ძებნის რეზულტატი:
საფრანგეთში მედიკოსებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო ხდება
საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისთვის სავალდებულო გახდება. ამის შესახებ სატელევიზიო მიმართვისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ემანუელ მაკრონის თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო იქნება ყველა იმ პირისთვის, ვისაც მოწყვლადი ჯგუფების პაციენტებთან უწევს კონტაქტი. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, 15 სექტემბრიდან ამოქმედდება კონტროლი და სანქციები. „ახლა თუ არ ვიმოქმედებთ, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზრდება“, – განაცხადა მან მიმართვისას. ამას გარდა, ემანუელ მაკრონის მიერ გამოცხადებული ახალი წესების თანახმად, მატარებლით მგზავრობისა და კინოთეატრებში შესვლის მსურველებმა ასევე უნდა წარადგინონ კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ან ტესტის ნეგატიური პასუხი. „ჩვენ უნდა გადავიდეთ ყველა ფრანგის ვაქცინაციაზე, ეს ერთადერთი გზაა ნორმალური ცხოვრებისკენ“, – აღნიშნა მაკრონმა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივერ ვერანმა განაცხადა, რომ მედიკოსები, რომლებიც 15 სექტემბრამდე აცრილი არ იქნებიან, სამსახურში არ დაიშვებიან და ხელფასს არ მიიღებენ.
ივანე ჩხაიძე: არის იმის ალბათობა, რომ ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს
13 ივლისის მონაცემებით, ბოლო პერიოდში პირველად, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია. მისი თქმით, შემთხვევების მატების უკან, შესაძლოა, პირველ რიგში, კორონავირუსის ინდური შტამი იდგეს, რომელიც სწრაფად ვრცელდება და ადვილად გადამდებია. „კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება არ დაწყებულა დღეს და გუშინ, ეს ბოლო ორი კვირაა, გრძელდება, ბოლო ორ კვირაში თითქმის გაორმაგდა ინფიცირებულთა რაოდენობა. შემთხვევების დღევანდელი ციფრი, ერთგვარი გაგრძელებაა წინა პერიოდში არსებული მდგომარეობის. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია. რა დგას ამის უკან, რთული სათქმელია, თუმცა, შეიძლება ამის უკან პირველ რიგში იდგეს კორონავირუსის ინდური ვარიანტი, რომელსაც უფრო მეტი გადამდებობა ახასიათებს. არის ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ინდურმა ვარიანტმა ჩაანაცვლა ბრიტანული შტამი, ყველა ანალოგიურ სტატისტიკას აღნიშნავს. ამ ვარიანტით ჩანაცვლებამ გამოიწვია შემთხვევების მატება. ის პროგნოზი, რაც ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომ სავარაუდოდ, აგვისტოში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი იქნება დომინანტი, ეს ალბათ, რეალურია. ასე რომ, შემდეგი დღეების განმავლობაშიც, სავარაუდოდ, იქნება ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და შეიძლება, ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში უკვე ვთქვათ, რომ მთლიანად საქართველოში ცირკულირებს კორონავირუსის ინდური შტამი. კიდევ ერთი ხელის შემწყობი არის ზაფხული, რადგან არის უფრო მეტი მობილობა", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. კითხვაზე, შეუწყო თუ არა ხელი ინფიცირების ზრდას შეზღუდვების გაუქმებამ, ივანე ჩხაიძის თქმით, „შეზღუდვების მოხსნამ გარკვეულწილად იმოქმედა შემთხვევების მომატებაზე“. „ამას არავინ არ უარყოფს. შეზღუდვის გაუქმება, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის მაღალი, მაინც გულისხმობს შემთხვევების მატებას. ეს არის სავარაუდო, მაგრამ არა ძირითადი მიზეზი, ვინაიდან შემთხვევების მატება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე შეზღუდვებს მოვხსნიდით. შემთხვევების ზრდის რამდენიმე ფაქტორია, ერთი - კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი, მეორე - შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში, მესამე - ზაფხული და უფრო მეტი მობილობა, გადაადგილება, რაც ავტომატურად ნიშნავს, უფრო მეტ კონტაქტის შესაძლებლობას. ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს ახსნილი შემთხვევების მატება", - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. _ინფიცირების შემთხვევების მატების გათვალისწინებით, ხომ არ იგეგმება შეზღუდვების დაწესება, გამკაცრება, ან რა ზომების მიღებას ვარაუდობთ? „იგეგმება თუ არა, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ზომებთან დაკავშირებით, ორი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ, ერთი - ნიღბის ტარების აუცილებლობა. ყველაზე მთავარი, ის რომ, უნიღბოდ სიარული არ არის დასჯადი, არ ნიშნავს, რომ ნიღაბი არ უნდა ვატაროთ. ის რომ, სახელმწიფო არ გვავალდებულებს გავიკეთოთ ნიღაბი, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ნიღაბი არ უნდა გავიკეთოთ და ნებისმიერ სივრცეში, ღია იქნება თუ დახურული, ნიღბის გარეშე ვიყოთ. ნიღბის ტარება, დისტანცია, ხელების დაბანა - ეს რეკომენდაციები, რაც აქამდე გვქონდა, არავის გაუუქმებია. ვალდებულება და რეკომენდაციის გაუქმება სრულიად სხვადასხვაა. მეორე, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ჩვენი ციფრები დიდი ოპტიმიზმით არ გამოირჩევა. ორჯერ ვაქცინირებული ადამიანებისთვის კორონავირუსის ინდური ვარიანტი საშიში არ არის, ისევე როგორ სხვა ტიპის ვარიანტები. ყველა ქვეყანა ინდური ვარიანტის შეჩერებისთვის ეფექტურ საშუალებად, ნიღბის ტარების შემდეგ, ვაქცინაციას განიხილავს. ჩვენ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება შეიძლება განვიხილოთ ნიღბის ტარების ერთადერთ საპირწონედ", - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. კითხვაზე, არის თუ არა რისკი იმისა, რომ ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს, ივანე ჩხაიძემ უპასუხა, რომ ამის ალბათობა არსებობს. „ასეთი პრეცედენტი არსებობს. ბევრმა ქვეყანამ, რომლებმაც გააუქმეს ნიღბის ტარება და შემდგომში დაუფიქსირდათ შემთხვევების მატება, ისევ დააბრუნეს ნიღბის ტარების ვალდებულება. შესაბამისად, ამის ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსი არ ემორჩილება იმ კანონზომიერებას, რომელსაც სხვა ვირუსები ემორჩილებიან. მისი თქმით, ზაფხულში, როცა სხვა ვირუსებით ინფიცირების შემთხვევები მცირდება, კორონავირუსის შემთხვევაში ასე არ ხდება. „შარშან გვქონდა ილუზია. 11 მარტს, როდესაც ჯანმომ გამოაცხადა პანდემია, ძალიან ბევრი ვფიქრობდით, რომ ზაფხულის განმავლობაში შემთხვევები იქნებოდა ნაკლები, ვინაიდან რესპირაციულ ვირუსულ დაავადებებს ახასიათებთ მკაფიოდ გამოხატული სეზონურობა და ისინი უფრო მეტია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, თუმცა ეს არ აღმოჩნდა მართალი. კორონავირუსის აქტიურობა გაგრძელდა სეზონის მიუხედავად. ამის დადასტურებაა წლევანდელი მდგომარეობაც, ახლაც შემთხვევების მატება გვაქვს. მატება აღინიშნა ივნისში, როდესაც არცერთი რესპირაციული ვირუსი არ არის. სხვა რესპირაციული ვირუსებისგან განსხვავებით, კორონავირუსი არ ემორჩილება ამ კანონზომიერებას", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ბოლო პერიოდში პირველად, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ივანე ჩხაიძე კორონავირუსის შემთხვევების მატებას სამი ფაქტორით ხსნის
13 ივლისის მონაცემებით, ბოლო პერიოდში პირველად, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას, კორონავირუსის შემთხვევების მატებას სამი ფაქტორით ხსნის. მისი თქმით, შემთხვევების მატების უკან, შესაძლოა, პირველ რიგში, კორონავირუსის ინდური შტამი იდგეს, რომელიც სწრაფად ვრცელდება და ადვილად გადამდებია. „კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება არ დაწყებულა დღეს და გუშინ, ეს ბოლო ორი კვირაა, გრძელდება, ბოლო ორ კვირაში თითქმის გაორმაგდა ინფიცირებულთა რაოდენობა. შემთხვევების დღევანდელი ციფრი, ერთგვარი გაგრძელებაა წინა პერიოდში არსებული მდგომარეობის. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია. რა დგას ამის უკან, რთული სათქმელია, თუმცა, შეიძლება ამის უკან პირველ რიგში იდგეს კორონავირუსის ინდური ვარიანტი, რომელსაც უფრო მეტი გადამდებობა ახასიათებს. არის ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ინდურმა ვარიანტმა ჩაანაცვლა ბრიტანული შტამი, ყველა ანალოგიურ სტატისტიკას აღნიშნავს. ამ ვარიანტით ჩანაცვლებამ გამოიწვია შემთხვევების მატება. ის პროგნოზი, რაც ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომ სავარაუდოდ, აგვისტოში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი იქნება დომინანტი, ეს ალბათ, რეალურია. ასე რომ, შემდეგი დღეების განმავლობაშიც, სავარაუდოდ, იქნება ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და შეიძლება, ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში უკვე ვთქვათ, რომ მთლიანად საქართველოში ცირკულირებს კორონავირუსის ინდური შტამი. კიდევ ერთი ხელის შემწყობი არის ზაფხული, რადგან არის უფრო მეტი მობილობა", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. კითხვაზე, შეუწყო თუ არა ხელი ინფიცირების ზრდას შეზღუდვების გაუქმებამ, ივანე ჩხაიძის თქმით, „შეზღუდვების მოხსნამ გარკვეულწილად იმოქმედა შემთხვევების მომატებაზე“. „ამას არავინ არ უარყოფს. შეზღუდვის გაუქმება, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის მაღალი, მაინც გულისხმობს შემთხვევების მატებას. ეს არის სავარაუდო, მაგრამ არა ძირითადი მიზეზი, ვინაიდან შემთხვევების მატება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე შეზღუდვებს მოვხსნიდით. შემთხვევების ზრდის რამდენიმე ფაქტორია, ერთი - კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი, მეორე - შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში, მესამე - ზაფხული და უფრო მეტი მობილობა, გადაადგილება, რაც ავტომატურად ნიშნავს, უფრო მეტ კონტაქტის შესაძლებლობას. ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს ახსნილი შემთხვევების მატება", - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. ივანე ჩხაიძე: არის იმის ალბათობა, რომ ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს ბოლო პერიოდში პირველად, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ივანე ჩხაიძე: ის რომ უნიღბოდ სიარული არ არის დასჯადი, არ ნიშნავს, რომ ნიღაბი არ უნდა ვატაროთ
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია. მისი თქმით, ნიღბის ტარება აუცილებელია. "ბოლო ორ კვირაში თითქმის გაორმაგდა ინფიცირებულთა რაოდენობა. შემთხვევების დღევანდელი ციფრი, ერთგვარი გაგრძელებაა წინა პერიოდში არსებული მდგომარეობის. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია. ის პროგნოზი, რაც ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომ სავარაუდოდ, აგვისტოში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი იქნება დომინანტი, ეს ალბათ, რეალურია. ასე რომ, შემდეგი დღეების განმავლობაშიც, სავარაუდოდ, იქნება ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და შეიძლება, ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში უკვე ვთქვათ, რომ მთლიანად საქართველოში ცირკულირებს კორონავირუსის ინდური შტამი", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. _ინფიცირების შემთხვევების მატების გათვალისწინებით, ხომ არ იგეგმება შეზღუდვების დაწესება, გამკაცრება, ან რა ზომების მიღებას ვარაუდობთ? „იგეგმება თუ არა, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ზომებთან დაკავშირებით, ორი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ, ერთი - ნიღბის ტარების აუცილებლობა. ყველაზე მთავარი, ის რომ, უნიღბოდ სიარული არ არის დასჯადი, არ ნიშნავს, რომ ნიღაბი არ უნდა ვატაროთ. ის რომ, სახელმწიფო არ გვავალდებულებს გავიკეთოთ ნიღაბი, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ნიღაბი არ უნდა გავიკეთოთ და ნებისმიერ სივრცეში, ღია იქნება თუ დახურული, ნიღბის გარეშე ვიყოთ. ნიღბის ტარება, დისტანცია, ხელების დაბანა - ეს რეკომენდაციები, რაც აქამდე გვქონდა, არავის გაუუქმებია. ვალდებულება და რეკომენდაციის გაუქმება სრულიად სხვადასხვაა. მეორე, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ჩვენი ციფრები დიდი ოპტიმიზმით არ გამოირჩევა. ორჯერ ვაქცინირებული ადამიანებისთვის კორონავირუსის ინდური ვარიანტი საშიში არ არის, ისევე როგორ სხვა ტიპის ვარიანტები. ყველა ქვეყანა ინდური ვარიანტის შეჩერებისთვის ეფექტურ საშუალებად, ნიღბის ტარების შემდეგ, ვაქცინაციას განიხილავს. ჩვენ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება შეიძლება განვიხილოთ ნიღბის ტარების ერთადერთ საპირწონედ", - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. კითხვაზე, არის თუ არა რისკი იმისა, რომ ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს, ივანე ჩხაიძემ უპასუხა, რომ ამის ალბათობა არსებობს. „ასეთი პრეცედენტი არსებობს. ბევრმა ქვეყანამ, რომლებმაც გააუქმეს ნიღბის ტარება და შემდგომში დაუფიქსირდათ შემთხვევების მატება, ისევ დააბრუნეს ნიღბის ტარების ვალდებულება. შესაბამისად, ამის ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ივანე ჩხაიძე: არის იმის ალბათობა, რომ ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს ივანე ჩხაიძე კორონავირუსის შემთხვევების მატებას სამი ფაქტორით ხსნის ბოლო პერიოდში პირველად, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა
"ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძეს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეიმურაზ სიხარულიძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა კუტალაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ უნდა გამოყენებულიყო. დავით კუტალაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს. "არაერთხელ გააჟღერეს, რომ მე ვარ მოძალადე და ჯგუფური ძალადობის შედეგად ვიძალადე ჟურნალისტებზე. ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, სადაც ლგბტ წევრებმა ჩვენი დროშის ფონზე ჩვენს სამებას მიაყენეს შეურაცხყოფა. 12 დღით ადრე ჩამოვედით თბილისში. მათ სურდათ, რომ ჩვენნაირ ბიჭებზე დაერქვათ მოძალადეები. მე მოვუწოდებდი ჩვენს მეგობრებს, რომ არავინ შეხებოდათ მათ. ამ ყველაფრის შემდეგ, მათ შემოუშვეს ჟურნალისტები. მათ სურთ, რომ ჩემგან შექმნან, მოძალადე. მე უბანში სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი ახალგაზრდობისთვის, არ უნდა შემრცხვეს იმ მოხუცების, რომელთაც ჩვენი რელიგია მოგვიტანეს. ჟურნალისტებმა დამაბრალეს. ის ადამიანი ღმერთმა გაანათლოს, ვინც გარდაიცვალა. მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი. მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი", - განაცხადა კუტალაძემ. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე დავით კუტალაძე და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია "TV პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. სამართალდამცველებმა დავით კუტალაძე 2021 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა. "TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება "თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 21 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის 30 ჟურნალისტი და ოპერატორი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. დღეს ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალეს ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა. ამის შესახებ იფნორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.
არსენ ავაკოვმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა თანამდებობა დატოვა. როგორც ცნოლია, გადადგომასთან დაკავშირბით განაცხადება უკვე დაწერა. „უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მან წარადგინა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება“, - ნათქვამია უკრაინის შსს-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, არსენ ავაკოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად 2014 წლის 27 თებერვალს დაინიშნა.
თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
24-წლიანი პარტნიორული ურთიერთობების შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ბაქოს მერმა ელდარ აზიზოვმა მოაწერეს. ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. „ძალიან მნიშვნელოვანია დაძმობილების მემორანდუმი, რომელიც დღეს თბილისსა და ბაქოს შორის გაფორმდა. ჩვენს ქალაქებს შორის არსებობდა ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა. იმედი მაქვს, მემორანდუმი დიდ წვლილს შეიტანს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების გაღრმავებაში. შექმნის პირობებს, რომ ჩვენი ურთიერთობები გახდეს უფრო საინტერესო და მეგობრული სხვადასხვა სფეროში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მემორანდუმი მოიცავს თანამშრომლობას კულტურის, ხელოვნების, ტურიზმის, ურბანული დაგეგმარების, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით, ასევე, სავაჭრო და ბიზნესურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. „საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს ათასწლეულების ურთიერთობა, რომელსაც ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ. ბევრი მიღწევა გვაქვს თანამშრომლობის კუთხით სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია სახალხო დიპლომატია და ორ ხალხს შორის არსებული მეგობრობა. მემორანდუმი, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა ელდარ აზიზოვმა. თბილისის მერის 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტი ბაქოში დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში. თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფება მერის მოადგილე ილია ელოშვილი.
მღვდელს, რომელმაც "თბილის პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ხალხს ძალადობისკენ მოუწოდა, ეკლესიაში "სასტიკი საყვედური" გამოუცხადეს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მღვდელს, რომელმაც რომელიც 5 ივლისს, "თბილის პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ხალხს ძალადობისკენ მოუწოდა, ეკლესიაში "სასტიკი საყვედური" მიიღო. "ის სასულიერო პირი, რომელმაც მსგავსი მოწოდებები გააკეთა (ძალადობრივი) დაბარებული იყო, მიიღო სასტიკი საყვედური და საჯაროდ, ჩაწერა და გაავრცელა თავისი შენდობის ვიდეო. ეს ნიშნავს, რომ რაიმე კიდევ ერთი გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს მის მიმართ. თუ მსგავსი ფაქტი ისევ იქნება მომაწოდეთ და განვიხილავთ"- აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე. მისი თქმით, 5 ივლისს მღვდლები ჟურნალისტებს “ეფარებოდნენ და იცავდნენ”. ცნობისთვის, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ ძალადობრივ აქციაზე მოქალაქეებს “ღვთისა და სამშობლოსთვის” ძალადობისკენ ღიად მოუწოდა. “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის”, — მიმართა მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს.
ანდრია ჯაღმაიძე: თუ რაიმე პასუხისმგებელობა გამოიკვეთება სასულიერო პირების ან ვინმეს მიმართ, ვინც უკავშირდება საპატრიარქოს, აუცილებლად მივიღებთ ზომას
გვაჩვენეთ კადრები და თუ რაიმე პასუხისმგებელობა გამოიკვეთება სასულიერო პირების ან ვინმეს მიმართ, ვინც უკავშირდება საპატრიარქოს, აუცილებლად მივიღებთ ზომას, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს, 5-6 ივლისს თბილისში გავითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, ყველა, მათ შორის ელჩები, გააფრთხილეს, რომ ის რაც დაგეგმილი იყო, შეიცავდა გარკვეულ საფრთხეებს. "მე არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, იმ საშინელებას, რაც ვნახეთ. სრულიად წარმოუდგენელი რამეა და ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია... თქვენ ეტყობა არ გინახავთ ჩვენი განცხადებები. გავრცელდა საპატრიარქოს დაახლოებით 5 ან 6 განცხადება მშვიდობისკენ მოწოდებისა. მამა შალვა კეკელიამ პირდაპირ ტრიბუნიდან გამოაცხადა, რომ მოხდა ინციდენტი ჟურნალისტებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას მშვიდობისაკენ. ამის გარდა, იყო საპატრიარქოს გვერდზე გავრცელებული დაახლოებით 5 განცხადება. წინასწარაც გავაკეთეთ ამის შესახებ განცხადება და ვაფრთხილებდით ყველას, რომ ასეთი ესკალაცია შეიცავდა გარკვეულ საფრთხეებს. რამდენი განცხადება გავაკეთეთ, ყველას ვაფრთხილებდით, საელჩოებს ვაფრთხილებდით ასევე, ვაფრთხილებდით „პრაიდის" მონაწილეებს, სახელმწიფოსაც და ზოგადად ყველას. ბოლო დღემდე მოვუწოდებდით, რომ „პრაიდი" გაუქმებულიყო და ყველას ეგრძნო პასუხისმგებელობა. ნახეთ ჩვენი განცხადებები, იქ არის მრევლისადმი მოწოდება. გვაჩვენეთ კადრები და თუ რაიმე პასუხისმგებელობა გამოიკვეთება სასულიერო პირების ან ვინმეს მიმართ, ვინც უკავშირდება საპატრიარქოს, აუცილებლად მივიღებთ ზომას", - განაცხადა ჯაღმაიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებს თუ არა მეუფე ანტონის განცხადებას, რომ მედიის ბრალია 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები, ჯაღმაიძემ უპასუხა: "ეს ჟურნალისტები ბრალი არ არის. ვფიქრობ, თქვენი ბრალი არ არის ეს. ბრალი არის თქვენი რედაქციებისა. მინდა, მოსახლეობამ უბრალოდ მოიკითხოს, ვინ არიან იმ ტელევიზიის მფლობელები, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ. ახალგაზრდა ჟურნალისტებს უშვებენ დავალებებით და თვითონ ვინ არიან? რა მოტივაცია აქვთ? მე არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, იმ საშინელებას, რაც ვნახეთ. სრულიად წარმოუდგენელი რამეა და ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა, ვერ წარმოიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია. არ ვიცი, რითი უნდა ავხსნათ ეს. სხვა საქმეა, როდესაც მე ვსაუბრობ ტელევიზიების რედაქციებზე, ვგულისხმობ ყველაფერ იმას, რაც ბოლო დღეებში, აი, ამ პერიოდში, მიტინგებზე ხდება, საშინელი აგრესია და სიძულვილი, სიმყრალე, თუ შეიძლება ითქვას, ყველაფერი გაისმა ეკლესიის მიმართ". ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ შემთხვევებზე საპატრიარქო პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასულიერო პირები ძალადობრივ მოწოდებებს არ აკეთებდნენ და ასეთი "მხოლოდ ერთი იყო", თემაზე საუბრისას ასევე გამოეხმაურა მეუფე იაკობის განცხადებებსაც, რომელიც 5 ივლისს ძალადობაში ჟურნალისტებს ადანაშაულებდა: "მერე, რა რომ მეუფე იაკობი რუსთაველზე იყო, მეც ვიყავი რუსთაველზე"- თქვა ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციები საპატრიარქოს მიმართ ძალადობაა. "საპატრიარქომ რატო უნდა იგრძნოს ამაზე პასუხისმგებლობა?... ძალადობას ახლა ვხედავთ ამ დღეებში რაც ხდება იმ მიტინგზე, ვერ ხედავთ რა ხდება? იქ არის ძალადობა. საპატრიარქოს მიმართ არის აღუწერელი სიძულვილის ენა",- თქვა ჯაღმაიძემ.
აშშ-ის განცხადებით, 6 ქვეყანაში გენოციდი ხდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ორშაბათს “გენოციდის და სისასტიკის თავიდან აცილებაზე ყოველწლიური ანგარიში” გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშში წერია, "ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის ხელი შეუწყოს დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც ემყარება სტაბილურ საერთაშორისო სისტემას და კრიტიკულია თავისუფლების, კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის. ადმინისტრაცია დაიცავს ადამიანის უფლებებს მთელ მსოფლიოში და აღიარებს, რომ დანაშაულების თავიდან აცილება წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ ინტერესს და მთავარ მორალურ პასუხისმგებლობას". "წელს პირველად მოხსენებაში მოცემულია უშუალოდ დეტალური ინფორმაცია კონკრეტულ ქვეყნებში მომხდარი სისასტიკის შესახებ, მათ შორის ბირმაში, ეთიოპიაში, ჩინეთსა და სირიაში. ეს ადგილები წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის უმძიმეს გამოწვევებს ჩვენს დღის წესრიგში", - განაცხადა ბლინკენმა. ანგარიშის მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ 6 ქვეყანაში გენოციდი ხდება. ეს ქვეყნებია: მიანმარი, ჩინეთი, ეთიოპია, ერაყი, სირია და სამხრეთ სუდანი. ეს განცხადება იმ ანგარიშის ნაწილია, რომელშიც აღწერილია აშშ-ის მთავრობის ფინანსური, დიპლომატიური და სხვა ღონისძიებები, რომელიც ამის შეჩერების მცდელობისთვის გამოიყენება. იანვარში ბლინკენმა დაადასტურა, რომ ჩინეთი სინჯინგიანის რეგიონში ახორციელებს გენოციდს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს. სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს ვიზების შეზღუდვას ჩინელი ჩინოვნიკებისათვის, რომლებიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელნი არიან მუსულმანური უმცირესობების დაკავებასა და შეურაცხყოფაში. მიანმარის შემთხვევაში, აშშ-მ ამ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას სანქციები დაუწესა და 2021 წლის პუტჩის შემდეგ, სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა 2021 წლის მარტში, მარტში, ბლინკენმა ეთიოპიის ტიგრეის რეგიონში ეთნიკური წმენდის ფაქტების შესახებ გამოაცხადა. აშშ ეთიოპიისთვის ზოგიერთ არაჰუმანიტარული სახის დახმარებას ზღუდავს და ამ ქვეყნის წინააღმდეგ, თავდაცვის სფეროში შესყიდვებზე ახალ კონტროლებს აწესებს. აშშ-ს მთავრობა მოწოდებულია ებრძოლოს ISIS-ს და მის ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით ერაყსა და სირიაში. ეს ქმედებები პასუხობს მაშინდელი მდივნის კერის მიერ 2016 წელს განსაზღვრულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ISIS პასუხისმგებელი იყო ერაყსა და სირიაში კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მცხოვრებლი ჯგუფების გენოციდში, მათ შორის ეზიდების, ქრისტიანებისა და შიიტი მუსლიმების. სამხრეთ სუდანში მთავრობამ ჩაიდინა არამართლზომიერი მკვლელობები, მათ შორის ეთნიკური ნიშნით. არასამთავრობო შეიარაღებულმა ჯგუფებმა ასევე ჩაიდინეს მკვლელობები, გაუპატიურება, სექსუალური მონობა და ბავშვების მიმართ ძალადობა. 2021 წლის თებერვალში მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ სამხრეთ სუდანში ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ.
აშშ-ის მარეგულირებელი Johnson & Johnson-ის ვაქცინასა და იშვიათ დაავადებას შორის კავშირის თაობაზე მოსახლეობას აფრთხილებს
აშშ-ის მარეგულირებელმა უწყებამ (FDA) Johnson & Johnson-ის წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ახალი გაფრთხილება დაამატა, რომ არსებობს შესაძლებელი კავშირი ვაქცინასა და იშვიათ ნევროლოგიურ დაავადებას შორის, რომელიც გიიენ-ბარეს სინდრომის (GBS) სახელით არის ცნობილი. FDA–ს ორშაბათის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევებიდან 55 იყო სერიოზული, ვაქცინირებულები საავადმყოფოში მოთავსეს, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა. გიიენ-ბარეს სინდრომი შვიათი ნევროლოგიური აშლილობაა, რომელიც აზიანებს ნერვულ უჯრედებს და შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე. იშვიათ შემთხვევებში, მას შეუძლია გამოიწვიოს დამბლა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, შემთხვევები ძირითადად დაფიქსირდა J&J-ის ვაქცინის გაკეთებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ და ძირითადად მამაკაცებში, 50 წლის და უფროსი ასაკის წარმომადგენლებში. სააგენტოს ცნობით, არსებული მონაცემები არ ჩანს Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინების შემთხვევაში. Johnson & Johnson-ის განცხადებით, ვაქცინასა და სინდრომს შორის კავშირს განიხილავენ.
UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ფორი თანამდებობას ტოვებს
ჰენრიეტა ფორიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს აცნობა. გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობის დატოვების მიზეზი მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. გენერალურმა მდივანმა მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. "გენერალურ მდივანს სურს გულწრფელი მადლიერება გამოუცხადოს ქალბატონ ფორეს გაეროს ბავშვთა ფონდის შთამაგონებელი ხელმძღვანელობისა და მთელი მსოფლიოს ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებისათვის", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. "ეს რთული გადაწყვეტილება იყო. მადლობა მთელს მსოფლიოში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გახსნილი შესაძლებლობებისთვის“, - აცხადებს ჰენრიეტა ფორი. მისივე თქმით, გაეროს გენერალურ მდივანს პირობა მისცა, რომ პოსტს მანამ არ დატოვებს, ვიდრე მის შემცვლელს არ შეარჩევენ. ჰენრიეტა ფორი UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაინიშნა.
ევროპარლამენტარები აინტერესებთ, როგორ პასუხობს საქართველო 5 ივლისს მომხდარ ძალადობას
ევროპარლამენტის LGBTQ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრმა 28 პარლამენტარმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს წერილი გაუგზავნა. ამის სესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის LGBTQ საკითხებზე მომუშავე ჯგუფი Twitter-ზე ავრცელებს. ბორელისადმი გაგზავნილ წერილში საუბარია საქართველოში 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ფაქტებსა და "ღირესების მარშზე", რომელიც "თბილისი პრაიდის" ფრგლებში იყო დადგეგმილი, თუმცა ძალადობრივი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხის გამო გაუქმდა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში LGBTQ+ პირთა უფლებების დაცვა წინა წლებშიც გამოწვევას წარმოადგენდა და იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ძალადობის შემთხვევები, საჭიროა სახელმწიფომ უზრუნვეყოს მათი ეფექტურად დაცვა. ევროპარლამენტის LGBTQ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრესბ აინტერესებთ პასუხი შემდეგ კითხვებზე: 1. ევროკავშირი-საქართველოს ადამიანის უფლებების დიალოგი შედგა 6 ივლისს. რა ქმედებების განხორციელებას აპირებს სახელმწიფო იმისათვის, რომ დაცული იყოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და როგორ ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს; 2. რა ზომებს მიმართავს ევროკავშირის მისია საქართველოში იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს ვალდებულება, გამოიძიოს მომხდარი, გამოავლინოს მოძალადეები, დასაჯოს ისინი და დაუწესოს შესაბამისი სანქციებ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამგვარი ძალადობა აღარ განმეორდეს; შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის LGBTQ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა 28 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წერილით მიმართეს.
სახელმწიფო დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით
"გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში მსოფლიოს გარშემო. სანქციები ნამდვილად არის ამ მექანიზმებიდან ერთ-ერთი", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ჟურნალისტ დემნა დევდარიანის შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიისადმი სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა პროტესტის მშვიდობიან მოქალაქეებს და ჟურნალისტებს, და ისინი, ვინც წაახალისა ძალადობა უნდა დაისაჯოს. "გამოვხატავ უდიდეს თანაგრძნობას ლექსო ლაშქარავას ოჯახისა და მისი კოლეგების მიმართ. ყველა ჟურნალისტის დაცვა და საქართველოში დემოკრატიისადმი სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა პროტესტის მშვიდობიან მოქალაქეებს და ჟურნალისტებს, და ისინი, ვინც წაახალისა ძალადობა, უნდა გამოვლიდნენ და კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი. ჩვენ შევახსენებთ საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ ორგანოებს მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველა, ვინც გამოხატავს კონსტიტუციურ უფლებას. ჩვენ ასევე შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, დაიცვან ჟურნალისტები, პრესის თავისუფლება. ჩვენ მოუწოდებთ ყველას, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებს, საჯაროდ დაგმონ ასეთი სახის ძალადობა, რომლის ადგილიც დემოკრატიაში არ არის. ჩვენ ამაყად განვაგრძობთ მცდელობებს მსოფლიოს გარშემო, დავიცვათ ლგბტქი მოსახლეობა ძალადობის, დისკრიმინაციის, კრიმინალიზაციისა და სტიგმისგან. ვცდილობთ, გავაძლიეროთ LGBTQI+ მოძრაობები და ადამიანები. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას LGBTQI ჯგუფების წინააღმდეგ და ასეა ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი კოლეგის მიმართ, რომელიც გარდაცვლილია. პრემიერ-მინისტრის მომავალს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს. გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში მსოფლიოს გარშემო. სანქციები ნამდვილად არის ამ მექანიზმებიდან ერთ-ერთი. როგორც იცით, წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით. გვინდა დავინახოთ, რომ ყველა ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, კვლავაც მოვუწოდებთ, საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებ, ჩვენ მოწოდებას ზედმიწევნით, გამოიძიონ ეს საქმე და შედეგად სამართლის წინაშე აგონ პასუხი ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენებმა", - განაცხადა ნედ პრაისმა.
ნედ პრაისი: საქართველოში დემოკრატიისადმი სანდოობა მოითხოვს, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს და წაახალისა ძალადობა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა. როგორც მან ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტ დემნა დევდარიანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოში დემოკრატიისადმი სანდოობა მოითხოვს, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს და წაახალისა ძალადობა. "გამოვხატავ უდიდეს თანაგრძნობას ლექსო ლაშქარავას ოჯახისა და მისი კოლეგების მიმართ. ყველა ჟურნალისტის დაცვა და საქართველოში დემოკრატიისადმი სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებს და ჟურნალისტებს, და ისინი, ვინც წაახალისა ძალადობა, უნდა გამოვლიდნენ და კანონის სრული სიმკაცრით პასუხი აგონ. ჩვენ შევახსენებთ საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ ორგანოებს მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველა, ვინც გამოხატავს კონსტიტუციურ უფლებას. ჩვენ ასევე შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, დაიცვან ჟურნალისტები, პრესის თავისუფლება. ჩვენ მოუწოდებთ ყველას, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებს, საჯაროდ დაგმონ ასეთი სახის ძალადობა, რომლის ადგილიც დემოკრატიაში არ არის. ჩვენ ამაყად განვაგრძობთ მცდელობებს მსოფლიოს გარშემო, დავიცვათ ლგბტქი მოსახლეობა ძალადობის, დისკრიმინაციის, კრიმინალიზაციისა და სტიგმისგან. ვცდილობთ, გავაძლიეროთ LGBTQI+ მოძრაობები და ადამიანები. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას LGBTQI ჯგუფების წინააღმდეგ და ასეა ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი კოლეგის მიმართ, რომელიც გარდაცვლილია. პრემიერ-მინისტრის მომავალს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს. გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში მსოფლიოს გარშემო. სანქციები ნამდვილად არის ამ მექანიზმებიდან ერთ-ერთი. როგორც იცით, წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით. გვინდა დავინახოთ, რომ ყველა ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, კვლავაც მოვუწოდებთ, საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებ, ჩვენ მოწოდებას ზედმიწევნით, გამოიძიონ ეს საქმე და შედეგად სამართლის წინაშე აგონ პასუხი ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენებმა", - განაცხადა ნედ პრაისმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა
პროტესტის ნიშნად 4 ტელეკომპანია მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად ოთხი ტელეკომპანია 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს. ტელევიზიების მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ,ტვ პირველის", ,,ფორმულას", ,,მთავარი არხის" და ,,კავკასიის" ჟურნალისტები და ოპერატორები მომდევნო 24 საათის განმავლობაში არც მიმდინარე გადაღებებზე წავლენ. გუშინ, რეგიონული მაუწყებლებიც გაითიშა. ცნობისთვის, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა,11 ივლისს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. მედიამენეჯერების ორგანიზებით, ოპერატორის გარდაცვალების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციები გაიმართა. ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას მთავრობას, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.
BBC: სამხრეთ აფრიკაში საპროტესტო გამოსვლებზე 72 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ აფრიკაში ექსპრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას დაკავების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებზე 72 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, ათი ადამიანი სოვეტოს სავაჭრო ცენტრში შეჭრის დროს, ჭყლეტის შედეგად დაიღუპა. არსებული ვითარების ფონზე, ხელისუფლებამ ქუჩებში სამხედროები გაიყვანა. სამხრეთ აფრიკის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 1 234 ადამიანი, მათ შორის 12 მასობრივი არეულობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. სამხრეთ აფრიკაში არეულობა ყოფილი პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას დაპატიმრების შემდეგ დაიწყო. ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 15-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. საკონსტიტუციო სასამართლომ ზუმა დამნაშავედ ცნო მოსამართლის ბრძანების დარღვევაში. სასამართლო ზუმას მის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციული გამოძიების ფარგლებში მისვლას ითხოვდა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა ეს განკარგულება არ შეასრულა და ის სასამართლოსადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულეს. ჯეიკობ ზუმამ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის თანამდებობა 2018 წელს დატოვა. ის არაერთ კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული.
პრეზიდენტ მაკრონის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საფრანგეთში ერთ დღეში მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა ვაქცინაციისთვის
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ერთ დღეში ქვეყნის მილიონზე მეტი მოქალაქე ვაქცინაციის პორტალზე პირველი დოზით ასაცრელად დარეგისტრირდა. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. მაკრონის თქმით, საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისთვის სავალდებულო გახდება და ვაქცინაცია სავალდებულო იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მოწყვლადი ჯგუფების პაციენტებთან უწევს კონტაქტი. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, 15 სექტემბრიდან ამოქმედდება კონტროლი და სანქციები. „ახლა თუ არ ვიმოქმედებთ, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზრდება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მიმართვისას. ამას გარდა, ემანუელ მაკრონის მიერ გამოცხადებული ახალი წესების თანახმად, მატარებლით მგზავრობისა და კინოთეატრებში შესვლის მსურველებმა ასევე უნდა წარადგინონ კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ან ტესტის ნეგატიური პასუხი. „ჩვენ უნდა გადავიდეთ ყველა ფრანგის ვაქცინაციაზე, ეს ერთადერთი გზაა ნორმალური ცხოვრებისკენ“, - აღნიშნა მაკრონმა. როგორც La Repubblica წერს, Doctolib- ის ვებგვერდზე ვაქცინაციით ასაცრელად მსურველების,,აბსოლუტური რეკოდული" მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ჯანმო სხვადასხვა ვაქცინით აცრაზე: ცალკეულმა პირებმა დამოუკიდებლად არ უნდა გადაწყვიტონ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მიმართავს მდიდარ ქვეყნებს, რომ ნუ შეუკვეთავენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებით დოზებს, ვიდრე არიან ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინების დოზები საერთოდ არ აქვთ. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. ,,ნუ შეუკვეთავთ ვაქცინების დამატებით დოზებს, ვიდრე არიან ისეთებიც, ვისაც დოზები არ აქვთ”, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა. ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი სუმია სვამინათანი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მესამე დოზით აცრა საჭირო არ არის. მისი თქმით ადამიანები მეცნიერებს უნდა დაეყრდნონ და არა ცალკეულ კომპანიებს. რომ სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შექმნილი ვაქცინების შერევისგან თავშეკავებისკენ ინდივიდებს მოუწოდა და არა ჯანდაცვის უწყებებს. ,,თქვენ უნდა დაეყრდნოთ მეცნიერებას და მონაცემებს, და არა ცალკეულ კომპანიებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ვაქცინებით იმუნიზაცია სამჯერ უნდა მოხდეს", - სვამინათანი ჯანმოს მთავარი მეცნიერი ასევე აღნიშნავს, რომ მან რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შექმნილი ვაქცინის შერევისგან თავშეკავებისკენ ინდივიდებს მოუწოდა და არა ჯანდაცვის უწყებებს. „ცალკეულმა პირებმა დამოუკიდებლად არ უნდა გადაწყვიტონ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებს კი ეს შეუძლიათ. სხვადასხვა ვაქცინის შერევასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების მონაცემებს ველოდებით. საჭიროა, შეფასდეს იმუნოგენურობა და უსაფრთხოება“, - აცხადებს სვამინათანი. ცნობისთვის, სუმია სვამინათანიმ განაცხადა, სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინების კომბინაცია არის „საშიში ტენდენცია“, რადგან ვაქცინების კომბინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები არ არსებობს. „ეს ცოტა საშიში ტენდენციაა. როდესაც საუბარია შერევაზე, ჩვენ ვიმყოფებით ზონაში, სადაც არ არსებობს მონაცემები ან მტკიცებულებები“, – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.