოფების გამოყვანის პროცესი დასრულდება. ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიიდან“ უკვე დაბრუნდნენ მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი და ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეები.

ანდრიუს კუბილიუსი: ზოგიერთ დედაქალაქში ფიქრობენ, მოდით, ვესაუბროთ პუტინს. პუტინი არ შეიცვლება, მაგრამ რუს ხალხს რუსეთის შეცვლა შეუძლია

როგორ უნდა მოექცეს ევროკავშირი რუსეთს. ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა რეკომენდაციები არაერთხელ წარმოადგინა და ამ საკითხზე შესაბამისი დოკუმენტიც არის შემუშავებული. „ევროპარლამენტმა ევროკავშირს გასული წლის სექტემბერში სთხოვა, მოამზადოს ახალი ყოვლისმომცველი სტრატეგია რუსეთის შესახებ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდებოდა დემოკრატია და როგორი იქნებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში. რუსეთზე ევროკავშირის წინა სტრატეგიამ (2016 წელი) შეაჩერა კრემლის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ არ შეუწყვიტავს აგრესია საკუთარი მოქალაქეებისადმი“, - აღნიშნავდა ანდრიუს კუბილიუსი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რამდენიმე დღის წინ. უფრო ადრე კი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ რუსეთთან ურთიერთობებზე Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა. ანდრიუს კუბილიუსი: ზოგიერთ დედაქალაქში ფიქრობენ, მოდით, ვესაუბროთ პუტინს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, რას ვგულისხმობთ. შევხედოთ, რუსეთი რისგან შედგება - კრემლისგან და ჩვეულებრივი ხალხისგან. მე უფრო მეტად მომხრე ვარ ხალხთან ურთიერთობის და ნაკლებად ასეთი ახალი მცდელობების პუტინთან. პუტინი არ შეიცვლება, მაგრამ რუს ხალხს რუსეთის შეცვლა შეუძლია. როგორ უნდა დავეხმაროთ რუს ხალხს რუსეთის ტრანსფორმაციაში, არსებობს რამდენიმე რამ - პირველი - დავეხმაროთ ადამიანის უფლებების, ხმის მიცემის უფლების დაცვაში, რომელსაც პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი და დასავლეთი უნდა უნდა იყვნენ მტკიცენი პოზიციაში, სანქციებით და ასე შემდეგ. მეორე საკითხი, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მის მცდელობაში, მოახდინოს რუსეთის ტრანსფორმაცია - ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ძლიერი პოზიციაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება საუკეთესო მაგალითია რუსი ხალხისთვის, რისი მიღწევა შეუძლიათ დემოკრატიული განვითარების გზით. კუბილიუსმა რუსეთთან ურთიერთობებისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება რუსეთის წინააღმდეგ ქმედებას არ ნიშნავს, ეს ასევე ნიშნავს რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერას. პუტინს არ სურს ამ ქვეყნების წარმატება, რადგან თუ რუსი ხალხი უკრაინის და საქართველოს მაგალითს მიჰყვება, პუტინის მსგავსი რეჟიმები ჩამოიშლება. როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს რუსეთთან - ევროპელი ლიდერების და ამერიკელი ანალიტიკოსების ხედვები

მე არ ვარ მიამიტი - მარინა კალიურანდი რუსეთთან ურთიერთობებზე

როგორ უნდა მოექცეს ევროკავშირი რუსეთს. ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა რეკომენდაციები არაერთხელ წარმოადგინა და ამ საკითხზე შესაბამისი დოკუმენტიც არის შემუშავებული. „ევროპარლამენტმა ევროკავშირს გასული წლის სექტემბერში სთხოვა, მოამზადოს ახალი ყოვლისმომცველი სტრატეგია რუსეთის შესახებ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდებოდა დემოკრატია და როგორი იქნებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში. რუსეთზე ევროკავშირის წინა სტრატეგიამ (2016 წელი) შეაჩერა კრემლის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ არ შეუწყვიტავს აგრესია საკუთარი მოქალაქეებისადმი“, - აღნიშნავდა ანდრიუს კუბილიუსი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რამდენიმე დღის წინ. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში კი ევროპარლამენტარმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ მარინა კალიურანდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რაც რუსეთში ხდება და რაც არ მოგვწონს. „2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში (2007-2011) მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში 2007 წელს, როდესაც რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა ჩემს ქვეყანაზე. ასე რომ, მე არ ვარ გულუბრყვილო რუსეთთან მიმართებით, არც კიბერგამოწვევებსა და საინფორმაციო ოპერაციებზე. მე ეს პირადად წლების განმავლობაში განვიცადე, როგორც ესტონეთის ელჩმა რუსეთში. სხვათა შორის, როდესაც საქართველო რუსეთის ნომერ პირველი მტერი იყო და მე ესტონეთის ელჩი ვიყავი მოსკოვში, ჩემს საელჩოში მიგვქონდა ქართული ღვინო, ქართული ღვინო აკრძალული იყო მოსკოვში, ტალინის სუპერმარკეტიდან ჩამოვიტანეთ და ასე ვუმასპინძლდებოდით სტუმრებს. 2008 წელს მე ამას „ღვინის პატარა დიპლომატია“ ვუწოდე. რაც შეეხება ევროკავშირს, ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან დაბალ ნიშნულზეა, მაგრამ ამავე დროს, ის ძალიან გულწრფელი და ღიაა. ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტი და პრესკონფერენცია თვალის ახელა იყო დასავლეთის ბევრი ქვეყნისთვის, მათთვის ვისაც რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა, ან ამის იმედი ჰქონდა. თუ გახსოვთ საშინელი პრესკონფერენცია, რომელზეც ლავროვმა ნათლად თქვა, რომ დასცინის და სერიოზულად არ უყურებს ევროკავშირს, ევროკავშირის მისწრაფებებს, ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას და ევროკავშირის პრინციპებს. ეს არის რეალობა და ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს რუსეთთან თანამშრომლობის პრინციპები, მაგრამ ძირითადი საფუძველი იგივე უნდა დარჩეს. დიახ, ჩვენ რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ ზოგიერთ თემაზე, გარემოს დაცვა, ტერორიზმი, არის თემები, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. მეორე, ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალები იმ მოვლენებზე, რაც რუსეთში ხდება. ამიტომაც, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ევროკავშირი კვლავ გაერთიანებულია სანქციების ირგვლივ, რაც მოჰყვა როგორც ყირიმის საკითხს, ასევე ნავალნის დაპატიმრებას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რაც რუსეთში ხდება და რა არ მოგვწონს. ევროკავშირის საზოგადოებაში, ტალინში, რიგაში ან პარიზში ცხოვრება და ხედვა, როგორ ფუნქციონირებენ დემოკრატიული საზოგადოებები და რას ნიშნავს იყოს ევროკავშირის წევრი, ვფიქრობ, ეს არის ახალგაზრდა თაობის მომავალი. ჩვენ, ესტონელებს იგივე მიზნები გვაქვს, ჩვენ ვიყავით რუსეთიდან კიბეროპერაციების სამიზნეები და აქ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა შეგვიძლია საქართველოსთან. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს. 2008 წლის ომის დროს, მე ვიყავი კიბერსაკითხებში ექსპერტი და გვაქვს შემუშავებული თანამშრომლობის პროექტები, საქართველო ამ კუთხითაც ჩვენი პრიორიტეტია. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა საქართველოს კარგი მეგობარია“, - აღნიშნავს რუსეთში ესტონეთის ყოფილი ელჩი, ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი Europetime-თან ინტერვიუში.

მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა ერთხმად ისაუბროს, განსაკუთრებით რუსეთის მცდელობებზე, ძირი გამოუთხაროს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს - ლუის ნავარო

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის წინადადება ევროკავშირის სხვა წევრებთან კონსულტაციის გარეშე წარმოადგინეს. შესაბამისად, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, შვედეთი და ნიდერლანდები ამ საკითხზე შეთანხმდებოდნენ. ასე ეხმაურება საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ლუის ნავარო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიებს. Europetime-თან საუბრისას ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიას ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებისთვის პირდაპირი მნიშვნელობა აქვს. „მათმა წინააღმდეგობამ, პოლონეთთან და ნიდერლანდებთან ერთად, დაადასტურა სერგეი ლავროვის მცირე მოლოდინი შეხვედრის შესახებ. თუ ეს შეხვედრა გაიმართებოდა, მნიშვნელოვანი იქნებოდა, ევროკავშირს ერთხმად ესაუბრა, განსაკუთრებით რუსეთის მცდელობებზე, ძირი გამოუთხაროს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს და განსაკუთრებით მათ, ვინც NATO-ს წევრ სახელმწიფოებს ესაზღვრება“, - აღნიშნავს ლუის ნავარო. ასევე, Europetime-თან საუბარში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის წინადადებას მიამიტურ მიდგომად აფასებს. „მერკელის და მაკრონის მცდელობა, მოეხდინათ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, უკვე დაიბლოკა. ევროკავშირის ლიდერების უმრავლესობამ საფრანგეთისა და გერმანიის შეცდომად აღიარა უკვე ეს წინადადება, რომლითაც ევროკავშირის დანარჩენი წევრები გააკვირვეს და რომელიც ევროკავშირის სამიტის წინა საღამოს წამოაყენეს“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს რუსეთთან - ევროპელი ლიდერების და ამერიკელი ანალიტიკოსების ხედვები

როგორ მოვემზადოთ ზაფხულისთვის? - NCDC-ს რეკომენდაციები

ზაფხულის ცხელ დღეებთან და მაღალ ტემპერატურებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს. ,,უმეტესობას გვახარებს ზაფხულის მოსვლა და ცხელი ამინდი, თუმცა, როდესაც გიწევს მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა, შენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ზაფხულის ცხელი დღეების დროს დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები დაცული ხართ ე.წ. თბური ტალღების მავნე ზემოქმედებისაგან.განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70 000 სიკვდილის მიზეზი გახდა. ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 25 ივნისს ჩამოვლენ

25-26 ივნისს საქართველოს ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ჩამოვლენ. საგარეო უწყების ცნობით, ალექსაბნდერ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბოგდან აურესკუ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს. ვიზიტის დასასრულს კი, გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის და შეაჯამებენ სამხრეთ კავკასიის ტურნეს შედეგებს. ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების კავკასიაში ვიზიტის შესახებ გადაწვეტილება მიიღეს 27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალზე, სადაც განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების პრობლემატიკა. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, საქართველოში ევროკავშირის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და რამდენად ჩართულია ევროკავშირი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

ევროკავშირის ლიდერების უმრავლესობამ საფრანგეთისა და გერმანიის „სიურპრიზი“ შეცდომად აღიარა - მეთიუ ბრაიზა

Europetime-თან საუბარში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის წინადადებას მიამიტურ მიდგომად აფასებს. „მერკელის და მაკრონის მცდელობა, მოეხდინათ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, უკვე დაიბლოკა. ევროკავშირის ლიდერების უმრავლესობამ საფრანგეთისა და გერმანიის შეცდომად აღიარა უკვე ეს წინადადება, რომლითაც ევროკავშირის დანარჩენი წევრები გააკვირვეს და რომელიც ევროკავშირის სამიტის წინა საღამოს წამოაყენეს“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის წინადადება ევროკავშირის სხვა წევრებთან კონსულტაციის გარეშე წარმოადგინეს. შესაბამისად, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, შვედეთი და ნიდერლანდები ამ საკითხზე შეთანხმდებოდნენ. ასე ეხმაურება საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ლუის ნავარო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიებს. Europetime-თან საუბრისას ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიას ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებისთვის პირდაპირი მნიშვნელობა აქვს. „მათმა წინააღმდეგობამ, პოლონეთთან და ნიდერლანდებთან ერთად, დაადასტურა სერგეი ლავროვის მცირე მოლოდინი შეხვედრის შესახებ. თუ ეს შეხვედრა გაიმართებოდა, მნიშვნელოვანი იქნებოდა, ევროკავშირს ერთხმად ესაუბრა, განსაკუთრებით რუსეთის მცდელობებზე, ძირი გამოუთხაროს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს და განსაკუთრებით მათ, ვინც NATO-ს წევრ სახელმწიფოებს ესაზღვრება“, - აღნიშნავს ლუის ნავარო. როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს რუსეთთან - ევროპელი ლიდერების და ამერიკელი ანალიტიკოსების ხედვები

თანასოფლელებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი დაწვეს

თანასოფლელებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი დაწვეს. სამეგრელოს ერთ-ერთ მინიციპალიტეტში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი, მამა-შვილი დღეს დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ 8 წლის გოგონას გაუპატიურება. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.

კარლ ჰარცელი: შავი ზღვა ევროკავშირსა და საქართველოს ერთმანეთისგან კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ფოთში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის ევროკავშირის ძალისხმევას ხაზი გაუსვა დასავლეთ საქართველოში სამდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ფოთში ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ელჩი ესტუმრა ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრს და შეხვდა აკადემიის სტუდენტებსა და მეზღვაურებს. მან დამსწრეთ მიმართა სიტყვით, რომელშიც ხაზგასმული იყო ევროკავშირის მხარდაჭერა და წვლილი საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის საშუალებით, რომლებიც ეხება მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის ნავიგაციის უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვაო გარემოს დაცვას, და ასევე, განათლებისა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას საერთაშორისო აღიარებისთვის. „ყველა ეს რეფორმა მიზნად ისახავს დასაქმების ხელშეწყობას, გარემოს დაცვასა და საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი საზღვაო სატრანსპორტო სისტემის დანერგვაში, რომელიც დაეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს რეგიონის წამყვან სატრანსპორტო კვანძად. „ძვირფასო რექტორო, ძვირფასო კადეტებო!ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ფოთის საზღვაო აკადემიაში ვიმყოფები. არც ისე დიდი ხნის წინ, მე მოვინახულე ბათუმის საზღვაო აკადემია. დღეს განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ აქ, ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებაზე ვიმყოფები და შემიძლია მთელი გულით მოგილოცოთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღე! ვაფასებ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში თქვენს მნიშვნელოვან როლს, ზღვაში თქვენს საქმიანობას და აგრეთვე იმ წვლილს, რომელიც თქვენ საკუთარი ქვეყნის საგარეო ურთიერთობებსა და იმიჯის შექმნაში შეგაქვთ. საზღვაო სექტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისათვის, ვინაიდან ჩვენი კონტინენტის დიდ ნაწილი ოკეანეებით არის გარშემორტყმული. შავი ზღვა ევროკავშირსა და საქართველოს ერთმანეთისგან კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის შავი ზღვით სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება პრიორიტეტად დასახა. ეს არის პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელსაც ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს. გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს აზიისა და ევროკავშირის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი. სწორედ ამის გამო, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მდგრად, წესებზე დამყარებულ და უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირების დამყარებასა და გაძლიერებას. უკანასკნელი წლების განმავლობაში ევროკავშირი აქტიურად მუშაობდა საქართველოს სატრანსპორტო კავშირებისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაზე. ევროკავშირის ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი გრანტებით აშენდა - ან შენდება - აღმოსავლეთ დასავლეთი ჩქაროსნული მაგისტრალის 156 კმ სიგრძის მონაკვეთი. წელს, ევროკავშირმა საქართველოს რკინიგზასთან ერთად დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რკინიგზის სექტორის უსაფრთხოების, საოპერაციო თავსებადობის, ორგანიზებისა და რეგულირების გაძლიერებას. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს რკინიგზის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს, როგორც სატრანზიტო კვანძის, მიმზიდველობას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან და მთავრობასთან იმისათვის, რომ საქართველოს საზღვაო სექტორი კიდევ უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი გახდეს. ჩვენი ექსპერტების დახმარებით, ამ სფეროში ევროკავშირის ბევრი საკანონმდებლო აქტის გადმოღებამ ხელი შეუწყო საზღვაო სექტორში უსაფრთხოების, განათლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები მსოფლიოში უკვე აღიარებულია, ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ დასაქმდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, სამუშაო პირობები უფრო უსაფრთხო, ხოლო საქართველოს საზღვაო სექტორი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. საზღვაო სექტორში მომუშავე ყველა ადამიანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან წარმატებას! თუმცა, ჩვენ აქ არ გავჩერდებით. გასულ წელს ევროკავშირის ექსპერტებმა, ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად, მოამზადეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია, რომელიც საზღვაო სექტორის წამყვან მიმართულებებში განსაზღვრავს სტრატეგიული განვითარებისა და ზრდის მიზნებს აღიშნული დარგის გაძლიერებისა და მომავალი გამოწვევებისათვის მისი მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის რეგულარული სატვირთო საბორნე კავშირების განვითარებაზე. ჩვენ ვამზადებთ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს პორტებში ენერგოეფექტურობის დონის ამაღლებას, ხოლო ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო იმუშავებს პორტებში გემების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების მიმღები ობიექტების გაუმჯობესებაზე. და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ - მსოფლიო ბანკთან ერთად მოვამზადეთ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოში და რეგიონის სხვა ქვეყნებში. ეს გეგმა მოიცავს ინვესტიციებს გზებში, რკინიგზაში, ლოგისტიკურ ცენტრებსა და პორტებში როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ დაფინანსება იმ პრიორიტეტული ობიექტებისათვის, რომლებიც რეგიონისა და ევროკავშირის სატრანსპორტო გზების დამაკავშირებელ სტრატეგიულ მარშრუტებზე მდებარეობენ. ძვირფასო რექტორო, ძვირფასო კადეტებო, ჩვენი საერთო მიზნების მიმოხილვის შემდეგ, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობისათვის. გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. იცურეთ და საქართველო ევროკავშირთან კიდევ უფრო ახლოს მიიყვანეთ!“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი: ჩვენი სამოქმედო გეგმა მოიცავს ინვესტიციებს გზებში, რკინიგზაში, ლოგისტიკურ ცენტრებსა და პორტებში

