ძებნის რეზულტატი:

NDI საქართველოში ადგილობრივი არჩევნებისთვის საერთაშორისო საარჩევნო პროგრამას იწყებს

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ მაღალი დონის შეხვედრების დაწყება დააანონსა. შეხვედრები მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას; ამასთან, გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს. „მაღალი დონის შეხვედრებს NDI-ს სახელით გაუძღვებიან: ჰოვარდ დინი, ვერმონტის შტატის ყოფილი გუბერნატორი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და კენ უოლაკი, ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და NDI-ის ყოფილი პრეზიდენტი. გუნდის სხვა წევრებს შორის არიან: პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში; ემი ინგლიში, საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, სენატორი ჯინ შაჰინის ოფისიდან; ჰანა თობურნი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი სპეციალისტი; კეტ ქოსგროვი, უფროსი საკანონმდებლო თანაშემწე კონგრესმენ ჯერალდ კონოლის ოფისიდან; ბენ კუპერი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენელი, ევროპის, ენერგო, გარემოსდაცვითი და კიბერუსაფრთხოების საკითხების ქვეკომიტეტიდან; მელისა მუსიო, NDI-ის ევრაზიის რეგიონული თანადირექტორი; პეტ მერლო, NDI-ის არჩევნების პროგრამების დირექტორი; და ალან გილამი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი. გუნდი ვირტუალურ რეჟიმში პარტიების, ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. აღნიშნული შეხვედრები NDI-ის 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის შემუშავებული, მრავალკომპონენტიანი პროგრამის პირველ ფაზას წარმოადგენს. სექტემბრის დასაწყისში NDI საქართველოში არჩევნების გრძელვადიანი შეფასების, მცირე ზომის მისიას გააგზავნის. ინსტიტუტის გრძელვადიანი ანალიტიკოსები არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკვანძო საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: არჩევნების ადმინისტრირება, საარჩევნო კამპანიები, საინფორმაციო გარემო, გენდერისა და ინკლუზიის საკითხები. სექტემბრის ბოლოს, უშუალოდ არჩევნების წინ, მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად და არჩევნებში კონსტრუქციულად მონაწილეობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, NDI-ის გუნდი პარტიების, მთავრობის, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებთან, დისკუსიების მეორე ეტაპს გამართავს. NDI-ის არჩევნების საერთაშორისო პროგრამა საქართველოს კანონდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განხორციელდება. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში“, - იტყობინება NDI. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ნათია თურნავა ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშზე: ეს არის არა დახმარება, არამედ საგარეო ვალის გაზრდა

ნათია თურნავა ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს არის არა დახმარება, არამედ საგარეო ვალის გაზრდა. მისი თქმით, თუ ქვეყანას საკუთარი რესურსი აქვს, საგარეო ვალის გაზრდა არაა საჭირო. "ვწუხვარ, რომ უფრო მეტად ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, საკითხი დგას მარტივად - დღეს ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ზრდის ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ 1 მლრდ ლარი დამატებით გამოიმუშავა. ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამას და კარგ საქმეს მოვახმაროთ და საგარეო ვალი, რომელიც ისედაც საკმაოდ გაგვეზარდა პანდემიის გამო, აღარ უნდა გავზარდოთ. აქ ხომ საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე. ეს არის სესხი და შესაბამისად, თუკი საკუთარი რესურსი გაქვს, არაა საჭიროება, რომ გავზარდოთ სესხი. ეს არის მოცემულობა", - განაცხადა ნათია თურნავამ. როგორც ცნობილია, მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მუშაობს. ჩეხი პოლიტიკოსი Europetime-მა ექსკლუზიურად მიმდინარე თვეს ჩაწერა. „არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა და მიკროსაფინანსო დახმარება აშკარად ერთ -ერთი მათგანია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც ხორციელდება ევროკავშირის სტანდარტული საკანონმდებლო პროცედურის ფარგლებში. ასე რომ, ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებლივ, ახლა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოხდება და როდესაც საკანონმდებლო პროცედურა იწყება, ჩვენ შეგვიძლია როგორღაც ის სისრულეში მოვიყვანოთ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს არის კომისიასა და საბჭოს შორის განსახილველი საკითხი. პრობლემა ის არის, რომ საბჭოს და კომისიის თანამშრომლების უმრავლესობა ახლა შვებულებაშია, რადგან აგვისტოს განმავლობაში ევროკავშირის ინსტიტუტები შვებულებაში არიან. ასე რომ, ეს ართულებს სწრაფ რეაქციას. ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ მათთან კონტაქტს და ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ რასაც მე ვხედავ, ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებული ატმოსფეროდან გამომდინარე, აუცილებლად იქნება ძლიერი რეაქცია ევროკავშირისგან. რა თქმა უნდა, თუ ისინი შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სასარგებლო იქნება შექმნილ ვითარებისთვის, მაგრამ პირადად მე ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს, რომ ეს მოხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამას არ ვისურვებ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ამავე თემაზე: ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ შარლ მიშელი: მაკრო ფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს

თამარ გაბუნია: "ტოცილიზუმაბი" პაციენტის ოჯახმა არ უნდა იყიდოს, არავითარი შავი ბაზარი არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არცერთმა კლინიკამ კოვიდის სამკურნალო პრეპარატის შოვნა პაციენტის ოჯახს არ უნდა სთხოვოს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პრეპარატი საქართველოში ლიმიტირებული რაოდენობით არის და მხოლოდ დიდ კლინიკებს აქვთ, თუმცა მისი გადანაწილება სხვა კლინიკებში საჭიროების შესაბამისად ხდება და ამას კოორდინაციას ჯანდაცვის სამინისტრო უწევს. "ტოცილიზუმაბი", ასევე არავითარი მედიკამენტი პაციენტის ოჯახმა არ უნდა იყიდოს. არავითარი შავი ბაზარი "ტოცილიზუმაბთან" მიმართებაში არ არსებობს. თუ სადმე გაიგებთ, რომ ასეთი ბაზარი არსებობს, ძალიან დავალებული დაგრჩებით, თუ ამის შესახებ ჩვენც შეგვატყობინებთ. ერთადერთი მომწოდებელი "ტოცილიზუმაბის" არის "როშე", რომელმაც შემოიტანა ქვეყნისთვის განკუთვნილი ლიმიტი, რაც გადანაწილდა კლინიკებში. კლინიკების ნაწილს აქვს პრეპარატი. ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ კლინიკიდან კლინიკაში ხდება მედიკამენტის გადანაწილება, როდესაც პაციენტის აუცილებლად საჭიროებს „ტოცილიზუმაბით“ მკურნალობას. დღევანდელი მდგომარეობით, მედიკამენტი ქვეყანაში არის გარკვეულ კლინიკებში და ჩვენც ვცდილობთ, რომ როდესაც პაციენტისთვის აუცილებელია „ტოცილიზუმაბის“ გადასხმა, კლინიკებთან კომუნიკაციის გარკვეული ფასილიტაციაც გავაკეთოთ, რომ ვისაც სჭირდება, მარტივად ისესხოს ერთმა კლინიკამ მეორე კლინიკისგან და აქ არ უნდა ჩაერიოს პაციენტი. არც არანაირი თანხის მობილიზება არ არის საჭირო. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება პაციენტის ოჯახისთვის მოთხოვნა ამ მედიკამენტის სადმე შოვნის და მოტანის, მითუმეტეს ყიდვის, რადგან ბაზარზე ეს მედიკამენტი არ იყიდება. არც ის არის სწორი, რომ თანხის შეგროვების მოთხოვნით Facebook-ზე იყო პოსტები, რომ იქნებ ადამიანი გადარჩეს. არ არის ეს გამოსავალი, რადგან მედიკამენტი არის ლიმიტირებული ოდენობით და არის იმ დიდ კლინიკებში, სადაც მძიმე პაციენტებია კონცენტრირებული. ამ კლინიკებთან დაკავშირებას და პრეპარატის გადანაწილებას ჩვენ ვახდენთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამავე თემაზე: რა ანტივირუსული მედიკამენტის შემოტანას გეგმავს საქართველო ცნობისთვის, საქართველოში 393 764 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია. საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4778 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 79

კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დამდასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს. როგორც ცნობილია, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა COVID-19 -ის საწინააღდეგო Pfizer-ის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა COVID-19 -ის საწინააღდეგო Sinopharm-ისვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ამინდი გაუარესდება და 2-3 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა. ,,2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" , - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია - ხვალ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, ხვალ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება. ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის ლიდერი ასევე გამართავს შეხვედრებს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან. უკრაინისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ რიგ დოკუმენტებს. kyivpost-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციიდან ერთ-ერთი ვისაც ზელენსკი შეხვდება, აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი ჯენიფერ გრანჰოლი იქნება. ,,უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ელენა ზელენსკაია ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მოწვევით სამუშაო ვიზიტით ჩავიდნენ. ვიზიტის დღის წესრიგში დაგეგმილია ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა პირისპირ ფორმატში და ასევე დელეგაციის გაფართოებულ ფორმატში. უკრაინის პრეზიდენტს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ექნება ამერიკელ მაღალჩინოსნებთან. როგორც დაგეგმილია, უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები არაერთ დოკუმენტს მოაწერენ ხელს", - აღნიშნულია ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრა პირველ სექტემბერს შედგება. თავდაპირველად, უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის თარიღმა საბოლოოდ 2 დღით გადაიწია. თეთრი სახლის ინფორმაციით, თარიღის ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ ბაიდენი დაკავებულია აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ შედეგების გამკლავებისა და ავღანეთიდან აშშ -ის ძალების გაყვანის პროცესების კონტროლით. "ეს ვიზიტი დაადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის აგრესიის ფონზე", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ლიდერები ასევე განიხილავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხს და თეთრი სახლის მხარდაჭერას კორუფციის დაძლევასა და რეფორმის დღის წესრიგის განსახორციელებაში პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევის მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში 7 ივნისს გამართული სატელეფონო საუბრისას მოიწვია. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ სექტემბერს შეხვდებიან ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას 30 აგვისტოს შეხვდება ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმიერ ზელენსკის შეხვედრა ერთი დღით გადაიდო

ევროკავშირის ზრდასრულ მოქალაქეთა 70% სრულად ვაქცინირებულია

ევროკავშირის ზრდასრულ მოქალაქეთა 70% სრულად ვაქცინირებულია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა. "ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად აცრილია. მინდა, მადლობა გადავუხადო ბევრ ადამიანს, ვინც შესაძლებელი გახადა ეს დიდი მიღწევა. მაგრამ უფრო შორს უნდა წავიდეთ! უფრო მეტი ევროპელის ვაქცინაცია გვჭირდება. ჩვენ ასევე უნდა დავეხმაროთ აცრაში დანარჩენ მსოფლიოს. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორების მხარდაჭერას", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ისრაელის ავიაკომპანიები თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებს აღადგენენ

ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ისრაელის ავიაკომპანიები - Isr Air და Arkia - თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებს აღადგენენ. როგორც ცნობილია, ავიაკომპანია Arkia ფრენებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განაახლებს. თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისები 5, 9 ,12, 15, 19, 21, 23, 26, 28 სექტემბერს Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. 3 ოქტომბრიდან, ავიაკომპანია Arkia რეგულარულ ფრენებს ოქტომბრის ბოლომდე, კვირაში ორი სიხშირით - ყოველ კვირასა და ხუთშაბათს შეასრულებს. რაც შეეხება ავიაკომპანია Isr Air-ს, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაახლებს ფრენებს. თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისები 14,19,23, და 30 სექტემბერს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. ცნობისთვის, ისრაელის ავიაკომპანიებმა ფრენები თბილისსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ივლისის ბოლოს, ისრაელის მთავრობის მიერ საქართველოს "წითელი" ქვეყნების სიაში შეყვანის საფუძველზე შეაჩერეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანამ 24 აგვისტოს შეცვალა და საქართველო წითელი ქვეყნების ჯგუფიდან "ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა.

საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 47%-მდე ჩამოვიდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 50%-დან 47%-მდე ჩამოვიდა. გამყრელიძე ყველას პირბადის ტარებისა და აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, თუ სექტემბერში მილიონამდე აცრა გაკეთდება, მაშინ ეპიდვითარება კიდევ უფრო სწრაფად გამოსწორდება. „სამწუხაროდ, პირბადის ტარების მაჩვენებელი 50%-ზე დაბლა, 47%-ზე ჩამოვიდა. არადა, ეს მთავარია. ერთი კვირის წინ გვქონდა 50%-იანი მაჩვენებელი და ეს როგორღაც უნდა ავწიოთ 70, 75, 85%-მდე. ხომ არაფერია, ყველამ ვთქვათ, რომ მოდი, სამი თვე ყველგან ვატაროთ პირბადე. თუ ამ მაჩვენებელს 95%-ზე ავიყვანთ, დარწმუნებული იყავით, ეპიდემია უფრო მალე შეკავდება. ვიცი, დღევანდელ გადაწყვეტილებაზე მედიაში ბევრი კრიტიკა იქნება, რომ კიდევ ორი კვირით შეჩერდება ტრანსპორტი, მაგრამ ახლა რომ ეპიდსიტუაციის ოდნავ გაუმჯობესება გვაქვს, აქ ლომის წილი სწორედ მობილობის დაცემაა. ამავე დროს, რა თქმა უნდა, უფრო სერიოზულად არის აღსრულების მონიტორინგი, ილუქება დაწესებულებები, სადაც დიდი შეკრებებია. ჯარიმდებიან დაწესებულებები, რომლებიც ამ დიდ ქორწილებს აწყობენ და ა.შ. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში დავიცვათ წესები, რათა ეპიდსიტუაციის გარკვეულ კონდიციამდე მივიდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ნაკლები ადამიანი დაიღუპოს. ყველამ აქტიურად ვატაროთ პირბადე და სექტემბერში არ დავაგდოთ აცრების ტემპი“, - აცხადებს გამყრელიძე. მისივე თქმით, თუ ვაქცინირებულთა რაოდენობა 60% მიაღწევს, პირბადის ტარების მაჩვენებელი 85-90%-მდე გაიზრდება, დეკემბრის თვეში კოვიდინფიცირების შემთხვევები ერთი ან ორი ასეულის ფარგლებში იქნება. ,,თუ ჩვენ ავცრით და ავიცრებით დაახლოებით 60% მოზრდილი მოსახლეობის, პირბადის ტარების მაჩვენებელი გვექნება დაახლოებით 85-90%-ით, პროგნოზი არის, რომ დეკემბერში ჩვენ ახალ შემთხვევათა რაოდენობა ჩამოგვივა დაახლოებით ერთი ან ორი ასეულის ფარგლებში," - განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4778 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4753 პაციენტი, 79 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 184 306-მა გაიკეთა. 1 დოზით ვაქცინირებულია 790 542 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.7% სრულად ვაქცინირებულია 393 764 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.8%

ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად 63 წლის ალარ კარისი აირჩია. კენჭისყრის მეორე ტურში კარისის კანდიდატურას მხარი 72 დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში სულ 80 დეპუტატი მონაწილეობდა. კარისი ესტონეთის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც ამ პოსტზე კოალიციურმა პარტიებმა - რეფორმების პარტიამ და ცენტრისტულმა პარტიამ წარადგინეს. კარისი ესტონეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორის თაანამდებობას იკავებდა, ის ყოფილი გენერალური აუდიტორია.

