ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის დაზვერვა: ამერიკელი სამხედროების გასვლიდან 6 თვეში, შესაძლოა, ავღანეთის მთავრობა დაეცეს
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა დაასკვნა, რომ 6 თვის შემდეგ, როგორც კი ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა დასრულდება, შესაძლოა, ავღანეთის მთავრობა დაიშალოს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის დაზვერვის სააგენტოებმა გადახედეს საკუთარ წინა, უფრო ოპტიმისტურ დასკვნებს, მას შემდეგ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში თალიბანმა ათეულობით რაიონი და მნიშნელოვანი ქალაქების მიმდებარე ტერიტორიები დაიკავა. ხშირ შემთხვევაში ავღანეთის თავდაცვის ძალები ბრძოლის გარეშე ნებდებოდნენ, უკან იხევდნენ და ტოვებდნენ ამერიკელების მიერ მიწოდებულ შეიარაღებასა და ტექნიკას. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სამხედროებმა უკვე გაიყვანეს 3500 ჯარისკაცი და სამხედრო აღჭურვილობის ნახევარზე მეტი გაიტანეს. ავღანეთიდან გასვლა 11 სექტემბრამდე უნდა დაასრულონ. ოთხშაბათს, 23 ივნისს თალიბანისა და ავღანეთის მთავრობის ძალებს შორის მოხდა შეტაკება ქალაქ ქუნდუზის ჩრდილოეთ ნაწილში. წინა დღეს კი თალიბებმა დაიკავეს ავღანეთის მთავარი სასაზღვრო პუნქტი ტაჯიკეთთან და ჩრდილოეთ ავღანეთის მთავარ კერას მაზარ-შარიფის მიდამოებს მიაღწიეს. რის შემდეგაც სამთავრობო ძალების 134 სამხედრო ტაჯიკეთის მესაზღვრეებმა ქვეყანაში შეუშვეს და თავშესაფარი მისცეს. დაახლოებით 100 სამხედრო დაიღუპა ან თალიბანის ტყვეობაში ჩავარდა. საერთო ჯამში, გასული კვირის განმავლობაში, თალიბანის ელვისებურმა შეტევამ ჩრდილოეთ ავღანეთში გამოიწვია ათობით ოლქის დაცემა და აჯანყებულთა კონტროლის ქვეშ მოქცევა. ადგილობრივი პოლიტიკოსები და ტომობრივი ლიდერები სამთავრობო ძალებთან თალიბანთან დანებების შესაძლებლობებს განიხილავენ. მთავრობის მიერ დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც თვეების განმავლობაში გასამრჯელოს ვერ იღებენ, ხშირად, თალიბანის მიერ თავისუფალი და უსაფრთხო გავლის სანაცვლოდ, საკუთარ პოსტებსა და შეიარაღებას ტოვებენ. აშშ-ის დაზვერვა აქამდე თვლიდა, რომ ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის მთავრობა ამერიკის ჯარის დატოვებიდან მინიმუმ 2 წლის განმავლობაში მაინც გაუძლებდა თალიბანის ზეწოლას. საბოლოო მოსაზრების მიხედვით კი, ქაბულის მთავრობა შესაძლოა 6-12 თვის შუალედში დაეცეს. აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვალ, 25 ივნისს ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის შეხვდება.
ამირან გამყრელიძე: Astrazeneca-ს ვაქცინები არც გამქრალა და არც აღმოჩენილა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში Astrazeneca-ს ვაქცინის არც ერთი დოზა არც დაკარგულა და არც აღმოჩენილა. ამის შეახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. "არაფერი არ გამქრალა და არაფერი არ აღმოჩენილა. გიდასტურებთ, მხოლოდ იმას, რომ სამინისტრო სწავლობს ამ შემთხვევებს, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ზოგადად იმ ფაქტს, რომ არის დეფიციტური ხარჯვა. გიდასტურებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს. დღესაც გახლდნენ ჩვენთანაც პირველად. ხოლო თვითონ აუდიტის სამსახური უკვე რამდენიმე თვეა ჩვენთან სხვადასხვა პროგრამებს სწავლობს, ეს არის ე.წ ყოველწლიური შესწავლა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გიდასტურებთ, რომ შიდა აუდიტი დილით 10:00 საათზე პირველად იყო ჩვენთან",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი განცხადებით, თუ აუდიტი რაიმე დანაკლისს ნახავს ამაზე მერე ილაპარაკებს. გამყრელიძის განმარტებით, საქართველოს COVAX პრატფორმიდან Astrazeneca-ს ვაქცინა ორჯერ მიეწოდა - 13 მარტს 43 ათას 200, მეორედ ამდენივე აპრილის შუა რიცხვებში და მესამე პარტია უნდა შემოსულიყო ჯერ მაისის შუა რიცხვებში, შემდეგ ის გადაიწია ივნისის დასაწყისზე და შემდეგ უკვე 22 ივნისს უნდა შემოსულიყო. ამირან გამრელიძის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით გაეროს ბავშვთა ფონდმა ვაქცინის საწარმოდან შესაბამისი დოზები ვერ მიიღო, რამაც საქართველოში მესამე პარტიის შემოსვლა შეაფერხა და წარმოიშვა დეფიციტი 4-დან 5 ათას დოზა ვაქცინამდე. "შეიქმნა დეფიციტი 30 ივნისამდე პირველ და მეორე დოზაზე ჩაწერილი ადამიანებისთვის, ამ მდგომარეობის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამწუხაროდ, გავუუქნეთ პირველ აცრაზე ჩაწერილ ადამიანებს Astrazeneca-თი აცრა და მათ შევთავაზეთ/ვთავაზობთ სხვა ალტერნატიულ ვაქცინებს",- განაცახდა ამირან გამყრელიძემ. Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა ამირან გამყრელიძე: ჩვენ შეგვექმნა Astrazeneca-ს დაახლოებით, 5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი NCDC: ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა Astrazeneca-ს ვაქცინით აცრა, ვაქცინაციის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემა
ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინები არსად გამქრალა, შეფერხება იყო მწარმოებლისგან
„ვაქცინები არსად გამქრალა, ჩვენ მათი მობილიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის მოვახდინეთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში შიდა აუდიტი პროცესის ეფექტური მართვისთვის იმყოფებოდა. „ისინი წარმოადგენენ მოხსენებას და მოგვცემენ მითითებებს, როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართოს და Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენების დროს მოსახლეობას შეფერხება არ შეექმნას“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, დეფიციტის შეიქმნა მწარმოებლის მხრიდან და სამინისტროს ინფორმაცია მხოლოდ 22 ივნიის მიეწოდა, ახლა კი მიმდინარეობს მუშაობა, რომ შემდგომი წყვეტა არ იყოს. Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა
ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდრეგულაციების დამრღვევებისთვის ამნისტიის ამოქმედება მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გაზრდის
კოვიდრეგულაციების დამრღვევებისთვის ამნისტიის ამოქმედება მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გაზრდის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება არჩევნებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ მანამდე დიდი დროა. „ეს ნამდვილად არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მეტი შეღავათისთვის და კეთილგანწყობისთვის, რაც გაზრდის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. მთავრობა მოტივირებულია, რომ სამოქალაქო შეგრძნება და პასუხისმგებლობა ასწიოს და ერთად ვითანამშრომლოთ კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა საჯარიმო სანქციები, არამედ ეფქტური მართვა“, - აღნიშნა ეკატერინე მინისტრმა. მისივე თქმით, საბჭოზე იყო განხილული ამ გადაწყვეტილების ეფექტურობა, რომელმაც ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანი იყო როგორც კერძო სექტორისთვის, მოქალაქეებისთვის მომხდარიყო საჯარიმო სანქციების ამნისტია. კოვიდრეგულაციების დამრღვევებს ამნისტია შეეხებათ
ამირან გამყრელიძე: ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს დაახლოებით 10-20 პროცენტს
ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს დაახლოებით 10-20 პროცენტს. „ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული. ყველა მათგანი არის იმპორტირებული. ამ შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს დაახლოებით 10-20 პროცენტს. მოგეხსენებათ, რომ ევროპის ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს. მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მოხდეს საქართველოშიც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იმუნური სტატუსით შევხდებით შემოდგომას, რადგან ამით შეიძლება გადავავადოთ ან რაც შეიძლება მსუბუქი გავხადოთ მოსალოდნელი მეოთხე ტალღა. „მეოთხე ტალღაზე საუბარი სერიოზულია, მაგრამ ბევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ ის გაცილებით მსუბუქი უნდა იყოს, ვიდრე წინა სამი ტალღა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ივანე ჩხაიძე: თუ ქვეყანაში ინდური შტამი გახდა დომინანტური, ორი ნიღბის ტარება იქნება რეკომენდებული როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში ივანე ჩხაიძე: დაუყოვნებლივ დაიწყეთ ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყანაში, ლოდინის დრო არ არის
ენტონი ბლინკენი გერმანელ კოლეგასთან შეხვედრისას: „ჩრდილოეთის ნაკადი 2" ძირს უთხრის უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. როგორც ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰეიკო მაასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა რუსული გეოპოლიტიკური პროექტია. მისი თქმით, ნაკადის მშენებლობა ,,ძირს უთხრის უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას". „გაზსადენი საბოლოო ჯამში რუსული გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც ემუქრება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და პოტენციურად ძირს უთხრის უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას“, - განაცხადა ბლინკენმა მაასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ბლინკენის თქმით, შტატების მიზანია, რომ რუსეთმა ენერგია არ გამოიყენოს როგორც იარაღი უკრაინის ან ვინმეს წინააღმდეგ. ”ჩვენ მიზანად რჩება იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ენერგია, როგორც იძულებითი ინსტრუმენტი, როგორც იარაღი უკრაინის, ან ვინმეს წინააღმდეგ ევროპაში”, - თქვა ბლინკენმა. პროექტი, რომლის მშენებლობლობის დაახლოებით 95% დასრულებულია, დაეხმარება რუსეთს, შეამციროს გაზის ექსპორტი უკრაინის გავლით, კიევს ჩამოართვას მომგებიანი სატრანზიტო მოსაკრებლები. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში გუშინ დაიწყო. როგორც ცნობილია, 25 ივლისს ბლინკენი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება. სახელმიფო მდივნის ინფორმაციითვე, ბერლინიდან ის საფრანგეთსა და იტალიაში გაემგზავრება, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი დაწესდება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი დაწესდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ჯგუფებს შორის კონსულტაციების შემდეგ განაცხადა. „საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებითი განხილვა გაიმართა. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაზეც სხვადასხვა მოსაზრებები გვქონდა. მთლიანობაში პროექტთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერებულია. არის მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც ოპოზიციას დავეთანხმეთ - 40%-იანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის. ეს არის დამატებითი სიახლე რაც დღეს კანონპროექტში აისახება“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს. ამ დრომდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის ბარიერი არ არსებობდა.
კელი დეგნანი: 19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა ეს დღემდე არ განხორციელებულა
საქართველოს ყველა მეგობარი, საერთაშორისო საზოგადოება თანმხდება იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რაც მნიშვნელოვანია NATO-ში გაწევრიანებისკენ ქვეყნის მისწრაფების განასახორციელებლად. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ ძალისხმევაში. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა ეს დღემდე არ განხორციელებულა „ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, როდესაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავდა სასამართლო რეფორმაზე შეთანხმებას. ახლა, ის ვალდებულებები, რომლებიც ამ ხელშეკრულებაშია გაწერილი, უნდა შესრულდეს. მე მქონდა შეხვედრები მმართველი მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან და 19 აპრილის შეთანხმებაში კარგად არის წარმოჩენილი ის გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს. ეს გულისხმობს პროცესის დროებით შეჩერებას, ვიდრე არ გაიმართება ინკლუზიური და ფართო დებატი სასამართლოს რეფორმაზე. 19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ფართო, ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა ეს დღემდე არ განხორციელებულა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმაზე დისკუსიის დროს პროცესი იყოს მრავალპარტიული და ინკლუზიური. ზუსტად ეს არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება“, - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, რომ გარკვეულწილად, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი, ვიდრე ეს რეფორმა სრულად განიხილება. „ეს იქნება სასარგებლო ქართველი ხალხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.
ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორებად მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა
ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორებად ევროდეპუტატები მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის Twitter-ის გვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ლექსმანი და კალიურანდი, გერმანელ ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონთან ერთად ხელს შეუწყობენ დიალოგს და დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის გაუმჯობესებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის დაწყებას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს. „ჟან მონეს დიალოგი“ ევროპარლამენტის მიერ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის შემუშავებული ინსტრუმენტია, რომელიც საპარლამენტო მედიაციასა და დიალოგს აერთიანებს. აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს პოლიტიკური ლიდერების დიალოგს, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ევროპარლამენტმა „ჟან მონეს დიალოგის“ მეთოდი პირველად 2016 წელს, უკრაინის რადასთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოიყენა. შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ვიოლა ფონ კრამონი უხელმძღვანელებს
კელი დეგნანი: ძალიან მოწადინებული ვართ, რომ ვაქცინები საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩამოვიდეს
„ძალიან მოწადინებული ვართ, რომ ვაქცინები საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩამოვიდეს“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საელჩო მუდმივ კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. „ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საქართველოს გადმოვცეთ ვაქცინები. საქართველოს მთავრობამ ინტენსიურად იმუშავა ვაქცინების მიწოდების კუთხით. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ეს პრობლემა მსოფლიოს მასშტაბით არის. დეტალები დაზუსტების პროცესშია. გვაქვს მუდმივი კოორდინაცია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. ჩვენი დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი აიცრას, რადგან ეს არის ერთადერთი გზა პანდემიის დასამარცხებლად“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.
აშშ-ის მთავრობამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი გადასცა
აშშ-ის მთავრობამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. $155,000 ღირებულების ეს აღჭურვილობა პაციენტს ინდივიდუალურად მიაწვდის მაღალი კონცენტრაციის მქონე ჟანგბადს, რათა კოვიდპაციენტებისთვის მობილიზებულ სამასივე საწოლს ჟანგბადის საჭირო რაოდენობა ჰქონდეს. COVID-19-ის გლობალური პანდემიის დასრულება ამერიკელი ხალხისა და მთავრობის პრიორიტეტია. დღემდე, ამ დაავადების ზემოქმედების შესამსუბუქებლად, აშშ-მა საქართველოს $9 მილიონზე მეტი ღირებულების ახალი დახმარება აღმოუჩინა. ამასთანავე, ვაქცინის გაზიარების ვალდებულება აღებულია. ამჯერად აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მეშვეობით, აშშ-ის მთავრობამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი გადასცა. $155,000 ღირებულების ეს აღჭურვილობა პაციენტს ინდივიდუალურად მიაწვდის მაღალი კონცენტრაციის მქონე ჟანგბადს, რათა კოვიდპაციენტებისთვის მობილიზებულ სამასივე საწოლს ჟანგბადის საჭირო რაოდენობა ჰქონდეს. დღევანდელი გადაცემის ცერემონიაში ელჩმა კელი დეგნანმა მიიღო მონაწილეობა. საჩუქრად გადაცემული აღჭურვილობა აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ნაწილია და ეროვნული გვარდიის მხარდაჭერით განხორციელდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცესკოს წევრობის კანდიდატისთვის დამატებითი მოთხოვნები დაწესდება
ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს ადამიანი, თუ ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ იყო საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, - აღნიშნული დამატებითი მოთხოვნა ჩაიწერა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილავს. მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პროექტში ცესკოს წევრობის კანდიდატისთვის დამატებითი მოთხოვნის ჩაწერა ცვლილებების იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენის დროს გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ გადაწყდა. პროექტის პირველად რედაქციაში მითითებულია, რომ ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მოხელისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. „ახალი მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები მოიცავს ბელარუსში ვინმესთვის პირდაპირ ან ირიბად აღჭურვილობის, ტექნოლოგიის ან პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვის, მიწოდების, გადაცემის ან ექსპორტის აკრძალვას, რომელიც განკუთვნილია ძირითადად ინტერნეტისა და სატელეფონო კომუნიკაციების მონიტორინგისა და მოსმენისთვის. აღნიშნული აკრძალვა ასევე ეხება ორმაგი დანიშნულების საქონლებსა და ტექნოლოგიებს სამხედრო გამოყენებისთვის. ასევე შეზღუდულია ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით, კალიუმის ქლორიდით და საქონლით, რომელიც გამოიყენება თამბაქოს ნაწარმის წარმოებისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე შესვლა შეიზღუდა და ბელარუსის მთავრობისა და ბელარუსის საჯარო ორგანოებისა და სააგენტოებისთვის დაზღვევისა და ხელახლა დაზღვევის მიწოდება აიკრძალა. დაბოლოს, ევროპის საინვესტიციო ბანკი შეაჩერებს ნებისმიერი თანხის გადახდას საჯარო სექტორის პროექტებთან და ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებით. წევრ ქვეყნებს ასევე მოეთხოვებათ ზომები მიიღონ, რათა ბელარუსში მრავალმხრივი განვითარების ბანკებში მონაწილეობა შეზღუდონ, რომელთა წევრებიც არიან“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროპული საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, ზემოაღნიშნული სანქციები ძალაში 24 ივნისს შევიდა. 21 ივნისს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სასანქციო სიაში 78 ფიზიკური პირი და 8 ორგანიზაცია შეიყვანა.
შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა არჩილ თალაკვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურმა მდივანმა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ასამბლეის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. "ასაფ ჰაჯიევი საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საქართველოს პარლამენტი აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში, სადაც შავი ზღვის რეგიონის პოლიტიკური, სამართლებრივი, უსაფრთხოების და ეკონომიკური საკითხები განიხილება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა და“Rothschild & Co”-ს მმართველმა დირექტორმა იმსჯელეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია “Rothschild & Co”- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციას ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კონკრეტულ სფეროებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს. ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი ესწრებოდა.
ანდრიუს კუბილიუსი: გაუგებარია, რა შეიცვალა რუსეთის ქცევებში, რის გამოც ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მოისურვონ პუტინთან შეხვედრა
„გაუგებარია, რა შეიცვალა რუსეთის ქცევებში, რის გამოც ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მოისურვონ პუტინთან შეხვედრა“, - ასე ეხმაურება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი რუსეთთან დიალოგის შესახებ საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების განცხადებებს. კუბილისი მედიაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მერკელმა და მაკრონმა მოულოდნელად ევროკავშირის ხელმძღვანელობას პუტინთან შეხვედრა შესთავაზეს, რადგან თუ აშშ-ის ლიდერი შეხვდა, ევროკავშირის ლიდერებიც უნდა შეხვედროდნენ მას. იქედან გამომდინარე, რომ 2014 წლიდან ასეთი შეხვედრა არ გამართულა, კუბილიუსი სვამს კითხვას და მისთვის გაუგებარია, რა შეიცვალა 2014 წლის შემდეგ რუსეთის ქცევებში, რომ ახლა ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მიუისურვონ პუტინთან შეხვედრა. „ამ დღეებში ევროპული საბჭოს ლიდერები იწყებენ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, მათ შორის რუსეთთან ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივის შესახებ. ევროპარლამენტმა გასული წლის სექტემბერში რუსეთთან ევროკავშირის სტრატეგიის გადახედვა მოითხოვა, ასევე მოითხოვა დემოკრატიის საკითხებზე ფოკუსირება როგორც რუსეთში, ასევე კრემლის მიერ მხარდაჭერილი დიქტატორის, ლუკაშენკოს საკითხზე. ევროპარლამენტმაც დაიწყო მუშაობა და დეტალური რეკომენდაციების მომზადება ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის, რათა განიხილონ, როგორი შეიძლება იყოს ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგია და რას უნდა ელოდოს ევროკავშირი ასეთ ურთიერთობებში. მე უნდა მივყვე ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადების პროცესს. ინტენსიური კომუნიკაციის, ექსპერტებთან, რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებთან საუბრის შემდეგ, ევროპარლამენტში დოკუმენტთან დაკავშირებით იქმნება კონსენსუსი, რომელსაც მხარს უჭერს სხვადასხვა პარტია და რომლის მიზანია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს, დაეხმაროს რუსეთს დემოკრატიულ განვითარებაში. ჩვენს მიერ საგულდაგულოდ მომზადებული და დეტალური დოკუმენტი დამტკიცდება ივლისსა და სექტემბერში ევროპარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე. იმავდროულად, ევროკავშირის ლიდერების საბჭო გვპირდება, რომ დასკვნას დაამტკიცებს რუსეთთან ურთიერთობის შესახებ 2 დღეში: გუშინ დასკვნების პროექტში, რომელშიც გაკეთდა რამდენიმე შესწორება ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ რუსეთთან დაკავშირებით, ხაზგასმულია სწორი და საჭირო სიტყვები: სანქციები, დასავლეთ ბალკანეთი, აღმოსავლეთ პარტნიორობა, შერჩევითი თანამშრომლობა“, - აღნიშნავს კუბილიუსი. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი ევროპული კონტინენტის სტაბილურობისთვისაა საჭირო. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კი აღნიშნა, რომ საკმარისი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტი ესაუბრებოდეს და ევროკავშირმა ასევე უნდა შექმნას დისკუსიების სხვადასხვა ფორმატი. ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობისთვის ახალ სტრატეგიას სთავაზობს აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ურთიერთობებისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომის მნიშვნელობაზე ანდრიუს კუბილიუსმა რამდენიმე კვირის წინ Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, რას ვგულისხმობთ. ზოგიერთ დედაქალაქში ფიქრობენ, მოდით, ვესაუბროთ პუტინს. შევხედოთ, რუსეთი რისგან შედგება - კრემლისგან და ჩვეულებრივი ხალხისგან. მე უფრო მეტად მომხრე ვარ ხალხთან ურთიერთობის და ნაკლებად ასეთი ახალი მცდელობების პუტინთან. პუტინი არ შეიცვლება, მაგრამ რუს ხალხს რუსეთის შეცვლა შეუძლია. როგორ უნდა დავეხმაროთ რუს ხალხს რუსეთის ტრანსფორმაციაში, არსებობს რამდენიმე რამ - პირველი - დავეხმაროთ ადამიანის უფლებების, ხმის მიცემის უფლების დაცვაში, რომელსაც პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი და დასავლეთი უნდა უნდა იყვნენ მტკიცენი პოზიციაში, სანქციებით და ასე შემდეგ. მეორე საკითხი, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მის მცდელობაში, მოახდინოს რუსეთის ტრანსფორმაცია - ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ძლიერი პოზიციაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება საუკეთესო მაგალითია რუსი ხალხისთვის, რისი მიღწევა შეუძლიათ დემოკრატიული განვითარების გზით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება რუსეთის წინააღმდეგ ქმედებას არ ნიშნავს, ეს ასევე ნიშნავს რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერას. პუტინს არ სურს ამ ქვეყნების წარმატება, რადგან თუ რუსი ხალხი უკრაინის და საქართველოს მაგალითს მიჰყვება, პუტინის მსგავსი რეჟიმები ჩამოიშლება“, - აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.
სომხეთის მთავრობამ თურქული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა გაახანგრძლივა
მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, სომხეთის დროებითმა მთავრობამ ქვეყანაში თურქული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის კიდევ 6 თვით გაგრძელების გადაწყვეტილბა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინოფრმაციით, თურქული საქონლის იმპორტზე აკრძალვა პირველ ივლისს იწურებოდა და 2022 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდა. "თურქული პროდუქციის შემოტანის აკრძალვის გაგრძელება უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც ეკონომიკური სანქცია თურქეთის წინააღმდეგ, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც - შეწყვიტონ სომხური წყაროებიდან თურქეთის სახელმწიფო ხაზინის დაფინანსება", - განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა. მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თურქეთიდან იმპორტის მოცულობა თითქმის 70% -ით შემცირდა.
კელი დეგნანი: საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რაც NATO-ში გაწევრიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
საქართველოს ყველა მეგობარი, საერთაშორისო საზოგადოება თანმხდება იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რაც მნიშვნელოვანია NATO-ში გაწევრიანებისკენ ქვეყნის მისწრაფების განასახორციელებლად. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ ძალისხმევაში. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა ეს დღემდე არ განხორციელებულა „ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, როდესაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავდა სასამართლო რეფორმაზე შეთანხმებას. ახლა, ის ვალდებულებები, რომლებიც ამ ხელშეკრულებაშია გაწერილი, უნდა შესრულდეს. მე მქონდა შეხვედრები მმართველი მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან და 19 აპრილის შეთანხმებაში კარგად არის წარმოჩენილი ის გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს. ეს გულისხმობს პროცესის დროებით შეჩერებას, ვიდრე არ გაიმართება ინკლუზიური და ფართო დებატი სასამართლოს რეფორმაზე. 19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ფართო, ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა ეს დღემდე არ განხორციელებულა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმაზე დისკუსიის დროს პროცესი იყოს მრავალპარტიული და ინკლუზიური. ზუსტად ეს არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება“, - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, რომ გარკვეულწილად, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი, ვიდრე ეს რეფორმა სრულად განიხილება. „ეს იქნება სასარგებლო ქართველი ხალხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.
მარინა კალიურანდი: მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტის წევრებთან
ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორად დანიშვნის შემდეგ აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტის წევრებთან. „სიამაყით დავთანხმდი თანაფასილიტატორად დასახელებას და მუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და პარლამენტის დეპუტატებთან“, - წერს მარინა კალიურანდი Twitter-ზე. ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორებად მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ვიოლა ფონ კრამონი უხელმძღვანელებს
გარდაბანში, წყალსაცავში მაშველებმა ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს
სამაშველო ღონისძიებების შედეგად, გარდაბანში, წყალსაცავში მაშველებმა ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს ,,წყალსაცავიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან", - აცხადებენ სამსახურში. არსებული ინფორმაციით, მოზარდები თბოელექტროსადგურთან არსებულ ტბაზე საცურაოდ იმყოფებოდნენ. თავდაპირველად ტბაში 3 მოზარდი შევიდა, მათგან ერთმა გამოსვლა შეძლო.