ძებნის რეზულტატი:
სახალხო დამცველი: ვაქცინა რომ არ გვაქვს ქვეყანაში, შეიძლება შეფასდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად
"ვაქცინა რომ არ გვაქვს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, შეიძლება შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად", - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი შექმნილ მდგომარეობას ძალიან კრიტიკულად აფასებს. "იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც ადამიანებს მძიმე დაავადებებისა და სიკვდილიანობისგან იცავს, როდესაც დღეს არ გვაქვს ვაქცინა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი ნამდვილად ამ მიმართულებით“", - განაცხადა ლომჯარიამ. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, კრიტიკის საგანია ის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვების შემოღებასა და გაუქმებაზე, არ არის დასაბუთებული. "როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რის საფუძველზე, რა მეცნიერული გათვლების საფუძვლეზე. რატომ ხდება კონკრეტული შეზღუდვის მოხსნა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მაღალია სიკვდილიანობისა და ინფიცირების მაჩვენებელი და არ გვაქვს ვაქცინები. რჩება განცდა, რომ ეს გადაწყვეტილებები, გარკვეულ შემთხვევაში, ეკონომიკურ სარგებლიანობას ეფუძნება და არა გათვლად მონაცემებსა და მეცნიერულ დასაბუთებებს. დღეს არსებული ვითარება კრიტიკას ექვემდებარება", - განაცხადა სახალხო დამცველმა.
სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი: ქართული დემოკრატიის სტაბილურობა გავლენას ახდენს რეგიონულ უსაფრთხოებაზე, რაც აშშ-სთვის მნიშვნელოვანია
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი წევრი საქართველოს შესახებ ინიცირებულ ორპარტიულ რეზოლუციაზე განცხადებას ავრცელებენ. ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი აცხადებენ, რომ რეზოლუცია ადასტურებს შეერთებული შტატების ინტერესს, იხილოს, რომ ყველა პარტია დაიცავს 19 აპრილის შეთანხმებას და მის სულისკვეთებას. „მაშინ, როცა საქართველო ახორციელებს 19 აპრილის შეთანხმებას და მუშაობს მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-მა აჩვენოს მხარდაჭერა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვოს. გუშინ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაგზავნა ძლიერი, ორპარტიული გზავნილი, რომ ჩვენ ვდგავართ ჩვენი პარტნიორის გვერდით და მხარს ვუჭერთ მის მნიშვნელოვან ძალისხმევას, შექმნას უფრო მეტად პასუხისმგებლიანი, ანგარიშვალდებული მთავრობა და წინ წავიდეს მისი ტრანსატლანტიკური მიზნების განხორციელების გზაზე“, - ნათქვამია სენატორების განცხადებაში. „კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუცია ადასტურებს შეერთებული შტატების ინტერესს, იხილოს, რომ ყველა პარტია დაიცავს 19 აპრილის შეთანხმებას და მის სულისკვეთებას; რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ყველა დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერონ შეთანხმებას და რომ ყველა პარტიამ კეთილსინდისიერად იმუშაოს ერთად, რათა განავითარონ და სრულად განახორციელონ აუცილებელი სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, რაც საჭიროა დემოკრატიის განმტკიცებისთვის. საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მის ერთად წინსვლის შესაძლებლობაზე. ქართული დემოკრატიის სტაბილურობას გავლენა აქვს აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონულ უსაფრთხოებაზე. ეს მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი საკუთარი მავნე გავლენის გავრცელებაზე მუშაობს. ჩვენი ველით სენატში ორპარტიული პროგრესის განვითარებას, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია განცხადებაში. სენატორ შაჰინის ხელმძღვანელობით, კონგრესის ორპარტიული დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტით იმყოფებოდა. ამ ვიზიტის ფარგლებში სენატორები თბილისს ივნისის დასაწყისში სტუმრობდნენ. ხაზგასმით ვაცხადებთ, აშშ მხარს უჭერს უფრო მტკიცე დემოკრატიას საქართველოში - სენატში რეზოლუცია წარადგინეს
დავით ზალკალიანი: ბორელთან და ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მაქსიმალურად გამოვიყენებ, რომ ზაზა გახელაძის თემის აქტუალიზაცია მოხდეს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისარს, დიდიე რეინდერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ევროკომისართან დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე, მათ შორის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების და პატიმრობის საკითხზე და ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში როგორც ევროკავშირის, ისე საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობის მნიშვნელობას. „დღევანდელ ჩემს შეხვედრაზეც მქონდა ამის შესახებ ძალიან მკაფიო საუბარი, თხოვნა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, რომ რუსეთის ფედერაციასთან მათი ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს ეს საკითხი დასმული. ხვალ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზეც მექნება ამაზე საუბარი, ასევე ევროპარლამენტარებთან და მაქსიმალურად გამოვიყენებ ამ ვიზიტს, რომ ზაზა გახელაძის თემის აქტუალიზაცია მოხდეს“-განაცხადა დავით ზალკალიანმა. "ევროკომისართან შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს მართლმსაჯულების კუთხით საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. დავით ზალკალიანმა ევროკომისარს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ და ერვოკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმების შესრულების მხრივ არსებულ სურათზე", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის რადას თავმჯდომარე: საქართველოსა და უკრაინას არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ მეგობრული ურთიერთობები აერთიანებთ
უკრაინის რადას თავმჯდომარის დმიტრო რაზუმკოვის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოს არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები აერთიანებთ. ამის შესახებ ის Twitter-ში წერს. "ევროკავშირისა და NATO-სკენ სვლა, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგის განვითარება მთავარი თემები იყო საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას. ჩვენს ქვეყნებს არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ მეგობრული ურთიერთობები აერთიანებთ", – წერს რაზუმკოვი. რადას თავმჯდომარის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. "ნამდვილად, ბატონო თავმჯდომარევ! მოდით, ეს ვიზიტი იყოს პარლამენტთაშორისი ურთიერთობების ახალი პოტენციალის დასაწყისი ჩვენს ორ ქვეყანაში", – წერს სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილა
ცნობილი ანტივირუსული პროგრამის შემქნნელი ჯონ მაკაფი საკანში გარდაცვლილი იპოვეს
კომპანია McAfee-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი და პროგრამისტი ჯონ მაკაფი ესპანეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ესპანელმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, თუმცა წინასწარ ვარაუდობენ, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. აშშ-ში ბიზნესმენს გადასახადის გადახდისგან თავის არიდებაში ადანაშაულებდნენ, პროკურატურა აცხადებდა, რომ ჯონ მაკაფიმ მილიონობით დოლარი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციების შედეგად მიიღო. 2020 წელს ჯონ მაკაფი ესპანეთში აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები: "ასოცირებული ტრიოს" შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს, გავხდეთ ევროკავშირის წევრები
საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს. დავით ზალკალიანი, აურელიუ ჩოკოი და დმიტრო კულება ევროკავშირის "ასოცირებული ტრიოს" პირველი ერთობლივი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან და დღეს ჟოზეპ ბორელს შეხვდებიან. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 7 წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, ისტორიული და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს თავიანთი ევროპული მომავლისკენ, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი. "ისინი მოიცავდნენ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სფეროებს და წარმოადგენენ ყველაზე ამბიციურ შეთანხმებებს, რომლებიც ევროკავშირს ოდესმე თავის მეზობლებთან დაუდია. ამ შეთანხმებებმა გააერთიანა ჩვენი თავისუფლება, დემოკრატიული განვითარება და კეთილდღეობის სახელმწიფო მშენებლობის პროცესები. მათ არსებითად განაახლეს სამი აღმოსავლელი პარტნიორის ურთიერთობა ევროკავშირთან და მტკიცედ განალაგეს ისინი ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რუკაზე, აღიარეს რა ჩვენი ქვეყნების ევროპული მისწრაფებები, აგრეთვე საერთო ისტორია და ღირებულებები, რომლებსაც დანარჩენ ევროპასთან ვიზიარებთ. ევროკავშირი გახდა ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორი, მთავარი ინვესტორი და დანიშნულების ადგილი მილიონობით ჩვენი მოქალაქისთვის, რომლებიც იქ უვიზოდ მოგზაურობენ. შეთანხმებები წარმოადგენს ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის გაძლიერებული პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ჩარჩოს, რომელსაც ისინი თანდათანობით მიჰყავს ევროკავშირის შიდა ბაზართან ინტეგრაციისკენ. შეთანხმებები წარმოადგენს ეფექტიან და ყოვლისმომცველ სახელმძღვანელოს სამი ასოცირებული პარტნიორის დინამიური რეფორმის პროცესში. ევროკავშირისთვის ეს ასევე გახდა ძლიერი ინსტრუმენტები ამ ისტორიული და რთული ტრანსფორმაციის გზაზე ჩვენს გვერდით ყოფნისათვის და დასახმარებლად. ევროპულისაბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ ხელმოწერის დღესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არის არა რიგითი შეთანხმებები, არამედ მთელი ეტაპები ჩვენი ურთიერთობებისა და მთლიანად ევროპის ისტორიაში", - ნათქვამია მინისტრების ერთობლივ სტატიაში. მინისტრების თქმით, ასოცირებული პარტნიორები თანმიმდევრულად და სტაბილურად ახორციელებენ შეთანხმებებს. ისინი ხაზს უსვამენ მიღწეულ პროგრესს საჯარო ადმინისტრაციის რეფორმირებაში, ვაჭრობის ლიბერალიზაციაში, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის გარდაქმნაში, ადამიანთა შორის კონტაქტების დამყარების საქმეში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაში, გარემოს დაცვის დღის წესრიგის გაუმჯობესებაში და უსაფრთხოების გაძლიერებაში. "ჩვენი დემოკრატიებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესება ყოველთვის იყო და რჩება არსებით პრიორიტეტებად. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებს", - ნათქვამია სტატიაში. მინისტრების ერთობლივ სტატიაში რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეა საუბარი. "რეფორმების დღის წესრიგზე ფოკუსირებისას გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ქვეყნები კვლავ დგანან უსაფრთხოების გამოწვევების, განსაკუთრებით კი, მოუგვარებელი კონფლიქტების წინაშე. რუსეთის მიერ განხორციელებულმა ანექსიამ და უკანონო ოკუპაციამ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე და ასევე მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში არსებულმა გადაუჭრელმა კონფლიქტმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტს და დაანგრია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევებმა მნიშვნელოვნი დესტაბილიზაცია გამოიწვია ევროპულ და რეგიონალურ უსაფრთხოებაში და შეარყია წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირთან ერთად ვიმუშავოთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.", - აღნიშნავენ მინისტრები. როგორც მინისტრები აღნიშნავენ, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროპული არჩევანი და ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე ასვლის სურვილი აერთიანებთ. "საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, უკვე მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება თანამშრომლობისა და კოორდინაციის საკითხებში. ასოციაცირების ტრიოს შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების განხორციელებაში შემდგომი პროგრესისკენ და შეისწავლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული განვითარების ახალ იმპულსს პარტნიორების ამბიციებისა და პროგრესის გათვალისწინებით ევროკავშირში გაწევრიანების ძირითადი მიზნის მიღმა, ასოცირების ტრიო, DCFTA – სთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ასევე იმუშავებს ევროკომისიისა და პარტნიორებს შორის არსებული დიალოგის დღის წესრიგის ისეთ ახალ თემატურ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, განათლება, სამართლიანობა და საშინაო საქმეები, სტრატეგიული კომუნიკაციები, ჯანდაცვა, კულტურა და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ DCFTA-ს ჩარჩოს მიღმა, მოვძებნოთ დამატებითი ინსტრუმენტები ჩვენი ეკონომიკური ინტეგრაციის გასაღრმავებლად, ასევე ევროკავშირთან ძლიერი, უსაფრთხო და საიმედო კავშირის გასაძლიერებლად. ტრიოს ერთობლივი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება ევროკავშირთან უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ, კიბერმედეგობის გაძლიერება, ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებთან და მომსახურებებთან თანამშრომლობის პლატფორმების შემუშავება. ჩვენ გავაგრძელებთ მონაწილეობას CSDP– ის მისიებსა და ოპერაციებში, რომლებიც დაადასტურებენ ჩვენს სტატუსს, როგორც საიმედო და მნიშვნელოვან პარტნიორებს ევროკავშირის მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის (PESCO) პროექტებში", - ნათქვამია სტატიაში. დღეს, ჟოზეფ ბორელი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან რას მოუტანს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 656 ადამიანს დაუდასტურდა, 861 გამოჯანმრთელდა, 17 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახენ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 361 484 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 347 653, გარდაიცვალა 5228 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 469 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 944 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 525 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 23 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.15 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.45%. ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან 368 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 48, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 22, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 37, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 8 577, საიდანაც: 2 612 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 420, აჭარაში - 161, იმერეთში - 343. მძიმე პაციენტი: 674, მათ შორის, თბილისში - 307, აჭარაში - 46, იმერეთში -151. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 166, მათგან თბილისში - 106, აჭარაში - 8, იმერეთში - 12. 579 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 386 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 29, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 23 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 876 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 187 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 745, პირი, აჭარაში - 779, იმერეთში - 1 060.
ჯო ბაიდენმა ეუთოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მაიკლ კარპენტერი წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეუთოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე პენ ბაიდენის ცენტრის დირექტორი, მაიკლ კარპენტერი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მაიკლ კარპენტერი თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილეა რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ხოლო მანამდე ვიცე-პრეზიდენტის აპარატში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სპეციალური მრჩეველი იყო. ის ასევე მუშაობდა რუსეთის საკითხებზე დირექტორად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში. კარპენტერი მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტში, როგორც რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორის მოადგილე.
კოვიდრეგულაციების დამრღვევებს ამნისტია შეეხებათ
კოვიდრეგულაციების დამრღვევები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებულები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან. მათ შორის არის 245 000-ზე მეტი მოქალაქე, ასევე 344 იურიდიული პირი. „დღეს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. ამ ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. პანდემიის პერიოდში, კარგად გვესმის, რომ არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა. ძალიან რთული იყო 2020 წელი და აღნიშნული სახდელები მათთვის არის დამატებითი ტვირთი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივაც სწორედ ამით არის განპირობებული. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარლამენტს. მქონდა კომუნიკაცია ჩვენს გუნდთან, ბუნებრივია, პოლიტსაბჭოსთან, უმრავლესობასთან და ეს ინიციატივა უმოკლეს დღეებში მიიღება და დამტკიცდება, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საბერძნეთში მღვდელმა დისციპლინურ მოსმენაზე ეპისკოპოსებს მჟავა შეასხა
პოლიციის განცხადებით, საბერძნეთში დააკავეს მღვდელი, რომელმაც დისციპლინურ მოსმენაზე, მართლმადიდებლური ეკლესიის შვიდ ეპისკოპოსს მჟავა შეასხა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 3 ეპისკოპოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდა ერთი სამართალდამცველი და მოქალაქე, რომელიც მიტროპოლიტების დახმარებას ცდილობდა. როგორც ცნობილია, შეკრებაზე თავდამსხმელი სასულიერო პირისთვის მღვდლობის შეჩერების საკითხი უნდა განეხილათ. გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის მღვდელს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართულობაში ადანაშაულებენ. კერძოდ, 2018 წელს მის მფლობელობაში 1.8 გრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ეპისკოპოსები მღვდლის ეკლესიიდან აღკვეთის საკითხს განიხილავდნენ.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
24 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 245 380 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 88 754 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში ვაქცინა 2 929 ადამიანმა გაიკეთა.
25 ივნისს თბილისში 3100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება
ვაზისუბნის დასახლებაში გაზსადენის რეკონსტუქციის მიზნით, 25 ივნისს 10:30 საათიდან 17:00 საათამდე, გაზის მიწოდება 3100 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება შეუწყდება წულუკიძის ქ. 35, ვაზისუბნის დასახლების კორპ. # 1, 2, 2ა, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 10ა, 11, 12, 12ა, 13, 14, 15ა, 16ა, 17, 17ა, 18, 18ა, 18ბ, 19, 19ა, 20, 21, 21ა, 22, 23, 26, 27, 154 (ყოფილი ბ/ბაღი # 154-ის შენობა), დავით კვაჭანტირაძის ქ. 5-ში (ჩოჩუას მიმდებარედ) შპს ,,ემ ეს დეველოპერის” და შპს ,,სი აი ჯი”-ს, კვაჭანტირაძის ქ. 7-ში მდებარე ამხ ,,კვაჭანტირაძე 7”-ს, ასევე კვაჭანტირაძის ქ. 22-ში (ვაზისუბნის V – საჯარო სკოლა #90-სა და კორპ. 23-ს შორის) მდებარე შპს ,,დეველოპმენტ ჯორჯია”-ს, კვაჭანტირაძის ქ. 30-ში (ვაზისუბნის დას. 23-ის მიმდებარედ) შპს ,,ემ ემ ჯი ჯგუფი”-ს, კვაჭანტირაძის ქ. 8-ში მდებარე შპს ,,ეიმ ბილდინგის” საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ვაზისუბნის ქ. 7ა-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ვაზისუბნის დასახლების კორპ. 5-ის მიმდებარედ მოქ. თეიმურაზ სუხიშვილის მცირე კომერციულ ობიექტს, გაზმომარაგება ასევე შეუწყდება კერძო სკოლა “ალბიონს” და ,,საჯარო სკოლა # 90”-ს, ი/მ ვასილ ლომიძეს. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.
გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე გრანტი გამოუყო
გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე გრანტი გამოუყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტი ნაწილდება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოზე. „საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას ,,ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, რომლის საფუძველზეც ქვეყანა 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტს მიიღებს. ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე სტუმრებს მიმართეს და საქართველო-გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ორ ქვეყანას შორის განვითარების სფეროში მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, ქვეყანას ეხმარება ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში როგორიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება. განსაკუთრებით ღირებულია ის დახმარება, რომელიც რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა საქართველოს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირების სოციალური დახმარების ანაზღაურებისთვის გამოუყო. 2020-2021 წლებში საქართველოს ამ მიმართულებით დახმარების სახით გამოეყო 200 მლნ ევრო, საიდანაც უკვე მიღებულია 185 მლნ ევრო. დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტი ნაწილდება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოზე. თანხის ერთი ნაწილი მოხმარდება აჭარის სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, მეორე ნაწილი - დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას, მათ შორის, რაჭასა და შიდა ქართლში ორი ახალი დაცული ტერიტორიის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოსო მანჯავიძის ინფორმაციით, ლევან ვასაძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო თურქეთის კლინიკაში იმყოფება
„ერის“ ლიდერის, ლევან ვასაძის თანაგუნდელის, სოსო მანჯავიძის ინფორმაციით, ვასაძე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო თურქეთის საავადმყოფოში იმყოფება. როგორც სოსო მანჯავიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, რისი მიზეზიც საქართველოში ვერ დაადგინეს და ამიტომ გუშინ თურქეთში გაემგზავრა, სადაც კვლევები უტარდება. „ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. სხვადასხვა სიმპტომები ჰქონდა და კვლევებზე გადაფრინდა თურქეთში. ამჟამად საავადმყოფოშია. აქვს საერთო სისუსტე და ჰაერის უკმარისობა. ასევე ბევრი სხვა სიმპტომი, რომელიც ვერ გაიგეს, რამ გამოიწვია. ამიტომ გადავიდა თურქეთში. დღეს დაიწყეს მისი კვლევა. გავრცელდა ინფორმაცია მისი მოწამვლის შესახებ. მე გამორიცხვით როგორ შემიძლია რომ გამოვრიცხო ან არ გამოვრიცხო, უბრალოდ ასეთი მდგომარეობაა. მოულოდნელად დაეწყო სიმპტომები გაუგებარი მიზეზებით. ჯანმრთელი ადამიანია, მაგრამ მოწამვლის შესახებ ინფორმაცია მაინც არასერიოზულად მიმაჩნია, ღმერთმა დაიფაროს, ასე იყოს“,- განაცხადა მაჯავიძემ. „ერის“ პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ვასაძე თურქეთში იმყოფება, თუმცა მისი ჰოსპიტალში ყოფნის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ვასაძეს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს და ის თურქეთში სამსახურეობრივ საქმეზე გაემგზავრა.
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი უნდა ამაყობდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან უფრო დაახლოება სურთ
„ევროკავშირი უნდა ამაყობდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან უფრო დაახლოება სურთ“, - ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში განცხადა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირთან დაახლოება ორივე მხარის მუშაობას მოითხოვს და თითოეულმა სახელმწიფომ კარგად იცის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის რეფორმები საჭიროებს განხორციელებას. ბორელის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ამ რეფორმებს და აფასებს თითოეული ქვეყნის ძალისხმევას. „მივესალმები საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას და მათგან სრულ კონსტრუქციულ მონაწილეობას ველი ჩვენი ურთიერთობის განვითარების პროცესში. ევროკავშირი უნდა ამაყობდეს იმით, რომ პარტნიორებს მასთან კიდევ უფრო დაახლოება და ორგანიზაციაში გაწევრიანება სურთ. ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან და ამას მივესალმებით. ასევე მივესალმებით მათ მოთხოვნას, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ ევროკავშირთან. აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გადამწყვეტია კავშირების გამყარება არამხოლოდ ევროკავშირსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, არამედ უშუალოდ, პარტნიორებს შორის კავშირების განმტკიცება;, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. მისივე თქმით, ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობებს აღმოსავლეთ პარტნიორებთან. ბორელის განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ უკიდურესად მნიშვნელოვანი ასპექტის კავშირების შენება არამხოლოდ ევროკავშირსა და მის პარტნიროებს შორის, არამედ თავად ამ პარტნიორებს შორისაც. „მივესალმები უფრო მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის, ასევე მათ სწრაფვას ევროკავშირთან უფრო ძლიერი თანამშრომლობისკენ. ეს არის კარგი, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ არამხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორების ფარგლებში, არამედ გვაქვს ასევე ასოცირების შეთანხმებები, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ამ შეთანხმების სრულად შესრულება საკვანძოა, რათა გამოყენებული იყოს ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ისინი გვთავაზობენ. მაგალითად, სავაჭრო ბრუნვის ზრდა, უფრო მეტი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, ასევე დეზინფორმაციის, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა, გარემოს დაცვისა და კავშირის სფეროში თანამშრომლობა. ევროკავშირთან დაახლოება მოითხოვს ყველა მხარის მუშაობას. იცით, რომ თითოეულ თქვენს ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი სფეროები, რომლებიც საჭიროებს დეტალურ და სიღრმისეულ გაუმჯოსებებას. შეგვიძლია, მხოლოდ დავაახლოვოთ კანონმდებლობა, გავაღრმაოთ თანამშრომლობა და განვავითაროთ ერთობლივი მუშაობა, თუ ეს რეფორმები სრულად განხორციელდება და ამოქმედდება. ევროკავშირი პატივისცემით დგას თითოეული თქვენგანის გვერდით ამ ძალისხმევაში და მხარს გიჭერთ პოლიტიკურად და ფინანსურად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. მისივე თქმით, მიმდინარე წელი არის მნიშვნელოვანი „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“. „ევროკომისიასთან ერთად, ჩვენ ვართ 2020 წლის დღის წესრიგის ანალიზის დასრულების პროცესში. ეს დღის წესრიგი მოიცავდა კონკრეტულ შედეგებსა და მიზნებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, დეკემბერში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ავამოქმედოთ ახალი დღის წესრიგი და შევათანხმოთ საერთო სამომავლო ხედვა. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების განვითარებას ინკლუზიურობისა და დიფერენცირების პრინციპების საფუძველზე. ეს საჭიროებს მოქნილობას ორივე მხრიდან. ასე რომ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის იმედი მაქვს, რომ შეასრულებთ სრულ და კონსტრუქციულ როლს. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ჩამოვიდე თქვენთან ვიზიტით და გაგიზიაროთ პრობლემები და მიზნები“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, დავით ზალკალიანი, აურელიუ ჩოკოი და დმიტრო კულება ევროკავშირის ასოცირების ტრიოს პირველი ერთობლივი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები: "ასოცირებული ტრიოს" შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს, გავხდეთ ევროკავშირის წევრები
პოლონეთში შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეები 10-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან
პოლონეთში შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეები 10-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. 2021 წლის 24 ივნისიდან იცვლება პოლონეთის საზღვრის კვეთის რეგულაციები. "შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები დაექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო კარანტინს. გასათვალისწინებელია, რომ მესამე ქვეყანაში გაკეთებული ტესტი არ ათავისუფლებს პირს კარანტინისგან. მოქალაქე ვალდებულია საზღვრის კვეთისას, მესაზღვრეს მიაწოდოს ინფორმაცია საცხოვრებელი მისამართის (სადაც გაივლის თვითიზოლაციას) და საკონტაქტო ტელეფონის შესახებ. საზღვრის კვეთიდან 7 დღის შემდეგ გაკეთებული PCR, ან ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი ამცირებს კარანტინის ხანგრძლივობას. ტესტის პასუხი აუცილებლად უნდა მიეწოდოს პოლონეთის სანიტარულ ინსპექციას. ამასთანავე, კარანტინს არ დაექვემდებარებიან ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის კვეთისას წარადგენენ ევროკავშირში ავტორიზებული კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. გასათვალისწინებელია, რომ სრული ვაქცინაციიდან უნდა იყოს გასული მინიმუმ 14 დღე. კარანტინისგან აგრეთვე თავისუფლდებიან 12 წლამდე ბავშვები, თუ ისინი ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინით აცრილ მშობლებთან ერთად მოგზაურობენ. შენგენის ზონიდან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) და ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) წევრი ქვეყნიდან შემოსული მგზავრები არ დაექვემდებარებიან კარანტინს: - თუ წარადგენენ ვიზიტამდე ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR, ან ანტიგენური ტესტის ნეგატიურ პასუხს; - თუ წარადგენენ ევროკავშირში ავტორიზებული კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. გასათვალისწინებელია, რომ სრული ვაქცინაციიდან უნდა იყოს გასული მინიმუმ 14 დღე. - კარანტინისგან აგრეთვე თავისუფლდებიან 12 წლამდე ბავშვები, თუ ისინი ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინით აცრილ მშობლებთან ერთად მოგზაურობენ, ან თუ მშობლები წარადგენენ PCR, ან ანტიგენური ტესტის უარყოფით პასუხს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ჯოზეფ ბორელი: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის იმედი მაქვს, რომ შეასრულებენ სრულ და კონსტრუქციულ როლს
„საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის იმედი მაქვს, რომ შეასრულებთ სრულ და კონსტრუქციულ როლს. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ჩამოვიდე თქვენთან ვიზიტით და გაგიზიაროთ პრობლემები და მიზნები“, - ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვდრის შემდეგ ბრიუსელში განცხადა. ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირთან დაახლოება ორივე მხარის მუშაობას მოითხოვს და თითოეულმა სახელმწიფომ კარგად იცის, გადამწყვეტი მნიშვნელობის რეფორმები საჭიროებს განხორციელებას. მისივე თქმით, ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობებს აღმოსავლეთ პარტნიორებთან. ბორელის განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ უკიდურესად მნიშვნელოვანი ასპექტი არის კავშირების შენება არამხოლოდ ევროკავშირსა და მის პარტნიროებს შორის, არამედ თავად ამ პარტნიორებს შორისაც. ბორელის თქმით, მიმდინარე წელი მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“. „ევროკომისიასთან ერთად, ჩვენ ვართ 2020 წლის დღის წესრიგის ანალიზის დასრულების პროცესში. ეს დღის წესრიგი მოიცავდა კონკრეტულ შედეგებსა და მიზნებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, დეკემბერში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ავამოქმედოთ ახალი დღის წესრიგი და შევათანხმოთ საერთო სამომავლო ხედვა. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების განვითარებას ინკლუზიურობისა და დიფერენცირების პრინციპების საფუძველზე. ეს საჭიროებს მოქნილობას ორივე მხრიდან. ასე რომ, მე თქვენი - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის იმედი მაქვს, რომ შეასრულებთ სრულ და კონსტრუქციულ როლს. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ჩამოვიდე თქვენთან ვიზიტით და გაგიზიაროთ პრობლემები და მიზნები“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, დავით ზალკალიანი, აურელიუ ჩოკოი და დმიტრო კულება ევროკავშირის ასოცირების ტრიოს პირველი ერთობლივი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი უნდა ამაყობდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან უფრო დაახლოება სურთ
დავით ზალკალიანი: რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ევროკავშირის პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრეს საკითხად უნდა შენარჩუნდეს
„ასოცირებული ტრიოს ფორმატში ბრიუსელში პირველად ჩამოვედით . ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთიანდებიან“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზალკალიანის თქმით, „ასოცირებული ტრიოს მიზანი ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება, აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარება და ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებაა“ - ხელშკრულებების, რომლებიც, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ევროპულ ნორმებთან და სტანდარტებთან დაახლოების საპროგრამო დოკუმენტად იქცა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპული ინტეგრაციის მიზნის გარდა, სამივე ქვეყანას საერთო გამოწვევებთან უწევს გამკლავება, რაც ერთიანობისა და საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. „რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონში არსებული კონფლიქტი მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას აყენებს რისკის წინაშე“ - განაცხადა მინისტრმა. მან რეგიონში არსებული კონფლიქტების გადაჭრის პროცესში ევროკავშირის ჩართულობისა და პოლიტიკური როლისთვის ჯოზეპ ბორელს მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ევროკავშირის პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრეს საკითხად უნდა შენარჩუნდეს“. მისი თქმით, ზაზა გახელაძის დაჭრა და შემდეგ უკანონო დაპატიმრება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმები ჰუმანიტარულ საკითხებსაც კი უგულვებელყოფენ. „იმედი მაქვს ევროპელი პარტნიორები კვლავ მხარს დაუჭერენ ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, მზად ვართ ერთსულოვნად განვაგრძოთ სვლა ევროპაში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს შეხვდა.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ, საქართველო და უკრაინა შევთანხმდით, რომ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს ევროკავშირთან პოლიტიკურ დიალოგში
ასოცირების ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აურელიო ჩოკოიმ განაცხადა, რომ „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატში ევროკავშირთან დიალოგის ხარისხის ამაღლება გაცილებით უკეთ არის შესაძლებელი და სწორედ ამ მიზნითაც გაფორმდა ასოცირების ტრიოს ხელშეკრულება. „ჩვენ, საქართველომ და უკრაინამ გადავწყვიტეთ, რომ უფრო გავაღრმაოთ ევროკავშირთან თანამშრომლობა, რადგან ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს ჩვენს პოლიტიკურ და კომერციულ დიალოგში ევროკავშირთან. ნამდვილად, თითოეულ ჩვენგანს თავისი ეროვნული ინტერესები და მიზნები აქვს, თუმცა ძალისხმევის გაერთიანება შესაძლებელია, რათა შევასრულოთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, - აღნიშნა აურელიო ჩოკოიმ. ჯოზეფ ბორელი: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის იმედი მაქვს, რომ შეასრულებენ სრულ და კონსტრუქციულ როლს დავით ზალკალიანი: რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ევროკავშირის პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრეს საკითხად უნდა შენარჩუნდეს
დმიტრო კულება: რუსეთთან დიალოგის აღდგენის მცდელობა საფრთხეს უქმნის არამარტო ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას, არამედ ძირს უთხრის სანქციების ეფექტურობას
რუსეთთან დიალოგის აღდგენის მცდელობა საფრთხეს უქმნის არამარტო ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას, არამედ ძირს უთხრის სანქციების ეფექტურობას, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დმიტრო კულებას თქმით, სამწუხაროდ, არ ჩანს, რომ რუსეთს რაიმე სურვილი აქვს, შეცვალოს პოლიტიკა როგორც უკრაინის, ასევე ევროკავშირის მიმართ. „უმაღლეს წარმომადგენელთან განვიხილეთ ახლახან გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ეხება ინიციატივას რუსეთსა და ევროკავშირს შორის დიალოგის აღდგენის შესახებ და რომლის განხილვა ევროპული საბჭოს სამიტზეა დაგეგმილი. ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის შეწყვეტა ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის ერთ-ერთ ასპექტად მიგვაჩნია, რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგოდ. რუსეთთან დიალოგის აღდგენის მცდელობა საფრთხეს უქმნის არამარტო ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას, არამედ ძირს უთხრის სანქციების ეფექტურობას და რუსეთს მინსკის შეთანხმების უგულებელყოფის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი უნდა ამაყობდეს, რომ ჩვენსპარტნიორებს ჩვენთან უფრო დაახლოება სურთ