ძებნის რეზულტატი:
რუსეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრები სომხეთში ჩადიან
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ერევანში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შოიგუ რუსეთის ფედერაციის იმ უწყებათაშორისი დელეგაციის შემადგენლობაშია, რომლის ვიზიტიც სომხეთში დღეისთვისაა დაგეგმილი. „სერგეი შოიგუ ერევანში ჩამოვიდა, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვიცე-პრემიერებს, ალექსანდრე ნოვაკსა და ალექსეი ოვერჩუკსაც, ველოდებით,“- აცხადებენ სომხეთის მთავრობაში. დელეგაციის წევრები დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდებიან.
ივანიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა - საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინაორებს. არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას, არცერთი ოპოზიციური პარტია არ ღბულობს, 17 მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს. ესენია: №1 - მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს №2 - შალვა შავგულიძე და №41 - ბექა ოდიშარია ხვდებიან. №2 - ვაკე - №2 - ელენე ხოშტარია, №41 - ნოდარ ტურძელაძე. №3 - საბურთალო - №24 - ალექსანდრე ელისაშვილი, №41 - დავით სერგეენკო №4 - ისანი - №5 - ხატია დეკანოიძე, №41 - კახა კახიშვილი №5 - სამგორი- №5 - ლევან ხაბეიშვილი, №41 - სოზარ სუბარი №6 - დიდუბე, ჩუღურეთი -№36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, №41 - გიორგი ვოლსკი №7 - ნაძალადევი -№10 - შალვა ნათელაშვილი, №41 - მიხეილ ყაველაშვილი №8 - გლდანი - №5 - ნიკანორ მელია, №41 - ლევან კობიაშვილი №10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - №5 - გიორგი ბოტკოველი, №41 - ირაკლი ქადაგიშვილი №11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - №5 - ცეზარი ჩოჩელი, №41 - შალვა კერესელიძე №12 - რუსთავი, გარდაბანი -№5 - დავით კირკიტაძე, №41 - ნინო ლაცაბიძე №16 - ხაშური, ქარელი -№5 - ნატო ჩხეიძე, №41 - ზაალ დუგლაძე №21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი -№5 - კახა გეწაძე, №41 - ბეჟან წაქაძე №23 - ქუთაისი -№5 - გრიგოლ ვაშაძე, №41 - ზაზა ლომინაძე №27 - ზუგდიდი - №5 - მალხაზ ჯალაღონია, №41 - ირაკლი ჩიქოვანი №28 - ბათუმი -№5 - ლევან ვარშალომიძე, №41 - რესან კონცელიძე №30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - №5 - მიშა ბოლქვაძე,№41 - ანზორ ბოლქვაძე; საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. "შეგახსენებთ, რომ დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. შედეგად მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში. ამასთან იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად პოზიციებს აფიქსირებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ არჩევნებს. მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა ივანიშვილმა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტს საარჩევნო უბანზე ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. შსს–ს ათობით სამართალდამცველის მობილიზება დასჭირდა იმისთვის, რომ ადგილზე პროტესტის გამოსახატად მისულ მოქალაქეს მასთან კონტაქტი არ ჰქონოდა. კერძოდ, უბანთან იმყოფებოდა კორტების საქმეზე დაკავებული ყოფილი სამართალდამცველის გიორგი ცააძის და. მას სურდა, ივანიშვილთან საკუთარი პროტესტი დაეფიქსირებინა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ჯერ უბნიდან გაიყვანეს, შემდეგ კი ტერიტორია დაატოვებინეს და უბანთან არ უშვებდნენ მანამ, სანამ ივანიშვილმა ხმა არ მისცა და ტერიტორია არ დატოვა. „სახელმწიფო გაანადგურა ივანიშვილმა და ახლა იწყება მისი პროცესი. სტრასბურგში გაგზავნილი აქს ყალბი განაჩენები და ამით რვა წელიწადია სარგებლობს. 6 წელია, ჩემი ძმა ჰყავს დატყვევებული“,– განაცხადა ირინა ცააძემ. 2020 საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისადმი პროტესტის ნიშნად, ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, აქცია-პერფორმანსი გამართეს ოპოზიციის აქტივისტებმა. „ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ემსგავსება ჩრდილოეთ კორეის მმართველს“ - ამ სლოგანებით აქციის მონაწელეები ბიზნეს–ცენტრისკენ დაიძრნენ და ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. არჩევნებს ბრიფინგით გამოეხმაურა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ ოპოზიციის კანდიდატები ფარულად, აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. "დღეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, შეგახსენებთ, რომ მათი გვარები რჩება ბიულეტენებზე. გარდა ამისა, ისინი ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. შესაბამისად ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგონ არჩევნების მეორე ტური“, - განაცხადა კობახიძემ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის გადაწყვეტილებით, საერთო ოპოზიციურ ფორმატში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის პარალელურად, არც ერთი აქცია არ გაიმართება. „ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვმსჯელობდით, როგორ გამოგვეხატა პროტესტი მეორე ტურთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ, საერთო აზრი წამოვიდა, რომ ნებისმიერი სახის აქცია, რომელიც არ უნდა დაგეგმო, მაინც გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურს, რაღაც პოლიტიკურ დატვირთვას ვაძლევთ თითქოს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არანაირი აქცია არ გვქონდეს და იყოს სრული იგნორირება ამ დღის“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.
სერგეი შოიგუ ნიკოლ ფაშიანთან შეხვედრაზე - ჩვენ აქ დიდი გეგმით ჩამოვედით და მისი განხორციელების იმედი გვაქვს
აქ ჩამოვედით სრულიად კონკრეტული ამოცანებით, დიდი გეგმით და მისი განხორციელების იმედი გვაქვს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანთან შეხვედრაზე განაცხადა. „თქვენ იცით, რომ განცხადების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ სწრაფად გამოვაგზავნეთ სამშვიდობო ჯარები და გუშინწინ დავასრულეთ მათი განლაგება. ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე 23 სადამკვირვებლო პოსტი განვალაგეთ. ვაკონტროლებთ სტეფანაკერტისკენ მიმავალ გზას, ლაჩინის დერეფანს, უზრუნველვყოფთ გადაადგილების კონტროლს და ასევე, ასევე აქედან წასული ლტოლვილების დაბრუნებას. წინ ბევრი სამუშაო გველოდება. ჩვენი მთავარი ამოცანა რა თქმა უნდა არის ის, რომ არ დავუშვათ სისხლისღვრა. ამის გარდა, ვაპირებთ განვიხილოთ ჩვენი სამშვიდობოების მომავალ ცხოვრებასა და მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები და, რა თქმა უნდა, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებული თემები. დიდი გეგმით ჩამოვედით და მისი განხორციელების იმედი გვაქვს,“- განაცხადა შოიგუმ. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის უწყებათაშორისი დელეგაცია სომხეთში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ვიცე-პრემიერები, ალექსანდრე ნოვაკი და ალექსეი ოვერჩუკი და სხვა ოფიციალური პირები.
მიდგომა, კორონავირუსი ყველამ უნდა მოიხადოს, არასწორია - ზურაბ გურული
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული მიიჩნევს, რომ მიდგომა, კორონავირუსი ყველამ უნდა მოიხადოს, ყველა ასპექტით არასწორია. "ეს არის უძლურებისა და სასოწარკვეთის ამოძახილი. მსოფლიო იმიტომ ქმნის ვაქცინას და წამლებს, რომ ასეთ პრიმიტიულ დანებებას არ შეეგუოს", – განაცხადა აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორმა, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურულმა. მისივე თქმით, აშშ–ში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად კლინიკების მზადება უკვე დაიწყეს. "ორშაბათიდან ყველა კლინიკაში მკვეთრი ცვლილება დაიწყო, განსაკუთრებით ფედერალურ სამსახურებში და დიდ კლინიკებში, მივიღეთ სპეციალური ბრძანება, რომ კლინიკაში კორონავირუსის ვაქცინების მისაღებად მზადება დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, პირველი Pfizer გამოაგზავნის ამერიკაში ვაქცინებს. ვფიქრობ, ამერიკაში დეკემბრის ბოლოსკენ დაიწყება აცრა და ეს იქნება ნებაყოფლობითი", – განაცხადა გურულმა. ცნობისთვის: მიმდინარე თვეში კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech–მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, გერმანულ-ამერიკული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ - BNT162-მა 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. 16 ნოემბერს ამერიკულმა კომპანია "Moderna"–მაც განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა
ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ შვიდი ქვეყანა შეუერთდა
ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ შვიდი ქვეყანა შეუერთდა. კერძოდ, სანქციებს შეურთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა. ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი 2 ოქტომბერს დაამტკიცა, 6 ნოემბერს კი სანქციები გააფართოვა. სანქციების ფარგლებში შედგენილი შავი სია 60-მდე პირს მოიცავს, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტს – ალექსანდრ ლუკაშენკოს და მის დამხმარეს ვიქტორ ლუკაშენკოს, ასევე ლუკაშენკოს პრესმდივან ნატალია ეისმონტს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდა. მედიის ცნობით, მოლაპარაკებები დროს სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ „რუსმა სამშვიდობოებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 23 ბლოკ-საგუშაგო გახსნეს და შეხების ხაზზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა მაგისტრალს აკონტროლებენ.“ თავის მხრივ ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ 9 ნოემბერს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების სესრულებას მიესალმება. „ეს მიუთითებს აზერბაიჯანისა და სომხეთის მზადყოფნას, დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი და დაიწყოს პოლიტიკური დარეგულირება“. შეგახსენებს, რომ მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
მღვდელ-მონაზონი შიო კორონავირუსით გარდაიცვალა
ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი) ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ასევე კორონავირუსით გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე [სამადბეგიშვილი].
სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
20 ნოემბერს ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. "მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას", - აცხადებენ უწყებაში.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ესპანეთის სახელი მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა. მძიმე წონაში ორმა ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლევან მატიაშვილმა ავსტრიელ შტეფან ჰეგის იპონით სძლია, ხოლო გურამ თუშიშვილმა ჩეხი ოლიმპიური ჩემპიონი ლუკაშ კრპალეკს.
Reuters: პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, თავისი ვაქცინით სხვა ქვეყნები უზრუნველყოს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, თავისი ვაქცინით (Sputnik V) სხვა ქვეყნები მოამარაგოს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიდი ოცეულის ლიდერებს განუცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ასევე მუშაობს მეორე და მესამე ვაქცინაზე. პუტინმა დაამატა, რომ ვაქცინაზე მუშაობა საერთო მიზანია. „ჩვენი ქვეყანა მზადაა, ჩვენი მკვლევარების მიერ შექმნილი ვაქცინით უზრუნველყოს სხვა ქვეყნები. ეს არის მსოფლიოში რეგისტრირებული პირველი ვაქცინა. მეორე ვაქცინაც ნოვოსიბირსკის კვლევითი ცენტრისგან, ასევე მზადაა. მესამეზე კი მუშაობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა პუტინმა. 11 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა დაამტკიცა ვაქცინა, რომელსაც Sputnik V ეწოდა, მაშინ როდესაც მე - 3 ფაზის კვლევებიც არ იყო დაწყებული. ვაქცინის ექსპერტებმა ეს ნაბიჯი სარისკოდ შეაფასეს და მოგვიანებით, რუსეთმაც უარყო განცხადება და თქვა, რომ შემდეგი ეტაპი დამოკიდებული იქნება მე -3 ფაზის საცდელ დადებით შედეგებზე. მედიაში 12 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში, კემეროვოს ოლქში ერთ-ერთ მედიკოსს, რომელმაც კოვიდის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა, კორონავირუსი დაუდასტურდა. რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ელენა ზელენინამ განაცხადა, რომ დაავადება დაფიქსირდა ვაქცინაციიდან მეხუთე-მეექვსე დღეს, შესაბამისად, იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის არასაკმარისი დრო იყო გასული. რომელ ვაქცინებს ტესტავს მსოფლიო, ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ. აღსანიშნავია, რომ Pfizer-ი და მისი პარტნიორი BioNTech-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცებას უკვე ელიან.
არჩევნების მეორე ტურის წინასწარი პირველადი შედეგები ცნობილია
17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის წინასწარი პირველადი შედეგები ცნობილია. არჩევნების მეორე ტურისთვის ოპოზიციას ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული. ისინი შედეგებს არ ცნობენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ. მეორე ტურის შედეგები ასეთია: №1 მთაწმინდა, კრწანისი - ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) 91.51% და შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“) 8.49%; №2 ვაკე - ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) 93.7% და ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) 6.3%; №3 საბურთალო - დავით სერგეენკო („ქართული ოცნება“) 89.97% და ალექსანდრე ელისაშვილი („მოქალაქეები“) 10.03%; №4 ისანი - კახა კახიშვილი („ქართული ოცნება“) 92.74% და ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.26%; №5 სამგორი - სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“) 88.19% და ლევან ხაბეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.81%; №6 დიდუბე, ჩუღურეთი - გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) 89.66% და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („გირჩი“) 10.34%; №7 ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“) 91.14% და შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 8.86%; №8 გლდანი - ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“) 89.22% და ნიკანორ მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10;78%; №10 თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“) 89.67% და გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10.33%; №11 მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - შალვა კერესელიძე („ქართული ოცნება“) 93.23% და ცეზარი ჩოჩელი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“) 7.75%; №12 რუსთავი, გარდაბანი - ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) 87.65% და დავით კირკიტაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“) 12.35%; №16 ხაშური, ქარელი - ზაალ დუგლაძე („ქართული ოცნება“) 91.04% და ნატო ჩხეიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.96%; №21 ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი – ბეჟან წაქაძე („ქართული ოცნება“) 91.87% და კახა გეწაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.13%; №23 ქუთაისი - ზაზა ლომინაძე („ქართული ოცნება“) 93.6% და გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“) 8.54; №27 ზუგდიდი - ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) 94.06% და მალხაზ ჯალაღონია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“) 5.94%; №28 ბათუმი - რესან კონცელიძე („ქართული ოცნება“) 88.47% და ლევან ვარშალომიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“) 11.53%; №30 ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება“) 88.73% და მიშა ბოლქვაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“) 11.27%. მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართა ქუთაისშიც, სადაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით იოსებ ხახალეიშვილს („ქართული ოცნება“) 91.93% აქვს და გრიგოლ შუშანიას („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.07%.
საქართველოში დღეს კოვიდინფექციის დადასტურებულმა შემთხვევებმა 4000-ს გადააჭარბა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. რაოდენობამ 4000-ს (4048) პირველად გადააჭარბა. მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, რომელიც 3 856-ს შეადგენს. გარდაიცვალა 49 პაციენტი. დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია: თბილისში - 1 602 შემთხვევა, აჭარა - 447, იმერეთი - 772, ქვემო ქართლი - 223, შიდა ქართლი - 241, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 389, კახეთი - 164, მცხეთა-მთიანეთი - 48, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ცესკომ მეორე ტურის შედეგები გამოაცხადა
2003-ვე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების თანახმად, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება“ ლიდერობს. შედეგები, რომელიც ცესკომ ოფიციალურად უკვე გაასაჯაროვა, ასეთია: მთაწმინდა: ბექა ოდიშარია - 91,57%; შალვა შავგულიძე 8,43%. ვაკე: ნოდარ ტურძელაძე - 93,72%; ელენე ხოშტარია - 6,28%. საბურთალო: დავით სერგეენკო - 89,92%; ალეკო ელისაშვილი - 10,08%. ისანი: კახა კახიშვილი - 92,15%; ხატია დეკანოიძე - 7,85. სამგორი: სოზარ სუბარი - 88,68%; ლევან ხაბეიშვილი - 11,32%. დიდუბე-ჩუღურეთი: გია ვოლსკი - 89,95%; ზურა ჯაფარიძე - 10,05%. ნაძალადევი: მიხეილ ყაველაშვილი - 91,4%; შალვა ნათელაშვილი - 8,6%. გლდანი: ლევან კობიაშვილი - 89,36; ნიკა მელია - 10,64%.რეგიონების მიხედვით სურათი ასეთია: ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: გიორგი ბოტკოველი - 11, 17%, ირაკლი ქადაგიშვილი - 88,83 %. მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი: ცეზარი ჩოჩელი - 7.47%, შალვა კერესელიძე - 92.53%. რუსთავი, გარდაბანი: დავით კირკიტაძე- 10.21%, ნინო ლაცაბიძე - 89.79%. ხაშური, ქარელი: ნატო ჩხეიძე - 8.28%, ზაალ დუგლაძე - 91.72%. ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი: კახა გეწაძე - 8.06%, ბეჟან წაქაძე - 91.94%. ქუთაისი: გრიგოლ ვაშაძე - 8.08%, ზაზა ლომინაძე - 91.92%. ზუგდიდი: მალხაზ ჯალაღონია - 6.12%, ირაკლი ჩიქოვანი - 93.88%.ბათუმი: ლევან ვარშალომიძე - 12.19%, რესან კონცელიძე - 87.81%. ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო: მიშა ბოლქვაძე - 11.81%, ანზორ ბოლქვაძე - 88.19%. მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური: ქუთაისი - №5 - გრიგოლი შუშანია -7.98%, იოსებ ხახალეიშვილი - 92.02%. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიცია არ მონაწილეობდა. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და არც პარლამენტში შესვლას გეგმავენ. მასალაში გამოყენებულია civil.ge-ს ფოტო
„ქართულ ოცნებას“ მეათე მოწვევის პარლამენტში 90 მანდატი აქვს
მეორე ტურის შედეგები უკვე ცნობილია. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში და აქციების გარეშე ჩატარდა, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ოპოზიციის მოთხოვნად ხელახალი არჩევნები რჩება, პარალელურად, საერთაშორისო პარტნიორებს მოლაპარაკების მესამე რაუნდის გამართვის იმედი აქვთ. ევროკავშირის ელჩმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებს დღეს ნაყოფიერი უწოდა და განაცხადა, რომ მცდელობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წინსვლა არ იქნება. კარლ ჰარცელის თქმით, აბსოლუტურად აუცილებელი და არსებითია, რომ საბოლოდ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველო შეძლებს, ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც მზად იქნება, გაუმკლავდეს იმ პასუხისმგებლობებს, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ელოდება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით: „ქართულ ოცნებას“ 90 მანდატი აქვს, 60 - პროპორციული, 30 - მაჟორიტარული წესით. სია ასეთია: გიორგი გახარია; არჩილ თალაკვაძე; ირაკლი კობახიძე; თეა წულუკიანი; მამუკა მდინარაძე; კახაბერ კუჭავა; გიორგი კახიანი; მარიამ ქვრივიშვილი; მიხეილ სარჯველაძე; მაია ბითაძე; მიხეილ დაუშვილი; გიორგი ამილახვარი; ვიქტორ სანიკიძე; მარიამ ბოჭორიშვილი; შალვა პაპუაშვილი; დავით კაჭარავა; ნიკოლოზ სამხარაძე; გიორგი ხელაშვილი; მარიამ ლაშხი; ბექა დავითულიანი; ანრი ოხანაშვილი; დიმიტრი ხუნდაძე; დიმიტრი სამხარაძე; ნინო წილოსანი; ირაკლი კოვზანაძე; ირაკლი ბერაია; ირაკლი სესიაშვილი; ეკა სეფაშვილი; რატი იონათამიშვილი; გურამ მაჭარაშვილი; დავით მათიკაშვილი; ელისო ბოლქვაძე; ლადო კახაძე; ირაკლი მეზურნიშვილი; სავალან მირზოევი; რიმა ბერაძე; სუმბატ კიურეღიან; ალეკო ტაბატაძე; ალუდა ღუდუშაური; ირმა ზავრადაშვილი; ირაკლი ზარქუა; გივი მიქანაძე; ბექა ლილუაშვილი; ქეთი დუმბაძე; ლექსო დალაქიშვილი; ლევან ქარუმიძე; ირაკლი მეძმარიაშვილი; ხატია წილოსანი; ვლადიმერ ჩაჩიბაია; ისკო დასენი; ვიქტორ ჯაფარიძე; მაია მენაღარიშვილი; ედიშერ თოლორაია; გოდერძი ჩანქსელიანი; ელგუჯა გოცირიძე; ანა ბუჩუკური; გია ბენაშვილი; დაჩი ბერაია; შოთა ხაბარელი; თამარ ტალიაშვილი; თუ გიორგი გახარია უარს იტყვის პარლამენტის წევრობაზე, (რაც მოსალოდნელია, რადგან ის მმართველმა გუნდმა პრემიერობის კანდიდატად დაასახელა) მის ნაცვლად დეპუტატი, ლევან მგალობლიშვილი გახდება. მეორე ტურში, ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში, „ქართული ოცნების“ გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატები არიან: დავით სერგეენკო; ლევან კობიაშილი; ნოდარ ტურძელაძე; ბექა ოდიშარია; გია ვოლსკი;მიხეილ ყაველაშვილი; კახა კახიშვილი; სოზარ სუბარი; ირაკლი ჩიქოვანი; რესან კონცელიძე; ანზორ ბოლქვაძე; ზაზა ლომინაძე; ბეჟან წაქაძე; ზაალ დუგლაძე; შალვა კერესელიძე; ნინო ლაცაბიძე; ირაკლი ქადაგიშვილი; დავით სონღულაშვილი; ზაურ დარგალი; გოგი მეშველიანი; გიორგი ხოჯევანიშვილი; ანტონ ობოლაშვილი; სამველ მანუკიანი; გოჩა ენუქიძე; პაატა კვიჟინაძე; გივი ჭიჭინაძე; ვასილ ჩიგოგიძე; ალექსანდრე მოწერელია; ირაკლი ხახუბია; ზაალ მიქელაძე. „ნაციონალური მოძრაობა“ - „ძალა ერთობაშია“ - (36 მანდატი) ბუბა კიკაბიძე; გრიგოლ ვაშაძე; ნიკა მელია; ხატია დეკანოიძე; კობა ნაყოფია; დევი ჭანკოტაძე; ლევან ვარშალომიძე; სალომე სამადაშვილი; ზაალ უდუმაშვილი; ხათუნა სამნიძე; რომან გოცირიძე; თემურ ჯანაშია; ნატო ჩხეიძე; რამაზ ნიკოლაიშვილი; კახაბერ ოქრიაშვილი; გუბაზ სანიკიძე; აბდულა ისმაილოვი; ცეზარ ჩოჩელი; თამარ კორძაია; სულხან სიბაშვილი; გიორგი გოდაბრელიძე; დავით ხაჯიშვილი; დილარ ხაბულიანი; თინათინ ბოკუჩავა; როსტომ ჩხეიძე; დავით კირკიტაძე; გიორგი ბოტკოველი; ეკატერინე ხერხეულიძე; მანუჩარ კვირკელია; ნიკა მაჭუტაძე; აკაკი მინაშვილი; ნონა მამულაშვილი; ლევან ბეჟაშვილი; ბაჩუკი ქარდავა; ლევან ხაბეიშვილი; ანა წითლიძე. „ევროპული საქართველო“ - (5 მანდატი) დავით ბაქრაძე; შალვა შავგულიძე; ელენე ხოშტარია; არმაზ ახვლედიანი; ტარიელ ნაკაიძე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ - (4 მანდატი) გიორგი ვაშაძე; თამარ ჩარკვიანი; პაატა მანჯგალაძე; თეონა აქუბარდია.„ლელო“ - 4 მამუკა ხაზარაძე; ბადრი ჯაფარიძე; დავით უსუფაშვილი;ანა ნაცვლიშვილი.„პატრიოტთა ალიანსი“ - 4 ირმა ინაშვილი; გიორგი ლომია; გოჩა თევდორაძე; ავთანდილ ენუქიძე. „გირჩი“ - (4 მანდატი) ზურაბ ჯაფარიძე; იაგო ხვიჩია; ვახტანგ მეგრელიშვილი; სალომე მუჯირი.„მოქალაქეები“ - 2 - ალეკო ელისაშვილი; ლევან იოსელიანი. "ლეიბორისტული არტია" - (1 მანდატი) შალვა ნათელაშვილი.
BBC: როგორ დაამარცხა მსოფლიომ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი დაავადება
BBC-მ სიუჟეტი მოამზადა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაამარცხა კაცობრიობამ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი, „მკვლელი დაავადება“, “Smallpox“. (ყვავილი). ამ დაავადებამ, დაახლოებით 300 მლნ ადამიანი შეიწირა და ეს იმაზე მეტია, ვიდრე მსოფლიო ომის მსხვერპლთა რიცხვი. დაავადებას სხვა სიმპტომებთან ერთად, მაღალი ტემპერატურა და ჩირქოვანი გამონაყარი ახასიათებდა. Covid19-ის მსგავსად, Smallpox-იც ჰაერწვეთოვანი ან ინფიცირებულის მიერ დაბინძურებულ ზედაპირზე შეხების გზით გადამდები დაავადება იყო. 1945 წელს, დაავადება უკვე ფართოდ გავრცელდა, მისი საბოლოოდ ამოძირკვის შესახებ კი ოფიციალურად, 1980 წლის 8 მაისს განაცხადეს. სპეციალისტები ამ მოვლენას მეოცე საუკუნის უდიდეს მიღწევად აფასებენ. დაავადებისგან დაცვის პირველ მცდელობად ვარიოლაცია (ყვავილის აცრა მასალით ავადმყოფი ადამიანისგან) ითვლებოდა. ის პირველად ჩინეთსა და ინდოეთში გამოიყენეს.
შოთა არველაძე: საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოზიციაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ახლა უზბეკეთში, „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე განაგრძობს თავის კარიერას. „ფახთაქორის„ მთავარ მწვრთნელად მუშაობის განმავლობაში, გუნდმა უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია და ახლა უკვე მეორედაც გახდა ქვეყნის ჩემპიონი. კლუბმა ჩემპიონის ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა, რადგან მათი ერთადერთი კონკურენტი „ნასაფ ქარში“, რომელსაც ტაშკენტელების დაწევის თეორიული შანსი ჰქონდა, 1:3 დამარცხდა. ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ „ევროპათაიმი“ შოთა არველაძეს დაუკავშირდა. _„ფახთაქორმა“ თქვენთან ერთად მეორედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, თქვენ ამ გუნდში 2017 წლიდან ხართ, ამ ხნის განმავლობაში ბევრ წარმატებას მიაღწია გუნდმა, რას გვეტყოდით მიღწევებზე? შარშან გვქონდა წარმატებული სეზონი, სამი თასი ავიღეთ. წელს, სამი თამაშით ადრე გავხდით ჩემპიონები, სამი თამაში კიდევ გვაქვს, შემდეგ უზბეკეთის თასი გათამაშდება დეკემბერში, წინასწარ თქმა რთულია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ კარგად გამოვიდეთ და თასიც ავიღოთ. _როგორია უზბეკეთში ფეხბურთის მიმართ დამოკიდებულება, თუნდაც გულშემატკივრობის თვალსაზრისით. 35 მილიონიან უზბეკეთში, სტადიონზე სიარულის კულტურა მით უფრო რაიონებში, მაღალია. 20000-მდე ადამიანი დადის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ, „ფახთაქორს“ გვეთამაშებიან. რაც შეეხება ტაშკენტს, ჩვენს თამაშებზე საშუალოდ 7-დან 12 000-მდე ადამიანი დადის. საერთაშორისო მატჩებზე - 18 - დან 20 000-მდე. _რამდენიმე ხნის წინ თქვენ გულდაწყვეტა გამოხატეთ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისას, სტადიონზე მაყურებლის არ დაშვებაზე, რას გვეტყოდით ამ მატჩზე? ეს საკითხი რა დონეზე ან სად განიხილებოდა, საქმის კურსში არ ვარ. უფრო ველოდი, რომ ალბათ თვენახევრით ადრე წარმოდგენილი იქნებოდა გეგმა იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდებოდა მაყურებელთა დაშვება სტადიონზე და ზოგადად, როგორ დალაგდებოდა საორგანიზაციო საკითხები. იმას ვგულისხმობდი, რომ ცოტა მარტივად ხომ არ ითქვა უარი მაყურებელთა დაშვებაზე იქედან გამომდინარე, რომ ასეთი მატჩები ზოგადად იშვიათად ტარდება. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, იყო თუ არა რაღაც წინადადებები და რატომ ითქვა უარი, როდესაც 10-დან 15 000 კაცამდე შეიძლებოდა ყოფილიყო სტადიონზე,ორგანიზებულად და ყველა რეგულაციის დაცვით მოთავსებული. _რას ფიქრობთ ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობაზე? ამასთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია არ მაქვს. მე შემიძლია სტატისტიკით და შედეგებით ვიხელმძღვანელო, ნაკრებს სამწუხაროდ ის შედეგი აქვს, რაც დღეს გვაქვს. ქართულ კლუბებსაც ფაქტობრივად ცუდი შედეგი აქვთ ევროსარბიელზე. შიდა ჩემპიონატს ალბათ არაუშავს, მისი ტრანსლირება ხდება, ახალი სტადიონი გაიხსნა ბათუმში - ეს არის მოკლედ, რაც ვიცი. დიდად ჩახედული არ ვარ, რა ხდება. _რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ თქვენი კანდიდატურა განიხილება მწვრთნელის პოზიციაზე, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. _სულ ახლახან გადაიტანეთ კორონავირუსი, როგორ გრძნობთ თავს და ზოგადად ამ პანდემიამ რა შეცვალა თქვენს სფეროში და რა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ფეხბურთი? 4 დღის განმავლობაში ვიყავი ავად. მტკიოდა სახსრები და მქონდა სიცხე - 37.5. საბედნიეროდ, მე მარტივად გადავიტანე. ყატარში ვიყავი, როდესაც დამიდგინდა და რაც იყო მკურნალობის კუთხით გათვალისწინებული, შესაბამისი კურსი ჩავიტარე. რაც შეეხება გამოწვევას, როგორც ყველა სფეროს, ბუნებრივია, ფეხბურთსაც შეეხო პანდემია და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს პანდემიაც და ცხოვრება ძველ რიტმს დაუბრუნდება.
პუტინი: აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებულს მაშინ მივულოცავ, როდესაც მკაფიოდ გაირკვევა, ვინ არის გამარჯვებული
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებულს არ მიულოცავს, ვიდრე უფრო მკაფიოდ არ გაირკვევა, ვინ იყო გამარჯვებული. პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საარჩევნო სისტემაში პრობლემები. ამერიკული მედია წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა ტრამპის ბრალდებები გაიმეორა იმის შესახებ, რომ კენჭისყრა გაყალბდა. ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენს გამარჯვება მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერმა მიულოცა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აშშ-ში, სავარაუდოდ, 11 დეკემბერს დაიწყება
ამერიკელების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, 11-12 დეკემბერს დაიწყება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ვაქცინების პროგრამის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ განაცხადა. “ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვაქცინის იმუნიზაციის ადგილებზე გადატანა დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში შევძლოთ. ვფიქრობ, ამისთვის ერთი ან ორი დღე დაგვჭირდება, ასე რომ, ეს პროცესი 11 ან 12 დეკემბერს დაიწყება“, - აღნიშნა მონსეფ სლაუიმ CNN- სთან ინტერვიუში. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer– მა და მისმა პარტნიორმა BioNTech–მა კოვიდ 19-ის ვაქცინის გადაუდებელი ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი პარასკევს შეიტანეს. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი ვაქცინის ნებართვის საკითხის განსახილველად 10 დეკემბერს შეიკრიბება. შეგახსენებთ, ვაქცინამ, რომელიც ორ დოზას საჭიროებს, 95% ეფექტურობა აჩვენა. Pfizer იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე 50 მილიონამდე დოზის წარმოება იქნება შესაძლებელი.
საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი - ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, - ამის შესახებ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად. წუხილს გამოვთქვამთ იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა, ასევე, იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას. საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად – ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს. ამიტომ, იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით. პარლამენტმა, ასევე, სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა. სრულად ვუჭერთ მხარს თითოეული მოქალაქის მიერ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მშვიდობიანი გზით გამოყენების უფლებას და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფაქტს თუ ძალადობის შემცველ მუქარას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, ხოლო ხელისუფლებას - დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება. დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით. ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
CNN - აშშ „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ ოფიციალურად გავიდა
აშშ "ღია ცის ხელშეკრულებიდან" ოფიციალურად გავიდა. ამის შესახებ CNN-ი წერს. ტელეკომპანია სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ექვსი თვის შემდეგ მოხდა. შეერთებულმა შტატებმა ღია ცის ხელშეკრულების დატოვების შესახებ 21 მაისს განაცხადა და ამის მიზეზად, რუსეთის მხრიდან შეთანხმების პირობების თვითნებური ინტერპრეტაცია და პერიოდული დარღვევა დაასახელა. სახელმწიფო ვალდებულია, ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ხელშემკვრელი მხარეები 6 თვით ადრე გააფრთხილოს. აშშ მზადაა, ამ 6-თვიან ვადაში გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, თუ რუსეთი ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას დაუბრუნდება. რუსეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევის მაგალითებად აშშ-მა დაასახელა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების – გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენებისთვის 10-კილომეტრიანი შემზღუდავი ზოლის დაწესება; საწვავის შემვსები აეროდრომის ანექსირებულ ყირიმის ტერიტორიაზე განსაზღვრა, რაც აშშ-ის შეფასებით, წარმოადგენს რუსეთის მცდელობას, განამტკიცოს უკანონო განაცხადი ნახევარკუნძულის ანექსიის შესახებ; დისტანციის დაწესება ფრენებზე კალინინგრადის ოლქთან, სადაც, მედიის ცნობით, რუსეთმა ბირთვული რაკეტები განათავსა და სამხედრო ინფრასტრუქტურა განაახლა. აშშ-ისა და კანადისთვის რუსეთის სამხედრო წვრთნებზე ერთობლივი სადამკვირვებლო ფრენის შეზღუდვა 2019 წელს. რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის გარდა, ხელშეკრულებიდან გასვლის ერთ-ერთ ოფიციალურ მიზეზად აშშ-მა ასევე დაასახელა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე სადამკვირვებლო მისიის ტექნიკის განახლებისთვის საჭირო ფინანსური ხარჯების თავიდან აცილება. New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე, აღაშფოთა რუსეთის მიერ მონიტორინგის განხორციელებამ მის კუთვნილ გოლფის კლუბზე 2017 წელს. ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ობიექტების დაზვრევით რუსეთი ღია ცის შეთანხმების სულისკვეთებას არღვევს. ამას გარდა, გამოცემის ცნობით, გასაიდუმლოებულ შეტყობინებებში ამერიკელი სამხედროები და სპეცსამსახურის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ რუსები ღია ცის შეთანხმების ფარგლებში ფრენებს იყენებენ აშშ-ის ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ რუკების შესაქმენლად, რომლებიც შეიძლება, ჩვეულებრივი შეიარაღებული ან კიბერთავდასხმის ობიექტები გახდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღია ცის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევა უარყო და აშშ-ის ნაბიჯს სამწუხარო და დესტრუქციული უწოდა. ამავდროულად, მოსკოვმა თქვა, რომ მზადაა ღია ცის შეთანხმების გათვალისწინებით სადამკვირვებლო მისია დაუშვას კავკასიის საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონებში, თუ საქართველო რუსეთს მის ტერიტორიაზე ფრენის ნებას მისცემს. რა არის ღია ცის შეთანხმება? ღია ცა არის საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც შექმნილია განიარაღების შესახებ არსებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის მიზნით. ღია ცის შეთანხმება აწესებს შეუიარაღებელი სადამკვირვებლო ფრენების რეჟიმს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. მათ შორის, ზუსტად განსაზღვრავს სადამკვრივებლო ფრენების კვოტებს და შეტყობინებებს შესვლის წერტილების შესახებ. ღია ცის იდეა, თავდაპირველად როგორც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ორმხრივი შეთანხმება, აშშ-ის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა ჯერ კიდევ 1955 წელს გაახმოვანა. ინიციატივა ცივი ომით დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. თუმცა იდეის ხორცშესხმა მრავალმხრივ ფორმატში მხოლოდ 37 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ხელშეკრულება ღია ცის შესახებ ჰელსინკიში 1992 წლის 24 მარტს გაფორმდა და 2002 წელს შევიდა ძალაში. ამ დროისთვის შეთანხმების მონაწილეა 35 ქვეყანა (ბელარუსი, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქაღთველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ყირგიზეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები), თუმცა აქედან ერთს – ყირგიზეთს – საერთაშორისო ხელშეკრულება ჯერ რატიფიცირებული არ აქვს. ჩამოთვლილი სახელმწიფოები სამხედრო საქმიანობის კონტოლის მიზნით ერთმანეთს საჰაერო სივრცეს უხსნიან.