„მსოფლიო ბანკთან ერთად მოვამზადეთ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოში და რეგიონის სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ფოთში, სადაც მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის ევროკავშირის ძალისხმევას ხაზი გაუსვა. დასავლეთ საქართველოში სამდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ფოთში ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ელჩი ესტუმრა ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრს და შეხვდა აკადემიის სტუდენტებსა და მეზღვაურებს. მან დამსწრეთ მიმართა სიტყვით, რომელშიც ხაზგასმული იყო ევროკავშირის მხარდაჭერა და წვლილი საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის საშუალებით, რომლებიც ეხება მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის ნავიგაციის უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვაო გარემოს დაცვას, და ასევე, განათლებისა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას საერთაშორისო აღიარებისთვის. „ჩვენ ვამზადებთ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს პორტებში ენერგოეფექტურობის დონის ამაღლებას, ხოლო ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო იმუშავებს პორტებში გემების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების მიმღები ობიექტების გაუმჯობესებაზე. და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ბანკთან ერთად მოვამზადეთ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოში და რეგიონის სხვა ქვეყნებში. ეს გეგმა მოიცავს ინვესტიციებს გზებში, რკინიგზაში, ლოგისტიკურ ცენტრებსა და პორტებში როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ დაფინანსება იმ პრიორიტეტული ობიექტებისათვის, რომლებიც რეგიონისა და ევროკავშირის სატრანსპორტო გზების დამაკავშირებელ სტრატეგიულ მარშრუტებზე მდებარეობენ. ძვირფასო რექტორო, ძვირფასო კადეტებო, ჩვენი საერთო მიზნების მიმოხილვის შემდეგ, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობისათვის. გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. იცურეთ და საქართველო ევროკავშირთან კიდევ უფრო ახლოს მიიყვანეთ!“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

ბათუმის პორტში დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო გამანადგურებელი HMS Defender-ი შემოვიდა

ბათუმის პორტში, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელი გემი - “HMS Defender-ი” შემოვიდა. „მოხარულები ვართ ბათუმში ვუმასპინძლოთ დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საჰაერო გამანადგურებელს HMS Defender. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - იტყობინება ბრიტანეთის საელჩო. ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემის ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მაღალი დონის წარმომადგენლებს შორის სტრატეგიული დიალოგის დაწყების უნიკალური საშუალებაა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა განიხილეს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა. ამასთანავე, მხარეებმა სანაპირო დაცვის მიმართულებით ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს ელჩს მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის", - იუწყებოდა შსს. ცნობისათვის, 23 ივნისს, რუსეთის თავდაცვის უწყებამ ბრიტანული ნაღმოსანი გემი რუსეთის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შავ ზღვაში მოძრავი ბრიტანული გემის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. დიდმა ბრიტანეთმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. დღეს Telegraph-მა დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი ქვეყნის თავდაცვის უწყებას წინასწარ აფრთხილებდა, რომ ყირიმის სიახლოვეს ბრიტანული სამხედრო ხომალდის გავლა რისკის შემცველი იყო. მისივე ცნობით, დომინიკ რააბმა წინასწარ გააფრთხილა ბრიტანეთის მთავრობა, რომ მოსკოვს ამ ფაქტით სარგებლობა შეეძლო. ამავე წყაროს ცნობით, ხომალდის მარშრუტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ინციდენტიდან ერთი დღის შემდეგ, 24 ივნისს, ჯონსონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბრიტანეთი არ ცნობს ყირიმის უკანონო ანექსიას და განაცხადა, რომ სამეფო ფლოტის გამანადგურებელი უმოკლესი მარშრუტით, ორ პუნქტს შორის, უკრაინიდან საქართველოში მიდიოდა.

გარდაიცვალა მხატვარი ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე

92 წლის ასაკში მხატვარი ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე გარდაიცვალა. ზურაბ ნიჟარაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს დაამთავრა. 1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში რექტორი; მუშაობდა მხატვრობის სხვადასხვა დარგში: ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური, კინო და კედლის მხატვრობა. 1955 წლიდან სისტემატურად იღებდა გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია: ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში (თბილისი), მხატვართა კავშირში (თბილისი), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალური გალერეა (ბრაზილია), ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (აახენი, გერმანია), აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციები. ზურაბ ნიჟარაძე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წლის 24 დეკემბერს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.

ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემის ვიზიტი საქართველოსთან მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყების უნიკალური საშუალებაა

ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემის ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მაღალი დონის წარმომადგენლებს შორის სტრატეგიული დიალოგის დაწყების უნიკალური საშუალებაა. როგორც უკვე ცნობილია, ბათუმის პორტში, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელი გემი - “HMS Defender-ი” შემოვიდა. „მოხარულები ვართ ბათუმში ვუმასპინძლოთ დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საჰაერო გამანადგურებელს HMS Defender. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - იტყობინება ბრიტანეთის საელჩო. ბათუმის პორტში დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი საჰაერო გამანადგურებელი HMS Defender-ი შემოვიდა შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა განიხილეს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა. ამასთანავე, მხარეებმა სანაპირო დაცვის მიმართულებით ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს ელჩს მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის", - იუწყებოდა შსს. ცნობისათვის, 23 ივნისს, რუსეთის თავდაცვის უწყებამ ბრიტანული ნაღმოსანი გემი რუსეთის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შავ ზღვაში მოძრავი ბრიტანული გემის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. დიდმა ბრიტანეთმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. დღეს Telegraph-მა დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი ქვეყნის თავდაცვის უწყებას წინასწარ აფრთხილებდა, რომ ყირიმის სიახლოვეს ბრიტანული სამხედრო ხომალდის გავლა რისკის შემცველი იყო. მისივე ცნობით, დომინიკ რააბმა წინასწარ გააფრთხილა ბრიტანეთის მთავრობა, რომ მოსკოვს ამ ფაქტით სარგებლობა შეეძლო. ამავე წყაროს ცნობით, ხომალდის მარშრუტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ინციდენტიდან ერთი დღის შემდეგ, 24 ივნისს, ჯონსონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბრიტანეთი არ ცნობს ყირიმის უკანონო ანექსიას და განაცხადა, რომ სამეფო ფლოტის გამანადგურებელი უმოკლესი მარშრუტით, ორ პუნქტს შორის, უკრაინიდან საქართველოში მიდიოდა.

ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს

BBC-ის ინფორმაციით, ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგო, სოფია საპეგა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. როგორც გამოცემას პროტასევიჩის მამამ განუცხადა, მისი ვაჟისთვის და სოფია საპეგასთვის წაყენებული ბრალდებები არ მოუხსნიათ. „ჩემთვის რთულია კომენტარი გავაკეთო ხელისუფლების ქმედებებზე, თუ რა მიზნები აქვს მას. შესაძლოა პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს“, - აღნიშნა დიმიტრი პროტასევიჩმა. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში მომავალ კვირას დაინიცირდება

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 28 ივნისს იგეგმება. შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს შორის პარლამენტში დღეს გაიმართა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მათ ოპოზიციას გააცნეს პროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობს შარლ მიშელის დოკუმენტიდან. პროექტით წარმოდგენილია სამი ძირითადი ცვლილება. ცვლილებებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი დგინდება. იცვლება საპარლამენტო ფრაქციების შექმნის წესი და ნაცვლად შვიდისა 4 წევრით განისაზღვრება. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა. „პროექტში სიტყვა-სიტყვით არის გადმოტანილი შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი. პროექტი საერთო თანხმობით ორშაბათს დაინიცირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, ახალი ნორმები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება.

ირაკლი ღარიბაშვილი: პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პანდემიამ გამოიწვია უპრეცედენტო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რაც თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობაზეც მძიმედ აისახა. ამის შესახებ მან პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა პრემიერის თქმით, საზოგადოებისთვის უმწვავეს რეალურ პრობლემებს ბოლო თვეების განმავლობაში დაემატა ხელოვნურად შექმნილი ე.წ. პოლიტიკური კრიზისი. „მე სწორედ ამ რთულ პირობებში, სამიოდე თვის წინ დამეკისრა ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. საანგარიშო პერიოდის ვრცელი მიმოხილვა ცოტა ხნის წინ გამოგიგზავნეთ. კიდევ ერთხელ, მოკლედ შევაჯამოთ მთავრობის საქმიანობა ამ პერიოდში. პანდემიის გამო შარშან ჩვენი ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. თუმცა ჩვენ არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ინფრასტრუქტურული პროექტები, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, არ გაჩერებულა წარმოების მნიშვნელოვანი დარგები. სახელმწიფომ, სხვადასხვა პირდაპირი დახმარებისა თუ შეღავათების სახით, მაქსიმალური დახმარება გაუწია მეწარმეებსა და დასაქმებულ ადამიანებს. დროის მოკლე პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდეთ ორი მილიარდ ასი მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება. ამან შესაძლებელი გახადა პანდემიის საპასუხო ღონისძიებების სრული დაფინანსება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. შევიმუშავეთ ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების მძლავრი პაკეტი. ჯანდაცვის ხარჯებმა შეადგინა 900 მილიონი.ბიზნესის მხარდაჭერამ - 3,0 მილიარდი ლარი.მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა - მილიარდ სამასი მილიონი ლარი შადგინა. წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის გაჯანსაღების წელია. შეგახსენებეთ, რომ აპრილში ექსპორტის 70 პროცენტიანი ზრდა პანდემიამდე მონაცემსაც აღემატება და ნათლად მიანიშნებს გაუმჯობესების ტენდენციაზე“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში ვითარდება სატრანზიტო და ლოჯისტიკურ პოტენციალი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გრძელდება საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაცია და საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბება. „საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, გაიხსნა მაგისტრალური გზის 70 კმ-დე. ასევე გეტყვით, რომ ამ სამუშაოებმა თბილისი-ბათუმის გზა 1 საათით უკვე შეამცირა. აქტიურ ფაზაშია ფოთის საზღვაო ტერმინალის მშენებლობა, პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური. დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 82%. საპილოტე რეჟიმში უკვე ხორციელდება გადაზიდვები. შეგახსენებთ, ჩვენ დავიწყეთ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით არის მზად, გახდეს NATO-ს წევრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ავღანეთში NATO-ს მისიებში ჩვენმა სამხედროებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია საქართველოს. როგორც მთავრობის მეთაურმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით არის მზად, გახდეს NATO-ს წევრი. „ავღანეთში NATO-ს მისიებში ჩვენმა სამხედროებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას. მე მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს გმირ სამხედროებს, რომლებიც მისიას ასრულებენ ღირსეულად და სამშობლოში ბრუნდებიან საგარეო პოლიტიკაზე მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამოთ განვლილი პერიოდი. ჩვენი უმთავრესი მიზანია საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. შეგახსენებთ, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გავაკეთებთ ოფიციალურად. ღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირთან როგორც უმაღლეს პოლიტიკურ, ასევე ინსტიტუციურ დონეზე.“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, უმაღლეს დონეზეა ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. „საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურებაა კონგრესის მიერ 2020 წლის ბოლოს დამტკიცებული საკანონდებლო აქტები. ასევე წელს, თებერვალში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენთა მიერ ხელახლა ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, გაზრდილი დაფინანსება. ჩვენ ეფექტიანად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის. მე უკვე განვაცხადე, რომ საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით არის მზად, გახდეს NATO-ს წევრი“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

2022 წელს საქართველო კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს

2022 წელს საქართველო კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველომ არაერთ მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრებას უმასპინძლა და გამორჩეული ადგილი დაიკავა მსოფლიო სპორტულ რუკაზე. „საანგარიშო პერიოდში ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე 200, მათ შორის, 65 ოქროს მედალი მოიპოვეს, მადლობა მათ. ჩვენმა ქვეყანამ არაერთ მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრებას უმასპინძლა და გამორჩეული ადგილი დაიკავა მსოფლიო სპორტულ რუკაზე. 2022 წელს თბილისი კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მიიღებს, 2023 წელს თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატს, 2025 წელს კი - ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლებთ. ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით აშენდა მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტები ბოლო წლებში. ოლიმპიური სასახლე, ტანვარჯიშის და ფრენბურთის არენები, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, ბათუმის სტადიონი და სპორტის სასახლე, არაერთი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი მზად არის დიდი საერთაშორისო ტურნირების მისაღებად. შენდება კალათბურთის სპორტის სასახლე, რომელიც 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აქტიურად ვემზადებით ტოკიოს ოლიმპიადისთვის და მინდა თქვენთან ერთად წარმატება ვუსურვო ჩვენს ოლიმპიელებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.