ინდოეთში უცნობი ვირუსის გამო სკოლები დახურეს

India Today-ის ინფორმაციით, ინდოეთში, კერძოდ უტარ-პრადეშის შტატში, უცნობი ვირუსის გამო, ხელისუფლებამ პირველიდან მე-8 კლასამდე მოსწავლეებისათვის სკოლები დახურა. როგორც ცნობილია, დაავადებას ახასიათებს: მაღალი ტემპერატურა, თრომბოციტების რაოდენობის უეცარი ვარდნა, მძიმე დეჰიდრატაცია. შტატის მთავარმა მინისტრმა იოგი ადიტიანათმა აღნიშნა, რომ სპეციალური სამედიცინო ჯგუფები იგზავნება იმ ადგილებში, სადაც დაავადება ვრცელდება. დაავადების შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ რეგიონში 68 ადამიანს მიაღწია, მათგან 40 ბავშვია. დაუდგენელი ვირუსული დაავადება, რომელმაც ინდოეთში გასულ კვირაში რამდენიმე ათეული ადამიანის იმსხვერპლა, სავარაუდოდ, დენგეს ცხელებით არის გამოწვეული, რომლის გადამტანებიც კოღოები არიან.

არასამთავრობოები: ევროკავშირის დახმარებაზე უარი საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება "თავს იკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებისაგან. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და განმარტავენ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ერთმნიშვნელოვან უარს სასამართლო სექტორში განსახორცელებელ რეფორმებზე. ამასთანავე ეს გადაყვწტილება საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა. "პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირი ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". ხსენებული 75 მილიონი ევრო ევროკავშირის მიერ, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერების, მმართველობის გაუმჯობესების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ბიზნესგარემოს მხარდაჭერის და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების მიზნით, დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს მეორე ნახევარია, რომლის გადმორიცხვაც 2021 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო. თუმცა ამისათვის საჭიროა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების ერთგული დარჩეს და უზრუნველყოს 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება, ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს საქართველოს ევროინტეგრაციის წინაპირობას. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პირველი ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო. რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრი 23 აგვისტოს, კიევში გამართული არაფორმალური შეხვედრის დროს გააფრთხილა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით "დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით." "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს უარს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, და მათ შორის სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, მის საერთაშორისო რეპუტაციას, და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", " საქართველოს რეფორმების ასოციაცია", "დემოკრატ მესხთა კავშირი". ამავე თემაზე: ნათია თურნავა ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშზე: ეს არის არა დახმარება, არამედ საგარეო ვალის გაზრდა ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ შარლ მიშელი: მაკრო ფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს

არჩევნების გამო, პარლამენტი საქმიანობას ერთი თვით შეაჩერებს

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე გაიხსნება, თუმცა თვითმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ერთი თვით შეწყვეტს. „ჩვენ ვემზადებით საშემოდგომო სესიის დაწყებისთვის. საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა სექტემბრის პირველ სამშაბათს - 7 სექტემბერს გაიმართება, მაგრამ, ვინაიდან წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ერთი თვით შევწყვეტთ მუშაობას. თუმცა საჭიროა ჩავატაროთ ბიუროს სხდომა და საორგანიზაციო საკითხები გავიაროთ. მომავალ კვირაში კიდევ ერთი ბიუროს სხდომა გაიმართება და საშემოდგომო სესიას გავხსნით უკვე 7 სექტემბერს“, - განაცხადა კახა კუჭავამ. ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ავღანეთი ცნობილმა პოლიტიკოსმა ქალმა დატოვა

,,თალიბების" მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ქვეყანა ცნობილმა პოლიტიკოსმა ქალმა ფაუზია ყუფიმ დატოვა. როგორც გამოცემა Hill-ი იუწყება, ყუფი, რომელიც ქვეყნის პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტს იკავებდა და პრეზიდენტობის ერთადერთი ქალი კანდიდატი იყო, ყატარში გაიქცა. ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლება ,,თალიბებმა" ჩაიგდეს ხელში, თუმცა ბოლო საევაკუაციო თვითმფრინავით მან შეძლო ქვეყნის დატოვება. პოლიტიკოსი, რომელიც ,,თალიბების" აქტიური კრიტიკოსი, ამბობს, რომ სამომავლოდ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს. ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ამავე თემაზე: სახელმწიფო დეპარტამენტი: „თალიბანმა“ უნდა შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები, რას ასევე გულისხმობს ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებას

ანდრიუს კუბილიუსი: მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ ტრანშს

„მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ ტრანშს“, - განაცხადა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, რითაც გამოეხმაურა პრემიერის დღევანდელ განცხადებას. ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება ევროპარლამენტარის განცხადებით, ნათელი იყო ევროკომისიის გზავნილი, რომ თუ პირობებს არ შეასრულებდა საქართველო, ქვეყანა დახმარებას ვერ მიიღებდა, ახლა კი საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ არ აპირებს ამ პირობების შესრულებას, რომელიც სესხს ახლავს თან. „მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ სესხს. უპირველეს ყოვლისა, პირობები ეხება მოსამართლეების შერჩევას და ასევე შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელებას. ეს პირობები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. როდესაც მთავრობამ ხელი მოაწერა 19 აპრილის დოკუმენტს და დაჰპირდა შეთანხმების განხორციელებას, კომისიის ექსპერტების მხრიდან გაჩნდა კრიტიკა, რომ მთავრობა არ ასრულებს იმ შეთანხმების ნაწილს, რომელიც ეხებოდა სასამართლო სისტემის რეფორმას და ახალ მოსამართლეთა დანიშვნას. ეს იყო ის, რაც გააკეთა მთავრობამ, ეს ეწინააღმდეგება შეთანხმებას. რასაკვირველია, ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ალბათ მკაფიო გზავნილია საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის მიმართ, რომ თუ ამ გზით წახვალთ, ვერ მიიღებთ ევროკომიის დაპირებულ სესხს. ახლა საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ არ აპირებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც სესხს ახლავს თან. საქართველოს მთავრობა კვლავ კარგავს საერთაშორისო ნდობას, რაც აზარალებს საქართველოში სიტუაციას. საქართველოს ეკონომიკას სჭირდება ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ ჩაიდოს ინვესტიცია ისეთი სფეროების განვითარებაში, რაც საჭიროა ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ არ სურს ამ სესხის აღება, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც უბრალოდ უფრო მეტად დააზარალებს ქართველ ხალხს. ისინი ვერ მიიღებენ ამ ფინანსურ შესაძლებლობას, რომელიც ასე საჭიროა საქართველოსთვის. მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა უარყოფს ევროკავშირის იმ მოთხოვნის შესრულებას, რასაც ევროკავშირი მისგან ელოდება. ეს რეფორმები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ მზად იყოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად. თუ საქართველო არ განახორციელებს იმ რეფორმებს, რასაც ევროკავშირი ელის სასამართლო სისტემის რეფორმასთან და მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ ეს მთავრობა არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. როდესაც მთავრობა სასამართლო სისტემაში რეფორმის შესახებ ევროკავშირის ინსტიტუტების თხოვნას უარყოფს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობას არ აქვს ევროპული ტიპის კანონის უზენაესობის სისტემა, ევროპული ტიპის გამჭვირვალობა სასამართლოში, რაც სამწუხაროდ ნიშნავს, რომ ქართველ ხალხი უარს ამბობს შესაძლებლობაზე, ჰქონდეს კანონის უზენაესობის უფრო ეფექტური, ბევრად უფრო გამჭვირვალე სისტემა საქართველოში“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის, მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა განაცხადა. ,,საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, თავი შეეკავებინა 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დამხარებისგან, ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც მან 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობების ხელმოწერისას აიღო. 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემთ რა, სქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის. შერჩევის პროცესში არ იყო გარანტირებული თანაბარი პირობები კანდიდატებისთვის, ასევე, არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას. მაკროფინანსური დამხარების პირობები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ასევე იყო იმ ვალდებულებებს შორის, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2020 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმებით აიღეს. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის, მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ევროკავშირის დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებით მიღწეულ წინსვლაზე", - განაცხადეს ბრიფინგზე. ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს ამავე თემაზე: ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს

იენს სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, ქაბულის აეროპორტი ღია დარჩეს, რათა ავღანეთიდან წასვლის მსურველებმა გამგზავრება შეძლონ

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქაბულის აეროპორტი ღია დარჩეს, რათა ავღანეთიდან წასვლის მსურველებმა გამგზავრება შეძლონ", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ქაბულის აეროპორტი ღია უნდა იყოს როგორც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად, ასევე მათთვის, ვინც სამხედრო ევაკუაციის დროს ქვეყნიდან გასვლა ვერ მოახერხა. აშშ-ის სამხედროების გამოსვლის შემდეგ, აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ ქაბულის აეროპორტი „უკონტროლოდ“ გამოაცხადა. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ არ არსებობს საჰაერო მიმოსვლის კონტროლი ან აეროპორტის მომსახურება და თვითმფრინავები იქ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაეშვან. ამავე თემაზე: სახელმწიფო დეპარტამენტი: „თალიბანმა“ უნდა შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები, რას ასევე გულისხმობს ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებას ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. პოლონეთის მთავრობამ შესაბამისი მოთხოვნით პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიმართა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სასაზღვრო ზონაში 30 დღე გაგრძელდება. „30 დღის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი საზღვრის დაცულობას, აღვკვეთთ აგრესიულ ქმედებებს და პროვოკაციებს, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი აძლიერებს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ანალოგიური რეჟიმის მანამდე აამოქმედა ლიეტუვამ და ლატვიამ. ცნობისთვის, გასულ კვირას გავრცელდა ცნობები, რომ ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მიგრანტებმა ბანაკი მოაწყვეს. პოლონელი მესაზღვრეები მათ ქვეყანაში არ უშვებენ, ხოლო ბელარუსები დაბრუნების უფლებას არ აძლევენ. 23 აგვისტოს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს „მიგრანტებით შანტაჟში დასდეს ბრალი“. ამავე თემაზე: გაერო პოლონეთს მოუწოდებს, მიიღოს მიგრანტები, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმყოფებიან

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.ხანძრის კერის მიმართულებით შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები. მათი გადმოცემით, ხანძარი გავრცელებულია შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზე. რთული რელიეფის გამო, კერებთან ვერ ხერხდება სპეციალური ტექნიკის მიყვანა. მეხანძრე-მაშველებს ფეხით გადაადგილება და ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით ქრობა უწევთ.ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დროისთვის 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები არიან ჩართულნი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც ხანძრის კერებზე უკვე განახორციელა 18 დასხმა.ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ხანძრის ტერიტორიაზე და აქტიურ სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებენ", - აღნიშულია განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა

საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა , - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა განაცხადა. ,,საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, თავი შეეკავებინა 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დამხარებისგან, ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც მან 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობების ხელმოწერისას აიღო. 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემთ რა, სქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის. შერჩევის პროცესში არ იყო გარანტირებული თანაბარი პირობები კანდიდატებისთვის, ასევე, არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას. მაკროფინანსური დამხარების პირობები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ასევე იყო იმ ვალდებულებებს შორის, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2020 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმებით აიღეს. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის, მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ევროკავშირის დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებით მიღწეულ წინსვლაზე", - განაცხადეს ბრიფინგზე. ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს ამავე თემაზე: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს ანდრიუს კუბილიუსი: ევროკავშირის სესხზე უარის თქმა დიდი შეცდომაა, ეს უფრო მეტად დააზარალებს ქართველ ხალხს ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება