ძებნის რეზულტატი:
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება: დაუშვებელია ექიმების მიერ კოვიდვაქცინაციის ეჭვის ქვეშ დაყენება, სწორედ ეს ასაზრდოებს ანტივაქსერულ კამპანიას
"დაუშვებელია ექიმების მიერ კოვიდვაქცინაციის ეჭვის ქვეშ დაყენება, სწორედ ეს ასაზრდოებს ანტივაქსერულ კამპანიას", - ამის შესახებ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც 72 ასოციაციის წარმომადგენელი აწერს ხელს. როგორც განცხადებაში წერია, განცხადების ხელმომწერები პირველ რიგში მოუწოდებენ სამედიცინო პერსონალს, მაგალითი მისცეს საკუთარ პაციენტებს და საჯაროდ ჩაიტარონ ვაქცინაცია. "ვინაიდან კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია თავს ვალდებულად ვთვლით დავაფიქსიროთ საქართველოს დარგობრივი ასოციაციების მყარი პოზიცია ვაქცინაციის საჭიროებასთან დაკავშირებით. აუცილებელია სამედიცინო საზოგადოებამ კიდევ უფრო გააქტიუროს ძლისხმევა და ვაქცინაციის პროცესის ავანგარდში იყოს. სრულიად მიუღებელია ექიმის მიერ საკუთარი ანტივაქსერული შეხედულებების, რომელსაც არანაირი მეცნიერული დასაბუთება არ აქვს, საჯარო სივრცეში გავრცელება, მითუმეტეს ამის თანმდევი დებატები. ასეთი რამ არის ის ნოყიერი ნიადაგი, რითაც საზრდოობს ანტივაქსერული კამპანია. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვაყალიბებთ ჩვენ პოზიციას: 1. პირველ რიგში მოვუწოდებთ სამედიცინო პერსონალს მაგალითი მისცეს საკუთარ პაციენტებს და საჯაროდ ჩაიტარონ ვაქცინაცია. 2. მოვუწოდებთ მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინით და ამასთანავე მკაცრად დაიცვან დღეს არსებული კოვიდ-19 საწინააღმდეგო რეგულაციები, რომელიც არის მინიმალური და მათი შესრულება არ არის რთული . 3. მოვუწოდებთ სახელმწიფოს დაიწყოს მუშაობა სამედიცინო პერსონალისათვის კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულოდ შემოღების და მისი აღსრულების მექანიზმებზე, სასწრაფო წესით შეიმუშაოს ვაქცინაციის პროცესის ხელშემწყობი მექანიზმი, როგორიცაა ვაქცინირებული პირებისთვის კონკრეტული შეღავათების დაწესება; 4. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ შექმნა ორი ვიდეორგოლი, რომლითაც მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ამ ვიდეო რგოლების აქტიური გამოყენება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერი ასოციაციები: 1. აიპ “საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია” გიორგი ინგოროყვა 2. აიპ “საქართველოს უროლოგთა ასოციაცია” არჩილ ჩხოტუა 3. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა”თენგიზ ასათიანი, ზაზა ბოხუა 4. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” ნიკოლოზ კინტრაია 5. აიპ “საქართველოს პათოლოგთა ასოციაცია”ომარი ხარძეიშვილი 6. “საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია” ვლადიმერ კუჭავა, მაკა მაღლაკელიძე 7. აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია” ზაზა ლაზარაშვილი 8. აიპ “საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირი - სტოკ” ზურაბ ხაბეიშვილი 9. აიპ “ალიანსი კიბოს წინააღმდეგ” მიხეილ ჯანჯალია 10. აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” გიორგი ჩახუნაშვილი 11. აიპ “საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაცია” სულხან ლომინაძე, ზვიად ბახუტაშვილი 12. აიპ “საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია” გია თომაძე 13. აიპ " საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია" ია დავითაია 14. აიპ საქართველოს კარდიოვასკულარული და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია მალხაზ მიზანდარი 15. აიპ ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სკოლა' -ცოტნე სამადაშვილი 16. აიპ საქართველოს ნევროლოგთა კავშირი რომან შაქარიშვილი, მარინა ჯანელიძე 17. აიპ საქართველოს ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი მარინა შიხაშვილი 18. აიპ "ავლიპ ზურაბიშვილის სახ. საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება" ეკა ჭყონია; ნინო ოკრიბელაშვილი 19. აიპ "ალიანსი ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა"-ლიანა სირაძე 20. აიპ "ბიოსამედიცინო კვლევების განვითარების ასოციაცია"-ლუიზა გაბუნია 21. აიპ "გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი"- ოლეგ ქვლივიძე 22. აიპ "ექიმთა ასოციაცია „სეფსისი“ " - მაია გიგაური 23. აიპ "მერაბ კილაძის სახელობის საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია"-დავით აბულაძე 24. აიპ "პირველადი ჯანდაცვის ხარისხის საკონსულტციო ჯგუფი"- მარინა შიხაშვილი 25. აიპ "პჯდ სისტემის განვითარების ხელშემწყობთა ასოციაცია"-ნანა ასათიანი 26. აიპ "რადიაციულ ონკოლოგიის ეროვნული ასოციაცია"-დარეჯან ლომიძე 27. აიპ "სასწრაფო დახმარების ასოციაცია" გიორგი ვაშაკიძე 28. აიპ "საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია"-ნანა ტატიშვილი 29. აიპ "საქართველოს ბირთვული მედიცინის სპეციალისტთა ასოციაცია"-ნატალია შენგელია დე ლანგე 30. აიპ "საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია"-კახაბერ ეცადაშვილი 31. აიპ "საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა ასოციაცია"-ზურაბ ფაღავა 32. აიპ "საქართველოს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ეთიკის საზოგადოება"-მაგდა თორთლაძე 33. აიპ "საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირი"-ირმა ჭოხონელიძე 34. აიპ "საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია"-ლიკა ჯანაშვილი 35. აიპ "საქართველოს ექთნების და თანაშემწეების პროფესიული განვითარების ასოციაცია" მარინა სახვაძე 36. აიპ "საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია"-ნინო ჟვანია 37. აიპ "საქართველოს ვისცერული ქირურგიის ასოციაცია"-ლევან გოგიჩაიშვილი 38. აიპ "საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია"-თამარ ყანდაშვილი ; დავით გორდელაძე 39. აიპ "საქართველოს ინტერვენციონალისტ კარდიოლოგთა ასოციაცია“- შალვა რცხილაძე 40. აიპ "საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია"-მალხაზ მიზანდარი 41. აიპ "საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება"-ალექსანდრე ალადაშვილი; არჩილ ჩუხრუკიძე 42. აიპ "საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაცია“-დავით თაბაგარი 43. აიპ "საქართველოს კლინიკური ონკოლოგთა ასოციაცია"-რემა ღვამიჩავა 44. აიპ "საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია"-რუსუდან გვენეტაძე 45 აიპ "საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაცია"- ნინო ღულათვა 46. აიპ "საქართველოს ნუტრიციოლოგთა ეროვნული ასოციაცია"-რობიზონ წიკლაური 47. აიპ "საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაცია"-ბათა ჯაფარიძე 48. აიპ "საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია"-გიორგი ჩიჩუა 49. აიპ "საქართველოს პედიატრთა ასოციაცია"-ქეთევან ნემსაძე 50. აიპ "საქართველოს რეოლოგთა ასოციაცია"-მაკა მანწკავა 51. აიპ "საქართველოს რესპირაციული ასოციაცია"-ივანე ჩხაიძე 52. აიპ "საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაცია "-მაია ჩოხელი 53. აიპ "საქართველოს სამედიცინო სამართლისა და ეთიკის საერთაშორისო ასოციაცია"-ვეფხვია ოდიშარია 54. აიპ "საქართველოს სეფსისოლოგთა ასოციაცია" -მაია გიგაური 55. აიპ "საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია"-მარინა მამალაძე 56. აიპ "საქართველოს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემსწავლელი ასოციაცია"-დავით კეზელი 57. აიპ "საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია"-ზაზა ავალიანი 58. აიპ "საქართველოს ქირურგთა ასოციაცია"- გელა არაბიძე 60. აიპ "საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი ასოციაცია“-ბეჟან წინამძღვრიშვილი 61. აიპ "ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიის და ბალნეოლოგიის ასოციაცია"-ხათუნა საგანელიძე 62. აიპ "ცერებული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება"-მარიკა ალფაიძე 63. აიპ "ოჯახის ექიმთა ასოციაცია"-გურამ კიკნაძე 64. აიპ „საქართველოს დიაბეტისა და ენდოკირნოლოგიური ასოციაციების კავშირი“-რამაზ ყურაშვილი 65. აიპ „საქართველოს გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა ასოციაცია-სგეა-GAGE ‘’- მ.