ძებნის რეზულტატი:

იან კელი მიკროფინანსურ დახმარებაზე: საქართველო  დასავლეთზე ორიენტირებულ აუცილებელ რეფორმებს დაშორდება

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ხელისუფლების მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმას ეხმაურება. ,,ძნელია, ეს გადაწყვეტილება დაინახო სხვაგვარად, თუ არა იმ სტრატეგიის ნაწილად, რომ საქართველო დასავლეთზე ორიენტირებულ აუცილებელ რეფორმებს დაშორდეს", - წერს კელი Twitter-ზე. ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, უარი თქვას ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე და სესხის აღებაზე. ამის მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს. ამავე თემაზე: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნებაპოლიტიკაახალი ამბები ანდრიუს კუბილიუსი: მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ ტრანშს

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს. „სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე. ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, უარი თქვას ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე და სესხის აღებაზე. ამის მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს. ამავე თემაზე: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნებაპოლიტიკაახალი ამბები ანდრიუს კუბილიუსი: მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ ტრანშს

ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის შეფასებით, ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით, ხელისუფლებამ დაასწრო ევროკავშირს და საბოლოოდ, საქართველოს მოქალაქეები დაზიანდნენ. ამაზე მან ფორმულას ეთერში, "პოლიტიკის ფორმულაში" ისაუბრა. "საქართველოს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის ადგილობრივი არჩევნები ელოდება. არ გამოიყურება კარგად მმართველი პარტიის შანსები. ევროკავშირს რომ გამოეცხადებინა, რომ არ იქნებოდა მეორე ტრანში, რადგან მთავრობამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რადგანაც მათ სრულიად შეგნებულად არ მოახდინეს სასამართლოს რეფორმირება, მაშინ მათ რეპუტაცია დაუზინდებოდათ. შესაბამისად დაასწო მთავრობამ (ევროკავშირს) და საკმაოდ გულუხვად განაცხადა რომ არ გვჭირდება. ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები. ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. საუბარი არაა ევროკავშირზე, საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე", - განაცხადა ევროპარლამენტარმა. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ არ დაიცვა სექტემბერში მიღწეული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. "ბოლო კვირებში და თვეებში საქართველოს მთავრობა სრულებით დაემშვიდობა რეფორმის დღის წესრიგს. უფრო და უფრო გამოიკვეთება ეს. საქართველოს მთავრობამ უბრალოდ არ დაიცვა სექტემბერში მიღწეული ხელშეკრულება - ეს იყო სასამართლო რეფორმა და ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც უკვე დასახელებული არიან ყველა ხელშეკრულების დარღვევით, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობამ. ეს არის ის წერტილი როცა უნდა ვთქვათ, რომ ძალიან შოკირებული ვართ", - ამბობს კრამონი. ევროპარლამენტარი სანქციების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ არაფერია გამორიცხული და შეიძლება,, გარკვეული მოსამართლეების მიმართ იყოს სანქციები, რომლებმაც არამართლზომიერი გადაწყვეტილებები მიიღეს". ,,ვერაფერს გამოვრიცხავთ. რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვეული მოსამართლეების მიმართ იყოს სანქციები, რომლებმაც არამართლზომიერი გადაწყვეტილებები მიიღეს. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ წინასწარ არ მინდა ამაზე რაღაც ვთქვა, დებატებში შევიდე. ბრიუსელში არის კომისია, დავსხდებით და ვისაუბრებთ", - განაცხადა მან. ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, უარი თქვას ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე და სესხის აღებაზე. ამის მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს. ამავე თემაზე: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნებაპოლიტიკაახალი ამბები ანდრიუს კუბილიუსი: მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ ტრანშს იან კელი მიკროფინანსურ დახმარებაზე: საქართველო დასავლეთზე ორიენტირებულ აუცილებელ რეფორმებს დაშორდება ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გმობს საქართველო-ბელარუსის შეთანხმებას

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრები „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავენ ბელარუსისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ამოქმედებასთან დაკავშირებით. საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც 2016 წელს მოეწერა ხელი და ძალაში 2021 წლის აგვისტოში შევიდა. აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრთა განცხადებაში ყურადღება გამახილებულია ბელარუსში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე: რეპრესიებზე, მათ შორის, პოლიტიკურ დევნაზე, განუკითხაობაზე, ფიზიკურ ძალადობაზე, წამებაზე. ასევე საუბარია მინსკში Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის ძალით დასმა და მასში მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერის დაპატიმრებაზე. აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის ცნობით, ბელარუსის 40-დან 150 ათასამდე მოქალაქე იძულებული გახდა, სხვა ქვეყნებისთვის შეეფარებინა თავი. ბევრი მათგანი საქართველოში იმყოფება. კომიტეტის წევრების შეფასებით, ვითარებას ამძიმებს ის გარემოება, რომ მინსკმა შეწყვიტა ბელარუსის მონაწილეობა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის შეთანხმებაში. „ასეთ ვითარებაში შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ალიაქსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი იცავს ადამიანის ფუნდამენტურ პრინციპებსა და კანონის უზენაესობას, ასევე არ იცავს ის კონსტიტუციას,“- აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების თანახმად, რომ ლუკაშენკოსა და მისი რეჟიმის წარმომადგენლებს, მათ შორის, კგბ-ს ხელმძღვანელს ივან ტერტელს, ევროკავშირმა აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა მიზანმიმართული სანქციები დაუწესეს. აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრთა თქმით, ლუკაშენკოს პოლიტიკურ რეჟიმთან და მის სადამსჯელო სტრუქტურებთან ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობით, ან ისეთი არსებული შეთანხმებების ცხოვრებაში გატარებით, როგორიცაა სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი, „საქართველოს ხელისუფლება მიდის რისკზე, დისკრედიტებულ იქნეს საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალში. მეტიც, [საქართველო] პირდაპირ შეიტანდა წვლილს იმ რეპრესიების გაძლიერებაში, რომლებსაც განიცდიან ბელარუსის მოქალაქეები.“ ფორუმის მმართველი კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს, არ მიაწოდოს ბელარუსს ლუკაშენკას იმ ოპონენტების პირადი მონაცემები, რომლებიც ამჟამად საქართველოს აფარებენ თავს. აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს: · გამოიჩინოს კეთილი ნება და საჯაროდ გააუქმოს ან გაყინოს სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის შეთანხმება და სხვა სამთავრობოთაშორისო შეთანხმებები, რომლებსაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენელთა დევნა ან მინსკისთვის მათი გადაცემა; · მიიღოს საჭირო ზომები საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბელარუსის მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად და დახმარება გაუწიოს მათ; · თავშესაფრის მაძიებელი ბელარუსის მოქალაქეების დასახმარებელი ზომების კოორდინაცია მოახდინოს პარტნიორებთან - ევროკავშირთან და აშშ-სთან. ამავე დროს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი ევროკავშირს მოუწოდებს: · ბელარუსის კგბ-სა და სუს-ს შორის შეთანხმების გაუქმების საკითხი წამოჭრას საქართველოს მთავრობასთან; · საჯაროდ დაგმოს ეს შეთანხმება; · საქართველოს მთავრობასთან იმსჯელოს საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების მდგომარეობაზე, განსაკუთრებით მათი პირადი მონაცემების დაცვისა და პირადი უსაფრთხოების თაობაზე. ამავე თემაზე: პრემიერი ბელარუსთან შეთანხმებაზე: ეს არის ჩვეულებრივი ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით მარინა კალიურანდი: საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ბელარუსის სამარცხვინო KGB-სთან შეთანხმება გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს საერთაშორისო აქტორების კომენტარები სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის შეთანხმების ძალაში შესვლაზე სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ძალაშია

აშშ-უკრაინას შორის ენერგეტიკის სფეროში ორი დოკუმენტი გაფორმდა

აშშ-ში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-უკრაინას შორის ენერგეტიკის სფეროში ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ და აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, ჯენიფერ გრენჰოლმმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ენერგეტიკისა და კლიმატის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. „ეს განცხადება აფიქსირებს აშშ-ის მზადყოფნას, დაეხმაროს უკრაინას უფრო კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზრების განვითარებაში, მოახდინოს ეკონომიკის დეკარბონიზაცია, აგრეთვე უზრუნველყოს სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და საექსპორტო პოტენციალი, ამ სექტორის ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავებითა და განხორციელებით, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ბირთვული ენერგიის, მზისა და ქარის ენერგიის, წყალბადის, ნახშირბადი, ენერგიის დაზოგვის და სხვა ტექნოლოგიურ სფეროებში“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში. გარდა ამისა, კომპანია „ენერგოატომის“ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, პიოტრ კოტინმა და კომპანია „Westinghouse Electric“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრიკ ფრაგმანმა ხელი მოაწერეს კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. დოკუმენტი ითვალისწინებს ამ ამერიკული კომპანიის ტექნოლოგიურ ჩართვას ბირთვული რეაქტორის, AP1000-ის პროექტის მშენებლობაში. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრა პირველ სექტემბერს შედგება. თავდაპირველად, უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის თარიღმა საბოლოოდ 2 დღით გადაიწია. ამავე თემაზე: ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია - ხვალ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვდებიან ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ სექტემბერს შეხვდებიან ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან

„როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან“, - ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ისაუბრა. ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის დახმარების ირგვლივ პერიპეტიებზე პირველად Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა კომენტარი. ანდრიუს კუბილიუსი ასევე საუბრობს ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე, რეგიონის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასა სხვა აქტუალურ საკითხებზე. _როგორ შეაფასებთ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების ირგვლივ არსებულ ვითარებას. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, მანამდე, საქართველოს მთავრობას, როგორც ევროკომისიამ, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენეს პირობების შესრულების აუცილებლობა. მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ სესხს. უპირველეს ყოვლისა, პირობები ეხება მოსამართლეების შერჩევას და ასევე შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელებას. ეს პირობები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. როდესაც მთავრობამ ხელი მოაწერა 19 აპრილის დოკუმენტს და დაჰპირდა შეთანხმების განხორციელებას, კომისიის ექსპერტების მხრიდან გაჩნდა კრიტიკა, რომ მთავრობა არ ასრულებს იმ შეთანხმების ნაწილს, რომელიც ეხებოდა სასამართლო სისტემის რეფორმას და ახალ მოსამართლეთა დანიშვნას. ეს იყო ის, რაც გააკეთა მთავრობამ, ეს ეწინააღმდეგება შეთანხმებას. რასაკვირველია, ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ალბათ მკაფიო გზავნილია საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის მიმართ, რომ თუ ამ გზით წახვალთ, ვერ მიიღებთ ევროკომიის დაპირებულ სესხს. ახლა საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ არ აპირებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც სესხს ახლავს თან. საქართველოს მთავრობა კვლავ კარგავს საერთაშორისო ნდობას, რაც აზარალებს საქართველოში სიტუაციას. საქართველოს ეკონომიკას სჭირდება ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ ჩაიდოს ინვესტიცია ისეთი სფეროების განვითარებაში, რაც საჭიროა ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ არ სურს ამ სესხის აღება, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც უბრალოდ უფრო მეტად დააზარალებს ქართველ ხალხს. ისინი ვერ მიიღებენ ამ ფინანსურ შესაძლებლობას, რომელიც ასე საჭიროა საქართველოსთვის. მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა უარყოფს ევროკავშირის იმ მოთხოვნის შესრულებას, რასაც ევროკავშირი მისგან ელოდება. ეს რეფორმები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ მზად იყოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად. თუ საქართველო არ განახორციელებს იმ რეფორმებს, რასაც ევროკავშირი ელის სასამართლო სისტემის რეფორმასთან და მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ ეს მთავრობა არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. როდესაც მთავრობა სასამართლო სისტემაში რეფორმის შესახებ ევროკავშირის ინსტიტუტების თხოვნას უარყოფს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობას არ აქვს ევროპული ტიპის კანონის უზენაესობის სისტემა, ევროპული ტიპის გამჭვირვალობა სასამართლოში, რაც სამწუხაროდ ნიშნავს, რომ ქართველ ხალხი უარს ამბობს შესაძლებლობაზე, ჰქონდეს კანონის უზენაესობის უფრო ეფექტური, ბევრად უფრო გამჭვირვალე სისტემა საქართველოში. _რა სურათია ეს ევროკავშირისთვის და რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის? სამწუხაროდ, ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია, ვღელავთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე; იმაზე, თუ რამდენად მყიფეა ქართული დემოკრატია. რა თქმა უნდა, ევროპული ინსტიტუტები ბევრ ძალისხმევას ხარჯავენ ქართული პოლიტიკური პარტიების დასახმარებლად, მათ შორის იმაზე, რომ მმართველმა პარტიამ სიტუაციის სტაბილიზაცია მოახდინოს. შარლ მიშელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ როგორც ვხედავთ, პირველ რიგში, მმართველი პარტია არ სცემს პატივს მათ ძალისხმევას და ეს არის ის, რაც მართლაც უფრო მეტ პრობლემას ქმნის. საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი გააკეთებენ ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობისთვის. იმისთვის, რომ ეს განაცხადი პოზიტიური შედეგით იყოს განხილული ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიბრუნოს საერთაშორისო ნდობა, პატივისცემა. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთელი კრიზისით, ყველა ბოლოდროინდელი მოვლენით, 19 აპრილის შეთანხმების მიმართ უპატივცემულობით, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია ზიანს აყენებენ ამ საერთაშორისო ნდობას საქართველოს მიმართ და ის შეიძლება, გახდეს რეალური დაბრკოლება, რეალური პრობლემა 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარმატებული განხილვებისთვის. _ამ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებს ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება? ჩვენ ველით, რომ ეს არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ეს იყო კიდეც შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეასრულოს ეს შეთანხმება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არჩევნები მართლაც გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. მმართველმა პარტიამ გასცა დაპირება, რომ თუ ადგილობრივი არჩევნების დროს მიიღებდა 43%-ზე ნაკლებს, დაინიშნებოდა საპარლამენტო არჩევნები. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მმართველმა პარტიამ შეასრულოს ეს დაპირება და ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოში, რომლის მოგვარებაც ძალიან რთული იყო ევროკავშირის ლიდერების ჩართულობითაც კი. 19 აპრილის დოკუმენტი იყო კარგი შეთანხმება კრიზისის მოსაგვარებლად, მაგრამ ამ შეთანხმების განხორციელებას ყველაზე დიდი ზიანი მმართველმა პარტიამ მიაყენა, როდესაც განაცხადა, რომ არ აპირებენ ამ შეთანხმების განხორციელებას. რასაკვირველია, ალბათ უდიდესი ოპოზიციური პარტიის (ნაციონალური მოძრაობის) შეცდომაც იყო, რომ არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას. ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა, არ არსებობს მკაფიო გზა, თუ როგორ შეიძლება საქართველო გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენ კვლავ შეგვიძლია, მოვუწოდოთ მმართველ პარტიას, რომ შეასრულოს ის, რისი პირობაც დადო. ამგვარად, ადგილობრივი არჩევნები გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ხდება არამხოლოდ მუნიციპალური არჩევნებისთვის, არამედ, როგორც შესაძლო ნაბიჯი გამოსავლისკენ. შეიძლება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყოს კარგი და ეფექტური გამოსავალი ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან; ასეთმა ნაბიჯმა შესაძლებელია, დააბრუნოს დემოკრატიისკენ სვლა, რომელიც ასე საჭიროა საქართველოსთვის და ეს საქართველოს ნამდვილად სჭირდება 2024 წელს, რომ სერიოზულად შეფასდეს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. აქვე აღვნიშნავ, რომ იგეგმება ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა, თუმცა ეს პანდემიაზე დამოკიდებული. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ და იმედი მაქვს, რომ დამკვირვებლები ჩამოვლენ. _ამის პარალელურად, როგორ აფასებთ ასოცირების ტრიოს ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ძალისხმევას. მათ ხაზი გაუსვეს ერთიან სტრატეგიას, ჯერ კიევში, შემდეგ კი ბათუმში გაფორმებულ დეკლარაციებზე ხელმოწერით. მე მხარს ვუჭერ ასოცირების ტრიოს ფორმატს, რადგან ჩვენ, ევროპარლამენტიდან, ჯერ კიდევ 2019 წლიდან ვსაუბრობდით ამ ინიციატივაზე. ახლა კი, ეს წინსვლა კარგია. ეს ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა იმსახურებენ ბევრად უფრო ამბიციურ გზას ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა, მოლდოვა და განსაკუთრებით საქართველო, ყველანაირად ცდილობდნენ, ინდივიდუალურად აჩვენონ, რომ რეალურად ახორციელებენ რეფორმებს, დემოკრატიის პროგრესს, რადგან სამეულის სტრატეგია არ გადაჭრის იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ. ასე რომ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ უნდა შეასრულონ საშინაო დავალება. არჩევნების შემდეგ, მოლდოვას აქვს კარგი შესაძლებლობები, ბევრად უფრო სწრაფად წაიწიოს წინ. სამწუხაროდ, საქართველო, როგორც ჩანს, ხელიდან უშვებს იმ რეფორმების შესაძლებლობებს, რომლის ჩვენებაც პოლიტიკურ კრიზისამდე შეეძლო. 2030 წლამდე, შეიძლება გადამწყვეტი იყოს ამ ქვეყნებისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიონ, მაგრამ ეროვნული სახელმწიფოების დონეზე შეცდომა არ შეიძლება იყოს დაშვებული. სამწუხაროდ, საქართველო აჩვენებს ცუდ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება საქმეები მართლაც ძალიან გართულდეს. ასოცირების ხელშეკრულება იყო კარგი ინსტრუმენტი საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის წინსვლისთვის. ფინანსური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორების, განსაკუთრებით ამ სამი ქვეყნის მიმართ უფრო მკაფიო და ამბიციური პოლიტიკა, რომელიც უნდა იყოს მსგავსი იმისა, რასაც ევროკავშირი ახორციელებდა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მკაფიოდ აქვთ გაწერილი თარიღი, როდის უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. მკაფიო ხედვა ნამდვილად ეხმარებათ პირველ რიგში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თავიანთი მოტივაციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაში. სამწუხაროდ, ეს არ ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობას. ევროკავშირს ჯერ კიდევ არ შეუძლია, წარმოადგინოს უფრო მკაფიო ხედვა, თუ რა იქნება შემდეგ. ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ, ევროპარლამენტის მხრიდან შევთავაზოთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, განსაკუთრებით უახლოესი სამიტის განმავლობაში, რომ გვქონდეს ბევრად უფრო ამბიციური, მკაფიო ენა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ასოცირების ტრიოს ქვეყნების ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯები. ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყნებს მივცეთ მკაფიო გზა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება მომავალში. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა სცენარს, თუ როგორ შეიძლება წინსვლა, ერთ-ერთი სცენარი არის „შუალედური სტატუსის“ შეთავაზება, მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად (ნორვეგია შვეიცარია), რომლებიც არ არიან ევროკავშირის ნაწილნი. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნებს, როგორიც არიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ასევე შეუძლიათ, ჰქონდეთ წევრობის ბენეფიტები, რომელიც ასევე გულისხმობს საერთო ბაზრითა და სხვა სიკეთეებით სარგებლობას.

ანტონიო გუტერეში: ავღანეთი ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას

გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ავღანეთი ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა. „ამ დღეს, როდესაც ავღანეთი ახალ ფაზაში შედის, შეშფოთება მინდა გამოვთქვა ქვეყანაში ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის გამო. 18 მილიონ ავღანელს დახმარება სჭირდება. ჰუმანიტარული კატასტროფა ახლოვდება“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ანტონიო გუტერეშის თქმით, ავღანეთში ყველა მხარემ ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი და უსაფრთხო წვდომა უნდა უზრუნველყოს. ცნობისთვის, 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. 30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. ამავე თემაზე: იენს სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, ქაბულის აეროპორტი ღია დარჩეს, რათა ავღანეთიდან წასვლის მსურველებმა გამგზავრება შეძლონ სახელმწიფო დეპარტამენტი: „თალიბანმა“ უნდა შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები, რას ასევე გულისხმობს ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებას ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა

ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ევაკუაციის ოპერაცია უაღრესად წარმატებული იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის ოპერაცია უაღრესად წარმატებული იყო. „აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი ომი დაასრულა - ყველაზე ხანგრძლივი ომი ამერიკის ისტორიაში. ჩვენ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საჰაერო ოპერაცია დავასრულეთ. 120 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ. არცერთ ქვეყანას არასდროს გაუკეთებია მსგავსი რამე. მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჰქონდა ამის უნარი, ნება და შესაძლებლობა. ჩვენ ეს დღეს გავაკეთეთ. ამ მისიის წარმოუდგენელი წარმატება შეერთებული შტატების სამხედრო ძალების, ჩვენი დიპლომატებისა და დაზვერვის პროფესიონალების წარმოუდგენელი უნარით, მამაცობითა და თავგანწირული გამბედაობით იყო განპირობებული“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი მისია დასრულებულია. ქაბულის აეროპორტიდან ქვეყანა აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა გეგმის შესაბამისად დატოვეს, რაც 31 აგვისტომდე პროცესის დასრულებას ითვალისწინებდა და როგორც ეს მანამდე განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ავღანეთი ჯარებით და დანარჩენი ძირითადი დიპლომატიური თანამშრომლებით დატოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. იუწყება პენტაგონი. მსოფლიო მედია აღნიშნავს, რომ ამით ყველაზე გრძელვადიანი, 20-წლიანი ომი ავღანეთში დასრულდა. აქვე მიუთითებენ იმაზე, რომ ეს პირველი შემთხვევაა თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, როდესაც შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს არ ჰყავთ ჯარები ადგილზე. ამავე თემაზე: ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა ანტონიო გუტერეში: ავღანეთი ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას იენს სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, ქაბულის აეროპორტი ღია დარჩეს, რათა ავღანეთიდან წასვლის მსურველებმა გამგზავრება შეძლონ სახელმწიფო დეპარტამენტი: „თალიბანმა“ უნდა შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები, რას ასევე გულისხმობს ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებას

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული

Europetime-მა ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროპარლამენტარმა, რომელიც მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით მუშაობს, ევროკავშირის დახმარების ირგვლივ პერიპეტიებზე პირველად Europetime-თან გააკეთა კომენტარი. ასევე საიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება „რასაკვირველია, დაფინანსება განპირობებული იყო პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით, მათ შორის არის დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა, ამიტომ, მე ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ საქართველოს მიმართულება არ შეიცვლება. მაგრამ მათი გადაწყვეტილება გასაგებია, რადგან პანდემიის დროს საგარეო ვალმა მშპს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 60%-ს მიაღწია. რაც კანონიერი ზღვარია. მესმის, რომ მათ სჭირდებათ, დაიწყონ ამის შეცვლა “, - განუცხადა Europetime-ს მარკეტა გრეგოროვამ.

იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებულებისთვის შეღავათებს აწესებს

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი - ნახევარ ფასად. სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ ისარგელებენ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით: 1. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა; 2. უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება. კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე: 3. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა; 4. ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება. იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი. ამავე თემაზე: პირადობის დამადასტურებელი მოწმობები 1 თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა

აშშ-მა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. "ახალი ეტაპი უკრაინასა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში. თავდაცვის დეპარტამენტში ხელი მოეწერა შეთანხმებას თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, NATO-ში გაწევრიანებისა და რუსული აგრესიის მიმართ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევის საკითხებში“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის წინ შეერთებული შტატები უკრაინას 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას ჰპირდება. გამოცემის მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების პაკეტი აუცილებელია მისი საზღვრის გასწვრივ რუსული სამხედრო აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდისა და ცეცხლის შეწყვეტის ხშირი დარღვევების გამო. როგორც გამოცემა წერს, ახალი სამხედრო დახმარება მიზნად ისახავს უკრაინის უსაფრთხოებისადმი აშშ-ის ერთგულების დემონსტრირებას. პაკეტი მოიცავს მეტ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინს“. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-უკრაინას შორის ენერგეტიკის სფეროში ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ და აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, ჯენიფერ გრენჰოლმმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ენერგეტიკისა და კლიმატის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. „ეს განცხადება აფიქსირებს აშშ-ის მზადყოფნას, დაეხმაროს უკრაინას უფრო კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზრების განვითარებაში, მოახდინოს ეკონომიკის დეკარბონიზაცია, აგრეთვე უზრუნველყოს სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და საექსპორტო პოტენციალი, ამ სექტორის ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავებითა და განხორციელებით, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ბირთვული ენერგიის, მზისა და ქარის ენერგიის, წყალბადის, ნახშირბადი, ენერგიის დაზოგვის და სხვა ტექნოლოგიურ სფეროებში“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრა დღეს შედგება. თავდაპირველად, უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის თარიღმა საბოლოოდ 2 დღით გადაიწია. ამავე თემაზე: ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია - ხვალ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვდებიან ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ სექტემბერს შეხვდებიან ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უწყვეტი მუშაობის შედეგად ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს/ როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ადგილზე მონიტორინგის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ,,სოფელ ქვაბისხევში ხანძარი გავრცელებული იყო შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზე. რთული რელიეფის გამო, კერებთან ვერ ხერხდებოდა სპეციალური ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით ქრობა უწევდათ. სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. ვერტმფრენმა დღის განმავლობაში ხანძრის კერებზე წყლის 18 დასხმა განახორციელა და ქრობის სამუშაოები მნიშვნელოვნად დააჩქარა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა 50-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეიდან ისრაელმა საქართველო „წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა

დღეიდან ისრაელმა საქართველო „წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი Facebook-ზე წერს. "მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო "წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან "ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის პირველი სექტემბრიდან“, - წერს რან გიდორი. ცნობისთვის, ისრაელმა საქართველო ე.წ. "წითელ სიაში" 22 ივლისს გადაიყვანა, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის ზრდითაა გამოწვეული. ამავე თემაზე: ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა 30 ივლისიდან ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას უკძალავს ისრაელმა საქართველო "წითელი" ქვეყნების სიიდან ამოიღო

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 886 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 74

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 886 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 103 პაციენტი, 74 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 553 697 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 497 517, გარდაიცვალა 7 482 პაციენტი. NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში 26 201 აცრა ჩატარდა. ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 408 663 ადამიანი, ხოლო ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა 802 083 შეადგენს.

საქართველოში 408 663 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 201-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 210 746 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 408 663, ხოლო ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა 802 083 შეადგენს. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 886 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 103 პაციენტი, 74 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ფოთისა და ხობის ეპარქია: ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია სასულიერო პირთაგან აცრის საწინააღმდებო მოწოდებები

,,ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია სასულიერო პირთაგან აცრის საწინააღმდებო მოწოდებებით გამოსვლა", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის ეპარქია განცხადებას ავრცელებს. როგორც ცნობილია, 30 აგვისტოს ეპარქიის სამღვდელოების კრება გაიმართა, რომლის მთავარი განსახილველი საკითხი ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება და ვაქცინაცია იყო. ,,მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ქ. ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში გაიმართა ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოების კრება. კრებას უძღვებოდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი.კრების მონაწილეებმა იმსჯელეს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიური ვითარების შესახებ. ტაძრების წინამძღვრებს დაევალა ეპარქიის ეკლესია-მონასტრებში ზედმიწევნით დაიცვან სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები და რეკომენდაციები (პირბადის ტარება, ღმრთისმსახურებაზე დამსწრეთა შორის აუცილებელი დისტანციის დაცვა, სადეზინფექციო საშუალებები და სხვა). კრებაზე განსაკუთრებული ხაზგასმით და მადლიერებით აღინიშნა სამედიცინო დაწესებულებათა პერსონალის ღვაწლის შესახებ, რასაც ისინი აღასრულებენ უკიდურესად მძიმე ეპიდემიურ ვითარებაში ზენორმატიული, მუხლჩაუხრელი და თავდაუზოგავი შრომის პირობებში. მსჯელობა გაიმართა მოსახლეობის აცრასთან (ვაქცინაციასთან) დაკავშირებულ მითებსა და სხვადასხვა საეჭვო (სპეკულაციური) ინფორმაციების შესახებ, რაც ადამიანებში იწვევს უსაგნო შიშებს, დაბნეულობას და უნდობლობას მედიცინის თანამედროვე შესაძლებლობათა მიმართ, რიგ შემთხვევაში კი რელიგიურ კონტექსტში აღძრავს სახიფათო მოლოდინებს. საკითხის მიმართ მსჯელობისას გამოითქვა აზრი, რომ მედიცინის მუშაკთა და ზოგადად, მედიცინის თანამედროვე მიღწევებისადმი უნდობლობის გამოცხადება ცოდნისა და რწმენის დაპირისპირების ნიშნებს ატარებს; კაცობრიობის სულიერ-ინტელექტუალური მემკვიდრეობა კი სწორედ ამ ორი ფენომენის - რწმენისა და ცოდნის დაახლოებასა და ურთიერთაღიარებაზეა ამოზრდილი. შესაბამისად, ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია სასულიერო პირთაგან აცრის საწინააღმდებო მოწოდებებით გამოსვლა: ჩვენ, ქრისტიანები, გამოცხადების მეშვეობით რწმენისკენ ვართ მოწოდებულნი, მაგრამ ეს მოწოდება სულაც არ ნიშნავს გონების უარყოფას.ასევე აღინიშნა, რომ არსებობს ფუნდამენტური მნიშვნელობის ისეთი საკითხები, რაშიც სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობდეს საერთო თანხმობა. უამისოდ საზოგადოება ადვილად აღმოჩნდება მოწყვლადი სხვადასხვა გამოწვევის წინაშე.ეპარქიის სამღვდელოების კრებამ ასევე იმსჯელა სამოძღვრო მსახურებისა და სამრევლოების სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. კრების მეორე ნაწილში წაკითხულ იქნა მოხსენებები:„ქრისტიანობა და დემოკრატია“ - დეკანოზი კირიონ დარასელია;„ქრისტიანობა და ადამიანის უფლებები“ - დეკანოზი ამბროსი ხოშტარია;მოხსენებების წაკითხვის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, რაშიც აქტიურად ჩაერთო კრების ყველა მონაწილე; მომხსენებლებმა უპასუხეს თემასთან დაკავშირებით დასმულ არაერთ კითხვას; ასევე გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები.მომდევნო საეკლესიო კრების გამართვის სავარაუდო თარიღად განისაზღვრა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერი", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 886 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 103 პაციენტი, 74 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი უფროსი ქართველი ხალხია

ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა ზედაპირული განცხადებები არ უნდა აკეთონ. „თუ მათ აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ევროპარლამენტანა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები და ამიტომ, ვერ იტყოდა უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა. „სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა კრამონმა. ამავე თემაზე: ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან

მარინა კალიურანდი: ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს

Europetime-მა ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროპარლამენტარმა ევროკავშირის დახმარების ირგვლივ პერიპეტიებზე Europetime-თან პირველი კომენტარი გააკეთა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მოითხოვოს ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ეს ტრანში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება ჩვენ ასევე გვესმის ის ეკონომიკური არგუმენტები (ანუ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა), რომლითაც ამ გადაწყვეტილებას ამართლებენ. მიუხედავად ამისა, მაშინაც კი, თუ საქართველო არ ითხოვს დარჩენილ ტრანშს, ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ეს ტრანში ითვალისწინებს, მათ შორის, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების სექტორის რეფორმა, რომელიც ასევე მითითებულია 19 აპრილის შეთანხმებაში“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა. ამავე თემაზე: ექსკლუზივი: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლოს

პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლოს". "ჩვენ მოსახლოებას რომ ავუხსნათ კიდევ ერთხელ, მთავრობამ სესხი აიღო, სესხი - ხაზს ვუსვამ, 150 მილიონი ევროს ოდენობით 2020 წელს, ამ 150 მილიონი ევროს სესხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან, მეორე ნახევარი მაშინ როგორც იქნა გადაწყვეტილება მიღებული მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს ყველას კარგად როგორი სასამართლო ჩაიბარა "ქართულმა ოცნებამ" ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, 4 ტალღა სასამართლო რეფორმის, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა მთლიანად ეს სისტემა. ამას გარდა, მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, ყველა კვლევებით დასტურდება ეს, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალი რეიტინგული ორგანიზაციების კვლევების შედეგად", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამავე თემაზე: ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან მარინა კალიურანდი: ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე

ირაკლი ღარიბაშვილი: რეფორმები გრძელდება, რომი ერთ დღეში არ აშენებულა

სასამართლოში ძირეული რეფორმები განვახორციელეთ, ეს პროცესი გრძელდება და დრო სჭირდება, - „რომი ერთ დღეში არ აშენებულა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველომ ვერ შეძლო გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირთან გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები ნორმალურია. „გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც და ნორმალური პროცესია, არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები. ვთვლით, რომ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლოში და ეს პროცესი არ დასრულებულა, გრძელდება. როგორც იტყვიან, „რომი ერთ დღეში არ აშენებულა“, ამას სჭირდება დრო. ამ 8 წელში ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამავე თემაზე: ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან მარინა კალიურანდი: ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე