ძებნის რეზულტატი:
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები მუშაობას 4 ოქტომბრიდან განაახლებენ
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები მუშაობას 4 ოქტომბრიდან განაახლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღებანდელ სხდომაზე მიიღეს. განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 4 ოქტომბრიდან სააღმზრდელო პროცესი აღდგება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებში. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ ბავშვთა გასართობი ცენტრებიც.
თამარ გაბუნია: ქართული კოვიდსერტიფიკატის აღიარებასთან დაკავშირებით ევროკავშირისგან დადებითი გამოხმაურება მივიღეთ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსამზადებელი და ტექნიკური სამუშაო, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველო მიუერთდეს ევროკავშირის ერთიან ბაზას კოვიდსერტიფიკატის აღიარებასთან დაკავშირებით, შესრულებულია. მისი თქმით, ქართული კოვიდსერტიფიკატის აღიარებასთან დაკავშირებით ევროკავშირისგან დადებითი გამოხმაურებაა. „ჩვენ მივიღეთ პირველი დადებითი გამოხმაურება ევროკავშირის მხრიდან, მზაობა არის საკმაოდ მაღალი და დარჩენილია სამუშაოების ბოლო ეტაპი, რომელსაც, ვფიქრობ, ძალიან მოკლე დროში დავასრულებთ“, - აცხადებს თამარ გაბუნია. ამავე თემაზე: იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო სად და როგორ უნდა აიღონ მოქალაქეებმა კოვიდბარათები დავით ზალკალიანი: უახლოეს დღეებში ევროკავშირს მიეწოდება კითხვარები, რაც მათ საშუალებას მისცემს, აღიარონ ჩვენი კოვიდპასპორტები
რა რეკომენდაციები მიიღეს სკოლის დირექტორებმა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, იცოდნენ, რამდენია მასთან აცრილი თანამშრომელი და რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბირიფნგზე განაცხადა. ამასთანავე, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილი და ასევე მოუწოდონ მათ აცრისკენ. "მოწოდება და რეკომენდაცია დირექტორებს, რომ ყველა დირექტორმა იცოდეს, რამდენია მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა იაცრან დანარჩენი, ვინც არ არიან აცრილები. ამავე დროს დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ ასევე თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილი და ასევე მოუწოდონ მათ. უსაფრთხო სკოლა ნიშნავს, როდესაც სკოლაში ყველა აცრილია და ასევე ბავშვის მშობლები, ბებია-ბაბუები თუ მასთან ცხოვრობენ, ისინიც არიან აცრილი. დაახლოებით ამ კონცეფციით დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სწავლა დასწრებული დაიწყოს და პარალელურად მიეცა მშობლებს უფლება, თუ არ სურთ ბავშვი სკოლაში ატარონ, ჰყავდეთ დისტანციურ სწავლებაზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება სკოლებში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
თამარ გაბუნია: კახეთში, ერთ-ერთ სოფელში 20 დღეში 9 ადამიანი აიცრა
„დღეს სოფლად ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ დაბალია. მაგალითისთვის კახეთში, ერთ-ერთ სოფელში 20 დღეში 9 ადამიანი აიცრა, რაც პრინციპში არაფერია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობის დადგენილებით სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციის პასუხისმგებლობა მუნიციპალურ კლინიკებს ეკისრებათ, რომლებიც სოფლის მოსახლეობას ამბულატორიულ დონეზე დამატებით სპეციალიზირებულ სერვისს უწევენ. „ამდენად მათ ზუსტი სია აქვთ, იციან სოფლები და აქვთ შესაბამისი რესურსი, რომ აწარმოონ აქტიური ვაქცინაცია. სამომავლოდ იმ სოფელში, სადაც 3 000-ზე მეტი მოსახლეა, ვგეგმავთ მეტად აქტიური გასვლითი სამუშაო ჩატარდეს, რათა ოჯახის ექიმსაც მეტი რესურსი ჰქონდეს, რომ თბილისიდან ჩასული მობილური ბრიგადების