გეგეჭკორი 66. აიპ „საქართველოს ორსულობის ჩვეული შეწყვეტის პრობლემების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ასოციაცია“- არსენ გვენეტაძე 67. აიპ „საქართველოს ჯანდაცვის საინფორმაცია სისტემების დარგობრივი ასოციაცია“- ეკა აბჟანდაძე 68. აიპ „ თბილისის დერმატოვენეროლოგთა ასოციაცია“ - სოსო კობახიძე 69. აიპ „საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია“- გიორგი გალდავა 70. აიპ „ საქართველოს ექთნების ასოციაცია“- ქეთევან გარსევანიშვილი 71. აიპ „საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია GLMA”- თინათინ ბუკია 72. აიპ "ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია"- ლია ჭყონია ამავე თემაზე: ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი: იღუპებიან აუცრელი პაციენტები, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ექიმები და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებენ "ვხედავთ სამედიცინო სისტემის კოლაფსის საშიშროებას" - 700-ზე მეტმა ექიმმა მთავრობას ღია წერილით მიმართა კლინიკების ასოციაცია: ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი პატარა ერისთვის კატასტროფულია
გაეროს უშიშროების საბჭომ ავღანეთის საკითხზე რეზოლუცია მიიღო
გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც "თალიბებს" მოუწოდებს, უზრუნველყონ უსაფრთხო გასასვლელი იმ ადამიანებისთვის, ვინც ავღანეთის დატოვებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ შემუშავებული რეზოლუცის მიხედვით, უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ "თალიბანს", შეიქმნას უსაფრთხო ზონა, რადგან ავღანელებმა 31 აგვისტოს შემდეგ, ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ, ქაბულის აეროპორტამდე უსაფრთხოდ მისვლა შეძლონ. რეზოლუციას უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი, რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს. BBC-ის ცობით, შეხვედრის დაწყებამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ "თალიბანთან", 31 აგვისტოს შემდეგ ევაკუაციის შესახებ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ასევე მოითხოვს, რომ ავღანეთის ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სხვა ქვეყნისთვის საფრთხის შესაქმნელად ან ტერორისტული დაჯგუფებების თავშესაფრად.
ავღანეთი აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა დატოვეს
ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი მისია დასრულებულია. ქაბულის აეროპორტიდან ქვეყანა აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა გეგმის შესაბამისად დატოვეს, რაც 31 აგვისტომდე პროცესის დასრულებას ითვალისწინებდა და როგორც ეს მანამდე განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ავღანეთი ჯარებით და დანარჩენი ძირითადი დიპლომატიური თანამშრომლებით დატოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. იუწყება პენტაგონი. მსოფლიო მედია აღნიშნავს, რომ ამით ყველაზე გრძელვადიანი, 20-წლიანი ომი ავღანეთში დასრულდა. აქვე მიუთითებენ იმაზე, რომ ეს პირველი შემთხვევაა თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, როდესაც შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს არ ჰყავთ ჯარები ადგილზე. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი. მოგვიანებით, აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები.
"თალიბანი": ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა ქაბულის აეროპორტი დატოვა, ჩვენმა ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა
"თალიბანის" ოფიციალური წარმომადგენელი, ზაბიჰულა მუჯაჰიდი აშშ-ის მიერ ავღანეთში 20-წლიანი სამხედრო მისიის დასრულებას Twitter-ზე ეხმაურება. "თალიბანის" განცხადებით, აშშ-ის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, ავღანეთმა "სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა". "ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა ქაბულის აეროპორტი 21:00 საათზე დატოვა და ჩვენმა ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა“, - აღნიშნავს ზაბიჰულა მუჯაჰიდმა. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი. მოგვიანებით, აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები. ამავე თემაზე: ავღანეთი აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა დატოვეს
ენტონი ბლინკენი: ავღანეთთან ამერიკის ჩართულობის ახალი თავი დაიწყო, სადაც ვიხელმძღვანელებთ ჩვენი დიპლომატიით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით ავღანეთთან ამერიკის ჩართულობის ახალი თავი დაიწყო. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. "აშშ-ის სამხედრო ფრენები დასრულდა და ჩვენი ჯარები ავღანეთიდან გავიდნენ. ავღანეთთან ამერიკის ჩართულობის ახალი თავი დაიწყო, რომელშიც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი დიპლომატიით", - წერს ბლინკენი Twitter-ზე. ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა ავღანეთიდან 14 აგვისტოს შემდეგ 123 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის 6 000 აშშ-ის მოქალაქეა. "ეს იყო მასიური სამხედრო, დიპლომატიური და ჰუმანიტარული წამოწყება - ერთ -ერთი ყველაზე რთული ჩვენი ერის ისტორიაში - და ლოგისტიკისა და კოორდინაციის მხრივ არაჩვეულებრივი მიღწევა, ზოგიერთი ყველაზე რთული გარემოების მიუხედავად" - განაცხადა ბლინკენმა. ბლინკენის თქმით, "აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა ქაბულში გმირული სამუშაო შეასრულეს აეროპორტის და მრავალი ქვეყნის მოქალაქის, მათ შორის ათი ათასობით ავღანელის უსაფრთხოების დაცვით და მათი ევაკუაციით. ისინი ასევე სასიცოცხლო საქმეს ასრულებენ ამჟამად ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აშშ-ში სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ავღანელებზე ზრუნვით". ბლინკენმა ასევე ისაუბრა ქაბულის აეროპორტში ტერაქტის დროს გარდაცვლილ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე. "თითქმის ყველა მათგანი იყო 20 წელს გადაცილებული, 2001 წლის 11 სექტემბერს ისინი ჩვილები ან მცირეწლოვნები იყვნენ. მათი გარდაცვალება გამანადგურებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ მსხვერპლს და არასდროს დავივიწყებთ, მათ მიღწევებს“,- აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობდა. ბლინკენის თქმით, ავღანეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ოპერაცია დოჰაში გადაინაცვლებს. "ამ დროისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ამ პოსტს დოჰაში ავღანეთთან ჩვენი დიპლომატიის გასაკონტროლებლად, მათ შორის საკონსულო საქმეების, ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და რეგიონულ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობისთვის, რათა კოორდინირდეს ჩვენი ჩართულობა და შეტყობინებები "თალიბანისთვის". იქ ჩვენს გუნდს გაუძღვება იან მაკკარი, რომელიც ბოლო წლებში მუშაობდა ავღანეთში ჩვენი მისიის უფროსის მოადგილედ", - განაცხადა ბლინკენმა. ამასთან, აშშ გააგრძელებს ავღანეთში დარჩენილი აშშ-ის მოქალაქეების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ავღანელების დახმარებას, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ. ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ავღანეთში რჩება 100-დან 200-მდე აშშ-ის მოქალაქე. მათ შორის არიან ორმაგი მოქალაქეების მქონე პირები, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სურთ თუ არა ავღანეთის დატოვება. ენტონი ბლინკენმა ასევე ისაუბრა "თალიბანთან" ურთიერთობაზე. "თალიბანი ისწრაფვის საერთაშორისო ლეგიტიმაციისა და მხარდაჭერისკენ. ჩვენი გზავნილი შემდეგია - ნებისმიერი ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა უნდა დაიმსახურო", - აღნიშნა ბლინკენმა. მისი თქმით, თალიბანს შეუძლია, გააკეთოს ეს ვალდებულებების შესრულებით, კერძოდ მიმოსვლის თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვით, კონტრტერორიზმთან დაკავშირებით ვალდებულებების შესრულებით და ინკლუზიური მთავრობის ფორმირებით. ამავე თემაზე: ავღანეთი აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა დატოვეს "თალიბანი": ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა ქაბულის აეროპორტი დატოვა, ჩვენმა ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4778 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 79
