ძებნის რეზულტატი:

,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას უცხოური მედია ეხმაურება

,,ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას დასავლური მედია ეხმაურება. როგორც BBC-ი წერს, ქართველმა ოპერატორმა 5 ივლისს პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, სახის მძიმე დაზიანებები მიიღო. ბრიტანული ტელეკომპანიის ინტერნეტგამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის დისკრიმინაცია უკანონოა, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარეობს, კვლავ ძალიან კონსერვატიულია. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას კიდევ ერთი ბრიტანული მედია Guardian-ი გამოეხმაურა. „ქართველი ოპერატორი ულტრა-მემარჯვენე, ანტი-ლგბტქ ბრბოს თავდასხმის შემდეგ დაიღუპა“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია გამოცემამ. გამოცემის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ათობით ჟურნალისტს პრაიდის პროტესტის გაშუქებისას თავს დაესხნენ, საქართველოს მთავრობა „დანაშაულებრივ პასიურობაში“ დაადანაშაულეს. გერმანული Deutsche Welle-ს თანახმად, ქართველი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ულტრა-მემარჯვენე ადამიანების ჯგუფმა სცემა, რომელიც გარდაიცვალა, რის გამოც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ აღშფოთება იზრდება. Deutsche Welle წერს, რომ საქართველოში ლგბტქ+ საზოგადოებების მიმართ ძალადობამ აიძულა ორგანიზატორები, დაგეგმილი მარში გაეუქმებინათ, რასაც საერთაშორისო აღშფოთება მოჰყვა. გერმანული გამოცემის მიხედვით, კრიტიკოსებმა ასევე დაადანაშაულეს ღარიბაშვილი, მმართველი პარტია ჰომოფობიური და ნაციონალისტური ჯგუფების ჩუმად მხარდაჭერაში. ცნობისთვის, გუშინ , "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მოლდოვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტია ლიდერობს

მოლდოვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედების და სოლიდარობის“ პარტია ლიდერობს. მოლდოვის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრეზიდენტის პარტიას ამ დროისთვის ხმათა 47.81 პროცენტი აქვს. ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილზეა „კომუნისტების და სოციალისტების საარჩევნო ბლოკი“ 30.84 პროცენტით. მესამე ადგილს პარტია „შორი“ იკავებს, რომელსაც ხმების 6.49 პროცენტი აქვს. დანარჩენმა პარტიებმა ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს. მოლდოვას მმართველობის საპარლამენტო ფორმა აქვს, ხოლო სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები შეზღუდულია. გასული წლის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სანდუმ საკანონმდებლო ორგანოს დაშლა შეძლო, რომელშიც მისი პარტია მხოლოდ 15 ადგილს აკონტროლებდა. „მოქმედების და სოლიდარობის“ პარტიამ თავის პროგრამაში მთავარ პრიორიტეტად ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გააქტიურება დაასახელა. ასევე მთავარი საკითხებია სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და რუმინეთთან. პროგრამულ პრიორიტეტებში დასახელებულია უკრაინასთან და საქართველოსთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელება.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჟურნალისტობა დანაშაული არ არის

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ,,ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. ,,უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს. მოვუწოდებ სრული და სამართლიანი გამოძიებისკენ, როგორც მისი გარდაცვალების, ასევე ძალადობის, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაფიქსირდა. ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია. ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის", - წერს Twitter-ზე ედგარს რინკევიჩსი. ცნობისთვის, გუშინ , "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ინდოეთში 11 ადამიანი სელფის გადაღებისას მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა

BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჯაიპურში მეხის დაცემის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 27 მოქალაქე წვიმიან ამინდში მე -12 საუკუნის კოშკზე იყო ასული და სელფს იღებდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ახალგაზრდა იყო. BBC წერს, რომ 2004 წლიდან დღემდე ინდოეთში, მეხის დარტყმის შედეგად, 2000-მდე ადამიანია დაღუპული.

ღარიბაშვილი: აღლუმი რა სახელია? მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი

,,ჯერ ერთი აღლუმი რა სახელია? მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. ,,მინდა გითხრათ ჩემი შეფასება, თუ რატომ ვიყავი წინააღმდეგი ე.წ. აღლუმის. ჯერ ერთი აღლუმი რა სახელია? მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება, ზოგადად, სხვა ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა, ჩატარდეს განსსხვავებული აზრის გამოსახატად, ამისთვის არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს. შევახსენებ საზოგადოებას, რომ 5 ივლისამდე, 3 დღის განმავლობაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ისინი იკრიბებოდნენ და აღნიშნავდნენ კვირეულს. არავითარი შეფერხება, აგრესია არ ყოფილა. პოლიციამ მოახდინა ყველაფრის პრევენცია, მაგრამ როდესაც 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანტდისტული-მარშისტული აღლუმის ჩატარების, ამას მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი და ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ვართ იძულებული, ამას ანგარიში გავუწიოთ. ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი: აშშ-ს დასჭირდა თვეები, რომ ძალადობა აღეკვეთა, მაშინ, როცა ჩვენთან პოლიციამ ეს რამდენიმე საათში შეძლო

„ქართული ოცნების„ წევრმა სოზარ სუბარმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აშშ-სთან პარალელისას აღნიშნა, რომ „მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს დასჭირდა თვეები, რომ ეს ძალადობა აღეკვეთა, მაშინ, როცა ჩვენთან პოლიციამ მართლა შეძლო, რომ რამდენიმე საათში სრულად მოეხდინა ლოკალიზება ამ ძალადობის“. „რამდენიმე საათში მოხდა ლოკალიზება ამ ძალადობის, მაშინ, როცა ჩვენ გვახსოვს, რამდენი თვე გრძელდებოდა შეერთებულ შტატებში ძალადობების აქციები, 20-მდე ადამიანი დაიღუპა ამ ძალადობების დროს, ასეულობით პოლიციის, მერიის, გუბერნატორების შენობები დაარბიეს და დაანგრიეს, აღარ ვლაპარაკობ, რამდენი მაღაზია დაიწვა და რამდენმა ადამიანმა თვალი დაკარგა, 10-მა მთლიანად დაკარგა მხედველობა, 30-მდე-ნაწილობრივ, უამრავი დაზიანებული, მაღაზიების ძარცვებზე აღარ ვლაპარაკობ. მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს დასჭირდა თვეები, რომ ეს ძალადობა აღეკვეთა, მაშინ, როცა ჩვენთან პოლიციამ მართლა შეძლო, რომ რამდენიმე საათში სრულად მოეხდინა ლოკალიზება ამ ძალადობის. ქალბატონი დეგნანის განცხადება მართლა გამიკვირდა იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ხდება ზოგადად ასეთი აქციების დროს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და კარგად გვახსოვს ის მრავალთვიანი აქციები, რომელიც შეერთებულ შტატებში ხდებოდა. „შავი სიცოცხლე ფასობს“ - ეს აქციები იყო, როდესაც მოხდა არაერთი პოლიციის, გუბერნიის, მერიის შენობის დარბევა, ხდებოდა მაღაზიებზე თავდასხმები, მანქანების დამტვრევა, უდანაშაულო ადამიანების ცემა, წამება ლამის ქუჩაში. ეს ხდება ყველგან და მთავარია, ამაზე სახელმწიფოს ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება. საქართველოს პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა მოულოდნელი იყო, რომ 20 სხვადასხვა ადგილას გაიშლებოდა ეს აქციები, მაინც შეძლო, დროულად აღეკვეთა ძალადობა. მეორე დღეს ყველაფერი ჩატარდა გაცილებით მშვიდად და ყველა ადამიანი აგებს პასუხს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ცნობისთვის, გუშინ , "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კელი დეგნანი 5 ივლისის მოვლენებზე: იმედგაცრუებულები ვართ, ეს იყო ძალიან სევდიანი დღე საქართველოსთვის

,,ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ,,სირცხვილიას" ოფისში მომხდარ, ტელეკომპანია ,,ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი ადამიანი, 1992 წელს დაბადებული დ.კ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა - დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის - 5 ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

ღარიბაშვილი: ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა

„რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ეს მინისტრთა კაბინეტის პირველი შეკრებაა რუსთაველზე გამართული აქციის შემდეგ, სადაც ჟურნალისტებმა ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. „ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ სცადეს გამოეყენებინათ ამ ადამიანის ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება აბსოლუტურად მთელი სიმკაცრით დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომლებიც ჩართული იყვნენ აღნიშნული პირის ცემის საქმეში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. „მე კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას ჩვენს სახელმწიფოში. რაც შეეხება, ზოგადად, ჩემს მიერ გაკეთებულ რეაგირებას - მეორე დილითვე, მე, რა თქმა უნდა, დავგმე აღნიშნული ფაქტი. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებისა და ოპერატორების წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული წარმოუდგენელი ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვგმობთ. პოლიციამ მყისიერად, მეორე დღესვე მოახდინა ამის თაობაზე რეაგირება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, „ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე ანტიეროვნული გზავნილები, რომელიც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ“. „რაც შეეხება ზოგადად, გუშინდელ აქციას, კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მოსაზრება და ჩემი შეფასება ვუთხრა ჩვენს ხალხს. ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე ანტიეროვნული გზავნილები, რომელიც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ. გზავნილები მაგალითად იმის თაობაზე, რომ აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ აღნიშნულს ვიმეორებ. ისინი ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას, ეს გასაგებია, ეს ნორმალურია ეს არის მათი ოცნება. მაგრამ მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ვინ ითხოვდა ამ ყველაფერს. ჩვენ ზოგადად, მივესალმებით დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის არსებობას ქვეყანაში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავისუფალი დაა მიუკერძოებელი მედია განვითარდეს ქვყანაში და მიუკერძოებელი ჟურნალისტები განვითარდნენ. ჩვენ მათ ყველაფერს გავუკეთებთ, რაც საჭიროა. მე კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას, ბევრი პროფესიონალი მუშაობს მედიაში, მაგრამ მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო, ვთქვათ პირდაპირ - ოპოზიციური ტელევიზიები, მთავარი, ტვ პირველი, ფორმულა, პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად მათი დღის წესრიგი და ნაცმოძრაობის დაა რევანშისტული, რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური. მთ აქვთ ერთი მიზანი - როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება დ ისევ ძალადობრივი გით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც რა თქმა უნდაა, მიუღწეველია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. მათ მინდა შევახსენო, ერთადერთი გზა, ხელისუფლებაში მოსვლის არის არჩევნებში მონაწილეობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე არჩევნებია, აგებენ ყველა არჩევნებს. კიდევ ერთხელ მოიწევთ მათ წაგება და ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მოახლოებულ არჩევნებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 659 ადამიანს დაუდასტურდა, 713 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 608 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 592 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 659 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 811-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.87 ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.24%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 713 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 939-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 468 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 659 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 441 შემთხვევა, აჭარა - 75, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 17, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 378 საიდანაც: 3 740 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 995, აჭარაში - 187, იმერეთში - 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 729 პირი, მათ შორის, თბილისში - 388, აჭარაში - 46, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პირი, მათგან თბილისში - 123, აჭარაში - 2, იმერეთში - 8. 902 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 655 - თბილისში, 242- აჭარაში. 7 736 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 1. სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 940 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 447 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 997, აჭარაში - 785, იმერეთში - 1 036.

ღარიბაშვილი აქციაზე გამოსულ ჟურნალისტებს: ნებისმიერი მცდელობა, რომ გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღკვეთილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომიდან უპასუხა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც მისი გადადგომის მოთხოვნით რუსთაველზე აქცია გამართეს. ეს მინისტრთა კაბინეტის პირველი შეკრებაა რუსთაველზე გამართული აქციის შემდეგ, სადაც ჟურნალისტებმა ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. მისი თქმით, ყველა ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა მედიის, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელია თუ არა, აქვს უფლება, შეიკრიბოს, განმოხატოს საკუთარი აზრი კანონის ფარგლებში. „ნებისმიერი მცდელობა, რომ გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღკვეთილი. სახელმწიფოს და კანონის სახელით ყველა დაისჯება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი: იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება

„იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ჯარების ჩართულობა, მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, წინასწარ გვქონდა შეფასებული რისკები და არ დავუშვით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ეს მინისტრთა კაბინეტის პირველი შეკრებაა რუსთაველზე გამართული აქციის შემდეგ, სადაც ჟურნალისტებმა ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. „კითხვები დაისვა, თუ რა კავშირი ჰქონდა მაგალითად ლგბტ თემს და მათ მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი, მეგობრებო. იგეგმებოდა ძალიან დიდი და მასშტაბური პროვოკაცია ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, როგორ განვითარდა მანამდე მოვლენები და როგორ მოვედით აქამდე. მოგეხსენებათ, 5 ივლისს, მთავრობის სხდომაზე მე წინასწარ განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ძალიან დიდი და მასშტაბური პროვოკაცია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ. მე კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული, რადიკალური შეთქმულების უკან დგას, ეს არის ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. კითხვები დაისვა, თუ რა კავშირი ჰქონდა მაგალითად ლგბტ თემს და მათ მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი, მეგობრებო. ასევე მინდა გითხრათ, რომ იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ჯარების ჩართულობა და მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის და მოქალაქეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და არ დავუშვით. რაც მოხდა, კიდევ ვიმეორებ, არის ძალიან ცუდი და სამწუხარო, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში. რამდენიმე ფაქტს შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს. ევროპის შუაგულში, საფრანგეთში და არა მხოლოდ, დიდ ბრიტანეთში, ყველგან, ჩვენ გვახსოვს კვირების განმავლობაში განუწყვეტელი, ასე ვთქვათ ძალადობრივი, აგრესიული მანიფესტაციები, დემონსტრაციები, სადაც ათეულობით და ასეულობით ადამიანი დაშავდა, უამრავი დაიღუპა და დასახიჩრდა. გვახსოვს აშშ-ში, თვეების განმავლობაში მიმდინარე ძალადობრივი, აგრესიული დემონსტრაციები. მთელ ქალაქებში, სადაც გადაწვეს ავტომობილები, დააზიანეს კერძო საკუთრებები და ადამიანები დახოცეს. ჩვენს ქვეყანაში, კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ ეს რისკები წინასწარ შევაფასეთ, ვთქვით, რომ ეს არის დაუშვებელი. ჩვენ მათ, ლგბტ საზოგადოებას წინასწარ ვუთხარით, ასევე, ჩვენს პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რომ ამ აღლუმის რუსთაველზე ჩატარება შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და ამის ჩატარება იყო დაუშვებელი. სახელმწიფოში, სადაც ბუნებრივია ხდება დანაშაულიც და კრიმინალიც, არ შეიძლება ამის განზოგადება. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ქაოსი და უწესრიგობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი: ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს

,,ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. ,,მინდა გითხრათ ჩემი შეფასება, თუ რატომ ვიყავი წინააღმდეგი ე.წ. აღლუმის. ჯერ ერთი აღლუმი რა სახელია? მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება, ზოგადად, სხვა ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა, ჩატარდეს განსსხვავებული აზრის გამოსახატად, ამისთვის არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს. შევახსენებ საზოგადოებას, რომ 5 ივლისამდე, 3 დღის განმავლობაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ისინი იკრიბებოდნენ და აღნიშნავდნენ კვირეულს. არავითარი შეფერხება, აგრესია არ ყოფილა. პოლიციამ მოახდინა ყველაფრის პრევენცია, მაგრამ როდესაც 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანტდისტული-მარშისტული აღლუმის ჩატარების, ამას მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი და ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ვართ იძულებული, ამას ანგარიში გავუწიოთ. ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი: გამოძიება მუშაობს, რატომ მოხდა მაინცდამაინც ჟურნალისტებზე შეტევა, შესაძლოა, პროვოკატორების უკან იდგეს რევანშისტული, რადიკალური ძალა

„გამოძიება მუშაობს, რატომ მოხდა მაინცდამაინც ჟურნალისტებზე შეტევა, შესაძლოა, პროვოკატორების უკან იდგეს რევანშისტული, რადიკალური ძალა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ეს მინისტრთა კაბინეტის პირველი შეკრებაა რუსთაველზე გამართული აქციის შემდეგ, სადაც ჟურნალისტებმა ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. მისი თქმით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმაზე, თუ რატომ მოხდა თავდასხმა მაინცდამაინც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. „გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმ ვერსიაზე, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული აგრესიული პირები, რატომ მოხდა მაინცდამაინც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე შეტევა. ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდ გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს რევანშისტული, რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს და არავი დაავიწყდება ამ ქვეყნაში, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას. როდესაც ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ვიცე-პრემიერი დანიშნა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ ორ ვიცე-პრემიერს ვნიშნავთ დღეს. ქალბატონი თეა წულუკიანი იქნება ვიცე-პრემიერი და ბატონი ლევან დავითაშვილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სავსებით თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ძალადობრივი ფაქტები რუსეთის ინტერესებშიც იყო - ღარიბაშვილი

„აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები არც მთავრობის და არც ეკლესისის ინტერესებში არ იყო, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის და ერთი რევანშისტული ძალის ინტერესებში. შეიძლება ითქვას, სავსებით თავისუფლად, რომ ეს იყო რუსეთის ინტერესებშიც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მომხდარზე ხელისუფლების მხრიდან კომპრომისი არ იქნება. „პოლიციამ დააკავა მოძალადეები. არავითარი კომპრომისი ჩვენი მხრიდან არ იქნება. ყველა მოძალადეს ვაგებინებთ პასუხს და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. მოგეხსენებათ, მეორე დღეს, როცა არსებოდა რისკი მომხდარიყო დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება, პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა და 100 პირი იქნა დაკავებული. 5 ივლისს 3500-მდე პოლიციელი იყო მთელ ქალაქში მობილიზებული. მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები არც მთავრობის და არც ეკლესისის ინტერესებში არ იყო, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის და ერთი რევანშისტული ძალის ინტერესებში. შეიძლება ითქვას, სავსებით თავისუფლად, რომ ეს იყო რუსეთის ინტერესებშიც, რომ მოხდეს ეროვნული განხეთქილების შემოტანა, ისედაც დაყოფილი საზოგადოების ხელახლა დახლეჩვა და თუნდაც ევროპული ფასეულობების არასწორი ფორმით ჩვენება და დისკრედიტაცია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგად ესმით ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ ისინი გამიზნულად აკეთებენ იმას, რაც არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სრული კონტროლი სიტუაციაზე. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ოპოზიციური მედიის წარმომადგენელი, აქვს უფლება შეიკრიბოს, გამოხატოს საკუთარი აზრი კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მცდელობა, გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღვკეთილი. კანონისა და სახელმწიფოს სახელით ყველა დაისჯელება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონსა და კონსტიუციის ფარგლებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტთან დაპირისპირებაა - მედიის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ითხოვენ

პარლამენტის შენობასთან დაპირისპირებაა. მედიის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლას ითხოვენ, თუმცა სამართალდამცველები მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. როგორც ადგილზე შეკრებილები ამბობენ, მათ აქვთ საშვები, თუმცა პოლიციელები არ უშვებენ. მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც რამდენიმე დეპუტატმა კარების გაღება სცადა, მაგრამ პოლიციელებმა ორგანოში შესასვლელი კარი დაკეტეს და არ მისცეს პარლამენტში შესვლის საშუალება. ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უნდა გაიმართოს. წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით, პარლამენტი მესამე მოსმენით ე.წ. სამშენებლო ამნისტიას მიიღებს. გარდა ამისა, დეპუტატები პარლამენტის ეთიკის კოდექსში ცვლილებაზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვით, ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში არა მარტო ფრაქციების, არამედ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც უნდა გაერთიანდნენ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან დადგენილების პროექტს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შესახებ. დადგენილების პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე წარადგენს.

კელი დეგნანი: ყველამ იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას საქართველოში, რომელიც მიმართულია არეულობის გამოწვევისკენ

„ყველამ იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას საქართველოში, რომელიც მიმართულია არეულობის გამოწვევისკენ“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა ელჩს რუსეთთან აფილირებული პირების, მათ შორის ლევან ვასაძისდა გურამ ფალავანდიშვილის განცხადებებზე ჰკითხეს, რომელთა მხრიდან, ამერიკის ელჩის წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს. „ყველამ იცის, ვინ აფინანსებს ასეთი სახის კრემლის დეზინფორმაციას საქართველოში, რომელიც მიმართულია ძალადობის, არეულობის, არასტაბილურობის გამოწვევისკენ. ქართველები გონიერი ხალხია და ხვდება, ვინ დგას ამის უკან“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.

ამერიკის ელჩი: სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ დავინახეთ

„უსაზღვროა ჩემი მწუხარება ლექსოს ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და კოლეგებს. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, სრულიად მიუღებელია და განსაკუთრებით, როდესაც ის მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს ადამიანების მიერ მშვიდობიანი გამოხატვის და მედიის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას. საუბარი იყო „ღირსების მარშზე“ და მნიშვნელოვანია, რომ ყველას უფლება, მათ შორის უმცირესობის უფლება იყოს დაცული და ძალადობა თავიდან იყოს აცილებული“, - განაცხადა კელი დეგნანმა. მისივე თქმით, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ, ქვეყნის ხელმძღვანელად. კელი დეგნანის თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის. „სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, რათა მათ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის არის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ასევე ჟურნალისტური საქმიანობის უფლება მშვიდობიან გარემოში. სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ დავინახეთ. თუმცა იმედი მაქვს, რომ მომავალში იქნება დაფასებული, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს თავისუფლებები და უფლებები“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

მარინა კალიურანდი: ძალადობის ადგილი არ არის, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღდმეგ, დამნაშავეები უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე

ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი საქართველოში ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირების დასჯისკენ მოუწოდებს. ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ძალადობის ადგილი არ არის. „დამწუხრებული ვარ, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებით. გულწრფელი სამძიმარი ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს. ძალადობის ადგილი არ არის, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღდეგ. დამნაშავეები უმოკლეს ვადაში უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, - წერს მარინა კალირანდი Twitter-ზე.

წულუკიანი: პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც ყველა ლიდერს უნდა ეთქვა

,,ძალიან სამწუხაროა, რომ ლგბტ თემმა არ გაითვალისწინა ქვეყნის ლიდერის ეს მოწოდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათი ინტერესებიდან იყო გამომდინარე", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ,,პრემიერ-მინისტრის 5 ივლისის განცხადება გაქვთ ამოჩემებული, სწორედ თქვენ და სხვა ტელევიზიები ამას ასაღებთ, თითქოს პრემიერმა როდესმე ძალადობა მოიწონა, ან ძალადობა წაახალისა. პირიქით, მთავრობის იმ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა თქვა,ის რაც ყველა ლიდერს უნდა ეთქვა, რომ თავი შევიკავოთ ამა და ამ კონკრეტულ ადგილზე შეკრებისგან, ანუ საუბარი იყო რუსთაველის გამზირზე. მან თავის დროზე მიმართა 5 ივლისს ლგბტ თემს. ძალიან სამწუხაროა, რომ ლგბტ თემმა არ გაითვალისწინა ქვეყნის ლიდერის ეს მოწოდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათი ინტერესებიდან იყო გამომდინარე და უფრო მეტიც, მთავრობამ და მისმა მეთაურმა შესთავაზა თემს თავიანთი გამოხატვის თავისუფლება კი არ გადაედოთ გვერდზე, არამედ ეს შეკრება ჩაეტარებინათ სხვაგან. მე მესმის, რომ ზოგიერთ მედიას, იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანიც არის პროვოკაციების კასკადი (რაც კიდევ უფრო გაძლიერდება მე ვვარაუდობ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად), მათ ეს არ მოეწონათ. ფაქტი ფაქტად რჩება, ლგბტ თემმა სამწუხაროდ, პრემიერის მაშინდელი განცხადება არ გაიზიარა. ძალიან მინდა გთხოვოთ, ვიცი რა, როგორც მუშაობას პოლიცია ჩემი წინა მინისტრის მანდატიდან გამომდინარე, ქართული პოლიციის შესაძლებლობები არ გახლავთ ამოუწურავი ამიტომ პოლიცია და შს მინისტრი გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, ამას ქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და ეს უნდა გავიგონოთ ხოლმე", - განაცხადა წულუკიანმა.