ძებნის რეზულტატი:
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი: საქართველოს პრეზიდენტის როლი შესაძლოა, მომდევნო კვირებში გადამწყვეტი იყოს
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი კოალიციურ მთავრობაზე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას მნიშვნელოვანს უწოდებს. ამის შესახებ გერმანელი პოლიტიკოსი Twitter-ზე წერს. „საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მნიშვნელოვანია, მისი როლი შესაძლოა, მომდევნო კვირებში გადამწყვეტი იყოს“, - წერს ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი. „9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია“, - ეს განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში 28 სექტემბერს გააკეთა. სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი. „მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, - უპასუხა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოშიც განაცხადა ქართულ მედიასთან ინტერვიუში, რომ კოალიციური მთავრობა: „ალბათ შემდეგი ნაბიჯია, არ შეიძლება, ერთი პარტია იყოს მუდმივად“. ამავე თემაზე: კოალიციურ მთავრობაზე განცხადების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილთან საუბარს გეგმავს - გამოხმაურებები ექსკლუზივი: ევროპარლამენტიდან თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა
ავსტრიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
ავსტრიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „პირველი ოქტომბრიდან, ავსტრიის რესპუბლიკის ყველა ფედერალურ მიწაზე ძალაში შედის შემდეგი რეგულაციები: დაწესებულებებში, სადაც საჭიროა 3G წესის დაცვა ანტიგენის ტესტით შესვლა აღარ იქნება შესაძლებელი. ასეთ დაწესებულებებში დაიშვებიან მხოლოდ პირები რომლებსაც აქვთ გაკეთებული პისიარ ტესტი (ბოლო 48 საათში), არიან აცრილები, ან გადატანილი აქვთ კოვიდი; ღამის გასტრონომიით (იგულისხმება ბარები და კლუბები) სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ვაქცინირებული, ან ვირუს-გადატანილი პირები; არ დაიშვებიან არც ანტიგენით და არც პისიარით დატესტილი პირები;ღოინისძიებებზე, რომლებსაც ესწრება 500 ან მეტი ადამიანი, დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებული, ან ვირუსგადატანილი პირები; არ დაიშვებიან არც ანტიგენით და არც პისიარით დატესტილი პირები; 6-დან 12 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის, პისიარ ტესტის (ე.წ. Corona Testpass-ის) კვირაში ერთხელ გაკეთება საკმარისია სკოლაში შესასვლელად; სკოლის გარეთ აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის პირებისთვის რეგულაცია უცვლელი რჩება (პისიარ ტესტი მოქმედებს 48 საათი)“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ევროპარლამენტარი კრამონი: მესმის სააკაშვილის სურვილი, იმყოფებოდეს მის სამშობლოში, თუმცა ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის, კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს
„ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი თავის წერილში საუბრობს. „საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურეს საშიშ დონეს აღწევს. ამ ვითარებაში, არცერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა, არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას. საქართველოს და მის ხალხს სიტუაციის ესკალაცია არ წაადგება. ასეთ პოლიტიკურ გარემოში, ბატონი სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად მესმის ბატონი სააკაშვილის სურვილი, იმყოფებოდეს მის სამშობლოში, ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის, კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, შექმნის არასაჭირო დაძაბულობას და დააზიანებს როგორც არამდგრად პოლიტიკურ პროცესებს ასევე ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამ უკანასკნელმა ბოლო დროს უკვე განიცადა სერიოზული დარტყმა „ქართული ოცნების“ მავნე გადაწყვეტილებების შედეგად. ევროკავშირს არ აქვს არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში. მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც. ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგულნი, რომელიც იმსახურებ პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს და მათი ქვეყნის ინტერესების დაცვას“, - აცხადებს კრამონი. ექსპრეზიდენტმა გამოაქვეყნა ავიარეისის ბილეთი, რომელშიც ჩამოსვლის დროდ არჩევნების დღე, ორი ოქტომბერი და 23:05 საათია მითითებული. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სააკაშვილს ჩამოსვლისთანავე დააკავებენ.
გიორგი გახარია: თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას გაბედავს, ეს იქნება შეთანხმებული „ოცნებასთან“
"სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, ეს ფეიკ რაღაცა არის „ოცნების“ მიერ მოგონილი ზღაპარი. არ ჩამოვა, ვერ ჩამოვა, სასწაული თუ მოხდა, მისი ადგილი ციხეშია", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ნისი თქმით, თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს იქნება შეთანხმებული „ქართულ ოცნებასთან“. "„ოცნება“ ამას აგორებს იმისთვის, რომ თავისი მომხრეების მობილიზება მოახდინოს. ამის იქით აქ არაფერი არ არის.ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც მელია, ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ესენი დღეს რას ამბობენ. უბრალოდ, „ოცნებას“ დღეს დასჭირდა მაშველი რგოლი, რომ ადამიანები შეაშინოს. ახლა აშინებენ ამით. რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს. როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება რაღაც აჩრდილი. არავინ არ არის დღეს, მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული. კარიკატურული ფიგურაა. ერთადერთი მნიშვნელობა, თუ რაიმე აქვს, აქვს „ოცნებისთვის“ და ასე გამოაჩენენ, გამოაძრობენ ხოლმე მაშინ, როდესაც გაუჭირდებათ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ოცნებასთან შეთანხმებულია. მის გარეშე ეს წარმოუდგენელია და რაც მოხდება ამის შემდგომ, „ოცნება“ რასაც იკადრებს, იგივე, რაც მელიას გაუკეთა – ამნისტია. აგერ, ვნახავთ ყველანი ერთად. ჯერ ეს ერთი, არ ჩამოვა. ვერ ჩამოვა და მეორე, რომც ჩამოვიდეს ვერაფერი მოყვება, რადგან გასამართლებული ადამიანის ადგილი ციხეშია. მერე თუ „ოცნებამ“ გაბედა, ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ თუ გაბედა და საერთოდ ხმა ამოიღო, როგორც უკვე ნელნელა ლაპარაკი ისმის ამნისტიაზე, ამას მოყვება ადამიანების, რიგითი მოქალაქეების უძლიერესი გაბრაზება და მრისხანება“, – განაცხადა გახარიამ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ვიდეომიმართვისას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ნიკა მელია: როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ თეორიულად უშვებენ იმ შესაძლებლობას, რომ შესაძლოა, სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილმა ერთი ხელმოწერით შეიწყალოს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გაერთიანებული ოპოზიციის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ექსპრეზიდენტის ჩამოვლის საკითხზე. „რატომ ავალებს „ქართული ოცნება“ რამდენიმე პროკურორს, რომ ნიადაგი მოამზადონ ახალი ბრალისთვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს თავად „ოცნებას“ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ პასუხის გასაცემად მათ დროც აღარ ექნებათ, სულ რამდენიმე დღე დარჩათ. სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით, როგორც ჩანს, ნდობა აღარ აქვთ და თეორიულად უშვებენ იმ შესაძლებლობას, რომ ზურაბიშვილმა, შესაძლოა, სააკაშვილი ერთი ხელმოწერით შეიწყალოს და ამით ყველა ბრალი, რომელიც არის ძალაში შესული, გაქარწყლდეს. დაზღვევის მიზნით, აქვთ მოფიქრებული ის, რაზეც ამ წუთას ვსაუბრობთ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ღელავენ და არარაციონალურად იქცევიან. ნებისმიერი ჩვენგანი რომ ვიყოთ მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად, არ მგონია, რომ არ გვქონოდა საკუთარ ქვეყანაში ყოფნის სურვილი. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ჩვენგანს ექნებოდა საკუთარ სამშობლოში დაბრუნების სურვილი. საუბარია ამ სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტზე, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა და დიდი ნაბიჯი გადადგა 2003-დან 2012 წლამდე სახელმწიფომ. მას არასდროს უარყვია, რომ ამ წარმატების კვალდაკვალ ბევრი და მძიმე შეცდომა დაუშვია წინა ხელისუფლებას. ეს არის ჩვენი, ახალი და განახლებული „ნაციონალური მოძრაობის“ მონაპოვარი, რომ ჩვენ არ ვერიდებით ამაზე საუბარს“, - განაცხადა ნიკა მელიამ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეწყალების უფლება სალომე ზურაბიშვილს აქვს, თუმცა, არ ჰგონია, შეიწყალოს. ნიკოლოზ სამხარაძე სააკაშვილის მიერ საქართველოში დაბრუნების დაანონსებას "ზღაპარს" უწოდებს. „არ მგონია, სააკაშვილის ჩამოსვლა მომგებიანი იყოს ვინმესთვის. ისიც არ მგონია, რომ ჩამოვიდეს, ასეთი ზღაპრები მე-18 არის დაანონსებული. თუ ის მაინც ჩამოვა საქართველოში, მის მიმართ აღსრულებული იქნება ის განაჩენი, რაც სასამართლოს აქვს გამოტანილი.შეწყალების უფლება პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, თუმცა, არ მგონია, სალომე ზურაბიშვილმა მისი პრეზიდენტობის რომელიმე მომენტში შეიწყალოს სააკაშვილი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა ავიარეისის ბილეთი, რომელშიც ჩამოსვლის დროდ არჩევნების დღე, ორი ოქტომბერი და 23:05 საათია მითითებული. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სააკაშვილს ჩამოსვლისთანავე დააკავებენ. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სააკაშვილს ჩამოსვლისთანავე დააკავებენ. ამავე თემაზე: ევროპარლამენტარი კრამონი: მესმის სააკაშვილის სურვილი, იმყოფებოდეს მის სამშობლოში, თუმცა ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის, კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალ დონეს და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს, ასევე ინტენსიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. პრეზიდენტმა ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს ბაქოში ვიზიტისას და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს, როგორც მეგობარ ქვეყანას, ახარებს საქართველოს მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება აზერბაიჯანში. ძალიან სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის თქვენი მეორე ვიზიტი წელს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. განვიხილეთ რიგი საკითხები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს ორ მოძმე ერს შორის, რომელიც ყოველთვის ძალიან აქტიურია. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს რეგიონში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. გამოჩნდა ახალი გამოწვევები, ასევე შესაძლებლობები. ჩვენი ურთიერთობები სასარგებლოა არამხოლოდ ჩვენი ერებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაც. გადავხედე სტატისტიკას და შევამჩნიე, რომ გვაქვს საგრძნობი პროგრესი ეკონომიკის, სავაჭრო ბრუნვის კუთხით. დღეს შედგება მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის დროსაც განხილული იქნება ამჟამინდელი სიტუაცია და დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემია საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები, რომელთა წყალობითაც გადაჭრილია ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა. გილოცავთ და, როგორც მეგობარ ქვეყანას, ჩვენ ძალიან გვახარებს თქვენი მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში. გისურვებთ წარმატებას პირადად თქვენ და თქვენს მთავრობას. დღეს ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენი თანამშრომლობის ტრადიციულ მიმართულებებს: ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანსპორტირებას, ასევე უკვე განხორციელებულ პროექტებს, რომელთა შედეგებით ჩვენ უკვე ვსარგებლობთ. ამ პროექტების წყალობით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმა, რადგან ეს პროექტები მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ევრაზიის რეგიონის ბევრი სხვა სახელმწიფოსთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას. მადლობა, რომ დათანხმდით ჩემს მოწვევას. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება!“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო, დაინტერესებულია აზერბაიჯანთან ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებით, ასევე რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით, რაც ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს. „ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მოწვევისთვის! ძალიან სასიხარულოა ბაქოში სტუმრობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენი მასპინძლობისთვის. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი სანიმუშო ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ჩვენ ვართ მეგობარი, მოძმე ერები. დღეს ჩვენ ჩავატარებთ ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომას და განვიხილავთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, რომლებიც დღესაც აქტიურად ვითარდება. საქართველო, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ჩვენი ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებით. ჩვენს ინტერსებში ასევე შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას. ეს არის წელს ჩემი მე-2 ვიზიტი. და, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ არაერთხელ გვქონდა დიალოგი ტელეფონით. დღეს კი ჩვენ განვიხილავთ ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც ძალიან ნაყოფიერი იქნება”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. დღესვე ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ბაქოში, „ზაგულბას“ სასახლეში, ქართული დელეგაციის პატივსაცემად, ოფიციალური სადილი გაიმართა. ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.
ილჰამ ალიევი: საქართველოს პრემიერის დღევანდელი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალ დონეს და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს, ასევე ინტენსიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. პრეზიდენტმა ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს ბაქოში ვიზიტისა და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს, როგორც მეგობარ ქვეყანას, ახარებს საქართველოს მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება აზერბაიჯანში. ძალიან სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის თქვენი მეორე ვიზიტი წელს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. განვიხილეთ რიგი საკითხები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს ორ მოძმე ერს შორის, რომელიც ყოველთვის ძალიან აქტიურია.ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს რეგიონში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. გამოჩნდა ახალი გამოწვევები, ასევე შესაძლებლობები. ჩვენი ურთიერთობები სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენი ერებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაც. გადავხედე სტატისტიკას და შევამჩნიე, რომ გვაქვს საგრძნობი პროგრესი ეკონომიკის, სავაჭრო ბრუნვის კუთხით. დღეს შედგება მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის დროსაც განხილული იქნება ამჟამინდელი სიტუაცია და დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემია საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები, რომელთა წყალობითაც გადაჭრილია ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა. გილოცავთ და, როგორც მეგობარ ქვეყანას, ჩვენ ძალიან გვახარებს თქვენი მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში. გისურვებთ წარმატებას პირადად თქვენ და თქვენს მთავრობას. დღეს ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენი თანამშრომლობის ტრადიციულ მიმართულებებს: ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანსპორტირებას, ასევე უკვე განხორციელებულ პროექტებს, რომელთა შედეგებით ჩვენ უკვე ვსარგებლობთ. ამ პროექტების წყალობით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმა, რადგან ეს პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ევრაზიის რეგიონის ბევრი სხვა სახელმწიფოსთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას. მადლობა, რომ დათანხმდით ჩემს მოწვევას. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება!“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო, დაინტერესებულია აზერბაიჯანთან ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებით, ასევე რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით, რაც ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს. „ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მოწვევისთვის! ძალიან სასიხარულოა ბაქოში სტუმრობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენი მასპინძლობისთვის. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი სანიმუშო ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ჩვენ ვართ მეგობარი, მოძმე ერები. დღეს ჩვენ ჩავატარებთ ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომას და განვიხილავთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, რომლებიც დღესაც აქტიურად ვითარდება. საქართველო, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ჩვენი ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებით. ჩვენს ინტერსებში ასევე შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას.ეს არის წელს ჩემი მე-2 ვიზიტი. და, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ არაერთხელ გვქონდა დიალოგი ტელეფონით. დღეს კი ჩვენ განვიხილავთ ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც ძალიან ნაყოფიერი იქნება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე რეგიონული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა განვიხილეთ
ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონალური ტრანსფორმაციის მნიშვნელობა განვიხილეთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. მისი თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობები მიმოიხილა. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ალიევთან. განვიხილეთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონალური ტრანსფორმაციის მნიშვნელობა. საუბრისას შევეხეთ ორმხრივი მნიშვნელობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს. მიმოვიხილეთ თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობები”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ამავე თემაზე: ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
ნათია მეზვრიშვილი: ცესკოს მიერ დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო ფიქსაცია საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდს ვერ აფიქსირებს
პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დღეს, ცესკოს მიერ დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო ფიქსაცია საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდს ვერ აფიქსირებს და ხმების მანიპულირებით რისკებს ვერ აზღვევს. აღნიშნულ თემაზე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ბრიფინგი გამართა. ,, გაცნობებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მის მიერვე მიღებული დადგენილების საწინააღმდეგოდ, შეიმუშავა ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაციის იმგვარი წესი, რომელიც არ აფიქსირებს საარჩევნო ბიულეტინის წინა გვერდს და შესაბამისად, ვერ აზღვევს ხმებით მანიპულირების რისკებს.’’ - განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.,, 2021 წლის 28 ივნისს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 23 აგვისტოს მიღებულ იქნა N55/2021 დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის ვალდებულება, კენჭისყრის დღეს განხორციელდეს ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაცია. დადგენილების თანახმად, „პირველმა მთვლელმა ბიულეტენი იმგვარად უნდა დაიკავოს ხელში, რომ ვიდეოგადამღებ მოწყობილობას შეეძლოს საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდის ფიქსაცია“, ხაზს ვუსვამ - ვიდეოგადამღებ მოწყობილობას უნდა შეეძლოს საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდის ფიქსაცია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, 26 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა იმიტირებული კენჭისყრის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც სათანადოდ არ აფიქსირებს საარჩევნო ბიულეტინის წინა გვერდს - ჩანს მხოლოდ ბიულეტინის სილუეტი და ბიულეტენის შინაარსის გარკვევა/დადგენა აბსოლუტურად შეუძლებელია. (შეგიძლიათ ეს ყველაფერი იხილეთ ცესკოს ვებ-გვერდის ლინკზე იხილოთ: https://cesko.ge/geo/list/show/125887-munitsipalitetis-tsarmomadgenlobiti-organos--sakrebulos-da-tvitmmartveli-qalaqis/tvitmmartveli-temis-meris-2021-tslis-2-oqtombris-imitirebuli-kenchiskris-mokle-angarishi)’’ - განაცხადა მეზვრიშვილმა ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ცესკოს მიერ საკუთარი დადგენილების იმ ნაწილის შეუსრულებლობა, რომელიც საარჩევნო ხმების დათვლის პროცესის დაცვას ემსახურებოდა - რეალურად ზღუდავს ხმების დაცვის და ბიულეტენების დათვლით სპეკულაციის დაზღვევის შესაძლებლობას. „ცესკო-ს დადგენილების მოთხოვნების სანახევროდ შესრულება ბუნებრივია ვერ აღწევს ხმებით მანიპულირების თავიდან აცილების მიზანს. გარდა ამისა, პარტიას „საქართველოსთვის“, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით საარჩევნო კომისიებში არ ჰყავს წევრები, ეზღუდება ხმების დაცვის ქმედითი შესაძლებლობა.“ - ამბობს მეზვრიშვილი. „აღნიშნულის შესახებ ჩვენ ბუნებრივია უკვე შევატყობინეთ - კომუნიკაცია შედგა ცესკო-სთან, ასევე შევატყობინეთ საერთაშორისო პარტნიორებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. მოვითხოვთ, ცესკო-სგან უზრუნველყოფილი იქნეს დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულება - ხმების დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაცია ისე, რომ სრულად დაფიქსირდეს ბიულეტინის წინა გვერდზე გამოსახული ინფორმაცია.“ - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მისია არჩევნებს 64 მუნიციპალიტეტში დააკვირდება
საქართველოს ხელისუფლების მოწვევის საპასუხოდ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი გზავნის მისიას, რომელიც 2 ოქტომბერს 64 მუნიციპალიტეტში არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება. მისიას ევროსაბჭოს კონგრესმენი ევროპის სახალხო პარტიიდან დევიდ ერეი უხელმძღვანელებს. სადამკვირვებლო მისია მოიცავს კონგრესის 18 დამკვირვებელს 15 ქვეყნიდან. ის განახორციელებს ერთობლივ სადამკვირვებლო საქმიანობას ეუთო/ოდირთან და ევროპარლამენტთან ერთად. მისია მუშაობას მოსამზადებელი შეხვედრებით დაიწყებს, რომელიც თბილისში, 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბერს გაიმართება, მასში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. ევროპის საბჭოს კონგრესის მისია შეხვედრას გამართავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი კალანდარიშვილთან და იუსტიციის მინისტრის მოადგილესა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელ თორნიკე ჭეიშვილთან. ასევე, გათვალისწინებულია ბრიფინგი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებთან, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წევრებსა და გრძელვადიან დამკვირვებლებთან ერთად. მოსამზადებელი შეხვედრების დასასრულს მისიის წევრები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებსა და პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. არჩევნების დღეს კონგრესის სადამკვირვებლო მისიის 9 ჯგუფი წარმოდენილი იქნება სხვადასხვა ქალაქსა და მიმდებარე სოფლის ტიპის დასახლებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. 3 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მისია მუშაობის დასასრულისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს ეუთო/ოდირთან და ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებთან ერთად. ამავე თემაზე: ექსკლუზივი: ევროპარლამენტიდან თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა
Euobserver-ი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე ევროკავშირში დისკუსიაა
არალეგალური ბინადრობა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი სახელმწიფოსგან, ასევე, მოლდოვიდან, საქართველოდან და უკრაინიდან, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დისკუსიებს იწვევს. ევროკავშირის შიდა დოკუმენტი, რომელიც 27 სექტემბრით არის დათარიღებული, Euobserver-მა, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის დასავლეთ ბალკანეთის ტურის წინ მოიპოვა. „თუ ეს ქვეყნები მცირე გაუმჯობესებას მაინც არ აჩვენებენ, ჩვენი აზრით, ევროკომისიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება რეალურია“, - წერია დოკუმენტში. გამოცემა წერს, რომ, როგორც ჩანს, ფართო დისკუსიის ფონზე, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში იმედგაცრუება იზრდება. გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევები, 2019 წლის ბოლო სამი თვის ამავე პერიოდთან შედარებით, 51%-ით არის გაზრდილი. მოლდოვის მოქალაქეების მიერ ამ წლის ივნისი-აგვისტოს მონაცემები შედარებულია 2019 წლის ივნისი-აგვისტოსთან, შედეგად, მონაცემი 429%-ით არის გაზრდილი. შეგახსენებთ, მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა 2009 წლიდან შეუძლიათ, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის – 2010-დან, მოლდოვის - 2014-დან, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს კი - 2017-დან. მათ მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. უვიზო მიმოსვლას ევროკომისია განიხილავს როგორც მნიშვნელოვან მიღწევას ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთის, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 2016 წლის 7 დეკემბერს მიაღწიეს შეთანხმებას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რაც ნებას რთავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დროებით შეაჩერონ უვიზო შეთანხმება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან. ასეთი განსაკუთრებული გარემოებებია: თავშესაფრის მსურველთა ყალბი განცხადებების უეცარი ზრდა, საგანგებო მდგომარება და ა.შ. შეჩერების მექანიზმი მოიცავს 9 თვეს, რომლის განმავლობაშიც ქვეყანა თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან, რათა გადაიჭრას და არსებული ხარვეზები. შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად ევროკომისიის მხრიდან თანხმობაა საჭირო. ცნობისთვის, 2020 წლის თებერვალში, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებლი ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების რაოდენობა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში გაიზარდა. 2021 წლის თებერვლის დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედებები უვიზო მიმოსვლის გამოწვევების მოსაგვარებლად - „განსაკუთრებით კი თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების დიდ რაოდენობასთან დაკავშირებით“, - წერია ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ, 2020 წლის განმავლობაში, ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება. 2020 წლის სექტემბერში, პარლამენტმა საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის-შენგენის სივრცის ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საქართველოდან მგზავრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მესაზღვრეების ნაცვლად ქართველი მესაზღვრეები გააკონტროლებენ. ამავე პერიოდში, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დარწმუნებული იყო, რომ არც საშუალოვადიან და არც გრძელვადიან პერსპექტივაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი არ იარსებებდა.
ნიკოლოზ სამხარაძე: უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი არ არის, ეს განხილვები ყოველწლიურად მიმდინარეობს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი არ არსებობს. „ეს განხილვები ყოველწლიურად მიმდინარეობს და ფასდება ამა თუ იმ ქვეყნის პროგრესი და ის, თუ როგორ ასრულებს ესა თუ ის ქვეყანა უვიზო მიმოსვლით ნაკისრ ვალდებულებებს, ამ შემთხვევაში, საქართველოს საქმე აქვს ძალიან კარგად, ამიტომ ეს საკითხი საერთოდ არ დგას. 2019 წელს ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო მზარდი შემთხვევები თავშესაფრის მოთხოვნისა უმიზეზოდ, 2020 წელს პანდემია იყო და ეს ციფრი გასაგებია რომ შემცირდა, 2021 წელსაც ჩვენ ამ მიმართულებით არ გვაქვს ზრდა. მე ვგულისხმობ საქართველოს, აქედან გამომდინარე ბოროტად გამოყენება საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმის, არის შემცირებული, რაც თავისთავად ნიშნავს იმას , რომ ეს საკითხი საქართველოსთან მიმართებით არ იქნება განხილული,"- განაცხადა სამხარაძემ. ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერ დეპუტატის თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ ეს საკითხი პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე განიხილება და აღნიშნა, რომ "პოლიტიკური მოცემულობა ამ ქვეყანაში ჩვეულებრივია", ხოლო ევროკავშირთან ურთიერთობას ასოცირების ხელშეკრულება არეგულირებს. "საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას არეგულირებს ასოცირების ხელშეკრულება, რაც შეეხება ვიზის საკითხებს, ამას არეგულირებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზის კრიტერიუმების შესრულება, სხვა ნებისმიერ საკითხს არანაირი შეხება არ აქვა ვიზასთან და მით უმეტეს, შეხება არ აქვს ევროკავშირთან ურთიერთობებთან, რომელსაც არგულირებს ასოცირების შეთანხმება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ამავე თემაზე: Euobserver-ი: არალეგალური ცხოვრებისა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდის გამო, ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხი განიხილოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: სირიაში მშვიდობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზეა დამოკიდებული
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, სირიაში მშვიდობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ერდოღანმა, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაძლიერება დიდ სარგებელს მოიტანს. „ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებს სირიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ რეგიონში მშვიდობა დამოკიდებულია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე“, – აღნიშნა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, „აკუიუს“ ატომურ ელექტროსადგურზე პირველი ენერგობლოკი 2022 წელს გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ატომურ ელექტროსადგურს თურქეთი რუსი სპეციალისტების დახმარებით აშენებს. თურქეთი რუსეთზე კიდევ უფრო ენერგოდამოკიდებული ხდება - ენერგეტიკის ექსპერტი პაატა ცინცაძე
რა მოლოდინები აქვთ ევროპარლამენტარებს 2 ოქტომბრის არჩევნებიდან - Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუები ევროდეპუტატებთან
Europetime-მა არჩევნებამდე ორი დღით ადრე ევროპარლამენტარებს ჰკითხა, რა მოლოდინები აქვთ მოახლოებულ კენჭისყრასთან დაკავშირებით. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც სადამკვირვებლო დელეგაციაში შედიან და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევიან. მაგალითად, ჩეხი პოლიტიკოსი მარკეტა გრეგოროვა ყველა მხარეს საკუთარი ამომრჩევლის დამშვიდებისკენ მოუწოდებს. ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი კი მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვნად მიიჩნევს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ის შეახსენებს „ქართულ ოცნებას“, რომ თუ ის ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. უკიდურესად მნიშვნელოვან არჩევნებს უწოდებს 2 ოქტომბრის კენჭისყრას გერმანელი პოლიტიკოსი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი. ევროპარლამენტარს იმედი, აქვს, რომ ამას ყველა მხარე გააცნობიერებს და საქართველოსთვის, თანამშრომლობასა და არა პოლარიზაციაზე დაყრდნობით ყველა ერთად იმუშავებს. ევროპარლამენტარების მოსაზრებებს Europetime ექსკლუზიურად გთავაზობთ: ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი),მარკეტა გრეგოროვა, ჩეხი პოლიტიკოსი: არჩევნების წინ იყო ძალადობა და შიში იმისა, რომ ეს კენჭისყრის შემდეგაც გაგრძელდება. მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეეცადონ, დაამშვიდონ თავიანთი ამომრჩეველი და შექმნან ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გარემო. ყველა პარტიას ჰქონდა შანსი, ეჩვენებინა რისთვის იბრძვის - ახლა უკვე მოქალაქეებზეა დამოკიდებული, ხმის მიცემით მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილება. ვიმედოვნებ, სადამკვირვებლო მისიების მუშაობის შედეგად მივაღწევთ წარმატებულ არჩევნებს ყოველგვარი გადაცდომის გარეშე. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტია“ (ქრისტიან დემოკრატები), ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი ვისურვებდი, რომ არჩევნებმა არა შემდგომი დაყოფა, არამედ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებისა და ქართულ პოლიტიკაში პროევროპულ რეფორმებზე ფოკუსირების გზა მოიტანოს. ამაზე, „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება. მას შეუძლია, ხელი შეუწყოს სიტუაციის სტაბილიზაციას 19 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით, რომ ჩაატაროს ეროვნული არჩევნები თუ ადგილობრივ არჩევნებში ის მიიღებს ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს. ევროპარლამენტარი, საგარეო კომიტეტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, (ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეები), გერმანელი პოლიტიკოსი მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ყველა მხარე გააცნობიერებს, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ერთად იმუშავებს საქართველოსთვის, რაც ემყარება თანამშრომლობას და არა პოლარიზაციას. ისევე, როგორც ქართველი ამომრჩეველი, მეც ველოდები, რომ პოლიტიკოსები ისწავლიან ქვეყნის ინტერესების პარტიულ ინტერესებზე მაღლა დაყენებას და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას პარლამენტში და არა ქუჩაში. ცნობისთვის, 2 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება. ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება: მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) დელეგაციის თავმჯდომარე, მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი), მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი), მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი), ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი), ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი). ევროპარლამენტარები ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიების, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს. შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს, საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კი, მის დაკავებას აანონსებს. ამავე თემაზე: ექსკლუზივი: ევროპარლამენტიდან თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა ექსკლუზივი: ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილები საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან ექსკლუზივი: ვიოლა ფონ კრამონი: ოქტომბრის არჩევნების შედეგი და შემდგომი მოვლენები დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას ექსკლუზივი: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს დიალოგისკენ მოუწოდებს
მიხეილ სააკაშვილი ვიოლა ფონ კრამონს პასუხობს: სულ მცირე, ამორალურია, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში
"ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია", - აღნიშნული განცხადებით ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონკრამონს უპასუხა. სააკაშვილმა საპასუხო განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა „სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურესად საშიშ დონეს აღწევს. მისივე თქმით, ამ ვითარებაში, არც ერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა, არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას. ფონ კრამონის განმარტებით, ამგვარ პოლიტიკურ გარემოში, სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. ამავდროულად, ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირს არ აქვს არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში“.
გერმანიის პრეზიდენტი ყალბს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, გერმანია საქართველოს, უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ყალბს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, გერმანია ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს. „დღეს, როდესაც აქ [კიშინიოვში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ, ყალბი ამბებია“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ეს განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. დღეს Euobserver-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე ევროკავშირში დისკუსიაა და საქართველოთი უკმაყოფილო ერთ-ერთ ქვეყნად გერმანია დაასახელა.
დავით ზალკალიანი: საქართველოსთან მიმართებით ვიზალიბერალიზაციის შეჩერების არანაირი მექანიზმი არ ამოქმედდება
„აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ, ამიტომ შეჩერების არანაირი მექანიზმი საქართველოსთან მიმართებით არ ამოქმედდება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც Euobserver-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა. როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, სავიზო ლიბერალიზაციის ბოლო ანგარიშში უაღრესად პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესრულება. „მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო ყველა და ასევე იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ამბავი აიტაცეს. ვიცი, რომ აღტკინება არის ჩვენ ოპონენტებში ამის გამო. წარმოუდგენელია, როდესაც ოპონენტები ხარობენ სავარაუდოდ ქვეყნის წარუმატებლობით, მინდა, მათ იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. უნდა ითქვას, რომ ამ სტატიაში კონკრეტულად საქართველოზე არ არის საუბარი. მოლდოვასა და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა საუბარი. არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, პირიქით 75 პროცენტით არის შემცირებული. ეს არის ტყუილი. არაფერი არ გვემუქრება, ყველაფერი არის კარგად. ბოლო სავიზო ლიბერალიზაციის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, არის უაღრესად პოზიტიური, სადაც დადებითი შეფასება აქვს ვიზალიბერალიზაციის შესრულებას და ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ, ამიტომ არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება. მინდა ვთქვა, რომ გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა გააკეთა მგონი მსგავსი განცხადება, რომ არანაირი მსგავსი რაღაც ნაბიჯები არ იგეგმება, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, ოპონენტებს გავუცრუო იმედები და ვუთხრა, რომ ნუ ხარობენ ქვეყნის წარუმატებლობით, მაშინ, როდესაც ქვეყანა აშკარად ადგას წარმატების გზას. ჩვენი ევროკავშირის ინტეგრაცია, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობა და სავიზო ლიბერალიზაცია ეს არის შეუქცევადი პროცესი და ჩვენ არ გადავუხვევთ არც ერთი ჩვენი ნაკისრი ვალდებულებიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. თავის მხრივ, გერმანიის პრეზიდენტმა ყალბი უწოდა ინფორმაციას, თითქოს, გერმანია საქართველოს, უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს.
საპატრიარქო „სუს-ის ფაილებზე“ განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქოს განცხადებით, „სუსის მასალების“ გავრცელება უპირველეს ყოვლისა, წინასაარჩევნო დებატებში ეკლესიის ჩართვას და მისი მსახურების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. „გაურკვეველი წარმომავლობის გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია; ერთი კი ცხადია: ამ მასალამ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს მისცა ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ჭორების გავრცელების საშუალება, რაშიც სხვებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი თავისი სკანდალური ქმედებებით ცნობილი რამდენიმე სასულიერო პირი, ე.წ. თეოლოგები საინფორმაციო საშუალებები და ზოგიერთი ტელევიზია. ამასთან იკვეთება აღნიშნული ტელევიზიებისა და, ზოგადად, მასმედიის ორმაგი სტანდარტიც: საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორი მკვეთრად უარყოფითი რეაგირება ჰქონდათ მათ (ისევე, როგორც ყველას) არც თუ ისე დიდი ხნის წინ მასმედიის წარმომადგენლებზე და სხვა პირებთან დაკავშირებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ეთერში გაშვებაზე. ახლა კი თვითონ არიან დანაშაულის ხელშემწყობნი, - ცილისწამების მთავარი და ყველაზე ფართომასშტაბიანი გამავრცელებელნი, მათ შორის შერჩევითობის პრინციპით. მაგ. ადრინდელ მნიშვნელოვან მოვლენებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ ეთერში არაფერი გაჟღერებულა თუნდაც იმ საუბრების შესახებ, სადაც მღვდელმთავრების დაპატიმრებასა და საპატრიარქოს შტურმით აღებაზეა საუბარი; ეს ხომ მეტად საგულისხმო ინფორმაციაა?! ცნობილია, საეკლესიო სასჯელის დადება, უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს; ამიტომაც აღნიშნული ფაილები, მათთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო, გადაწყვეტილების მისაღებად გამოუყენებელია. თუ კონკრეტული სასულიერო პირის შეუფერებელი ქმედების შესახებ რეალური მტკიცებულებების მოპოვება მოხდება, კომისიის მხრიდან საკითხის შესწავლისა და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება. გვინდა, ასევე, განვაცხადოთ: იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად ხდებოდა მღვდელმსახურთა უკანონო თვალთვალი და მოსმენები, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან ასეთი ქმედება, უპირველეს ყოვლისა, საფრთხეს უქმნის სასულიერო პირებისა და მრევლის კომუნიკაციას და არღვევს ქრისტიანულ სწავლებაში აღსარების გაუთქმელობის უმთავრეს და ხელშეუხებელ პრინციპს, დაცულს, როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით. ეკლესია, თავისთავად, ყოველთვის იცავდა და დაიცავს აღსარების საიდუმლოს და არავის მისცემს უფლებას, აღსარების გაუთქმელობა აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე. პირველ რიგში, სწორედ ამის გამო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილი გამოძიების დროულად დასრულება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა უკანონო თვალთვალისა და მოსმენების გამო, ასევე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან მასალის გავრცელებაზე პასუხისმგებელნი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერმა მის მიერ გაეროში წარდგენილი სამშვიდობო ინიციატივა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან განიხილა
„პრემიერის მიერ გაეროში წარდგენილ სამშვიდობო ინიციატივაზე აზერბაიჯანის ლიდერთან იყო საუბარი ყველა ვთანხმდებით, რომ რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ, ჩვენი ინიციატივა ძალიან მოწონებულია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრემიერს ახლავს თან. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამ ინიციატივას აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა სქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. „უაღრესად წარმატებული ვიზიტი იყო. ეს ბოლო სამ თვეში მეორე ვიზიტია. პირველი გახლდათ ოფიციალური ვიზიტი, რა დროსაც შეთანხმდა ამ ვიზიტის განხორციელება, რადგანაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია უკვე ათი წელია არ ჩატარებულა სხვადასხვა მიზეზის გამო და ზუსტად სამ თვეში მოხერხდა გამართვა და ჩვენ დღეს ჩავატარეთ სრულმასშტაბიანი კომისიის სხდომა, სადაც 6 დოკუმენტი გაფორმდა სხვადასხვა სექტორული თანამშრომლობის კუთხით. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეზობელი და აუცილებელია, რომ აზერბაიჯანთან ჩვენ გვქონდეს ძალიან სერიოზული, ღრმა და ყოვლისმომცველი ორმხრივი ურთიერთობები და ეს ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზეა ასული. საუბარი იყო ყველა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაორმაგების თვალსაზრისით შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე იმაზე, თუ რაოდენ ეფექტური იყო თანამშრომლობა პანდემიის პირობებში. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ რეგიონში არის ახალი გეოპოლიტიკური გარემო და მოგეხსენებათ, რომ სქართველოს პრემიერ-მინისტრმა სულ ცოტა ხნის წინ გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიოს წინაშე ახალი ინიციატივა წარადგინა სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივის სახელით და ამ თემებზე იყო საუბარი აზერბაიჯანის ლიდერთან, ასევე სამთავრობო შემადგენლობის წარმომადგენლებთან და უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ვთანხმდებით, რომ რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ, ჩვენი ინიციატივა ძალიან მოწონებულია. პირველ რიგში, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ უშუალოდ ამ ინიციატივის მთავარ მონაწილეებთან, მეზობლებთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან. რა თქმა უნდა, სომხებთანაც გვექნება ამ თემაზე საუბარი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ამ ინიციატივას აქვს ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საუბარია იმაზე, რომ ჩვენ დავიწყოთ ისეთ კონკრეტულ პროექტებზე და იდეებზე საუბარი, რომელიც შემდეგომ განვითარდება, რომელზეც შესაძლებელია კონსესუსი სამ მეზობელ სახელმწიფოს შორის. თუნდაც სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულების თვალსაზრისით ერთობლივ პროექტებზე, ასევე მცირე ეკონომიკურ პროექტებზე, ბიზნესის თანამშრომლობის კუთხით შემდგომ განვითარებაზე, კულტურულ თანამშრომლობაზე, ხალხთა შორის ურთიერთობაზე, რადგან სწორედ ასეთი პატარა მცირე ნაბიჯებით, კონკრეტული პროექტებით შესაძლებელი იქნება შემდგომ გაფართოება, შესაძლებელი იქნება, რომ ამას შემოუერთდნენ უკვე ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, სხვა პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ამაზე შემდგომ აიგოს ის დიდი თანამშრომლობა, რომელმაც უნდა მოიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, დღეს ბაქოში გამართული მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს, რომლებიც ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. „მემორანდუმები, რასაც დღეს ხელი მოეწერა, არის სამთავრობო კომისიის შიგნით განხილული თემების და დიკუსიის შედეგი. ეს მემორანდუმები არის უკვე იმ კონკრეტული მიმართულებით, სექტორალური კუთხით თანამშრომლობა, რომელიც ხორციელდებოდა და მომავალშიც განხორციელდება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ესეც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ამავე თემაზე: ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა ილჰამ ალიევი: საქართველოს პრემიერის დღევანდელი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას ირაკლი ღარიბაშვილი: ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე რეგიონული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა განვიხილეთ
პრემიერი: აზერბაიჯანთან ეკონომიკური თანამშრომლობის გარღმავება, ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება და მეტი ინვესტიცია აუცილებელია
„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე ბაქოში, ჩვენს მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოში - აზერბაიჯანში, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია; ჩემი ვიზიტი წელს უკვე რიგით მეორეა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; მინდა, გავიხსენო ჩვენი ნაყოფიერი შეხვედრა ჩემი პირველი ვიზიტის დროს და როგორც მაშინ მოვილაპარაკეთ, ახლა ვატარებთ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მერვე სხდომას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე, რომელიც ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, აზერბაიჯანი საქართველოს არამხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. „რიგი ფაქტორებისა და გარემოებების გამო, ეს კომისია, 10 წელია, არ გამართულა, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, ვთქვით და გავაკეთეთ და დღეს უკვე შევიკრიბეთ ამ კომისიის ფარგლებში. აზერბაიჯანი საქართველოს არამხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ორმხრივ ურთიერთობებს. თანამშრომლობა ვითარდება ვაჭრობის, ეკონომიკის, მიმართულებით. ინვესტიციების კუთხით, აზერბაიჯანი, რამდენიმე წელია, გამოკვეთილი ლიდერია, ჩვენს ქვეყანაში. დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელთანაც ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. ვთქვით, რომ აუცილებელია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და განმტკიცება და ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება, კიდევ მეტი ინვესტიცია. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა არამხოლოდ ვაჭრობისა და ეკონომიკის, არამედ, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჰუმანიტარული თუ კულტურის მიმართულება. მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდში ჩვენ დიდი დახმარება მივიღეთ აზერბაიჯანისგან, ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი ძმებისგან. მინდა, ამისთვის საჯაროდ გადაგიხადოთ მადლობა. ჩვენ ბოლო წლებში ვაჩვენეთ დიდი პროგრესი ყველა მიმართულებით, მაგრამ მჯერა, რომ პოტენციალი გაცილებით დიდია და აუცილებელია ამ პოტენციალის სრულად ათვისება. დღევანდელი შეხვედრა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ ყველა მიმდინარე საკითხი და დავსახოთ სამომავლო გეგმები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერის მეორე ვიზიტი აზერბაიჯანში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების მაღალი დონის მაჩვენებელია. „მომავალ წელს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი სრულდება. დამოუკიდებლობის პერიოდში, ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და მიაღწია სტრატეგიული პარტნიორობის დონეს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს აქტიური პოლიტიკური დიალოგი. აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის უჭერენ ერთმანეთს მხარს. რთულ პერიოდში, ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის გვერდში ვიდექით და თანადგომას ვუწევდით ერთმანეთს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამ საკითხში თქვენს პოზიციასა და ყურადღებას მაღალ შეფასებას ვაძლევთ. აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას. ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში მაღალ დონეზეა, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტრანზიტის, ინვესტიციებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. ჩვენს მიერ ერთობლივად განხორციელებული ფართომასშტაბიანი, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები ზრდის ჩვენს ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ჩვენი ქვეყნები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რეგიონის განვითარებაში და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამავე დროს, ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობები გაგვაჩნია ციფრული ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში. ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის, ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება აუცილებელი იყო. სხვადასხვა მიზეზის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ კომისიის სხდომა არ ჩატარებულა. თქვენი ბოლო ვიზიტის დროს, თქვენთან შეხვედრისას ჩვენ ამას განსაკუთრებით ხაზი გავუსვით და სამუშაოების დაჩქარებისთვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დავალებები მივეცით. კომისია ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მოხარული ვარ, რომ დღეს ამ კომისიის სხდომას ვატარებთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საუბრები, მიღებული გადაწყვეტილებები და ხელმოწერილი დოკუმენტები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაფართოებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი წარმატებული იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა ალი ასადოვმა.