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4778 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4753 პაციენტი, 79 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
კორონავირუსის ახალი შტამი, რომელსაც მრავალჯერადი მუტაცია ახასიათებს, ახალ ზელანდიაშიც დაფიქსირდა
სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი, რომელსაც მრავალჯერადი მუტაცია ახასიათებს, ახალ ზელანდიის საზღვარზე დაფიქსირდა. ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი, С.1.2 შტამი, ოკლენდის საზღვარზე, ივნისის ბოლოს გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსის ახალი შტამი გამოუვლინდა კაცს, რომელიც უცხოეთიდან ჩამოვიდა. უწყების ცნობით, ინფიცირებული ჩამოსვლისთანავე იზოლაციაში გადაიყვანე, რამაც ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა. "ჯანდაცვის სამინისტრო ზედმიწევნით აკონტროლებს კორონავირუსის ყველა შტამს, რომელიც შეშფოთებას იწვევს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ყველა დადებით ნიმუშში ვირუსის გენომის თანმიმდევრობას ვიკვლევთ", - განაცხადა უწყების პრესსამა. ცნობისთვის, ახალი ვარიანტი, რომელიც ცნობილია როგორც C.1.2, პირველად დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ ასევე გამოვლინდა ახალ ზელანდიაში, ასევე ინგლისში, ჩინეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მავრიკიუსში, პორტუგალიასა და შვეიცარიაში. ამავე თემაზე: სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომლსაც მრავალჯერადი მუტაცია ახასიათებს
პრემიერი ბელარუსთან შეთანხმებაზე: ეს არის ჩვეულებრივი ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით
"ეს არის ჩვეულებრივი ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით და ა.შ და ხაზგასმით ვიმეორებ, არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის მიმართული ეს შეთანხმება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოსა და ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, "ეს შეთანხმება არავითარ პრინციპულ მნიშვნელობას არ ატარებს". "ძალიან მარტივად გეტყვით და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო ჩვენი უცხოელი მეგობრების გასაგონად, 2016 წელს, ანუ მაშინ, როცა ბელორუსთან დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდათ ძალიან ნორმალური, კარგი ურთიერთობა და იყვნენ სრულ კოორდინაციაში და ბელარუსიც მიისწრაფოდა დასავლეთის ქვეყნებთან ნორმალური თანამშრომლობის რეჟიმისკენ, მაშინ ჩვენ ეს ინფორმაცია გავავრცელეთ კიდევაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განმარტებაც გააკეთა, რომ არაერთ ქვეყანას დასავლეთ ევროპაში გაფორმებული აქვს ანალოგიური შინაარსის შეთანხმებები ბელარუსთან. 2016 წელს და ეს საჯარო ინფორმაციაა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააფორმა ანალოგიური შინაარსის შეთანხმება ბელარუსის შესაბამის სამსახურთან. მაშინაც, მას შემდეგაც, 5 წელი გავიდა, ეს საერთოდ არავის გახსენებია. უბრალოდ, როგორც ჩანს, 1 თვის წინ, ბელარუსმა ძალაში შეიყვანა ეს შეთანხმება და ისევ ჩვენმა მავნებლებმა და ჩვენი ქვეყნის მტრებმა დაიწყეს მორიგი პროპაგანდა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის გაშავება. იმიტომ, რომ ისეთი რაკურსით დაიწყეს ამ ინფორმაციის გაშუქება და დასავლეთში გაშვება, თითქოს რაღაც არანორმალურ ვითარებასთან გვქონდა საქმე. მეორეს მხრივ მინდა განვმარტო, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება არც ერთი მოქალაქის, მათ შორის ბელარუსის არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის და არ იქნება გამოყენებული. ეს არის ჩვეულებრივი ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით და ა.შ და ხაზგასმით ვიმეორებ, არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის მიმართული ეს შეთანხმება და არავითარ პრინციპულ მნიშვნელობას არ ატარებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ამავე თემაზე: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ძალაშია საერთაშორისო აქტორების კომენტარები სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის შეთანხმების ძალაში შესვლაზესაზოგადოება
