ძებნის რეზულტატი:

ჰუბერტ ქნირში: შეშფოთებული ვარ, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს

"შეშფოთებული ვარ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს შორის, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. ელჩის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმება სრულყოფილად უნდა შესრულდეს. ამასთანავე მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისადმი ნდობის გაძლიერება. "შეშფოთებული ვარ, რომ იმ პარტიებს შორის, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. შარლ მიშელის შეთანხმება სრულყოფილად უნდა შესრულდეს. სასამართლო სისტემა არის ძალიან დელიკატური საკითხი. უკიდურესად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისადმი ხალხის ნდობის გაძლიერება. შესაბამისად, ახალი მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე მნიშვნელოვანია კონსულტაციების გამართვა. მოსამართლეების დანიშვნის პროცესმა სისტემისადმი ნდობის გაძლიერებას ხელი უნდა შეუწყოს", - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

კახა კუჭავამ და შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ასამბლეას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა PABSEC-ის საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელსაც, მხარეების შეფასებით, წევრი ქვეყნების მოსახლეობისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია. ხაზი გაესვა ასამბლეის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ამასთანავე, აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება. ასაფ ჰაჯიევმა კახა კუჭავას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტად სტამბულში მიიწვია. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ახალარჩეული ვიცე პრეზიდენტი, დავით სერგეენკო და ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდნენ.

ბრიუსელში ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს

ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მინისტრებმა დისკუსიის ფარგლებში მიმოიხილეს ასოცირების ტრიოს დაფუძნების მიზნები და სამომავლო საქმიანობა, ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული დინამიკა და მისი განვითარების შესაძლებლობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების ხედვები, ასევე ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიმოიხილა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობა, ასევე ისაუბრა საქართველოს ამბიციურ მიზანზე 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთების თაობაზე. მისი თქმით, სახელმწიფოს ამ მიმართულებით შემუშავებული აქვს კომპლექსური ხედვა, რომელიც უკვე დამტკიცდა შესაბამისი კომისიის მიერ და პროცესს პირადად უწევს კოორდინაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ასოცირების ტრიოს ქვეყნების საბოლოო მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა და ამისთვის აღნიშნული ქვეყნები კომპლექსური რეფორმების პროცესს მიმართავენ, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ევროკავშირთან სხვადასხვა სფეროში დაახლოებას და არსებული გამოწვევების მიმართ საზოგადოების მედეგობის გაზრდას გულისხმობს. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები: "ასოცირებული ტრიოს" შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს, გავხდეთ ევროკავშირის წევრები

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც იმსჯელეს

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, უკარინა) საგარეო საქმეთა მინისტრებმა - დავით ზალკალიანმა, აურელიო ჩოკოიმ და დმიტრო კულებამ ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ევროპარლამენტში. მინისტრები შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერს, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებს მარინა კალიურანდს, ზიგფრიდ მურეშანს, ვიტოლდ ვაშიკოვსკის, ევროპარლამენტის მომხსენებლებს - დრაგოშ ტუდორაჩეს, მიხაელ გალერს, ასევე ევროპარლამენტარებს - ანდრიუს კუბილიუსს და პეტრას აუსტრევიჩუსს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამიისტრო ავრცელებს. როგორ ცნობილია,ევროპარლამენტარები მიესალმნენ ასოცირების ტრიოს დაფუძნების იდეას და ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს ბრიუსელში. მინისტრებმა ისაუბრეს ასოცირების ტრიოს დაფუძნების მიზნებზე და ტრიოს შემდგომ საქმიანობაზე, რაც დაკავშირებულია სამი ასოცირებული ქვეყნის მჭიდრო კოორდინაციასთან ევროინტეგრაციის მიზნების რეალიზების გზაზე, ისევე როგორც აღნიშნული ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებასთან ევროკავშირთან, როგორც სექტორული დაახლოების, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის მიმართულებით. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და საპარლამენტო დონეზე ასოცირებული ტრიოს საქმიანობის გაძლიერებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს და პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით ასოცირებული ქვეყნების ხედვებს. აღინიშნა სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის და კომპლექსური რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა.ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, აღინიშნა ასოცირებული ტრიოს ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობაზე, მოქალაქეების უკანონო დაკავების ფატებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობაზე ადგილზე უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები: "ასოცირებული ტრიოს" შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს, გავხდეთ ევროკავშირის წევრები ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ არჩევნებზე 40%-იანი ბარიერი დაწესდება

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში - აღნიშნული ჩანაწერი დაემატა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილავს. როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან თავიდანვე იყო დაყენებული საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მაჟორიტარებისთვის ბარიერის შემოღების თაობაზე. „შემოთავაზებული იყო 40%-იანი ბარიერი. დღეს სამუშაო ჯგუფში გვქონდა ამაზე მსჯელობა და ეს მიდგომა გავიზიარეთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება

საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონმდებლობის დონეზე განისაზღვრება. „საარჩევნო კოდექსით“ იქნება გათვალისწინებული, რომ საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის მორიგი არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს გაიმართება. მიმდინარე წელს, თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება დაგეგმილი. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღინიშნა, რომ არჩევნების თარიღის კანონმდებლობის დონეზე განსაზღვრა სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის მხრიდან გახმოვანდა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაეთანხმა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე. „სამუშაო ჯგუფში, ოპოზიციის მხრიდან წამოვიდა წინადადება, რომ ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების შემთხვევაშიც კანონში დაფიქსირდეს არჩევნების თარიღი. ამიტომ, დღეს, ჩვენ სამუშაო ჯგუფს შევთავაზეთ ცვლილების ასეთი რედაქცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთის შესახებ ამჟამინდელი დისკუსია დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებასთან

ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შესახებ ამჟამინდელი დისკუსია დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებასთან. „უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის შესახებ ამჟამინდელი დისკუსია და მისი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აყვანის მცდელობები დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებასთან. ეს არის პოლონეთის პოზიცია. მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი უნდა იყოს შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთი უარს იტყვის თავის აგრესიულ ქმედებებზე სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას მისი მეზობლების წინააღმდეგ. ვითარება ჩვენთვის ნათელია. სიტუაციაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ აგრესიულ ქმედებებს, ჰიბრიდულ თავდასხმებს ჩვენს მეზობლებზე, ჩვენზე, კიბერთავდასხმებს ჩვენს უსაფრთხოებაზე, რთულია, აწარმოო უმაღლესი დონის დიალოგი, როგორც ეს შეთავაზებულია ზოგიერთი ქვეყნის მიერ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭს ხვალ უყრის

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრების გამოსვლები ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც ჩატარდება კენჭისყრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კენჭისყრა ისე უნდა ჩატარდეს, რომ პროექტის ის მუხლი, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობას და ასევე, ორი დანართი, რომელიც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, რაოდენობებს და საზღვრებს, დამატებითი განხილვისთვის გადაიდოს და მათი განხილვა მოხდეს პროექტის მესამე მოსმენის დროს. შალვა პაპუაშვილის აღნიშნული წინადადება პარლამენტის წევრებმა გაიზიარეს. პარლამენტმა დღე, მეორე მოსმენით, მუხლობრივად და პუნქტობრივად განიხილა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად.

BBC-ი: კანადის ერთ-ერთი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე ასობით უსახელო საფლავი აღმოაჩინეს

BBC-ის ინფორმაციით, კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე ასობით უსახელო საფლავი იპოვეს. როგორც ბრიტანული გამოცემა კანადის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, აღმოჩენილია სულ მცირე 751 საფლავი. კანადის მკვიდრი მოსახლეობის ასამბლეის ხელმძღვანელმა, პერი ბელეგარდმა აღმოჩენას „ტრაგიკული, თუმცა არაგასაკვირი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში ერთ-ერთი ინდიელი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს. მე-19-20 საუკუნეებში კანადაში, მკვიდრი მოსახლეობის ბავშვების იძულებითი ასიმილიაციის მიზნით, სკოლა-ინტერნატები სავალდებულო იყო. სკოლები მთავრობისა და რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. 1863-1998 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 000 ბავშვი იძულებით დააშორეს ოჯახს და სკოლა-ინტერნატებში განათავსეს. სკოლა-ინტერნატებში ყოფნისას გარდაიცვალა 4 100-ზე მეტი ბავშვი. ექვსწლიანი გამოძიების შედეგად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე. ბოლო კვირებში კანადაში მოქალაქეებს კანადის სკოლა-პანსიონებში გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან სიმბოლურად ბავშვის ფეხსაცმელები მიაქვთ.

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ევროინტეგრაციის პროცესში საერთო ამოცანების რეალიზაციაზე ისაუბრეს

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების - საქართველო, მოლდოვა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს ვალდის დომბროვსკისს შეხვდნენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინსრო ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს შექმნის მნიშვნელობასა და ტრიოს სამომავლო მიზნებზე, კერძოდ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, საერთო ამოცანების რეალიზაციის მიზნით მჭიდრო კოორდინაციაზე, ასევე ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობის განვითარებაზე ევროკავშირთან, მათ შორის სექტორული დიალოგის ფორმატების ჩამოყალიბების, ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით. აღინიშნა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობა ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ერვოინტეგრაციული მიზნების გზაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას, რაც აუცილებელია ასოცირებული ქვეყნების ეტაპობრივი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის შიდა ბაზარზე. დადებითი შეაფასება მიეცა ასოცირებული ქვეყნების მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების განხორციელების დინამიკას, ევრო კომისარმა ტრიოს ქვეყნებს რეფორმირების პროცესში შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები: "ასოცირებული ტრიოს" შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს, გავხდეთ ევროკავშირის წევრები ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა

უკრაინის პრეზიდენტმა რუს ბიზნესმენებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ბიზნესმენებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა. კერძოდ, სანქციები დაუწესდათ კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს, ბიზნესმენებს ოლეგ დერიპასკას, ანდრეი კოსტინს და იგორ, არკადი და რომან როტენბერგებს. სანქციები ასევე შეეხო 698 რუსულ კომპანიას. სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, კრედიტებისა და სესხების გაცემის აკრძალვას, ფინანსური დახმარების გაცემას და ფასიანი ქაღალდების შეძენას. ასევე სანქციები კრძალავს უკრაინის ტერიტორიაზე ვიზიტს და პრივატიზებაში მონაწილეობის მიღებას. სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების მიერ უკრაინაში განთავსებული აქტივები დაიბლოკება და მათ აეკრძალებათ უკრაინიდან ფულის გატანა. გარდა ამისა, მათ უკრაინაში შესვლა ეკრძალებათ.

დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ „ტრიოს სამიტს“ უახლოეს მომავალში საქართველო უმასპინძლებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში, ტრიოს სამიტს საქართველო უმასპინძლებს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა. ზალკალიანმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი დინამიკა, პროგრესია და თუ რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნა, ამ ინიციატივას წინ არაფერი დაუდგება. „უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, თბილისში ვუმასპინძლოთ სწორედ „ტრიოს სამიტის“ ფორმატში ლიდერებსა და ევროკავშირის მაღალი დონის ჩართულობით. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება ამ პროცესის შეუქცევადობის, რომელიც დღეს აქ დაიწყო, ბრიუსელში. უფრო სწორად, დაიწყო კიევში, 17 მაისს, ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებით. ვფიქრობ, ეს ვიზიტი, ძალიან წარმატებული იყო, გამომდინარე ჩვენი საუბრებიდან, დისკუსიიდან, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გვქონდა, როგორც კომისიაში, ისე საგარეო ურთიერთობის უმაღლეს წარმომადგენელთან, ისე ევროპარლამენტში, ძალიან პოზიტიური გამოხმაურებები არის და ყველა ერთხმად მიესალმება ტრიოს ფორმატში ჩვენი ინტეგრაციული პროცესების შემდგომ გააქტიურებას. მიმღებლობა იყო ძალიან მაღალი, რაც ვფიქრობ, პირველი პოზიტიური შედეგი არის ტრიოს ფორმატის. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ აუცილებელია, შენარჩუნდეს პროცესის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ინკლუზიურობა, ანუ ყოვლისმომცველი იყოს ეს პროცესი, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა, რაც ძალიან სამართლიანი, რადგან სამი ქვეყანა, ასოცირებული წევრი ქვეყანა – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ჩვენ ვართ, ვინც აჩვენებს პროგრესს ამ მიმართულებით. აუცილებელია, რომ ამ პროგრესს მოჰყვეს შემხვედრი, შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან. როდესაც შენ პროგრესს აჩვენებ, აუცილებელია, რომ ეს კონკრეტული შემხვედრი ნაბიჯებით იყოს გამყარებული. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, დღეს დაწყებული დიალოგი, მომავალში მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს“, – განაცხადა ზალკალიანმა. კითხვაზე, ევროკავშირის მაღალი დონის ჩართულობით „ტრიოს სამიტი“ რას ნიშნავს, ევროპარალმენტარებმა თქვეს, რომ მიშელი იქნება პირადად ჩართული და ჩამოდის თუ არა ის საქართველოში, დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „როგორც კი გვექნება ოფიციალური დადასტურება, გეტყვით აუცილებლად. მასპინძელი ჩვენ ვიქნებით, რა თქმა უნდა, დიდი სურვილია, რომ იყოს უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი, იმედია, ასე იქნება“. ცნობისთვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში განაცხადა, რომ ელის საქართველოში ვიზიტს. ,,მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ჩამოვიდე თქვენთან ვიზიტით და გაგიზიაროთ პრობლემები და მიზნები“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

დავით ზალკალიანი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გვაქვს ამბიციური განაცხადი, თანმიმდევრული ვართ საშინაო დავალების შესრულების კუთხით

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ამბიციური განაცხადი აქვთ და თანმიმდევრულები არიან საშინაო დავალების შესრულების კუთხით. ამის შესახებ მან ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა. „იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინები ვმართოთ და არ დაგვემართოს იმედგაცრუება, რეალისტები უნდა ვიყოთ და რეალისტურად შევაფასოთ სიტუაცია, რომელიც შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში. ფაქტია, რომ არის სამი ქვეყანა: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ვისაც აქვს ამბიციური განაცხადი და ჩვენ თანმიმდევრული ვართ ჩვენი, როგორც საშინაო დავალების შესრულების კუთხით, ასევე ჩვენი მხრიდან ამბიციური დღის წესრიგის ინიცირებით. არიან ქვეყნები, რომლებსაც განსხვავებული ხედვა აქვთ, პირდაპირ აცხადებენ და დასამალი არ არის, რომ მათ დღის წესრიგში არ დგას ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ ჩვენი თხოვნაც, ევროპელი პარტნიორების მიმართ არის, რომ მოხდეს ადეკვატური შეფასება არსებული სიტუაციის. ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. არ უნდა მოგვერიდოს ამ მოვლენებზე საკუთარი სახელის დარქმევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აღმოვჩნდებით უკიდურესად რთულ მდგომარეობაში: ვერ ვაღიარებთ პროგრესს და იმ ქვეყნებს, ვისაც აქვთ, ამ ქვეყნების პროგრესი არ იქნება შესაბამისად შეფასებული, რაც გამოიწვევს იმედგაცრუებას ჩვენს საზოგადოებაში და ეს იქნება არასწორი სიგნალი სხვებისთვისაც. ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი და აქ საჭიროა ევროკავშირთან ახლო კოორდინაცია, თანამშრომლობა“, – განაცხადა დავით ზალკალინმა. მისივე თქმით, ბრიუსელის გარდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში იგივე ფორმატით შეხვედრები მომავალშიც იგეგმება. „ჩვენ ვგეგმავთ ასევე სხვა ვიზიტებს. ეს დასაწყისია. ბრიუსელში ჩამოვედით, მაგრამ ასევე ევროპულ დედაქალაქებშიც უნდა წავიდეთ, იგივე ფორმატით, რომ მათაც გავაგებინოთ ჩვენი პოზიცია, ჩვენი სათქმელი. უნდა მოვემზადოთ ჩვენც და მოვამზადოთ პარტნიორებიც, არამხოლოდ ბრიუსელში, არამედ ევროპულ დედაქალაქებში. რა თმა უნდა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის წევრობა და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. ჩვენ ასევე გვაქვს ამბიციური განაცხადი, რომ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს წევრობისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ფორმატიც ერთგვარი დამხმარე საშუალებაა და ფორმა არის ამ პროცესების დაჩქარების. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც ქვეყანა, ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც დამკტიცებული არის ჩვენი სამთავრობო კომისიის მიერ, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, მაგრამ ის არის ასევე სრულ თავსებადობაში იმ საერთო ინტერესებთან, რომელიც ტრიოს ფორმატში გამოიკვეთა. აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ უფრო მეტად პროაქტიულები. ეს ნიშნავს იმას, რომ მეტი ინიციატივით გამოვიდეთ, მეტი შესაძლებლობები მოვნახოთ, რაც მოიპოვებს მოწონებას ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ეს ეხება ყველა მიმართულებას, მათ შორის პოლიტიკური განზომილების კუთხით, ეკონომიკა და ვაჭრობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სახით, ეს არის ის ყოვლისმომცველი ფუნდამენტი, რაც ემსახურება ჩვენს საბოლოო მიზანს, წევრობას. თუკი ჩვენ ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩართვით, წარმატებით შევასრულებთ, მათ უკვე ჩვენთვის სათქმელიც აღარაფერი არ ექნებათ, თუ რა შეიძლება იყოს ბარიერი საბოლოო მიზანზე, წევრობის თვალსაზრისით. ასევე ეკონომიკურ განზომილებასთან ერთად, ჩვენ ვთავაზობთ ახალ შესაძლებლობებს, იგივე დაკავშირებულობა. გამოვიყენოთ არსებული შესაძლებლობები, არსებული ინფრასტრუქტურული და გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დაკავშირებულობა სამ ასოცირებულ წევრს შორის, ასევე ჩვენს ასოცირებულ წევრებსა და ევროკავშირს შორის, ეს არის ის, რასაც ვთავაზობთ და ის პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც ჩვენს შორის არის და ამას ძალიან პოზიტიურად უყურებენ“,- განაცხადა ზალკალიანმა. დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ „ტრიოს სამიტს“ უახლოეს მომავალში საქართველო უმასპინძლებს

Reuters-ი: ჯანმოში ვარაუდობენ, რომ ხანდაზმულებს Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება წელიწადში ერთხელ მოუწევთ

Reuters-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ხანდაზმულებს Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება წელიწადში ერთხელ მოუწევთ. როგორც ცნობილია, მათ ყოველწლიურად რევაქცინაციის გავლა ვირუსის ვარიანტებისგან დასაცავად დასჭირდებათ. ორგანიზაციის შიდა ანგარიშიდან, რომელიც Reuters-მა მოიპოვა, აღნიშნულია, რომ ვაქცინის დამატებით დოზის გაკეთება რისკ ჯგუფებში შემავალ ადამიანებს წელიწადში ერთხელ მოუწევთ. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ დამატებითი დოზის საჭიროება მოვლენების განვითარების ერთ-ერთი სცენარია. დანარჩენი ორი სცენარით ეს გათვალისწინებული არ არის. სააგენტოს მიერ მოპოვებული ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ მომავალ წელს გლობალურად Covid19-ის საწინააღმდეგო 12 მილიარდი დოზა იქნება წარმოებული. დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პირთა ყოველწლიურ რევაქცინაციას განიხილავს, როგორც საბაზისო სცენარს. საბაზისო სცენარის მიხედვით, ახალი ვარიანტების გაჩენა გაგრძელდება, ხოლო ვაქცინები რეგულარულად განახლდება ამ საფრთხეების შესაბამისად.

დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებას მოუსმენს

დღეს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ, რომელიც პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით წლიურ მოხსენებას გააცნობს. სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 151-გვერდიან მოხსენებაში ასახულია ისეთი საკვანძო მიმართულება, როგორიცაა: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა. „პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ, ერთი მხრივ, არ შეჩერდეს ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების რეფორმები, ხოლო, მეორე მხრივ, მოკლევადიან პერიოდში დაეხმაროს მოსახლეობას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, ახალი გამოწვევების დაძლევაში“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებაში. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მოხსენების შემდეგ პროცედურა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესით მიმდინარეობს: პარლამენტის წევრები შეკითხვებით მიმართავენ მომხსენებელს. თითოეული შეკითხვისთვის გამოყოფილია 2 წუთი, დაზუსტებისთვის - 1 ხოლო შეკითხვებზე პასუხებისთვის მომხსენებელს აქვს 20 წთ. სხდომაზე კომიტეტის წარმომადგენლების გამოსვლის ხანგრძლივობაა 5 წუთია, უფრაქციო პარლამენტის წევრების - 3 წუთი.თითოეულ ფრაქციას იმდენი წუთი ეძლევა, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა. გამოსვლების დასრულების შემდეგ, 10 წუთიანი რეგლამენტით მომხსენებელი პარლმენტს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს იხურება

პარლამენტის საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენით დღეს დაიხურება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი სესიაზე წელიწადში ორჯერ იკრიბება. საგაზაფხულო სესია ყოველი წლის თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. საგაზაფხულო სესიას დადებითად აფასებენ დეპუტატები. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი მათ მთავარ მიღწევად საარჩევნო რეფორმას მიიჩნევს. „საგაზაფხულო სესია სრულდება. პირველად ვართ მეც და ლევან იოსელიანიც პარლამენტის წევრები. პირველი სესია იყო ჩვენთვის. ჩვენი ძალისხმევით უკმაყოფილოები არ ვართ. პირველი, რაც ვთქვით და რის ფასადაც შემოვედით, რასაც დიდი ქილიკი მოჰყვა, რომ ვერ გავიტანდით და „ქართული ოცნება“ გადაგვაგდებდა, ეს არის საარჩევნო საკითხი, რომელიც სესიაზე გავიდა. მეორე გავა ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან სანქციების გამკაცრების საკითხი. გადის და გავიტანეთ პენსიების საკითხს და „ლიბერთი ბანკთან“ ვწყვეტთ კონტრაქტს. ამით გაცილებით მეტი ხეირი ექნება მოსახლეობას. ასევე აქტიურად ვიყავით სხვა საკითხებში ჩართული და იმედი გვაქვს, რომ ყოველი ახალი სესია იქნება იმაზე უფრო ნაყოფიერი, ვიდრე იყო საგაზაფხულო, მაინც დიდი პოლიტიკური რყევების გავლენის გამო“, – ალეკო ელისაშვილი საგაზაფხულო სესიას წარმატებულად აფასებენ მმართველ გუნდშიც. გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ხაზგასასმელია, რომ საგაზაფხულო სესია ოპოზიცია თითქმის სრული შემადგენლობით სრულდება. „პრემიერის ანგარიშით საქართველოს პარლამენტს საგაზაფხულო სესია რეგლამენტის შესაბამისად სრულდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საგაზაფხულო სესიაზე ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა საქართველოს პარლამენტმა როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური პროცესები წარიმართა ისე, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ საგაზაფხულო სესიაზე დაიწყო აქტიურად საპარლამენტო საქმიანობა. ეს საკმაო მიღწევა იყო. ასევე, საკანონმდებლო დონეზე, ბევრი პოზიტიური ცვლილება მივიღეთ კანონმდებლობაში, მათ შორის მართლმსაჯულების გაუმჯობესების კუთხით იყო ცვლილებები მიღებული. ასევე იყო საარჩევნო კოდექსის ძირეული ცვლილებები და ბევრი სხვა კანონმდებლობა იქნა შეცვლილი, რათა გაუმჯობესებულიყო საქართველოს საზოგადოების მდგომარეობა. საქმიანობას უკვე საშემოდგომო სესიაზე გავაგრძელებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის პირველი დღის დისკუსიის ბოლოს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ლიდერები რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მეთაური აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ე.წ. მინსკის შეთანხმებები. „ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთის ლიდერები მოახდენენ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის დემონსტრირებას და შეწყვეტენ ქმედებებს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, ასევე მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს სრულად აიღოს თავისი პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად, როგორც ძირითადი პირობა ევროკავშირის პოზიციის ნებისმიერი არსებითი ცვლილებისთვის.“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის სამიტის მონაწილეები მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის უმაღლეს წამომადგენელს, წარმოადგინონ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომების დაწესების წინადადება. მათ შორის ეკონომიკური სანქციები. ,,ჩვენი მდგრადობის განმტკიცებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მკაცრი და კოორდინირებული რეაგირების აუცილებლობას რუსეთის მხრიდან შემდგომი მავნე, უკანონო და ხელის შემშლელი ქმედებების მიმართ, ევროკავშირის ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტის სრულად გამოყენების შესახებ და პარტნიორებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ევროსაბჭო ასევე იწვევს კომისიასა და უმაღლეს წარმომადგენელს, წარმოადგინონ დამატებითი შემაკავებელი ზომების ვარიანტები, მათ შორის ეკონომიკური სანქციები", - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე განცხადებაში ევროკავშირის საბჭო ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან კავშირების გამყარებისა და ამ სახელმწიფოების მდგრადობის განმტკიცების აუცილებლობას. ამასთან, საბჭო აღიარებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების ევროპულ მისწრაფებას და ევროპულ არჩევანს. „ევროკავშირი ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ადამიანთა შორის კავშირების თუ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას, რაც მათი მდგრადობის განმტკიცებას მოემსახურება. საბჭო იმეორებს 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციას, რომელიც აღიარებს აღმოსავლეთ პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებშია ნათქვამი, და ასევე მათი ამოქმედების კონტექსტში. საბჭო ასევე ხაზს უსვამს ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობებია გაღრმავებას“, – ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში. ამავე განცხადებაში ევროკავშირის საბჭო საუბრობს, რომ ღიაა რუსეთთან შერჩევითი თანამშრომლობისთვის იმ საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირის ინტერესს წარმოადგენს. ასეთ საკითხებად დასახელებულია კლიმატი, ჯანდაცვა, ასევე ირანის ბირთვული შეთანხმება, ლიბია და სირია. „ევროკავშირი შეისწავლის რუსეთთან დიალოგის პირობებსა და ფორმატებს“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის საბჭო ასევე გმობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას რუსეთში და ხაზს უსვამს სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერის გაფართოების აუცილებლობას. ამასთან, ევროკავშირის ლიდერები კიდევ ერთხელ მოითხოვენ 2014 წელს უკრაინის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგის საქმის გამოძიებას, სიმართლის დადგენასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას. ისინი მოუწოდებენ ყველა სახელმწიფოს, ითანამშრომლონ ამ საქმის გამოძიებაში.

მაიკლ კარპენტერი: ეს იქნება უდიდესი პრივილეგია, ვიმუშაო ჩვენი ღირებულებების, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპასა და ევრაზიაში

„ჩემი კანდიდატურის დადასტურების შემთხვევაში, უფიდესი პრივილეგია იქნება, ვიმუშაო ჩვენი ღირებულებების, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპასა და ევრაზიაში“, - ასე ეხმაურება ეუთოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარდგენას მაიკლ კარპენტერი. „ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა, კვლავ ვიყო ამერიკის სასმახურში. ჩემი კანდიდატურის დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება უდიდესი პრივილეგია, ვიმუშაო ჰელსინკის კომისიის წევრებთან, სენატის საგარეო კომიტეტთან, ჩვენი ღირებულებების, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპასა და ევრაზიაში“, - წერს მაიკლ კარპენტერი Twitter-ზე. მაიკლ კარპენტერი თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილეა რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ხოლო მანამდე ვიცე-პრეზიდენტის აპარატში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სპეციალური მრჩეველი იყო. ის ასევე მუშაობდა რუსეთის საკითხებზე დირექტორად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში. კარპენტერი მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტში, როგორც რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორის მოადგილე. შეერთებულ შტატებში ელჩებს პრეზიდენტი ნიშნავს და სენატი ამტკიცებს. ჯო ბაიდენმა ეუთოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მაიკლ კარპენტერი წარადგინა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დმანისთან, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მათივე ცნობით, სტიქიის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 09:20 საათზე დაფიქსირდა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 699 ადამიანს დაუდასტურდა, 614 გამოჯანმრთელდა, 9 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახენ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 104 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 282 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 822 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 699 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 362 183-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.05 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.40%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 614 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 348 267-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 237 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 699 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 418 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 36, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 653 საიდანაც: 2 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 418, აჭარაში - 154, იმერეთში - 338. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 657 პირი, მათ შორის, თბილისში - 303, აჭარაში - 43, იმერეთში -146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 104, აჭარაში - 7, იმერეთში - 14. 585 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 476 პირი ვირუსის მკურნალობას გადის ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 878. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 923 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 698, პირი, აჭარაში - 697, იმერეთში - 1 087.