ძებნის რეზულტატი:

კახა კალაძე: თუ სააკაშვილი ჩამოვა, ბედნიერები ვიქნებით, რადგან ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება მოუწევს

"თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც ჩადენილი აქვს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან რეაგირება მოყვება და აეროპორტში შესაბამისი სამსახურები დახვდებიან. „ველოდებით. ხალხიც დახვდება ცხადია, მიესალმება მის ჩამოსვლას და შესაბამისი სამსახურებიც დახვდებიან. საერთოდ არ არის საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. ჩამოვა – ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება და ვნახავთ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი. ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას, დაგეგმილია უამრავი პროექტი. თბილისში იქნება აღმშენებლობა, განვითარება სამუშაო ადგილები. ეს აინტერესებს ხალხს და მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, არ ჩამოვა მასზეა დამოკიდებული. ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ვიდეომიმართვისას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კრემლი: „კიევის პოზიციის“ გამო პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა შეუძლებელია

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შეუძლებელია „კიევის პოზიციის“ გამო. პესკოვს მიაჩნია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის აუცილებლობას „ჯანსაღი ლოგიკა კარნახობ“. ამავდროულად, მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მზად იყო შეხვედრისთვის, მაგრამ ჩიხური სიტუაციის შექმნაში კრემლი უკრაინას ადანაშაულებს. ამავე დროს, პესკოვმა აღნიშნა, რომ ახლა არის მცდელობები პოლიტიკური მრჩევლებისა და მინისტრების დონეზე, მინსკის პროცესის „ხელახლა გააქტიურების“ მიზნით. პუტინის სპიკერის თქმით, უკრაინას არ სურს მინსკის შეთანხმებების შესრულება, მაგრამ ცდილობს, შეცვალოს ისინი სხვა რამით. გარდა ამისა, პესკოვმა თქვა, რომ უკრაინა თითქოს არ ასრულებს შეთანხმებებს, რომლებიც მიღწეული იყო 2019 წლის ბოლოს ნორმანდიის ფორმატში, პარიზში. ასევე, პუტინის სპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთს დონბასში კონფლიქტის მონაწილე მხარეებს უწოდებს და კრემლი ამას უარყოფს. პესკოვმა დაამატა, რომ ზელენსკის „პირადი გამონათქვამები“ პუტინის მიმართ არ ავნებს რუსეთის პრეზიდენტს და მასში მხოლოდ სინანულს იწვევს. 12 სექტემბერს ზელენსკის სპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ ყირიმის საკითხის განხილვის გარეშე პუტინთან შეხვედრის აზრი უკრაინის პრეზიდენტმა ვერ დაინახა. ამავე თემაზე: კრემლი: ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის არ შეხვდება, თუ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს ყირიმის საკითხის განხილვას ვლადიმერ პუტინი ზელენსკისთან შესახვედრად მზადაა, თუმცა ყირიმის საკითხის განხილვას არ აპირებს

გიგა ბოკერია: მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის მიღმაა ეროვნული ამოცანა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა-არჩასვლის საკითხი ოპოზიციური პარტიების მთავარ ამოცანას არ ცვლის. „ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის და, ჩემი აზრით, მთლიანად საზოგადოებისთვის, არ იცვლება ამონაცა იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოვა თუ არა. ამის მიღმა არის ის ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ 2 ოქტომბრის არჩევნების გამოყენებით“, - განუცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს. „ჩვენ, ყველანი - ისინიც, ვინც არის ან არ არის აქტიური მომხრე სააკაშვილის, ან ოპონენტია, ან აგრესიული ოპონენტია მისი - ყველას გვაერთიანებს საერთო ეროვნული ინტერესი, რომ ვიცხოვროთ თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ. „ევროპულმა საქართველომ“ იუსტიციის სახლთან აქცია-პერფორმანსი გამართა. პარტიამ დიდ ეკრანზე წინასაარჩევნო კლიპი - ბიძინა ივანიშვილის ცხოველების ფერმა აჩვენა და საპროტესტო პლაკატები გადმოფინა. პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების სწორედ ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმად“ გადაქცევას ცდილობს. „ალბათ გახსოვთ, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, რომ ქვეყნის მართვაში ძალიან გამოადგა ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოები - ცხოველების ფერმა. ნაწარმოები, რომელიც აღწერს ამაზრზენ საბჭოთა რეალობას სატირული ფორმით, სადაც ადამიანებს უნადგურებენ თავისუფალ ნებას, იმონებენ, ბოლომდე საფუძველს აცლიან მათ თავისთავადობას, უნარს. ამყოფებენ ნებისმიერი ცვლილების შიშში და მთლიანად უკონტროლებენ ცნობიერებას. პირქუში და ამაზრზენია, მაგრამ ძალიან კარგი ნაწარმოებია ცხოველების ფერმა. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში იყო გულწრფელი, წლიდან წლამდე, დღითი-დღე ეს ადამიანი სწორედ ჩვენი საზოგადოების ცხოველების ფერმად ქცევას ცდილობს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შვედეთში აფეთქება მოხდა, 25 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს

Reuters-ის ცნობით, შვედეთის ქალაქ გეტებორგში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მეხანძრეები აფეთქებით გამოწვეული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. სამართალდამცავებმა საგამოძიებო ღონისძიებები უკვე დაიწყეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა კორპუსიდან მცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელეს.

„გაზპრომთან“ კონტრაქტის გამო, უნგრეთმა და უკრაინამ ერთმანეთის ელჩები დაიბარეს

უკრაინამ და უნგრეთმა ერთმანეთის ელჩები ბუდაპეშტის მიერ რუსეთთან ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულების ხელმოწერის გამო დაიბარეს, რომელსაც კიევი განიხილავს როგორც საფრთხეს მისი ეროვნული უსაფრთხოებისათვის. იუწყება Reuters-ი. უნგრეთმა უკრაინა დაადანაშაულა მის შიდა საქმეებში ჩარევაში, მას შემდეგ რაც კიევმა გააკრიტიკა ის რუსულ გაზპრომთან ბუნებრივი გაზის მიწოდების 15-წლიანი ხელშეკრულების გაფორმების გამო. საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ელჩი დაიბარეს უკრაინის მცდელობის გამო, დაბლოკოს გაზის მიწოდების გარიგება. „მიგვაჩნია, რომ ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევაა, რომ უკრაინას უნგრეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების დაბლოკვა სურს”, - აღნიშნა სიიარტომ განცხადებაში. უკრაინამ ორშაბათს განაცხადა, რომ უნგრეთისთვის გაზის მიწოდების გარიგება წმინდა პოლიტიკური, ეკონომიკურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა და საზიანოა უკრაინულ-უნგრული ურთიერთობებისთვის. მან ასევე სთხოვა ევროკომისიას, შეაფასოს რამდენად შეესაბამება გარიგება ევროპულ კანონმდებლობას, რაზეც სიიარტომ განაცხადა, რომ ეს აღმაშფოთებელია. „ეს გარიგება უკრაინის გვერდის ავლით, ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას", - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ტექსტურ განცხადებაში. ამავე თემაზე უნგრეთმა „გაზპრომთან“ ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

თურქეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ხვალ რუსეთს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამუშაო ვიზიტით ხვალ რუსეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სოჭში დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა. შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობის, ასევე რეგიონული განვითარებისა და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. დაგეგმილია სირიაში, ლიბიაში, ავღანეთსა და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების განხილვა. ამავე თემაზე: თურქულმა ძალებმა სირიაში რუსულ ვერტმფრენებს ცეცხლი გაუხსნეს რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი რუსული სარაკეტო სისტემის S-400-ს შეძენას ისევ გეგმავს

თეა წულუკიანი: დედას ბუშტი გვიბრუნდება

„სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად. დედას ბუშტი გვიბრუნდება”, - ამ ტექსტით ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის გეგმას. „იმედია, არავის ეწყინება, რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამ… ვერც ამ პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც კი მოგვისმენია. ასევე სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად. დედას ბუშტი გვიბრუნდება”, - აცხადებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, სააკაშვილმა კარგად იცის, ჩამოსვლისთანავე დააკავებენ. ექსპრეზიდენტმა გვიან ღამით გამოაქვეყნა ავიარეისის ბილეთი, რომელშიც ჩამოსვლის დროდ არჩევნების დღე, ორი ოქტომბერი და 23:05 საათია მითითებული. ამავე თემაზე: ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილს დახვდება ასიათასობით მასზე გამწარებული ადამიანი

საქართველო 12 წელს გადაცილებული მოზარდების აცრის ორ ვარიანტს განიხილავს

საქართველო 12 წელს გადაცილებული მოზარდების აცრის ორ ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი აქტიურად განიხილება და იმუნიზაციის საბჭო მალე მისცემს რეკომენდაციას ჯანდაცვის სამინისტროს. „დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი მოსაზრება და მას იმუნიზაციის საბჭოში დააფიქსირებს. არსებობს ორი მიდგომა - საყოველთაო, როდესაც 12-დან 15 წლის ჩათვლით, ყველა ბავშვი იცრება. მეორე - ე.წ. ბრიტანული, როდესაც იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ ისინი, რომლებსაც შესაბამისი ჩვენებები აქვთ, ასევე - მშობლების სურვილით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: 12 წელს გადაცილებულების ვაქცინაციაზე იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი დასკვნას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დადებს ამირან გამყრელიძე 12-დან 16 წლამდე მოზარდების აცრაზე: ავწონ-დავწონით, როგორ აკეთებენ სხვადასხვა ქვეყანაში თამარ გაბუნია: 12-16 წლამდე ასაკის, თანმხლები დაავადებების მქონე მოზარდებში აცრის სარგებელი ძალიან მაღალია საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს 12-15 წლის ბავშვების აცრა მშობლებს სურვილის მიხედვით დღესაც შეეძლებათ

თამარ გაბუნია: ახლა ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც შესაძლებელია, რაღაც მიზეზის გამო ვერ მივიდა ვაქცინაციის ცენტრში ან ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა აცრა

მომდევნო კვირიდან უფრო მეტი გამსვლელი ამცრელი ბრიგადა იმუშავებს, განსაკუთრებით სასკოლო და საუნივერსიტეტო გარემოში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახლა ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც შესაძლებელია რაღაც მიზეზის გამო ვერ მივიდა ვაქცინაციის ცენტრში ან ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა აცრა. „დღეს უკვე ვართ იმ ეტაპზე, როდესაც დაახლოებით მილიონამდე ადამიანი აცრილია სულ მცირე ერთი დოზით, ანუ ეს ადამიანები აქტიურად ჩაერთნენ ვაქცინაციაში. ახლა ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც შესაძლებელია, რაღაც მიზეზის გამო ვერ მივიდა ვაქცინაციის ცენტრში ან ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა აცრა. ასეთ შემთხვევაში, უკვე დადგა ის მომენტი, რომ მეტად აქტიურად გავიდეთ გარეთ და მობილური ბრიგადებით, იქნება ეს სოფლად თუ საუნივერსიტეტო გარემოში, სადაც ბევრი სტუდენტი იყრის თავს ერთდროულად, ან ბიზნესგარემოში, სადაც ბევრი თანამშრომელია, დავეხმაროთ მათ იმაში, რომ აღარ ჰქონდეთ აცრაზე უარის თქმის საფუძველი. ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირიდან უფრო მეტი გამსვლელი ბრიგადა იმუშავებს, განსაკუთრებით სასკოლო და საუნივერსიტეტო გარემოში“, - აცხადებს თამარ გაბუნია. ამავე თემაზე: რატომ იკლო ვაქცინაციის მაჩვენებელმა საქართველოში

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ოფიციალურად დაიწყო

თბილისის მერმა კახა კალაძემ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერა საბაგირო გზის მშენებლობის ხელშეკრულებას და სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩადო. იფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დედაქალაქის მოსახლეობას მინდა მივულოცო ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება. დაახლოებით, 50 მილიონი ჯდება პროექტის განხორციელება. პროექტი წინა წლებში უნდა დაგვეწყო, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, მოგვიწია, დროებით გადადება და მიხარია, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, დავიწყოთ. საბაგიროს მოწყობა 2022 წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულებული იქნება და უკვე მგზავრებს მოემსახურება. დაახლოებით, 1200 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა ექნება ამ საბაგიროს საათში. ვფიქრობ, რომ მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ სულ რაღაც 4 წუთში იქნება შესაძლებელი რუსთაველიდან მთაწმინდაზე ასვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრული რეაბილიტაციას და 5 ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საიჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH. რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე - 845,55 მეტრი. საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის და ის სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.

დღეიდან, ქუთაისსა და კრაკოვს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია -Wizz Air-მა კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთაინება ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველ რეისს კრაკოვიდან 133 მგზავრი ჩამოყვა. მათი უმრავლესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ. პანდემიის შემდეგ პირველ განახლებულ რეისთან დაკავშირებით მგზავრებს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ,,ნაყოფიერი გამოდგა საქართველოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის Wizz Air-ის ვიზიტი. ჩვენთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად სულ ცოტა ხანში კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მიიიღო, რომ კრაკოვსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა აღედგინა. ამ ეტაპზე, Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 9 ქვეყნის 15 მიმართულებით ასრულებს. რეგულარული ავიაიმოსვლის განახლებიდან, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 80 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. ევროპის უძველესი ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მე-5 მიმართულება, სადაც მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა მგზავრებს პოლონეთის 5 ქალაქში: ვარშავაში, გდანსკში, ვროცლავში, კატოვიცესა და კრაკოვში შეუძლიათ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და ახალი მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

იტალიაში საფეხბურთო მატჩის დროს მწვრთნელმა მსაჯს სახეში დაარტყა

იტალიის საფეხბურთო ლიგის მეშვიდე დივიზიონის თამაშის დროს ინციდენტი მოხდა. ოლეჯიო კასტელოს და კარპიჯნანო სალენტინოს დაპირისპირების დროს, სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ჯიოვანი ალოზიმ მსაჯს სახეში დაარტყა. მეორე ტაიმის ბოლოს, ალოზის მსაჯმა წითელი ბარათი აჩვენა, თუმცა გასახდელში წასვლის ნაცვლად, მოედანზე შევიდა და მატჩის არბიტრს დაარტყა. ამის შემდეგ, მსაჯმა მატჩი დაასრულა. თამაში მასპინძლებმა ანგარიშით 2:0 მოიგო. მომხდარის შემდეგ ალოზიმ ბოდიში მოიხადა თავისი ქმედებისთვის და გადადგა. მაგრამ მას მკაცრი სანქციები ემუქრება.

ემანუელ მაკრონი ფოტოგრაფს საცურაო კოსტიუმში გადაღების გამო უჩივის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და მისმა მეუღლემა სარჩეილი შეიტანეს ფოტოგრაფის წინააღმდეგ, რომელმაც ისინი, შვებულებაში ყოფნის დროს, საცურაო კოსტიუმში გადაიღო. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი ფოტოების გამოქვეყნება პირად სივრცეში შეჭრაა. როგორც ცნობილია, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

ქაბულის უნივერსიტეტში ქალ სტუდენტებსა და მასწავლებლებს სიარული აუკრძალეს

ქაბულის უნივერსიტეტში ქალი სტუდენტებისა და ლექტორების შეშვება აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. შესაბამისი გადაწყვეყილება უნივერსიტეტის რექტორმა, მოჰამედ აშრაფ ღაირატიმ მიიღო. "აკრძალვა გაგრძელდება მანამ, ვიდრე ყველასათვის ნამდვილი ისლამური გარემო არ იქნება უზრუნველყოფილი, ქალებს უნივერსიტეტში მოსვლის ან მუშაობის საშუალება არ ექნებათ. ისლამი უპირველეს ყოვლისა", - განაცხადა ქაბულის უნივერსიტეტის რექტორმა. ამავე თემაზე: „თალიბანმა“ ჰელმანდის პროვინციაში, სილამაზის სალონებს კაცებისთვის წვერის გაპარსვა აუკრძალა ავღანეთის სკოლებში სწავლა მხოლოდ ბიჭებსითვის და კაცი მასწავლებლებისთვის განახლდა ავღანეთში სტუდენტები უნივერისტეტებში დაბრუნდნენ

NATO-მ კოსოვო-სერბეთის საზღვარზე პატრულირება გააძლიერა

დაძაბულობის შემცირების მიზნით, NATO-მ კოსოვო-სერბეთის საზღვარზე პატრულირება გააძლიერა. კოსოვოელი სერბები ერთი კვირაა, აქციის ფარგლებში ბლოკავენ საზღვარს სატვირთო მანქანებით მას შემდეგ, რაც კოსოვომ გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კოსოვოსა და სერბეთის წარმომადგენლები ამ კვირაში ბრიუსელში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს აშშ -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე გაბრიელ ესკობარი. გასულ შაბათ -კვირას კოსოვოს მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი შენობა დაიწვა, მეორეს კი ხელყუმბარები ესროლეს, რასაც ისინი აღწერენ, როგორც დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია ეთნიკური სერბების პროტესტთან. ორშაბათს, კოსოვოს პრემიერ მინისტრმა ალბინ კურტიმ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზად შეთავაზება წარადგინა, რომლის თანახმად, დროებითი სანომრე ნიშნის წესი ორივე ქვეყანამ გააუქმოს. ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან.

ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა 11 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა

28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 760 878-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ონფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 975 028 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.3% სრულად ვაქცინირებულია 785 850 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.5% 27 სექტემბერს აიცრა 11 421 ადამიანი. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 2 185 ადამიანს დაუდასტურდა, 40 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის დაცვა შესაძლო თავდასხმის გამო გააძლიერეს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს დაცვა გააძლიერეს, რადგან ის შესაძლოა, კრიმინალური დაჯგუფების თავდასხმის ან გატაცების სამიზნე იყოს, იტყობინება BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. გავრცელებული ცნობებით, პოლიციამ ნარკოვაჭრობასთან დაკავშირებული კრიმინალების მხრიდან ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრზე შესაძლო თავდასხმის შესახებ სიგნალები მიიღო. გავრცელებული საფრთხის შესახებ ცნობები მოჰყვა ცნობილი ჰოლანდიელი ჟურნალისტის პიტერ რ დე ვრიეს მკვლელობას, რომელიც ნიდერლანდებში კრიმინალური სამყაროს გამოძიებით იყო ცნობილი.

DRI: საპატრიარქო წინასაარჩევნოდ ეკლესიის ავტორიტეტით მანიპულირებს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საპატრიარქო წინასაარჩევნოდ ეკლესიის ავტორიტეტით მანიპულირებს. DRI-ის განცხადებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება, რომლის მიხედვით, ეკლესიას შეუძლია პირდაპირ მოუწოდოს მრევლს, როგორ მოიქცნენ არჩევნებზე, ეკლესიის ავტორიტეტით მანიპულირების მცდელობას წარმოადგენს და წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან. "საქართველოს საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციებს, რაშიც საქართველოს საპატრიარქოც მოიაზრება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის საჯარო განცხადება კი, ბუნებრივია, შესაძლოა, აღქმული იქნეს, როგორც თავად ორგანიზაციის პოზიცია. მღვდელმთავრების მონაწილეობას პოლიტიკურ ღონისძიებებში მხოლოდ საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს. წმინდა სინოდის (ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო) 2012 წლის 5 ივლისს მიღებული განჩინებით, ეკლესია წარმოადგენს ქვეყნის გამაერთიანებელ, ნეიტრალურ ძალას. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში, მღვდელმთავრების მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში დაუშვებელია. განჩინების მიხედვით, ნათელია, რომ ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო, მღვდელმთავრის ქცევას ეკლესიის პოზიციის გამოხატულებად მიიჩნევს. თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის როგორც 2020, ისე 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისგან და პოლიტიკური განცხადებების კეთებისგან თავს არ იკავებენ (რაც, ძირითად შემთხვევებში, გამოიხატება საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაში ან/და თავიანთი პოლიტიკური ხედვის ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერი ან/და საწინააღმდეგო განცხადების გაკეთებაში)", - ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების რიტორიკა ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ შეიცვალა. "ნიშანდობლივია, რომ სასულიერო პირების რიტორიკა ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, სუს-ი, სავარაუდოდ სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ახორციელებს ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს საზოგადოების თითქმის ყველა წარმომადგენელზე, მათ შორის, ყველა რანგის სასულიერო პირზე. ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ თუ ტელევიზიები მათთვის არასასურველი ფორმულირებით გააშუქებენ ფარული ჩანაწერებში არსებულ ფაილებს, მაშინ მრევლს პირდაპირ მოუწოდებენ, როგორ მოიქცნენ არჩევნებზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მსგავსი მოწოდება წარმოადგენს საზოგადოების დიდ ნაწილზე საკუთარი ძალაუფლებით და ავტორიტეტით მანიპულირების და ზოგადად, ნების ავტონომიის უგულებელყოფის მცდელობას, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების (არჩევანის თავისუფლება) შეზღუდვა", - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე თემაზე: ანდრია ჯაღმაიძე: რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, მერე არავის გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის მრევლს, რა გააკეთოს არჩევნებზე დეკანოზი თამაზ ლომიძე: ეკლესია უნდა ჩაერიოს არჩევნებში, ეკლესიამ გარკვევით უნდა უთხრას მრევლს, ვის დაუჭირონ მხარი

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მუშაობას განაახლებენ ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.

სკოლებში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხოდმაზე მიიღეს. განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პროფესიული კოლეჯები და უნივერსიტეტები სასწავლო პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბერს სწავლას დასწრებულ ფორმატში, აუდიტორიებში განაახლებენ მისივე თქმით, 4 ოქტომბრიდან სააღმზრდელო პროცესი აღდგება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებში. "სახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. სკოლაში ზედმიწევნით იქნება დაცული ყველა რეკომენდაცია და სამედიცინო პროტოკოლი,", - განაცხადა განათლების მინისტრმა. განათლების მინისტრმა მოსწავლეების მშობლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.