საქართველოში 393 764 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია
31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 184 306-მა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 790 542 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.7% სრულად ვაქცინირებულია 393 764 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.8% ამასთანავე, 30 აგვისტოს აიცრა 25 670 ადამიანი. ამავე თემაზე: საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4778 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 79
რა ანტივირუსული მედიკამენტის შემოტანას გეგმავს საქართველო
საქართველოში უახლოეს მომავალში ანტივირუსული მედიკამენტების, მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროტოკოლის რადიკალური ცვლილება არ იგეგმება, რადგან, გარდაცვალების რიცხვის გაზრდა მკურნალობისა და მართვის ხარისხთან, ასევე პროტოკოლში რაიმე ხარვეზის არსებობასთან კავშირში არ არის. "ჩვენთან მალე იგეგმება ყველაზე ახალი ანტივირუსული მედიკამენტების, მომავლის თერაპიის, მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა, რომელიც ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში გამოიყენება. პროტოკოლის რადიკალური ცვლილება არ იგეგმება, რადგან რამდენადაც ეს ვიღაცისთვის ნაკლებად დამაჯერებელი არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული გარდაცვალების რიცხვის გაზრდა მკურნალობისა და მართვის ხარისხთან და პროტოკოლში რაიმე ხარვეზის არსებობასთან", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ . ცნობისთვის, საქართველოში 393 764 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია. საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4778 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 79
BBC: პანდემიის გამო, კომპანია Nike-ი სათავო ოფისის თანამშრომლებს ერთი კვირით დაასვენებს
BBC-ის ცნობით, ორეგონში, Nike-ის კორპორატიულ შტაბში დასაქმებულებს, სექტემბერში, სამსახურში დაბრუნდებამდე, ერთკვირიანი შვებულება მიეცათ. დღეიდან პარასკევის ჩათვლით, ამერიკული ფირმა "გაითიშება", რათა მძიმე წლის შემდეგ თანამშრომლებმა დაისვენონ. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პანდემიის გამო თანამშრომლებს რთული წელი ჰქონდათ და მენტალური ჯანმრთელობის გასაჯანსაღებლად დასვენება სჭირდებათ. "დაუთმეთ ეს დრო განტვირთვას, სტრესისგან გათავისუფლებას და გაატარეთ დრო თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად", - თქვა ფირმის ხელმძღვანელმა მეთ მარრაცომ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.
ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა
ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა, გენერალი კრის დონაჰიუა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ადის ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი ქაბულის აეროპორტში, C-17-ის ბორტზე. ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი მისია დასრულებულია. ქაბულის აეროპორტიდან ქვეყანა აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა გეგმის შესაბამისად დატოვეს, რაც 31 აგვისტომდე პროცესის დასრულებას ითვალისწინებდა და როგორც ეს მანამდე განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ავღანეთი ჯარებით და დანარჩენი ძირითადი დიპლომატიური თანამშრომლებით დატოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. იუწყება პენტაგონი. მსოფლიო მედია აღნიშნავს, რომ ამით ყველაზე გრძელვადიანი, 20-წლიანი ომი ავღანეთში დასრულდა. აქვე მიუთითებენ იმაზე, რომ ეს პირველი შემთხვევაა თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, როდესაც შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს არ ჰყავთ ჯარები ადგილზე. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი. მოგვიანებით, აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები.
სახელმწიფო დეპარტამენტი: „თალიბანმა“ უნდა შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები, რას ასევე გულისხმობს ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „თალიბანმა“ უნდა შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები, რას მათ შორის გულისხმობს ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებასაც. ამის შესახებ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „თალიბანმა“ უნდა შეასრულოს მის მიერ ავღანეთში აღებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს მოგზაურობის თავისუფლებას, ხალხის ძირითადი უფლებების დაცვას, კონტრტერორიზმთან დაკავშირებული ვალდებულებების დაცვას, ძალადობაზე უარის თქმას და ინკლუზიური მთავრობის შექმნას“. შეგახსენებთ, ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა, გენერალი კრის დონაჰიუა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ადის ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი ქაბულის აეროპორტში, C-17-ის ბორტზე. ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი მისია დასრულებულია. ქაბულის აეროპორტიდან ქვეყანა აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა გეგმის შესაბამისად დატოვეს, რაც 31 აგვისტომდე პროცესის დასრულებას ითვალისწინებდა და როგორც ეს მანამდე განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ავღანეთი ჯარებით და დანარჩენი ძირითადი დიპლომატიური თანამშრომლებით დატოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. იუწყება პენტაგონი. მსოფლიო მედია აღნიშნავს, რომ ამით ყველაზე გრძელვადიანი, 20-წლიანი ომი ავღანეთში დასრულდა. აქვე მიუთითებენ იმაზე, რომ ეს პირველი შემთხვევაა თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, როდესაც შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს არ ჰყავთ ჯარები ადგილზე. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი. მოგვიანებით, აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები.
წინასწარი მონაცემებით, ივლისში ეკონომიკა 9.9 პროცენტით გაიზარდა
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.9 პროცენტი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის პირველი შვიდი თვის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12.2 პროცენტია. ივლისში, 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა,დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება,ვაჭრობა.კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში. ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.2 პროცენტით შემცირდა.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, უარი თქვას ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე და სესხის აღებაზე. ამის მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, საგარე ვალის შემცირების ფონზე, ევროკავშირისგან თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. "რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც 2020 წელს ავიღეთ და 75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება, რომლის თაობაზეც მოგვიანებით, დამატებით კომენტარს გააკეთებს ფინანსთა სამინისტრო. წელს, იქიდან გმომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ჩვენ ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ჩვენ რა თქმა უნდაა, ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ აღმოგვიჩინეს, მათ შორის კოვიდ პანდემიის მართვის დროს და ზოგადად, ყველაფრისთვის რაც მათ გააკეთეს ჩვენთვის. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორეს მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი არგუმენტაცია, მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წინასწარი ინფორმაციით გეტყვით, რომ ივლისის თვის ზრდა იქნება დაახლოებით 10%-მდე, რაც 7 თვის განმავლობაში ჯამში იქნება 12,2% ეკონომიკური ზრდა. ეს დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და ამ ტემპის შენარჩუნებით, მაღალი ალბათობით, წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ზრდა. ზედმეტი სპეკულაციები აქ არ არის საჭირო. ჩვენი ოპონენტები გადასულები არიან საბოტაჟი რეჟიმზე, რომ როგორაც შეზღუდონ და შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღწეველი და ეს არის მტრული, მავნებლური დამოკიდებულება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც ცნობილია, მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მუშაობს. ჩეხი პოლიტიკოსი Europetime-მა ექსკლუზიურად მიმდინარე თვეს ჩაწერა. „არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა და მიკროსაფინანსო დახმარება აშკარად ერთ -ერთი მათგანია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც ხორციელდება ევროკავშირის სტანდარტული საკანონმდებლო პროცედურის ფარგლებში. ასე რომ, ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებლივ, ახლა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოხდება და როდესაც საკანონმდებლო პროცედურა იწყება, ჩვენ შეგვიძლია როგორღაც ის სისრულეში მოვიყვანოთ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს არის კომისიასა და საბჭოს შორის განსახილველი საკითხი. პრობლემა ის არის, რომ საბჭოს და კომისიის თანამშრომლების უმრავლესობა ახლა შვებულებაშია, რადგან აგვისტოს განმავლობაში ევროკავშირის ინსტიტუტები შვებულებაში არიან. ასე რომ, ეს ართულებს სწრაფ რეაქციას. ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ მათთან კონტაქტს და ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ რასაც მე ვხედავ, ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებული ატმოსფეროდან გამომდინარე, აუცილებლად იქნება ძლიერი რეაქცია ევროკავშირისგან. რა თქმა უნდა, თუ ისინი შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სასარგებლო იქნება შექმნილ ვითარებისთვის, მაგრამ პირადად მე ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს, რომ ეს მოხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამას არ ვისურვებ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ასევე წაიკითხეთ: ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ შარლ მიშელი: მაკრო ფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა. ეს შეზღუდვა 13 სექტემბრამდე იმოქმედებს. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო. „როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღო - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. საკოორდინაციო საბჭოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, თუმცა შეზღუდვა არ შეეხებია საქალქთაშორისო ტრანსპორტს.
სწავლა დისტანციურად განახლდება
სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. მსგავსი წესი გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზეც. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. „სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
როდის განაახლებენ სააღმზრდებო დაწესებულებები მუშაობას
4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა, - მის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც", - განაცხადა ღიბრაძემ. სწავლა დისტანციურად განახლდება
რა შემთხვევაში აცრიან 12 წელს გადაცილებულ ბავშვებს - განათლების მინისტრის განცხადება
განათლების მინისტრმა მიხელ ჩხენკელმა 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, როგორც კი ჯანმო დაადგენს, რომ აცრა ნებადართულია, ეს საქართველოშიც მოხდება. მინისტრმა ყველას მოუწოდა აცრისკენ და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა პანდემიის დროს. რაც შეეხება მასწავლებლების აცრას, 9-დან 46%-მდე გაიზარდა მაჩვენებელი ერთ თვეში და ეს პროცესი მიმდინარეობს. მინისტრის განმარტებით, ბავშვები საკლასო კლასებში დაბრუნდებიან, როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს ჩამოსცდება. საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება
რა გამონაკლისი შეეხოთ მედიცინის პროგრამის სტუდენტებს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით
განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა, რომ უნივერსიტეტებს უფლებამოსილება ეძლევა, 4 ოქტომბრამდე, სამედიცინო პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკური, ლაბორატორილი და პრაქტიკული სამუშაოები დასწრებული ფორმატით აწარმოონ. როგორც მინისტრამ აღნიშნა, ეს ეხება მხოლოდ პრაქტიკულ ნაწილს, თეორიული სწავლება ამ შემთხვევაშიც 4 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. მინისტრის თქმით, პრქტიკული აქტივობების დროს როგორც სტუდენტები, ასევე პროფესო-მასწავლებლები, ვინც ჩართულები იქნებიან სწავლების პროცესში, სრულად ვაქცინირებულები უნდა იყვნენ. "ყველა უნივერსისტეტს სწავლის დაწყების თავისი თარიღი გააჩნია და თავისი აკადემიური გრაფიკით აწარმოებს სასწავლო პროცესს. სასწავლო პროცესს ყველა იწყებს მაშინ, როცა აქვთ გაცხადებული, ოღონდ 4 ოქტომბრამდე იწყებენ დისტანციურ ფორმატში. 4 ოქტომბერს ვნახავთ სიტუაციას და დეტალურად გამოვიკვლევთ თუ რა არის იმ დროისთვის ინფიცირების მაჩვენებელი კონკრეტულ ქალაქსა თუ სოფელში და ამაზე იქნება გადაწყვეტილება დამოკიდებული. ერთადერთი გამონაკლისი შეეხება მედიცინის პროგრამის სტუდენტებს - ეს არის პრაქტიკული, ლაბორატორილი და კლინიკური მეცადინეობები. მინდა აღვნიშო რომ მედიცინისთვისაც, თეორიული სწავლება იქნება დისტანციურად 4 ოქტომბრამდე, მანამდე უფლებამოსილება ეძლევა უნივერსიტეტებს, რომ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკური, ლაბორატორილი და პრაქტიკული სამუშაოები აწარმოონ დასწრებული ფორმატით, ოღონდ აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა, ამ აქტივობების დროს, როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილები", - განაცხადა განათლების მინისტრამ. ამავე თემაზე: სწავლა დისტანციურად განახლდება როდის განაახლებენ სააღმზრდებო დაწესებულებები მუშაობას