დახმარებით მოსახლეობის მოცვა უფრო აქტიურად აწარმოოს. რა თქმა უნდა, მოსახლეობის მოცვა დიდ ქალაქებში მაქსიმალურია, რაც შეეხება სოფლების მოცვას, ის 25-35%-მდე მერყეობს, რაც ის მაჩვენებელი არაა, რაც გვინდა რომ გვქონდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. თამარ გაბუნია: ახლა ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც შესაძლებელია, რაღაც მიზეზის გამო ვერ მივიდა ვაქცინაციის ცენტრში ან ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა აცრა რატომ იკლო ვაქცინაციის მაჩვენებელმა საქართველოში
ოჯახის ექიმებსა და ექთნებს ანაზღაურება იმის მიხედვით გაეზრდებათ, თუ რამდენ ადამიანს ჩართავენ ვაქცინაციის პროცესში
ოჯახის ექიმებსა და ექთნებს ანაზღაურება იმის მიხედვით გაეზრდებათ, თუ რამდენ ადამიანს ჩართავენ ვაქცინაციის პროცესში. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრეს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო დღეს ან ხვალ გამოუშვებს ახალ სქემას, რაც ოჯახის ექიმებისა და ექთნების ვაქცინაციის პროცესში მეტ აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს, ასევე ორიენტირებულ დაფინანსებას. თამარ გაბუნიას განცხადებით, 60 წელს გადაცილებულების ვაქცინაცია განსაკუთრებით პრიორიტეტულია. „ეს ჯგუფი არის განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფი. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაცია ყველა მოქალაქემ მიიღოს, რომელიც არის ამ ასაკობრივ ჯგუფში, რადგან აქ არის ყველაზე მაღალი გართულებები ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით და არსებობს არასასურველი გამოსავლების რისკი. ოჯახის ექიმი და ექთანი, როგორც სოფლად, ასევე ქალაქებში ყველაზე ახლოს არიან ამ ჯგუფის მოქალაქეებთან, რადგან მათ ნაწილს აქვს ქრონიკული დაავადება, ისინი ოჯახის ექიმებს იცნობენ. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო დღეს ან ხვალ გამოუშვებს ახალ სქემას, რაც ოჯახის ექიმებისა და ექთნების ვაქცინაციის პროცესში მეტ აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს, ასევე ორიენტირებულ დაფინანსებას. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ოჯახის ექიმი იმუშავებს ამ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქესთან და ის მუშაობის შედეგად მიიღებს აცრის გადაწყვეტილებას, აიცრება, ოჯახის ექიმის და ექთნის ანაზღაურება მოხდება შესაბამისად, იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მეტი სტიმული და უფრო აქტიურად შეძლონ უბანზე გასვლა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის და რეგიონში მყოფ ექიმებს იმუნიზაციის პროცესში მოსახლეობის ჩართვისთვის დამატებითი ანაზღაურება ექნებათ. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, პირველადი ჯანდაცვის ექიმებმა უნდა იარონ კარდაკარ და დაარწმუნონ მოსახლეობა იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ. „ცვლილება შედის მთავრობის განკარგულებაში, მოხდება წახალისება პირველადი ჯანდაცვის ექიმების და სოფლის ექიმების, რომ მათ დამატებით ანაზღაურება მიეცეთ. ასეთივე წამახალისებელი ღონისძიება გვაქვს C ჰეპატიტის პროგრამაზე, ექიმებს დამატებით ვუხდით თანხას თითოეულ სკრინირებულ ადამიანზე. გარდა იმისა, რასაც დღეს ისინი იღებენ თითოეულ აცრაზე, დამატებით იქნება მოტივაცია იმის მიხედვით, თუ რამდენ ადამიანს ჩართავენ იმუნიზაციის პროცესში. სოფლის და პირველადი ჯანდაცვის ექიმებმა უნდა იარონ კარდაკარ და დაარწმუნონ მოსახლეობა. იმის მაგივრად, რომ ხალხი ჩვენთან მოვიდეს ასაცრელად, ამცრელები უნდა მივიდნენ მათთან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა 11 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა საქართველოში კორონავირუსი 2 185 ადამიანს დაუდასტურდა, 40 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
WSJ: აშშ-ის გენშტაბის ხელმძღვანელმა ცენტრალურ აზიაში რუსეთის ბაზების გამოყენებაზე პუტინის შეთავაზება რუს კოლეგასთან განიხილა
აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეთავაზება განიხილა, გამოიყენოს რუსეთის სამხედრო ბაზები ცენტრალურ აზიაში ავღანეთში არსებული ტერორისტული საფრთხეების საპასუხოდ, იუწყება Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით. გამოცემა ამერიკელ მაღალაჩინოსნებს ეყრდნობა და წერს, რომ მარკ მილიმ ეს წინადადება გასულ კვირას განიხილა რუსეთის გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომლების მოთხოვნას მოჰყვა. ამერიკული სამხედრო პერსონალის რუსულ ბაზებზე მასპინძლობის იდეა პირველად პუტინმა 16 ივნისს ჟენევაში წამოაყენა, იუწყება ამერიკული გამოცემა. ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომლებმა სთხოვეს მილის, მიეღო განმარტება, იმიიყო თუ არა ეს ლეგიტიმური შეთავაზება თუ უბრალოდ განხილვის საკითხი. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ისა და რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელებმა ორწლიანი პაუზის შემდეგ, შეხვედრა გამართეს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალს განუცხადა, რომ აშშ არ ითხოვს რუსეთის ნებართვას, თუმცა შეეცდებიან, უკეთ გაიგონ რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია.
ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე მემორანდუმი გაფორმდა
ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მშენებლობის პროექტზე ეკონომიკისა სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და კომპანია „ამბასადორს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების მიზნით კომპანიას 90 ჰა ტერიტორია გადაეცემა, ქალაქ ბათუმში, ბარცხანასა და თამარის დასახლებაში. მემორანდუმის თანახმად, ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, „ამბასადორ აილენდის“ განხორციელება იწყება, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის, ასევე ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა. . მათივე ცნობით, ჩატარდება დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები. ამასთან, პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია „ამბასადორი“ განახორციელებს, სადაც 2 000 ადამიანი დასაქმდება. საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ. დამიჯერეთ, კერძო ინვესტორს, რომელსაც თავად მოაქვს ასეთი მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული პროექტი, ყველაზე უკეთესად აქვს გათვლილი რისკები. მსოფლიო ტექნოლოგიები ძალიან წინ წავიდა, რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებს ინვესტორი, თუმცა მანამდე იქნება დეტალური კვლევები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთის პრემიერთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის
"აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გასულ კვირას ნიუ-იორკში არის იმის კარგი მაჩვენებელი, რომ დიალოგი შესაძლოა", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „France-24“-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის არ ეწინააღმდეგება ინიციატივას, ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ ორგანიზებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა დაიგეგმოს, რადგან მიაჩნია რომ რეგიონს სტაბილურობა სჭირდება. „ომი დასრულდა. რეგიონს სჭირდება პროგნოზირება და სტაბილურობა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გასულ კვირას ნიუ-იორკში არის იმის კარგი მაჩვენებელი, რომ დიალოგი შესაძლოა განახლდეს და საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა მოიძებნოს. იმედი მაქვს, რომ შეხვედრები გახდება მხარეთა შორის ნორმალიზაციის პროცესისა და თანამშრომლობის დასაწყისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, – აღნიშნა ალიევმა. ფაშინიანი ერდოღანის განცხადებას პასუხობს და შეხვედრის მზაობას გამოთქვამს
პეტრ მიკლაშევიჩი: ბელარუსში სიკვდილით დასჯის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება დღეს არ არის მიზანშეწონილი
ბელარუსში, სიკვდილით დასჯის საკითხზე რეფერენდუმი, შესაძლოა, რამდენიმე წლით გადაიდოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბალარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს, ბელარუსის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე დაყრდნობით. . როგორც ბელარუსის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პეტრ მიკლაშევიჩმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სიკვდილით დასჯის საკითხზე საყოლველთაო გამოკითხვის ჩატარება დღეს არ არის მიზანშეწონილი, თუმცა, შეიძლება, სამომავლოდ დაინიშნოს სპეციალური რეფერენდუმი. „სპეციალური რეფერენდუმის ჩატარებას სჭირდება სოციალოგიური კვლეევები, ახსნა-განმარტებითი სამუშაოები და საზოგადოების მზადყოფნის შემოწმება, ვიდრე ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ბელარუსის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
ონში დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემია გაიხსნება
დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემია გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია საკუთარ ფეისბუქ გევრდზე ავრცელებს „ჩვენი ქალაქისათვის და ქვეყნისათვის მიღებულ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინტენსიური მოლაპარაკებები, როგორც ხსენებულ აკადემიასთან, ისე შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დანიის სამეფოში საქართველოს საპატიო კონსულმა და რაჭის დიდმა მეგობარმა, ქალბატონმა მარიანა ბოლსმა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ სამეფო აკადემიის ონის ფილიალის გახსნისთვის დანიის მთავრობის მიერ საწყის ეტაპზე გამოყოფილ იქნება 1 მლნ დანიური კრონა (0.5 მლნ ₾). პროექტის დაფინანსებას განახორციელებს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული „ახალი დემოკრატიის ფონდი“ (The New Democracy Fund) „ახალი თანამშრომლობის ფონდის“ (The New Cooperation Fund) ჩართულობით. სამეფო აკადემიის შესაბამისი დელეგაცია ქალაქ ონს სამუშაო ვიზიტით ოქტომბრის ბოლოს ეწვევა, რა დროსაც განისაზღვრება სამეფო აკადემიის ონის ფილიალის დაფუძნებისათვის საჭირო ღონისძიებები.გილოცავთ ყველას!“, - ნათქვამია განცხადებაში
ამერიკამ რუსეთს 2015 წელს დაპატიმრებული რუსი ჰაკერი გადასცა
აშშ-მა რუსეთს პატიმრობაში მყოფი რუსი ჰაკერი გადასცა, რომელსაც ჰაკერული დანაშაულებებისთვის, ცხრა წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ალექსეი ბურკოვის გადაცემის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბურკოვი 2015 წელს ისრაელში დააკავეს. 2019 წელს ისრაელიდან მისი ექსტრადიცია მოხდა აშშ-ში. ბურკოვის დაპატიმრების შემდეგ, რუსეთმა აშშ რუსეთის მოქალაქეებზე „ნადირობაში“ დაადანაშაულა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალექსეი ბურკოვი 2020 წლის ივნისში, ვირჯინიის შტატის საოლქო სასამართლოში გაასამართლეს. ამერიკულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი ვებსაიტით ოპერირებისთვის, რომლებითაც ის მოპარულ, ძირითადად ამერიკულ, საბანკო ბარათებს ყიდდა. ასევე ის შუამავლობდა მოპარული ელექტრონული მონაცემებით ვაჭრობასა და უკანონო მომსახურებაში. ალექსეი ბურკოვი მას ბრალად ედებოდა საკრედიტო ბარათების თაღლითური სქემით აშშ-ში 20 მილიონ დოლარზე მეტის მოპარვა.
ცესკო ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების გამოკვრაში სამართალდარღვევას ვერ ხედავს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში წინასაარჩევნოდ განთავსდა, სამართალდარღვევის ოქმს ვერ შეადგენს, რადგან კანონმდებლობა არ დარღვეულა. ცესკო-ში განმარტავენ, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით, ასევე, მოკვლევის თანახმად, ბანერების განმათავსებელი პირი არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს. "საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა კიდეც, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს „ალმას“ შეუკვეთა მათი დამზადება/განთავსება. სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით. ჩვენი მოკვლევის თანახმად, - ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ის არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი", - აცხადებენ ცესკოში. აქვე აღნიშნულია, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით, არ დარღვეულა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილი და არ არსებობს სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის საფუძველი. ე.წ სისხლიან ბანერებს ISFED ცესკო-ში ასაჩივრებს და აუდიტის სამსახურისგან ბანერების დამფინანსებლის გასაჯაროებას ითხოვს
აშშ-მ ხორვატიასთან უვიზო მიმოსვლა დააწესა
აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხორვატია დაემატება იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებიც 90 დღის განმავლობაში აშშ-ში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობა სულ 39 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. მათ შორის არიან ბელგია, ავსტრალია, ჩილე, ავსტრია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლიეტუვა, უნგრეთი, საფრანგეთი, ფინეთი, მალტა, საბერძნეთი, პოლონეთი და სხვები. გაბრიელ ესკობარი: აშშ-ს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება სურს
დმანისის რაიონში 18 წლის ახალგაზრდა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
დმანისში უბედური შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადავარდა და დაიღუპა. 18 წლის ახალგაზრდა, სოფელ ვერისუბნის მიმდებარე ტყეში, პიკნიკზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ჯანმო მათი თანამშრომლების მიერ, კონგოში ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამო, ბოდიშს იხდის
BBC-ის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მათი თანამშრომლების მიერ კონგოში ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამო, ბოდიშს იხდის საერთაშორისო მედიის ცნობით, გამოძებამ დაადასტურა, რომ „2018-2020 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი და უცხოელი თანამშრომლები კონგოში მცხოვრებ ქალებს ალკოჰოლით აბრუებდნენ და სექსუალურ კავშირს აიძულებდნენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს გებრეიესუსის თქმით, ისინი შეძრწუნებული არიან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მათი თანამშრომლების ქცევის გამო, რადგან ეს „უპატიებელი“ ქმედებაა. „მინდა, ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაქირავებულმა ადამიანებამა გააკეთეს. მათ თქვენს დაცვაზე უნდა ეზრუნათ. ჩემთვის პრიორიტეტულია, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, – განაცხადა გებრეიესუსმა. დანაშაულში ეჭვმიტანილია 83 პირი, აქედან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელი 21 ეჭვმიტანილია. საუბარია როგორც ადგილობრივ კადრებზე, ისე უცხოელ თანამშრომლებზე. ჯანმოს ცნობით ეჭვმიტანილების ნაწილთან კონტრაქტი უკვე გაწყვიტეს და დამატებით ზომებსაც მიიღებენ. გამოძიება მას შემდეგ ჩატარდა, რაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მცხოვრებმა 50 ქალმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები ძალადობაში დაადანაშაულა.
ბრაზილიამ "ბუსტერ" დოზით აცრის გადაწყვეტილება მიიღო
ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრის მარსელუ კეიროგამბის განცხადებით, ქვეყანაში 60 წლის ზემოთ ასაკის პირების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზით აცრა შესაძლებელი გახდება. „Covid-19-თან საბრძოლველად, ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში გავავრცელებთ. ეს გადაწყვეტილება ვაქცინაციის კამპანიის პროგრესის შედეგია, რომელიც სწრაფი ტემპებით გრძელდება“, - განაცხადა ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრმა.
Forbes-ის რეიტინგით, ილონ მასკი კვლავ ყველაზე მდიდარი ადამიანია
Forbes-ის რეიტინგით, ილონ მასკი კვლავ ყველაზე მდიდარი ადამიანია. 203,4 მილიარდი ქონებით მასკი კვლავ რეიტინგის სათავეში მოექცა. Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რომელმაც ილონ მასკს დროებით ჩამოართვა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული. რეიტინგში მესამე ადგილს Louis Vuitton Moet Hennessy-ს მფლობელი ბერნარ არნო იკავებს. რეიტინგი Forbes Real-Time რეალურ დროში, უმსხვილესი კომპანიების აქციების მიმდინარე ღირებულების მიხედვით ახლდება. მასკი ისტორიაში მესამე ადამიანია გახდა (ბეზოსისა და არნოს შემდეგ), რომლის ქონებამაც Forbes Real-Times-ში 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ევროპარლამენტიდან თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა
ევროპარლამენტიდან სადამკვირვებლო მისია საქართველოს 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ევროპარლამენტში დაუდასტურეს. არჩევნების შესახებ განცხადება კი საქართველოში მისიის დასრულების შემდეგ გავრცელდება. ევროპარლამენტარმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდმა 9 სექტემბერს დაწერა Twitter-ზე, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. უფრო ადრე კი, ამასთან დაკავშირებით, პირველად, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა. „მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნებია, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია. მას აქვს გავლენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. შედეგი, ისევე როგორც არჩევნების შემდგომი მოვლენები, დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას. ამიტომაც ვამზადებთ ევროპარლამენტიდან სრულფასოვან სადამკვირვებლო მისიას. ვიცი, რომ ბევრი სხვა დამკვირვებელიც გეგმავს ჩამოსვლას. ეს არის ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა Europetime-თან. მანამდე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა (ევროპის სახალდო პარტიის ჯგუფი, ქრისტიან დემოკრატები) Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა იგეგმებოდა. ცნობისთვის, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, Europetime-მა ევროპარლამენტარებთან ექსკლუზიური ინტერვიუები ჩაწერა და მას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილები საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრა პარიზში შედგა. საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ტრიუმფალურ თაღთან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიაგეს პატივი. ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საფრანგეთისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას, რის შემდეგაც ემანუელ მაკრონმა და სალომე ზურაბიშვილმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს. ცერემონიის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა შეხვედრა გამართეს. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, სამუშაო ვიზიტით 26 სექტემბერს გაემგზავრა. მაკრონთან შეხვედრამდე მან ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები დააჯოლდოვა. ვიზტის ფარგლებში პრეზიდენტმა სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთიდან დევნილი, მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა. დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი დღეს ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის მეთაურის ვიზიტი ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყება, რომელიც „ზაგულბას“ სასახლეში გაიმართება. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი ალიევი, საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციის წევრებთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში დღევანდელ ვიზიტამდე, სომხეთ-აზერბაიჯანის მედიაციის საკითხში საკუთარ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. „30 წლის განმავლობაში ჩვენ პირველად, ჩემი მედიაციით და ჩვენი ამერიკელი მეგობრების ჩართულობით, შევძელით წარმატებული მედიაციის შექმნა ჩვენს მოძმე აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ეს ფაქტი მოწონებული იქნა ამერიკის მთავრობის, ევროკავშირის მხრიდან და არის წახალისებული პირად საუბრებში თუ საჯაროდ აღნიშნული ინიციატივის ბოლომდე მიყვანა და გაგრძელება. მე ამ მიმართულებით ბოლომდე დავიხარჯები. ხვალ მიემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა ბატონ ალიევთან, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ დ მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და გვაქვს ნდობა, რაც მთავარია. და როცა ნდობა არსებობს ქვეყნებსა და ლიდერებს შორის ვფიქრობ, ყველა საკითხი გადაწყდება. ასეთივე ურთიერთობა მაქვს ბატონ ფაშინიანთან, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა თბილისში. მეც ვაპირებ სომხეთში ჩასვლას უახლოეს მომავალში. ვფიქრობ, ამ მამართულებით მაქსიმალურად დავიხარჯები და გარკვეულ როლს შევასრულებ ორ ქვეყანას შორის”, - განაცხადა ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს მედიაციის პროცესში მისი პირადი წვლილისთვის საქართველოში უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტის დროსაც გადაუხადა მადლობა. ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთის პრემიერთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის