ძებნის რეზულტატი:
ნიდერლანდების ელჩი: შს სამინისტროში შეხვედრაზე გამოვხატე ღრმა შეშფოთება აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობასა და არასაკმარის დაცვასთან დაკავშირებით
ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი შსს-ში დიპლომატებსა და მინისტრ გომელაურს შორის შეხვედრაზე წერს. Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ელჩი წერს, რომ დიპლომატებმა მოუწოდეს მთავრობას, დაიცვას ყველა, მათ შორის ჟურნალისტები, ასევე უმცირესობები. „გუშინდელ შეხვედრაზე მე გამოვხატე ღრმა შეშფოთება აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ 5 ივლისს განხორციელებული ძალადობასა და არასაკმარის დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებით გამო. ჩვენ მოვუწოდეთ ყველას დაცვისკენ, მათ შორის როგორც ჟურნალისტების, ასევე უმცირესობების“, - წერს ელჩი მააიკე ვან კოლდამი. დიეგო კოლასი: შს სამინისტროში შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებით შსს: ვახტანგ გომელაურმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა 1, 3, 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ნიდერლანდების ელჩი: შოკირებული ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით
ბოლო პერიოდში პირველად, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 862 ადამიანს დაუდასტურდა, 619 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 117 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 996 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 121 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 862 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 379 673-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.0% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.26%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 619 მოქალაქე, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 360 558-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 479 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 136 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 164, ქვემო ქართლი - 104, შიდა ქართლი - 56, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 115, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610 საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 266, აჭარაში - 187, იმერეთში - 417. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728 პირი, მათ შორის, თბილისში - 388, აჭარაში - 44, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში - 133, აჭარაში - 2, იმერეთში - 9. 924 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 677 - თბილისში, 242- აჭარაში. 8 981 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1. სულ 6 ოქტომბრიდან - 12 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 941 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 005 მოქალაქე, მათ შორის თბილისში - 3 173, აჭარაში - 847, იმერეთში - 1 032.
ჩინეთში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად 8 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ცხრას კი, მაშველები ეძებენ. მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ სუჩჟოუში მოხდა. სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო ნაწილობრივ ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 54-ნომრიანი სამსართულიანი სასტუმრო 2018 წელს გაიხსნა. შენობის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.
ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი მოსალოდნელზე ისევ დაბალია
დააბადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით ქვეყანაში სულ აცრილია 310 332 მოქალაქე. რაც შეეხება დღიურ მონაცემებს, ქვეყანაში 12 ივლისს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 444-მა ადამიანმა გაიკეთა. სპეციალისტებს დღეში 25 000 ადამიანის აცრა აქვთ განსაზღვრული. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 862 ადამიანს დაუდასტურდა, 619 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 ინფიცირებული გარდაიცვალა.
მედიის პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგის დროს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პროტესტი გამოხატეს. ჟურნალისტებმა გამომსვლელის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ბრიფინგის დაწყებამდე განაცხადეს, რომ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები. ამასთან, ბრიფინგისთვის მოწყობილი ტრიბუნის ქვეშ განათავსეს თეთრი ფურცელი, რომელზეც დააწერეს, რომ „პრემიერ-მინისტრი“ უნდა გადადგეს“. შეგახსენებთ, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა,11 ივლისს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. „ტვ პირველის" ოპერატორს დღეს დაკრძალავენ.
თამარ გაბუნია: მოგვიწია დამატებით საწოლების მობილიზება, ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია, რაც განსაკუთრებულ რისკებს აყენებს. მისივე თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევები განსაკუთრებით გააქტიურებულია. ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, გასული ორი-სამი დღის განმავლობაში საჭირო გახდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც როგორც გაბუნია განმარტავს, ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. „კოვიდპანდემიის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც განსაკუთრებულ რისკებს აყენებს ისევ და ისევ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზოგადად, საზოგადოების სოციალური, ასევე ნებისმიერი სხვა პროცესების განვითარების კუთხით. შემთხვევების რაოდენობა უკვე აღემატება 1800-ს, ეს გარკვეულწილად არის ჯამური მაჩვენებელი, თუმცა მაინც მიუთითებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებით გააქტიურებაზე. გასული ორი-სამი დღის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიწია დამატებით საწოლების მობილიზება. რაც ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება. ამ შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად დაძაბული საზოგადოებრივი ფონისა, ამ შემთხვევაში, ყველას ინტერესია, ვაქცინაციის პროგრამა შეფერხების გარეშე განხორციელდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნია: ვაქცინაციის ყველაზე დიდი შედეგი ისაა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ლეტალური შედეგი არ დადგება
ორჯერ ვაქცინირებულებში გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, რაც შეეხება ინფიცირების რაოდენობას ორჯერ ვაქცინირებულებში, ეს არის 0,3%, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. „რაც შეეხება ინფიცირების რაოდენობას ორჯერ ვაქცინირებულებში. ჩვენი მონაცემებით, ეს არის 0,3%, რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია. არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციისგან 100%-ით არცერთი ვაქცინა არ გვიცავს, მათ შორის, არც ფაიზერი, არც მოდერნა, არც სინოფარმი და არც სინოვაკი. ინფიცირება შესაძლოა დადგეს, მაგრამ დადგება იშვიათ შემთხვევაში, თუმცა შემთხვევები იქნება მსუბუქი და არ დადგება ლეტალობა. ეს არის ყველაზე დიდი დაცვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მეორე ფაზის კვლევისას ახალმა იტალიურმა ვაქცინამ ეფექტიანობა აჩვენა
მეორე ფაზის კლინიკურმა კვლევებმა იტალიის მიერ წარმოებული ვაქცინის (კანდიდატი) ეფექტიანობა დაადასტურა. ამის შესახებ Ansa იტყობინება. კომპანია ReiThera- მ განაცხადა, რომ ვაქცინამ სახელწოდებით, GRAd-COV2, პირველი დოზის მიღებიდან სამი კვირის შემდეგ გამოიწვია ანტისხეულების ძლიერი კონცეტრაცია მოხალისეთა 93%-ში, მეორე დოზის მიღების შემდეგ კი 99%-ში. მეორე ფაზის კვლევა იტალიის 24 კლინიკურ ცენტრში ჩატარდა და მასში 917 მოხალისე მონაწილეობდა. კვლევა 18 წელს გადაცილებულებში ჩატარდა, მათგან 25%, 65 წელს გადაცილებული იყო, რომლებიც კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, მძიმე დაავადების განვითარების რისკის ქვეშ იყვნენ.
,,ტვ პირველის" ოპერატორის მიმართ ძალადობის საქმეზე ბრალდება კიდევ ერთ ადამიანს წარუდგინეს
პროკურატურამ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდება კიდევ ერთ პირს წარუდგინა, – ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე დ.კ. და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა“, – აცხადებენ უწყებაში. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. „TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მ.ბ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 21 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის 30 ჟურნალისტი და ოპერატორი. საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს. ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ამირან გამყრელიძე: ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, დიდი ალბათობით, შეიძლება, შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში
ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება, შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე სამი რეკომენდაციით წარსდგა, რაც გულისხმობს ვაქცინაციის მეტ ინტენსიფიცირებას, ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და არსებული რეკომენდაციების და შეზღუდვების სრულად დაცვას. „დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება იყოს მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთ გამგები განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. კორონა ვირუსმა არ იცის არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე, სამწუხაროდ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას მეტი სოლიდარობისკენ და მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად ყოფნით შევაკავოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ბოლო პერიოდში პირველად, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 72 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის სულ 72 შემთხვევაა დადასტურებული. მისივე თქმით, ამ ფონზე იზრდება რისკები, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს. „ახალი შტამების ცირკულაციის პირობებში, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს დელტა შტამი, უკვე ქვეყანაში 72 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, რა თქმა უნდა, რისკები იმისა, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს, იზრდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოების სიღრმისეულ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოების სიღრმისეულ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ვრცლად არის აღწერილი ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემთხვევა და აღნიშნულია, რომ ლაშქარავას 20-მდე ჰომოფობი ექსტრემისტი სცემდა. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის დაკავებულია მხოლოდ ხუთი თავდამსხმელი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ლაშქარავას და კიდევ 52 სხვა ჟურნალისტს თავს დაესხნენ, როდესაც ისინი თბილისში პრაიდის მსვლელობის წინააღმდეგ კონტრ-დემონსტრაციას აშუქებდნენ. როგორც ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განცხადებაში ვკითხულობთ, კვირას შუადღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება გამხდარიყო. თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა დაიწყო გამოძიება იმ კლინიკის სამედიცინო სამსახურის ქმედებებთან დაკავშირებით, სადაც ლაშქარავას მკურნალობდნენ. ის კლინიკიდან ოპერაციის შემდგომ 8 ივლისს გაწერეს. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ლაშქარავას ოჯახი, რომელიც არ ენდობა მთავრობას, წარუმატებლად ეცადა მისი ცხედრის სამედიცინო ექპერტიზაზე გადაყვანას შეწინააღმდეგებოდა. ზოგიერთი ნათესავი მიღებული ტრავმების შედეგად თრომბოემბოლიას არ გამორიცხავს. „50-ზე მეტ ჟურნალისტზე კოორდინირებული თავდასხმის შემდეგ, ალექსანდრ ლაშქარავას საეჭვო გარდაცვალება არის კატასტროფული გარდამტეხი მომენტი საქართველოში ინფორმირების თავისუფლების კუთხით. გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციის მცდელობის ნაცვლად, ჩვენ ვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს მისი გარდაცვალების და იმ ჟურნალისტებზე თავდასხმების გარემოებების სიღრმისეული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება, რომელთა დაცვა პოლიციამ ვერ უზრუნველყო. ოფიციალური პირების პასიურობა ჰომოფობიური მოძრაოებების მიერ ჟურნალისტების დაშინების უკიდურესი მცდელობის წინაშე ძირს უთხრის მთავრობისადმი ნდობას, რომელიც არ უნდა იყოს შემწყნარებელი დაუსჯელობის მიმართ და რომელმაც საკუთარ თავზე უნდა აიღოს ამ საქმეში თავისი წილი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟანა კავალიემ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პოსტით მწუხარება გამოთქვა „დაუჯერებელი ტრაგედიის“ გამო, მხოლოდ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მოინახულა ლაშქარავას ოჯახი სამძიმრისთვის, მკაფიოდ დაგმო ძალადობა და საჯაროდ დაიცვა გამოხოატვის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.
თამარ გაბუნია: პრაქტიკულად შეზღუდვების გარეშე დავრჩით, აქციები ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში კოვიდპანდემიის კუთხით მძიმე სიტუაციაა. დღეს კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. "არ არის რთული გასაგები, რამ შეუწყო ხელი ინფიცირებულთა ზრდას. ბოლო პერიოდში, ჩვენ პრაქტიკულად დავრჩით ქმედითი შეზღუდვების გარეშე. მათ შორის, ღამით მოძრაობის შეზღუდვის გარეშე. ბოლო პერიოდში, მაღალი აქტივობაა თავყრილობებზე - მიტინგებზე და სხვა სახის ღონისძიებებზე, ორგანიზებული სახის კონფერენციებზე... აქციები ხელს უწყობს და არავითარ შემთხვევაში ხელს არ უშლის გავრცელებას. იქ პირბადე არავის გამოუყენებია და დისტანციაც არავის დაუცავს. ერთადერთი დაცვის საშუალება, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, არის პირბადე", - განაცხადა გაბუნიამ.
სენატორი ჯიმ რიში: ძალადობა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. ნებისმიერი ძალადობა უნდა შეწყდეს
ძალადობა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. ნებისმიერი ძალადობა უნდა შეწყდეს. ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ სენატორი, ჯიმ რიში აცხადებს. „საქართველოს მთავრობამ უკეთ უნდა დაიცავს კონსტიტუციური უფლებები თავისუფალი შეკრების და თავისუფალი სიტყვის და უზრუნველყოა მოქაალქეები არიან უსაფრთხოდ, როცაამით სარგებლობენ. თანაბრად, ხალხი ვინც ხელს უშლის ამ უფლებით სარგებლობას კანონისსრული ძალით უნდა დაისაჯოს. ეს საქართველოსთვის პოლიტიკურად რთული დროა, დაძალადობა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. ყველა და ნებისმიერი ძალადობა უნდა შეწყდეს”, - განუცხადა სენატორმა „ამერიკის ხმას”. ჯიმ რიში: კანონის უზენაესობა მხარს უჭერს მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს
ამირან გამყრელიძე ოპერატორის გარდაცვალებაზე: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით
,,ეს ჩვენი, ყველას საერთო პასუხისმგებლობაა - დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „პოლიტიკურ კითხვებს პასუხს არ ვცემ, მაგრამ, როგორც მოქალაქე, გიპასუხებთ. ეს ჩვენი, ყველას საერთო პასუხისმგებლობაა - დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით. ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთგამგები, განსაკუთრებით, დღეს, როცა ქვეყანას ძალიან რთული სიტუაცია, როცა, შეიძლება, დიდი ალბათობით, შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მან გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. „ვიზიარებ ჟურნალისტთა თემის მწუხარებას ლექსოს გარდაცვალების გამო. მე კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან, ხშირად იყო ჩვენთან ჩაწერებზე. კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან. მისი დედა და დეიდა, ერთი თაობის ექიმები ვართ, ერთად ვსწავლობდით და ლექსოს ბაბუა, პარმენ კახიძე ჩვენი მასწავლებელი იყო. ის იყო გამორჩეული ქირურგი ჩვენი თაობის დროს, როცა სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდით, მესამე კურსზე, ზოგადი ქირურგიის კათედრაზე. ბევრი რამ გვაქვს მისგან ნასწავლი. ამიტომ, ეს ტრაგიკული შემთხვევა, ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა, რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისთვის და მინდა, გამოვთქვა ჩემი ღრმა მწუხარება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კინზინგერი თბილისში ძალადობრივი ქმედებებით აღშფოთებულია და იმედოვნებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იქნება
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ადამ კიზინგერი 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობით აღშფოთებულია და იმედოვნებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იქნება. როგორც ,,ამერიკის ხმასთან" საუბარში კონგრესმენის ოფისი აცხადებს, კიზინგერი მოუწოდებს ყველა მხარეს შეინარჩუნოს სიმშვიდე ,,კონგრესმენი ძალადობით აღშფოთებულია, რომელიც ახლა სიკვდილით დასრულდა და ის მოუწოდებს ყველა მხარეს, შეინარჩუნოს სიმშვიდე. მათ, ვინც დააკავეს, პასუხი უნდა აგონ მათ დანაშაულებზე. ის იმედოვნებს სასამართლო იქნება დამოუკიდებელი”, - განუცხადა კონგრესმენის ოფისმა მედიას. შეგახსენებთ, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა,11 ივლისს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
ისრაელის COVID-19-ის ვაქცინას საქართველოსა და უკრაინაში გამოცდიან
Time of Israel-ის ინფორმაციით, 12 ივლისს ისრაელის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება გამოაცხადა, რომ კომპანია NRx Pharmaceuticals-თან Covid-19-ის ვაქცინის ბოლო საცდელი ეტაპის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა შეთანხმებას. როგორც ცნობილია, ისრაელის ვაქცინა Brilife-ი გამოიცდება ათასობით მოხალისეზე საქართველოში, უკრაინასა და ისრაელში. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ისრაელის ვაქცინამ კვლევების პირველი ეტაპი 2020 წლის დეკემბერში გაიარა. ,,მე ველი, რომ ამ შეთანხმებით ისრაელი საკუთარი ვაქცინის განვითარებას დაასრულებს და ვაქცინების დამოუკიდებლად წარმოება შეგვეძლება. რადგან, როგორც ბოლო დროს ჩანს, კორონავირუსი არსად წასვლას არ აპირებს", – თქვა თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ბიოლოგიურ კვლევის ინსტიტუტსა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ.
ანდრია ჯაღმაიძე: სასულიერო პირებისგან თუ გამოვლინდება რამე ძალადობრივი, ერთ შემთხვევაში მივიღეთ ზომები და კიდევ მივიღებთ
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, 5 ივლისის მოვლენებისას ყველამ დაინახა, როგორ ეფარებოდნენ და იცავდნენ სასულიერო პირები ჟურნალისტებს. „როგორც ნახეთ, ამ დღეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს, ჟურნალისტს ეფარებოდეს, ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებოდნენ და იცავდნენ ჟურნალისტებს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც სასულიერო პირის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებებს შეეხებოდა, ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ასეთი ერთი შემთხვევა იყო, რის გამოც სასულიერო პირი დაიბარეს და საყვედური გამოუცხადეს. „სასულიერო პირი დაბარებული იყო და გამოვუცხადეთ სასტიკი საყვედური. მან საჯაროდ ჩაწერა და გაავრცელა შენდობის ვიდეო. მიიღო სასტიკი საყვედური, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი რაიმე გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. მოვლენებზე საუბრისას ჯაღმაიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში არაერთი განცხადება გავრცელდა საპატრიარქოს მხრიდან და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. „არ გინახავთ ჩვენი საერთო განცხადებები? დღის განმავლობაში ხუთი ან ექვსი განცხადება გავრცელდა სიმშვიდისაკენ მოწოდებაზე. მამა შალვა კეკელიამ გამოაცხადა, რომ მოხდა ინციდენტი ჟურნალისტებთან დაკავშირებით და მოუწოდა სიმშვიდისაკენ. ამის შესახებ წინასწარაც გავაკეთეთ განცხადება, ვაფრთხილებდით ყველას. ასეთი ესკალაცია შეიცავდა გარკვეულ საფრთხეებს, ყველას ვაფრთხილებდით, საელჩოებს, პრაიდის მონაწილეებს, სახელმწიფოსაც და ყველას. ბოლო დრომდე მოვუწოდებდით, რომ გაუქმებულიყო პრაიდი. გვაჩვენეთ კადრები, თუ რაიმე პასუხისმგებლობა გამოიკვეთება სასულიერო პირების ან ვინმეს მიმართ, ვინც უკავშირდება საპატრიარქოს, აუცილებლად მივიღებთ ზომებს. არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, საშინელებას, რაც ვნახეთ, ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა და უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია. არ ვიცი, რით ავხსნა. სასულიერო პირებისგან რამე ძალადობრივი თუ გამოვლინდება, აუცილებლად მივიღებთ ზომებს. ერთ შემთხვევაში მივიღეთ, თუ იქნება, კიდევ მოგვაწოდეთ ინფორმაცია და აუცილებლად მივიღებთ ზომებს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს
,,ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საცხოვრებელი ბინიდან კოლეგებმა ტაშის ფონზე გამოასვენეს. ის უკვე ჯიქიას სასაფლაოსთან მიასვენეს, სადაც მამის გვერდით დაკრძალავენ. ოპერატორის დაკრძალვაზე სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც ნიკა მემანიშვილმა განაცხადა, ნამდვილი დემოკრატია, თუკი ის ნამდვილად არსებობს, დღეს ჟურნალისტებზე დგას. ,,მე გამომიყვანა უსამართლობამ და ტკივილმა. თან ყველაფერთან ერთად, ლექსოსა და ჟურნალისტების ძალიან დიდმა სიყვარულმა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ მათზე დგას დღეს ნამდვილი დემოკრატია, თუკი ის ნამდვილად არსებობს", - განაცხადა მემანიშვილმა. „ტვ პირველის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელმა, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღეს არანაირი საპროტესტო აქცია არ იქნება და ეს დღე სრულად გარდაცვლილ ოპერატორს მიეძღვნება. მისივე თქმით, სიმართლით დაუპირისპრიდებიან პროპაგანდის მანქანას, რომელიც სიბინძურეებს უვრცელებს ლექსო ლაშქარავს. „არ ვიცი, გულგრილად როგორ უნდა შეხედონ კადრებს, რომლებსაც ჩვენ ვუყურებდით, ტაშით გამოცილებული ჩვენი კოლეგა და კორპუსებიდან ხალხი ტაშს რომ უკრავდა. მინდა, ეს დღე მთლიანად დავუთმო ჩვენს ლექსოს, ხოლო როგორი არის გაბრაზებული მედიის ძალა, ამას უკვე ძალიან მალე დაინახავს ყველა. პროპაგანდის მანქანას, რომელიც სიბინძურეებს უვრცელებს ჩვენს გარდაცვლილ კოლეგას, ჩვენ სიმართლით დავუპირისპირდებით. როდესაც მისი ცხედარი მოიტაცეს, იმ დილითვე მივხვდით ყველანი, რომ რაღაც ვერსიას ამუშავებდნენ, მაგრამ ასეთი სიბინძურე თუ წავიდოდა გარდაცვლილი ადამიანის მიმართ, მეც კი, მრავლისმნახველი ადამიანი, ვერ წარმოვიდგენდი“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ. შეგახსენებთ, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა,11 ივლისს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. .
ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალეს
,,ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. ოპერატორი უკანასკნელ გზაზე, სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორებმა, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და ახლობლებმა ტაშით გააცილეს. ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, მის საცხოვრებელ სახლთან „კამერების კორიდორი“ მოაწყვეს. შეგახსენებთ, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა,11 ივლისს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს